მონანიე ავანტიურისტკა
font-large font-small
მონანიე ავანტიურისტკა
ერთი ბიჭი შემიყვარდა. მასზე ოცნებაში მხდებოდა სული. ვამბობდი - მის შემოხედვას თუ ვეღირსე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება-მეთქი. მოხდა სასწაული და ამ ბიჭმა სიყვარული ამიხსნა.
სიხარულისგან ცას ვეწიე, მაგრამ ხომ არ გგონიათ, მას ვაგრძნობინე?! ამის შემდეგ გამარჯობასაც არ ვეუბნებოდი. რომ დავინახავდი, გავრბოდი და თავს შორს ვიჭერდი. მინდოდა, გამომკიდებოდა და დღედაღამ ჩემზე ეფიქრა. მართლაც ბევრი მდია მახომ. რომ ვნახულობდი, ჯერ ახლოს ვუშვებდი, მერე გავურბოდი და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს... გავიდა ერთი თვე... ორი... სამი... ათი... მოჰბეზრდა ჩემს დასაწევად სირბილი და ერთხელ ჩემს დაქალს დააბარა - კარგად იყოს, მაგრამ ჩემგან შორს იყოს, ამდენი ხნის განმავლობაში მისი გული ვერ მოვიგე და დავიღალე ხვეწნითო... ლამის გული გამისკდა. ახლა მე დავუწყე დევნა, ის კი გამირბოდა. ასე დავკარგე ჩემი სიყვარული. რას გარბიხარ, შე ტუტუცო, თუ გიყვარს, აგრძნობინე კიდეც, რა! თათა.

ბეჭდვა