მრავალცოლიანობისკენ მიდრეკილი
font-large font-small
მრავალცოლიანობისკენ მიდრეკილი
ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ, იმ ერთხელ ბედნიერი უნდა იყო და უნდა ეძებო შენი წილი ბედნიერება მანამ, სანამ მას ერთხელ და სამუდამოდ არ იპოვი...
ცხოვრება სირთულეებით არის სავსე და ისე არაფერი ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. 30 წელს ახლახან გადავცილდი, მაგრამ უკვე ორჯერ მოვასწარი დაქორწინება. პირველი ცოლი მართლა მიყვარდა და რამდენიმე თვე ბედნიერიც ვიყავი, მაგრამ მერე სიდედრმა ყველაფერი გააფუჭა. იმის გამო წუწუნებდა გამუდმებით, რომ მის შვილს ფუფუნებაში ვერ ვაცხოვრებდი. თავიდან ჩემი ცოლი დედას აჩუმებდა, ცდილობდა, ჩემამდე არ მოსულიყო მისი ნალაპარაკევი, მაგრამ ერთხელაც მხარი აუბა. ამის გამო ვიჩხუბეთ, გამოვიხურე კარი და წამოვედი. მალე განქორწინებაც გავაკეთე. მეგონა, შერიგებას მთხოვდა, მაგრამ შევცდი. რადგან თავისი დანაშაული ვერ შეიგნო, დაშორება ვამჯობინე. სიმართლე გითხრათ, თავიდან შვებითაც კი ამოვისუნთქე, მაგრამ შემდეგ ძალიან განვიცადე. ცოტა ხნით საზღვარგარეთ გავემგზავრე.
საქართველოში დაბრუნებულს პირველი მეუღლე აღარც მახსოვდა. მალევე გავიცანი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც რამდენიმე თვეში ცოლად მოვიყვანე. ახლა ერთი გოგონა გვყავს. მეუღლეს დიდ პატივს ვცემ, ოჯახზე გადაყოლილია. თბილი და კეთილი ადამიანია, მაგრამ არ მიყვარს. რა ვქნა, ვერაფრით შევიყვარე. არაფერს ვაკლებ, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ჩემს გულში რა ხდება, მხოლოდ მე ვიცი. რაც მეორედ დავქორწინდი, სხვა ქალისკენ არ გამიხედავს, თუმცა ამას წინათ ერთი ქალბატონი გავიცანი... მისი თვალები საოცარ ვნებას ასხივებდა. ჰოდა, შემიჩნდა ეშმაკი და გულში ჩამივარდა... როცა ვურეკავ, შეხვედრაზე უარს არ მეუბნება, მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობაზე ვერ დავითანხმე ჯერ... ეტყობა, ცოლიანი რომ ვარ, ამიტომ გამირბის. ჩემ შესახებ ყველაფერი იცის, მოვუყევი პირველ და მეორე ცოლზე, თუმცა არ მითქვამს, რომ მეორე ცოლი არ მიყვარს. ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან არაა გამართლებული. ახლა როგორ მოვიქცე, არ ვიცი. მიზეზი არ მაქვს, რომ მეორე ცოლს დავცილდე, გარდა იმისა, რომ სხვა მიყვარს... ამ მიზეზს ვერ გავამხელ... არა და, აღარც მასთან ცხოვრება შემიძლია... თანაც, რომელი ქალიც მომეწონება, მასთან ოჯახის შექმნა მინდება... ხომ შეიძლება, ცოლი გყავდეს და საყვარელიც? მაგრამ მე არ მინდა ასეთი ურთიერთობა... მე ცოლი მინდა!



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
13.07.2015
კარგია ძალიან როცა არ გაიწირები ასეთი "მრავალფეროვნების" მოყვარული კაცისთვის.რამხელა ენერგია ემოცია იხარჯება ამ ცუნდრუკა კაცებისთვის მაგრამ თუ შეგიყვარდა მერე,მერე რაღა აზრი აქვს თავში ხელის დაშენას.ეს ის პონტია თითქმის რუსე|თი მეზობელია და ძვრას ვერ უზამ რაც არუნდა იმოქმედო ესეა ნამდვილი გრძნობაც.საცოდავი პირველი მეორე მესამე და ა.შ მეუღლეები თორე ამბობენ უკანასკნელი ცოლები ზალიან პატივში ყავთ ამ კატეგორიის კაცებსო
შეშფოთებული მაშასადამე ევროპელი
12.07.2015
გეთანხმები მოკვდავი, ასეთი მამები ვერასოდეს შექმნიან ღირსეულ ოჯახს. მას ვისაც საკუთარი შვილი არ ახსენდება, არა მგონია ასეთმა კატეგორიამ მეორე ცოლთან ნაყოლ შვილზე გაიგიჟოს თავი. ასე არ შეიძლება. ბავშვი ყოველთვის განწირულია ოჯახის დანგრევისას და ეს ამ ბავშვებმა ასეთ შემთხვევაში არ უნდა იგრძნონ.
ანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი