ლოთი კაცის ცოლის ამბავი ბედნიერი ფინალით
font-large font-small
ლოთი კაცის ცოლის ამბავი ბედნიერი ფინალით
ვისაც ლოთი კაცის ცოლობა არ გამოუცდია, ის ვერ გაიგებს ჩემს გასაჭირს. გამოუფხიზლებელი ქმარი მტერს ჰყავდეს. გია დილით რომ ადგებოდა, ერთ ჩაის ჭიქა არაყს გადაჰკრავდა - ეს აზრზე რომ მოვიდე, იმისთვისო.
მერე წავიდოდა და გვიან ღამით ისეთი მთვრალი ბრუნდებოდა, ძლივს აგნებდა სახლის კარს. ასე მეორდებოდა ყოველდღე. თანაც, ზოგიერთ კაცს მშვენიერი სიმთვრალე აქვს: მოვა სახლში, დაწვება და დაიძინებს. ეს კიდევ, ლაპარაკისა და ჭკუის დარიგების მეტს არაფერს აკეთებს. კარგი დედის შვილი ვიყავი და რამეში არ დავთანხმებოდი. იწყებოდა აყალმაყალი და ჩხუბი, ჭურჭლის მტვრევა და დედის გინება... ბავშვებიც შეშინებული ელოდნენ ხოლმე მის გა-მოჩენას. ჩემს ადგილზე სხვა ქალი ერთ წელსაც ვერ გაუძლებდა, მე კი მთე-ლი 6 წელი ვითმენდი მისგან დამცირებასა და შეურაცხყოფას. ერთ მშვენიერ დღეს კი გავიგე, საყვარელი ჰყავსო. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც. ვიფიქრე, იქნებ ახლა მაინც შევძლო და მისგან თავი დავაღწიო-მეთქი. თან ძალიან გამიკვირდა და ინტერესით ვკვდებოდი - მინდოდა გამეგო, ვინ იყო ის ქალი, რომელიც მასთან ურთიერთობას დათანხმდა. რაც ის დალოცვილი გა-მოჩნდა მის ცხოვრებაში, ცოტა ამოვისუნთქე. შინ მოსული აღარ ჩხუბობდა, ღიღინით დადიოდა... მეც მეტი რა მინდოდა? მივუშვი ბოლომდე. არც რეალურად ვეჭვიანობდი და არც მოჩვენებით დამიდგამს სცენები. სრულ თავისუფლე-ბას ვაძლევდი და გაშალა ფრთები. ასეთ ყოფაში კიდევ 2 წელი გავიდა. ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც ნამდვილად შემიყვარდა და ვინც სითბო მაგრძნობინა. არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი მასთან ურთიერთობას. ასე გამოგვივიდა სიყვარულის "ოთხკუთხედი"... შარშან კი ჩემმა კავალერმა ხელი მთხოვა: შვილებიანად გადმოდი ჩემთან საცხოვრებლადო, - მითხრა. იმავე საღამოს აუღელვებლად ვუთხარი ჩემს ქმარს, რომ ვთხოვდებოდი (სასტიკად კი მოვექეცი). რა თქმა უნდა, გაგიჟდა და სულ კორიდის ხარივით ატრიალა ჩასისხლიანებული თვალები, მაგრამ მე წარბიც არ შემტოკებია, მშვიდად ვაბარგებდი ნივთებს. როცა ძალიან გაცხარდა და მივხვდი, შესაძლოა, ცემასაც არ მორიდებოდა, პატრულით შევაშინე. ისედაც პირობითი ჰქონდა და თითს თუ დამაკარებდა, იცოდა, ციხეში მიაბრძანებდნენ. ამიტომ ვერ გაბედა შემხებოდა. იმ ღამით მშვიდად დავიძინე (ბავშვები დედაჩემთან მყავდა უკვე გაშვებული) და მეორე დღეს სამუდამოდ წამოვედი იმ ჯოჯოხეთიდან. ჭირი იქა, ლხინი აქა. ასე იყო ჩემი ამბავი, რომლის მოყოლაც დიდი ხანია, მინდოდა და მოვახერხე კიდეც. კარგად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (15)
29.02.2016
კარგად მოქცეულხარ ვკითხულობ და მგონია რო ჩემს ამბავს წერ ოღონდ შენსას ბედნიერი დასასრული აქვს :)აი მე ზუსტად 6 წელი სიმთვრალესთან ერთად ცემასაც ვიტანდი და ვერც ვშორდებოდი შეუძლებელი გახდა მისი მოცილება სანამ არ გავიქეცი ქვეყნიდან მაგრამ აქაც არ მანებებს თავს უნდა რომ ჩავიდე და ისევ ყავდეს უფასო ძიძა რომელიც მთვრალს მოძებნის და შეწუხდება რომელიმე ბუჩქის ძირას მიძინებულს წაათრევს სახში რომ არ გაცივდეს :) ასე რომ თქვენ ბედნიერებას გისურვებთ :*
ლიზა
22.02.2016
ლოთებად არ იბადებიან. საქართველო მართალია გამოირჩევა სხვა ქვეყნებისგან სასმლის მოხმარების დიდი დოზით ,მაგრამ ალკოგოლიკობამდე კაცი უმიზეზოდ არ მიდის. აქ უამრავი ფაქტორია, სოციალური ფონი, სუფრის ტრადიცია და სიყვარულის დეფიციტი. ასე რომ სანაქებო არაფერი ჩაგიდენია . შენს შვილებს ბიოლოგიური მამა უფრო ეყვარებათ დაიმახსოვრე,თუ ზრდასრულებს ტრამვის მძიმე კვალი არ დაემჩნათ სხვა უფრო მძიმე გამოვლინებები აიცილე თავიდან
ნია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი