მი­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი და ქა­ლი, რო­მელ­მაც შვილს ცო­ლის ღა­ლა­ტი არ აპა­ტია
font-large font-small
მი­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი და ქა­ლი, რო­მელ­მაც შვილს ცო­ლის ღა­ლა­ტი არ აპა­ტია
"დე­და მა­ინც, ბო­ლომ­დე მი­სი ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა"

"მე 56 წლის სერ­გი ჭი­რა­ქა­ძე ვარ. დე­დის გვა­რი მაქვს, რად­გან მა­მას ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვიც­ნობ და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი გვა­რის ტა­რე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მიქ­რა. ჩემს მე­გობ­რებს ახ­სოვთ, რომ ოდეს­ღაც სხვა გვა­რი მქონ­და, მაგ­რამ ჩემ­თან მოგ­ვა­რე­ებ­ზე ლა­პა­რაკს ვერ ბე­და­ვენ. იცი­ან, რომ ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი მოგ­ვა­რე­ე­ბი­ცა და სისხლ-ხორ­ციც მხო­ლოდ ჭი­რა­ქა­ძე­ე­ბი არი­ან. სულ ვოც­ნე­ბობ­დი, მა­მას არ დავ­მ­ს­გავ­სე­ბო­დი, მა­სა­ვით შვი­ლი არ და­მე­კარ­გა. მარ­თა­ლია, მე და ჩემს ცოლს შვი­ლი არ გვე­ყო­ლა, მაგ­რამ ვზრდით ბავშვს, რო­მელ­საც არას­დ­როს ვუ­ღა­ლა­ტებ. ის იამა­ყებს ჩე­მი გვა­რით, მა­მით და იმით, რომ იმ დროს გა­მოვ­ჩ­ნ­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­ცა ეს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და".

- ბა­ტო­ნო სერ­გი, მა­მათ­ქ­ვენ­ზე რი­სი მო­ყო­ლა შე­გიძ­ლი­ათ? რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, რო­ცა მი­გა­ტო­ვათ?
- 2 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა სხვას­თან გა­იქ­ცა. მან არა მარ­ტო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი, არა­მედ შვი­ლიც მი­ა­ტო­ვა ვი­ღაც უსინ­დი­სოს გა­მო, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში გვე­ლი­ვით შე­მოძ­ვ­რა და რაც ბრჭყვი­ა­ლებ­და, იმის მით­ვი­სე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ის ქა­ლი დე­დას ნა­თე­სა­ვი იყო. სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­სულს, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა ოჯახ­მა ფარ­თოდ გა­უ­ღო კა­რი და მას­თან აცხოვ­რებ­და. რო­გორც დე­და ამ­ბობ­და, ახალ­გაზ­რ­და ქალ­მა მის ქმარს თავ­ბ­რუ და­ახ­ვია, გა­ა­გი­ჟა და კაცს ნე­ბის­ყო­ფამ უმ­ტყუ­ნა, დაჰ­კ­რა ფე­ხი და სახ­ლი­დან წა­ვი­და. დე­დას არას­დ­როს გა­უმ­ტყუ­ნე­ბია მა­მა, ყო­ველ­თ­ვის ქალს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და სა­კუ­თარ უბე­დუ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა, მარ­თა­ლიც იყო, მაგ­რამ მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამით უბ­რა­ლოდ, თავს ინუ­გე­შებ­და: ქმარს ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ იმან აც­დუ­ნაო. ასე იყო თუ ისე, ოჯა­ხის უფ­რო­სის გა­რე­შე დარ­ჩა ჩვე­ნი ოჯა­ხი. სახლს სა­ძირ­კ­ვე­ლი გა­მო­ე­ცა­ლა და წლე­ბი დას­ჭირ­და დე­დას, რომ გონს მო­სუ­ლი­ყო. თურ­მე, პირ­ველ ხა­ნებ­ში იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, რომ სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქმრის დე­და ედ­გა მხარ­ში. მა­მას არ ვცნობ, მაგ­რამ ვიდ­რე ცოცხა­ლი იყო, ბე­ბი­ას­თან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში. ის ჩემ მი­მართ სა­ო­ცარ სით­ბოს ამ­ჟ­ღავ­ნებ­და, ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მიწყობ­და და რა­საც მო­ვი­სურ­ვებ­დი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, აუცი­ლებ­ლად ცდი­ლობ­და ჩე­მი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო.

- მას­თან, სოფ­ლად ჩა­სუ­ლი, მა­მას არას­დ­როს შეხ­ვედ­რი­ხართ?

- არ შევ­ხ­ვედ­რი­ვარ, ვი­ნა­ი­დან ბე­ბი­ამ მას სო­ფელ­ში ჩას­ვ­ლა, მი­სი ნახ­ვა აუკ­რ­ძა­ლა. უთხ­რა: თუ შე­ნი შვი­ლი არ გინ­და, მეც არ გენ­დო­მე­ბი. ჰო­და, ჩემს და­საფ­ლა­ვებ­აზეც ნუ მოხ­ვალ, არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბიო. ვი­ნა­ი­დან მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, მან დე­და­ჩე­მის სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მა სახ­ლი, - "იმ კაც­მა" და მის­მა უცხ­ვირ­პი­რო ცოლ­მა არ წა­არ­თ­ვან ქო­ნე­ბა ჩემს ან­გე­ლოზს. თქვენ უფ­რო გჭირ­დე­ბათ სახ­ლიც და ფუ­ლი­ცო. ეს ქა­ლი სიკ­ვ­დი­ლამ­დე ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი იყო და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გარ­დაც­ვ­ლი­ლიც ჩემს მფარ­ვე­ლო­ბას ცდი­ლობს. სხვა­თა შო­რის, ჩემს ქა­ლიშ­ვილს ახ­ლა მი­სი სა­ხე­ლი ჰქვია. მსი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა მა­ი­კოს ვე­ძა­ხი და ზოგ­ჯერ, უმი­ზე­ზო­დაც ხში­რად ვი­ძა­ხი მის სა­ხელს.

- ანუ მას მე­რე, რაც ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა, მა­მა არ გი­ნა­ხავთ? მას თქვენ­თან შეხ­ვედ­რა არ უც­დია?

- ამის მცდე­ლო­ბა წლე­ბის შემ­დეგ ჰქონ­და. რო­ცა გო­გო­ნა გა­უჩ­ნ­და, თურ­მე იფიქ­რა, - და-ძმას ერ­თ­მა­ნეთს გა­ვაც­ნობ. რა იცი, რა ხდე­ბა და ერ­თ­მა­ნე­თი არ შე­უყ­ვარ­დე­თო. ისევ იმ გო­გოს გა­მო მო­უნ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა, თო­რემ ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი კი არ აწუ­ხებ­და. ჰო­და, რო­გორც მო­ვი­და, ისე გა­ვაბ­რუ­ნე უკან: მა­მა არას­დ­როს მყო­ლია და ვერც მო­მა­ვალ­ში მე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი. მის­მა შვილ­მაც სცა­და ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე უარით გა­ვის­ტუმ­რე. სწო­რედ მა­თი ასე­თი შე­მო­ტე­ვის შე­მ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, გვა­რი შე­მეც­ვა­ლა და ბო­ლოს რომ ვე­ლა­პა­რა­კე ჩემს ასე ვთქვათ, ნა­ხე­ვარ­დას, ვუთხა­რი: ახ­ლა მა­ინც მო­ის­ვე­ნეთ, ჩვენ ერ­თი გვა­რიც კი აღარ გვაქვს-მეთ­ქი. იმ დღის შემ­დეგ არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ...

- დე­და აღარ გათხო­ვი­ლა?

- მთხოვ­ნე­ლე­ბი ჰყავ­და და მეც ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ჩემ გა­მო უკან არ უნ­და და­ე­ხია. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ მა­საც ჰქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბის უფ­ლე­ბა! ყო­ფი­ლი ქმრის დე­დაც კი ეხ­ვე­წე­ბო­და, - ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვა­გან იპო­ვე. ვიდ­რე ცოცხა­ლი ვარ, შენს შვილ­ზე მე ვი­ზრუ­ნებ, თუ ეს იქ­ნე­ბა ხე­ლის შემ­შ­ლე­ლიო, მაგ­რამ არაფ­რით გათხოვ­და, ბო­ლომ­დე იმ კა­ცის ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა, ვინც მის თავ­გან­წირ­ვას ნამ­დ­ვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ალ­ბათ, ელო­დე­ბო­და, თა­ვი­სე­ბუ­რად იმე­დი ჰქონ­და, რომ ოდეს­მე კა­ცი დაბ­რუნ­დე­ბო­და. ვერ გათ­ვა­ლა, რომ მის მი­სა­ღე­ბად მე არ ვიქ­ნე­ბო­დი მზად და ე.წ. მა­მა­ჩემს დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნის სურ­ვი­ლიც რომ გა­მო­ეთ­ქ­ვა, ამ ამ­ბავს მე ჩავ­შ­ლი­დი.

- ასე რა­ტომ აგიც­რუვ­დათ გუ­ლი მა­მა­ზე? ვი­ცი ამ­ბე­ბი, რო­ცა მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, გაყ­რი­ლი მშობ­ლე­ბი შე­ა­რი­გონ...

- ალ­ბათ, მე ასე­თი კარ­გი ბავ­შ­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დი. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­ცა მან მიგ­ვა­ტო­ვა, მაგ­რამ დღემ­დე მახ­სოვს, რო­გორ გან­ვი­ცა­დე და მემ­წა­რა სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნა­თე­სავ­მა მო­მა­ხა­ლა: რო­ცა ვი­კითხე, - მა­მა რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა-მეთ­ქი? დე­დის ნაც­ვ­ლად, მან მი­პა­სუ­ხა, - ის სა­სიკ­ვ­დი­ლე აღარ დაბ­რუნ­დე­ბა, მი­გა­ტო­ვათ, სხვის სიყ­ვა­რულ­ში გაგ­ც­ვა­ლა­თო... ამ სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ თით­ქოს, ერ­თ­ბა­შად გა­ვი­ზარ­დე, დავ­კაც­დი და უნე­ბუ­რად ისე­თი რა­ღა­ცე­ბის თქმა და­ვიწყე, რომ ყვე­ლას უკ­ვირ­და, - პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ასე უც­ნა­უ­რად რო­გორ აზ­როვ­ნებ­სო?.. სხვა­თა შო­რის, ერ­თი კა­ცი გიჟ­დე­ბო­და დე­და­ჩემ­ზე. ბა­ტონ ბო­ჩი­ა­ზე მეც მა­ბო­დებ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი. ყო­ველ­დღე კან­ფე­ტით ხელ­ში მხვდე­ბო­და, მე­ფე­რე­ბო­და, მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ათას­გ­ვარ სა­კითხ­ზე, ფეხ­ბურთს მე­თა­მა­შე­ბო­და (რო­ცა სა­ა­მი­სოდ დრო ჰქონ­და). ერ­თხე­ლაც, დე­და გა­მიბ­რაზ­და, - იმ კაცს თა­ვი და­ა­ნე­ბე, ნუ ეთა­მა­შე­ბიო. - რა­ტომ-მეთ­ქი? - გა­მიკ­ვირ­და. - კარ­გი კა­ცია, მაგ­რამ არ მინ­და, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გქონ­დე­სო. - მე კი ძა­ლი­ან მინ­და, რომ ის მა­მა­ჩე­მი იყოს-მეთ­ქი, - გა­უ­აზ­რებ­ლად ვუთხა­რი. დე­დას ტი­რი­ლი აუტყ­და, - რას მე­უბ­ნე­ბიო? გა­მიკ­ვირ­და. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ ეწყი­ნა ჩე­მი სიტყ­ვე­ბი. რო­ცა გა­ვი­ზარ­დე, მე­რე უფ­რო კარ­გად გა­ვი­აზ­რე, რომ იმ კაცს დე­და უყ­ვარ­და და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლით, მე მე­ფე­რე­ბო­და, მაგ­რამ დე­დამ ვერ გა­რის­კა ან ვინ იცის, იქ­ნებ ისევ მა­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და და ამი­ტო­მაც უთხ­რა უარი ბო­ჩი­ას, რო­მელ­საც მის გა­მო ცო­ლი არას­დ­როს შე­ურ­თავს. რო­ცა დე­და მოკ­ვ­და, მხო­ლოდ ამის მე­რე გა­ბე­და და დაკ­რ­ძალ­ვა­ზე მო­სულ­მა მითხ­რა: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დე­და­შენს შევ­ნატ­რო­დი, მან კი შე­მო­ხედ­ვის ღირ­სიც არ გამ­ხა­და. ახ­ლა მა­ინც მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, რომ და­ვი­ტი­როო. მი­სი სიტყ­ვე­ბი იმ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლი იყო, ვიგ­რ­ძე­ნი, მას დე­და ჩემ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­და. ამი­ტომ, და­ვი­ფი­ცე, რომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე, ამ კაცს მა­მა­სა­ვით ვუ­პატ­რო­ნებ­დი და ასეა დღემ­დე, მას მა­მად მი­ვიჩ­ნევ და ყო­ველ­დღე ვე­რა, მაგ­რამ კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხუ­ლობ.

- ნა­ხე­ვარ­და რა­ტომ არ მი­ი­ღეთ? მას ხომ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია თქვენ­თ­ვის და არც არას­დ­როს მი­უ­ტო­ვე­ბი­ხართ.

- კი, მაგ­რამ ის იმ კა­ცის შვი­ლია, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­ლავთ. იმ გო­გოს­თან და­ახ­ლო­ე­ბით კი უნე­ბუ­რად, მა­მა­მის­საც და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი და ვფიქ­რობ, ამით დე­დას გულს ძა­ლი­ან ვატ­კენ­დი... თქვე­ნი ნე­ბარ­თ­ვით, იმის მო­ყო­ლას გან­ვაგ­რ­ძობ, რის­თ­ვი­საც და­გი­კავ­შირ­დით... მოკ­ლედ, გა­ვი­ზარ­დე, კა­ცად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის­წავ­ლე, დიპ­ლო­მი ავი­ღე, მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე და ცო­ლიც მო­ვიყ­ვა­ნე. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი შე­ვირ­თე, რო­მე­ლიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ისე­ვე მი­ერ­თ­გუ­ლებს, რო­გორც დე­დამ უერ­თ­გუ­ლა იმ კაცს, რო­მელ­საც წე­სით, მა­მას უნ­და ვე­ძახ­დე. და­ვი­ფი­ცე, შვი­ლი რომ გვე­ყო­ლე­ბა, მას არას­დ­როს ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ ტკი­ვილს-მეთ­ქი, მაგ­რამ ბე­დის ირო­ნი­ით, შვი­ლი არ გვე­ყო­ლა. არც და­მიწყია მი­ზე­ზის ძებ­ნა, და­მ­ნა­შა­ვე მე ვი­ყა­ვი თუ ჩე­მი ცო­ლი - ორი­ვე დავ­დი­ო­დით ექი­მებ­თან, გავ­დი­ო­დით მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, მაგ­რამ ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ მთავ­რ­დე­ბო­და.

- რო­დის და­კარ­გეთ იმე­დი, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლი გე­ყო­ლე­ბო­დათ?

- რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, რო­ცა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ბავ­შ­ვი აგ­ვეყ­ვა­ნა. არა­და, მა­ნამ­დე სად არ ვი­ა­რეთ, რამ­დენ მკითხავ­თან თუ სა­ხალ­ხო მკურ­ნალ­თან არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლა. მე­რე ნა­თე­სავ­მა გვითხ­რა ერთ ოჯახ­ზე, რო­მელ­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი იყო და თურ­მე, ბავ­შ­ვებს სხვებს ფუ­ლის გა­რე­შეც აძ­ლევ­დ­ნენ. ქა­ლი თავს იმარ­თ­ლებ­და: რა ვქნა, აბორ­ტის ფუ­ლიც არ მაქვს და ამი­ტომ ვა­ჩენ. სა­მა­გი­ე­როდ, უშ­ვი­ლო ადა­მი­ა­ნებს ხომ ვა­ბედ­ნი­ე­რე­ბო. ჩვენს ბე­დად, ის ქა­ლი კი­დევ ერ­თხელ და­ფეხ­მ­ძიმ­და. ნა­თე­სავ­მა მას­თან მი­მიყ­ვა­ნა. კი­ლო­მეტ­რე­ბი გა­ვი­ა­რე, ეს ოჯა­ხი რომ მე­ნა­ხა. რო­ცა დავ­პირ­დი, თუ ბავშვს მომ­ცემთ, მას ცივ ნი­ავ­საც კი არ გა­ვა­კა­რებ-მეთ­ქი, მა­შინ­ვე დამ­თან­ხ­მ­დ­ნენ მუც­ლად­მ­ყო­ფის მო­ცე­მა­ზე. ახ­ლა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შვილს ვზრდი და ზოგ­ჯერ, მათ­ზეც ვზრუ­ნავ - ისე ვეხ­მა­რე­ბი, რო­გორც შე­მიძ­ლია. თუმ­ცა, მათ ჩე­მი მი­სა­მარ­თი არ იცი­ან და ამას ვერც ვე­რას­დ­როს გა­ი­გე­ბენ. არ მინ­და, ჩემ­გან დახ­მა­რე­ბას შეჩ­ვე­უ­ლებ­მა, თუ ფუ­ლი შე­მო­აკ­ლ­დე­ბათ, სახ­ლის კა­რი ამი­ტა­ლა­ხონ.

- თქვე­ნი გო­გო­ნა ახ­ლა რამ­დე­ნი წლის არის?

- ჯერ პა­ტა­რაა, 6 წლის არის, მაგ­რამ უკ­ვე იცის, რომ აყ­ვა­ნი­ლია. ოღონდ, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად ვუ­ამ­ბე. ნელ-ნე­ლა შე­ვა­პა­რე სი­მარ­თ­ლე. თა­ვი­დან მო­ინ­დო­მა, ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი დე­დი­კო გა­მა­ცა­ნი­თო, მაგ­რამ რო­ცა რა­ღა­ცე­ბი ავუხ­სე­ნი, მიხ­ვ­და, რომ ჩვენ, მე და ჩე­მი ცო­ლი ვართ მი­სი ნამ­დ­ვი­ლი მშOობლები. ახ­ლა ამ­ბობს, რომ ჩვენ­ზე მე­ტად ვე­რა­ვის შე­იყ­ვა­რებს. ერ­თხელ ისიც კი მითხ­რა: მი­ხა­რია, რომ მი­პო­ვე. შენ რომ არ მყავ­დე, სხვა­ნაი­რი ვიქ­ნე­ბო­დიო. ის ჩე­მი სი­ა­მა­ყეა. მის გა­მო სი­ცოცხ­ლეს ად­ვი­ლად შე­ვე­ლე­ვი, თუ რა თქმა უნ­და, ეს საჭი­რო გახ­დე­ბა. ის ჩე­მი სა­გან­ძუ­რია, რო­მელ­საც ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვის გა­მო ვერ დავ­თ­მობ.

- რა­ტომ არ აიყ­ვა­ნეთ რო­მე­ლი­მე პა­ტა­რა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი­დან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად? ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხომ მი­სი მშობ­ლე­ბი ვერ შე­გა­წუ­ხებ­დ­ნენ?

- ჯერ ერ­თი, რიგ­ში ბევ­რი უშ­ვი­ლო ადა­მი­ა­ნი დგას, რომ­ლე­ბიც დი­დი ხა­ნია, უშე­დე­გოდ ელი­ან სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბას და მე­ო­რეც: ჯო­ბია, ჩვი­ლი აიყ­ვა­ნო, რომ მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში გა­სა­ჭი­რის ნა­ტა­მა­ლიც არ იყოს. თა­ნაც, მე ვი­ცი, ჩე­მი შვი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი ვინ არი­ან, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, ხო­ლო ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნილ პა­ტა­რა­ზე ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნამ­დ­ვი­ლად ვერ შე­ვაგ­რო­ვებ­დი.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: li­ka.qa­jaia@gma­il.com


ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
20.05.2016
ცჰემი ისტორიაც ასეტივეა. ისე იმ მამებსაც ვერ ვამტყუნებ, ტუ ადამიანი არ გიკვარს იმ სჰვილსაც ვერ მოუტანს სიხარულს. დზალდატანებული ურტიერტობა ოჯახსჰი მაინც ოჯახის დანგრევიტ დამტავრდება
ლილი
29.02.2016
ამ კაცის და ცჰემი ისტორია მამებტან დაკავსჰირებიტ დზალიან ჰგავს ერტმანეტს. არავიტარი სურვილი არ მაკვს იმ კაცის ნახვის ვინც 2 ცლის ბავსჰვი დატოვა. მეზობლის ბავსჰვებიც კი მაკლია ტვალსჰი რამოდენიმე ხნიტ რომ ვერ ვნახულობ და საკუტარი ასეტ კაცებს რატომ არ აკლდებატ.
ლილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი