რძლის პა­სუ­ხი დე­დამ­თილს...
font-large font-small
რძლის პა­სუ­ხი დე­დამ­თილს...
"ჩე­მო დე­დამ­თი­ლო, შენ კი დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბას გი­სურ­ვებ!"

"მე ქე­თა ვარ. ძა­ლი­ან მინ­და, თქვენს სტა­ტი­ას გა­მო­ვეხ­მა­უ­რო და იმე­დია, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემთ. "გზა" #5-ში და­ი­ბეჭ­და ჩე­მი დე­დამ­თი­ლის ინ­ტერ­ვიუ. მარ­თა­ლია, სა­ხე­ლე­ბი შე­უც­ვ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ამო­ვი­ცა­ნი. მან გი­ამ­ბოთ, რომ მის­მა არ­ჩე­ულ­მა რძალ­მა ცხოვ­რე­ბა გა­ვუმ­წა­რე. იქ­ნებ მეც და­მით­მოთ ცო­ტა­ო­დე­ნი დრო, რომ თა­ვი და­ვიც­ვა? წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას", - ქე­თამ ეს მე­სი­ჯი ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვ­ლის დღეს ანუ ხუთ­შა­ბათს მომ­წე­რა. ცხა­დია, უარს ვერ ვეტყო­დი და მას­თან ინ­ტერ­ვიუ ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩავ­წე­რე.

- ჩე­მი დე­დამ­თი­ლი ყო­ველ­თ­ვის იმას აკე­თებს, რაც თა­ვად უნ­და. სურს, პირ­ვე­ლი იყოს და ცოცხა­ლი თა­ვით არა­ვის და­უთ­მობს ლი­დე­რო­ბას. ახ­ლაც ასეა - პირ­ველ­მა ხომ თა­ვად გი­ამ­ბოთ ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის შე­სა­ხებ და რომ არა მი­სი ეს ნა­ბი­ჯი, ვე­რას­დ­როს გავ­ბე­დავ­დი, ჟურ­ნა­ლის­ტ­თან მე­ლა­პა­რა­კა ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე... მარ­თა­ლია, მან მი­პო­ვა და სარ­ძ­ლოდ შე­მარ­ჩია, თა­ვი­სი კარ­გი ბი­ჭი მე ჩა­მა­ხუ­ტა, მაგ­რამ ეს არ აძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ რო­ცა მო­უნ­დე­ბა, აბუ­ჩად ამიგ­დოს, ბურ­თი­ვით მა­თა­მა­შოს, რა­ი­მე წა­მო­მაყ­ვედ­როს. რო­ცა ჩვენს ოჯახ­ში პირ­ვე­ლად მო­ვი­და, თა­ვის ქმარ-შვილ­თან ერ­თად, სახ­ლი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად და­ათ­ვა­ლი­ე­რა, ჩე­მი ოთა­ხი კი ლა­მის გა­და­ატ­რი­ა­ლა, კა­რა­დე­ბიც გა­მო­ა­ღო და შე­ა­მოწ­მა, სად რა ელა­გა. თან, ამას ისე აკე­თებ­და, ვი­თომც ბუ­ნებ­რი­ვი იყო მი­სი საქ­ცი­ე­ლი. ცო­ტა არ იყოს, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი და ვა­პი­რებ­დი, ამ თავ­ხე­დი ქა­ლის რძლო­ბა­ზე უარი მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მის­მა ვაჟ­მა იმ­დე­ნად მომ­ხიბ­ლა, რომ ვი­ფიქ­რე, - ამ ბი­ჭის გა­მო ყვე­ლა­ფერს გა­ვუძ­ლებ, მით უმე­ტეს, რომ ვე­რა­ფე­რი და­მი­წუ­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ ეტყო­ბა, წყე­ნა გუ­ლი­დან ვე­რაფ­რით ამო­ვიგ­დე. ვიდ­რე და­ნიშ­ნუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, კუდ­ში რომ დამ­დევ­და, ესეც ვი­ცო­დი. არა მარ­ტო ჩე­მი მშOობლების, არა­მედ ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის, მა­თი დედ-მა­მე­ბის ამ­ბე­ბი გა­მო­ი­კითხა, - ჯიშ­ში ავი და ზნე­და­ცე­მუ­ლი ხომ არა­ვინ ჰყო­ლი­ა­თო? მოკ­ლედ, ნაკ­ლი რომ ვერ მი­პო­ვა, ამით ბედ­ნი­ე­რი იყო. მე­გობ­რე­ბი მის გა­მო დამ­ცი­ნოდ­ნენ კი­დეც: მიკ­როს­კო­პით გაკ­ვირ­დე­ბა და ფრთხი­ლად იყა­ვიო.

- და მა­ინც გა­რის­კეთ, მის ვაჟს ცო­ლად გაჰ­ყე­ვით, არა?

- ხომ გითხა­რით, საქ­მ­რო ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მივ­ხ­ვ­დი, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, "დე­დი­კოს ბი­ჭი" არ იყო და მი­ვენ­დე. რო­ცა დავ­ქორ­წინ­დით, დე­დამ­თილ­მა სახ­ლ­ში დი­დი ამ­ბით მი­მი­ღო, რაც კი ჰქონ­და, მო­მა­ყა­რა - ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბიც და ტან­საც­მელ-საჭმMელიც, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, ამას იმი­ტომ აკე­თებ­და, რომ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი­ნე. რო­ცა ჩე­მებ­მა მზი­თე­ვი მო­მი­ტა­ნეს, რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა და მას მე­რე სულ მაყ­ვედ­რის: ხომ ხე­დავ, შე­ნებ­მა შვი­ლის­თ­ვის რაც გა­ი­მე­ტე­სო... - რაც ჰქონ­დათ, ის მო­ი­ტა­ნეს! თუ მდი­და­რი ოჯა­ხის შვი­ლი უნ­დო­და რძლად, მა­შინ სხვა შე­ერ­ჩია. პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­ფ­ლიქ­ტებ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე. აბა, რო­მე­ლი რძა­ლი აიტანს დე­დამ­თილს, რო­მე­ლიც ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ოთახ­ში დი­ლა­უ­თე­ნია შე­დის, კარ­ზე ხან აკა­კუ­ნებს, ხან - არა და ყვე­ლა­ფერ­ში ცხვირს ჰყოფს?

- რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი ამ­ბობ­და, ამას თქვენ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო აკე­თებ­და...

- ჰო, მაგ­რამ დი­ლის 7-8 სა­ათ­ზე რო­მე­ლი ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი სა­უზ­მობს, თუ არ­სად ეჩქა­რე­ბა? რა­ტომ უნ­და წა­მოვ­მ­ხ­ტა­რი­ყა­ვი ლო­გი­ნი­დან, თუ საქ­მე არ მქონ­და? 9 სა­ათ­ზე რომ ვდგე­ბო­დი, ამით ვის რას ვუ­შა­ვებ­დი? მაგ­რამ მას სურ­და, ყვე­ლას მი­სი წე­სე­ბით ეთა­მა­შა.

- ოთა­ხებ­ში ნივ­თებს მარ­თ­ლა მის გა­საბ­რა­ზებ­ლად უნაც­ვ­ლებ­დით ად­გილს?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ასე იყო. ჯიბ­რის გა­მო უფ­რო ვცვლი­დი ოთახ­ში ნივ­თებს. ვერ იტანს, ვინ­მე შე­მო­სას­ვ­ლელ­ში ან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მის უკითხა­ვად რომ ახ­ლებს რა­ი­მეს ხელს, მე კი ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ვა­ყე­ნე და რა­საც ვე­ლო­დი, ის მოხ­და: ერ­თი ამ­ბა­ვი ამი­ტე­ხა, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი შეკ­რი­ბა და საყ­ვე­დუ­რი გა­მო­მიცხა­და. არა­და, ყვე­ლამ იცის, ოჯახ­ში პირ­ვე­ლო­ბას რომ არა­ვის და­უთ­მობს და სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რ­ძ­ვის.

- იყოს ოჯახ­ში პირ­ვე­ლი, ის ხომ ასა­კით თქვენ­ზე უფ­რო­სია, ამის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო რა გაქვთ, მით უმე­ტეს, თუ ამით არა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა, თუ პა­ტივს გცემთ?..

- საქ­მეც ის არის, რომ ყვე­ლა­ფერს მოგ­ცემს, თუ მის სიტყ­ვას არ გა­და­უხ­ვევ. არა­და, ახალ­გაზ­რ­და ვარ და არ მომ­წონს რა­ღაც ძველ­მო­დუ­რი. მინ­და, იმ დროს ავ­დ­გე, რო­ცა თა­ვად მო­მინ­დე­ბა და იმ დროს ვა­კე­თო საქ­მე, რო­ცა ეს მომ­წონს. მინ­და, რა­ღა­ცე­ბი ჩემს ნე­ბა­ზე დავ­გეგ­მო და თუ დღეს ვახ­შ­მად მა­წვ­ნის მირ­თ­მე­ვა მსურს, მა­ინ­ც­და­მა­ინც არა­ჟა­ნი ან ხა­ჭო არ ვჭა­მო მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს ჩემს დე­დამ­თილს ესი­ა­მოვ­ნე­ბა... ჩე­მი მაზ­ლე­ბის ცო­ლებს თვალ­ში რომ ჩა­ვუ­ვარ­დე, ხელს არ ამო­ის­ვა­მენ. მოს­წონთ, ძლი­ე­რი რომ ვარ. ამ­ბო­ბენ, - ჩვენ დაგ­ვიბ­რიყ­ვა და შენ ვე­ღა­რა­ფერს გი­ბე­დავს. მგო­ნი, მო­არ­ჯუ­ლეო. ჰო, მეც ასე ვფიქ­რობ - ნამ­დ­ვი­ლად მო­ვარ­ჯუ­ლე! ადა­მი­ან­თან რაც უფ­რო მე­ტად დამ­თ­მო­ბი იქ­ნე­ბი, მით უფ­რო მეტს მო­ინ­დო­მებს. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც მე მინ­და. უკ­ვე მიხ­ვ­და, რომ კერ­კე­ტი კა­კა­ლი ვარ და ჩემ­თან ჭი­დილს შე­ეშ­ვა: ცხვირს რომ წა­იმ­ტ­ვ­რევ, მე­რე გა­ივ­ლი ჩემს ჭკუ­ა­ზე, მაგ­რამ უკ­ვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბაო. ჩე­მი მა­მამ­თი­ლი ხუმ­რობს ხოლ­მე: ამ ქა­ლს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე და შენ რა უცებ "მო­ტე­ხე", რო­გო­რი ყო­ჩა­ღი ყო­ფილ­ხარო. მარ­თ­ლა ასეა, თით­ქოს მო­ეშ­ვა და ზედ­მე­ტად აღა­რა­ფერს ამოწ­მებს. ცხვირს იქ აღარ ყოფს, სა­დაც არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა.

- იქ­ნებ ჯობ­და, მის მი­მართ გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბა გა­მო­გე­ჩი­ნათ. ბო­ლოს და ბო­ლოს, რომ არა თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი, ახ­ლა მის ოჯახ­ში ხომ არ იცხოვ­რებ­დით?

- კი, მაგ­რამ ამის გა­მო ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად ხომ არ უნ­და მიქ­ცი­ოს? რო­ცა ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი ად­გი­ლი გვე­ცო­დი­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბა მით უფ­რო მე­ტად ად­ვი­ლი მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა. უკ­ვე დი­დი ხა­ნია, აღარ გვიჩხუ­ბია. ეს თა­ვი­დან იყო, რომ ვერ ვე­გუ­ე­ბო­დით რა­ღა­ცებს და ვკა­მა­თობ­დით, თო­რემ ახ­ლა რო­ლე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს და იმა­საც აღარ ვა­კე­თებთ, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბა. სულ ეს არის, რი­სი თქმაც თქვენ­თ­ვის მინ­დო­და. მად­ლო­ბა, რომ მო­მის­მი­ნეთ და ზუს­ტად ვი­ცი, ის ყვე­ლა­ფე­რი არ და­წე­რეთ, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას კი­დევ უფ­რო მე­ტად და­ძა­ბავ­და - ამის­თ­ვი­საც კი­დევ ერ­თხელ გიხ­დით მად­ლო­ბას. იმე­დია, ჩვენს ოჯახ­ში ჩხუ­ბი არას­დ­როს მოხ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რომ სულ მა­ლე პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბი, რო­მელ­საც ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი მა­მამ­თი­ლის პა­ტივ­საც­ემად, მა­მუ­კას და­ვარ­ქ­მევ. ჩე­მო დე­დამ­თი­ლო, შენ კი დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბას გი­სურ­ვებ! მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც მიყ­ვარ­ხარ და პა­ტივს გცემ. უბ­რა­ლოდ არ მინ­და, მა­კონ­ტ­რო­ლო და თუ ჩვენ შო­რის რა­ი­მე უთან­ხ­მო­ე­ბა მოხ­და, ყვე­ლა­ფე­რი ამ მი­ზე­ზით იყო.


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (28)
05.09.2017
ყველას თავისი ადგილი და როლი უნდა ქონდეს ოჯახში. ცოლ-ქმრის ოთახში დაუკითხავად შესვლა რომ უზრდელობაა - ამაზე ვინმე უნდა დაობდეს? ოჯახის ახალმა წევრმა თუ ნივთებს ადგილი შეუცვალა - ამაზე სკანდალები უნდა ატყდეს? მაწონს შეჭამს თუ ხაჭოს - არც ეს უნდა იყოს დედამთილისთვის გასაღიზიანებელი თემა. "უმჯობესის უმჯობესი არ დაილევაო" - რძალი დედამთილზე უმჯობესი აღმოჩნდა კერკეტ ხასიათში. რაც სხვა რძლებმა და ქმარმა ვერ მოუხერხეს ამ ქალის ხასიათს, ამ გოგომ დაალაგა სიტუაცია.
მარი
27.08.2017
ტავხედი და გაუზრდელი -ის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ნაილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი