სი­მორ­ცხ­ვის გა­მო და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი
font-large font-small
სი­მორ­ცხ­ვის გა­მო და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი
"ალ­ბათ, იტყ­ვით, ეს მო­ხუ­ცი კა­ცი რამ გა­და­რიაო? მაგ­რამ თუ ოდეს­მე მთე­ლი გუ­ლით გყვა­რე­ბი­ათ, ად­ვი­ლად გა­მი­გებთ"

"ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ­ზე გი­ამ­ბოთ. მე ვარ მა­მუ­კა, 64 წლის. სულ მინ­დო­და, ჩემს სიყ­ვა­რულ­ზე ვინ­მეს­თან მე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ ამის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბას ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვის­თან ვბე­დავ­დი. ამ ხნის კა­ცი ვარ, შე­მიძ­ლია ვთქვა, არა­ვი­სი მე­ში­ნია და ტყვი­ა­საც კი მი­ვუშ­ვერ მკერდს, მაგ­რამ რო­ცა სიყ­ვა­რულ­ზეა ლა­პა­რა­კი, მა­შინ ძა­ლი­ან ვიბ­ნე­ვი, ვწით­ლ­დე­ბი... მოკ­ლედ, რა­ღაც უც­ნა­უ­რი მე­მარ­თე­ბა. მინ­და, ჩემს უიღ­ბ­ლო­ბა­სა თუ იღ­ბალ­ზე გე­ლა­პა­რა­კოთ და იმე­დია, არ დამ­ცი­ნებთ... თუმ­ცა, გა­მო­გიტყ­დე­ბით და თქვენ­თან ლა­პა­რა­კის ში­შიც მაქვს..."


ბა­ტონ მა­მუ­კას ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე, რად­გან შეხ­ვედ­რა­ზე არაფ­რით დამ­თან­ხ­მ­და - პი­რის­პირ ლა­პა­რა­კი რომ შე­მეძ­ლოს, მე­გობ­რე­ბიც კი მყავს და მათ გა­და­ვუშ­ლი­დი გულს. რო­გორ­მე, სხვა დროს შევ­ხ­ვ­დე­ბით, ახ­ლა კი ტე­ლე­ფო­ნით ვი­სა­უბ­რო­თო.
- და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა ჩემს ოჯახს საცხოვ­რებ­ლად რა­ი­ონ­ში მო­უხ­და გა­დას­ვ­ლა, მა­მის სამ­სა­ხუ­რის გა­მო. მას მე­რე მი­ვე­ჯაჭ­ვე აჭა­რის სუფ­თა ჰა­ერს და აქა­უ­რო­ბას დღემ­დე ვერ ვე­ლე­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა თბი­ლი­სის­კენ გარ­ბის და იქ მეც მაქვს სახ­ლი, აჭა­რი­დან და ჩე­მი სოფ­ლი­დან ფე­ხის გად­გ­მა არას­დ­როს მომ­ნ­დო­მე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა სიყ­ვა­რულს, სულ ორ­ჯერ მიყ­ვარ­და: ერ­თხელ, რო­ცა სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და მე­ო­რედ - რო­ცა უკ­ვე ქა­ლი შემ­რ­თეს. მარ­თ­ლაც, სულ სხვაა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი! ჩემს ნას­ტი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. მი­სი და­ნახ­ვი­სას ელეთ­მე­ლე­თი მე­მარ­თე­ბო­და. სულ მინ­დო­და, სიყ­ვა­რულ­ში გა­მოვ­ტყ­დო­მო­დი, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ­დი. მე­ში­ნო­და, ჩე­მი გუ­ლახ­დი­ლო­ბით სულ არ გამ­წყ­ვე­ტო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ვიდ­რე შე­გიყ­ვარ­დე­ბო­დათ, მას­თან მე­გობ­რობ­დით?

- ჩვენ კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მე­გობ­რე­ბიც. ჰო­და, ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, მე­რე უგო­ნოდ შე­მიყ­ვარ­და. მის გვერ­დით მყო­ფი, გა­მოშ­ტე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ეს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ნია. კლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი მა­ქე­ზებ­დ­ნენ ხოლ­მე, ნას­ტია კი ასეთ დროს თავ­ჩა­ქინ­დ­რუ­ლი იჯ­და. ხვდე­ბო­და, რაც მე­დო გულ­ში, მაგ­რამ ბიძგს რა­ნა­ი­რად მომ­ცემ­და? - ის ხომ გო­გო­ნა იყო! კა­ცის საქ­მეა ქა­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რულ­ში გა­მოტყ­დო­მა, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი და ბევ­რიც წა­ვა­გე, ასე მგო­ნია.

- ანუ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თქვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბის გა­მო არ შედ­გა?

- კი, ასე მგო­ნია, თო­რემ უარს არ მეტყო­და. რამ­დენ­ჯე­რაც და­ვა­პი­რე მას­თან სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კი, იმ­დენ­ჯერ­ვე ავი­ლე­წე; გუ­ლი მიჩ­ქარ­დე­ბო­და, ცუ­დად ვხდე­ბო­დი... სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რეთ, ბან­კეტ­ზე დავ­თ­ვე­რი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მის­თ­ვის სი­მარ­თ­ლე მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სიმ­თ­ვ­რა­ლე ცუ­დად და­მა­მახ­სოვ­რ­და: გო­ნე­ბა ამე­რია და ქა­ლის­თ­ვის სიტყ­ვის თქმა კი არა, სახ­ლ­ში ძლივს მი­მი­ტა­ნეს. მე­რე ნას­ტია თბი­ლის­ში გა­უშ­ვეს მშობ­ლებ­მა და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გათხოვ­და კი­დეც... ეს იყო დი­დი დარ­ტყ­მა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის­გან პირ­ვე­ლად მი­ვი­ღე. მა­ნამ­დე მე­გო­ნა, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ნას­ტი­ას "ღა­ლატ­მა" კი გუ­ლი მატ­კი­ნა. ღა­ლატს ვაბ­რა­ლებ­დი, არა­და, ჩე­მი ბრა­ლია, რომ დავ­კარ­გე. რო­დემ­დე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იმ იმე­დით, რომ რა­ი­მეს ამოვ­ღერ­ღავ­დი? რო­დემ­დე უნ­და დამ­ლო­დე­ბო­და? ახ­ლა მას­ზე აღარ ვბრა­ზობ, მაგ­რამ ად­რე ვი­მუქ­რე­ბო­დი კი­დეც, - ქმარს მო­ვუკ­ლავ-მეთ­ქი. უკ­ვირ­დათ ბი­ჭებს: მუშ­ტი-კრივ­ში მა­გა­რი ხარ. რო­ცა ჩვენ გვერ­დით ხარ, მტრის არ­მი­ა­საც კი შე­ვას­კ­დე­ბით, ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი რა ჯან­და­ბა გაბ­ნევ­სო? აბა, რა ვი­ცი, რა მაბ­ნევ­და? ეს იყო ალ­ბათ, ჩე­მი ბედ-იღ­ბა­ლი.

- თქვენს მე­ო­რე სიყ­ვა­რულ­ზე მი­ამ­ბეთ...

- ეს ამ­ბა­ვი არც ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ და­იწყო. რო­ცა უკ­ვე 30-ს მი­ვუ­კა­კუ­ნე, ჩე­მებ­მა თავ­ში ხე­ლე­ბი წა­ი­ში­ნეს, - ეს ბი­ჭი ბერ­ბი­ჭო­ბას აპი­რებს. თუ რა­მე არ ვუშ­ვე­ლეთ, დარ­ჩე­ბა უშ­ვილ­ძი­როდ და შვი­ლიშ­ვილს არ გვა­ღირ­სებ­სო. ჰო­და, დატ­რი­ალ­დ­ნენ მა­ჭან­კ­ლე­ბი, ხან ვინ "მო­არ­გეს" ჩემს ბედს, ხან - ვინ. ზოგს დე­და იწუ­ნებ­და, ზოგს - მა­მა, ზო­გის შერ­თ­ვას მე­გობ­რე­ბი არ მირ­ჩევ­დ­ნენ, ზოგს კი თა­ვად ვა­რი­დებ­დი თავ­საც და თვალ­საც. თან მიკ­ვირ­და, - უსიყ­ვა­რუ­ლოდ ოჯახს რო­გორ უნ­და მო­ვე­კი­დო-მეთ­ქი? ასე იყო თუ ისე, ერთ დღეს ძმა­კაც­მა მითხ­რა: ნა­თე­სა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე უნ­და გა­მომ­ყ­ვე, შე­ნი იმე­დი მაქვს, მან­ქა­ნის სა­ჭე უნ­და ჩა­გა­ბა­რო და ერ­თი დღე მო­მემ­სა­ხუ­რე, არა­ფე­რი გი­ჭირ­სო. ძმა­კაცს უარს რო­გორ ვეტყო­დი, არა­და, ღვი­ნის სმის "დი­ლი­ხორ­ზეც" ვი­ყა­ვი... მოკ­ლედ, იმ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩე­მი მის­ვ­ლა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იმი­ტომ სურ­დათ, რომ ჩემ­თ­ვის ვე­ნე­რა გა­ეც­ნოთ. გვერ­დ­ზე მო­მის­კუ­პეს მშვე­ნი­ე­რი, კოხ­ტა გო­გო, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, ქორ­წი­ნე­ბამ­დე ვე­რაფ­რით შე­ვიყ­ვა­რე, მაგ­რამ ძა­ლი­ან კი მო­მე­წო­ნა. გვერ­დით მეჯ­და და ლა­მის, ერ­თა­დაც დაგ­ვ­ლო­ცეს. რო­გორც ყვე­ლი და პუ­რი, ისე უხ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთ­სო, - გვე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ. მე­რე მარ­ტო­ე­ბიც დაგ­ვ­ტო­ვეს, და­ი­ლა­პა­რა­კე­თო, მაგ­რამ ცხა­დია, მე ისევ და­ვი­ბე­ნი და არც ერთს არ გაგ­ვი­ღია ხმა. რო­ცა ოთახ­ში შე­მობ­რუნ­დ­ნენ, ჩვენ გა­ბუ­ტუ­ლე­ბი­ვით ვის­ხე­დით. ჰო­და, ჩემ­მა ძმა­კაც­მა იაქ­ტი­უ­რა - ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჰ­კითხა, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მე და­მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ჩე­მი ამ­ბე­ბიც თა­ვად უამ­ბო ვე­ნე­რას. შინ რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, მე­გო­ბარს ვუ­საყ­ვე­დუ­რე: რა გჭირ­და, ენა რომ არ გა­გი­ჩე­რე­ბია? ჩემ­ზე უკე­თე­სი სა­ლა­პა­რა­კო თე­მა ნუ­თუ, არ გქონ­და-მეთ­ქი? გა­ე­ცი­ნა, - შენს სახ­ლამ­დე მი­მიყ­ვა­ნე, რა. ოღონდ არ და­მამ­ტ­ვ­რიო და წელს ქა­ლი თუ არ შეგ­რ­თე, კა­ცი არ ვი­ყოო. მარ­თ­ლაც, ახ­და მი­სი სიტყ­ვე­ბი და იმ წელს, რო­გორც იყო, ვე­ნე­რა შე­ვირ­თე.

- სი­მორ­ცხ­ვე რო­გორ დასძ­ლი­ეთ?

- არა­ფე­რიც არ და­მიძ­ლე­ვია - ქა­ლი ისე შემ­რ­თეს, მის­თ­ვის სიტყ­ვაც არ მქონ­და ნათ­ქ­ვა­მი. უბ­რა­ლოდ, ვი­ცო­დი, რომ მომ­წონ­და და მა­საც მოვ­წონ­დი ალ­ბათ, თო­რემ "ნი­შა­ნი" რომ მი­უ­ტა­ნეს, უარს იტყო­და. ქორ­წილ­შიც ისე ვი­ჯე­ქით, კაცს გა­ბუ­ტუ­ლე­ბი ვე­გო­ნე­ბო­დით. მთე­ლი დღე ალ­მუ­რი ამ­დი­ო­და სა­ხე­ზე. მა­შინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი რომ ნა­ხოთ, შე­იძ­ლე­ბა, სი­ცი­ლის­გან გა­ი­გუ­დოთ. აუცი­ლებ­ლად გიჩ­ვე­ნებთ, რო­ცა აჭა­რის­კენ მოხ­ვ­დე­ბით...

- ქორ­წი­ლის შემ­დეგ ვე­ნე­რას­თან ერ­თად რო­გორ გა­აგ­რ­ძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა?

- დრომ შეგ­ვაჩ­ვია ერ­თ­მა­ნეთს, შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლიც მო­ვი­და. ეს იყო ქა­ლი, რო­მელ­საც იმ­დე­ნად შე­ვე­ჩვიე, რომ მი­სი აღარ მრცხვე­ნო­და ხოლ­მე. და­უ­ფა­რა­ვად ვუყ­ვე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს, ჩემ­თ­ვის დი­დი მე­გო­ბა­რი და იმე­დი გახ­ლ­დათ. ჩე­მი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო, ხუმ­რო­ბით ამ­ბობ­და: გა­მი­მარ­თ­ლა, ასე­თი მორ­ცხ­ვი რომ იყა­ვი, თო­რემ შენს თავს ვინ და­მით­მობ­დაო? ერ­თად რამ­დე­ნი­მე ლა­მა­ზი წე­ლი­წა­დი გა­ვა­ტა­რეთ. ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და­მი­ტო­ვა და მე­რე გა­და­ბარ­გ­და იმ­ქ­ვეყ­ნი­ურ საცხოვ­რე­ბელ­ში. და­მი­ტო­ვა დარ­დი, სევ­და - გულ­ში და ბევ­რი ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბა. მი­სი სიკ­ვ­დი­ლი ჩემ­თ­ვის ვერ გეტყ­ვით, რო­გო­რი დარ­ტყ­მა იყო, ამის აღ­წე­რა ძა­ლი­ან ძნე­ლია. თით­ქოს საყ­რ­დე­ნი გა­მო­მე­ცა­ლა ხე­ლი­დან.
ვე­ნე­რა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის ვი­ყა­ვი, ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი კი 6 წლის გახ­ლ­დათ. ბავშვს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გავ­ზ­რ­დი­დი (მა­შინ სამ­სა­ხუ­რის გა­მო, ქო­ბუ­ლეთ­ში ვცხოვ­რობ­დი) და ჩემს მშობ­ლებ­თან, სო­ფელ­ში გავ­გ­ზავ­ნე. ბე­ბია ზრუ­ნავ­და მას­ზე, მე კი ხშირ-ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დი და ვცდი­ლობ­დი, არა­ფე­რი დაჰ­კ­ლე­ბო­და... კა­ცი ვარ და ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი ქა­ლი ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით არც ერ­თი არ შემ­ყ­ვა­რე­ბია. მო­რი­დე­ბით აღა­რა­ვი­სი მომ­რი­დე­ბია, არც რო­მე­ლი­მეს­თან შე­ხე­ბას გა­ვუ­წით­ლე­ბი­ვარ. დავ­კარ­გე ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის უნა­რი და ისე გა­ვაგ­რ­ძე­ლე ცხოვ­რე­ბა, რო­გორც რო­ბოტ­მა, რომ­ლის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი ფუ­ლის შოვ­ნა და ვი­ღა­ცა­ზე ან რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ­ზე ზრუნ­ვაა.
ერ­თხე­ლაც, ისევ და­მი­პი­რეს მე­გობ­რებ­მა ცო­ლის შერ­თ­ვა. აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ, - რა­ტომ უნ­და იყო მარ­ტო? ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რ­და ხარ, ქა­ლი შე­ირ­თეო, მაგ­რამ ქვა ავაგ­დე და თა­ვი შე­ვუშ­ვი­რე, - აღარ შე­მიძ­ლია სიყ­ვა­რუ­ლი-მეთ­ქი. ერ­თხე­ლაც, სა­ქე­ი­ფოდ ვი­ყა­ვით სა­მეგ­რე­ლო­ში. იქ ქა­ლი გა­მაც­ნეს, რო­მე­ლიც წე­სით, უნ­და მომ­წო­ნე­ბო­და, რად­გან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც. აი, ისე­თი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე რომ აქვს და ნაკლს ვერ უპო­ვი. ის-ის იყო, გა­ვი­ფიქ­რე, - მგო­ნი, მომ­წონს-მეთ­ქი, რომ ისე­თი რა­ღაც გა­ა­კე­თა, მას­ზე შექ­მ­ნი­ლი კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა წა­მებ­ში გაქ­რა...

- ასე­თი რა მო­ი­მოქ­მე­და?

- გან­ზე გა­მიხ­მო და თა­ვად და­მიწყო ლა­პა­რა­კი სიყ­ვა­რულ­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და იმა­ზეც, თუ რა­ტომ უნ­დო­და ოჯა­ხის შექ­მ­ნა. მითხ­რა, - ქვრი­ვი ვარ და გვერ­დით ისე­თი კა­ცი მჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ საყ­რ­დე­ნი მყავ­სო. რას ვერ­ჩი, გუ­ლახ­დი­ლი იყო. მიხ­ვ­და ან ჩე­მი მე­გობ­რე­ბის­გან იცო­და, რომ მის­თ­ვის არაფ­რის მთქმე­ლი არ ვი­ყა­ვი და თა­ვად იაქ­ტი­უ­რა, მაგ­რამ მის­მა ასეთ­მა საქ­ცი­ელ­მა გუ­ლი ამიც­რუა და ვუთხა­რი, - ჰო­და, თუ საყ­რ­დენს ეძებთ, ჯო­ბია, სხვა­გან იპო­ვოთ, მე არ გა­მო­გად­გე­ბით-მეთ­ქი. გა­ფით­რ­და. ალ­ბათ, უარს არ ელო­და, რად­გან იცო­და თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზის ფა­სი! დავ­ტო­ვე ასე "გამ­შ­რა­ლი" და მე­გობ­რებს შე­ვუ­ერ­თ­დი. იმ დღეს ისე დავ­თ­ვე­რი, მე­ო­რე დღეს აღა­რა­ფე­რი მახ­სოვ­და. ბი­ჭებ­მა "კა­ი­ფი" და­მიწყეს, - იმ ქალს ეგე­თი რა უთხა­რი, რომ შე­ნი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზე წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გავ­სო? მე­რე ჩა­მი­ტა­რეს ლექ­ცია თე­მა­ზე, რომ ყვე­ლა ვე­ნე­რა ვერ იქ­ნე­ბა, ადა­მი­ანს ზოგ­ჯერ უწევს აქ­ტი­უ­რო­ბა იმის­თ­ვის, რომ მი­ზანს მი­აღ­წი­ოს და ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია, მაგ­რამ მათ სიტყ­ვებს აზრს არც ვა­ტან­დი. ჰო, შე­იძ­ლე­ბა, ჩე­მი ასე­თი საქ­ცი­ე­ლით ბევ­რი რამ დავ­კარ­გე და ბედ­ნი­ე­რე­ბის შან­სი გა­ვუშ­ვი ხე­ლი­დან, მაგ­რამ რა ვქნა, ასე­თი ვი­ყა­ვი და ვერ შე­ვიც­ვ­ლე­ბო­დი.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თბი­ლის­ში ჩა­ვე­დი. სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გ­ვის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი ბი­ნა გა­მე­ქი­რა­ვე­ბი­ნა. ჰო­და, რამ­დე­ნი­მე დღე მო­მიხ­და უსაქ­მუ­რად ხე­ტი­ა­ლი. მე­რე ნას­ტია გა­მახ­სენ­და. ვი­ცო­დი, და­ახ­ლო­ე­ბით სად ცხოვ­რობ­და და რა­ტომ­ღაც, მის უბან­ში და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გა­და­ვაწყ­დი ჩემს ნას­ტი­ას. ისე იყო შეც­ვ­ლი­ლი, ძლივს ვი­ცა­ნი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ვი­ცა­ნი! ხან აქე­დან ვუტ­რი­ა­ლე, ხან - იქი­დან, მას­თან მის­ვ­ლას ვერ ვბე­დავ­დი. მა­ღა­ზი­ი­დან რომ გა­ვი­და, უკან ავე­დევ­ნე. და­ვი­ნა­ხე, რო­მელ სახ­ლ­ში შე­ვი­და და შემ­დეგ დღე­ებ­შიც ხში­რად მივ­დი­ო­დი იქ. გან­მი­ახ­ლ­და გრძნო­ბა, თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბა­ში დავ­ბ­რუნ­დი და რო­ცა ქუ­ჩა­ში გა­მო­სულს და­ვი­ნა­ხავ­დი, ვგრძნობ­დი, ისევ ძვე­ლე­ბუ­რად ვწით­ლ­დე­ბო­დი; ვგრძნობ­დი სისხლს ძარ­ღ­ვებ­ში და იმ ბავ­შ­ვურ გუ­ლის­ფეთ­ქ­ვა­საც, რო­მე­ლიც სულს მი­ხუ­თავ­და ხოლ­მე.

- ასე შო­რი­დან, რამ­დენ ხანს აკ­ვირ­დე­ბო­დით?

- 2-3 დღე. ერ­თხე­ლაც, პარ­კ­ში სკამ­ზე რომ ჩა­მოჯ­და, გავ­ბე­დე და გვერ­დით მი­ვუ­ჯე­ქი. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, მე­რე ხმა­ა­კან­კა­ლე­ბულ­მა მკითხა: ეს შენ ხა­რო? - ვინ მე-მეთ­ქი? - კითხ­ვა შე­ვუბ­რუ­ნე. გა­ე­ცი­ნა: კი, შენ ხარ, ძვე­ლე­ბუ­რად გა­გი­წით­ლ­და ლო­ყე­ბიო... მოკ­ლედ, რა­საც ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ვერ ვბე­დავ­დით, ასაკ­მა გაგ­ვა­ბედ­ვი­ნა და იმ დღეს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიხ­სე­ნეთ ბავ­შ­ვო­ბა, ერ­თ­მა­ნეთს დავ­ცი­ნეთ კი­დეც ჩვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბის გა­მო. მე­რე ნას­ტი­ამ მი­ამ­ბო, რო­გორ გა­იც­ნო საქ­მ­რო, რო­გორ და­ქორ­წინ­და... შვი­ლებ­ზეც ილა­პა­რა­კა და ბო­ლოს, ნაღ­ვ­ლი­ა­ნად მითხ­რა, - ქმა­რი ახ­ლა­ხან დავ­კარ­გეო. მივ­ხ­ვ­დი, მე­უღ­ლის და­კარ­გ­ვა მის­თ­ვის დი­დი ტრავ­მა იყო. მი­ვუ­სამ­ძიმ­რე, მი­სი დამ­შ­ვი­დე­ბა ვცა­დე. გუ­ლი მეტ­კი­ნა, მი­სი ცრემ­ლე­ბი სხვა კაცს რომ ეკუთ­ვ­ნო­და. ჩემს ნაც­ვ­ლად სხვას რომ დას­ტი­რო­და და მი­სი ქმრის ად­გი­ლას ყოფ­ნა ვი­ნატ­რე...

გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი წით­ლ­დე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ნერ­ვი­უ­ლო­ბით, უხერ­ხუ­ლო­ბით ან რი­გი დის­კომ­ფორ­ტით. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, კა­ცებ­ზე მე­ტად, ქა­ლე­ბი წით­ლ­დე­ბი­ან.
არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თაც ეში­ნი­ათ, რომ გა­წით­ლ­დე­ბი­ან და რო­გორც კი ეს აზ­რი თავ­ში გა­უ­ელ­ვებთ, სრუ­ლი­ად მარ­ტოც რომ ის­ხ­დ­ნენ ოთახ­ში, გა­წით­ლ­დე­ბი­ან.
გა­წით­ლე­ბას ფი­ზიო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი ახ­ლავს. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სას ან დის­კომ­ფორ­ტის დროს სა­ხე­ზე არ­სე­ბუ­ლი ვე­ნე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, ლო­ყებ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სის­ხ­ლი მი­ე­დი­ნე­ბა, რაც კა­ნის ფერს ვარ­დის­ფ­რად ცვლის, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში - წით­ლად. სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ერით­რო­ფო­ბია ეწო­დე­ბა. ერით­რო­ფო­ბია ეს არის: "ში­ში იმი­სა, რომ არ გა­წით­ლ­დე".
სა­ხე­ზე ამ­გ­ვა­რი წა­მო­წით­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის არას­წორ მუ­შა­ო­ბას­თან. კერ­ძოდ, ვე­გე­ტა­ცი­უ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არას­წო­რად რე­ა­გი­რებს გა­რე გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლებ­ზე. შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნი სა­ხე­ზე იწყებს წა­მო­წით­ლე­ბას სულ მცი­რე მღელ­ვა­რე­ბის დრო­საც კი. ეს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რად­გან აქვს არა მარ­ტო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თიც და ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა, ნევ­რო­ზამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

- იმ დღის შემ­დეგ ერ­თ­მა­ნეთს ხში­რად ხვდე­ბით?
- რამ­დენ­ჯერ­მე შო­რი­დან და­ვი­ნა­ხე და ახ­ლოს მის­ვ­ლა ვე­ღარ გა­ვუ­ბე­დე, რა­ღა­ცის შე­მე­შინ­და. გა­მო­გიტყ­დე­ბით და, დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი მის გვერ­დით გა­ვა­ტა­რო, მაგ­რამ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ამის უფ­ლე­ბას არც ახ­ლა მაძ­ლევს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩემს შვილს უკ­ვე შვი­ლე­ბი ჰყავს და რა­ღა დროს ჩე­მი ეგე­თე­ბია? ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ, მაგ­რამ ნას­ტი­ას გვერ­დით თუნ­დაც, ერ­თი დღის გა­ტა­რე­ბა და მას­თან გუ­ლახ­დი­ლად სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. შვი­ლიც კარ­გია, შვი­ლიშ­ვი­ლიც, მაგ­რამ საყ­ვა­რელ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სულ სხვა რა­მაა. ალ­ბათ, იტყ­ვით, ეს მო­ხუ­ცი კა­ცი რამ გა­და­რიაო? მაგ­რამ თუ ოდეს­მე მთე­ლი გუ­ლით გყვა­რე­ბი­ათ, ად­ვი­ლად გა­მი­გებთ. ჩე­მი ხა­სი­ა­თის გა­მო ბევ­რი რამ დავ­კარ­გე. სი­მორ­ცხ­ვე რომ არა, დღეს ალ­ბათ, ქვრი­ვი არ მერ­ქ­მე­ო­და. თუმ­ცა, არ ვწუ­წუ­ნებ, ვე­ნე­რას გვერ­დით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და მად­ლო­ბე­ლი ვარ გან­გე­ბის, მას რომ შე­მახ­ვედ­რა. თუმ­ცა, ნას­ტი­აც ვერ და­ვი­ვიწყე და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა: მო­ხუც­საც კი ამიჩ­ქ­რო­ლა გუ­ლი. მითხა­რით, თქვე­ნი აზ­რით, და­ვა­შა­ვებ, ნას­ტი­ას­თან მე­გობ­რო­ბას თუ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ? ნე­ტავ იცო­დეთ, რო­გორ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემ­ზე რას ფიქ­რობს? წლე­ბის შემ­დეგ, თა­ვა­დაც თუ იგ­რ­ძ­ნო ჩემ­და­მი ის, რაც მე ვიგ­რ­ძე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ? ჩე­მი გუ­ლის ნა­დე­ბი რომ გა­ვუმ­ხი­ლო, დამ­ცი­ნებს? ან რომც დამ­თან­ხ­მ­დეს, შვი­ლე­ბი რო­გორ მი­ი­ღე­ბენ ჩვენს ასეთ საქ­ცი­ელს? ალ­ბათ, გაგ­ვ­კიცხა­ვენ, ხელს გვკრა­ვენ, მე კი ვე­ღარ ავი­ტან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გ­ვას, თუნ­დაც, პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის ხარ­ჯ­ზე და ამი­ტო­მაც გა­ვურ­ბივარ ნას­ტი­ას­თან ხელ­მე­ო­რედ შეხ­ვედ­რას. მას ყვე­ლა ნა­დი­ას ეძა­ხის, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ისევ ისე პა­ტა­რა ნას­ტიაა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი და რო­მელ­საც თეთ­რი ბაფ­თა უმ­შ­ვე­ნებ­და პა­ტა­რა თავს.
მერ­წ­მუ­ნეთ, ასე გუ­ლახ­დი­ლად არას­დ­როს არა­ვის­თან მი­ლა­პა­რა­კია, სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და. მად­ლო­ბა, რომ მო­მის­მი­ნეთ და ძა­ლი­ან მინ­და, მირ­ჩი­ოთ რა­მე. ახალ­გაზ­რ­დე­ბის აზ­რი ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია: რომ გა­ი­გოთ, მო­ხუ­ცებ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს, მათ­ზე რას იფიქ­რებთ? მა­მათ­ქ­ვე­ნი რომ ვი­ყო, მა­პა­ტი­ებ­დით სი­ბე­რე­ში ცო­ლის შერ­თ­ვას? თუმ­ცა, თქვენ რომც მი­ბიძ­გოთ, ისიც კი არ ვი­ცი, ნას­ტი­ას ოდეს­მე ვეტყ­ვი თუ არა იმას, რაც დი­დი ხა­ნია გულ­ში მაქვს...
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
21.03.2016
აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ ნასტიასაც და შვილებსაც თქვენი გრძნობების და წარსულის შესახებ! აქ არც დასაცინია რამე და არც გაუგებარი!
მე
02.03.2016
რა არის მაგაში გასაკიცხი?შვილები ბედნიერები არიან და თქვენც გაქვთ ბედნიერების უფლება,მე მაგალითად არც დედაჩემს და არც მამაჩემს არ გავკიცხავდი მასეტ სიტუაციაში მიდით ბიძია მიაწექით და გაბედეთ,დარწმუნებული ვარ მასაც გაუხარდება მარტოობაში აგარ გალევს დარჩენილ წლეებს
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი