"სი­ბე­რე­ში მა­ინც აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა!" - აქვს თუ არა ასა­კო­ვან მა­მას ცო­ლის შერ­თ­ვის უფ­ლე­ბა
font-large font-small
"სი­ბე­რე­ში მა­ინც აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა!" - აქვს თუ არა ასა­კო­ვან მა­მას ცო­ლის შერ­თ­ვის უფ­ლე­ბა
ისე მოკ­ვ­და, ცო­ლი არ შე­ურ­თავს, მე კი ბედ­ნი­ე­რად არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ნია თა­ვი

"გზის" #7-ში, 64 წლის მა­მუ­კამ გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო. ის ნამ­დ­ვი­ლი და თა­ნაც - პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის და­კარ­გ­ვას თა­ვის სი­მორ­ცხ­ვეს აბ­რა­ლებს. მე­ო­რე სიყ­ვა­რუ­ლი ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გ­ვინ­და, შვი­ლიც ეყო­ლა, მაგ­რამ მე­რე მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა და სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ეგო­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი აღა­რას­დ­როს გა­ე­კა­რე­ბო­და მის გულს, გან­გე­ბამ პირ­ველ რჩე­ულს შე­ახ­ვედ­რა. ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს "გზის" მკითხ­ვე­ლებს მი­მარ­თა: სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩემს ად­გი­ლას რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით ან თქვე­ნი მა­მა, ბა­ბუა რომ ვი­ყო, ჩე­მი მხრი­დან ამ ასაკ­ში ცო­ლის შერ­თ­ვის სურ­ვილს სი­გი­ჟედ შე­რაცხავ­დით თუ არაო? მის სა­ხელ­ზე არა­ერ­თი წე­რი­ლი მო­ვი­და.


ერთ-ერ­თი წე­რი­ლი ქალ­ბა­ტონ­მა ას­მათ­მა, ჩხო­როწყუ­დან მოგ­ვ­წე­რა (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):
"გუ­ლი არ ბერ­დე­ბა, ჩე­მო ძმაო, მა­მუ­კა. ეჰ, ნე­ტავ კი იყოს ჩე­მი "ბი­ჭი" ცოცხა­ლი და გე­ფი­ცე­ბი, სახ­ლის კარს ავუ­ტა­ლა­ხებ­დი. წლებ­მა მი­მახ­ვედ­რა ერთ რა­მეს: ვიდ­რე ცოცხ­ლე­ბი ვართ, სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ. ად­რე მეც მე­ში­ნო­და თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის და ძა­ლი­ა­ნაც ვცდე­ბო­დი. ყო­ველ­თ­ვის ის არის მო­გე­ბუ­ლი, ვინც რის­კავს. ასე რომ, მი­დი, მი­ა­წე­ქი! ახ­ლა მა­ინც ნუ­ღარ იფიქ­რებ იმა­ზე, თუ რას იტყ­ვის ხალ­ხი. მე მომ­წონს ახა­ლი თა­ო­ბა და იცით, რა­ტომ? სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებთ, მათ­ზე ვინ და რას იჭო­რა­ვებს; ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც სურთ და ამას თა­ვი­სი პლუ­სიც აქვს: ისი­ნი არაფ­რით იქ­ნე­ბი­ან მო­ნე­ბი, სხვი­სი ხათ­რით უცხო ადა­მი­ან­ზე გათხო­ვილ-და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი! ისი­ნი ეძე­ბენ ნამ­დ­ვილ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის მხო­ლოდ ბავ­შ­ვის მა­მა (დე­და) კი არა, სუ­ლის მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა... წლე­ბის წინ, მეც უარი ვთქვი ჩემს სიყ­ვა­რულ­ზე იმი­ტომ, რომ დედ-მა­მას წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­ვუ­წიე. ჰო­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მეც დავ­კარ­გე კა­ცი, რო­მელ­საც ჩე­მი ქმა­რი ერ­ქ­ვა და მე­რე პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ისევ გა­მოჩ­ნ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, გავ­რის­კავ-მეთ­ქი, მაგ­რამ ახ­ლა შვი­ლე­ბის გა­მო ვერ გავ­ბე­დე ქვეყ­ნის და­სა­ლი­ე­რამ­დე გავ­ყო­ლო­დი. ამ­ჯე­რად, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რე­ბის შან­სი შევ­წი­რე შვი­ლებს და გა­უ­ხა­რე­ბე­ლი დღე­ე­ბი კი­დევ უფ­რო და­ვიბ­ნე­ლე. ის ისე მოკ­ვ­და, ცო­ლი არ შე­ურ­თავს, მე კი ბედ­ნი­ე­რად არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ნია თა­ვი. არა­და, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რი სხვა­ნა­ი­რი, ნა­თე­ლი და ფე­რა­დი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლით რომ მეცხო­ვრა...
თქვენ გგო­ნი­ათ, შვი­ლებ­მა და­მი­ფა­სეს თავ­გან­წირ­ვა? თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ. უმა­დუ­რო­ბას წა­ვაწყ­დი მა­თი მხრი­დან, მაგ­რამ უკ­ვე მარ­თ­ლა არაფ­რის შეც­ვ­ლა აღარ შე­მიძ­ლია. შვი­ლი არას­დ­როს და­უ­ფა­სებს გამ­ზ­რ­დელს ამაგს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა. ყვე­ლამ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის უნ­და იცხოვ­როს. რო­ცა იცი შე­ნი თა­ვის ფა­სი, მე­რე გარ­შე­მო ყვე­ლა და­გა­ფა­სებს! თუ თა­ვად იზ­რუ­ნებ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, სხვე­ბიც შეძ­ლე­ბენ შენს გა­გე­ბას! მუდ­მი­ვად სხვი­სი სა­ა­მე­ბე­ლი საქ­მის კე­თე­ბა, სხვის­თ­ვის ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს და მხო­ლოდ სხვის­თ­ვის თუ ცხოვ­რობ, ვე­რა­ვინ შე­გიყ­ვა­რებს სა­თა­ნა­დოდ. იფიქ­რე­ბენ, რომ შე­ნი მი­სია მათ მსა­ხუ­რე­ბა­ში ყოფ­ნაა...

მა­მუ­კა, გთხოვთ, აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა, გა­ბე­დეთ და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გვერ­დით გა­ა­ტა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი. თუ ამ თხოვ­ნას შე­მის­რუ­ლებთ და გა­რის­კავთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ, წა­მით მა­ინც გა­მა­ბედ­ნი­ე­რებთ. გთხოვთ, უარი არ თქვათ, ნას­ტია თქვე­ნი ბე­დია..."
შე­გახ­სე­ნებთ, ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით გა­იხ­სე­ნა ის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის და­ვიწყე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვე­რაფ­რით შეძ­ლო:
"მე და ნას­ტია კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მე­გობ­რე­ბიც. ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, მე­რე უგო­ნოდ შე­მიყ­ვარ­და. მი­სი და­ნახ­ვი­სას ელეთ­მე­ლე­თი მე­მარ­თე­ბო­და. სულ მინ­დო­და, სიყ­ვა­რულ­ში გა­მოვ­ტყ­დო­მო­დი, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ­დი... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად თბი­ლის­ში გა­უშ­ვეს, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი გა­ვი­გე, რომ გათხოვ­და..."
მე­ო­რედ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 30 წლის ასაკ­ში ეწ­ვია სიყ­ვა­რუ­ლი, უფ­რო სწო­რად, ოჯა­ხი შექ­მ­ნა იმ ქალ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ, მო­ე­წო­ნა.
"დრომ შეგ­ვაჩ­ვია ერ­თ­მა­ნეთს, შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლიც მო­ვი­და. ჩე­მი დი­დი მე­გო­ბა­რი და იმე­დი გახ­და. ერ­თად რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი გა­ვა­ტა­რეთ, ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და­მი­ტო­ვა და მე­რე გარ­და­იც­ვა­ლა. თით­ქოს საყ­რ­დე­ნი გა­მო­მე­ცა­ლა ხე­ლი­დან..."
რამ­დე­ნი­მე წლის წინ აჭა­რი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. ბა­ტონ მა­მუ­კას დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნა აქვს და სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გ­ვის შემ­დეგ, მი­სი გა­ქი­რა­ვე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ერ­თხე­ლაც, ქუ­ჩა­ში თა­ვის პირ­ველ სიყ­ვა­რულს მოჰ­კ­რა თვა­ლი:
"მი­სი და­ნახ­ვი­სას ვიგ­რ­ძე­ნი, ისევ ძვე­ლე­ბუ­რად გავ­წით­ლ­დი. ვიგ­რ­ძე­ნი სის­ხ­ლი ძარ­ღ­ვებ­ში და ის ბავ­შ­ვუ­რი გუ­ლის­ფეთ­ქ­ვაც, რო­მე­ლიც სულს მი­ხუ­თავ­და ხოლ­მე... მას მე­რე იმ უბან­ში ხე­ტი­ალს შე­ვეჩ­ვიე. ერ­თხე­ლაც, რო­ცა პარ­კ­ში იჯ­და, გავ­ბე­დე და მას­თან მი­ვე­დი, და­ვე­ლა­პა­რა­კე. იმ დღეს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიხ­სე­ნეთ ბავ­შ­ვო­ბა, ერ­თ­მა­ნეთს დავ­ცი­ნეთ კი­დეც ჩვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბის გა­მო. მე­რე ნას­ტი­ამ მი­ამ­ბო თა­ვის ქმარ­ზე, შვი­ლებ­ზე. ბო­ლოს ნაღ­ვ­ლი­ა­ნად დას­ძი­ნა, რომ მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა. გუ­ლი მეტ­კი­ნა, ჩემს ნაც­ვ­ლად სხვას რომ დას­ტი­რო­და და მი­სი ქმრის ად­გი­ლას ვი­ნატ­რე ყოფ­ნა..."
ბა­ტონ მა­მუ­კას სურს, დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცოცხ­ლე მა­ინც გა­ა­ტა­როს თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გვერ­დით, მაგ­რამ ეში­ნია, რომ მი­სი და ნას­ტი­ას შვი­ლე­ბი ვერ გა­უ­გე­ბენ მო­ხუც მშობ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც დას­ცი­ნებს...
"არ ვწუ­წუ­ნებ, ვე­ნე­რას გვერ­დით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და მად­ლო­ბე­ლი ვარ გან­გე­ბის, მას რომ შე­მახ­ვედ­რა, მაგ­რამ ნას­ტი­აც ვერ და­ვი­ვიწყე, მო­ხუც­საც კი ამიჩ­ქ­რო­ლა გუ­ლი მას­თან შეხ­ვედ­რამ... თუმ­ცა, ვერ გავ­რის­კავ. რა­ტომ? ალ­ბათ, შვი­ლე­ბი გაგ­ვ­კიცხა­ვენ, ხელს გვკრა­ვენ, მე კი ვე­ღარ ავი­ტან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გ­ვას, ამი­ტო­მაც გა­ვურ­ბივარ ნას­ტი­ას­თან შეხ­ვედ­რას. მა­მათ­ქ­ვე­ნი რომ ვი­ყო, მა­პა­ტი­ებ­დით სი­ბე­რე­ში ცო­ლის შერ­თ­ვას?.."

სო­ფიო, 26 წლის:

- რა პრობ­ლე­მაა, თუ ოჯახს შექ­მ­ნით? არა მგო­ნია, ამის გა­მო, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ხე­ლი გკრან. პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ხარ­დეთ კი­დეც, ქა­ლის სა­ხით პატ­რო­ნი თუ გა­მო­გიჩ­ნ­დე­ბათ. თქვე­ნი შვი­ლის ად­გი­ლას ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და, სურ­ვილს თუ აის­რუ­ლებ­დით და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­დით. მერ­წ­მუ­ნეთ, ამის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ნამ­დ­ვი­ლად არა­ფე­რი მექ­ნე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ! ნუ იტან­ჯავთ თავს ფიქ­რით: რას იტყ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ისე­დაც ბევ­რი და­გი­კარ­გავთ, რო­ცა თა­ვის დრო­ზე სიყ­ვა­რულ­ზე უარი თქვით და ბედ­ნი­ე­რე­ბის შანსს ხე­ლი­დან ნუ­ღარ გა­უშ­ვებთ!

გი­ორ­გი:

- კარ­გით, რა, რა­ღა დროს ამ კა­ცის ცო­ლის მოყ­ვა­ნა და ეგე­თე­ბია? ნუ, ალ­ბათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვე­რა­ფერს და­უშ­ლი­ან, მაგ­რამ თა­ვა­დაც უნ­და ხვდე­ბო­დეს, რომ ეს სი­სუ­ლე­ლეა. მის ად­გი­ლას, თავს შე­ვი­კა­ვებ­დი.
- ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე უარი რა­ტომ უნ­და თქვას? ის ფიქ­რობს, - თუ­კი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით იქ­ნე­ბა, ეს ცხოვ­რე­ბას გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს...
- ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­სურ­ვებ­დი მი­სი შვი­ლის ად­გი­ლას ყოფ­ნას. თქვე­ნი აზ­რით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, დე­დის შემ­ც­ვ­ლე­ლი რომ მოჰ­ყავთ ოჯახ­ში?
- მაგ­რამ თა­ვა­დაც ხომ კა­ცი ხარ და მის ად­გი­ლას შეძ­ლებ­დი, თუნ­დაც, შვი­ლე­ბის გა­მო, სიყ­ვა­რულ­ზე უარი გეთ­ქ­ვა?
- ისეთ ასაკ­შია, რო­ცა კაცს წე­სით, სიყ­ვა­რუ­ლის თა­ვი არ აქვს და თუ ქალ­თან ჩურ­ჩუ­ლი უნ­და, ამის გა­კე­თე­ბა ისე­დაც შე­უძ­ლია. შეხ­ვ­დეს ამ ნას­ტი­ას ყო­ველ­დღე და ისე­ირ­ნონ, ილა­პა­რა­კონ, გუ­ლი მო­ი­ო­ხონ. რა აუცი­ლე­ბე­ლია, მთე­ლი დღე ერ­თად გა­ა­ტა­რონ და შვი­ლებს თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნონ? არა, რა, მე არ ვემ­ხ­რო­ბი მო­ხუ­ცე­ბის ქორ­წი­ნე­ბას და გინ­დათ, მომ­კა­ლით. ეს სა­სა­ცი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბა.

მა­კა, 32 წლის:

- მე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი ამ მო­ხუ­ცის მეჯ­ვა­რე, მაგ­რამ მი­სი შვი­ლის ად­გი­ლას თუ წარ­მო­ვიდ­გენ თავს, მა­შინ ჰოოო... ძნე­ლია თქვა, რას გა­ა­კე­თებ­დი კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლას რომ იყო. დე­და ძა­ლი­ან მიყ­ვარს (ი­სე­ვე, რო­გორც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს) და ისიც კი არ ვი­ცი, დე­დი­ნაც­ვ­ლის ყო­ლას შე­ვე­გუ­ე­ბო­დი თუ ვე­რა... სი­ბე­რე­ში ადა­მი­ანს ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის სურ­ვი­ლი და ჟი­ნი რომ აქვს, ეს თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან კარ­გია. თუმ­ცა, ვალ­დე­ბუ­ლია, შვილს, ოჯახს ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს. რო­გორ­მე დასძ­ლი­ოს სირ­ცხ­ვი­ლი, და­ე­ლა­პა­რა­კოს ქა­ლიშ­ვილს და თუ მას სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი ექ­ნე­ბა, შე­ირ­თოს პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. წარ­მა­ტე­ბე­ბი, ბა­ტო­ნო მა­მუ­კა! მჯე­რა, შვი­ლი უარს ვერ გეტყ­ვით და ოც­ნე­ბას აიხ­დენთ.

ქე­თუ­სია, სამ­ტ­რე­დი­ი­დან (წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):

"მინ­და, ბა­ტონ მა­მუ­კას ჩემს სო­ფელ­ში მომ­ხ­დარ­ზე ვუ­ამ­ბო და იმე­დია, ეს "გზის" მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა: მოკ­ლედ, და­ახ­ლოე­ბით სა­მი წლის წინ, ერ­თ­მა მო­ხუც­მა კაც­მა ძა­ლი­ან გაგ­ვაკ­ვირ­ვა, რო­ცა შინ მო­იყ­ვა­ნა ქალ­ბა­ტო­ნი და მე­ზობ­ლებს გა­მოგ­ვიცხა­და: იც­ნობ­დეთ, ეს ჩე­მი ცო­ლიაო. ამ კაცს წლე­ბის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა მე­უღ­ლე. შვი­ლე­ბი ჰყავ­და და მათ ვერ გა­უ­გეს მო­ხუცს, - ამ სი­ბე­რე­ში რამ "აგ­ტე­ხა"? რამ გა­დაგ­რია, თა­ვი რა­ტომ მოგ­ვ­ჭე­რიო? ის, რომ მა­მამ სცა­და, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა და ქა­ლი მო­იყ­ვა­ნა სახ­ლ­ში, ვერ აპა­ტი­ეს შვი­ლებ­მა და კარ­გა ხანს არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ მე­რე, დრომ თა­ვისი ქნა და შვი­ლებს გუ­ლი მო­უბ­რუნ­დათ, მით უმე­ტეს, რომ დე­და­ნაც­ვა­ლი მათ მი­მართ სი­კე­თეს აფ­რ­ქ­ვევ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ისე შე­უყ­ვარ­დათ ეს ქა­ლი, რო­გორც მშო­ბე­ლი და ბო­ლოს, საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ მა­მას ეხუმ­რე­ბოდ­ნენ: ლა­მის შენ­ზე მე­ტა­დაც კი შეგ­ვიყ­ვარ­და ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ოჯახ­ში შე­მოს­ვ­ლას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი­თო... ამით იმის თქმა მინ­და, რომ ოც­ნე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და აიხ­დი­ნოთ, თუნ­დაც - თქვენს ასაკ­ში. შვი­ლი კარ­გია, მაგ­რამ სი­ბე­რე­ში ადა­მი­ანს სხვა­ნა­ი­რი გუ­ლის სით­ბო სჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვებს თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე არი­ან, სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე ზრუ­ნა­ვენ და მშობ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მცი­რე დრო რჩე­ბათ. ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან ვერ გა­გი­გონ, დაგ­ცი­ნონ კი­დეც, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ! ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ გა­ვი­გებ, რომ თქვენ და ნას­ტია ერ­თად ცხოვ­რობთ".

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (15)
02.05.2016
moiyvane aravis araferi ar kitxo tore didxans mogiwevs sxvisi asrebis gatvaliswineba amitom uezrad moiyvane ase ajobebs.warmatebebi....
m
16.04.2016
ეეეჰ, რა ძნელია აუხსნა შვილს, რა ხდება შენს გულში, გრცხვენია, გეშინია, რომ არ დაკარგო, "ხვალ ვეტყვი"-ს ძახილში 8 წელი გავიდა....
:(
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი