"ი­ყა­ვი ქარ­თ­ვე­ლი - ქარ­თ­ვე­ლო­ბას ვე­რა­ვინ წა­გარ­თ­მევს"
font-large font-small
"ი­ყა­ვი ქარ­თ­ვე­ლი - ქარ­თ­ვე­ლო­ბას ვე­რა­ვინ წა­გარ­თ­მევს"
"რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი სო­მე­ხად, მე­ცო­დი­ნე­ბო­და, ვინ ვარ"

"სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მაქვს და არ ვი­ცი, სხვას ვის გა­ვან­დო ჩე­მი სატ­კი­ვა­რი, თუ არა თქვენ. თა­ნაც, მად­ლო­ბე­ლი დაგ­რ­ჩე­ბით, რჩე­ვა­საც თუ მომ­ცემთ. მას მე­რე, რაც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სომ­ხუ­რი ფეს­ვე­ბი მაქვს, მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე. ახ­ლა უკ­ვე არ ვი­ცი, რე­ა­ლუ­რად ეროვ­ნე­ბით ვინ ვარ და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, მით უმე­ტეს, რომ ჩემ გარ­შე­მო სომ­ხებ­ზე ბევრს ღა­და­ო­ბენ და სუ­ლაც არ მინ­და, ეროვ­ნე­ბის გა­მო ვინ­მემ ჩემ­ზე ილაზღან­და­როს", - მა­კას თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბა ანერ­ვი­უ­ლებს. მი­სი აზ­რით, თუ მე­გობ­რე­ბი გა­ი­გე­ბენ, რომ სომ­ხუ­რი სის­ხ­ლი აქვს, მას­ზე გუ­ლი აუც­რუვ­დე­ბათ. ვფიქ­რობ, ის ცდე­ბა, მაგ­რამ გო­გო­ნას გა­დარ­წ­მუ­ნე­ბა არც ისე იოლია.

- გვა­რად და­თუ­ნაშ­ვი­ლი ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს ჩე­მი გვა­რი და სუ­ლაც არ მინ­და, მო­მა­ვალ­ში გვა­რის შეც­ვ­ლა მო­მიხ­დეს... კარგ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, თბი­ლი მშობ­ლე­ბი მყავს. ერ­თ­მა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან და მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი გა­დამ­დე­ბია. დე­და ზუს­ტად ვი­ცი, სუფ­თა სის­ხ­ლის ქარ­თ­ვე­ლია, მაგ­რამ მა­მის ბა­ბუა, რო­გორც ვხვდე­ბი, სო­მე­ხი იყო. ამას წი­ნათ ძველ ალ­ბომს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი და იქ სა­ეჭ­ვო ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე. ვი­კითხე: ასე რა­ტომ ეც­ვათ? რო­გო­რი იმი­ჯი ჰქო­ნი­ათ-მეთ­ქი. მა­მამ ამიხ­ს­ნა, რომ იმ დროს ასე იყო მი­ღე­ბუ­ლი. მე­რე და­ვინ­ტე­რეს­დი ჩვე­ნი გვა­რის შტო­თი. იმ­დე­ნად ცო­ტა წი­ნა­პა­რი და­მი­სა­ხე­ლა, რომ და­ვეჭ­ვ­დი: მა­მას მე­ლი­ტო­ნი ერ­ქ­ვა, იმის მა­მას - კუ­ნა­პე­ტა, ბა­ბუ­ა­მისს - მე­რა­ბა, ბა­ბუ­ის მა­მას - ევ­გე­ნი, იმის მა­მას ლუ­არ­სა­ბიო. აი, ლუ­არ­საბ­ზე გა­ი­ჭე­და. ვკითხე, წარ­მო­მავ­ლო­ბით სა­ი­დან ვართ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რო­მე­ლი კუთხი­დან-მეთ­ქი? მე­რე გა­მან­დო, - მგო­ნი, ლუ­არ­სა­ბის მა­მა სო­მე­ხი იყო. მე­რე საქ­მეს ასე დას­ჭირ­და და გვა­რი შე­იც­ვა­ლა, თა­ნაც, თა­ვი ქარ­თ­ვე­ლად მი­აჩ­ნ­და და ეს სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა რა თავ­ში უნ­და ეხა­ლაო? და­ვი­ძა­ბე და მა­მა ამას მი­მიხ­ვ­და. ლუ­არ­სა­ბის მა­მა თუ სო­მე­ხი იყო, გვა­რის შეც­ვ­ლით მი­სი შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი სუფ­თა ჯი­შის ქარ­თ­ვე­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ? მა­მამ მითხ­რა: სი­სუ­ლე­ლეა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რი. ნამ­დ­ვი­ლად ქარ­თ­ვე­ლი ხარ, ამა­ში ეჭ­ვი არ უნ­და შე­გე­პა­რო­სო.

- ასე რა­ტომ გითხ­რა? რა არის ცუ­დი იმა­ში, თუ შე­ნი წი­ნაპ­რე­ბი სომ­ხე­ბი იყ­ვ­ნენ?

- ალ­ბათ, ცუ­დი არა­ფე­რია, მაგ­რამ მა­ინც, ყურს ეხა­მუ­შა ამის გა­გო­ნე­ბა. და­ბა­დე­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ ქარ­თ­ვე­ლი ვი­ყა­ვი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად სულ სხვა რა­ღა­ცას რომ გა­ი­გებ, შე­იძ­ლე­ბა, ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლო. მერ­წ­მუ­ნეთ, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ასე­თი რა­ღა­ცის გა­გე­ბა... ად­რე ამ ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე გემ­რი­ე­ლად თუ ვხუმ­რობ­დი, ახ­ლა თავს ვი­კა­ვებ. ხომ შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე ვღა­და­ობ­დე? დე­და­საც არ მო­ე­წო­ნა ამ სი­ახ­ლის გა­გე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი ჩა­იქ­ნია: აწი რა­ღა აზ­რი აქვს რა­ღა­ცე­ბის გარ­კ­ვე­ვას? ყვე­ლა­ფე­რი ისე დავ­ტო­ვოთ, რო­გორც არის და ფეს­ვე­ბის ქექ­ვას შე­ეშ­ვით. ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­მოვ­ქე­ქო, შე­იძ­ლე­ბა, ჩე­მი წი­ნა­პა­რიც არ იყო ქარ­თ­ვე­ლიო.

- იმის დად­გე­ნით, რომ სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ, შენ­თ­ვის რა შე­იც­ვ­ლე­ბა?

- ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბა მა­ინც, ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რ­ძელ­დე­ბა, მაგ­რამ გულ­ში ხინ­ჯად მექ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის, რომ რა­ღა­ცას ვმა­ლავ! არ მეს­მის, გვა­რის შეც­ვ­ლა რა­ში დას­ჭირ­დათ? რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი სომ­ხად, მე­ცო­დი­ნე­ბო­და, ვინ ვარ და არაფ­რის პრე­ტენ­ზია არ მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღა­ცას რომ ამო­ქე­ქავ და ხვდე­ბი, რომ წლე­ბის მან­ძი­ლზე, სიც­რუ­ე­ში გიცხოვ­რია, სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის. მა­მას ვუ­საყ­ვე­დუ­რე, - ეს ად­რე რა­ტომ არ მითხა­რი-მეთ­ქი? და იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - ამა­ზე არ ვფიქ­რობ. რა სა­ჭი­როა იმა­ზე ფიქ­რი, თუ რა იქნებოდა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წლე­ბის წინ ლუ­არ­სა­ბის მა­მას გვა­რი რომ არ შე­ეც­ვა­ლა? მად­ლო­ბა უფალს იმის­თ­ვის, რაც მაქვს და სხვა - არც წარ­სუ­ლი მა­დარ­დებს და არც ის, თუ რა მოხ­დე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ. იცხოვ­რე დღე­ვან­დე­ლო­ბით და დატ­კ­ბი იმით, რაც გაქვს, ხო­ლო იმის აფი­ში­რე­ბა, რომ შენ­მა წი­ნა­პარ­მა ოდეს­ღაც გვა­რი შე­იც­ვა­ლა, სა­ჭი­რო სუ­ლაც არ არი­სო... აი, მე კი ამ ამ­ბის "და­კი­დე­ბა" არ შე­მიძ­ლია და მე­გობ­რე­ბიც გრძნო­ბენ, რომ შე­ვიც­ვა­ლე. მე­უბ­ნე­ბი­ან, - სულ "დაგ­რუ­ზუ­ლი" რა­ტომ და­დიხარ? რა პრობ­ლე­მა გაქვს, გვითხა­რიო. ზოგს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მას­ზე ვბ­რა­ზობ, არა­და, გუ­ლით ჩე­მი სატ­კი­ვა­რი და­მაქვს და ის უფ­რო მე­ტად მტკი­ვა, მე­გობ­რებს სი­მარ­თ­ლეს რომ ვერ ვე­უბ­ნე­ბი.
მა­კას მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბიც მის­ცე­მენ რჩე­ვას, მაგ­რამ გო­გო­ნას წე­რი­ლი ორ ისეთ ზრდას­რულ­საც წა­ვა­კითხე, რომ­ლებ­საც ბევ­რი არა­ქარ­თ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავთ და რო­ცა გა­ი­გეს, თუ რას დარ­დობს 17 წლის გო­გო­ნა, ლა­მის გა­და­ი­რივ­ნენ: უნ­და ამა­ყობ­დე, თუ შე­რე­უ­ლი სის­ხ­ლი გაქვს, რად­გან ასეთ ოჯა­ხებ­ში იზ­რ­დე­ბი­ან ნამ­დ­ვი­ლი, "ჯი­ში­ა­ნი" შთა­მო­მავ­ლე­ბი. ნუ დარ­დობ შენს წარ­მო­მავ­ლო­ბას, სა­მარ­ცხ­ვი­ნო ის იქ­ნე­ბო­და, სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, თო­რემ თუ გვა­რი აქვთ მხო­ლოდ შეც­ვ­ლი­ლი და ადა­მი­ა­ნის სა­ხე არას­დ­როს და­უ­კარ­გავთ, ამით ტრა­გე­დი­ას ნუ შექ­მ­ნიო.

ლა­ნა, 16 წლის:

- რა სი­სუ­ლე­ლე­ზე დარ­დობს ეს გო­გო? გა­და­ვი­რიე! ნამ­დ­ვი­ლად 17 წლი­საა? მიკ­ვირს, ასე რომ გა­ნიც­დის ამ ყვე­ლა­ფერს. რა­ღა დროს ეგე­თე­ბია? ეს ად­რე იყო ტრა­გე­დია ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის, თუ გა­ი­გებ­და, რომ სხვა სის­ხ­ლიც ჰქონ­და ძარ­ღ­ვებ­ში, თო­რემ ახ­ლა, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უცხო­ე­ლებ­ზე, ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით თხოვ­დე­ბა, სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა რა და­სა­მა­ლია? თუმ­ცა, თუ ფიქ­რობს, რომ ამ ამ­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბით პრობ­ლე­მა უნე­ბუ­რად შე­ექ­მ­ნე­ბა, ნუ­რა­ფერს იტყ­ვის. ყვე­ლა­ფე­რი ისე და­ტო­ვოს, რო­გორც არის. რა­ტომ იტან­ჯავს თავს? ასე მგო­ნია, მას უბ­რა­ლოდ, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს და უნ­და, მსხვერ­პ­ლად გა­ა­სა­ღოს თა­ვი, რომ მი­ე­ფე­რონ, და­ამ­შ­ვი­დონ. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ასე რა­მე­ზე დარ­დი გა­მო­გო­ნილს უფ­რო ჰგავს. სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გა­მო ვის­თ­ვის უკ­რავთ ხე­ლი, მე­გობ­რებ­მა მა­კა რომ მი­ა­ტო­ვონ? და მა­ინც, ასე თუ მოხ­დე­ბა, უნ­და უხა­რო­დეს, ვი­თომ მე­გობ­რებს ნი­ღაბს თუ ჩა­მოხ­ს­ნის. ნამ­დ­ვი­ლი მე­გო­ბა­რი ასე­თი უსუ­სუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო არაფ­რით მი­გა­ტო­ვებს. ასე რომ, მა­კას ვურ­ჩევ, გონს მო­ვი­დეს და ისე იცხოვ­როს, რო­გორც აქამ­დე ცხოვ­რობ­და, თო­რემ თა­ვი­სი უხა­სი­ა­თო­ბი­თა და ზედ­მე­ტი მონ­დო­მე­ბით, სი­მარ­თ­ლის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბის გა­რე­შეც და­კარ­გავს მე­გობ­რებს.

ნა­ტო, 18 წლის:

- სო­მე­ხი კლა­სე­ლი მყავს და ის გო­გო სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლა­დაც კი მიყ­ვარს. მას­თან ვმე­გობ­რობ, ჩემს ოჯახ­შიც მი­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მი­სი მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე­რე რა, რომ მათ­ზე ხში­რად ხუმ­რო­ბენ? ასე ხომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზეც ვღა­და­ობთ. მა­გა­ლი­თად, თქვენ­თ­ვის მეგ­რე­ლებ­ზე რამ­დენ­ჯერ მო­უ­ყო­ლი­ათ ანეკ­დო­ტი? მე გუ­რი­ი­დან ვარ და გუ­რუ­ლებ­ზე ვინც რა­მე იცის, ყვე­ლა მე­ღა­და­ვე­ბა, ზოგ­ჯერ კი თა­ვა­დაც ვყვე­ბი ასეთ ხუმ­რო­ბებს. კა­ხე­ლებ­ზე რო­გორ უხამ­სო­ბებს ღა­და­ო­ბენ, ეგეც ხომ იცით? ჰო­და, არ მეს­მის, ასე რა­ტომ გა­ნიც­დის ამ ყვე­ლა­ფერს? თა­ვა­დაც რომ იხუმ­როს სომ­ხებ­ზე, ამით ვი­თომ, რა და­შავ­დე­ბა? ტყუ­ი­ლად ნუ "და­იგ­რუ­ზე­ბი" და პრობ­ლე­მას ძა­ლით ნუ იქ­მ­ნი. ჯო­ბია, გა­ლაღ­დე - ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია!

და­თა, 16 წლის:

- აუ, გო­გო, გარ­შე­მო მი­მო­ი­ხე­დე, რა. მე­რე რა, თუ სომ­ხუ­რი სის­ხ­ლი გაქვს? ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს ვი­თომ, რით ვჯო­ბი­ვართ? კარ­გი და ცუ­დი ყველ­გა­ნაა. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი სო­მე­ხი ბევ­რად უფ­რო კარ­გი "ქარ­თ­ვე­ლი­ა", ვიდ­რე ჩვენ. ავ­ლა­ბარ­ში რომ გა­ი­ა­რო, ბევრ სა­უცხოო სო­მეხს შეხ­ვ­დე­ბი და მე­რე იამა­ყებ შე­ნი ფეს­ვე­ბით. ნუ გა­ნიც­დი ამ სი­მარ­თ­ლეს, ასე ძა­ლი­ან. მერ­წ­მუ­ნე, ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია.

დუ­და, 42 წლის:

- ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო, ჩე­მო ლა­მა­ზო გო­გო. კარ­გად მო­მის­მი­ნე: სო­მე­ხი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, რუ­სი, ამე­რი­კე­ლი და კი­დევ სხვა ბევ­რი ეროვ­ნე­ბის მე­გო­ბა­რი მყავს. იცო­დე, ყვე­ლა ეროვ­ნე­ბას თა­ვის ღირ­სე­ბა, კარ­გი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი აქვს და არ ღირს რო­მე­ლი­მეს დაკ­ნი­ნე­ბა. რა­ტომ გა­ნიც­დი ასე წარ­მო­მავ­ლო­ბას? მთა­ვა­რია, შე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ქურ­დე­ბი არ იყ­ვ­ნენ, ხალ­ხი არ უწა­მე­ბი­ათ, შთა­მო­მავ­ლე­ბი ცუდ გზა­ზე არ და­უ­ყე­ნე­ბი­ათ და და­ნარ­ჩე­ნი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა. საყ­ვა­რე­ლო, ძა­ლი­ან გთხოვ, დე­დას უთხა­რი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე ძა­ლი­ან რომ გა­წუ­ხებს და ყვე­ლა­ზე უკეთ ის და­გეხ­მა­რე­ბა. გთხოვ, ამ კარგ ამ­ბავს სა­ტან­ჯ­ვე­ლად ნუ გა­იხ­დი. იყა­ვი ქარ­თ­ვე­ლი - ქარ­თ­ვე­ლო­ბას ვე­რა­ვინ წა­გარ­თ­მევს, მაგ­რამ იამა­ყე იმი­თაც, რომ შენს ძარ­ღ­ვებ­ში სომ­ხუ­რი სის­ხ­ლია. შენს ად­გი­ლას, მე ამის არ შემ­რ­ცხ­ვე­ბო­და. იყა­ვი ის, ვინც ხარ. სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბრძან­დე­ბი და მიკ­ვირს, ასე "შე­ბო­ჭი­ლად" რომ აზ­როვ­ნებ.

იზო, 53 წლის:

- ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე მო­ვი­ტო­ვე უკან და და­მე­ჯე­რე­ბა. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე სო­მე­ხია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბი, ჩე­მი თა­ვი შე­მო­ევ­ლოს თი­თო­ე­ულს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ყო­ველ­თ­ვის და ყვე­ლა­ფერ­ში მა­თი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მაქვს. მე­რე რა, თუ სომ­ხებ­ზე გი­ღა­და­ვია და მე­გობ­რე­ბის­გა­ნაც გა­გი­გია მათ­ზე რა­ი­მე სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი? მეც, ჩე­მი სო­მე­ხი მე­გობ­რე­ბის თან­დას­წ­რე­ბით, არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს: კი­დევ, რა დაგ­ვ­რ­ჩა ქარ­თ­ვე­ლებს ისე­თი, რაც მოგ­წონთ და ჯერ სომ­ხუ­რად არ გა­გი­სა­ღე­ბი­ათ-მეთ­ქი? ამა­ზე ისი­ნიც გუ­ლი­ა­ნად იცი­ნი­ან, ხუმ­რო­ბა­ში ამ­ყ­ვე­ბი­ან ხოლ­მე. რა, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზე არ ვღა­და­ობთ? ქარ­თ­ვე­ლებ­მა რომ ერ­თ­მა­ნე­თის დაჭ­მა იცი­ან, ისე არც ერ­თი სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი არ გა­ი­მე­ტებს თა­ვი­სი­ანს... ჩე­მო პა­ტა­რავ, იცო­დე, სა­მარ­ცხ­ვი­ნო ცუდ, ბნელ გზა­ზე სი­ა­რუ­ლია და არა ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა, ადა­მი­ა­ნი კი შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს. ჩვენ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა, ერ­თ­ნი ვართ, ერ­თ­ნა­ი­რი არ­სე­ბე­ბი და მთა­ვა­რია, პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თურთს. მერ­წ­მუ­ნე, სი­მარ­თ­ლის თქმით ნამ­დ­ვილ მე­გობ­რებს არ და­კარ­გავ.

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
13.05.2016
მე გავიზარდე ოსებში და სომჰებსში.ტვიტონ ქარტველი ვარ.ზოგი სომეჰი და ოსი ბევრად ლამაზები და ნითიერები იკვნენ,ვიდრე ქარტველები.აქ კი მე სადაც ვცჰოვრობ ტუ სომეხი შემჰვდება ვეუბნები,რომ არსებობს ორი უდიდესი სომეხი:ხაცატურიანი და პეტროსიანი და ორივე თბილისში დაიბადა
ქარტველი
13.05.2016
სამი საუკეთესო მეგობარი მყავდა, მათზე ფიქრიც კი მიჭირს, ორი მათგანი ცოცხალი აღარ არის, ერთი იყო ოსი, დედით ქართველი, მეორე უკრაინელი, უიშვიათესი ადამიანი, მესამე სომეხი. საერთოდ ძალიან მიყვარს ადამიანები და არავისთან ურთიერთობა და დამეგობრება არ მიჭირს, მაგრამ მათთან სხვა ურთიერთობა მქონდა, ოსი და უკრაინელი მეგობრები გარდაიცვალენ, სომეხი ცოცხალია და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.ადამიანობის სრულქმნილობისთვის ეროვნებას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ძალიან არ მიყვარს გვარგამოცვლილი ადამიანები, მიზეზი რა საკითხავია. ერთხელ ერთმა სომეხმა მამაკაცმა ასე ამიხსნა გვარის შეცვლის მიზეზი. მე აქ ვცხოვრობ, ეს იმას ნიშნავს რომ ჩემს ქვეყანას საქართველო მირჩევნია და ხალხიც აქ უფრო მომწონსო, ამიტომ მინდა მეც ამ ხალხის ეროვნება მქონდესო.აღაფერს შევდავებივარ, რა იყო აქ საგანგაშო, მთავარია ადამიანი იყო, სხვა მეორე ხარისხოვანია ყველაფერი, საკითხავადაც არ ღირს.
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი