"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბელ­გი­ა­ში­ა" - 5 წე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ლო­დინ­ში
font-large font-small
"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბელ­გი­ა­ში­ა" - 5 წე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ლო­დინ­ში
შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი 18 წლი­დან ვართ

"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ რომ მი­დი­ო­და, ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს მპირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას მე­რე, რაც წა­ვი­და, ნელ-ნე­ლა დავ­კარ­გე... 5 წე­ლი გა­ვი­და, რაც ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობს. ვი­ცი, არას­დ­როს და­მიბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ ეტყო­ბა, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში მა­ინც მაქვს იმე­დი, რომ ბო­ლომ­დე არ გამ­წი­რავს და იმ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც ერ­თ­მა­ნეთ­თან გვა­კავ­ში­რებ­და, ვერ ამო­იგ­ლეჯ­და გუ­ლი­დან. ამი­ტომ, ისევ ვე­ლო­დე­ბი და სხვე­ბის­კენ გა­ხედ­ვაც არ მინ­და. არა­და, და­ქა­ლე­ბი უკ­ვე მეჩხუ­ბე­ბი­ან, - მგო­ნი, აფ­რენ! რი­სი იმე­დი გაქვს? რა­ტომ უნ­და ელო­დო ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აღარ აინ­ტე­რე­სებ? თვა­ლე­ბი კარ­გად გა­ა­ხი­ლე, რამ და­გაბ­რ­მა­ვაო? არა­და, ასე ად­ვი­ლია სიყ­ვა­რუ­ლის და­ვიწყე­ბა და ადა­მი­ა­ნის გუ­ლი­დან ამოგ­დე­ბა? მით უმე­ტეს, რომ მას ჩემ­თ­ვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ა", - 35 წლის გვან­ცას სამ­სა­ხუ­რიც აქვს და ყვე­ლა­ფე­რი ისიც, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა იოც­ნე­ბოს, მაგ­რამ არ აქვს მოწყო­ბი­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ფიქ­რობს, რომ უკ­ვე აგ­ვი­ან­დე­ბა, რად­გან თუ ოჯახს დრო­ზე არ შექ­მ­ნის, მე­რე იქ­ნებ შვი­ლიც აღარ ეყო­ლოს ასა­კის გა­მო...

გვან­ცას­თან ინ­ტერ­ვიუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის წყა­ლო­ბით, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში ჩავ­წე­რე. შეხ­ვედ­რა არ ისურ­ვა, მაგ­რამ დამ­პირ­და: თუ ოდეს­მე მას და­ვიბ­რუ­ნებ, მა­შინ აუცი­ლებ­ლად გეს­ტუმ­რე­ბით რე­დაქ­ცი­ა­შიო.
- დი­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი. ის მე­ო­რე­კურ­სე­ლი იყო, რო­ცა ჩე­მი, ახალ­ბე­და სტუ­დენ­ტის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. რთულ პე­რი­ოდ­ში მო­მიხ­და სტუ­დენ­ტო­ბა. მა­შინ ბავ­შ­ვებს ყვე­ლა­ფე­რი სა­ნატ­რე­ლი გვქონ­და. ომი ახა­ლი ჩავ­ლი­ლი იყო და ქვე­ყა­ნა­შიც ყვე­ლა­ფე­რი მო­საწყობ-და­საწყო­ბი გახ­ლ­დათ. ასე რომ, კომ­ფორ­ტი და ფუ­ფუ­ნე­ბა სტუ­დენ­ტებს არ გვქო­ნია, მაგ­რამ მა­ინც, სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი. მა­შინ არ მქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, "ფე­ის­ბუ­კი", მაგ­რამ ამის გა­მო თავს ცუ­დად ნამ­დ­ვი­ლად არ ვგრძნობ­დი. პი­რი­ქით, თით­ქოს უფ­რო მე­ტად ლა­ღე­ბი ვი­ყა­ვით მა­შინ, რო­ცა ნაკ­ლე­ბი ტექ­ნი­კა გვქონ­და. რე­ა­ლუ­რად უფ­რო მეტ დროს ვა­ტა­რებ­დით მე­გობ­რებ­თან ერ­თად. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან პი­რის­პირ ლა­პა­რა­კით ვი­ჯე­რებ­დით გულს და მე­რე გა­ვუყ­ვე­ბო­დით ხოლ­მე გზას სახ­ლის­კენ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, "ფე­ხა­დი­ნით". ბევ­რ­ჯერ არ მქო­ნია გზის ფუ­ლი და ფე­ხით ამივ­ლია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი. გარ­და იმი­სა, რომ იქ სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და იმ პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბო­დი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნიც მე­ლო­და და გზას, თუნ­დაც სი­ცი­ვე­ში, ზლაზ­ვ­ნით კი არ გავ­დი­ო­დი, - მივ­ფ­რი­ნავ­დი.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. დღეს შემ­დ­გა­რი გახ­ლა­ვართ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში. პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლა­ში და რო­გორც რე­პე­ტი­ტორს, მოს­წავ­ლე­ე­ბიც მყავს. 2 ენა­ში ვამ­ზა­დებ ბავ­შ­ვებს, ისი­ნი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. მოს­წავ­ლე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არას­დ­როს ვუ­ჩი­ვი, პი­რი­ქით, ბევ­რის­თ­ვის უარის თქმა მი­წევს დრო­ის სიმცირის გა­მო. ხომ იცით, თუ ვი­ღა­ცას სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად მო­ამ­ზა­დებ და სუს­ტი ბავ­შ­ვი შენს ხელ­ში "ძლი­ერ" მოს­წავ­ლედ გა­და­იქ­ცე­ვა, ეს ამ­ბა­ვი სწრა­ფად გავ­რ­ცელ­დე­ბა და მე­რე მო­წა­ფე­ე­ბი არ მო­გაკ­ლ­დე­ბა. ისე გა­მო­ვი­და, რომ თავს ვი­ქებ, მაგ­რამ ამით ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი ვარ, სხვი­სი დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბა... ჰო, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­დან, მაგ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ვე­რა და ვერ მო­ვიწყ­ვე.

- შენს სტუ­დენ­ტურ სიყ­ვა­რულ­ზე მი­ამ­ბე. დი­მა რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი იყო სწავ­ლა. გო­გო­ნე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში ვი­დე­ქით და ვჭო­რა­ობ­დით. ჩვენს ჯგუფ­ში ბი­ჭი სა­ერ­თოდ არ იყო. ვი­ღა­ცე­ბი მო­ვიდ­ნენ და, - ერ­თ­მა­ნე­თი ხომ არ გა­ვიც­ნო­თო? უარი ვუთხა­რით. რა თქმა უნ­და, თა­ვი და­ვი­ფა­სეთ. არ მოგ­ვეშ­ვ­ნენ, ყა­ვა­ზე დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს. ეს უკ­ვე მოგ­ვე­წო­ნა, რად­გან მა­შინ კა­ფე­ში წას­ვ­ლა ფუ­ფუ­ნე­ბის ტოლ­ფა­სი იყო ბევ­რის­თ­ვის და მათ შო­რის, ჩემ­თ­ვი­საც. ვი­კის­კი­სეთ, თავ­პა­ტი­ჟი გა­მო­ვი­დეთ და ბო­ლოს, მა­ინც გავ­ყე­ვით.

იმ დღეს მე და დი­მას ერ­თ­მა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. კარ­გი ტი­პია, ყვე­ლა თე­მა­ზე შე­უძ­ლია და­გე­ლა­პა­რა­კოს. ქა­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე - ტა­ნი­სა­მოს­ზე, სუ­ნა­მო­ებ­ზე იმ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, მეც რომ არ ვი­ცო­დი და პი­რი დაგ­ვა­ღე­ბი­ნა კი­დეც გო­გო­ნებს. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ყვე­ლას ხიბ­ლავ­და, ჩე­მი მშობ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე მო­ნუს­ხა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ დამ­რ­თეს. მაგ­რამ ვიდ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გავ­ხ­დე­ბო­დით, კარ­გად ხანს ვაწ­ვა­ლე. აბა, გო­გოს თა­ვი ხომ უნ­და და­მე­ფა­სე­ბი­ნა? თუმ­ცა ცხა­დია, ხვდე­ბო­და, რომ მომ­წონ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი 18 წლი­დან ვართ. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ­დი, რად­გან მას ბი­ნა არ ჰქონ­და, ჩემს მშობ­ლებს კი - იმ­დე­ნი ფუ­ლი, რომ ჩვენ­თ­ვის შე­ეწყოთ ხე­ლი. ვერც მათ შე­ვუ­სახ­ლ­დე­ბო­დით ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, ისე­დაც სა­მი ოთა­ხი გვქონ­და და ჩე­მი ძმაც ხომ უნ­და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო. მოკ­ლედ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ბი­ნის უქონ­ლო­ბა - ეს გვიშ­ლი­და ხელს. ძა­ლი­ან გაგ­ვე­წე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი...

- მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა არ უც­დია?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა პრო­ფე­სი­ით ვერ და­იწყო. რა­ი­ო­ნი­დან არის და ამ­ბობ­და: კი, წა­ვალ და იქ სამ­სა­ხურ­საც ად­ვი­ლად ვი­შო­ვი, მაგ­რამ ხომ არ მი­გა­ტო­ვებ? შენ კი­დევ, რა­ი­ონ­ში არ წა­მოხ­ვა­ლო. ისე, და­ვა­შა­ვე, მარ­თ­ლა რომ არ გავ­ყე­ვი. მე­ტი­ჩა­რა თბი­ლი­სელ­მა სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა ვი­უ­კად­რი­სე. ჰო­და, მე­რე გა­დაწყ­ვი­ტა, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ეწყო მუ­შა­ო­ბა. ცო­ტა ხან­ში კი, სა­მუ­შა­ოდ საზღ­ვარ­გა­რეთ წას­ვ­ლა მო­ინ­დო­მა... ფულს წლე­ბის მან­ძილ­ზე აგ­რო­ვებ­და ბი­ნის და­სა­გი­რა­ვებ­ლად. მეც მქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა მოგ­რო­ვი­ლი და ამ ფუ­ლის წყა­ლო­ბით წა­ვი­და ბელ­გი­ა­ში. იქ ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­და. ისი­ნი სამ­სა­ხურს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ და იმე­დოვ­ნებ­და, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ბი­ნის ფულს მო­აგ­რო­ვებ­და, ჩა­მო­ვი­დო­და და ვიცხოვ­რებ­დით ტკბი­ლად.

- ამის შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- უცებ არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. პირ­ვე­ლი 2 წე­ლი ერ­თ­მა­ნეთს ყო­ველ­დღე ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით ხან ტე­ლე­ფო­ნით, ხან კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით. მის გა­მო ვი­ყი­დე პირ­ვე­ლი "ნო­უტ­ბუ­კი". ორი წლის მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლა.

- ამას რო­გორ მიხ­ვ­დი?

- რა­ღაც­ნა­ი­რად, უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და. გუ­ლი მიგ­რ­ძ­ნობ­და, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და მის თავს. რომ ვე­კითხე­ბო­დი, ხომ მშვი­დო­ბა გაქვს-მეთ­ქი? - იცი­ნო­და. - რა იყო, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ხომ არ და­იწყე? რა­ღაც გეჩ­ვე­ნე­ბაო. ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დი­ო­და, არც ვახ­სენ­დე­ბო­დი ან უბ­რა­ლოდ, აღარ უნ­დო­და ჩემ­თან ლა­პა­რა­კი, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას აღარ გა­ნიც­დი­და. ეს ცხა­დია, მაბ­რა­ზებ­და. ნელ-ნე­ლა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმა­ტა კა­მათ­მა, ჩხუბ­მა, მე­რე გრძელ­ვა­დი­ან­მა გა­ბუტ­ვებ­მაც...

- ამ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა?

- არა, არ ჩა­მო­სუ­ლა. თა­ვი­დან მითხ­რა, რომ ერ­თი წე­ლი ვერ ჩა­მო­ვი­დო­და, მე­რე მე­ო­რე წე­ლიც გა­და­ე­ბა, მე­სა­მეც - ეს უკ­ვე მო­ქალ­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბა­დაა სა­ჭი­როო. მე­სა­მეს მე­ოთხე და უკ­ვე მე­ხუ­თეც მოჰ­ყ­ვა. მშობ­ლე­ბიც ევედ­რე­ბი­ან: დაგ­ვე­ნახ­ვე, ჩა­მო­დიო. - ვერ ვა­ხერ­ხე­ბო, - მა­თაც ეუბ­ნე­ბა. რო­ცა ვიგ­რ­ძე­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცივ­და, შევ­თა­ვა­ზე: მე ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი და უარი მითხ­რა, - აქ თავ­ში სა­ცე­მი გა­მიხ­დე­ბი. არ გა­გიჟ­დე, არ ჩა­მოხ­ვი­დეო. გა­მიკ­ვირ­და: უცხო­ეთ­ში ქა­ლე­ბი უფ­რო კარგ სა­მუ­შა­ოს შო­უ­ლო­ბენ და მე რა ასე­თი ჩლუნ­გი ვარ, სამ­სა­ხუ­რი რომ ვერ ვი­შო­ვო? ბო­ლოს და ბო­ლოს, მეც შე­მიძ­ლია ბავ­შ­ვის ან მო­ხუ­ცის მოვ­ლა-მეთ­ქი, მაგ­რამ თა­ვი გა­ი­გი­ჟა: აქ შე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის ვარ და თუ ჩა­მოხ­ვალ, ჩემს სა­ხელს ჩირქს მოს­ცხებ და იცო­დე, თავს არ ვი­ცოცხ­ლებ. ხომ იცი, ცო­ტა დარ­ჩა მიზ­ნამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. მაგ­რამ მი­სი და­პი­რე­ბე­ბი არა და არ დას­რულ­და. მე­რე ჩხუ­ბებ­მა, კინ­კ­ლა­ო­ბებ­მა მეც ამიც­რუა გუ­ლი. ვხვდე­ბი, სხვა ჰყავს. მეს­მის, კა­ცია და ქალ­თან გა­ივ­ლის, მაგ­რამ ამის გა­მო ხე­ლი ხომ არ უნ­და მკრას? რა ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა ცო­ლიც კი ჰყავს და ამის აღი­ა­რე­ბა უბ­რა­ლოდ, არ სურს? იქ­ნებ მშობ­ლებ­საც უმა­ლავს სი­მარ­თ­ლეს, თო­რემ ისი­ნი აუცი­ლებ­ლად მეტყოდ­ნენ, - თვა­ლი გა­ა­ხი­ლე, ნუ­ღარ და­ე­ლო­დე­ბი, შენს ცხოვ­რე­ბას მი­ხე­დეო.

- ახ­ლობ­ლე­ბი ისევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბად მი­გიჩ­ნე­ვენ, არა?

- კი, ჰგო­ნი­ათ და ეიმე­დე­ბათ, რომ ოდეს­მე ოჯახს შევ­ქ­მ­ნით.

- მაგ­რამ შენ იმე­დი და­გი­კარ­გავს...

- კი, ასეა, უკ­ვე მარ­თ­ლა დავ­კარ­გე ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ლო­დი­ნი. თუმ­ცა, სადღაც გუ­ლის სიღ­რ­მე­ში უნე­ბუ­რად, იმედს ვი­ტო­ვებ... თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლე­ბი ჩემს ინ­ტერ­ვი­უს რომ წა­ი­კითხა­ვენ, ალ­ბათ იტყ­ვი­ან: ეს გო­გო ცუ­და­დაა. კაცს თუ არ უნ­და, რას "ე­ტე­ნე­ბა", თა­ვის ცხოვ­რე­ბას მი­ხე­დო­სო. მაგ­რამ ად­ვი­ლი არ არის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­ვიწყე­ბა, მით უმე­ტეს, რო­ცა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი წლებს ით­ვ­ლის. დი­მა ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია. ზუს­ტად ისე­თი, რო­გორ ადა­მი­ან­ზეც ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დი. სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა, მაგ­რამ რად გინ­და, ალ­ბათ, ერ­თად ყოფ­ნა არ გვი­წე­რია.

- გუ­ლახ­დი­ლად არ და­ლა­პა­რა­კე­ბი­ხარ? შე­ნი ეჭ­ვე­ბის შე­სა­ხებ იცის?

- რა თქმა უნ­და, იცის და რო­ცა ვე­კითხე­ბი: ცო­ლი ხომ არ მო­გიყ­ვა­ნია-მეთ­ქი, ყო­ველ ჯერ­ზე ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს დამ­ცი­ნის ამ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გა­მო. ერ­თი პე­რი­ო­დი ისიც ვი­ფიქ­რე, ნარ­კო­ტიკს ხომ არ მი­ე­პა­რა, ამ სა­წამ­ლავ­ში ხომ არ გამ­ც­ვა­ლა-მეთ­ქი? მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის, ისე სძულ­და ნარ­კო­ტი­კი, რომ ამის და­ჯე­რე­ბა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მინ­და.

- თუმ­ცა, ეჭ­ვი მა­ინც გა­გიჩ­ნ­და. რა­ტომ?

- რა ვი­ცი, არის რა­ღა­ცე­ბი, რაც ამის ფიქ­რის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს. მა­გა­ლი­თად, მი­სი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, ბელ­გი­ა­ში არი­ან. იმე­დია, არ იწამ­ლავს თავს. თან, ის მა­ფიქ­რებს, რომ ად­რე თუ ოჯახ­საც და მეც სა­ჩუქ­რებს გვიგ­ზავ­ნი­და, ახ­ლა მთე­ლი წე­ლია, მის­გან არა­ნა­ი­რი ამა­ნა­თი არ მიგ­ვი­ღია. არ იფიქ­როთ, თით­ქოს რა­ი­მე მინ­დო­დეს, უბ­რა­ლოდ, მის­თ­ვის ეს უჩ­ვე­უ­ლო რამ არის. აქ, ჯი­ბე­ში 10 თეთ­რიც რომ ჰქო­ნო­და, შე­ეც­დე­ბო­და, რა­ი­მე ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა ჩემს გა­სა­ხა­რებ­ლად. მა­გა­ლი­თად, ერ­თხელ ასან­თი იყი­და და ამ ასან­თით გუ­ლი და­მი­ხა­ტა, მე­რე ერთ ღერს გაჰ­კ­რა და ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­და­მი­შა­ლა თვალ­წინ, თან, თა­ვი იმარ­თ­ლა: აბა, რა ვქნა, ფან­ჯ­რის წინ გულს ვერ და­გინ­თებ, ცო­ტა უფ­რო მე­ტი თან­ხა დას­ჭირ­დე­ბა იმ­დე­ნი სან­თ­ლის შე­ძე­ნას, რომ შე­ნი ფან­ჯ­რე­ბი­დან ჩე­მი გუ­ლი კარ­გად გა­მოჩ­ნ­დე­სო. ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი, გო­ნი­ე­რი, ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და ამი­ტო­მაც მიკ­ვირს, საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხი ასე რომ დაგ­ვი­ვიწყა... მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან: ან და­ი­ვიწყე და ჯან­და­ბა­ში გა­უშ­ვი, ან თა­ვი გა­და­დე და მას­თან ჩა­დი, სი­ურ­პ­რი­ზი მო­უწყ­ვე. გა­ერ­კ­ვე­ვი ვი­თა­რე­ბა­ში და ის მა­ინც გე­ცო­დი­ნე­ბა, მას უნ­და ელო­დო თუ არაო. რამ­დენ­ჯერ­მე მარ­თ­ლა და­ვა­პი­რე წას­ვ­ლა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მე­ში­ნია იმ რე­ა­ლო­ბის, რაც შე­იძ­ლე­ბა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სულს დამ­ხ­ვ­დეს, რომ ყო­ველ­თ­ვის უკან ვი­ხევ. ახ­ლა დი­მას მა­მა აპი­რებს რო­გორ­მე გა­დაკ­ვე­თოს საზღ­ვა­რი და შვი­ლამ­დე მი­აღ­წი­ოს. ოღონდ, დი­მამ ამის შე­სა­ხებ არ უნ­და გა­ი­გოს. იმე­დია, მო­ა­ხერ­ხებს და წა­ვა.
მერ­წ­მუ­ნეთ, ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ, რო­გორ უნ­და ააწყო ცხოვ­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და უცებ, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე ჩა­მო­გენ­გ­რე­ვა. ჯერ ერ­თი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და მე­ში­ნია მი­სი და­კარ­გ­ვის, მე­ო­რეც - უკ­ვე აღარ შე­მიძ­ლია ასე­თი კითხ­ვე­ბის ატა­ნა: "გო­გო, კი­დევ იმ კაცს ელო­დე­ბი?" "ა­ღარ და­ა­ყე­ნე გათხო­ვე­ბას საშ­ვე­ლი, ხომ?" "უკ­ვე და­ბერ­დი და ბავ­შ­ვი არ გინ­და?" "ჰა, მი­გა­ტო­ვა კაც­მა?" - ვი­თომ ხუმ­რო­ბით ნათ­ქ­ვა­მი ეს სიტყ­ვე­ბი გულს ძა­ლი­ან მტკენს. ამას ბევ­რი ვერ ხვდე­ბა, ზო­გი­ერ­თი კი შეგ­ნე­ბუ­ლად იქ­ცე­ვა ასე.
- შეგ­ნე­ბუ­ლად - რა­ტომ? ამით რას მი­აღ­წე­ვენ?
- ბო­რო­ტი და გულ­ღ­რ­ძო ადა­მი­ა­ნე­ბი სხვი­სი გუ­ლის­ტ­კე­ნით რომ საზ­რ­დო­ო­ბენ და ხა­რო­ბენ, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. და­ცინ­ვას კა­ცი არ მო­უკ­ლავს, მაგ­რამ თა­ვად კი ფრთხი­ლად უნ­და იყ­ვ­ნენ, რაც სხვის­თ­ვის უნ­დათ, ის შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა ხან­ში თა­ვად­ვე გა­მო­ცა­დონ.
და­ბო­ლოს, მინ­და, ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს ვთხო­ვო: ნუ გა­წე­ლა­ვენ დროს უსაშ­ვე­ლოდ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დონ, ოჯა­ხი დრო­უ­ლად შექ­მ­ნან და სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბა სხვა დრო­ის­თ­ვის გა­და­დონ.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
16.08.2016
იცი რას გეტყვი. მას უეჭველი რაღაც პრობლემა აქვს და ეს არ უნდა იყოს ოჯახის შექმნა იქ, თორემ ამას თავისიანებს მაინც რატომ დაუმალავდა. მე ვფიქრობ საქმე სხვა რამეშია უფრო ნარკოტიკებში და ის რომ მას ეს ოდესღაც სძულდა ეს ნუ გაიმედებს. ხელი შეუწყეთ მის მამას წავიდეს და გაარკვიოს იქნებ რამე, თორეემ თქვენ ლოდინის მეტი არაფერი დაგრჩებათ
ნუნუ
16.06.2016
სიკვარული ზნელია. მე ვპიკრობ რომ ჯერ სიტუაცია უნდა გაარკვიო და მერე კი მომავალი დაგეგმო. ვაი რომ გატხოვდე და მერე ტავზე დაგადგეს,,,
მერი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი