"იტალიური" კურიოზი და "ეშმაკისფეხა" ანჯელა...
font-large font-small
"იტალიური" კურიოზი და "ეშმაკისფეხა" ანჯელა...
"ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა"

ეს დახვეწილი წერილი იტალიიდან, ქალბატონმა ლიამ გამოგვიგზავნა. განათლებული ქალბატონი ხშირად გვანებივრებს თავისი ხან ძალიან ნაღვლიანი, ხანაც - მხიარული თავგადასავლებით და სავარაუდოდ, ამით იკლავს წერის ჟინსაც და შორიდან ეფერება ყველაფერ ქართულს, რომელიც ასე ძალიან ენატრება (წერილის სტილი დაცულია):

"როდესაც ვინმე ძალიან ბევრ თამბაქოს აბოლებს, იტალიელები მასზე ამბობენ: ეწევა, როგორც თურქიო!.. წლების წინ მყავდა ერთი იტალიელი "ღამის ბებია", რომელიც ერთი კი არა, ორი თურქივით ეწეოდა! ხოლო ჩვენებურად რომ ვთქვათ, ისე აბოლებდა, როგორც დენიკინის დროინდელი "პარავოზი". სანთებელაც კი არ სჭირდებოდა, საგარეტს პირდაპირ სიგარეტიდან უკიდებდა, ხოლო ნიკოტინით გაჭედილი ფილტვებიდან ისეთი ბოხი და ჩახლეჩილი ხმა ამოსდიოდა, რომ 100 წლის თავდაჯერებულ ყვავსაც შეშურდებოდა!.. სიცილის დროს კი ისეთ ფსტვენისა და ექოს ხმას გამოსცემდა, იფიქრებდი, რომ მეორე ადამიანი მის შიგნით იჯდა!..
ახლა "ღამის ბებიას" იმიტომ ვეძახი, რომ მხოლოდ ღამით მივდიოდი მასთან, ასე ვთქვათ, დასაძინებლად (თუ იმას ძილი ერქვა!). ჩემი ძირითადი მოვალეობა ის იყო, რომ სახლი გადამერჩინა ხანძრისაგან, რომელსაც ბებო ანთებული "ბიჩოკებით" აჩენდა!.. ერთი ღერის მოწევას რომ დაასრულებდა, მეორეს აანთებდა, პირში გვერდულად გაიჩრიდა, მოჭუტავდა მარჯვენა თვალს და წკიპურტით "ბიჩოკს" ოთახში ისროდა. ეს აალებული "ბიჩოკი" კი ხან დივანზე "წამოწვებოდა", ხან კარადის თავზე "შემოსკუპდებოდა", ხან კიდევ, პირდაპირ იატაკზე ღაფავდა სულს და იფერფლებოდა!.. მოკლედ, მთელ სახლს ნაცეცხლარისა და ნახანძრალის კვალი ეტყობოდა!..
თავიდან ხანძრის ჩასაქრობი "ბალონით" დავდევდი "ბიჩოკებს" და ამდენ კვამლსა და ცეცხლში ისე გამოვიწვრთენი, მოწინავე მეხანძრესაც კი შეშურდებოდა ჩემი სიმარდე!..
ჩვენებურად რომ ვთქვათ, კარგი ვაჟკაცი-მჭამელი-მსმელი-მწეველი და ყარაჩოხელი ქალი იყო ჩემი ანჯელა(ახალ­გაზრდობაში თევზაობდა და ნადირობდა კიდეც!)! კი, ბატონო, ანჯელა ერქვა! ანჯელა ანუ ანგელოზი! აი, რატომ არ უნდა დაარქვა შვილს სახელი მანამ, ვიდრე არ წამოიზრდება!..
ანჯელას მხრებზე ორი თეთრი, ფუმ­ფულა და მოშრიალე ფრთა კი არა, ორი გაპუტული "ბუნდღაც" კი არ ჰქონდა ამ სახელის გასამართლებლად! ხოლო თავს ზემოთ მოლივლივე, მრგვალ და მბრწყინავ დიადემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ანჯელას "სრაზუ" გადავუნათლე სახელი და დემონა დავარქვი (დემონი ანუ დაცემული ანგელოზი! შინაურობაში ეშმაკი, რა!), ამით მე გულს ვიქარვებდი და იმისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას ვიტყოდი, ყურში მაინც არ ესმოდა!..
საერთოდ, ახალ სამსახურში რომ მივდივარ, სიტუაციას "ვამუღამებ" და ვეძებ გზებს, თუ როგორ გავაძლებინო თავს, თორემ ამათ თავიანთი საუკეთესო ცხოვრება უკვე "მოჭმული" აქვთ და მე თუ თავს არ გავუფრთხილდი, ამათსავით, მეც მალე "დავერეკები"!
თავიდან ოჯახის წევრებს რომ ვეცნობი, ქართულ ფილმში - "ქეთო და კოტე" მაჭანკალი მზითევის დავთარს რომ კითხულობს, დოლის თანხლებით (რიტმში რომ ჩაჯდეს!), ისე დავაძრობ ხოლმე ჩემს დახასიათებებს და ისე ვიქებ თავს, რომ ფეხს ძირს არ ვადგმევინებ! დავთარის წაკითხვის ბოლოს გულში ვფიქრობ:
- ხართ ახლა თქვენ ჩემი ღირსი?!
ანჯელას ერთადერთი დისშვილი ჰყავდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის წაიყვანდა მიქელ-გაბრიელი ანჯელას, რომ სახლის საერთო კედელი გამოეტეხა და თავისი ბინა გაეფართოებინა!.. დისშვილმა ჩემი მზითევის (პარდონ!) ანუ ჩემი გამოცდილების "სიას" რომ მოუსმინა, წარბები შუბლზე აუვიდა და გახარებულმა მითხრა: მგონი, მივაგენი ადამიანს, ვინც ანჯელას გაუძლებსო!!! დრომ დამარწმუნა, რომ გულწრფელი აღიარება იყო! ოღონდ, უნდა ეთქვა, მე და ანჯელას ვინც გაგვიძლებსო!..
მოკლედ, ჯერ დავადგინე, რა სიხშირითა და ტრაექტორიით ისროდა ჩემი ანჯელა-დემონა ცეცხლოვან "ბიჩოკებს". ავიღე მისი პატარა სათევზაო ბადე, რომელიც გრძელ ჯოხზე იყო დამაგრებული, როგორც კალათბურთის კალათი, დავადგინე "დაბომბვის ეპიცენტრი" ანუ მოვნიშნე ადგილი, სადაც იატაკი უფრო მეტად იყო ამომწვარი, დავდგი სავარძელი, ჩავსკუპდი და თან ტელევიზორს ვუყურებდი და თან, დემონას ნატყორცნ "ბიჩოკებს" ჰაერშივე ვიჭერდი! ე.ი. მე და დემონა კალათბურთს ვთამაშობდით სათევზაო ბადითა და "ბიჩოკებით". ასე და ამრიგად, სახანძრო "ბალონი" ამოვიღე ხმარებიდან და დავკიდე კედელზე!..
ამ თამაშმა გაამხიარულა ჩემი ანგელოზა და ისე ხარხარებდა, როგორც ბოროტები მძაფრსიუჟეტიან ფილმებში. მერე გაეშმაკდა და სიგარეტის მოწევას რომ დაასრულებდა, ქვევიდან გამომხედავდა, ყურადღება ხომ არ მოადუნაო?! რა იცოდა ჩემმა "ჯორდანმა", რომ კალათბურთი ჩემი სისუსტეა და ყველა ილეთი "დამხეცებული" მაქვს!
ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემდა საუბედუროდ, ანჯელას ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. ამიტომ, ყოველ საათში გონება წაეშლებოდა ხოლმე და თავიდან უნდა გავცნობოდით ერთმანეთს. მეკითხებოდა, თუ ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი, იქ რა მინდოდა და სიგარეტს რატომ არ ვეწეოდი?
ორი ტაიმი კალათბურთის თამაშისა და 4-5-ჯერ ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, როგორც იქნა, დასაძინებლად გავედით. დავაწვინე დემონა დივანზე, ძილი ნებისა ვუსურვე, მე კი ორსაწოლიან ტახტზე დავწექი. ახალი მიძინებული ვიყავი, როცა დემონა ჩემს საწოლს დაახტა ორივე ხელით და თვალებგადმოკარკლულმა დამხედა. ხელახლა გავეცანით ერთმანეთს, გადავკოცნე ორჯერ (იტალიელების წესია ორჯერ გადაკოცნა) და გავაგრძელეთ ძილი, მაგრამ ყოველ ორ საათში ჩემთვის არასახარბიელო ამბავი რომ მეორდებოდა, ამოქმედდა ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტი!..
მეორე საღამოს დემონას გამოვეცხადე შეიარაღებული - ფარნით!.. როგორც კი ჩემი საწოლისაკენ წამოვიდოდა, მე წამოვჯდებოდი ხოლმე ჰოლივუდური ღიმილით და სახეზე ფარანს მივინათებდი! - ააა... შენა ხარ? კარგი, კარგი, დაიძინეო, - იტყოდა და მეც, მოწყვეტით დავეცემოდი ბალიშზე!..
ასე და ამრიგად: გაცნობა, ხელის ჩამორთმევა და ორჯერ გადაკოცნა ამოვიღე დღის წესრიგიდან, უფრო მართებულია: "ღამის წესრიგიდან"!
მალე ფარანიც მომწყინდა და დავაკვირდი იმას, თუ როგორ იკვლევდა გზას ღამით დემონა. თურმე, ეს ეშმაკი ფანჯრებზე ბოლომდე არ უშვებდა ჟალუზებს, "ჭუჭრუტანას" ტოვებდა და იმ შუქზე დანავარდობდა. ერთხელ, როგორც კი ხვრინვა ამოუშვა, ჟალუზი ბოლომდე ჩამოვუშვი, დავაბნელე ოთახი. ანგელოზამ გამოიღვიძა და სიბნელე რომ იყო, გადაბრუნდა, ძილი გააგრძელა! ასე ამოვიღე ფარანი ხმარებიდან!..
ბოლოს და ბოლოს, სრული იდილია და ჰარმონია დავამყარე ოჯახში! უკვე ყოველ საღამოს, ანჯელა ხელებგაშლილი მეგებებოდა: ჩემი ბეღურა მოფრინდაო! ბეღურას რომ მეძახდა, ალბათ, ისიც გულს იქავებდა ამით!
საერთოდ, ცნობილია, რომ მშობლები შვილებს გამოჩენილი ადამიანებისა და წმინდანების სახელებს არქმევენ სიყვარულითა და იმ იმედით, რომ მათი პირმშოები ამ ცნობილებს რაღაცით დაემსგავსებიან, მაგრამ ზოგჯერ, ბავშვი მოზრდილობაში თავისი სახელის ანტაგონისტი ხდება ისევე, როგორც ჩემი ანჯელა. ჰოდა, ჩემი ერთ-ერთი ჰობია სახელების გადანათვლა, მაგრამ მე უკვე სახელს მოზრდილებს შეგნებულად და შესაბამისად ვარქმევ!..
მაგალითად, მყავდა ერთი იტალიელი ბებია და ბაბუა. ბაბუას დაბადების სახელი იყო ფრანჩესკო (წმინდა ფრანჩესკოს პატივსაცემად), შინაურობაში პინოს ეძახდნენ. ისეთი მატყუარა იყო, რომ მე პინოქიო დავარქვი! ვერც სიმაღლით დაიკვეხნიდა ბაბუა, ჰა და ჰა, მეტრა და 40 იქნებოდა ნახტომში, ამიტომ ეს გრძელი სახელიც შემენანა მისთვის და მოკლედ, ქიოს ვეძახდი!..
ბებოს მარია-რიტა-სოლე ერქვა, მე კი მარიკუნა დავარქვი. ნამეტნავი სიყვარულით, მხოლოდ კუნას ვეძახდი!.. საცოდავს სკლეროზი ჰქონდა და საკუთარ შვილებსაც ვერ ცნობდა, ერთ წერტილს მიშტერებოდა გაუნძრევლად, მაგრამ როგორც კი ბაბუა წინ ჩაუვლიდა და მისი მხედველობის არეში მოხვდებოდა, ბებია მაშინვე გამოცოცხლდებოდა ხოლმე, სახე აელეწებოდა და, - სტრონცოოო - მიაძახებდა ქმარს! "სტრონცო" ძალიან ცუდი სიტყვაა. ეტყობა, მთელი ცხოვრება ისე აწამებდა, რომ სკლეროზმაც ვერ წაშალა ქიოს სტრონცობა!..
მე, რა თქმა უნდა, მარიკუნას ვუცხადებდი სოლიდარობას...
თქვენი ნებართვით, დავუბრუნდები ჩემს ანჯელაზე საუბარს... ჰოდა, იმას ვამბობდი, ოჯახში სრული სიმშვიდე რომ ჩამოწვა და ასეთ სიყვარულობაში ვიყავით, ანჯელას დისშვილმა გადაწყვიტა, რომ დეიდამისს სიგარეტისთვის თავი უნდა დაენებებინა და კლინიკაში დააწვინა! არადა, ქალი 86 წლის იყო, მთელი ცხოვრება ეწეოდა, ორივე ფილტვი "დაშლილი" ჰქონდა და მაქსიმუმ ერთწლიანი სი­ცოცხლეღა დარჩენოდა. მისმა დის­შვილმა კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ ანჯელა "ჯანმრთელი" უნდა მომკვდარიყო!.. კლინიკაში საწოლზე ჰყავდათ დაბმული, სხვაგვარად ვერ ამაგრებდნენ! ყოველდღე ვაკითხავდი და რომ დამინახავდა, სიხარულისგან ტიროდა. გამოვიყვანდი ბაღში და ჩუმად ვაწევინებდი, თან ვაფრთხილებდი, - ეს არავის უთხრა, თორემ აღარ შემომიშვებენ-მეთქი! ტუჩებზე გადაჯვარედინებულ თითებს მიიდებდა და, - სამარე ვარო, - მეტყოდა...
სწორედ კლინიკაში მომიყვა განვლილი ცხოვრების შესახებ. 17 წლის ყოფილა, გერმანელები რომში რომ შემოვიდნენ. პირდაპირ ქუჩიდან აუყვანიათ უსაბუთო გოგონა და გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკში ყოფილა ომის დამთავრებამდე. სიკვდილს ყოველდღე თვალებში ვუცქერდიო, - მითხრა... იქ დაიფიცა თურმე: თუ ცოცხალი გადავრჩი, შვილს არასოდეს გავაჩენ, საწამებლადო!.. როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრია. ამის შემდეგ ყოველ დღეს ისე ვატარებდი, როგორც უკანასკნელ დღეს... ფაშისტებს გადავურჩი და ჩემს დისშვილს კი ვერაო!..
საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემსა და მოხუც ადამიანს შორის უხილავი კედელი აღვმართო, რომ ის ზედმეტად არ შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მოხუცები, როგორც პატარა ბავშვები, ყოველთვის პოულობენ გზას შენს გულში შემოსაძვრომად - ასე მოხდა ანჯელასთანაც. თუ საშუალება გვაქვს, არჩევანს ყველანი ვაკეთებთ... ჰოდა, ერთ დღეს მეც ავდექი და წამოვედი!..
იმედია, იმ ქვეყნად ანჯელა კარგად გრძნობს თავს. რატომღაც, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ არც იქ გაამართლებდა თავის ნამდვილ სახელს!.. ისეთი ეშმაკის ფეხი იყო, რომ თამბაქოს ლეგალიზაციასაც მოახერხებდა (და არა მარტო თამბაქოსი!..). საკუთარი პლანტაცია ექნება გაშენებული, ხოლო "ბიჩოკებით" ისევ კალათბურთს ითამაშებს!.."

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com


ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
13.05.2016
გმადლობთ ქალბატონო ლია. თქვენ ალბათ იტალიელებმა გასწავლეს,რომ ჩვენ სენტიმენტების უფლება ჩამორთმეული გვაქვს,ასეთი ხალასი იუმორით თუ შევძლებთ ტკივილის მიყუჩებას. მეც ამ ''პაცცები''-ს ქვეყანაში ვარ და ჩემს თავს გიჟების ტრენერი შევარქვი
ნია
02.05.2016
ძალიან მომეწონა მხატურულად და კარგი თხრობით არის გადმოცემული,,ერთი კითხვა მაქვს ქალბატონთან. (საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემსა და მოხუც ადამიანს შორის უხილავი კედელი აღვმართო, რომ ის ზედმეტად არ შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მოხუცები, როგორც პატარა ბავშვები, ყოველთვის პოულობენ გზას შენს გულში შემოსაძვრომად ) აი ძალიან გთხოვთ ეს რსა ნიშშნავს გამარკვიოთ ძალიან დამაინტერესა .
nini
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი