სურ­ვი­ლიც არ გას­ჩე­ნია, შვი­ლი ენა­ხა- უკა­ნო­ნოდ გა­ჩე­ნი­ლი "სი­ნათ­ლის სხი­ვი"
font-large font-small
სურ­ვი­ლიც არ გას­ჩე­ნია, შვი­ლი ენა­ხა- უკა­ნო­ნოდ გა­ჩე­ნი­ლი "სი­ნათ­ლის სხი­ვი"
ბი­ჭე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გაზ­რ­დი­ლი გო­გო­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

"ძა­ლი­ან მინ­და თქვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. არ ვი­ცი, ამ ამ­ბის მო­ყო­ლა ღირს თუ არა, მაგ­რამ მე გი­ამ­ბობთ ჩემს თავ­გა­და­სა­ვალს და მე­რე თქვენ გა­დაწყ­ვი­ტეთ, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ მიცხოვ­რია. 20 წე­ლი სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნით ვიცხოვ­რე, ახ­ლა კი ზუს­ტად ვი­ცი, სა­მარ­ცხ­ვი­ნო არა­ფე­რი გა­მიკ­ე­თე­ბია და არც არას­დ­როს დავ­ბოღ­მილ­ვარ. მინ­და, სა­ხალ­ხო აღი­ა­რე­ბით მი­ვაღ­წიო იმას, რომ გუ­ლი­დან ამო­ვი­რეცხო ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დი. გთხოვთ, მომ­ცეთ ამის ნე­ბა", - წე­რი­ლის ავ­ტო­რი 46 წლის ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მე­ლიც მა­რი­ნედ გა­მეც­ნო. მას­თან ინ­ტერ­ვიუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ჩავ­წე­რე. ამ­ბობს, რომ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა მი­სი უმ­წე­ო­ბით ისარ­გებ­ლა, მე­რე კი მი­ა­ტო­ვა.



- ერთ ადა­მი­ან­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. კლა­სე­ლე­ბი გახ­ლ­დით. ის გო­გო­ნებ­ში ყო­ველ­თ­ვის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მხო­ლოდ მე მი­მაჩ­ნ­და ძმად. ეს იყო ბავ­შ­ვო­ბა­ში, მაგ­რამ მე­რე, რო­ცა უკ­ვე ის ასა­კიც და­მიდ­გა, რო­ცა გაპ­რან­ჭ­ვა და­ვიწყე, მივ­ხ­ვ­დი, მის მი­მართ სულ სხვა­ნა­ი­რი გრძნო­ბა გა­მიჩ­ნ­და. თუმ­ცა, იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­რაფ­რით იქ­ნე­ბო­და იდე­ა­ლუ­რი, რად­გან ის სა­ოც­რად სიმ­პა­თი­უ­რი იყო, მე კი ერ­თი უშ­ნო, მსუ­ქა­ნი გო­გო ვი­ყა­ვი და არაფ­რით მომ­იყ­ვან­და ცო­ლად. ამი­ტომ მერ­ჩივ­ნა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი გულ­ში ღრმად და­მე­მა­ლა, რომ გო­ჩა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, არ და­მე­კარ­გა. ძნე­ლია გრძნო­ბე­ბის მო­თოკ­ვა, რო­ცა რჩე­უ­ლი გა­მუდ­მე­ბით შენს სი­ახ­ლო­ვე­საა. ად­რე თუ მის გვერ­დით მჯდო­მი, ლა­ღად ვგრძნობ­დი თავს, მე­რე უკ­ვე ამა­საც გა­ვურ­ბო­დი უნებუ­რად, რად­გან რა­ღა­ცე­ბი მე­მარ­თე­ბო­და - ამას ვერც აღ­ვ­წერ, არ მაქვს ისე­თი ლა­მა­ზი, მო­ქარ­გუ­ლი ენა, რომ ამა­ზე გა­სა­გე­ბად ვი­ლა­პა­რა­კო და არც მწე­რა­ლი ვარ, თო­რემ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით კარგ რო­მანს დავ­წერ­დი.

პა­ტა­რა­ო­ბი­სას ბი­ჭი­ვით ვი­ყა­ვი. სულ მოკ­ლედ მქონ­და შეკ­რე­ჭი­ლი თმა, რად­გან დე­დას ეში­ნო­და, ტი­ლე­ბი არ დამ­სე­ო­და. არას­დ­როს მიყ­ვარ­და თო­ჯი­ნე­ბით გარ­თო­ბა, სულ ეზოს­კენ გა­მირ­ბო­და თვა­ლი და გუ­ლი სტა­დი­ო­ნის­კენ მი­მი­წევ­და. ამი­ტო­მაც იყო, რომ სო­ფელ­ში ალ­ქაჯს მე­ძახ­დ­ნენ. ბი­ჭებ­თან ერ­თად მშვე­ნივ­რად ვერ­თო­ბო­დი, მათ­თან ფეხ­ბურთს, ფრენ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი; ვა­ჟებს ტოლს არც ხე­ზე აძ­რო­მა­ში ვუ­დებ­დი. კა­ბით რომ მივ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, ესეც არ მიშ­ლი­და ხელს ახ­ტა­ჯა­ნო­ბა­ში. კარ­გად მახ­სოვს იმ ხი­ლის გე­მო, რო­მელ­საც პა­ტა­რე­ბი ვი­პა­რავ­დით. გა­ნა, სახ­ლ­ში არ გვქონ­და ხი­ლი? - მაგ­რამ მო­პა­რულს, სხვის ბოს­ტან-ვე­ნახ­ში დაკ­რე­ფილს სულ სხვა გე­მო ჰქონ­და. მე­რე გა­უ­რეცხავს ვჭამ­დით და ბედ­ნი­ე­რე­ბი იმით, რომ რა­ღაც სა­ერ­თო სა­ი­დუმ­ლო გვა­ერ­თი­ა­ნებ­და, უაზ­როდ ვხარ­ხა­რებ­დით. ეჰ, ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ფი­ლა ბავ­შ­ვო­ბა, არა­და, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის გა­ვი­დო­და წლე­ბი, რომ სკო­ლა­ში აღარ მევ­ლო. მე­გო­ნა, ზრდას­რუ­ლი მთე­ბის გა­დად­გ­მას შევ­ძ­ლებ­დი.

- რო­დის მიხ­ვ­დით, რომ გო­გო იყა­ვით და ბი­ჭებ­თან მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თ­ში გა­ჯიბ­რე­ბა არ ღირ­და?

- 13-14 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა წო­ნა­ში მა­ტე­ბა და­ვიწყე, ძა­ლი­ან გავ­სუქ­დი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ რა­ღაც დარ­ღ­ვე­ვა მქონ­და და ექი­მე­ბის გა­მო­წე­რილ­მა წამ­ლებ­მა კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მა­სუ­ქა. ამის შემ­დეგ ცხა­დია, ისე კარ­გად სირ­ბილს ვერც ვა­ხერ­ხებ­დი, რო­გორც საჭი­რო იყო და ფეხ­ბურ­თ­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, თა­ვი გა­მო­მე­ჩი­ნა. სურ­ვი­ლი კი მქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ გახ­ლ­დათ. მე­რე მა­მამ დამ­ს­ვა და "და­მა­მუ­შა­ვა": ბავ­შ­ვო­ბა დამ­თავ­რ­და, ახ­ლა დროა, ისე მო­იქ­ცე, რო­გორც გო­გოს შე­ე­ფე­რე­ბაო. რა­ღა­ცე­ბი ამიხ­ს­ნა. მე­რე დე­დაც და­მე­ლა­პა­რა­კა. იმ სა­ღა­მოს სარ­კე­ში "სხვა­ნა­ი­რად" ჩა­ვი­ხე­დე. უკეთ შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე სა­კუ­თა­რი თა­ვი და მივ­ხ­ვ­დი, მშობ­ლე­ბი მარ­თ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ბი­ჭუ­რი ქცე­ვე­ბი სა­შინ­ლად აღარ მიხ­დე­ბო­და... მას მე­რე ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ის ამეკ­რ­ძა­ლა, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ამან ჩემს გუ­ნე­ბა­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა და რა­ღაც­ნა­ი­რად "დავ­მ­ძიმ­დი". ყვე­ლამ ზურ­გი მაქ­ცია მა­შინ, მაგ­რამ გო­ჩა იყო გა­მუდ­მე­ბით ჩემ გვერ­დით, მი­სი იმე­დი ამ ჩემ­თ­ვის ცუდ პე­რი­ოდ­შიც არ და­მი­კარ­გავს. იცო­და, რაც მა­წუ­ხებ­და. ვუთხა­რი, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა მეს­წავ­ლა და დამ­პირ­და, რომ ამა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. მარ­თ­ლაც, ის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ტყუ­ი­ლად კი არ იყო! ჩემ გა­მო, თა­ვა­დაც აღარ თა­მა­შობ­და ხოლ­მე ფეხ­ბურთს; რო­ცა მის გვერ­დით ვი­ყა­ვი, სულ რა­ღა­ცებს იმი­ზე­ზებ­და და ბი­ჭებს გარ­თო­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბო­და. ცდი­ლობ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში ამომ­დ­გო­მო­და. ალ­ბათ, ამა­ნაც იმოქ­მე­და და მა­საც "სხვა თვა­ლით" შევ­ხე­დე.

- ვერ ხვდე­ბო­და, რომ მოგ­წონ­დათ?

- თა­ვი­დან - ვე­რა, მე­რე კი ცხა­დია, მიხ­ვ­და ყვე­ლა­ფერს... პირ­ვე­ლად იცით, რო­დის ვიგ­რ­ძე­ნი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი? რო­ცა არ­და­დე­გებ­ზე მთე­ლი 2 თვით, და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და და ვე­ღარ ვხე­დავ­დი - იმ დროს ლა­მის, ჭკუ­ი­დან გა­და­ვე­დი. მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი მძულ­და. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, სექ­ტემ­ბე­რი დამ­დ­გა­რი­ყო, რომ გო­ჩა სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.
რო­ცა დაბ­რუნ­და, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და შე­მო­ვახ­ტი. წა­ბარ­ბაც­და. მივ­ხ­ვ­დი, სი­სუ­ლე­ლე გა­ვა­კე­თე, რად­გან ჩე­მი მძი­მე წო­ნით ლა­მის ნეკ­ნე­ბი ჩა­ვუნ­გ­რიე... მოკ­ლედ, ძვე­ლებ­ურად ვმე­გობ­რობ­დით და ის ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და თა­ვის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­ზე და იმ გო­გო­ზეც, რო­მელ­ზეც ყუ­რე­ბამ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მე კი არა მარ­ტო მის რჩე­ულ­ზე, არა­მედ ყვე­ლა­ზე ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, ვინც უღი­მო­და. ჰო­და, ნელ-ნე­ლა, ჩემს გულ­ში ბოღ­მაც შე­მო­ვი­და, შუ­რიც... ეს გრძნო­ბე­ბი ძა­ლი­ან მტან­ჯავ­და, მით უმე­ტეს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად შე­მე­ნიღ­ბა. ყო­ველ­თ­ვის ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ჩე­მი ერ­თი შეც­დო­მის გა­მო, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­მე­კარ­გა... და­ახ­ლო­ე­ბით 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და პა­ე­მან­ზე წა­სულს, უკან ავე­დევ­ნე. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ხე­ტი­ა­ლის შემ­დეგ, გო­ჩამ გო­გო სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა, მე­რე კი ში­ნის­კენ მი­მა­ვალ გზას გა­უყ­ვა. მე იმ გო­გოს ჭიშ­კარ­თან ავი­ტუ­ზე და და­ვუ­ძა­ხე. ჯერ შე­ვე­ცა­დე გა­მერ­კ­ვია, რა ხდე­ბო­და მათ შო­რის, მე­რე კი თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლი, თმა­ში ვწვდი. იმ დღეს გა­ი­გო გო­ჩამ, რომ მის გა­მო ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლი ვი­ყა­ვი. გა­უკ­ვირ­და, აშ­კა­რად. მო­ვი­და, რო­გორც სჩვე­ო­და და პირ­და­პირ, ყო­ველ­გ­ვა­რი მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე და­მე­ლა­პა­რა­კა. მითხ­რა, - ასე­თი საქ­ცი­ე­ლით მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და­ა­ზა­რა­ლებ. იცო­დე, ჩვენ შო­რის დაძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლია და ისე ნუ მო­იქ­ცე­ვი, რომ ერ­თ­მა­ნე­თი სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გო­თო.

- რა უპა­სუ­ხეთ?

- ავ­ტირ­დი, ხმას ვერ ვი­მორ­ჩი­ლებ­დი და ვერც ვე­რა­ფე­რი ვუთხა­რი. იმ დღის მე­რე, რა­ღაც პე­რი­ო­დი სახ­ლ­ში გა­მო­ვი­კე­ტე, ყვე­ლა­ფერს ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი და ჭა­მაც ავკ­რ­ძა­ლე. გა­რეთ გას­ვ­ლა არ მინ­დო­და მის გა­მო. არ ვი­ცო­დი, ქუ­ჩა­ში თუ შემ­ხ­ვ­დე­ბო­და, რო­გორ უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი ან თა­ვი რო­გორ მე­მარ­თ­ლე­ბი­ნა, რო­ცა აშ­კა­რად, დამ­ნა­შა­ვე ვი­ყა­ვი? ჩე­მი გა­მარ­თ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო!.. თურ­მე, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, დე­და (მან არ იცო­და, რას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, რა­ტომ ვი­ყა­ვი ცუ­დად) მას­თან მი­ვი­და და სთხო­ვა: და­ე­ლა­პა­რა­კე. ჩვე­ნი არ ეს­მის და შე­ნი ხათ­რით, იქ­ნებ გონს მო­ვი­დეს. არ ვი­ცი, რა და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, შენ კი მის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ხა­რო. უარი არ უთ­ქ­ვამს, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან იდარ­და ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­ვი­და, და­მე­ლა­პა­რა­კა. ერ­თ­გ­ვა­რი ლექ­ცია ჩა­მი­ტა­რა. არა, ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, ის ყო­ველ­თ­ვის ჭკვი­ა­ნი იყო, მე კი თხა, ახ­ტა­ჯა­ნა, უტ­ვი­ნო გო­გო გახ­ლ­დით, რო­მელ­საც მხო­ლოდ თა­ვი­სი სიტყ­ვის გა­ტა­ნა უნ­დო­და და სხვა არა­ფე­რი ადარ­დებ­და.

- რო­გორც მომ­წე­რეთ, თქვენ შო­რის რო­მა­ნი მა­ინც გა­ჩაღ­და, არა?

- ამ ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მანს ვერ და­ვარ­ქ­მევ... სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რეთ, სიყ­ვა­რუ­ლის და­ფარ­ვა მი­წევ­და. ვცდი­ლობ­დი, რო­გორც ძმა, ისე მი­მე­ღო. მე­რე კლა­სე­ლე­ბი "და­ვი­შა­ლეთ", ქა­ლა­ქებ­ში გა­ვი­ფან­ტეთ. მე სწავ­ლა "გე­პე­ი­ში" გა­ვაგ­რ­ძე­ლე. კა­რ­გი სტუ­დენ­ტი გახ­ლ­დით... მას ვერ ვხვდე­ბო­დი, რად­გან ის ქუ­თა­ის­ში სწავ­ლობ­და, მე - თბი­ლის­ში. ჩე­მებ­მა სი­მარ­თ­ლე გა­ი­გეს და სას­წავ­ლებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში ამი­ტო­მაც გა­მო­მიშ­ვეს. ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ეს კარ­გად იმოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე, სიყ­ვა­რულს გუ­ლი­დან ამო­ვიგ­ლეჯ­დი და მას სხვა ვინ­მე­თი ჩა­ვა­ნაც­ვ­ლებ­დი... რომ გითხ­რათ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი მყავ­და-მეთ­ქი, - მო­გატყუ­ებთ. მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს ვუყ­ვარ­დი სტუ­დენ­ტო­ბი­სას და ერ­თ­მაც, ამ ასაკ­ში - 46 წლი­სას ამიხ­ს­ნა სიყ­ვა­რუ­ლი. მიკ­ვირს კი­დეც, ან მათ რა მოს­წონ­დათ ჩემ­ში?.. თუმ­ცა­ღა, სტუ­დენ­ტო­ბი­სას თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელ­მა თავ­ბ­რუ ნამ­დ­ვი­ლად და­მახ­ვია და რომ არა გო­ჩა­სად­მი ჩე­მი გრძნო­ბა, უსიყ­ვა­რუ­ლო­დაც გავ­ყ­ვე­ბო­დი - ასე მგო­ნია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ზედ­მეტს არას­დ­როს არა­ფერს გა­კად­რებ­და, ყვე­ლა გო­გოს პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბო­და და ეს არ იყო მოჩ­ვე­ნე­ბი­თი პა­ტი­ვის­ცე­მა... სწავ­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დით, მკაც­რად მითხ­რა: იცო­დე, გა­მომ­ყე­ვი, თო­რემ საქ­მე სა­ნა­ნებ­ლად გა­გიხ­დე­ბაო. მახ­სოვს, მაგ­რად დავ­ცი­ნე, მე­რე მი­სი ეს სიტყ­ვე­ბი, გო­გო­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მყოფ­მა, მას­ხ­რა­დაც ავიგ­დე. ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და. მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე, რომ ცო­ლი შე­ირ­თო. აი, ასე დავ­კარ­გე პირ­ვე­ლი ნამ­დ­ვი­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი...
სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სო­ფელ­ში დავ­ბ­რუნ­დი. მუ­შა­ო­ბა რა­ი­ონ­ში და­ვიწყე. იმ პე­რი­ოდ­ში გოჩა უკ­ვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ის გო­გო უსიყ­ვა­რუ­ლოდ შე­ირ­თო. თუმ­ცა, კარ­გი გო­გო კი იყო: არც გა­რეგ­ნუ­ლად და­ი­წუ­ნე­ბო­და, არც ადა­მი­ა­ნო­ბით. ერ­თი ეგაა, რომ ქა­ლა­ქე­ლი სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბას ვერ ეგუ­ე­ბო­და და ამის გა­მო, სულ მოწყე­ნი­ლი და­დი­ო­და. ერ­თხელ თურ­მე, დე­დამ­თილ­საც შეჰ­ბე­და, - ტა­ლა­ხის სა­ზე­ლად არ ვარ დაბა­დე­ბუ­ლი. აქ დიდ­ხანს ვერ გავ­ძ­ლე­ბო. მის ქმარს კი მშობ­ლე­ბი მი­სა­ტო­ვებ­ლად არ ემე­ტე­ბო­და და წლე­ბის შემ­დეგ, უსი­ა­მოვ­ნე­ბაც შე­ემ­თხ­ვათ და დაშოOრდნენ. შვი­ლი არ ჰყავ­დათ. გო­გო თავს იიმე­დებ­და, - კარ­გია, ბავ­შ­ვი რომ არ გვე­ყო­ლა. ეს ეტყო­ბა, უფ­ლის ნე­ბა იყო. მიყ­ვარს, მაგ­რამ ვგრძნობ, ცალ-ცალ­კე ორი­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბი­თო. ჰო­და, დაჰ­კ­რა ფე­ხი და წა­ვი­და.

- მას­თან ისევ მე­გობ­რობ­დით იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ცო­ლი ჰყავ­და?

- არა, მთ­ლად მე­გობ­რო­ბა ვერ გა­მოგ­ვ­დი­ო­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, წლებ­მა თა­ვი­სი ქნა, დაგ­ვა­შო­რა ერ­თ­მა­ნეთს. ბავ­შ­ვე­ბი აღარ ვი­ყა­ვით, რომ ერ­თად გვერ­ბი­ნა და თით­ქოს, სა­ერ­თო ენა­საც ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დით ან იქ­ნებ, გა­ვურ­ბო­დი კი­დეც მა­თან ურ­თი­ერთობას?!. თუმ­ცა, ფაქ­ტია, რო­ცა ცოლს დაშორდა და ამის გა­მო სმას მიჰ­ყო ხე­ლი, მივ­ხ­ვ­დი, კარ­გი მრჩე­ვე­ლი სჭირ­დე­ბო­და, რომ ლო­თად არ ქცე­უ­ლი­ყო. ჰო­და, მი­ვე­დი, მი­სი დამ­შ­ვი­დე­ბა ვცა­დე, ძვე­ლი ამ­ბე­ბი გა­ვიხ­სე­ნეთ და გა­ვა­ხა­ლი­სე... იმ დღის შემ­დეგ, ისევ ყო­ველ­დღე ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თ­მა­ნეთს. ხში­რად სვამ­და და იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ხერ­ხებ­დი მი­სი "ტვი­ნის გა­და­ბუ­ნე­ბას" კარ­გი გა­გე­ბით და ვა­ი­ძუ­ლებ­დი, სას­მელ­ზე უარი ეთ­ქ­ვა. ერთ დღეს ჩემ­თან სტუ­მ­რად მო­ვი­და. ძველ მე­გო­ბრებ­თან ერ­თად წა­ვუ­ქე­ი­ფეთ, მე­რე და­ვი­შა­ლეთ. სუფ­რას ვა­ლა­გებ­დი, რო­ცა ისევ მობ­რუნ­და, - შე­ნი სადღეგ­რ­ძე­ლო არ და­მი­ლე­ვია, უნ­და დაგ­ლო­ცოო... ჰო­და, ჩვენ შო­რის იმ ღა­მეს მოხ­და ის, რაც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო. დი­ლით ჩემ გვერ­დით რომ გა­იღ­ვი­ძა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, - რა მოხ­დაო? მე­რე თა­ვის მარ­თ­ლე­ბა და­იწყო, მო­მი­ბო­დი­შა კი­დეც და სახ­ლი­დან ისე გა­ვი­და, სიტყ­ვის თქმაც არ და­მა­ცა­და. მას მე­რე, რამ­დე­ნი­მე დღე სი­ახ­ლო­ვე­საც არ გამ­კა­რე­ბია. ვცდი­ლობ­დი მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას, მაგ­რამ ვერ მო­ვი­ხელ­თე. მე­რე შე­ვეშ­ვი - თუ ბე­დის­წე­რაა, ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­დე­ბა, რო­გორც უფა­ლი ჩათ­ვ­ლის სა­ჭი­როდ-მეთ­ქი. არც მიც­დია სი­ტუ­ა­ცი­ის სა­ჩე­მოდ გა­მო­ყე­ნე­ბა... რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მო­ვი­და, - გა­ვი­სე­ირ­ნო­თო. მან­ქა­ნით გა­ვე­დით სა­ლა­პა­რა­კოდ, რომ ხალხს არ და­ვე­ნა­ხეთ და რა­ი­მე არ ეეჭ­ვათ. მა­შინ მითხ­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლოდ უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. - ცო­ლად ვე­რას­დ­როს მო­გიყ­ვან. სა­კუ­თარ თავს ვერ ვპა­ტი­ობ იმას, რაც გა­კად­რეო. - ეს შე­ნი ბრა­ლიც არ არის, ალ­ბათ, მეც მინ­დო­და და მთვრალ­მა ამის უფ­ლე­ბა მო­გე­ცი-მეთ­ქი. ორი­ვე მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დით. მე­რე ისევ ძვე­ლე­ბუ­რად გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ერ­თხე­ლაც, არ ვი­ცი, რო­გორ, ისევ ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, ისევ გა­ვი­ზი­ა­რეთ სა­რე­ცე­ლი. ჰო­და, სწო­რედ მა­შინ მოხ­და ის, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და - დავ­ფეხ­მ­ძიმ­დი! ეს ამ­ბა­ვი რო­გორც კი გა­ი­გო, მას მე­რე სოფ­ლი­დან გა­და­ი­კარ­გა. არც მი­ძებ­ნია, ისევ გან­გე­ბას მი­ვენ­დე. მე­რე გა­ვი­გე, რომ ცოლს და­უბ­რუნ­და. სოფ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი, მას­თან მი­სუ­ლა, შე­რი­გე­ბა უთხო­ვია და მას მე­რე, იმ გო­გოს­თან ერ­თად, ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობს. ალ­ბათ, დარ­დობს სოფ­ლად დარ­ჩე­ნილ მშოOბლებზე, მაგ­რამ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გაქ­ცე­ვა, მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბის­გან შორს ყოფ­ნა ამ­ჯო­ბი­ნა.

- ბავ­შ­ვი გა­ა­ჩი­ნეთ?

- კი, გა­ვა­ჩი­ნე და ის ჩე­მი ერ­თა­დერ­თი თვა­ლის სი­ნათ­ლეა. რომ არა ეს ბავ­შ­ვი, ჩემს ცხოვ­რე­ბას მარ­თ­ლა არ ექ­ნე­ბო­და აზ­რი.

- მაგ­რამ ალ­ბათ, ამ ბავ­შ­ვის გა­მო ბევ­რის რა­მის გა­და­ტა­ნა მო­გიხ­დათ, არა?

- სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რი­საც - არა. იმ პე­რი­ოდ­ში მა­მა ცოცხა­ლი აღარ იყო. დე­დას ყვე­ლა­ფე­რი გულ­წ­რ­ფე­ლად ვუ­ამ­ბე და ვთხო­ვე, დამ­ხ­მა­რე­ბო­და. ერ­თად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ პა­ტა­რა უნ­და და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. მარ­თა­ლია, გამ­ჭო­რეს, გან­მი­კითხეს და ბევ­რ­მა დამ­ცი­ნა კი­დეც: კა­ცი არ ეძ­ლე­ო­და და ბავ­შ­ვი პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხ­ვედ­რის­გან გა­ა­ჩი­ნაო, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ავი­ტა­ნე, გუ­ლი გა­ვი­მაგ­რე. სა­მა­გი­ე­როდ, ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო არა­ვის გა­უ­გია და დღემ­დე არა­ვინ იცის, ვინ არის ჩე­მი გო­გო­ნას მა­მა.

- მა­მა­მაც არა­ფე­რი იცის შვილ­ზე?

- მას რას გა­მო­ვა­პა­რებ­დი? მაგ­რამ სურ­ვი­ლიც არ გას­ჩე­ნია, შვი­ლი ენა­ხა. ერ­თხე­ლაც არ ჩა­მო­სუ­ლა მის სა­ნა­ხა­ვად და არც მე "ვე­ტე­ნე­ბი".

- მას სხვა შვი­ლი არ ჰყავს?

- არა, არ ჰყავთ შვი­ლი. თუმ­ცა, მა­თი ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, და­მერწ­მუ­ნეთ, არ მა­ხა­რებს. ორი­ვეს მხო­ლოდ სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ. უბ­რა­ლოდ, გუ­ლი მწყდე­ბა, ჩე­მი ცხოვ­რე­ბა რომ არ აეწყო ისე, რო­გორც მინ­დო­და. ყო­ველ­თ­ვის ლა­მაზ ოჯახ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი და ბავ­შ­ვის უკა­ნო­ნოდ გა­ჩე­ნა მო­მიხ­და. თუმ­ცა, ეგ არა­ფე­რი, ბედ­ნი­ე­რე­ბა შვილ­ში ყო­ფი­ლა და მად­ლო­ბე­ლი ვარ იმის­თ­ვი­საც, რომ მან უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რი და­მი­ტო­ვა.

- თქვენ­მა შვილ­მა მა­მის შე­სა­ხებ რა იცის?

- იცის, რომ ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია, სხვა არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ ისურ­ვა. უკ­ვე დი­დია, მა­ლე შვი­ლიშ­ვილს მა­ჩუ­ქებს და მა­მა­ზე სიტყ­ვის გა­გო­ნე­ბაც არ სურს. არას­დ­როს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ კითხ­ვე­ბით. ცდი­ლობს, სატ­კი­ვარს ამა­რი­დოს.

- ის ისევ გიყ­ვართ?

- რომ მიყ­ვარს, ამი­ტო­მაც ვუ­სურ­ვებ სი­კე­თეს. არ ვარ ბო­რო­ტი. მე ვი­ცი ჩე­მი ფა­სიც და სარ­კეც მაქვს, რო­მელ­შიც ვი­ყუ­რე­ბი. ის ჩე­მი შე­სა­ფე­რი­სი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო, ამას ვაც­ნო­ბი­ე­რებ.

- თქვით, რომ მე­ო­რე თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ამ ასაკ­ში გყავთ...

- კი, არის ერ­თი კა­ცი, რო­მე­ლიც ცო­ლო­ბას მთხოვს, მაგ­რამ ისე არ გავ­გი­ჟე­ბულ­ვარ, რომ გათხო­ვე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო. ახ­ლა ბე­ბი­ო­ბის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბი და სხვა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ტკბი­ლად და­ბე­რე­ბას, ჩემს გო­გო­ნას - ბედ­ნი­ე­რე­ბას, ხო­ლო ჩემს ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს - მე­უღ­ლის გვერ­დით, სიმ­შ­ვი­დე­ში ცხოვ­რე­ბას.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
07.10.2017
მე ვერ გავიგე:მე მგონი არ შეიძლება ადამიანთან მეგობრობდე და ასე სასტიკად უარყო მისი სიყვარული. ალბათ, ისე როგორც ყველას საქართველოში მასაც ეშინოდა "საზოგადოების" აზრის, რომ ის მისი შესაფერისი არ იყო. და ეს იმდენად ძლიერ ქონდა თავში ჩაბეჭდილი, რომ ერთად ურთიერთობის შემდეგაც კი ეუბნებოდა, რომ ცოლად ვერ მოიყვანდა????( რას იტყვის ხალხი) და წავიდა და შეურიგდა მისთვის გარეგნულად შესაფერის ქალს. ის ვერ აღიარებს რომ ეს ბავშვი მისი შვილია. ასეა არა მარტო ქალებისთვის, არამედ კაცებისთვისაც დამღუპველი ყოფილა ეგრედ წოდებული "ძვირფასი საზოგადოების აზრი"
თინა
17.09.2016
ისე, იმ კაცსაც ვერ ვამტყუნებ. ძნელია თუ ადამიანი არ გიყვარს მისი მსგავსის ატანა, თუნდაც შვილი იყოს
ლილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი