რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი პე­და­გოგ­ში თა­ნა­მო­აზ­რეს ხე­და­ვენ...
font-large font-small
რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი პე­და­გოგ­ში თა­ნა­მო­აზ­რეს ხე­და­ვენ...
"ჩვენ ავა­შე­ნებთ ოც­ნე­ბის ქა­ლაქს"

აჭა­რის­წყ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა, შო­რე­ნა გორ­გო­შა­ძემ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი მოგ­ვ­წე­რა. ვფიქ­რობ, ბევრ სკო­ლის მოს­წავ­ლეს მი­სი მო­ნათხ­რო­ბი ერ­თ­გ­ვარ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დაც კი გა­მო­ად­გე­ბა.

"მთვა­რი­ა­ნი ღა­მე, მო­უს­ვენ­რო­ბა, მომ­დევ­ნო დღის მო­ლო­დი­ნი, ათას­გ­ვა­რი ფიქ­რი, მე­რე პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე, არე­უ­ლი დი­ლა, სამ­სა­ხუ­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა და გან­ვ­ლილ წლებ­სა თუ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რი...
ჩე­მი და­ა­ვა­დე­ბა იყო მარ­ტო­ო­ბა, კომ­პ­ლექ­სე­ბი, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­და და სი­მორ­ცხ­ვე. ყვე­ლა­ფე­რი კი იმ სო­ცი­უმ­მა გა­მო­იწ­ვია, სა­დაც აღ­მოვ­ჩ­ნ­დი 6 წლის ასაკ­ში. დი­ახ! ექ­ვ­სი წლის ასაკ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­მა მშობ­ლებ­მა პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში, ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნად "პრო­ფე­სი­ო­ნალ" პე­და­გოგს მი­ა­ბა­რეს ჩე­მი თა­ვი. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი ანუ ადაპ­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დი ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­თ­ვის სტრე­სუ­ლი იყო, შემ­დე­გი დღე­ე­ბი კი ჯო­ჯო­ხე­თი გახ­ლ­დათ...

წე­რა-კითხ­ვა, ან­გა­რი­ში ვი­ცო­დი, მაგ­რამ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ვახ­დენ­დი, მას­წავ­ლებ­ლის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის, უც­ნა­უ­რი კა­ნო­ნე­ბი­სა და წე­სე­ბის გა­მო. გარ­და ამი­სა, მის თვა­ლებ­ში ყო­ველ­თ­ვის ვხე­დავ­დი სიბ­რა­ლულს, ზიზღ­საც კი ჩე­მი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო. თა­ნაც, ალ­ბათ მე არ ვი­ყა­ვი ლა­მა­ზი ბავ­შ­ვი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში - მის­თ­ვის... ხე­ლის აწე­ვი­საც კი მე­ში­ნო­და, გაკ­ვე­თი­ლის მო­ყო­ლა­სა და აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია.
ყო­ველ­თ­ვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მივ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამა­ოდ, იმ­დე­ნად მე­ში­ნო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის, რომ უც­რემ­ლოდ ტი­რი­ლიც კი ვის­წავ­ლე. რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბას იწყებ­და, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თით­ქოს მი­ძა­ხებ­და და­ფას­თან და მეც თა­ვი­სუფ­ლად ვსა­უბ­რობ­დი... ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მკლავ­და, რომ ჩემს თე­მას ირო­ნი­ით უყუ­რებ­და, სას­ხ­ვა­თა­შო­რი­სოდ პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ურ შეც­დო­მებს მი­პო­ვი­და, წით­ლად ამიჭ­რე­ლებ­და რვე­ულს, ხო­ლო რო­ცა ერთ-ერთ მის რჩე­ულ, "სა­უ­კე­თე­სო" მოს­წავ­ლეს და­ვუ­წერ­დი თე­მას, მას მა­შინ­ვე, "ა­თი­ანს" უწერ­და, თე­მის ში­ნა­არ­ს­სა და იდე­ა­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რადღე­ბას, თა­ნაც, სა­ნი­მუ­შოდ გვიჩ­ვე­ნებ­და: აი, რო­გორ უნ­და შე­ას­რუ­ლოთ და­ვა­ლე­ბაო!.. ასე იყო მთე­ლი ოთხი წე­ლი...

მე­ხუ­თე კლას­ში რომ გა­და­ვე­დი, უკ­ვე სხვა პე­და­გო­გე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ, ახა­ლი საგ­ნე­ბი დაგ­ვე­მა­ტა. შე­მე­შინ­და, ახ­ლა ერ­თის ნაც­ვ­ლად, რამ­დე­ნი­მე დიქ­ტა­ტო­რი პე­და­გო­გის ცი­ნიზ­მის ატა­ნის. თავს არა­რა­ო­ბად ვგრძნობ­დი... მე­გო­ნა, ჩე­მი არ­სე­ბო­ბით ვა­უ­ბე­დუ­რებ­დი სხვებს. მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი არ მყოფ­ნი­და. გა­ნა, მას­წავ­ლე­ბელ­მა არ თქვა, მშობ­ლის­თ­ვის შვი­ლი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლია, თუნ­დაც, ცუ­დი იყო­სო?! ჰო­და, მეც ხში­რად ვფიქ­რობ­დი ამა­ზე...
ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ მი­ნატ­რია სიკ­ვ­დი­ლი, და­მი­გეგ­მავს კი­დეც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა, მაგ­რამ ხან­და­ხან, ბავ­შ­ვუ­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით დაწყე­ბუ­ლი წიგ­ნის და­სას­რულს ვე­ლო­დი, ხან პა­ტა­რა მძი­ნა­რე და­ი­კოს სა­ხეს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვფიქ­რობ­დი: ცი­დან რომ ვერ და­ვი­ნა­ხო, რა მეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი? და მა­ინც, გა­ნად­გუ­რე­ბულ, ბუ­ლინ­გის მსხვერპლ ბავშვს, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად რა­ღა­ცის იმე­დი და მო­ლო­დი­ნი მქონ­და... ან იქ­ნებ, უფა­ლი მაძ­ლევ­და ძა­ლას...

მე­ხუ­თე კლას­ში რომ გა­და­ვე­დი, პირ­ველ დღეს, მე­ოთხე გაკ­ვე­თილ­ზე ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მო­ვი­და, ღი­მი­ლით მოგ­ვე­სალ­მა. სა­ოც­რად თბი­ლად იღი­მო­და და გან­წყო­ბის­თ­ვის, ფე­რა­დი ცარ­ცით და­ფა­ზე და­წე­რა "ჩვენ ავა­შე­ნებთ ოც­ნე­ბის ქა­ლაქს!" გა­ვოც­დი, ოც­ნე­ბე­ბი არ სრულ­დე­ბა და რით აპი­რებს ან რო­გორ? ან­და, რომც ააშე­ნოს, მე არც მშე­ნე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი და არც ამ ქა­ლა­ქის მო­ქა­ლა­ქედ მი­მი­ღე­ბენ-მეთ­ქი, - გა­ვი­ფიქ­რე. თუმ­ცა, ბავ­შ­ვურ­მა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ სმე­ნად მაქ­ცია...

ის დი­ა­ლო­გის სა­ხით ცდი­ლობ­და ჩვენს გაც­ნო­ბას და სა­ხა­ლი­სო კითხ­ვებს გვის­ვამ­და. მე ჩუ­მად ვი­ჯე­ქი, რად­გან მე­ში­ნო­და, მრცხვე­ნო­და აქ­ტი­უ­რო­ბის. მო­მი­ახ­ლოვ­და. ჯერ მე შე­მომ­ხე­და ღი­მი­ლით, შემ­დეგ ჩემს მერხს მო­ავ­ლო თვა­ლი და მითხ­რა: ლა­მაზ­თ­ვა­ლე­ბავ, თუ შე­იძ­ლე­ბა, შე­ნი რვე­უ­ლი მიჩ­ვე­ნეო... და გავ­ვოც­დი, გა­მაკ­ვირ­ვა პირ­ველ რიგ­ში, თა­ვა­ზი­ან­მა თხოვ­ნამ. რო­გორ თუ ნე­ბარ­თ­ვას ითხოვს-მეთ­ქი, - გა­მიკ­ვირ­და, შემ­დეგ კი შემ­რ­ცხ­ვა. აბა, ჩე­მი რვე­უ­ლი რო­გორ მე­კად­რე­ბი­ნა?! მაგ­რამ ის ისე­თი იყო, უარი ვერ ვუთხა­რი და მი­ვა­წო­დე. გა­და­შა­ლა და მითხ­რა: "მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გო­გო ხარ. მომ­წონს, ასე რომ უვ­ლი და უფ­რ­თხილ­დე­ბი ნივ­თებს, მაგ­რამ კა­ლიგ­რა­ფია გაქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. წე­რა­ში უნ­და იმე­ცა­დი­ნო! ხომ შე­ეც­დე­ბი? მეც და­გეხ­მა­რე­ბი, შენ კი მპირ­დე­ბი, რომ შე­ეც­დე­ბი? მე მჯე­რა შე­ნი!" მი­სი სიტყ­ვე­ბით გაბ­რუ­ე­ბულ­მა, თა­ვი მორ­ცხ­ვად და­ვუქ­ნიე...
მთე­ლი ღა­მე ვფიქ­რობ­დი მას­ზე. ის ცის ნა­თე­ბას ჰგავ­და, უფ­რო - მზის სხივს...

ყო­ვე­ლი დღე სი­ახ­ლე იყო, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა აღ­ქ­მის­თ­ვის, გან­წყო­ბის 5 წუ­თი... ყუ­რადღე­ბით გვის­მენ­და, ჩვენს შე­ფა­სე­ბას ყო­ველ­თ­ვის და­დე­ბი­თით იწყებ­და, შემ­დეგ შეც­დო­მებ­ზე მიგ­ვი­თი­თებ­და და ისევ და­დე­ბი­თით ამ­თავ­რებ­და. გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბის მე­რე, თი­თო­ე­ულს მად­ლო­ბას გვიხ­დი­და 45-წუ­თი­ა­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის და იმის­თ­ვის, რომ ვარ­სე­ბობ­დით. ხში­რად სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­ებ­ზეც სა­უბ­რობ­და, სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გვაც­ნობ­და, რაც თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­უცხოო იყო ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, ეს ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბა ყო­ფი­ლა და არა - პრო­ფე­სი­უ­ლი.
გვას­წავ­ლი­და თა­ვი­სუფ­ლე­ბას! მახ­სოვს, რო­გორ გვითხ­რა, - მო­ნებს ნუ და­ემ­ს­გავ­სე­ბით, თუ მარ­თა­ლი იქ­ნე­ბით ან უსა­მარ­თ­ლო­ბას წა­აწყ­დე­ბით, აჯან­ყ­დით, იბ­რ­ძო­ლეთ, შე­ე­წი­რეთ კი­დეც, ოღონდ სიც­რუ­ეს და შიშს ნუ და­უ­ჩო­ქებ­თო!..

თან­და­თან სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და­მიბ­რუნ­და და სხვა გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც გავ­ბე­დე ხე­ლის აწე­ვა, ჩარ­თუ­ლო­ბა, თა­მა­მი ღი­მი­ლი, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. წლის ბო­ლოს ერთ-ერ­თი კარ­გი მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სიც მო­მა­ნი­ჭეს, რა­საც დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლის ასე­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყ­ვა: "ხში­რად ბავ­შ­ვებს გო­ნე­ბა გვი­ან ეხ­ს­ნე­ბათ". ჰმ! არა­და, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, პი­რი­ქით - სწავ­ლას ნაკ­ლებ დრო­სა და ენერ­გი­ას ვახ­მარ­დი, უბ­რა­ლოდ, გან­წყო­ბა მქონ­და პო­ზი­ტი­უ­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად მო­წო­დე­ბის, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის, თა­ვი­სუ­ფალ თე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბის, მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბის, შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, შერ­ჩე­ვის (რა­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით) და იმ "ერ­თი წუ­თის" დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­და, სა­დაც მოკ­ლედ ვა­ჯა­მებ­დით, რამ­დე­ნად შემ­დ­გა­რი, შე­დე­გი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი რით იყო, რა მოგ­ვე­წო­ნა და რა დაგ­ვა­მახ­სოვ­რ­და...

ჩემ­თ­ვის აღ­მო­ჩე­ნა იყო ის, რომ მე­ოთხე კლა­სამ­დე მხო­ლოდ მე არ ვი­ყა­ვი სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თურ­მე, აქაც შევ­ც­დი. ჩე­მი კლა­სე­ლე­ბი უკ­ვე თა­მა­მად სა­უბ­რობ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მსგავს გან­ც­დებ­ზე. სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლემ კი თქვა (აი, იმან, მუ­დამ მას­წავ­ლებ­ლის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში რომ იყო), რომ მის­თ­ვი­საც ყო­ვე­ლი "ა­თი­ა­ნი" სტრე­სუ­ლი იყო. გაკ­ვე­თი­ლის იქით, მის­თ­ვის არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და: არც ეზო, არც მე­გობ­რე­ბი იმის ში­შით, რომ თუ სკო­ლა­ში მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მი­ვი­დო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­საც დას­ცი­ნებ­და, მკაც­რად მო­ექ­ცე­ო­და, უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სებ­და.

ჩემ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ბო­ლო დღეც, რო­ცა უკ­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პი­როვ­ნე­ბა ვი­ყა­ვი. იცით, მე მა­შინ ავ­დე­ქი თა­მა­მად, თა­ვა­წე­უ­ლი, სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი და უშიშ­რად გა­ვე­დი და­ფას­თან, უნე­ბარ­თ­ვოდ ავი­ღე ცარ­ცი და ლა­მა­ზი, კოხ­ტა, კოპ­წია ასო­ე­ბით დავ­წე­რე: "ჩვენ ავა­შე­ნეთ ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქი!"
ეს ჩემ­თ­ვის სას­წა­უ­ლი იყო. ალ­ბათ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ შემ­დეგ პე­და­გო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბა­ში აღა­რა­ფე­რი გა­მა­ო­ცებ­და, მაგ­რამ აქაც შევ­ც­დი: ვის­მენ­დი პე­და­გო­გი­კის ლექ­ცი­ებს და ყუ­რებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, რომ ჩე­მი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ცით მოვ­ლე­ნი­ლი კი არა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ყო­ფი­ლა და მი­სი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი გაჯერებული გახ­ლ­დათ ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გე­ბის, მკვლევ­რე­ბის თე­ო­რი­ე­ბი­თა თუ პრაქ­ტი­კე­ბით. ვუს­მენ­დი, ვკითხუ­ლობ­დი, ვიხ­სე­ნებ­დი ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს და "ვხე­დავ­დი", თუ რო­გორ გვიქ­ცია უზ­ნა­ძის "გან­წყო­ბის თე­ო­რი­ის" წყა­ლო­ბით სწავ­ლა ში­ნა­გან გან­წყო­ბად; თუ რო­გორ გვეხ­მა­რე­ბო­და ვი­გოტ­ს­კის "სკა­ფოლ­დინ­გის" სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­ვად მივ­სუ­ლი­ყა­ვით სწორ პა­სუ­ხამ­დე და მან ზუს­ტად იცო­და მას­ლო­უს იერარ­ქი­უ­ლი პი­რა­მი­დის შე­სა­ხებ, სა­დაც ჩანს, რომ თუ ადა­მი­ანს არ აქვს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და, ის ვერ მო­ახ­დენს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ას.

ერ­თი, ორი, სა­მი... ახ­ლა კი ავ­დი­ვარ კი­ბე­ზე ამა­ყად, მაგ­რამ მა­ინც, ში­შით და იმ იმე­დით, რომ მეც შევ­ძ­ლებ, იმ­დე­ნი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და ცოდ­ნა მივ­ცე მოს­წავ­ლე­ებს, რომ მო­მა­ვალ­ში "ჩემს შვი­ლებს" არა­სო­დეს შეს­ცივ­დეთ...
აი, მე­ა­თე სა­ფე­ხუ­რიც... ესეც საკ­ლა­სო ოთა­ხი... ღრმად ჩა­ვი­სუნ­თ­ქე, მღელ­ვა­რე­ბის და­სა­ფა­რად გა­ვი­ღი­მე და თა­ვა­წე­ულ­მა შე­ვა­ღე კა­რი. შე­ვე­დი, ყვე­ლას მი­ვე­სალ­მე. ოც­და­ხუ­თამ­დე ბავ­შ­ვი იქ­ნე­ბო­და კლას­ში. უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ შე­მიმ­ჩ­ნია, ვი­თომც - არა­ფე­რი... ბავ­შ­ვე­ბის ნა­წილს ჰა­ერ­ში ფურ­ც­ლე­ბი­სა და ქა­ღალ­დის ბურ­თების ომი გა­ე­ჩა­ღე­ბი­ნა, ნა­წილს ფე­ხე­ბი მერ­ხ­ზე შე­მო­ე­ლა­გე­ბი­ნა, ზოგს წიგ­ნებ­ზე ედო თა­ვი და ასე შემ­დეგ. უხ­მოდ მი­ვე­დი მას­წავ­ლებ­ლის მა­გი­დას­თან, ჩან­თა იატაკ­ზე და­ვაგ­დე, შემ­დეგ გულ­ხელ­დაკ­რე­ფილ­მა, ისევ ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­რე საკ­ლა­სო ოთახ­ში (ამ დროს ბავ­შ­ვე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბით, ზო­გი ცი­ნიზ­მით სავ­სე თვა­ლე­ბით, ზო­გიც - ქვეშ-ქვეშ მი­ყუ­რებ­და), შემ­დეგ კუთხე­ში მიგ­დე­ბუ­ლი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სკა­მი და­ფას­თან გა­მო­ვა­ხო­ხე. სა­ზურ­გე ბავ­შ­ვე­ბის მხა­რეს იყო, ამი­ტომ სკამ­ზე უკულ­ტუ­რო ადა­მი­ა­ნი­ვით დავ­ჯე­ქი. გა­ო­ცე­ბა შევ­ნიშ­ნე რამ­დე­ნი­მეს თვა­ლებ­ში (რო­გორ, მას­წავ­ლე­ბე­ლი?). - ასე უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლია-მეთ­ქი, ვთქვი სას­ხ­ვა­თა­შო­რი­სოდ.... უცებ, ყვე­ლა გა­ჩუმ­და.
"გა­მარ­ჯო­ბა, ბავ­შ­ვე­ბო. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, აქ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა. გმად­ლობთ, რომ თქვე­ნი აურ­ზა­უ­რით ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში და­მაბ­რუ­ნეთ, მეც ზუს­ტად ასე­თი კლა­სი მქონ­და... მეც ეგ­რე ვერ­თო­ბო­დი და სხვა­თა შო­რის, და­ბალ ნიშ­ნებ­ზე ვსწავ­ლობ­დი..."
კლა­სი გა­ი­სუ­სა. მივ­ხ­ვ­დი, მათ აინ­ტე­რე­სებ­დათ, კი­დევ რას ვიტყო­დი, ამი­ტომ ბედს მი­ვენ­დე და მო­ნო­ლო­გი გა­ვაგ­რ­ძე­ლე..."
ამ წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შო­რე­ნას და­ვუ­კავ­შირ­დი და ვთხო­ვე, რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა­ზე ეპა­სუ­ხა.
- უკ­ვე 6 წე­ლია, სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. 2012 წელს ჩა­ვა­ბა­რე მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, წელს კი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­მე­ნი­ჭა.

- რო­მელ­კ­ლა­სე­ლებ­თან გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ძი­რი­თა­დად, დაწყე­ბი­თი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მეცხ­რე და მე­ა­თეკ­ლა­სე­ლებ­საც ვას­წავ­ლი, რომ­ლებ­თა­ნაც, რა თქმა უნ­და, ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა ფორ­მე­ბია სა­ჭი­რო, რა­საც ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად ვარ­თ­მევ თავს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩემ­ში თა­ნა­მო­აზ­რეს ხე­და­ვენ. ჩვენ გვაქვს სა­ერ­თო მი­ზა­ნი და ძი­რი­თა­დი რამ გვა­ერ­თი­ა­ნებს: მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რონ. საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად ამ­ჩ­ნე­ვენ გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას და ჩემ­ში პარ­ტ­ნი­ორს, თა­ნა­მო­აზ­რეს ხე­და­ვენ. ჩე­მი მოთხოვ­ნე­ბიც სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მი­აჩ­ნი­ათ. იცით, მე უპი­რო­ბოდ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს მოს­წავ­ლე­ებ­თან და ეს უკან მიბ­რუნ­დე­ბა კი­დეც. ისი­ნი გრძნო­ბენ, რომ მა­თი არ­სე­ბო­ბა, თი­თო­ე­უ­ლის აზ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის.
თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ, ბო­დი­შის მოხ­დაც შე­მიძ­ლია და სა­ბო­ლო­ოდ, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ვაღ­წევთ კონ­სენ­სუსს.

- წე­რილ­ში, რო­მე­ლიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე, წა­მო­წე­უ­ლია უმწვავესი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი დღEესაც აწყ­დე­ბი­ან...

- დი­ახ, ეს პრობ­ლე­მე­ბი რე­ა­ლუ­რად, დღე­საც არ­სე­ბობს. ხში­რად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად "სარ­გებ­ლო­ბენ" იმით, დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს თა­ვის დაც­ვა რომ არ შე­უძ­ლი­ათ და სუ­ლი­ერ ტრავ­მას იღე­ბენ. მინ­და, ვინც ამ წე­რილს წა­ი­კითხავს, ერ­თი წუ­თით მა­ინც და­ფიქ­რ­დეს ამა­ზე და არ მის­ცეს თავს უფ­ლე­ბა, ბავშვს ასე მო­ექ­ცეს. პა­ტა­რებს, რომ­ლე­ბიც ეს-ესაა, იწყე­ბენ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას, ში­ში კი არა, იმე­დი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა უნ­და ჩა­ვუ­სა­ხოთ.

- შო­რე­ნა, რა თვი­სე­ბე­ბი უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლე­ბელს? აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­წო­დე­ბით იყო პე­და­გო­გი თუ ამ საქ­მის შეყ­ვა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში შეს­ვ­ლი­სას თავს კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და გრძნობ­დეს. ბავ­შ­ვე­ბი ად­ვი­ლად ამ­ჩ­ნე­ვენ, მათ­თან ყოფ­ნა გი­ხა­რია თუ არა. ვა­ღი­ა­რებ, პე­და­გო­გო­ბა რთუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სიაა.

- ყვე­ლა­ზე ხშირად, მა­ინც, რა სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბით?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მაა. მო­უც­ლე­ლო­ბის მი­ზე­ზით, ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბით, არა­და, ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, რომ მა­თი მონ­დო­მე­ბა მშო­ბელ­მაც და­ი­ნა­ხოს.

- გაქვს რა­ი­მე მე­თო­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­გიძ­ლია, ყვე­ლა­ზე ცელ­ქი ბავ­შ­ვის ყუ­რადღე­ბა სწავ­ლის­კენ მი­მარ­თო?

- ვი­ყე­ნებ სხვა­დას­ხ­ვა ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს და ცდი­ლობ­დეს, ყვე­ლა­ზე ცელქ მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­მო­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა. ვცდი­ლობ გა­მო­ვიც­ნო მა­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო და მე­რე ის და­ვუ­კავ­ში­რო სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლას.
მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლეს რომ ვკითხავ მი­სი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მის შე­სა­ხებ და აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ მე არ მაქვს ნა­ნა­ხი, აუცი­ლებ­ლად მო­ვი­ძი­ებ, ვუ­ყუ­რებ და მე­რე ამ ფილმს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან მა­ახ­ლო­ებს, ისი­ნი ჩემ­ში თა­ნა­მო­აზ­რეს ხე­და­ვენ და გა­ცი­ლე­ბით იოლად მე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან.

- თა­ვად შვი­ლე­ბი გყავს?

- არა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ წი­ნას­წარ­ვე ვფიქ­რობ იმა­ზე და მაქვს სურ­ვი­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში ჩემ­მა შვი­ლებ­მა და­ცულ სკო­ლა­ში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა ანუ იქ, სა­დაც ექ­ნე­ბათ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა.
- რას ნიშ­ნავს და­ცუ­ლი სკო­ლა?
- და­ცუ­ლია სკო­ლა, სა­დაც მოს­წავ­ლე უსაფ­რ­თხოდ და ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სო­ცი­უ­მის წევ­რად გრძნობს თავს, სა­დაც მას თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თ­ვის არა­ვინ დას­ჯის. ბო­ლოს და ბო­ლოს, უნ­და ვის­წავ­ლოთ გან­­სხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა და ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის ათ­ვი­სე­ბა სკო­ლამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს. წლე­ბის წი­ნაც, მი­სა­ღე­ბი იყო თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა, მაგ­რამ თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბებ­და, მას ამის­თ­ვის პა­სუხს არა­ვინ მოს­თხოვ­და. უსა­მარ­თ­ლო­ბას მეც გა­დავ­ყ­რი­ვარ სკო­ლა­ში და თა­ვი ვერ და­მი­ცავს, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ გვერ­დით არ მე­გუ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვენ­დო­ბო­დი და ახ­ლა სწო­რედ იმას ვცდი­ლობ, რომ ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ვი­ყო სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის დამ­ც­ვე­ლი. ოღონდ, უნ­და გვახ­სოვ­დეს, ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ მთავ­რ­დე­ბა, სა­დაც სხვი­სი იწყე­ბა.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი