უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხის მსხვერ­პ­ლი
font-large font-small
უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხის მსხვერ­პ­ლი
"მო­მა­ვალ მძახ­ლებს და­ნა­თე­სა­ვე­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­დათ"

ალ­ბათ ძნე­ლია, რო­ცა დე­დამ­თილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ვერ ახერ­ხებ, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გი­გებს. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი - 27 წლის ნა­ნა ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში, სა­დაც 2 წლის წინ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ამო­ყო თა­ვი, არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. გა­მუ­დმე­ბით უწევს იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა კარ­გა­დაც შე­უძ­ლია, მაგ­რამ მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად აუტა­ნე­ლი ის არის, რომ ექი­მებ­თან, ექიმ­ბა­შებ­თან და მკითხა­ვებ­თა­ნაც კი ხში­რად და­ა­ტა­რე­ბენ, - შვი­ლი არ უჩ­ნ­დე­ბაო...



- არა­და, ექი­მი ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვი მე­ყო­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამის­თ­ვის დროა სა­ჭი­რო. მეც და ჩე­მი ქმა­რიც ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მოგ­ვიკ­ვ­ლი­ეს. არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბაა, ბავ­შ­ვიც რომ არ გვიჩ­ნ­დე­ბა. სუ­ლაც არ მინ­და, პა­ტა­რის გა­მო მი­ვე­ჯაჭ­ვო ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ არც და­შო­რე­ბა გა­მო­დის და ორ ცეცხ­ლ­შუა ვარ.
- თუ ქმრის ოჯახ­ში თავს კარ­გად ვერ გრძნობ და არც მე­უღ­ლე გიყ­ვარს, თა­ვის დრო­ზე რა­ტომ გაჰ­ყე­ვი ცო­ლად?
- თქვენ გგო­ნი­ათ, მე მინ­დო­და? უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა ასე. მუ­რადს წლე­ბია, ვიც­ნობ. მას ყო­ველ­თ­ვის მოვ­წონ­დი, მე კი მის მი­მართ გრძნო­ბა არას­დ­როს მქო­ნია. სულ სხვა ადა­მი­ან­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, იმ ბიჭ­საც მოვ­წონ­დი და გეგ­მებს ვაწყობ­დით. ჩე­მი რჩე­უ­ლი მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ, გა­მუდ­მე­ბით იმას მი­კი­ჟი­ნებ­დ­ნენ, - ეს ბი­ჭი შე­ნი შე­სა­ფე­რი­სი არ არის. მას თუ გაჰ­ყ­ვე­ბი, ცხოვ­რე­ბას და­ინ­გ­რე­ვო. ჰო­და, ახ­ლა ხომ ავიწყ­ვე ცხოვ­რე­ბა მა­თი მო­წო­ნე­ბუ­ლი სა­სი­ძოს გვერ­დით? რა­ტომ­ღაც, მუ­რა­დი ყო­ველ­თ­ვის ესიმ­პა­თი­უ­რე­ბო­და დე­დას. ამ­ბობ­და, მის ოჯახ­ში ვინც შე­ვა, ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბაო. ერ­თხე­ლაც, ისე მო­აწყ­ვეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მის სახ­ლ­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­რე კი იქი­დან არ გა­მო­მიშ­ვეს. მო­მა­ვალ მძახ­ლებს აწყობ­დათ და­ნა­თე­სა­ვე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რა არ მომ­კა­რე­ბია ქმა­რი, ამის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი და იმა­საც, ჩე­მი მშობ­ლე­ბის მხარ­ში დგო­მის იმე­დი რომ ჰქონ­და, ძა­ლა­დო­ბა არც უც­დია. ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, რო­გორ­ღაც მო­ვა­ხერ­ხე შეყ­ვა­რე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მის­მა სიტყ­ვებ­მა კი ცხოვ­რე­ბა­ზეც ამიც­რუა გუ­ლი: რას მი­რე­კავ? სხვა კა­ცის ცო­ლი ხარ და ჩემ­გან რა გინ­დაო? შე­ვე­ცა­დე, ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის, რომ ძვე­ლე­ბუ­რად მიყ­ვარ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ ისურ­ვა, ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ძა­ლი­ან გავ­მ­წარ­დი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას ვგრძნობ­დი მა­შინ. თით­ქოს, გუ­ლი გა­მეხ­ლი­ჩა. მე­რე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბაც ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. ჩემ­თ­ვის აღა­რა­ფერს ჰქონ­და აზ­რი და ამი­ტო­მაც მი­ვე­ცი მუ­რადს უფ­ლე­ბა, რო­გორც სურ­და, ისე მომ­ქ­ცე­ო­და. აი, ასე გავ­ხ­დით ცოლ-ქმა­რი და ერ­თი სა­რეც­ლის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი.
- დე­და ვერ ამ­ჩ­ნევ­და შენს ასეთ დიდ ტკი­ვილს?
- რო­გორ არა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბო­და: მეც არ მიყ­ვარ­და მა­მა­შე­ნი, მაგ­რამ კი ხე­დავ, შე­ვა­ბერ­დით ერ­თ­მა­ნეთს. შენც ყვე­ლა­ფერს შე­ეჩ­ვე­ვი, ასე­თია ქა­ლის ცხოვ­რე­ბაო.
- მგო­ნია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მომ­ხ­დარ ამ­ბავს მიყ­ვე­ბი...
- (ი­ცი­ნის) არა­და, ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დღე­საც არა­ერ­თი ქა­ლია. მათ უწევთ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოჯა­ხი ჰყავ­დეთ, ვი­ღა­ცის ცო­ლი ერ­ქ­ვათ და მშობ­ლებს გუ­ლი არ ატ­კი­ნონ... ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და! ახ­ლა უბ­რა­ლოდ, სხვის გა­სა­ხა­რებ­ლად ვცხოვ­რობ. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მა­ინც მიჩ­ნ­დე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და მინ­და, გა­ვი­ლაშ­ქ­რო არა მარ­ტო ჩე­მი ქმრი­სა და მი­სი ოჯა­ხის, არა­მედ ჩე­მი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც, რომ­ლებ­საც ისე გა­მო­უ­ვი­დათ, თით­ქოს თა­ვი­დან მო­მი­შო­რეს.
- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?
- და და ძმა მყავს. და გათხო­ვი­ლია და ბედ­ნი­ე­რი გახ­ლავთ, რად­გან თა­ვის რჩე­ულს გაჰ­ყ­ვა. ძმა და­სა­ქორ­წი­ნე­ბე­ლია და სხვა­თა შო­რის, დე­და მის­თ­ვი­საც აქ­ტი­უ­რად ეძებს შე­სა­ფე­რის სა­ცო­ლეს.
- დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­მა არ სცა­დეს რა­ი­მე ფორ­მით შე­ნი დაც­ვა?
- არა, დი­დად არ მო­უკ­ლი­ათ თა­ვი. მათ­თ­ვის ჩე­მი ტკი­ვი­ლი, ღო­ბეს ჩხი­რია. მთა­ვა­რია, თვი­თონ იყ­ვ­ნენ კარ­გად და სხვა ყვე­ლა­ფერს უნ­და შე­ე­გუ­ოს.
- ახ­ლა რო­გორ ცხოვ­რობ ქმრის ოჯახ­ში?
- ყო­ვე­ლი დი­ლა თენ­დე­ბა ნაც­რის­ფ­რად. ვიწყებ სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბას, მე­რე მე­უღ­ლის ნივ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­საც ყო­ველ ჯერ­ზე, რა­ღაც მი­ზე­ზით მი­წუ­ნე­ბენ და იწყე­ბა ჩე­მი ლან­ძღ­ვა. არას­დ­როს არა­ფე­რი მოს­წონთ. რა­საც და­მა­ვა­ლე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი წერ­ტილ-წერ­ტილ რომ შე­ვას­რუ­ლო, ნაკლს მა­ინც იპო­ვი­ან. ქმრის გვერ­დით ყოფ­ნა ჩემ­თ­ვის ტან­ჯ­ვის ტოლ­ფა­სია, მაგ­რამ რა ვქნა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ჯერ­ჯე­რო­ბით მას­თან ვი­ყო. არა­ვის ვჭირ­დე­ბი, ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მე­ტი ვარ და ასე იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.
- თუ ქმარს უყ­ვარ­ხარ, შენს გა­გე­ბას, დაც­ვას რა­ტომ არ ცდი­ლობს?
- თა­ვი­დან ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მე­რე გა­მიბ­რაზ­და: იმ­დე­ნად არ გინ­და ჩე­მი გა­გე­ბა, ისეთ ზიზღს ვხე­დავ შენს თვა­ლებ­ში, რომ შენ გვერ­დით ყოფ­ნის სურ­ვილს მეც მი­კარ­გავ. არ გა­გიკ­ვირ­დეს, თუ გი­ღა­ლა­ტეო. მარ­თა­ლიც არის! სუ­ლაც არ ვცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნებს თა­ვი შევაყ­ვა­რო. მგო­ნია, რომ არა­ვის ვჭირ­დე­ბი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იქ­ნე­ბა. ყუ­რით სათ­რე­ვად ვი­ქე­ცი და სა­დაც მეტყ­ვი­ან, იქ მივ­დი­ვარ! რა­საც მიბ­რ­ძა­ნე­ბენ, იმას ვა­კე­თებ. სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რაკს ვე­რი­დე­ბი.
- მე­უღ­ლე მუ­შა­ობს?
- კი, მუ­შა­ობს, ხე­ლო­სა­ნია. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ქუ­ჩა­შია, მე კი გა­მუდ­მე­ბით სახ­ლ­ში ვარ, გა­მოყ­რუ­ე­ბუ­ლი. კი­დევ კარ­გი, მი­სი მშობ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, თო­რემ მათ რა გა­უძ­ლებ­და სახ­ლ­ში? სა­მა­გი­ე­როდ, ბე­ბია ჰყავს, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლეს მიმ­წა­რებს. ლო­გი­ნა­დაა ჩა­ვარ­დ­ნი­ლი და ცდი­ლობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ბოღ­მა ჩემ­ზე გად­მო­ან­თხი­ოს. ხომ შე­უძ­ლია, რო­ცა რა­ღაც უნ­და, და­მი­ძა­ხოს? ასე არას­დ­როს იქ­ცე­ვა. მოთხოვ­ნი­ლე­ბებს რომ და­იკ­მა­ყო­ფი­ლებს, მე­რე კი­ვილს იწყებს, - სად ხარ? რა­ტომ მკლავ? მომ­ხე­დეო! მის კაპ­რი­ზებს რო­გორ­ღაც ვი­ტან. ამ ქა­ლის ყვი­რილს ისე შე­ვეჩ­ვიე, ზოგ­ჯერ ყუ­რადღე­ბა­საც აღარ ვაქ­ცევ. ზომ­ბი­ვით ვარ (ი­ცი­ნის). მე­ზობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - გვიკ­ვირს, ნერ­ვე­ბი სა­ერ­თოდ არ გაქვს? რო­გორ ახერ­ხებ ბე­ბი­ის ატა­ნა­სო? ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ არ ვი­ცი, რო­გორ. ბა­ბუ­აც გვყავს, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად, ის მიყ­ვარს. მას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბი. დე­დამ­თი­ლი სახ­ლ­ში რომ შე­მო­ვა, ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ვყავ­დე, ფეხ­საც­მ­ლის გაწ­მენ­და­საც კი მე მა­ვა­ლებს. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს... მაგ­რამ სა­ღა­მო­ო­ბით, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი, ძა­ლი­ან ვბრა­ზობ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. თან, მაყ­ვედ­რი­ან, - მთე­ლი დღე ვმუ­შა­ობთ, რომ ოჯახს სიმ­დიდ­რე შევ­მა­ტოთ და ეს უნ­და და­ა­ფა­სო. ჩვე­ნი ქო­ნე­ბა შენ არ დაგ­რ­ჩე­ბაო? გე­გო­ნე­ბა, სულ ჩემ­თ­ვის შრო­მო­ბენ. ახ­ლა გა­მუდ­მე­ბით ბავ­შ­ვ­ზე ლა­პა­რა­კი­თაც მიმ­წა­რე­ბენ სი­ცოცხ­ლეს. დე­დამ­თი­ლი და­მე­მუქ­რა კი­დეც: თუ მა­ლე არ და­ორ­სულ­დე­ბი, ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან წას­ვ­ლა მო­გი­წევს. მუ­რადს ახა­ლი ცო­ლის შერ­თ­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ნე­ტავ კი გა­მაგ­დებ­დ­ნენ, მეც ამა­ზე არ ვოც­ნე­ბობ?!
- რომ გა­გაგ­დონ, სად წახ­ვალ?
- რა ვი­ცი, ვინ­მეს შე­ვა­ფა­რებ თავს ან სუ­ლაც, სა­ხელ­მ­წი­ფოს ვთხოვ დახ­მა­რე­ბას. ბო­ლოს და ბო­ლოს, ქმრის ოჯა­ხი სახ­ლი­დან თუ გა­მაგ­დებს, მშობ­ლე­ბი ისე რო­გორ გამ­წი­რა­ვენ, რომ ჭერ­ქ­ვეშ არ შე­მი­ფა­რონ? არც მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა იქ­ნე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო, მაგ­რამ მა­ინც. თუ თა­ვად მო­მი­წევს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მეც შე­მიძ­ლია და შიმ­ში­ლით არ მოვ­კ­ვ­დე­ბი.
- პრო­ფე­სია თუ გაქვს?
- არა, მაგ­რამ კარ­გად ვკე­რავ, ვქსოვ, ვხა­ტავ, სამ­კა­უ­ლე­ბის აწყო­ბაც მე­ხერ­ხე­ბა. კი­დევ, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს. მზა­რე­უ­ლის კურ­სე­ბიც მაქვს გავ­ლი­ლი, ოღონდ - საწყი­სი ეტა­პი. ბო­ლომ­დე ამ საქ­მის შეს­წავ­ლაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ მზა­რე­უ­ლის დამ­ხ­მა­რედ გა­მოვ­დ­გე­ბი. ასე რომ, არ და­ვი­კარ­გე­ბი, მთა­ვა­რია, გა­მაგ­დონ, ჩემ­ზე გუ­ლი სა­ბო­ლო­ოდ აიც­რუ­ონ და მე­რე მეშ­ვე­ლე­ბა, გავ­ლაღ­დე­ბი (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე მგო­ნი­ა). მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მო­მავ­ლის იმედს მა­ინც არ ვკარ­გავ. ვფიქ­რობ, ერთ დროს მეც გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი ამ ოჯა­ხუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან.
- ახ­ლა თუ ასე უბე­დუ­რად გრძნობ თავს, ხომ შე­გიძ­ლია, ქმარს და­შორ­დე?
- ვერ ვბე­დავ ამ საქ­მე­ში ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნას. არის რა­ღაც, რაც მაბ­რ­კო­ლებს, მაგ­რამ ამ რა­ღა­ცას მი­ზეზს ვერ ვუ­ძებ­ნი. ალ­ბათ, მო­ვა­ლე­ო­ბაა მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე. თან, ყო­ველ­თ­ვის მა­ში­ნებ­და სა­ზო­გა­დოებ­რი­ვი აზ­რი და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სი­ახ­ლე­ე­ბიც მა­ში­ნებს. რა­ღაც­ნა­ი­რად, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი რომ არ ვარ, ეს ბევრ რა­მე­ში მაბ­რ­კო­ლებს. სტუმ­რე­ბის თან­დას­წ­რე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვთა­მა­შობ ბედ­ნი­ერ ადა­მი­ანს და ეს ხან გა­მომ­დის, ხან - არა. აუტა­ნე­ლია ის დღე­ე­ბი, რო­ცა გი­ნე­კო­ლო­გებ­თან და­მაპ­რო­წი­ა­ლე­ბენ. თა­ნაც, ექი­მე­ბის კვლე­ვებ­მა შე­დე­გი რომ არ გა­მო­ი­ღო, ახ­ლა ათას­გ­ვარ სი­სა­ძაგ­ლეს მას­ხა­მენ პირ­ში. სად აღარ მი­დი­ან: ექიმ­ბა­შე­ბი, მკითხა­ვე­ბი... მათ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, შთა­მო­მა­ვა­ლი ჰყავ­დეთ, მაგ­რამ კაც­მა არ იცის, ასე ძა­ლი­ან რა­ტომ ჩქა­რო­ბენ?
- ისე­თი ამ­ბა­ვი, რა­საც გვიყ­ვე­ბი, არა მგო­ნია, ბევრს გა­დახ­დე­ნო­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი თუ მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ შენ გვი­ამ­ბე სა­კუ­თა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, მათ რო­გორ აუხ­ს­ნი ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბის მი­ზეზს?
- შე­იძ­ლე­ბა, მარ­თ­ლაც მიც­ნონ. თუმ­ცა, დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ ინ­ტერ­ვი­უს არ წა­ი­კითხა­ვენ. მინ­და, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლა, რჩე­ვა ვთხო­ვო: რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ პრობ­ლე­მას? რო­გორ უძ­ლებ­დ­ნენ იმ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც არ უყ­ვარ­დათ? იქ­ნებ, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლე­ბის რჩე­ვა და­მეხ­მა­როს ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში? მე ხომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, წლე­ბია, მათ გვერ­დით ვცხოვ­რობ და უნე­ბუ­რად, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თ­ვის, რომ ოჯა­ხი მქონ­დეს, სა­ხე­ლი არ გა­მიტყ­დეს... ძა­ლი­ან გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში...
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლის ან ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის­თ­ვის რჩე­ვის მი­ცე­მის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნ­დე­ბათ, მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (27)
28.11.2017
გითანაგრძნობ, მეც გამომიცდია თითქმის იგივე.ქმარს გაუწიე ცოლობა, მეგობრობა და გვერდში ამოუდექი ყველაფერი საშენოდ შეიცვლება დამიჯერე, თუ ქმარი არ შეურაცგყობს, მშრომელია და პატივს გცემს, სიყვარული გაეცი და დაგიბრუნდება... წარსული დაივიწყე, უკან ვერ დააბრუნებ იცხოვრე აწმყოთი, პასუხი გაეცე ყველას მონა არ ხარ!თუ არ შეგიძლია ქმრის შეყვარება მაშინ ჯობია დაშორდე,თუმცა რადგან შეძელი ამდენ ხანს მასთან გეცხოვრაშეიძლება გიყვარს კიდეც და უბრალოდ წარსული გტანჯავს და არ გაძლევს ბედნიერების საშუალებას.
მე
29.01.2017
ამ გოგომ , მირჩიეთ რამეო ის გთხოვათ, თორემ ლანძღვა სახლშიც არ აკლია, რა ადამიანები ხარტ, ზოგიერთი რაებს უწერთ უწერთ
ნუნუ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი