და­კარ­გუ­ლი შვი­ლი...
font-large font-small
და­კარ­გუ­ლი შვი­ლი...

ყო­ველ ჯერ­ზე იმას აკე­თებ­და, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და


"ჩემს ქა­ლიშ­ვილ­ზე მინ­და გი­ამ­ბოთ. მან უც­ნა­უ­რი რამ ჩა­ი­დი­ნა წლე­ბის წინ და ჩვენც, ვი­ნა­ი­დან "თავ­ზე გად­აგ­ვი­ა­რა", ოჯა­ხი­დან მო­ვიკ­ვე­თეთ. თუმ­ცა, ცხა­დია, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მის და­კარ­გ­ვას. უფალს ყო­ველდღე ვე­ვედ­რე­ბი შვი­ლის კარ­გად ყოფ­ნას. მი­სი ნახ­ვის სურ­ვი­ლიც მაქვს, მაგ­რამ არც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მაძ­ლევს ქა­ლიშ­ვილ­თან მის­ვ­ლის უფ­ლე­ბას და ეს ჩემ­მა ვა­ჟებ­მა ან მე­უღ­ლემ რომ გა­ი­გონ, მგო­ნი, მეც მო­მიკ­ვე­თენ. ჰო­და, ორცეცხ­ლ­შუა ვარ. მინ­და, გუ­ლი თქვენ მა­ინც გა­და­გი­შა­ლოთ", - ქალ­ბა­ტონ მა­კას შინ ვეს­ტუმ­რე და მი­სი შვი­ლე­ბიც გა­ვი­ცა­ნი. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ იცოდ­ნენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მათ ჩე­მი თა­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლად წა­რუდ­გი­ნა, მე­რე თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

- აქ სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­გიყ­ვა­ნე. მინ­დო­და გე­ნა­ხა ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ჩე­მი შვი­ლი გა­ი­ზარ­და. არას­დ­როს არა­ფე­რი აკ­ლ­და, მაგ­რამ ხომ ხე­დავ, მა­ინც გაგ­ვექ­ცა, თან ისე, რომ მშობ­ლებ­ზე წა­მი­თაც არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა. ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მი­სი საქ­ცი­ე­ლი და ამი­ტო­მაც ვკა­რით ხე­ლი. არა­და, შვი­ლებს შო­რის ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გად ვექ­ცე­ო­დით. ის ნა­ბო­ლა­რაა და მეტ მზრუნ­ვე­ლო­ბას ვი­ჩენ­დით, ვე­ფო­ფი­ნე­ბო­დით. ყვე­ლა­ზე მე­ტად, ჩე­მი გო­გო­ნა მე­ი­მე­დე­ბო­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ მან გა­მიც­რუა იმე­დი. 14 წლის იყო, რო­ცა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. უც­ნა­უ­რად ჩაც­მა-და­ხურ­ვა და­იწყო. ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს ასა­კის ბრა­ლი იყო და გა­უვ­ლი­და. მი­სი კლა­სე­ლე­ბიც უც­ნა­უ­რად იჩა­ჩე­ბოდ­ნენ და ალ­ბათ, ამი­ტომ ვიმ­შ­ვი­დებ­დით თავს მე და ჩე­მი მე­უღ­ლე. სახ­ლ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა რომ და­იწყო, ეს ძა­ლი­ან არ მოგ­ვ­წონ­და და ჯერ სიტყ­ვი­ერ გაფ­რ­თხი­ლე­ბას ვაძ­ლევ­დით, მე­რე ჩხუბ­ზე გა­და­ვე­დით. ჩემ­მა ქმარ­მა რამ­დენ­ჯერ­მე და­სა­ჯა კი­დეც, მაგ­რამ რაც უფ­რო მე­ტად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დით მის ახი­რე­ბას, ის მით მე­ტად გვი­ჯი­უტ­დე­ბო­და და ყო­ველ ჯერ­ზე იმას აკე­თებ­და, რაც არ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და. ძმე­ბიც გა­და­იმ­ტე­რა. მე­უბ­ნებ­დ­ნენ: დე­და, შენს შვილს მი­ხე­დე, თო­რემ ერ­თხე­ლაც თავს მოგ­ვაკ­ლე­ვი­ნებს, ისე იქ­ცე­ვაო. ბი­ჭე­ბი კუდ­ში დას­დევ­დ­ნენ, გო­გოს ეს არ მოს­წონ­და და მათ თავს არი­დებ­და, ეკა­პა­სე­ბო­და, ჩხუბს შუა ქუ­ჩა­შიც არ ერი­დე­ბო­და. მოკ­ლედ, რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და ამან მთე­ლი ოჯა­ხი აგ­ვა­ფო­რი­ა­ქა. ბი­ჭებ­თან, მა­თი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში არ გვქო­ნია ისე­თი გა­წევ-გა­მო­წე­ვა, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბიც გო­გო­ნამ შეგ­ვიქ­მ­ნა. ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ეს სა­კითხი მტკივ­ნე­უ­ლია და ბევრს ექ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლი.
- ასეთ დროს მშოOბლები ცდი­ლო­ბენ, შვი­ლი ფსი­ქო­ლოგს და­ა­ლა­პა­რა­კონ ან სხვა რა­ღა­ცე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სონ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შვი­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის ძა­ლას თქვენც არ და­ი­შუ­რებ­დით.
- დი­ახ, ასე იყო, მაგ­რამ შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ. ვერც ფსი­ქო­ლოგ­მა გვიშ­ვე­ლა და ვერც ჩვენ ვუშ­ვე­ლეთ შვილს. ვერ ავა­რი­დეთ პრობ­ლე­მები და უპა­ტი­ე­ბე­ლი შეც­დო­მაც და­უშ­ვა. ხან ვეჩხუ­ბე­ბო­დით, ხან ვე­ფე­რე­ბო­დით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ამაო იყო. თა­ვის­ნათ­ქ­ვა­მა გახ­და და გარ­შე­მო არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. თავს მხო­ლოდ იმით ვი­ნუ­გე­შებ­დით, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გონს მო­ე­გე­ბო­და, დამ­შ­ვიდ­დე­ბო­და.
- ისე­თი რა ჩა­ი­დი­ნა, რომ ვერ აპა­ტი­ეთ?
- ახ­ლა­ვე გეტყ­ვით. 16 წლი­სა ექ­ს­კურ­სი­ა­ზე წა­ვი­და, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად. გა­მოგ­ვიცხა­და, ვარ­ძი­ა­ში მივ­დი­ვართ, მთე­ლი კლა­სი და ხომ იცით, რომც არ მი­ვი­ღო თქვენ­გან ნე­ბარ­თ­ვა, მა­ინც წა­ვა­ლო. ვუთხა­რი: წა­დი, შვი­ლო, ექ­ს­კურ­სი­ას ვინ და­გიშ­ლის, მაგ­რამ ორ­დღი­ა­ნია და რო­მელ ძმა­საც ეც­ლე­ბა, ის გა­მოგ­ყ­ვე­ბა, ჩვენც რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ-მეთ­ქი. ლა­მის გა­და­ი­რია, - პა­ტა­რა აღარ ვარ. შე­მეშ­ვით, თო­რემ ასეთ შეზღუდ­ვებს სა­ნა­ნებ­ლად გა­გიხ­დით. რო­მელ ჩემს თა­ნა­ტოლს დაჰ­ყ­ვე­ბა დედ-მა­მა და და-ძმე­ბი, მე რომ გა­მომ­ყ­ვე­სო? მე­რე მის კლა­სელ გო­გო­ნას და­ვუ­რე­კე და გა­მოვ­კითხე, ვინ მი­დი­ო­და ამ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე, მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მიჰ­ყ­ვე­ბო­დათ? იმან და­მამ­შ­ვი­და, - სა­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­დი­სო. მე­რე მინ­დო­და, პე­და­გოგ­თა­ნაც და­მე­რე­კა, მაგ­რამ მო­მე­რი­და ღა­მით მი­სი შე­წუ­ხე­ბა და ეს ამ­ბა­ვი დი­ლის­თ­ვის გა­დავ­დე, დი­ლით კი სხვა საქ­მე გა­მო­მიჩ­ნ­და და მი­მა­ვიწყ­და. თან მე­გო­ნა, ქა­ლიშ­ვი­ლის კლა­სე­ლი გო­გო­ნა არ მო­მატყუ­ებ­და, რად­გან სხვებ­თან შე­და­რე­ბით, ის ყვე­ლა­ზე ნორ­მა­ლუ­რი და გო­ნი­ე­რი იყო - ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შო­რი­დან ასე ჩან­და... იმ სა­ღა­მოს ჩემს ქმარს ექ­ს­კურ­სია რომ ვუხ­სე­ნე, სახ­ლი და­ინ­გ­რა მა­მა-შვი­ლის კა­მა­თის­გან. ბო­ლოს კი ცხა­დია, ბავ­შ­ვ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და წა­ვი­და. ამა­ში მცი­რე­ო­დე­ნი წვლი­ლი მეც მი­მიძღო­და, - მას­წავ­ლე­ბელ­თან კონ­ტაქ­ტი სულ მექ­ნე­ბა-მეთ­ქი, - ქმა­რი და­ვა­ი­მე­დე. მოკ­ლედ, დი­ლით ხომ წა­ვიდ­ნენ ამ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე და შუ­ადღეს დავ­რე­კე პე­და­გოგ­თან. გა­უკ­ვირ­და: რა ექ­ს­კურ­სია? ბავ­შ­ვე­ბი არ­სად წა­მიყ­ვა­ნიაო. ლა­მის გავ­გიჟ­დი, მაგ­რამ რა­ღა დრო­სი იყო? აღ­მოჩ­ნ­და, რომ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი გა­პა­რუ­ლა. ვიდ­რე ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ, ვერ დავ­მ­შ­ვიდ­დი და ქმარ­საც ვატყუ­ებ­დი: ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვთ, ბავ­შ­ვებს ვუ­რე­კავ და ჭკვი­ა­ნად არი­ან-მეთ­ქი. სულ გავ­ჭა­ღა­რავ­დი იმ დროს დარ­დის­გან, მაგ­რამ რა მექ­ნა, სად მე­ძებ­ნა გა­და­რე­უ­ლი ბავ­შ­ვე­ბი?.. რო­გო­რც იქ­ნა, გა­ვი­და ორი დღე და დაბ­რუნ­დ­ნენ. ამო­ვი­სუნ­თ­ქე. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ჩე­მი გო­გო­ნა გა­ლა­ღე­ბუ­ლიც კი იყო. ვცა­დე გა­მო­მე­კითხა ექ­ს­კურ­სი­ის ამ­ბე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, მშრა­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე.
ამ ექ­ს­კურ­სი­ის მე­რე ვხე­დავ­დი, თვალ­სა და ხელს შუა იც­ვ­ლე­ბო­და. რა­ღაც უფ­რო მე­ტად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გახ­და, ტან­საც­მელ­საც სხვა­ნა­ი­რად იც­ვამ­და, ხში­რად ტი­რო­და... ცხა­დია, ვცა­დე მი­ზე­ზებ­ში ჩაწ­ვ­დო­მა, მი­სი და­ქა­ლე­ბიც დავ­კითხე, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. უფ­რო მე­ტიც, რო­მე­ლი­ღაც მე­გო­ბარ­მა მო­ახ­სე­ნა: დე­და­შენ­მა რა­ღა­ცე­ბი მკითხაო და სახ­ლ­ში აფოფ­რი­ლი დაბ­რუნ­და, ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და. - თუ რა­მე გინ­და, მე მკითხე. ისე ნუ იქ­ცე­ვი, თით­ქოს ერ­თი წლის ვი­ყო. შე­ნი ზედ­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბა არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. ახ­ლა ისე­თი­ვე ქა­ლი ვარ, რო­გო­რიც შე­ნო.
მა­ლა სა­დარ­დე­ბე­ლი, სა­ნამ­დეც შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლამ გა­ვი­გეთ, რომ ფეხ­მ­ძი­მედ იყო. მე­რე ძმებ­მა და მა­მამ იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­დეს, სი­მარ­თ­ლე ეთ­ქ­ვა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი იმ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე მოხ­და. ამი­ტო­მაც მო­მეჩ­ვე­ნა ვარ­ძი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­ოც­რად შეც­ვ­ლი­ლი.
- ალ­ბათ, შვილს მუც­ლის მოშ­ლა აიძუ­ლეთ და ამას გა­ნიც­დით, არა?
- ჩე­მი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი გა­და­ი­რივ­ნენ: შე­ნი ბრა­ლია, რომ გა­ვუშ­ვით იმ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე. აი, ხომ ხე­დავ, რა შე­დე­გი მი­ვი­ღე­თო! სხვა­თა შო­რის, ამას დღემ­დე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ და მეც ვი­ტან, სხვა რა გზა მაქვს?.. სი­მარ­თ­ლე რომ გა­ი­გეს, მომ­თხო­ვეს: წა­იყ­ვა­ნე ექიმ­თან, რომ ეს სირ­ცხ­ვი­ლი აგ­ვა­შო­რო­სო. წა­ვიყ­ვა­ნე, ისიც მორ­ჩი­ლად გა­მომ­ყ­ვა ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად. ეტყო­ბა, ამის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ გი­ნე­კო­ლოგ­თან მარ­ტო მის­ვ­ლა ვერ გა­ბე­და... აღ­მოჩ­ნ­და, რომ უკ­ვე 4 თვის ორ­სუ­ლი იყო და მუ­ცელს აბა, ვინ მო­უშ­ლი­და? შინ ისევ ფეხ­მ­ძი­მე რომ და­ვაბ­რუ­ნე, ოჯა­ხი ლა­მის თავ­ზე და­მექ­ცა. სად რა დაფ­რი­ნავ­და, ვე­რა­ვინ გა­არ­ჩევ­და... იმ პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი მი­ვა­ტო­ვე, მოვ­კი­დე ჩემს გო­გო­ნას ხე­ლი და რუ­სეთ­ში წა­ვე­დით. ვი­თომ ამით დავ­ფა­რავ­დით რე­ა­ლო­ბას. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ისე მოხ­და, რომ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო და რუ­სეთ­ში მშო­ბი­ა­რო­ბაც ტყუ­ი­ლი გას­რო­ლა იყო. ბო­ლოს და ბო­ლოს, უკ­ვე გა­ჩე­ნილ ბავშვს ხომ არ გავ­ყიდ­დით ან კი რო­გორ დათ­მობ­და ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი თა­ვის პა­ტა­რას? ამის გა­კე­თე­ბას მეც ვერ ვა­ი­ძუ­ლებ­დი, რა­მე­თუ ვი­ცი, რა არის შვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი. რა­ღაც დრო­ით რუ­სეთ­ში დავ­ტო­ვე, მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი და სწო­რედ მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ სი­სუ­ლე­ლე იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მი­სი წაყ­ვა­ნა: შინ შევ­დ­გი თუ არა ფე­ხი, ტე­ლე­ფო­ნი აწ­კ­რი­ალ­და და არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა - მი­რე­კავ­დ­ნენ, შვი­ლის ამ­ბებს მე­კითხე­ბოდ­ნენ.... სახ­ლ­შიც ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლი დამ­ხ­ვ­და, კა­ცებს ვე­ღარ ვცნობ­დი, სულ "ნერ­ვებ­ზე ის­ხ­დ­ნენ", ყვე­ლა­ფერ­ზე ყვი­როდ­ნენ. უცებ, ჩე­მი თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დეს­პო­ტე­ბად იქ­ც­ნენ და მო­ითხოვ­დ­ნენ, შვი­ლი თა­ვი­დან მო­მე­შო­რე­ბი­ნა, - მი­სი და­ნახ­ვაც არ გვინ­და, ჩვენ შოOრის არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეო. მე­რე მკითხეს, - ვინ არის ბავ­შ­ვის მა­მა, რომ პა­სუ­ხი აგო­სო? ეს მარ­თ­ლა არ ვი­ცო­დი, შვილს ვე­რაფ­რით და­ვაც­დე­ნი­ნე სი­მარ­თ­ლე. მე­რე მის მე­გობ­რებს მი­უც­ვივ­დ­ნენ და ერთ-ერ­თის­გან გა­ი­გეს კი­დეც იმ ბი­ჭის ვი­ნა­ო­ბა. ცხა­დია, იმ დღეს­ვე მი­ად­გ­ნენ მას სახ­ლ­ში და მი­აღ­წი­ეს იმას, რომ არას­რულ­წ­ლო­ვანს შვილ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აეღო სა­კუ­თარ თავ­ზე. მის მშობ­ლებ­საც მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­შორ­დით. თუმ­ცა, მივ­ხ­ვ­დი ერთს: მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩემს შვილს მა­მა და ძმები კარ­გა ხანს არ მი­ი­ღებ­დ­ნენ! ვი­მე­დო­ვნებ­დი, რომ წლე­ბი ყვე­ლა­ფერს და­ვიწყე­ბას მის­ცემ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და.
- ანუ თქვე­ნი გო­გო­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­ზე და­ქორ­წინ­და, ხომ?
- ფორ­მა­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. რამ­დე­ნი­მე თვე იცხოვ­რეს ერ­თად და მე­რე და­შორ­დ­ნენ. ბავშვს უბ­რა­ლოდ, მა­მის გვა­რი აქვს და ალი­მენ­ტ­საც უხ­დი­ან. პა­ტა­რა ვაჟ­კაცს მა­მის მშობ­ლე­ბი ჰპატ­რო­ნო­ბენ, ბი­ნაც კი მის­ცეს.
- თქვე­ნი გო­გო­ნა შვილ­თან ერ­თად, მარ­ტო ცხოვ­რობს?
- არა, საქ­მე ის არის, რომ შეც­დო­მას შეც­დო­მა და­ე­მა­ტა. თუმ­ცა, ამა­ში უკ­ვე მას აღარ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. რო­ცა მარ­ტო დარ­ჩა და ჩვენც უარი ვთქვით მას­ზე და მის შვილ­ზე, რა­ღა­ცით ხომ უნ­და ერ­ჩი­ნა თა­ვი? მხო­ლოდ ის თან­ხა, რა­საც მა­მა ბავშვს აძ­ლევ­და, ცხა­დია, საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბო­და. ჰო­და, ად­გა და რეს­ტო­რან­ში, მიმ­ტა­ნად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ეს რომ გა­ი­გეს, სულ გა­და­ი­რივ­ნენ ჩე­მი შვი­ლე­ბი. უნ­დო­დათ, მი­ვარ­დ­ნოდ­ნენ სამ­სა­ხურ­ში და მის­თ­ვის "ჭკუა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ", მაგ­რამ ჩემ­მა ქმარ­მა იყო­ჩა­ღა: შე­ეშ­ვით, ჩვენ ხომ მო­ვიკ­ვე­თეთ და ისემც უქ­ნია, წყალს წა­უ­ღიაო... იმა­ნაც, თურ­მე რეს­ტო­რან­ში გა­იც­ნო ვი­ღაც ფე­რად­კა­ნი­ა­ნი, რო­მელ­მაც შვი­ლი­ა­ნი გო­გო მი­ი­ღო და ახ­ლა ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. რო­გორც გა­ვი­გე, ბედ­ნი­ე­რია თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნით, მაგ­რამ ფე­რად­კა­ნი­ა­ნი კა­ცის სახ­ლ­ში შეშ­ვე­ბას კი­დევ ერთ დიდ სი­სუ­ლე­ლედ უთ­ვ­ლი­ან ჩე­მი ქმა­რიც და შვი­ლე­ბიც. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვე­რა­ნა­ი­რი დრო ვერ გან­კურ­ნავს მათ იარებს - ისი­ნი ჩემს ნა­ბო­ლა­რას აღა­რას­დ­როს მი­ი­ღე­ბენ ოჯახ­ში. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ყვე­ლა­ფერს. ეს ამ­ბა­ვი აუცი­ლებ­ლად შე­მი­წი­რავს... უფ­როს­მა შვილ­მა ცო­ლი მო­იყ­ვა­ნა. სა­უცხოო რძა­ლი მყავს. მან ყვე­ლა­ფე­რი იცის და ჩემ­თან ერ­თად, ბევ­რ­ჯერ უტი­რია, რო­ცა შვილ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და ქმარ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ქმარმა აუკ­რ­ძა­ლა: თუ კი­დევ ერ­თხელ დაგ­ც­დე­ბა ჩემს და­ზე სიტყ­ვა, იცო­დე, შენც მას მიჰ­ყ­ვე­ბი და ჩვენს სახ­ლ­ში ფეხს აღა­რას­დ­როს შე­მოად­გა­მო. ჰო­და, ახ­ლა იმა­ნაც ჩა­ი­გუ­ბა პირ­ში წყა­ლი. შავ დღე­ში ვარ. არც ერთ დე­დას არ ვუ­სურ­ვებ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას. და­ი­ლო­ცოს ეს ინ­ტერ­ნე­ტი. "ფე­ის­ბუ­კის" წყა­ლო­ბით ხში­რად ვნა­ხუ­ლობ ქა­ლიშ­ვილს და მი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვა­ჟის სუ­რა­თებს. ვი­ცი, რომ ბედ­ნი­ე­რია და უფალს მეც სწო­რედ იმას ვთხოვ, რომ კარ­გად იყოს. გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა, ვე­რა­ფერ­ში რომ ვერ ვეხ­მა­რე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, მას­ზეც ხომ მაქვს ამა­გი, ისიც ხომ მიყ­ვარს?! მე ხომ გან­ვიც­დი და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი მე­უღ­ლე ორ­მა­გად გა­ნიც­დის ქა­ლიშ­ვილს ხე­ლი რომ ჰკრა. ის ხომ მი­სი ნე­ბი­ე­რა იყო, ყო­ველ­თ­ვის თავს დაჰ­ფო­ფი­ნებ­და. მოტყ­და კი­დეც კა­ცი მას მე­რე, რაც ქა­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვა აიკ­რ­ძა­ლა. თუმ­ცა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ აძ­ლევს უფ­ლე­ბას, მი­სი ნახ­ვის საშუUალება თუნ­დაც, მე მომ­ცეს და გუ­ლი და­იმ­შ­ვი­დოს კარ­გი ამ­ბე­ბის გა­გე­ბით. ვინ იცის, ეგე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით ისიც ნა­ხუ­ლობს შვი­ლიშ­ვი­ლის სუ­რა­თებს და შო­რი­დან ეფე­რე­ბა, მაგ­რამ ეს არა­ფე­რი ნუ­გე­შია ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რიც უნ­და იყოს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მშობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მა აკ­ლია და გა­ნიც­დის წარ­სულ­ში მომ­ხ­დარს; თან ბედ­ნი­ე­რია, რად­გან ამ შეც­დო­მის წყა­ლო­ბით, გვერ­დით ჰყავს სა­ო­ცა­რი არ­სე­ბა, რომ­ლის გა­მოც სი­ცოცხ­ლეს დათ­მობს ისე­ვე, რო­გორც მე - მის გა­მო.
- თუ ასე გე­ნატ­რე­ბათ, ერ­თხელ მა­ინც რო­გორ ვერ დასძ­ლი­ეთ ში­ში, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და არ ნა­ხეთ?
- ბევ­რ­ჯერ ვცა­დე, მაგ­რამ მა­­ში­ნებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის რე­აქ­ცია, სი­მარ­თ­ლე რომ გა­ი­გონ. არ მინ­და, სხვე­ბიც დავ­კარ­გო. მირ­ჩ­ე­ვ­ნია, ასე, შო­რი­დან მი­ვე­ფე­რო ჩე­მებს და მოვ­კ­ვ­დე დარ­დის­გან, ვიდ­რე ოჯახს მეც ვატ­კი­ნო. მი­სი ერ­თი და­ქა­ლის­გან, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვო­ბი­დან შე­მორ­ჩა, დღემ­დე ვიგე­ბ ამ­ბებს და რო­ცა ძა­ლი­ან უჭირს, შო­რი­დან ვეხ­მა­რე­ბი - ესეც აღ­სა­რე­ბა თქვენ­თან, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა არ იცის, ვინ უმარ­თავს ხელს დი­დი გან­საც­დე­ლის დროს. ის გო­გო­ნა ახერ­ხებს და თან­ხას ყო­ველ ჯერ­ზე, ისე აწ­ვ­დის, რომ ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი არა­ფერ­ში და­ეჭ­ვ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ად­რე­ვად და­მა­ბე­რა და გუ­ლი მო­მიკ­ლა, მის სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვინ გა­და­მაჩ­ვევს. ჰო­და, მინ­და, თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბა ვუ­სურ­ვო! ვუ­სურ­ვო, ოდეს­მე ოჯახ­ში და­ბრუ­ნე­ბის საშუალება მი­ე­ცეს, რომ ამით მეც ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი. თუნ­დაც, სიკ­ვ­დი­ლის წინ მა­ინც მო­მე­ცეს მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბის საშუალება, ეს შვე­ბა იქ­ნე­ბა ჩემ­თ­ვის, ამ ქ­ვეყ­ნი­დან გამ­გ­ზავ­რე­ბი­სას.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (23)
02.11.2016
ასეთი სუსტი და არარაობა თუ ხარ არც შვილს სჭირდები და არც შვილიშვილს. იმის მაგიერ რომ შვილს გვერდში დასდგომოდი სახლსი თბილ ლოგინში ამჯობინე წოლა. შეცდომა სიყვარულმა დააშვებინა. თქვენი უაზრო ამაყი ქმარშვილი უნდა მიგეტოვებინა და გოგოსთან ერთად გეცხოვრა. აი მაშინ იქნებოდი ნანდვილი დედა.
ლალირ
02.11.2016
ეს ეხლა ზღაპარია თუ კიდევ არსებობს ჩვენში, ასეთი გადმონაშთები, არა სანამ ეს თაობა, ანუ ჩემი არ გადაშენდება არაფერი გვეშველება ვაი თქვენს პატრონს უბედურს
მირა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი