კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა
font-large font-small
კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა
სულ 5-6 თვე იცხოვრეს ერთად, ნაქირავებ ბინაში

"ვეძებ მამას, რომელმაც დედაჩემი და მასთან ერთად მეც, წლების წინ მიგვატოვა. მინდა, გავიცნო, თვალებში ჩავხედო და ვკითხო: რატომ მოგვექცა ასე? შეძლებს თუ არა ჩემსავით მიატოვოს ის შვილები, რომლებიც სავარაუდოდ, სხვა ქალისგან ჰყავს? მინდა, ჩემი და-ძმებიც გავიცნო. გთხოვთ, დამეხმარეთ ამ ოცნების ასრულებაში. იქნებ თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ ვინმე მისიანი გამომეხმაუროს. მადლობა წინასწარ!" - წერილის ავტორი ვიკი თევზაძეა. მას დედის გვარი აქვს, რადგან ბიოლოგიურმა მამამ მისთვის გვარიც ვერ გაიმეტა. ვიკი ახლა 27 წლის არის.


- დედისგან ვიცი, რომ ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს. დედა მაშინ სტაჟიორი ექთანი იყო, მამა კი სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი მიიყვანეს და მას კარგა ხანს სწორედ დედა უვლიდა. თურმე, იქ გაუჩნდათ გრძნობა. მერე მამა გაწერეს და დედას ის კარგა ხანს არ უნახავს. რამდენიმე თვის შემდეგ გამოეცხადა თურმე და მას მერე უკან დასდევდა, მოსვენება დაუკარგა. როცა მიხვდა, რომ გოგო ყურებამდე იყო შეყვარებული, ცოლობას დაჰპირდა და სახლში მიიყვანა. ფაქტობრივად, გაიპარნენ. რამდენიმე დღე მარტო ცხოვრობდნენ. ჩემი ბებია-ბაბუა კი მისულან ქალიშვილის სანახავად და გაჰკვირვებიათ, სიძის ოჯახის წევრები რომ არ დაუხვდნენ სტუმრებს, მაგრამ მამას თავი ასე უმართლებია მათ წინაშე: ჯერ მინდა, ცოლთან ყოფნით დავტკბე და ცოტა ხანში ჩემს სახლშიც დაგპატიჟებთ. ჩემები ახლახან წავიდნენ, რადგან არ გელოდებოდითო. თურმე, დედას გაუკვირდა, ასეთი ტყუილი რაში დაგჭირდაო? მაგრამ კაცმა ანიშნა, გაჩუმდი, ასეა საჭირო, თორემ წაგიყვანენო. მერე თურმე, ისე ილაპარაკა თავის ოჯახზე, რომ ბებია-ბაბუას უფიქრიათ, ავშენდით, ნამდვილად კარგი სიძე გვეყოლებაო. სინამდვილეში, თურმე მამას სხვა ცოლი ჰყოლია და დედას შერთვა არც უფიქრია. მასთან უბრალოდ, ერთი ღამის გატარება უნდოდა, ეს ჟინი კლავდა და ამიტომაც წაიყვანა სახლში, მოტყუებით. პირველი ორი დღე რომ არავინ მიაკითხათ, იფიქრა თურმე, ეს გოგო უპატრონოა, როგორც მინდა, ისე მოვექცევიო. მერე კი, როცა სასიდედრო და სასიმამრო ნათესავებთან ერთად დაადგნენ თავს, სხვა რა გზა ჰქონდა და მათ ტყუილებით გამოუჭედა თავი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა უკვე მიხვდა, რომ ღრმად შეტოპა და ასე გაგრძელებაც შეუძლებელი იყო, დედას გამოუტყდა: ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ახლა არ ვიცი, რა მოხდება. ცოლი მყავს და შენ ვერ შეგირთავ. ნამდვილი ნაძირალა ვარ და თუ გინდა, აქვე მომკალიო. დედა ძალიან გაბრაზებულა, მაგრამ მისი მოკვლაც ვერ გაუბედავს. სახლში დაბრუნებულა, გამწარებული. შინ მისულს, მშობლებისთვის უთქვამს: ჩემი საქმრო მოკვდა! მისი სახელიც აღარ მიხსენოთ, თორემ მეც მის გზას გავყვებიო. გადარეულა ბაბუა, - რას ამბობო? მერე წასულა იმ სახლში, უძებნია სიძე, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნო. იმ ბინაში კი თურმე, მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, რომლისგანაც რამდენიმე დღით უქირავებია ოთახი. დიდხანს ეძებდა ბაბუ და იმუქრებოდა, - არ ვაცოცხლებ ჩემი ოჯახის შემარცხვენელსო, მაგრამ ვერსად მიაგნო. დედა კი სახელსაც არ ახსენებდა მისას, ვერაფერი დააცდენინეს.

- მას მერე აღარ უნახავს დედათქვენს ის კაცი?

- როგორ არა! რამდენიმე თვის მერე საავადმყოფოში მიაკითხა თურმე. დედას კივილი აუტეხია, - ახლავე აქედან წაეთრიეო. ისტერიკა დამართნია და ნერვიულობის ნიადაგზე, გულიც წასვლია, ძლივს მოუბრუნებიათ. მეორე დღესაც მიაკითხა. თურმე, საავადმყოფოს გასასვლელთან ელოდა მთელი დღე. როცა შინისკენ მიმავალს მოჰკრა თვალი, უკან აედევნა და შუა ქუჩაში დაუწყო სიყვარულის ახსნა. დედა მიყვებოდა: იმდენი ილაპარაკა, ტვინი ამირია. მითხრა, რომ ცოლს დაშორდა ჩემ გამო. მემუდარებოდა, ოღონდაც შემირიგდი და შენ გამო სიცოცხლესაც დავთმობო. დედას ეს კაცი ძალიან უყვარდა. ჰოდა, იმანაც ამით ისარგებლა, დროთა განმავლობაში, ქალის გული ისევ მოიგო. დედას ის სახლში წაუყვანია და მამასაც ოფიციალურად უთხოვია მისი ხელი. ბაბუა თურმე, თავიდან სახლში არ უშვებდა, მაგრამ "ნამუსის მოსაწმენდად" და შვილის ხათრით, მაინც მიათხოვა ქალიშვილი.

- მათთან ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მარტო მივიდა?

- მარტო რომ მისულიყო, ალბათ, აღარ ენდობოდნენ. ძმა მიუყვანია, რძალი და რამდენიმე მეგობარი... მოკლედ, სამ დღეში წაიყვანეს დედა. სულ 5-6 თვე იცხოვრეს ერთად, ნაქირავებ ბინაში. მამას ბინა პირველი ცოლისთვის დაუთმია, მშობლების სახლში კი ვეღარ დარჩებოდა, რადგან იქ მისი ძმა ცხოვრობდა, თავის ცოლ-შვილთან ერთად... დედა მუშაობდა, ის კი კაცმა არ იცის, მთელი დღე სად დადიოდა, მაგრამ ფულს მშობ­ლებისგან ყოველდღე იღებდა. მერე დედა დაფეხმძიმებულა და როგორც ამბობს, მას მერე ისევ აერიათ ურთიერთობა: შინ სულ მთვრალი მოდიოდა ან რამდენიმე დღით იკარგებოდაო. მერე მიმხვდარა, რომ ყოფილ ცოლთან განაახლა ურთიერთობა. როცა დედას პრეტენზია გამოუთქვამს, მამამ წამოაყვედრა: შენ წაართვი იმას ჩემი თავი და ახლა სამდურავი რა გაქვს? რა პრობლემაა, ხან შენთან ვიქნები, ხანაც იმასთან, ჩემ გარდა მაინც სხვა გზა არ გაქვს, სითბოს კი ორივეს გაგინაწილებთო. დედა ამბობს, ამ სიტყვების გაგონებისთანავე გაქრა ჩემი სიყვარული. თბილი გრძნობა სიძულვილმა ჩაანაცვლა და ერთ დღეს, როცა სახლში არ იყო, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და დაქალის სახლში გადავედი საცხოვრებლადო.
თურმე, მშობლებთან მისვლის შერცხვა და გადაწყვიტა, დამოუკიდებლად ეცხოვრა, გზა გაეკვალა, ჯერ კიდევ არდაბადებულ შვილზე მარტოს ეზრუნა. პირველ ხანებში თურმე, მამა ძალიან აწუხებდა, შინ უვარდებოდა. ამიტომ მისი მეგობარი იძულებული გახდა, დედას ძმისთვის ეთქვა სიმართლე. მერე ყოფილა "საქმის გარჩევები", ერთმანეთის ცემა-ტყეპა და საბოლოოდ, მას აუკრძალეს დედასთან მიახლოებაც კი. თურმე, როცა მე გავჩნდი, მამის დედამ ერთხელ მნახა, მამას კი უთქვამს: კაცმა არ იცის, ის ბავშვი ვისიაო. მას შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ. როგორც დედა ამბობს, მერე ის რუსეთში წავიდა და უკან აღარც დაბრუნებულა. მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ მატყუებენ. ეშინიათ, ამ კაცთან ურთიერთობა არ აღვადგინო...

- მამა პროფესიით ვინ არის?

- ღვინის ტექნოლოგია, თუ არ ვცდები... ბევრს ვეცადე, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი. ალბათ, ოჯახი ჰყავს და შვილებიც. ძალიან მინდა გავიცნო, თვალებში ჩავხედო და გავიგო, სინამდვილეში როგორი ადამიანია? როგორ შეეძლო, ასე სასტიკად მოჰქცეოდა ქალს, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ან შვილი როგორ მიმატოვა. მისთვის ხომ პირველი ვიყავი.

- მამა რა გვარია?

- კოპაძეა... სულ ესაა, რაც მამის შესახებ დედამ მიამბო, სხვა არაფრის გახსენება არ სურს და მეც არ ვაძალებ. მესმის, მისი გახსენება გულს სტკენს და რაც მიამბო, ესეც საკმარისია... ქმართან დაშორების შემდეგ, დედას ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ არ გათხოვდა. კაცებს აღარ ენდობა და მეც სულ იმას ჩამჩიჩინებს, - ყურადღებით იყავი, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროო. დედა ექთანად მუშაობს დღემდე. მეც მაქვს ჩემი შემოსავალი და მატერიალურად ბიძაც გვეხმარება, რომელსაც რამდენიმე მაღაზია აქვს თბილისში. ასე რომ, მამის "ფულები" არაფერში მჭირდება. უბრალოდ, მასთან გასაუბრება მსურს. არ ვიცი, მას ოდესმე "მამას" დავუძახებ თუ არა ან შევძლებ კი იმის პატიებას, რაც დედამ მის გამო გადაიტანა, მაგრამ მაინც, აუცილებლად უნდა გავიცნო. მზად ვარ იმისთვისაც, რომ გული მატკინოს. მე მაქვს უფლება, ვიცნობდე და ვიცოდე, მყავს თუ არა და ან ძმა.
სიმართლე გითხრათ, ის უფრო მეტად მაინტერესებს, ისევ პირველ ცოლთან არის თუ სხვა შეირთო? იმედია, ცოცხალია და გამომეხმაურება. ბებია-ბაბუასაც სიამოვნებით შევხვდებოდი. სამწუხაროდ, დედის მხრიდან ბებო აღარ მყავს და ამას ძალიან განვიცდი. მამის დედა მის მაგივრობას ვერასდროს გამიწევს, მაგრამ მაინც, სიამოვნებით ვიქნებოდი მისი შვილიშვილი.

- დედამ იცის, მამას რომ ეძებ?

- არა, არ იცის და იმედია, ამას რომ გაიგებს, ძალიან არ გამიჯავრდება. მზად ვარ, მამას ჩუმად შევხვდე თუნდაც, მხოლოდ ერთხელ და მერე ისევ გავწყვიტოთ ურთიერთობა. მაინტერესებს, ამ კაცს რითი ვგავარ. იქნებ რაიმე არასწორად ვიცი და დედა შეცდა რაიმეში?.. ერთხელ დედას ვკითხე, იმ კაცის მშობლები, ძმა ტერიტორიულად სად ცხოვრობენ-მეთქი? - და გადაირია, - შენ რა, მათ მოძებნას აპირებო? უკან დავიხიე და მას მერე, მსგავსი კითხვა აღარ დამისვამს. ახლა ისღა დამრჩენია, ნათესავები მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვეძებო. იქნებ გამოვიდეს რამე.
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaiaWgmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
10.10.2016
დედა დააფასე და იმ ნადზირალის ძებნას შეეშვი ტუ გმერტი გწამს რა! რაში გამოგადგებიან საერთოდ?? თან დედასთვის რომ უთქვამს მე რავი ვისგან გააჩინაო,ჰმ ეგეთ მამას ეძებ? შEნ ალბათ ფიქრობ რომ მილიარდელი მამიკო გაგეჩითება! დდდ დედას ეცი პატივი და იჯექი ქერქში!
ეუფფფ
19.06.2016
მეც შენნაირ სიტუაციში ვარ მეც დედის გვარზე ვარ..მე უბრალოდ მარტო ის მინდა ჩემი ძმები გავიცნო.
მმმმ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი