"არ მინ­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი­დან მიც­ნობ­დ­ნენ" - რას სთხოვს შვი­ლებს ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი
font-large font-small
"არ მინ­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი­დან მიც­ნობ­დ­ნენ" - რას სთხოვს შვი­ლებს ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი
გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი კითხ­ვის დას­მა­საც ვერ ვა­ბამ­დი თავს...

ბა­ტონ ოთარს მის­სა­ვე ბი­ნა­ში შევ­ხ­ვ­დი. ჯერ შვი­ლე­ბის, ყო­ფი­ლი ცო­ლის ფო­ტო­ე­ბი მიჩ­ვე­ნა, შემ­დეგ კი მი­ამ­ბო სა­კუ­თარ სა­წუ­ხარ­ზე. ში­გა­და­შიგ ტი­რილ­საც არ ერი­დე­ბო­და და ზოგ­ჯერ ისე მოთ­ქ­ვამ­და, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი კითხ­ვის დას­მა­საც ვერ ვა­ბამ­დი თავს...
მი­ამ­ბო, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დ­ნენ, მე­რე კი ეს სა­თუ­თად მოვ­ლი­ლი ოჯა­ხი ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლა. ახ­ლა ნა­გი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს იმ იმე­დით, რომ ოდეს­მე შვი­ლე­ბი მა­მას თვა­ლებ­ში ჩა­ხე­და­ვენ და გულ­წ­რ­ფე­ლად, ძვე­ლე­ბუ­რად ეტყ­ვი­ან: "მა­მა, გვიყ­ვარ­ხარ!"
- ოჯა­ხი რომ შევ­ქ­მე­ნი, ჯერ კი­დევ უწ­ვე­რულ­ვა­შო ბი­ჭი ვი­ყა­ვი. ერ­თ­მა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. კლა­სე­ლე­ბი გახ­ლ­დით. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა კი­კი­ნე­ბი­ა­ნი გო­გო. თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ, ბავ­შ­ვუ­რად გა­მოვ­ხა­ტავ­დი სიყ­ვა­რულს, სულ მის გვერ­დით დგო­მას თუ დაჯ­დო­მას ვცდი­ლობ­დი, ოკ­რო­ბოკ­რო ასო­ე­ბით წე­რი­ლებს ვწერ­დი... მე­რე სხვა მო­მე­წო­ნა და მას­თან მხო­ლოდ ვმე­გობ­რობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით მე­ექ­ვ­სე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, რომ თი­ნა­ზე მთე­ლი გუ­ლით ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რას აღარ ვა­კე­თებ­დი, მის­თ­ვის თა­ვი რომ მო­მე­წო­ნე­ბი­ნა. მახ­სოვს, მშობ­ლებს ვთხო­ვე, - კა­რა­ტე­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეთ, პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვ­რის შეს­წავ­ლა მინ­და-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. მსურ­და, ის ყვე­ლა­ფე­რი მცოდ­ნო­და, რა­საც თი­ნა აღ­მერ­თებ­და. მე­რე ცეკ­ვა­ზეც შე­ვე­დი. სხვა­თა შო­რის, ნი­ჭი აღ­მო­მაჩ­ნ­და და რა­ი­ონ­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ მე­ა­თე-მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და­ვიწყე; ქუ­ჩა­ში დგო­მამ თა­ვი­სი ქნა - მუ­სი­კა­საც შე­ვეშ­ვი და ცეკ­ვა­საც. თა­ნაც, უკ­ვე თა­ვი ქუდ­ში მქონ­და, თი­ნას გუ­ლი მე მე­კუთ­ვ­ნო­და.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, ოჯა­ხი რომ შექ­მე­ნით?

- სკო­ლა დამ­თავ­რე­ბუ­ლიც არ გვქონ­და, რო­ცა გა­ვი­პა­რეთ. თუმ­ცა, გა­სა­პა­რიც არა­ფე­რი იყო. პრინ­ციპ­ში, ჩვენს ოჯა­ხებს ერ­თ­მა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მა­შინ ყვე­ლა ასე იქ­ცე­ო­და, ჩვენც მა­ლუ­ლად წა­ვე­დით. მა­მი­და­ჩემ­თან ჩა­ვიყ­ვა­ნე, ბა­თუმ­ში. ზაფხუ­ლი იყო და კარ­გად და­ვის­ვე­ნეთ... მე­რე მე სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე, იმან ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბა იკის­რა. სწავ­ლა მა­საც უნ­დო­და, მაგ­რამ ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ ატეს­ტა­ტის აღე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

- რა­ტომ არ გინ­დო­დათ, გვერ­დით ნას­წავ­ლი და დიპ­ლო­მი­ა­ნი ცო­ლი გყო­ლო­დათ?

- მე­გო­ნა, თუ ქა­ლი სახ­ლ­ში იქ­ნე­ბო­და, ღა­ლატს ვერ გა­ივ­ლებ­და გულ­ში. თურ­მე, ქალს სახ­ლი და გრძე­ლი კა­ბა ვერ და­ი­ჭერს. ამა­ში თა­ვად ცხოვ­რე­ბამ და­მარ­წ­მუ­ნა. თუ ადა­მი­ანს სუ­ლი არ აქვს სუფ­თა, გინ­და ბოქ­ლო­მი და­ა­დე, მა­ინც აიწყ­ვეტს... იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე კი ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ვერ ვიტყ­ვი, რომ სწავ­ლით მის­კ­დე­ბო­და თა­ვი. ამი­ტომ გა­მომ­ძი­ებ­ლის სა­ვარ­ძ­ლის ნაც­ვ­ლად, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­დე­ბო­ბას დავ­ჯერ­დი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე საგ­ზაო პო­ლი­ცი­ა­ში. შე­მიძ­ლია და­ვი­ფი­ცო, რომ უსა­მარ­თ­ლოდ არას­დ­როს მოვ­ქ­ცე­ულ­ვარ და არც "ძაღ­ლის სის­ხ­ლი" გა­და­უს­ხია ვინ­მეს ჩემ­თ­ვის. ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ ნა­ად­რე­ვად და­მითხო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან და მას მე­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, სხვა საქ­მის­თ­ვის მო­მე­კი­და ხე­ლი.

- სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ინც, რა მი­ზე­ზით და­გითხო­ვეს?

- ერ­თხელ ერ­თი ჩი­ნოვ­ნი­კის ძა­ლი­ან ახ­ლო ნა­თე­სა­ვი და­ვა­ჯა­რი­მე და ამ საქ­მეს გა­და­მა­ყო­ლეს. იმ ქალ­მა მუ­ქა­რა აას­რუ­ლა და ჯა­რი­მა რომ გა­მო­ვუ­წე­რე, არ მა­პა­ტია... მიც­ნობ­დ­ნენ, რო­გორც კარგ პო­ლი­ცი­ელს და ჩემ­გან ღა­ლატს არა­ვინ ელო­და. ახ­ლა რომ ამ­ბო­ბენ, ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დე­სო და ა.შ. მსგავ­სი რამ არას­დ­როს გა­მი­კე­თე­ბია. ხელ­ფას­საც ვჯერ­დე­ბო­დი. ფუ­ლი ზედ­მე­ტი არას­დ­როს არის და არც მე მაწყენ­და ქრთა­მის აღე­ბა, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბას სინ­დი­სი არ მაძ­ლევ­და. ჰო­და, ჩე­მი ოჯა­ხი პა­ტი­ო­სან ლუკ­მას ჭამ­და. ბევ­რი არას­დ­როს არა­ფე­რი გვქონ­და და ეტყო­ბა, ცოლს ღა­ლა­ტის­კენ ამ პა­ტი­ოს­ნე­ბით ვუ­ბიძ­გე. პირ­ვე­ლად თურ­მე, ჩემს უფ­როს­თან მი­ღა­ლა­ტა. ვინ იცის, რო­გორ დამ­ცი­ნოდ­ნენ ზურგს უკან, მე კი ხატ­ზეც და­ვი­ფი­ცებ­დი, რომ პა­ტი­ო­სა­ნი ცო­ლი მყავ­და და ისე­თი უფ­რო­სი, რო­მელ­საც ძმად მი­ვიჩ­ნევ­დი. ჩვენს ოჯახ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ცი იყო. ერ­თხე­ლაც, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად და­ა­წი­ნა­უ­რეს და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ. მას მე­რე მგო­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა აღარც ჰქო­ნი­ათ. ამის შემ­დეგ ვის­თან მღა­ლა­ტობ­და, აღარ ვი­ცი, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, ოჯა­ხის შექ­მ­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის მე­რე გა­მო­ვი­ჭი­რე. ცხა­დია, ამას ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი და დავ­შორ­დით.

- რო­გორ გა­მო­ი­ჭი­რეთ ღა­ლატ­ში?

- იმ დროს უკ­ვე პო­ლი­ცი­ა­ში არ ვმუ­შა­ობ­დი. იცო­და, სახ­ლიდან გას­ვ­ლას რომ არ ვა­პი­რებ­დი და ეტყო­ბა, თა­ვი­სუფ­ლად ამი­ტო­მაც იქ­ცე­ო­და. ტრა­სა­ზე და­ვი­ნა­ხე, ერ­თი ნაც­ნო­ბის მან­ქა­ნა­ში იჯ­და და გაცხა­რე­ბუ­ლე­ბი, რა­ღა­ცა­ზე კა­მა­თობ­დ­ნენ. გა­დავ­წყ­ვი­ტე გა­მე­გო, რა­ზე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ და მი­ვა­ყუ­რა­დე. იმან, რაც გა­ვი­გე, გა­დამ­რია; შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სის­ხ­ლი ტვინ­ში ჩა­მექ­ცა. თუმ­ცა, ახ­ლა არ ვა­პი­რებ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს... მივ­ხ­ვ­დი, რაც ხდე­ბო­და ჩემს თავს და ავ­ყ­ვირ­დი, - მოგ­კ­ლავთ-მეთ­ქი. თი­ნა მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტა, ის არა­კა­ცი კი გა­მექ­ცა. იმ დღეს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ავ­წიე ქალ­ზე ხე­ლი. ოჯახ­ში ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გეს, ბავ­შ­ვებ­მა ვერ და­ი­ჯე­რეს, დე­და ასე­თი რა­მის გამ­კე­თე­ბე­ლი თუ იყო. ჰო­და, ცხა­დია, მე და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს: ეჭ­ვი­ა­ნი ხარ და ყვე­ლა­ფე­რი ამის ბრა­ლიაო. მათ კი არა, ჩემს მშობ­ლებ­საც არ სჯე­რო­დათ, ამ ქალს მსგავ­სი რა­მის გა­კე­თე­ბა თუ შე­ეძ­ლო: ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე გა­და­ყო­ლი­ლია, ენა რო­გორ გიბ­რუნ­დე­ბაო? მოკ­ლედ, ასე იყო თუ ისე, მე სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი. ვი­ცი, შვი­ლებს ძა­ლი­ან ვაწყე­ნი­ნე, რო­ცა ცო­ლი მათ თვალ­წი­ნაც ვცე­მე, მაგ­რამ რა ვქნა, კა­ცი ვარ, თავ­ზე გა­დახ­ტო­მა ვერ ვა­პა­ტიე. ჩემს ად­გი­ლას გა­ნა, ყვე­ლა­ზე სუს­ტი კა­ციც ასე არ მო­იქ­ცე­ო­და?

- შვი­ლებ­მა თქვენ­თან კავ­ში­რი გაწყ­ვი­ტეს?

- მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი მცდე­ლო­ბი­სა, შვი­ლე­ბი ვერ შე­მო­ვი­რი­გე. მეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, - გინ­და თუ არა, დაგ­ვიმ­ტ­კი­ცე, რომ დე­და მო­ღა­ლა­ტეაო. აბა, მათ­თ­ვის რო­გორ და­მემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა ეს? ფაქ­ტი მე არ მქონ­და და რომც მქო­ნო­და, მათ ამას ვერ ვუჩ­ვე­ნებ­დი. ძნე­ლია, დე­დის ცუდ­ქა­ლო­ბა იცო­დე. ეს მათ­თ­ვის მძი­მე ტვირ­თი იქ­ნე­ბო­და. წლე­ბია, შვი­ლებს უბ­რა­ლოდ, ტე­ლე­ფო­ნით ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობ და ფულს თუ ვი­შო­ვი, ბან­კო­მა­ტით ვუ­რიცხავ. ისი­ნი დღემ­დე დე­და­ჩემ­თან ცხოვ­რო­ბენ, ჩემს სახ­ლ­ში, მე კი მარ­ტო­სუ­ლი მგე­ლი­ვით, ბი­ნი­დან ბი­ნა­ში გა­დავ­დი­ვარ. თა­ვი­დან ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დი, მე­რე და­გი­რა­ვე­ბა მო­ვა­ხერ­ხე. შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ფურ­თხო, წარ­სუ­ლი და­ვი­ვიწყო და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვიწყო, მაგ­რამ შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ისი­ნი და­სა­კარ­გად არ მე­მე­ტე­ბა. მინ­და, მათ მივ­მარ­თო: ჩე­მო გო­გო­ნე­ბო, ამ­ქ­ვეყ­ნად მხო­ლოდ თქვენ გა­მო ვცოცხ­ლობ და ვხა­რობ. ნუ და­კარ­გავთ დე­დას, მე თქვენ­გან ამას არას­დ­როს მო­ვითხოვ. უბ­რა­ლოდ, ჩემ­თ­ვი­საც გა­მო­ი­მე­ტეთ სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი. არას­დ­როს, არას­დ­როს ამი­წე­ვია მათ­ზე ხე­ლი და არც და­მიყ­ვი­რია. ვცდი­ლობ­დი, კარ­გი, ღირ­სე­უ­ლი მა­მა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს არ და­მი­ფა­სეს და გუ­ლი მწყდე­ბა, მაგ­რამ არ ვბრა­ზობ. მინ­და, ქა­ლიშ­ვი­ლებს მხარ­ში ამო­ვუდ­გე და რო­ცა გათხოვ­დე­ბი­ან, თა­ვი­ანთ ოჯახს შექ­მ­ნი­ან, მათ ქმრებს საყ­რ­დენ კედ­ლად ეგუ­ლე­ბო­დეთ სი­მამ­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში შე­უწყობს ხელს... მინ­და, მო­მა­ვალ­ში მეც მქონ­დეს შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი­დან არ მიც­ნობ­დ­ნენ.

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა