"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა ჩემს წი­ნა­აღ­მ­დე­გა­ა"
font-large font-small
"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა ჩემს წი­ნა­აღ­მ­დე­გა­ა"
დე­დამ­თილ­მა ისევ მო­ინ­დო­მა პირ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვი ისე იყო ჩემ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და

"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს და არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. 12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს. ვე­რაფ­რით შე­ეჩ­ვივ­ნენ ჩემს რძლო­ბას და მუ­დამ მაყ­ვედ­რი­ან, რომ მათ­მა ან­გე­ლოზ­მა, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი გო­გო მო­მიყ­ვა­ნა ცო­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით ბე­ბია ვერ მი­ტანს, მულ­თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით კონ­ფ­ლიქ­ტი მაქვს. დე­დამ­თი­ლი ხა­სი­ა­თის ქა­ლია: ხან მი­ღი­მის, ხან - მკბენს, მა­მამ­თი­ლი კი გა­მუდ­მე­ბით კო­პებ­შეკ­რუ­ლია. თუმ­ცა, არა ჩემ გა­მო, უბ­რა­ლოდ, ასე­თია, უხა­სი­ა­თო კა­ცია. მაზ­ლი ცალ­კე ცხოვ­რობს. მას­თან და მის ცოლ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს; ქვრივ ბი­ცო­ლას მი­აჩ­ნია, რომ მი­სი მაზ­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ვარ და გა­მუდ­მე­ბით მჭო­რავს მე­ზობ­ლებ­ში..." - ეს წე­რი­ლი 30 წლის გო­გო­ნამ მომ­წე­რა. მას­თან შეხ­ვედ­რა მო­ვა­ხერ­ხე. რო­ცა სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალს მიყ­ვე­ბო­და, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რ­ჩა, თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლია, მაგ­რამ ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ექ­ნე­ბათ თა­ვი­სე­ბუ­რი სი­მარ­თ­ლე და ალ­ბათ, ისი­ნი ამ წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან კი­დეც...



- იქ­ნებ მი­ზე­ზი შენ­შია? ოჯახ­ში ყვე­ლას­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დი?
- რა ვი­ცი, რა მი­ზე­ზი უნ­და იყოს? მარ­თ­ლა თავს ვიკ­ლავ სახ­ლ­ში საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით, მა­ღა­ზი­ა­შიც ვმუ­შა­ობ და ოჯახ­ში ფუ­ლი შე­მაქვს, მე­ტი რა ვქნა? ვცდი­ლობ, ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა არ დავ­კარ­გო და დი­ლით ყო­ველ­თ­ვის ისე გავ­დი­ვარ სა­ძი­ნებ­ლი­დან, თით­ქოს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ; მინ­და, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, მაგ­რამ ისე­თი სა­ხე­ე­ბით მხვდე­ბი­ან, სი­ცი­ლის ხა­ლი­სი მე­კარ­გე­ბა. მა­გა­ლი­თად, დე­დამ­თი­ლი მთქნა­რე­ბით მე­უბ­ნე­ბა: რა მოხ­და, ასე კარგ ფეხ­ზე რამ აგა­ყე­ნაო? "დი­ლა მშვი­დო­ბი­სა­ზე" კი ბე­ბია მტუქ­სავს, - დი­ლა კი არა, უკ­ვე შუ­ადღეა. რით ვერ შე­ეჩ­ვიე დი­ლა­ად­რი­ა­ნად გაღ­ვი­ძე­ბას? ოჯა­ხის ქალს ასე­თი რამ არ შე­ე­ფე­რე­ბაო. არა­და, 10 სა­ათ­ზე გვი­ან არას­დ­როს წა­მოვ­მ­დ­გარ­ვარ ლო­გი­ნი­დან და ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბაც მხო­ლოდ უქ­მე­ებ­ზე მაქვს, სხვა დროს გა­ცი­ლე­ბით ად­რე ვდგე­ბი... მოკ­ლედ, გა­უ­საძ­ლი­სია ამ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ქმა­რი ვე­რაფ­რით ვა­ი­ძუ­ლე, რომ ცალ­კე გა­და­ვი­დეთ.

- შე­ნი ქმა­რი რას ამ­ბობს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ გაქვს?

- ხან მე მა­და­ნა­შა­უ­ლებს, ხა­ნაც - და­ნარ­ჩე­ნებს. ზოგ­ჯერ ვჩხუ­ბობთ კი­დეც და მე­რე ეს ჩხუ­ბი ჩვე­ნი შე­რი­გე­ბით მთავ­რ­დე­ბა, რაც მი­სი­ა­ნებს სუ­ლაც არ უხა­რი­ათ. რა ვქნა, მიყ­ვარს და ბევრ რა­მეს ვუთ­მენ, მაგ­რამ არ ვი­ცი, რო­დემ­დე შევ­ძ­ლებ თა­ვის შე­კა­ვე­ბას. ერ­თხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ფურ­თხო და გუ­ლი მო­ვი­ო­ხო, ყვე­ლას პირ­ში მი­ვა­ხა­ლო სათ­ქ­მე­ლი, მაგ­რამ ასე თუ მო­ვიქ­ცე­ვი, მო­მი­წევს იმ სახ­ლი­დან წა­მოს­ვ­ლა, მე კი არ მინ­და, ქმა­რი დავ­კარ­გო და შვილ­საც მა­მა წა­ვარ­თ­ვა.

- ერ­თი შვი­ლი გყავს?

- კი, ვა­ჟი მყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას. გი­ო­ზე ამოს­დით მზე და მთვა­რე, მაგ­რამ ვერც მი­სი ამ­ქ­ვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბით მო­ვი­გე ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბის გუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ... ჩე­მი პა­ტა­რა რომ გაჩ­ნ­და, დე­დამ­თილ­მა გა­მო­მიცხა­და: ეს ბავ­შ­ვი მე უნ­და გავ­ზარ­დო, თო­რემ თქვე­ნი გაზ­რ­დი­ლი რა იქ­ნე­ბაო? თა­ვი­დან ამის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი, მაგ­რამ მე­რე დავ­ფიქ­რ­დი: რა უჭირს, თუ დღი­სით ბე­ბო მო­უვ­ლის? სა­მა­გი­ე­როდ, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, ვი­მუ­შაო-მეთ­ქი. მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ სა­ღა­მო­საც არ მა­ნე­ბებ­და შვილს და ხელ­ში რომ ამეყ­ვა­ნა, დე­დამ­თი­ლის­თ­ვის ნე­ბარ­თ­ვა უნ­და მეთხო­ვა. თა­ვი­დან ამა­საც ვუთ­მენ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­მი­ვი­და, სამ­სა­ხუ­რი მი­ვა­ტო­ვე და შვილ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე. მარ­თა­ლია, თა­ვი­დან დიდ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წა­ვაწყ­დი, მაგ­რამ ქმა­რიც მხარ­ში ამო­მიდ­გა და ჩე­მი თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რა­ღაც პე­რი­ო­დით ჩემს მშობ­ლებ­თან გა­მიშ­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვე-ნა­ხე­ვა­რი იქ დავ­რ­ჩი. რო­ცა ოჯახ­ში დავ­ბ­რუნ­დი, დე­დამ­თილ­მა ისევ მო­ინ­დო­მა პირ­ვე­ლო­ბა, მაგ­რამ ბავ­შ­ვი ისე იყო ჩემ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. რო­ცა გიო 4 წლის გახ­და, ბაღ­ში შე­ვიყ­ვა­ნე და ისევ და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა... ახ­ლა მე - ბაღ­ში, შინ კი ბე­ბი­ას, მა­მი­დას ან მა­მას მიჰ­ყ­ავს. 7 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ. სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს, შვი­ლი კარ­თან მე­გე­ბე­ბა, ყელ­ზე ჩა­მო­მე­კი­დე­ბა და ათას­გ­ვარ კითხ­ვას მის­ვამს.

- ვიდ­რე გათხოვ­დე­ბო­დი, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გიც­ნობ­დ­ნენ?

- არა, არ მიც­ნობ­დ­ნენ. მე და ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა ერ­თ­მა­ნე­თი ტე­ლე­ფო­ნით გა­ვი­ცა­ნით. მა­შინ რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 5 თვე ვმე­სი­ჯობ­დით, მე­რე სო­ფელ­ში ჩა­მო­მა­კითხა, ერ­თ­მა­ნე­თი ჩუ­მად ვნა­ხეთ, ვი­ლა­პა­რა­კეთ. მე­ო­რედ რომ ჩა­მო­ვი­და, უკ­ვე თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა. და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­მოვ­ყე­ვი, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში. არ მე­გო­ნა, თუ ასე ცუ­დად შემ­ხ­ვ­დე­ბოდ­ნენ ქმრი­სი­ა­ნე­ბი. სახ­ლ­ში რომ მო­მიყ­ვა­ნა, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, აქ ვერ შე­მიყ­ვა­რებ­დ­ნენ. დე­და­მის­მა თავ­ში ხე­ლი წა­ი­ში­ნა, - ამის­თ­ვის გზრდი­დი? ნუ­თუ, მშობ­ლე­ბის აზ­რი არ უნ­და გა­გეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნაო. თურ­მე, შერ­ჩე­უ­ლი ჰყო­ლი­ათ სარ­ძ­ლო და შვილ­მა მშობ­ლებს იმე­დი გა­უც­რუა.
სიყ­ვა­რულ­ში გა­მი­მარ­თ­ლა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქმარს ახ­ლაც ისე ვუყ­ვარ­ვარ, რო­გორც წლე­ბის წინ და სწო­რედ ამის გა­მო ვით­მენ ბევრ რა­მეს, მაგ­რამ რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რ­ძელ­დეს? ხომ შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს, მი­მი­ღონ რძლად და შე­მიყ­ვა­რონ ისე­თი, რო­გო­რიც ვარ? ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არ იცი­ან, აქ რა ჯო­ჯო­ხეთ­ში მი­წევს ყოფ­ნა, თო­რემ აუცი­ლებ­ლად წა­არ­თ­მევ­დ­ნენ ქმარს ჩემს თავს, ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მათ სი­ძე ძა­ლი­ან უყ­ვართ. ყველ­გან აქე­ბენ და სი­ძეც ამარ­თ­ლებს მათ იმედს.

- შენს მშობ­ლებს სი­ძის ნა­თე­სა­ვე­ბი კარ­გად ხვდე­ბი­ან?

- ჩე­მებს ისე­დაც იშ­ვი­ა­თად უწევთ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლა. რო­ცა მო­დი­ან, მა­თი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი აქვთ, რად­გან სოფ­ლი­დან გა­მუდ­მე­ბით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი, ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან. თან, დე­დამ­თილს მოს­წონს ჩე­მი მშობ­ლე­ბი, რად­გან ისი­ნი სიმ­შ­ვი­დით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ემო­ცი­ებ­საც არ ჰყვე­ბი­ან. რო­ცა ისი­ნი ჩვენ­თან სტუმ­რად არი­ან, ცდი­ლობს, დე­და­სა­ვით მო­მექ­ცეს და ეს გა­მოს­დის კი­დეც. ბე­ბია მარ­თა­ლია, მა­ში­ნაც ჯუჯღუ­ნებს, მაგ­რამ ჩე­მი მშობ­ლე­ბი ამას მის სი­ბე­რეს უკავ­ში­რე­ბენ და მე­უბ­ნე­ბი­ან: მო­უთ­მი­ნე, ცა­ლი ფე­ხი უდ­გას მი­წა­ზე და დარ­ჩე­ნილ დღე­ებს ნუ გა­უმ­წა­რებ შე­ნი საქ­ცი­ე­ლით, ვინც მო­ით­მენს, ის მო­ი­გებ­სო. მაგ­რამ ამ დათ­მე­ნით აქამ­დე ვე­რა­ფე­რი მო­ვი­გე და მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, კაც­მა არ იცის... აი, რო­ცა პა­ტარ­ძა­ლი ვი­ყა­ვი, მა­შინ დე­და­საც პირ­და­პირ უთხ­რეს, რომ მი­სი შვი­ლის­ნა­ირ რძალ­ზე არას­დ­როს უოც­ნე­ბი­ათ. დე­დამ მათ უპა­სუ­ხა: თუ არ გნე­ბავთ, წა­ვიყ­ვანთ, ჩვენს შვილს და­სა­წუ­ნი არა­ფე­რი სჭირ­სო! ცო­ტა წა­ი­კინ­კ­ლა­ვეს, მაგ­რამ მე­რე საქ­მე­ში კა­ცე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და სი­ტუ­ა­ცია და­ა­ბა­ლან­სეს...

- შე­ნი მუ­ლი რამ­დე­ნი წლის არის?

- 30-ის გახ­დე­ბა აგ­ვის­ტო­ში. გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, ორი დიპ­ლო­მიც აქვს, მაგ­რამ დიპ­ლო­მი თურ­მე, ყო­ველ­თ­ვის რო­დი მიგ­ვა­ნიშ­ნებს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­გახ­ს­ნი­ლო­ბა­ზე. ზოგ­ჯერ ისეთ რა­ღა­ცებს იტყ­ვის, გა­დაგ­რევს; უცხო პლა­ნე­ტი­დან ჩა­მო­სუ­ლი გე­გო­ნე­ბათ. კა­ცებს თა­ვი­სი უც­ნა­უ­რო­ბი­თა და ცუ­დი ხა­სი­ა­თით აფ­რ­თხობს. ვინ იცის, რამ­დე­ნი მა­ჭან­კა­ლი, სა­სი­ძო მო­სუ­ლა ჩვენს ოჯახ­ში და მე­ო­რედ მოს­ვ­ლის სურ­ვი­ლი აღარ გას­ჩე­ნი­ათ. არა­და, გა­რეგ­ნუ­ლად ხომ არ და­ი­წუ­ნე­ბა, ორი დიპ­ლო­მიც აქვს და კარ­გი სამ­სა­ხუ­რიც, მაგ­რამ ვე­რა და ვერ ეწია ბედს, რომ იმა­ნაც და­ის­ვე­ნოს და მეც და­მას­ვე­ნოს. სულ იმას იძა­ხის: მა­ხინ­ჯე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი თხოვ­დე­ბი­ან, კარ­გი არა­ვის უნ­დაო. ამ­ხე­ლა გო­გო სახ­ლ­შიც არა­ფერს აკე­თებს. იმა­საც არ კად­რუ­ლობს, რომ სა­რეცხი მან­ქა­ნა­ში შე­ყა­როს. და­მიყ­რის ხოლ­მე ტაშ­ტ­ზე თა­ვის ნივ­თებს და ელო­დე­ბა, რო­დის გავ­რეცხავ, გავ­ფენ, გა­ვა­უ­თო­ებ. ერ­თი-ორ­ჯერ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ხელს არა­ფერს ვახ­ლებ. დაე, შე­ჭა­მოს ესე­ნი ჭუჭყ­მა-მეთ­ქი, მაგ­რამ ხე­ლი რომ არა­ვინ ახ­ლო, ისევ მე შე­მა­წუ­ხა დახ­ვა­ვე­ბულ­მა სა­რეცხ­მა. თა­ნაც, მი­საყ­ვე­დუ­რეს: რძალს სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის გარ­და, არა­ფე­რი გე­ხე­ბა. თუ ვერ ას­წ­რებ, სამ­სა­ხურს შე­ეშ­ვიო. ასეთ დროს ქმა­რი არას­დ­როს ამო­მიდ­გე­ბა მხარ­ში, - ქა­ლე­ბის საქ­მე­ებ­ში არ ვე­რე­ვიო. ხე­ლით სა­რეცხი რომ იყოს, კი­დევ შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი ვთქვა, მაგ­რამ სა­რეცხ მან­ქა­ნა­ში ჭუჭყი­ა­ნი ტა­ნი­სა­მო­სის შეყ­რა რა­ტომ უნ­და და­გე­ზა­როს, თუ ჯიბ­რ­ში არ უდ­გა­ხარ ადა­მი­ანს?..
ამას წი­ნათ ქორ­წილ­ში დაგ­ვ­პა­ტი­ჟეს. გა­მო­ვეწყ­ვე, კა­ბა ვი­ყი­დე, სა­ლონ­ში ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა გა­ვი­კე­თე და უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ ბე­ბი­ამ თა­ვი მო­იმ­კ­ვ­და­რუ­ნა, - ცუ­დად ვარ, მარ­ტოს ნუ დამ­ტო­ვებ­თო და ცხა­დია, მის ექ­თა­ნად მე დამ­ნიშ­ნეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი დრო­ის სა­ტა­რებ­ლად წა­ვიდ­ნენ. დავ­რ­ჩი გა­მოწყო­ბილ-გა­მოპ­რან­ჭუ­ლი სახ­ლ­ში. ზუს­ტად 5 წუთ­ში, ბე­ბია ფეხ­ზე წა­მოხ­ტა, ტე­ლე­ვი­ზო­რის პულტს და­ავ­ლო ხე­ლი და რა­ღაც ფილმს ჩა­უჯ­და. აღარ გახ­სე­ნე­ბია წნე­ვა და არც წა­მა­ლი და­უ­ლე­ვია. გა­მი­ჩა­ლი­ჩა მო­ხუც­მა - აბა, სხვა რა ვი­ფიქ­რო? ქმარს და­ვუ­რე­კე და ყვე­ლა­ფე­რი ვუთხა­რი. ვი­კა­კა­ნე, მაგ­რამ რა ხე­ი­რი, ქორ­წილ­ში ვინ­ღა წა­მიყ­ვან­და? თა­ნაც, ამის სურ­ვი­ლი თა­ვა­დაც აღარ მქონ­და, და­მაწყ­და ნერ­ვე­ბი. ყვე­ლა ყო­ველ­თ­ვის იმას ცდი­ლობს, რომ გა­მამ­წა­როს... ახ­ლა მეც ჭკუა ვის­წავ­ლე და შვი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ვიწყე იმის­თ­ვის, რომ მი­ზანს მი­ვაღ­წიო.

- რას გუ­ლის­ხ­მობ?

- მა­გა­ლი­თად, რო­ცა სად­მე წას­ვ­ლა მინ­და, ვი­მი­ზე­ზებ, გი­ოს ჯგუ­ფელს და­ბა­დე­ბის დღე აქვს და უნ­და წა­ვიყ­ვა­ნო-მეთ­ქი. თუ დე­დამ­თი­ლი იტყ­ვის, რომ თა­ვად წა­ვა ამ იუბი­ლე­ზე, მა­შინ­ვე ვამ­ბობ, რომ და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტ­რ­ში უნ­და წა­ვიდ­ნენ, სა­დაც სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რია და ცხა­დია, იქ წას­ვ­ლის სურ­ვი­ლი უქ­რე­ბა. მოკ­ლედ, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან, მე­რე კი მშვი­დად მივ­დი­ვარ და­ქა­ლებ­თან, სა­ქე­ი­ფოდ, გა­სარ­თო­ბად. გი­ოს წყა­ლო­ბით და მი­სი ხათ­რით, აღა­რა­ფერს იმი­ზე­ზე­ბენ, რომ შინ დამ­ტო­ვონ.

- შენს ქმარს რა­ტომ არ უნ­და, რომ საცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­დახ­ვი­დეთ?

- ამ­ბობს, - ასე რომ მო­ვიქ­ცე, მშობ­ლებს გულს ვატ­კენ. ისი­ნი ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმის­თ­ვის შრო­მობ­დ­ნენ, რომ შვი­ლე­ბი კარ­გად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და ბო­ლოს და ბო­ლოს, ამ სახ­ლ­საც მე მი­ტო­ვე­ბე­ნო. არ მინ­და, ბა­ტო­ნო, არა­ვის და­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი, თუ სის­ხ­ლი უნ­და გა­მიშ­რონ - ეს ვერ გა­ვა­გე­ბი­ნე ჩემს ქმარს. ცხა­დია, მშობ­ლე­ბი უყ­ვარს და ამი­ტომ, მაგ­რამ სა­კითხა­ვია, ჩემს დედ-მა­მას­თან ერ­თად რომ ვცხოვ­რობ­დეთ და ისი­ნი ცუ­დად ექ­ცე­ოდ­ნენ, მა­შინ თუ მო­ი­სურ­ვებ­და უფ­რო­სე­ბის გვერ­დით მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბას, თუნ­დაც, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბი­ნის გა­მო? უბ­რა­ლოდ, მას ხომ არა­ვინ არა­ფერს სტკენს და ცო­ლის გა­სა­ჭი­რი, მის­თ­ვის ღო­ბეს ჩხი­რია. ფიქ­რობს, რომ ქა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, რა­ღა­ცე­ბი მო­ით­მი­ნოს... ან კი­დევ, რო­გორც კი ქორ­წილ­მა ჩა­ი­ა­რა, რაც კი ოქ­რო მა­ჩუ­ქეს, თა­ვა­დაც და სხვებ­მაც, და­მა­ლომ­ბარ­დე­ბი­ნეს, - ვა­ლად მოგ­ვე­ციო. მაზ­ლის ცოლს შვი­ლი ეყო­ლა იმ პე­რი­ოდ­ში და მის­თ­ვის სა­ჩუქ­რი რომ ეყი­დათ, თურ­მე, ფუ­ლი აღარ დარ­ჩათ ჩე­მი ქორ­წი­ლის ხარ­ჯის გა­მო და ამი­ტომ მთხო­ვეს ოქ­როს ნივ­თე­ბის და­ლომ­ბარ­დე­ბა. მას შემ­დეგ, სხვა სამ­კა­უ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დიც დავ­კარ­გე, რად­გან ლომ­ბარ­დი­დან მის გა­მო­ტა­ნა­ზე არა­ვის უზ­რუ­ნია. თა­ვი­დან ჩე­მი ქმა­რი იხ­დი­და პრო­ცენ­ტებს, მე­რე იმა­ნაც ვე­ღარ შეძ­ლო და და­ი­კარ­გა, გაგ­ვი­ყი­დეს. აბა, ასე ვინ ექ­ცე­ვა რძალს? ბევ­რი ისე­თი ოჯა­ხი ვი­ცი, სა­დაც უფ­რო­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, ახალ­გაზ­რ­დებს ყვე­ლა­ნა­ი­რად ამო­უდ­გ­ნენ მხარ­ში და ჩვენ პი­რი­ქით, ბევრ რა­მე­ში გვიშ­ლი­ან ხელს. ჩე­მი მშო­ბი­ა­რო­ბის ფუ­ლიც და ორ­სუ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბიც ჩემს მშობ­ლებს და­ა­კის­რეს. მზი­თე­ვი არ მო­გი­ტა­ნი­ათ და შვი­ლის­თ­ვის ეს მა­ინც გა­ა­კე­თე­თო, - ბე­ბი­ამ პირ­ში მი­ა­ხა­ლა დე­დას. ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა მო­ხუ­ცის სიტყ­ვებ­ზე გა­ი­ცი­ნა: რო­გო­რი მომ­თხოვ­ნია, ხომ ხე­დავ­თო, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წი­ნას­წარ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ მო­ხუცს ასე ეთ­ქ­ვა. აი, ასეთ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ და ვყლა­პავ ათას­გ­ვარ შე­უ­რაცხ­ყო­ფას. მითხა­რით, ჩემ­სა­ვით იქ­ცე­ვა ვინ­მე? იქ­ნებ მე არ ვარ და­ლა­გე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც ვე­გუ­ე­ბი ყვე­ლა­ფერს? ის, რა­საც მე ვა­კე­თებ, ნორ­მა­ლუ­რია? სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ანს აქვს ამ­დე­ნის მოთ­მე­ნის უნა­რი?.. ახ­ლა ორ­სუ­ლად ვარ. მე­ში­ნია, ნერ­ვი­უ­ლო­ბის გა­მო მუ­ცე­ლი არ მო­მე­შა­ლოს. ემო­ცი­უ­რი გავ­ხ­დი, უკ­ვე ვე­ღარ ვთო­კავ ისე კარ­გად სა­კუ­თარ გრძნო­ბებს, რო­გორც ად­რე ხდე­ბო­და. შე­გიძ­ლი­ათ მირ­ჩი­ოთ, რო­გორ მო­ვიქ­ცე, რომ ნერ­ვებს არ ავ­ყ­ვე ან რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა ნერ­ვი­უ­ლო­ბა ორ­სუ­ლე­ბის­თ­ვის? წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
01.03.2017
განათლებაც მაქვს, მაღალანაზღაურებადი სამსახურიც მაქვს, გოგო-ბიჭიც გავაჩინე, უქმეებზეც სახლში ჯარასავით ვტრიალებ, მაგრამ დედამთილის გული მაინც ვერაფრით მოვიგე. ადამიანს თუ არ უნდიხარ, ყოველთვის მოგიძებნის დაწუნების და სიცოცხლის გამწარების მიზეზს. ამიტომ ყველა ოჯახმა უნდა იცხოვროს ცალკე. დედამთილ-მამათილმა თავისი გააკეთა, ეხლა დაისვენონ, ბატონო. არავინ არაფრით ავალდებულებს. ეგაა, რომ კოლოსალური ფასების გამო, ჭირს ბინის ყიდვა და ისევ "მშიბლების" ტყვეობაში ვრჩებით
********
09.11.2016
ყველაფერს ბედი უნდა,შვილებს თან გადავყევი და ვერცერთს ვერაფერი ვერ დავანახე. თვალი არ ეცეს , ფუი ეშმაკს, რძალთან და სიძესთან უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე საკუთარ შვილებთან. რა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
ლილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი