"შეყ­ვა­რე­ბულს ვერ და­მა­შო­რებთ..."
font-large font-small
"შეყ­ვა­რე­ბულს ვერ და­მა­შო­რებთ..."
შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბი­ჭი:

"გა­მარ­ჯო­ბა. სურ­ვი­ლი მაქვს, ჩე­მი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ გო­გო­ზე, რომ­ლის მშობ­ლე­ბი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არი­ან. არ მოვ­წონ­ვარ იმი­ტომ, რომ კარ­გად არ ვსწავ­ლობ და უსაქ­მურს მე­ძა­ხი­ან. არა­და, 16 წლი­სამ სად ვი­მუ­შაო? მე კი არა, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო, მათ შო­რის, ზრდას­რუ­ლე­ბი უმუ­შევ­რე­ბი არი­ან და ჩემ­გან რას მო­ითხო­ვენ? თურ­მე, გა­მუდ­მე­ბით ეჩხუ­ბე­ბი­ან ეკას, _ რად გინ­და ეგ უმაქ­ნი­სი? ეგ ოჯახს კი არა, თა­ვის თავ­საც ვერ არ­ჩენს. ჯო­ბია, სწავ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლო და ოდეს­მე ვინ­მე კარ­გი ვა­რი­ან­ტიც გა­მოჩ­ნ­დე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­ტომ ჩქა­რო­ბო? არა­და, არც მე მეჩ­ქა­რე­ბა სად­მე. უბ­რა­ლოდ, ვერ ავი­ტან, შეყ­ვა­რე­ბულს რომ და­მა­შო­რონ. ეკა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ის ჩე­მი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გო­გო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მეყ­ვა­რე­ბა. მის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებ და მინ­და, ეს მის­მა მშვე­ნი­ერ­მა დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ევამ იცო­დეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ, ეკას ნე­ბით თუ არ გა­მა­ტანთ, მოგ­ტა­ცებთ და ამა­ში თქვე­ნი შვი­ლი შე­მიწყობს ხელს.
ეკა სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო გო­გოა. კარ­გი მოს­წავ­ლე, სა­უ­კე­თე­სოდ მღე­რის, ცეკ­ვავს. კარ­გად არ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ არც და­ვი­წუ­ნე­ბი, მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბა მაქვს და გო­გო­ნე­ბი "სიმ­პა­თი­უ­როს" მე­ძა­ხი­ან, კუნ­თე­ბიც ბა­ტი­ბუ­ტი­ვით მაყ­რია და სპორ­ტ­შიც მაქვს მიღ­წე­ვე­ბი (ცურ­ვა­სა და კა­ლათ­ბურ­თ­ში). სხვა რა უნ­დათ, ვერ გა­ვი­გე. და­ბა­დე­ბი­დან­ვე დო­ცენ­ტი ვინ გამ­ხ­და­რა, მე რომ მთხო­ვენ პრო­ფე­სო­რო­ბას?
ქალ­ბა­ტო­ნო ევა, ვი­ცი, ამ ჟურ­ნალს კითხუ­ლობთ. ჰო­და, დაგ­ვინ­დეთ, ნუ დაგ­ვიშ­ლით ურ­თი­ერ­თო­ბას. თქვენ რომ ცო­ლად გაჰ­ყე­ვით მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, მა­შინ ვინ­მეს რომ და­ე­წუ­ნე­ბი­ნეთ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და? ხომ გე­მახ­სოვ­რე­ბო­დათ ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა? ნუ გა­ა­კე­თებთ ისე, რომ მე­რე რა­ღა­ცე­ბი სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­გიხ­დეთ. მე და თქვე­ნი შვი­ლი მა­ინც ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ვერ დაგ­ვა­შო­რებთ".
ბეჭდვა