გა­უთხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი: "კოც­ნას არ ჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ"
font-large font-small
გა­უთხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი: "კოც­ნას არ ჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ"

"გა­და­ი­რია ქვეყ­ნად ქა­ლიც და კა­ციც", - დარ­დობს ქალ­ბა­ტო­ნი ცი­სია.
მას შვი­ლე­ბი არ ჰყავს. ნა­თე­სა­ვე­ბის იმე­დად მყო­ფი გა­ნიც­დის, რომ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ აღა­რა­ვინ გა­იხ­სე­ნებს. - ახ­ლა, ცოცხა­ლი აღა­რა­ვის ვუნ­დი­ვარ და მკვდა­რი ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბი? - ამ­ბობს და­ნა­ნე­ბით და იმ წლებს იხ­სე­ნებს, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დას, სი­ცოცხ­ლით სავ­სეს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ჰყავ­და. მის მო­ნო­ლოგ-წე­რილს მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით გთა­ვა­ზობთ (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):



"თბი­ლის­ში არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, მაგ­რამ აქ კი გა­ვა­ტა­რე ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბა და სი­ბე­რე­შიც დე­და­ქა­ლაქ­ში მი­წევს ყოფ­ნა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კი მე­ნატ­რე­ბა მი­წის სი­ახ­ლო­ვე. ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი, სი­ბე­რე­ში ჩემს სო­ფელ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ბოს­ტანს გა­ვა­შე­ნებ და ვი­ფუს­ფუ­სებ-მეთ­ქი, მაგ­რამ არც ისე ად­ვი­ლია, უკ­ვე გა­ქა­ლა­ქე­ბუ­ლი მოს­წყ­დე დე­და თბი­ლისს და სო­ფელ­ში წახ­ვი­დე, სა­დაც არც კი იცი, რა გე­ლის. თან, და­ვიწყე­ბა იცის ყვე­ლა საქ­მემ, თუ ცოდ­ნას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყე­ნებ და არ ავი­თა­რებ. აღარც კი მახ­სოვს, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ ჩე­მი მშოOბლები ბოს­ტანს, ცხო­ვე­ლებს ან ფრინ­ვე­ლებს. არა­და, ჩემს სახ­ლ­ში ოთხ­ფე­ხე­ბიც ბლო­მად ჰყავ­დათ და ფრთოს­ნე­ბიც. ნე­ტავ, პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლე­ჯი მა­ინც მქონ­დეს კორ­პუს­თან ახ­ლოს, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­მუ­შა­ვებ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია მთე­ლი დღე ერთ ად­გი­ლას ჯდო­მა, ამი­ტომ დავ­დი­ვარ უსაქ­მუ­რად მთელ ქა­ლაქ­ში და სად­მე ნაც­ნობს თუ გა­და­ვეყ­რე­ბი, სი­ხა­რუ­ლის­გან ვცმუ­კავ, თუ არა და, უცხო­ებ­თან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვცდი­ლობ: ზოგს მოვ­წონ­ვარ და მე­ლა­პა­რა­კე­ბა, ზო­გი კი ცხვირს ამიბ­ზუ­ებს ხოლ­მე, - რა გინ­და, ვის დაჰ­კარ­გ­ვი­ხა­რო? არა­და, ამ დიდ ქა­ლაქ­ში ძნე­ლია უკ­ვე ნაც­ნო­ბის პოვ­ნა. ჩე­მი თა­ო­ბის ბევ­რი აღა­რა­ვინ შე­მორ­ჩა ქვე­ყა­ნას და ახ­ლებს კი­დევ, მე ვე­ღარ ვცნობ.

ძნე­ლია სი­ბე­რე. ახალ­გაზ­რ­დას მე­გო­ნა, არას­დ­როს დავ­ბერ­დე­ბო­დი. სულ სი­ცილ-სი­ცილ­ში გავ­ლიე წლე­ბი და ახ­ლა ვხვდე­ბი, წინ­და­უ­ხე­და­ვი ვყო­ფილ­ვარ. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის გარ­და, კარ­გი პრო­ფე­სი­აც მქონ­და, პე­და­გო­გი გახ­ლ­დით. ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე სწავ­ლი­სას, თა­ვი ისე გა­მო­ვი­ჩი­ნე, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. მას მე­რე, ვიდ­რე სა­პენ­სიო ასაკს არ მი­ვაღ­წიე, ვმუ­შა­ობ­დი. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა მო­ვი­ა­რე, კერ­ძო­დაც ვამ­ზა­დებ­დი ბავ­შ­ვებს და ხალ­ხის­გა­ნაც პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი. ალ­ბათ, ეს პა­ტი­ვის­ცე­მა "ა­მი­ვარ­და თავ­ში" და ბი­ჭებს ვი­წუ­ნებ­დი. ზო­გი კი მომ­წონ­და, მაგ­რამ სა­ჩე­მოდ მა­ინც არ მი­ვიჩ­ნევ­დი ან კა­რი­ე­რის დან­გ­რე­ვის მე­ში­ნო­და. ჰო­და, დავ­რ­ჩი უშ­ვილ­ძი­როდ. ახ­ლა ბი­ჭებს ქა­ლე­ბი თვა­ლებ­ში აფ­რინ­დე­ბი­ან, ად­რე კი ეს ცუდ ტო­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. ქა­ლე­ბი ვცდი­ლობ­დით, ზედ­მე­ტი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაც კი არ გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. მა­შინ პა­ტი­ოს­ნე­ბა დი­დად ფა­სობ­და, ახ­ლა კი მას ჩა­ლის ფა­სი აქვს, სამ­წუ­ხა­როდ. ვგიჟ­დე­ბი, ისე­თე­ბი მეს­მის და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ისე­თებს ვუ­ყუ­რებ. ამ სა­უ­კუ­ნე­ში რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, კაც­მა არ იცის, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და ჩე­მი ბე­დი. ალ­ბათ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი ვერც კა­რი­ე­რა­სა და ვერც სიყ­ვა­რულ­ში, ჩე­მი სი­მორ­ცხ­ვის გა­მო ყვე­ლას და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ვიქ­ნე­ბო­დი.
წლე­ბის წინ სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ყვე­ლა­ზე თა­მამ სიზ­მარ­შიც არ მი­ნა­ხავს ის, რა­საც ახ­ლა რე­ა­ლუ­რად ვხე­დავ პარ­კებ­ში, სკვე­რებ­ში. გუ­ლი მიმ­ძიმ­დე­ბა ხოლ­მე ამის ყუ­რე­ბი­სას. გა­ირ­ყ­ვ­ნა ახალ­გაზ­რ­დო­ბა და ეგაა. კოც­ნას არ სჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ და თან, ეს ბავ­შ­ვე­ბის თვალ­წინ ხდე­ბა, დღი­სით, მზი­სით. შვი­ლი ან შვი­ლიშ­ვი­ლი რომ მყავ­დეს და მას­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას, მსგავს სცე­ნას გა­და­ვაწყ­დე, ალ­ბათ, ტვინ­ში სის­ხ­ლი ჩა­მექ­ცე­ვა...
ამ­ბო­ბენ, ასე სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ა­ნო. მეც სოფ­ლი­დან ჩა­მო­ვე­დი თა­ვის დრო­ზე, მაგ­რამ იმით, რომ ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს ვი­ყა­ვი და ისი­ნი ვერ და­მი­ნა­ხავ­დ­ნენ, არას­დ­როს მი­სარ­გებ­ლია და თა­მა­მად არას­დ­როს მოვ­ქ­ცე­ულ­ვარ, ბი­ჭე­ბის­თ­ვის ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა არ მი­მი­ცია. ცუ­დია, რომ არ გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ წა­მი­თაც არ ვდარ­დობ, პა­ტი­ოს­ნე­ბა რომ არ და­მი­კარ­გავს. პი­რი­ქით, მე ამით ვა­მა­ყობ. ჩემ­ზე ვერც ერ­თი კა­ცი ვერ იღ­ლა­ბუ­ცებს და ვე­რა­ვინ იტყ­ვის, ამ ქალ­თან რა­ი­მე ცუ­დად მქონ­დაო - ეს სა­ა­მა­ყოა, მერ­წ­მუ­ნეთ.

აი, თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­ზე კი გი­ამ­ბობთ და თა­ვად გან­სა­ჯეთ, ად­რე რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის; რო­გო­რი მო­წი­წე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და მან­დი­ლოს­ნე­ბის მი­მართ. ზედ­მეტს არა­ვინ გა­კა­და­რებ­და, სა­ბაბს თუ არ მის­ცემ­დი... პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში ვუყ­ვარ­დი თა­ნა­სოფ­ლელს. ზაფხულ­ში ხი­ლი მოჰ­ქონ­და ჩემ­თ­ვის, შე­მოდ­გო­მა­ზე - კან­ფე­ტე­ბი, ზამ­თარ­ში ჩი­რი, გა­ზაფხულ­ზე კი ყვა­ვი­ლე­ბით მივ­სებ­და ჩან­თას. ამას იცით, რო­გორ აკე­თებ­და? - ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად. რო­ცა რა­ღაც მოჰ­ქონ­და, სირ­ცხ­ვი­ლის­გან წით­ლ­დე­ბო­და და უკე­თეს დღე­ში არც მე ვი­ყა­ვი. ამ სა­ჩუქ­რებს კი ვი­ღებ­დი, მაგ­რამ თან მე­რი­დე­ბო­და, კან­ფე­ტი ჭა­მი­სას გულ­ზე მად­გე­ბო­და... მე­რე მე თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, ის სო­ფელ­ში დარ­ჩა და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ცო­ლიც შე­ირ­თო. აბა, მე ხომ არ და­მე­ლო­დე­ბო­და? მიხ­ვ­და, ჩე­მი იმე­დი რომ არ უნ­და ჰქო­ნო­და. ცი­ვი ვი­ყა­ვი მის მი­მართ, მაგ­რამ გუ­ლი სით­ბო­თი მქონ­და სავ­სე. დღე­საც, რა­ღაც­ნა­ი­რად მიყ­ვარს ის ბი­ჭი, რო­მე­ლიც ასე ძლი­ერ მა­ნე­ბივ­რებ­და და მი­სი გახ­სე­ნე­ბი­სას, სულ­სა და გულ­ში სით­ბო მეღ­ვ­რე­ბა. თუმ­ცა, მის ცო­ლო­ბა­ზე არას­დ­როს მი­ფიქ­რია. ეს რა­ღაც უფ­რო წმინ­და სიყ­ვა­რუ­ლი იყო. ალ­ბათ, ის გრძნო­ბა გახ­ლ­დათ, პლა­ტო­ნურს რომ ეძა­ხი­ან და რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მიჰ­ყ­ვე­ბა ადა­მი­ანს.
აი, მშობ­ლე­ბის თვალს რომ მი­ვე­ფა­რე და ძმის ყუ­რადღე­ბის მიღ­მაც დავ­რ­ჩი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მე­რე ბლო­მად მყავ­დ­ნენ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­მა­მად ცდი­ლობ­დ­ნენ ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბას, მაგ­რამ ზღვარს არას­დ­როს გა­და­დი­ოდ­ნენ. თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის ქა­ლი წმინ­და არ­სე­ბა იყო, რო­მე­ლიც ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით ცდი­ლობ­და ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბას. პირ­ვე­ლად ჩემ­სა­ვე ლექ­ტორს ჩა­ვუ­ვარ­დი გულ­ში. ასა­კით ჩემ­ზე უფ­რო­სი კი იყო და ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მოც­დი­ლიც, მაგ­რამ ჩემ­თან ვე­რა­ფერს გახ­და. არა­და, სა­ჩუ­ქარს სა­ჩუ­ქარ­ზე მიგ­ზავ­ნი­და, შო­რი­დან მით­ვ­ლი­და სიყ­ვა­რულს. სა­ჩუქ­რებს ცხა­დია, არ ვი­ღებ­დი. ვი­ცო­დი, ეს თან­ხ­მო­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და და ამი­ტო­მაც. კარ­გი კა­ცი იყო, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაც ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავ­და და თან, ჯერ სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა, მე­რე კა­რი­ე­რის აწყო­ბა მსურ­და, გათხო­ვე­ბა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­ნა კი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში შე­მიშ­ლი­და ხელს. მოკ­ლედ, ბევ­რი იწუ­წუ­ნა ჩემ­მა ლექ­ტორ­მა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს რომ ვერ გახ­და, მე­რე და­ი­ღა­ლა ჩე­მი დევ­ნით და ჩემ­ზე ბევ­რად უკე­თე­სი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო შე­ირ­თო. სა­მი შვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და ღრმა სი­ბე­რემ­დე.

კი­დევ ერთს - უბ­ნელ ბიჭს ვუყ­ვარ­დი. თბი­ლის­ში ბი­ნა მი­ქი­რა­ვეს მშობ­ლებ­მა. დი­ა­სახ­ლის­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დით ორი გო­გო. იმ უბან­ში ერთ ბიჭს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და გა­მუდ­მე­ბით უკან დამ­დევ­და. ისიც ძა­ლი­ან დავ­ღა­ლე. გა­მუდ­მე­ბით გა­ვურ­ბო­დი და ვაწ­ვა­ლებ­დი, სის­ხ­ლი გამ­შ­რა­ლი ჰქონ­და ჩემ გა­მო. შეხ­ვედ­რა არ ვა­ღირ­სე და სიტყ­ვებს ყო­ველ­თ­ვის ბან­ზე ვუგ­დებ­დი. ის "ძვე­ლი ბი­ჭი" იყო. იცო­და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და ზედ­მეტს არას­დ­როს მა­კად­რებ­და. მე­რე ისე მო­მა­ბეზ­რა თა­ვი ამ ყუ­რადღე­ბით, რომ იმ ბი­ნი­დან ისე გა­და­ვე­დი, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, დი­ა­სახ­ლი­სის გარ­და. თუმ­ცა, ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­პო­ვი­და. იქაც მა­კითხავ­და. მე­რე ვუთხა­რი, - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, თა­ვი და­მა­ნე­ბე, თო­რემ იმ ბიჭ­თან პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნე­ბა-მეთ­ქი და გაბ­რაზ­და: თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყა­ვი, აქამ­დე გეთ­ქ­ვა, თავს არ მო­გა­ბეზ­რებ­დიო. ბუზღუ­ნით დამ­შორ­და. გაბ­რა­ზე­ბა მხო­ლოდ იმით გა­მო­ხა­ტა, რომ ზურ­გი შე­მაქ­ცია და წა­ვი­და. ახ­ლან­დელ დრო­ში ალ­ბათ, აყ­ვირ­დე­ბო­და კა­ცი ან ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დე­ბო­და, მა­გი­ნებ­და. ძველ დრო­ში კი ამას არაფ­რით იკად­რებ­და ვაჟ­კა­ცი. შე­იც­ვა­ლა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

კი­დევ რამ­დე­ნი­მეს ვუყ­ვარ­დი ძლი­ე­რად, მო­წო­ნე­ბა კი უფ­რო მე­ტი იყო. მე ოხერს მხო­ლოდ ერ­თხელ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გათხო­ვე­ბა ვერც მა­შინ გავ­ბე­დე. უფ­რო მე­ტიც, იმ ბიჭ­მა არც იცო­და, მის მი­მართ რა­ი­მე გრძნო­ბა თუ მქონ­და. თა­ვა­დაც მე­ში­ნო­და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, ეს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­საც კი არ შე­ემ­ჩ­ნია, რის გა­მოც სინ­დი­სი მქენ­ჯ­ნი­და. იმ ბიჭ­საც ვუყ­ვარ­დი. გი­ჟე­ბო­და ჩემ გა­მო. სო­ფელ­შიც კი ჩა­მო­ვი­და, რო­ცა იქ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვე­დი და ჩემს მშობ­ლებს და­ე­ლა­პა­რა­კა. მა­მამ უთხ­რა: ჩე­მი შვი­ლი უარს გე­უბ­ნე­ბა და მე რა­ღა მაქვს სათ­ქ­მე­ლიო? ის ბი­ჭი რომ წა­ვი­და, დე­დამ ქო­ქო­ლა და­მა­ყა­რა: შენ მე გა­­დამ­რევ, ასეთს ვის ეძებ, ყვე­ლას რომ იწუ­ნებ? თა­ვი დე­დო­ფა­ლი ხომ არ გგო­ნია? დროა, გათხო­ვე­ბა­ზეც იფიქ­როო. მაგ­რამ იმ წელს მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას ვა­პი­რებ­დი, გათხო­ვე­ბა­ზე სა­ფიქ­რად არ მე­ცა­ლა. მო­ვეწყ­ვე კი­დეც სკო­ლა­ში. საქ­მე­ში თა­ვით გა­და­ვეშ­ვი და მე­რე მით უმე­ტეს, ბი­ჭებს ახ­ლო­საც არ ვი­კა­რებ­დი. ის მე­ლო­და, მე­ლო­და და ბო­ლოს, მოთ­მი­ნე­ბის ძა­ფი გა­უწყ­და, შე­მეშ­ვა, სხვა­ზე და­ი­ნიშ­ნა და... გუ­ლი ძა­ლი­ან დამ­წყ­და. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ნა­ნე, რომ სი­თა­მა­მე ვერ გა­მო­ვი­ჩი­ნე და ჩე­მი სი­ჯი­უ­ტის გა­მო, კა­რი­ე­რა ვარ­ჩიე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ყოფ­ნას. არა­და, სკო­ლას­თან ყო­ველ­დღე ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში მე­ლო­და. არც ერ­თი დღე­სას­წა­უ­ლი არ ეპა­რე­ბო­და და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­საც სი­გი­ჟემ­დე შე­აყ­ვა­რა თა­ვი. გა­ვუშ­ვი ასე­თი ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­დან. იმა­საც დას­წყ­და გუ­ლი და მეც მწა­რედ ავ­ტირ­დი მი­სი ქორ­წი­ლის ღა­მეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად თავ­მოყ­ვა­რე, კა­რი­ე­რის­ტი ვი­ყა­ვი, რომ ეს არა­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვია... მის და­კარ­გ­ვას არა მარ­ტო მე­გობ­რე­ბი, არა­მედ მშობ­ლე­ბიც მსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ, - ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის უარი არ უნ­და გეთ­ქ­ვაო. მას მე­რე ჩემს გულს არა­ვინ მიჰ­კა­რე­ბია. ბევ­რ­ჯერ სცა­დეს ჩემ­თ­ვის ვინ­მე გა­ე­რი­გე­ბი­ნათ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­უ­ვი­დათ. ჩემს სი­ჯი­უ­ტეს გა­სა­ღე­ბი ვერ მო­უ­ძებ­ნეს...
იცით, რო­დის მივ­ხ­ვ­დი, რომ და­ვა­შა­ვე გა­უთხოვ­რო­ბით? - რო­ცა მშობ­ლე­ბი და­მე­ხო­ცა, რო­ცა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და მარ­ტო დავ­რ­ჩი! არა, ძმის­შ­ვი­ლე­ბი და მა­თი შვი­ლე­ბი მყავს იმე­დად, მაგ­რამ ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რომ ამეწყო, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და...
ახ­ლა, ამ ჩე­მი აღ­სა­რე­ბით რი­სი თქმა მინ­და ახალ­გა­ზრ­დე­ბის­თ­ვის: კარ­გი არა­ფე­რია გა­უთხოვ­რო­ბა­ში. ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი იმი­ტომ მყავ­და, რომ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ქა­ლუ­რი ვი­ყა­ვი და არა - კა­ცუ­რი მა­ნე­რე­ბის მქონე, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ჩერ­ჩე­ტი. რო­ცა ქა­ლი გო­ნი­ე­რია, კა­ცებს მას­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბათ. არ ღირს ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის ნე­ბა დარ­თო - ასე უინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბი. ქალს სი­ნა­ზე, იდუ­მა­ლე­ბა უხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს და რო­ცა გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებთ, სამ­სა­ხურს და­იწყებთ, მე­რე უკ­ვე გათხო­ვე­ბა­ზეც უნ­და იფიქ­როთ. აუცი­ლე­ბე­ლია ოჯა­ხი შექ­მ­ნათ იმის­თ­ვის, რომ მე­რე მარ­ტო­სუ­ლად არ იგ­რ­ძ­ნოთ თა­ვი. იმა­საც ვნა­ნობ, ბავ­შ­ვი რომ არ ავიყ­ვა­ნე. თუმ­ცა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, გვი­ან მივ­ხ­ვ­დი, რომ დავ­ბერ­დი. ეტყო­ბა, სარ­კე­შიც კი არ ვი­ყუ­რე­ბო­დი კა­რი­ე­რის გა­დამ­კი­დე. არა­და, სამ­სა­ხუ­რი წა­ვი­და, წლე­ბი ხე­ლი­დან გა­მო­მე­ცა­ლა და წელ­შიც მო­ვი­ხა­რე.
კა­ცებს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას ნუ მის­ცემთ, გო­გო­ნე­ბო. პა­ტი­ოს­ნე­ბის ფა­სი არა­ფე­რია, მაგ­რამ ამ პა­ტი­ოს­ნე­ბა­საც საზღ­ვა­რი აქვს. თუ კა­ცებს ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბას მის­ცემთ, ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის ილა­პა­რა­კე­ბენ თქვენ­ზე და ეს ლა­პა­რა­კი რომ მო­ის­მი­ნოთ, სუ­ლაც არ მო­გე­წო­ნე­ბათ. პა­ტი­ვი ეცით სა­კუ­თარ თავს, მშობ­ლებს, და-ძმებს და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. და­უ­ფიქ­რ­დით, სად რას აკე­თებთ. არა მგო­ნია, თა­ვად მოგ­წონ­დეთ სხვი­სი "ა­ტე­ხი­ლო­ბის" ყუ­რე­ბა და არც თქვე­ნი აცუნ­დ­რუ­კე­ბაა კარ­გი და­სა­ნა­ხავი. თუ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბით, მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და­იმ­სა­ხუ­რებთ და ბი­ჭე­ბის გუ­ლის სა­კეტ­საც ად­ვი­ლად მო­არ­გებთ გა­სა­ღებს. გათხოვ­დით, გა­რე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტია არაა. არც "შე­ტენ­ვით" შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი იქ­ნე­ბა მყა­რი. მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ოს­ნე­ბაა ამ­ქ­ვეყ­ნად სა­უ­კე­თე­სო გზა და გა­რან­ტია ბედ­ნი­ე­რი, ტკბი­ლი სი­ბე­რის".
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
07.10.2016
ელა ამას შენ ვერც გაიგებ,შენ ხომ "თანამედროვე ქალი" ხარ.შენი დევიზი ალბათ ესეთია "ვისთანაც გინდა,სადაც გინდა და როგორც გინდა"
ელა-ს
17.09.2016
ბევრი ცუდია, მართალია. ზოგი რამ ისეთი საშინელი ხდება რომ შეიძლება გაგიჟდე. მაგრამ ციდან არაფერი ცვივა. უმიზეზოდ არაფერი ხდება. რომ არა ასეთი შებოჭვა წლების განმავლობაში, რომ არა დროისთვის ფეხის ვერაწყობა, ახალგაზრდობა არ გადაგვარდებოდა. ზომიერების უნარი გვაქვს დაკარგული. ცუდი შედარებაა, მაგრამ ძაღლს რომ დააბავ დიდხანს და მერე აუშვებ ხომ იცით როგორ იქცევა? ჩვენი საქმეც ეგრეა. იმდენხანს იყო პოპულარული "ვინმემ რამე არ თქვას", "რას იტყვიან" რომ... არც მე ვარ პატარა. 42 წლამდე გათხოვება ვერ გავბედე, თუმცა მეუღლე ისეთი დაჟინებული იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გადავწყვიტე. თანაც რაც მქონდა იმაზე უარესი რა უნდა დამმართვოდა 42 წლის გაუთხოვარს?! ჩემი გადმოსახედიდან ჯობია რამენაირად ზომიერების ფარგლები ვასწავლოთ შვილებს, თორემ როცა მიხვდებიან გაუჭრიდებათ შეცვლა. ამ ქალის კი ძალიან კარგად მესმის. მეც ეგრე ვიყავი მაგრამ ბოლოს გავრისკე მაინც და გამიმართლა. საოცარი ქმარშვილი მყავს. გასათხოვრებს კი ვეტყოდი: ნუ გეშინიათ, ბოლოსდაბოლოს უშვილოდ სიკვდილს ყველაფერი ჯობია!
როგორ მესმის ავტორის!
06.07.2016
ქალბატონი ასაკშია და მერიდება რომ ვწერ, მაგრამ რომ არ დავწერო არც ეგ შემიძლია: ვერც ერთი კაცი ვერ იტყვისო ჩემთან რაღაც ცუდი რომ არ ქონიაო...კი ქალბატონო სექსი ხიხიააა და ბუააა...რატომ აკომპლექსებენ ქალებს ამ ქვეყანაში ვერ ვიგებ
ელა
06.07.2016
ნეტა ნუ დაიწყებთ, ადრე ეგრე არ იყო, ყოველ დროში იყო მაგრამ, ჰო ასე რეკლამას არ აკეთებდნენ. 14 წლით დიდი ყავდა ცოლად სამჯერ განათხოვარი საქორწილოს, სამ საქორწილო კაცს განათხოვარი და შვილიანები, ორს კიდევ უქმროდ გაჩენილი ყავდათ შვილები და უცოლო ბიჭებმა მოიყვანეს. ახლა მე ორ წელში პენსიაზე გავალ, ის ქალბატონები, რომ გათხოვდნენ მე დაბადებული არ ვიყავი გასული საუკუნის 50იანი წლების დასაწყისი. მამაჩემი , ახლა 92 წლის უნდა იყოს და ჩემი მასწავლებელი ყავდა ქმარშვილიანი ქალი საყვარლად. კარგით პატიოსნება, ბ..ა ყველა დროში და ყველა ქვეყანაშია. მე კიდევ, ერთი პატარა პროვინციიდან ვარ.
ნწუ
06.07.2016
ეტყობა ჩვენ ერთი თაობა ვართ. ასე განვიცდი მეც დღევანდელი ახალგაზრდების ქცევას, ჩვენ დროს რასაც ცუდ საქციელს ვეძახდით ეხლა იმით ამაყობენ და საზოგადოებაშიც უფრო მიღებულები არიან, პატიოსნება იშვიათად აინტერესებთ.
უნძინა ტაბატაძე
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი