გა­უთხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი: "კოც­ნას არ ჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ"
font-large font-small
გა­უთხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი: "კოც­ნას არ ჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ"

"გა­და­ი­რია ქვეყ­ნად ქა­ლიც და კა­ციც", - დარ­დობს ქალ­ბა­ტო­ნი ცი­სია.
მას შვი­ლე­ბი არ ჰყავს. ნა­თე­სა­ვე­ბის იმე­დად მყო­ფი გა­ნიც­დის, რომ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ აღა­რა­ვინ გა­იხ­სე­ნებს. - ახ­ლა, ცოცხა­ლი აღა­რა­ვის ვუნ­დი­ვარ და მკვდა­რი ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბი? - ამ­ბობს და­ნა­ნე­ბით და იმ წლებს იხ­სე­ნებს, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დას, სი­ცოცხ­ლით სავ­სეს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ჰყავ­და. მის მო­ნო­ლოგ-წე­რილს მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით გთა­ვა­ზობთ (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):



"თბი­ლის­ში არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, მაგ­რამ აქ კი გა­ვა­ტა­რე ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბა და სი­ბე­რე­შიც დე­და­ქა­ლაქ­ში მი­წევს ყოფ­ნა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კი მე­ნატ­რე­ბა მი­წის სი­ახ­ლო­ვე. ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი, სი­ბე­რე­ში ჩემს სო­ფელ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ბოს­ტანს გა­ვა­შე­ნებ და ვი­ფუს­ფუ­სებ-მეთ­ქი, მაგ­რამ არც ისე ად­ვი­ლია, უკ­ვე გა­ქა­ლა­ქე­ბუ­ლი მოს­წყ­დე დე­და თბი­ლისს და სო­ფელ­ში წახ­ვი­დე, სა­დაც არც კი იცი, რა გე­ლის. თან, და­ვიწყე­ბა იცის ყვე­ლა საქ­მემ, თუ ცოდ­ნას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყე­ნებ და არ ავი­თა­რებ. აღარც კი მახ­სოვს, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ ჩე­მი მშოOბლები ბოს­ტანს, ცხო­ვე­ლებს ან ფრინ­ვე­ლებს. არა­და, ჩემს სახ­ლ­ში ოთხ­ფე­ხე­ბიც ბლო­მად ჰყავ­დათ და ფრთოს­ნე­ბიც. ნე­ტავ, პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლე­ჯი მა­ინც მქონ­დეს კორ­პუს­თან ახ­ლოს, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­მუ­შა­ვებ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია მთე­ლი დღე ერთ ად­გი­ლას ჯდო­მა, ამი­ტომ დავ­დი­ვარ უსაქ­მუ­რად მთელ ქა­ლაქ­ში და სად­მე ნაც­ნობს თუ გა­და­ვეყ­რე­ბი, სი­ხა­რუ­ლის­გან ვცმუ­კავ, თუ არა და, უცხო­ებ­თან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვცდი­ლობ: ზოგს მოვ­წონ­ვარ და მე­ლა­პა­რა­კე­ბა, ზო­გი კი ცხვირს ამიბ­ზუ­ებს ხოლ­მე, - რა გინ­და, ვის დაჰ­კარ­გ­ვი­ხა­რო? არა­და, ამ დიდ ქა­ლაქ­ში ძნე­ლია უკ­ვე ნაც­ნო­ბის პოვ­ნა. ჩე­მი თა­ო­ბის ბევ­რი აღა­რა­ვინ შე­მორ­ჩა ქვე­ყა­ნას და ახ­ლებს კი­დევ, მე ვე­ღარ ვცნობ.

ძნე­ლია სი­ბე­რე. ახალ­გაზ­რ­დას მე­გო­ნა, არას­დ­როს დავ­ბერ­დე­ბო­დი. სულ სი­ცილ-სი­ცილ­ში გავ­ლიე წლე­ბი და ახ­ლა ვხვდე­ბი, წინ­და­უ­ხე­და­ვი ვყო­ფილ­ვარ. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის გარ­და, კარ­გი პრო­ფე­სი­აც მქონ­და, პე­და­გო­გი გახ­ლ­დით. ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე სწავ­ლი­სას, თა­ვი ისე გა­მო­ვი­ჩი­ნე, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. მას მე­რე, ვიდ­რე სა­პენ­სიო ასაკს არ მი­ვაღ­წიე, ვმუ­შა­ობ­დი. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა მო­ვი­ა­რე, კერ­ძო­დაც ვამ­ზა­დებ­დი ბავ­შ­ვებს და ხალ­ხის­გა­ნაც პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი. ალ­ბათ, ეს პა­ტი­ვის­ცე­მა "ა­მი­ვარ­და თავ­ში" და ბი­ჭებს ვი­წუ­ნებ­დი. ზო­გი კი მომ­წონ­და, მაგ­რამ სა­ჩე­მოდ მა­ინც არ მი­ვიჩ­ნევ­დი ან კა­რი­ე­რის დან­გ­რე­ვის მე­ში­ნო­და. ჰო­და, დავ­რ­ჩი უშ­ვილ­ძი­როდ. ახ­ლა ბი­ჭებს ქა­ლე­ბი თვა­ლებ­ში აფ­რინ­დე­ბი­ან, ად­რე კი ეს ცუდ ტო­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. ქა­ლე­ბი ვცდი­ლობ­დით, ზედ­მე­ტი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაც კი არ გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. მა­შინ პა­ტი­ოს­ნე­ბა დი­დად ფა­სობ­და, ახ­ლა კი მას ჩა­ლის ფა­სი აქვს, სამ­წუ­ხა­როდ. ვგიჟ­დე­ბი, ისე­თე­ბი მეს­მის და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ისე­თებს ვუ­ყუ­რებ. ამ სა­უ­კუ­ნე­ში რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, კაც­მა არ იცის, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და ჩე­მი ბე­დი. ალ­ბათ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი ვერც კა­რი­ე­რა­სა და ვერც სიყ­ვა­რულ­ში, ჩე­მი სი­მორ­ცხ­ვის გა­მო ყვე­ლას და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ვიქ­ნე­ბო­დი.
წლე­ბის წინ სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ყვე­ლა­ზე თა­მამ სიზ­მარ­შიც არ მი­ნა­ხავს ის, რა­საც ახ­ლა რე­ა­ლუ­რად ვხე­დავ პარ­კებ­ში, სკვე­რებ­ში. გუ­ლი მიმ­ძიმ­დე­ბა ხოლ­მე ამის ყუ­რე­ბი­სას. გა­ირ­ყ­ვ­ნა ახალ­გაზ­რ­დო­ბა და ეგაა. კოც­ნას არ სჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ და თან, ეს ბავ­შ­ვე­ბის თვალ­წინ ხდე­ბა, დღი­სით, მზი­სით. შვი­ლი ან შვი­ლიშ­ვი­ლი რომ მყავ­დეს და მას­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას, მსგავს სცე­ნას გა­და­ვაწყ­დე, ალ­ბათ, ტვინ­ში სის­ხ­ლი ჩა­მექ­ცე­ვა...
ამ­ბო­ბენ, ასე სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ა­ნო. მეც სოფ­ლი­დან ჩა­მო­ვე­დი თა­ვის დრო­ზე, მაგ­რამ იმით, რომ ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს ვი­ყა­ვი და ისი­ნი ვერ და­მი­ნა­ხავ­დ­ნენ, არას­დ­როს მი­სარ­გებ­ლია და თა­მა­მად არას­დ­როს მოვ­ქ­ცე­ულ­ვარ, ბი­ჭე­ბის­თ­ვის ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა არ მი­მი­ცია. ცუ­დია, რომ არ გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ წა­მი­თაც არ ვდარ­დობ, პა­ტი­ოს­ნე­ბა რომ არ და­მი­კარ­გავს. პი­რი­ქით, მე ამით ვა­მა­ყობ. ჩემ­ზე ვერც ერ­თი კა­ცი ვერ იღ­ლა­ბუ­ცებს და ვე­რა­ვინ იტყ­ვის, ამ ქალ­თან რა­ი­მე ცუ­დად მქონ­დაო - ეს სა­ა­მა­ყოა, მერ­წ­მუ­ნეთ.

აი, თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­ზე კი გი­ამ­ბობთ და თა­ვად გან­სა­ჯეთ, ად­რე რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის; რო­გო­რი მო­წი­წე­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და მან­დი­ლოს­ნე­ბის მი­მართ. ზედ­მეტს არა­ვინ გა­კა­და­რებ­და, სა­ბაბს თუ არ მის­ცემ­დი... პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში ვუყ­ვარ­დი თა­ნა­სოფ­ლელს. ზაფხულ­ში ხი­ლი მოჰ­ქონ­და ჩემ­თ­ვის, შე­მოდ­გო­მა­ზე - კან­ფე­ტე­ბი, ზამ­თარ­ში ჩი­რი, გა­ზაფხულ­ზე კი ყვა­ვი­ლე­ბით მივ­სებ­და ჩან­თას. ამას იცით, რო­გორ აკე­თებ­და? - ძა­ლი­ან მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად. რო­ცა რა­ღაც მოჰ­ქონ­და, სირ­ცხ­ვი­ლის­გან წით­ლ­დე­ბო­და და უკე­თეს დღე­ში არც მე ვი­ყა­ვი. ამ სა­ჩუქ­რებს კი ვი­ღებ­დი, მაგ­რამ თან მე­რი­დე­ბო­და, კან­ფე­ტი ჭა­მი­სას გულ­ზე მად­გე­ბო­და... მე­რე მე თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, ის სო­ფელ­ში დარ­ჩა და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ცო­ლიც შე­ირ­თო. აბა, მე ხომ არ და­მე­ლო­დე­ბო­და? მიხ­ვ­და, ჩე­მი იმე­დი რომ არ უნ­და ჰქო­ნო­და. ცი­ვი ვი­ყა­ვი მის მი­მართ, მაგ­რამ გუ­ლი სით­ბო­თი მქონ­და სავ­სე. დღე­საც, რა­ღაც­ნა­ი­რად მიყ­ვარს ის ბი­ჭი, რო­მე­ლიც ასე ძლი­ერ მა­ნე­ბივ­რებ­და და მი­სი გახ­სე­ნე­ბი­სას, სულ­სა და გულ­ში სით­ბო მეღ­ვ­რე­ბა. თუმ­ცა, მის ცო­ლო­ბა­ზე არას­დ­როს მი­ფიქ­რია. ეს რა­ღაც უფ­რო წმინ­და სიყ­ვა­რუ­ლი იყო. ალ­ბათ, ის გრძნო­ბა გახ­ლ­დათ, პლა­ტო­ნურს რომ ეძა­ხი­ან და რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მიჰ­ყ­ვე­ბა ადა­მი­ანს.
აი, მშობ­ლე­ბის თვალს რომ მი­ვე­ფა­რე და ძმის ყუ­რადღე­ბის მიღ­მაც დავ­რ­ჩი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მე­რე ბლო­მად მყავ­დ­ნენ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­მა­მად ცდი­ლობ­დ­ნენ ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბას, მაგ­რამ ზღვარს არას­დ­როს გა­და­დი­ოდ­ნენ. თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის ქა­ლი წმინ­და არ­სე­ბა იყო, რო­მე­ლიც ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით ცდი­ლობ­და ჩე­მი გუ­ლის მო­გე­ბას. პირ­ვე­ლად ჩემ­სა­ვე ლექ­ტორს ჩა­ვუ­ვარ­დი გულ­ში. ასა­კით ჩემ­ზე უფ­რო­სი კი იყო და ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მოც­დი­ლიც, მაგ­რამ ჩემ­თან ვე­რა­ფერს გახ­და. არა­და, სა­ჩუ­ქარს სა­ჩუ­ქარ­ზე მიგ­ზავ­ნი­და, შო­რი­დან მით­ვ­ლი­და სიყ­ვა­რულს. სა­ჩუქ­რებს ცხა­დია, არ ვი­ღებ­დი. ვი­ცო­დი, ეს თან­ხ­მო­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და და ამი­ტო­მაც. კარ­გი კა­ცი იყო, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაც ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავ­და და თან, ჯერ სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა, მე­რე კა­რი­ე­რის აწყო­ბა მსურ­და, გათხო­ვე­ბა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­ნა კი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში შე­მიშ­ლი­და ხელს. მოკ­ლედ, ბევ­რი იწუ­წუ­ნა ჩემ­მა ლექ­ტორ­მა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს რომ ვერ გახ­და, მე­რე და­ი­ღა­ლა ჩე­მი დევ­ნით და ჩემ­ზე ბევ­რად უკე­თე­სი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო შე­ირ­თო. სა­მი შვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და ღრმა სი­ბე­რემ­დე.

კი­დევ ერთს - უბ­ნელ ბიჭს ვუყ­ვარ­დი. თბი­ლის­ში ბი­ნა მი­ქი­რა­ვეს მშობ­ლებ­მა. დი­ა­სახ­ლის­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დით ორი გო­გო. იმ უბან­ში ერთ ბიჭს ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და გა­მუდ­მე­ბით უკან დამ­დევ­და. ისიც ძა­ლი­ან დავ­ღა­ლე. გა­მუდ­მე­ბით გა­ვურ­ბო­დი და ვაწ­ვა­ლებ­დი, სის­ხ­ლი გამ­შ­რა­ლი ჰქონ­და ჩემ გა­მო. შეხ­ვედ­რა არ ვა­ღირ­სე და სიტყ­ვებს ყო­ველ­თ­ვის ბან­ზე ვუგ­დებ­დი. ის "ძვე­ლი ბი­ჭი" იყო. იცო­და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და ზედ­მეტს არას­დ­როს მა­კად­რებ­და. მე­რე ისე მო­მა­ბეზ­რა თა­ვი ამ ყუ­რადღე­ბით, რომ იმ ბი­ნი­დან ისე გა­და­ვე­დი, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, დი­ა­სახ­ლი­სის გარ­და. თუმ­ცა, ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­პო­ვი­და. იქაც მა­კითხავ­და. მე­რე ვუთხა­რი, - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, თა­ვი და­მა­ნე­ბე, თო­რემ იმ ბიჭ­თან პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნე­ბა-მეთ­ქი და გაბ­რაზ­და: თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყა­ვი, აქამ­დე გეთ­ქ­ვა, თავს არ მო­გა­ბეზ­რებ­დიო. ბუზღუ­ნით დამ­შორ­და. გაბ­რა­ზე­ბა მხო­ლოდ იმით გა­მო­ხა­ტა, რომ ზურ­გი შე­მაქ­ცია და წა­ვი­და. ახ­ლან­დელ დრო­ში ალ­ბათ, აყ­ვირ­დე­ბო­და კა­ცი ან ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დე­ბო­და, მა­გი­ნებ­და. ძველ დრო­ში კი ამას არაფ­რით იკად­რებ­და ვაჟ­კა­ცი. შე­იც­ვა­ლა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

კი­დევ რამ­დე­ნი­მეს ვუყ­ვარ­დი ძლი­ე­რად, მო­წო­ნე­ბა კი უფ­რო მე­ტი იყო. მე ოხერს მხო­ლოდ ერ­თხელ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გათხო­ვე­ბა ვერც მა­შინ გავ­ბე­დე. უფ­რო მე­ტიც, იმ ბიჭ­მა არც იცო­და, მის მი­მართ რა­ი­მე გრძნო­ბა თუ მქონ­და. თა­ვა­დაც მე­ში­ნო­და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, ეს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­საც კი არ შე­ემ­ჩ­ნია, რის გა­მოც სინ­დი­სი მქენ­ჯ­ნი­და. იმ ბიჭ­საც ვუყ­ვარ­დი. გი­ჟე­ბო­და ჩემ გა­მო. სო­ფელ­შიც კი ჩა­მო­ვი­და, რო­ცა იქ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვე­დი და ჩემს მშობ­ლებს და­ე­ლა­პა­რა­კა. მა­მამ უთხ­რა: ჩე­მი შვი­ლი უარს გე­უბ­ნე­ბა და მე რა­ღა მაქვს სათ­ქ­მე­ლიო? ის ბი­ჭი რომ წა­ვი­და, დე­დამ ქო­ქო­ლა და­მა­ყა­რა: შენ მე გა­­დამ­რევ, ასეთს ვის ეძებ, ყვე­ლას რომ იწუ­ნებ? თა­ვი დე­დო­ფა­ლი ხომ არ გგო­ნია? დროა, გათხო­ვე­ბა­ზეც იფიქ­როო. მაგ­რამ იმ წელს მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას ვა­პი­რებ­დი, გათხო­ვე­ბა­ზე სა­ფიქ­რად არ მე­ცა­ლა. მო­ვეწყ­ვე კი­დეც სკო­ლა­ში. საქ­მე­ში თა­ვით გა­და­ვეშ­ვი და მე­რე მით უმე­ტეს, ბი­ჭებს ახ­ლო­საც არ ვი­კა­რებ­დი. ის მე­ლო­და, მე­ლო­და და ბო­ლოს, მოთ­მი­ნე­ბის ძა­ფი გა­უწყ­და, შე­მეშ­ვა, სხვა­ზე და­ი­ნიშ­ნა და... გუ­ლი ძა­ლი­ან დამ­წყ­და. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ნა­ნე, რომ სი­თა­მა­მე ვერ გა­მო­ვი­ჩი­ნე და ჩე­მი სი­ჯი­უ­ტის გა­მო, კა­რი­ე­რა ვარ­ჩიე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ყოფ­ნას. არა­და, სკო­ლას­თან ყო­ველ­დღე ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში მე­ლო­და. არც ერ­თი დღე­სას­წა­უ­ლი არ ეპა­რე­ბო­და და ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­საც სი­გი­ჟემ­დე შე­აყ­ვა­რა თა­ვი. გა­ვუშ­ვი ასე­თი ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­დან. იმა­საც დას­წყ­და გუ­ლი და მეც მწა­რედ ავ­ტირ­დი მი­სი ქორ­წი­ლის ღა­მეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად თავ­მოყ­ვა­რე, კა­რი­ე­რის­ტი ვი­ყა­ვი, რომ ეს არა­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვია... მის და­კარ­გ­ვას არა მარ­ტო მე­გობ­რე­ბი, არა­მედ მშობ­ლე­ბიც მსაყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ, - ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის უარი არ უნ­და გეთ­ქ­ვაო. მას მე­რე ჩემს გულს არა­ვინ მიჰ­კა­რე­ბია. ბევ­რ­ჯერ სცა­დეს ჩემ­თ­ვის ვინ­მე გა­ე­რი­გე­ბი­ნათ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­უ­ვი­დათ. ჩემს სი­ჯი­უ­ტეს გა­სა­ღე­ბი ვერ მო­უ­ძებ­ნეს...
იცით, რო­დის მივ­ხ­ვ­დი, რომ და­ვა­შა­ვე გა­უთხოვ­რო­ბით? - რო­ცა მშობ­ლე­ბი და­მე­ხო­ცა, რო­ცა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და მარ­ტო დავ­რ­ჩი! არა, ძმის­შ­ვი­ლე­ბი და მა­თი შვი­ლე­ბი მყავს იმე­დად, მაგ­რამ ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რომ ამეწყო, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და...
ახ­ლა, ამ ჩე­მი აღ­სა­რე­ბით რი­სი თქმა მინ­და ახალ­გა­ზრ­დე­ბის­თ­ვის: კარ­გი არა­ფე­რია გა­უთხოვ­რო­ბა­ში. ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი იმი­ტომ მყავ­და, რომ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ქა­ლუ­რი ვი­ყა­ვი და არა - კა­ცუ­რი მა­ნე­რე­ბის მქონე, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ჩერ­ჩე­ტი. რო­ცა ქა­ლი გო­ნი­ე­რია, კა­ცებს მას­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბათ. არ ღირს ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის ნე­ბა დარ­თო - ასე უინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბი. ქალს სი­ნა­ზე, იდუ­მა­ლე­ბა უხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს და რო­ცა გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებთ, სამ­სა­ხურს და­იწყებთ, მე­რე უკ­ვე გათხო­ვე­ბა­ზეც უნ­და იფიქ­როთ. აუცი­ლე­ბე­ლია ოჯა­ხი შექ­მ­ნათ იმის­თ­ვის, რომ მე­რე მარ­ტო­სუ­ლად არ იგ­რ­ძ­ნოთ თა­ვი. იმა­საც ვნა­ნობ, ბავ­შ­ვი რომ არ ავიყ­ვა­ნე. თუმ­ცა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, გვი­ან მივ­ხ­ვ­დი, რომ დავ­ბერ­დი. ეტყო­ბა, სარ­კე­შიც კი არ ვი­ყუ­რე­ბო­დი კა­რი­ე­რის გა­დამ­კი­დე. არა­და, სამ­სა­ხუ­რი წა­ვი­და, წლე­ბი ხე­ლი­დან გა­მო­მე­ცა­ლა და წელ­შიც მო­ვი­ხა­რე.
კა­ცებს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას ნუ მის­ცემთ, გო­გო­ნე­ბო. პა­ტი­ოს­ნე­ბის ფა­სი არა­ფე­რია, მაგ­რამ ამ პა­ტი­ოს­ნე­ბა­საც საზღ­ვა­რი აქვს. თუ კა­ცებს ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბას მის­ცემთ, ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის ილა­პა­რა­კე­ბენ თქვენ­ზე და ეს ლა­პა­რა­კი რომ მო­ის­მი­ნოთ, სუ­ლაც არ მო­გე­წო­ნე­ბათ. პა­ტი­ვი ეცით სა­კუ­თარ თავს, მშობ­ლებს, და-ძმებს და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. და­უ­ფიქ­რ­დით, სად რას აკე­თებთ. არა მგო­ნია, თა­ვად მოგ­წონ­დეთ სხვი­სი "ა­ტე­ხი­ლო­ბის" ყუ­რე­ბა და არც თქვე­ნი აცუნ­დ­რუ­კე­ბაა კარ­გი და­სა­ნა­ხავი. თუ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბით, მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და­იმ­სა­ხუ­რებთ და ბი­ჭე­ბის გუ­ლის სა­კეტ­საც ად­ვი­ლად მო­არ­გებთ გა­სა­ღებს. გათხოვ­დით, გა­რე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტია არაა. არც "შე­ტენ­ვით" შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი იქ­ნე­ბა მყა­რი. მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ოს­ნე­ბაა ამ­ქ­ვეყ­ნად სა­უ­კე­თე­სო გზა და გა­რან­ტია ბედ­ნი­ე­რი, ტკბი­ლი სი­ბე­რის".
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა