სუ­ლის დეპ­რე­სია
font-large font-small
სუ­ლის დეპ­რე­სია
"შე­უძ­ლე­ბე­ლია, იყო პი­როვ­ნე­ბა, თუ იზო­ლი­რე­ბუ­ლი და მარ­ტო­სუ­ლი ხარ"


ოჯა­ხის შექ­მ­ნა ის სა­კითხია, რო­მე­ლიც ად­ვი­ლი გა­და­საწყ­ვე­ტი სუ­ლაც არ არის, მით უმე­ტეს, მა­სობ­რი­ვი უმუ­შევ­რო­ბის ფონ­ზე, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მა­ინც რის­კავს, ოჯახს ქმნის და თა­ვი­სე­ბუ­რად ზრუ­ნავს ერის გამ­რავ­ლე­ბა­ზე. ამ­ბო­ბენ, რომ ბო­ლო დროს ქორ­წი­ნე­ბებ­მა იმა­ტა კი­დეც. თუმ­ცა, ქუ­თა­ი­სე­ლი კუ­კუ­რი აბუ­ლა­ძის თქმით, სი­ტუ­ა­ცია სა­გან­გა­შოა და ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო­ო­ბის ეპი­დე­მია თვალ­ში სა­ცე­მია. ცო­ტა ხნის წინ, მან წე­რი­ლი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფოს სთხოვს, მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნას რა­ი­მე სა­ხის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ისი­ნი სა­კუ­თა­რი მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნას შეძ­ლე­ბენ და შექ­მნი­ან ღირ­სე­ულ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახს.


"პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მრა­ვალ­რიცხო­ვან პირ­თა სა­ხე­ლი­თა და მა­თი­ვე დაკ­ვე­თით, თქვენ­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მით გან­­მ­სჭ­ვა­ლუ­ლი პე­და­გო­გი, ის­ტო­რი­კო­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბათ­მ­ცოდ­ნე კუ­კუ­რი აბუ­ლა­ძე გწერთ ამ წე­რილს, ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სი­დან" (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):

"მო­გე­სალ­მე­ბით ჟურ­ნალ "გზის" კო­ლექ­ტივს, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის ობი­ექ­ტურ გა­მომ­ხატ­ველს! დი­დი ხა­ნია, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლი ვარ. მომ­წონს ყვე­ლა რუბ­რი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­უბ­რე­ბი ამა თუ იმ სა­ხის პრობ­ლე­მა­ზე. რო­დე­საც ჟურ­ნალ "გზის" ბო­ლო ნო­მე­რი გა­დავ­ფურ­ც­ლე და გა­ვე­ცა­ნი სტა­ტი­ას - "გა­უთხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი", მო­მინ­და, მარ­ტო­ო­ბის მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ მეც, კი­დევ ერ­თხელ მე­სა­უბ­რა. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც 5 წლის წინ ვწერ­დი სხვა­დას­ხ­ვა ჟურ­ნალ-გა­ზეთ­ში, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბას არა­ვინ მაქ­ცევ­და. არა­და, დრომ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და ეს პრობ­ლე­მა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ადა­მი­ან­თა მარ­ტო­ო­ბა, ეს არის სუ­ლი­სა და ხორ­ცის ტკი­ვი­ლი.
2014 წელს ქუ­თა­თურ­თა სა­ხე­ლით, ჩე­მი წე­რი­ლი თქვენს ჟურ­ნალ­შიც და­ი­ბეჭ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ წე­რილს არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ღი­მი­ლით უს­მენს.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა დაგ­როვ­და. ამ პრობ­ლე­მე­ბის ერ­თ­ბა­შად გა­დაჭ­რა, რა თქმა უნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. სა­ჭი­როა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დ­ოე­ბის ყუ­რადღე­ბა და კონ­კ­რე­ტუ­ლი საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნონ.
მარ­თა­ლია, XXI სა­უ­კუ­ნე­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ეს ბევრს არა­ფერს ნიშ­ნავს: პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყო, არის და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა. მრა­ვალ­რიცხო­ვან პრობ­ლე­მა­თა შო­რის, მსურს ერთ-ერთ მწვა­ვე, თით­ქოს და შე­უმ­ჩ­ნე­ველ, ზო­გის­თ­ვის კი სა­სა­ცი­ლო თე­მა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა. იმ თე­მა­ზე, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლა და თა­მა­მად ლა­პა­რაკს ადა­მი­ა­ნე­ბი ერი­დე­ბი­ან. არა­და, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­ტო­ო­ბის ეპი­დე­მი­ის ნიშ­ნე­ბი უკ­ვე ად­ვი­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვია. მარ­თა­ლია, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი ნა­წი­ლობ­რივ ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ სა­კითხს, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის, ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე ბო­ლომ­დე უნ­და იქ­ნეს მიყ­ვა­ნი­ლი.
სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს საფ­რ­თხე, რომ მა­ლე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით. სო­ცი­ო­ლო­გე­ბის­თ­ვის სა­გან­გა­შოდ თვალ­ში სა­ცე­მია, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი, სხვა ეთ­ნო­სებ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქ­მის არ ვმრავ­ლ­დე­ბით. ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო უჭირთ და­ქორ­წი­ნე­ბა. დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­თან ბრძო­ლის პროგ­რა­მებს ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ად­გენს და ახორ­ცი­ე­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. იქ­მ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მოძ­რა­ო­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ უკა­ნას­კ­ნე­ლი ოც­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, მრა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი და­ინ­გ­რა. ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩ­ნენ მარ­ტო­ხე­ლე­ბად და მარ­ტო­სუ­ლე­ბად, ყო­ველ­გ­ვა­რი იმე­დის გა­რე­შე. მარ­ტო­ო­ბა კი რა­საც ნიშ­ნავს, ჩვენ­ზე უკე­თე­სად მო­გეხ­სე­ნე­ბათ - ეს არის სუ­ლის დეპ­რე­სია, ხვა­ლინ­დე­ლი დღის უიმე­დო­ბა და უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბა. ხალ­ხი ყველ­გა­ნაა, მაგ­რამ შენ გვერ­დით არა­ვინ არის. გა­ვიხ­სე­ნოთ დი­დი ბა­რა­თაშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბი: "საბ­რა­ლოა მხო­ლოდ სუ­ლით ობო­ლი, ძნე­ლად ჰპო­ვოს, რა და­კარ­გოს მან ტო­ლი". ხალ­ხ­საც კი აქვს ასე­თი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "მარ­ტო კა­ცი ჭა­მა­ში­აც ბრა­ლი­ა". შე­უძ­ლე­ბე­ლია, იყო პი­როვ­ნე­ბა, თუ იზო­ლი­რე­ბუ­ლი და მარ­ტო­სუ­ლი ხარ. მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში ოჯა­ხურ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულ­ზე უფ­რო დი­დი სი­ხა­რუ­ლი არ არ­სე­ბობს.
ამ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ან­თა გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად, უამ­რავ მარ­ტო­ხე­ლად დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი აქვს, პირ­ვე­ლად ან ხე­ლახ­ლა შექ­მ­ნას ოჯა­ხი, მაგ­რამ ამას ხმა­მაღ­ლა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვერ ამ­ბო­ბენ, ისევ ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი ბევ­რი ვე­რაფ­რის მომ­ტა­ნია და თა­ნაც, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია - ყო­ველ­მ­ხ­რივ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც მარ­ტო­ო­ბის გა­მო ნამ­დ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის შექ­მ­ნა სურს.
თბი­ლი­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ჩვენს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში ისე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­გო­რი­ცაა "ურ­თი­ერ­თ­გაც­ნო­ბი­სა და და­ო­ჯა­ხე­ბის ცენ­ტ­რი" ან კი­დევ, "მარ­ტო­ხე­ლა ქალ­თა და მა­მა­კაც­თა კლუ­ბი", არ არ­სე­ბობს. მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­კითხ­ვის შემ­დეგ, ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა და­ვას­კ­ვე­ნით, რომ სა­ჭი­როა თბი­ლი­სის მსგავ­სად, ქუ­თა­ის­შიც გა­იხ­ს­ნას ურ­თი­ერ­თ­გაც­ნო­ბი­სა და და­ო­ჯა­ხე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მელ­საც თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნა­წე­სი და დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა (ა­რა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ხელ­­მწი­ფო იქ­ნე­ბა თუ კერ­ძო). ახ­ლა, რო­ცა დე­მოგ­რა­ფი­ულ­მა პრობ­ლე­მებ­მა მკვეთ­რად იჩი­ნა თა­ვი, ამ სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტა ყვე­ლას საქ­მეა, მით უფ­რო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­გორც ზემ­დ­გო­მი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის.
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მი­იჩ­ნევს, რომ შო­ბა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ის ამ­ბობს: ვფიქ­რობ, უნ­და და­ვუბ­რუნ­დეთ იმ წე­სებს, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ; უნ­და და­ვუბ­რუნ­დეთ მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შექ­მ­ნის ტრა­დი­ცი­ას, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით იცხოვ­რებს ყვე­ლა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ოჯა­ხი კი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ძირ­კ­ვე­ლია. ამი­ტომ, ყო­ველ­მ­ხ­რივ უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი ოჯა­ხის, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სო...
მსურს გა­ვიხ­სე­ნო დი­დი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წის, გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის სიტყ­ვე­ბი: "რო­მელ­თა ქარ­თ­ველ­თა გამ­რავ­ლე­ბაი იღ­ვა­წონ, სა­უ­კუ­ნომ­ცა არს სახ­სე­ნე­ბე­ლი და კურ­თხე­ვაი მა­თი". ასე ფიქ­რობ­დ­ნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი და ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გა­ვუ­ძე­ლით ჟამ­თა სი­ა­ვეს, დღეს კი "ქარ­თ­ვე­ლი ერის კვდო­მის ტემ­პ­მა ნა­ცი­ონა­ლუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფის მას­შ­ტა­ბი მი­ი­ღო", - წერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ბა­ტო­ნი ან­ზორ თო­თა­ძე. მე­ტად სა­ში­შია ემიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სიც. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 3,7 მი­ლი­ო­ნია და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, 2050 წლის­თ­ვის 3,2 მლნ-მდე შემ­ცირ­დე­ბა, რაც ჩვე­ნი ერის კა­ტას­ტ­რო­ფას ნიშ­ნავს!
ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ცხოვ­რე­ბის მძი­მე პი­რო­ბე­ბის გა­მო, მი­დი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და მათ ად­გი­ლებს უცხო­ტო­მე­ლე­ბი იკა­ვე­ბენ. ჯერ კი­დევ ვერ ვხვდე­ბით, რა საფ­რ­თხის წი­ნა­შე ვართ. რად გვინ­და ეს მი­წა-წყა­ლი, თუ აქ ქარ­თ­ველ­მა ერ­მა არ იცხოვ­რა?
დღეს ჩვენს ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი და­დის და ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ხვდე­ბი­ან, სა­ლა­პა­რა­კოს ვერ პო­უ­ლო­ბენ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­იწყონ და მარ­ტო­ო­ბის პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რან.
ქუ­თა­ის­ში ცენ­ტ­რის შექ­მ­ნა ხელს შე­უწყობს მარ­ტო­ხე­ლე­ბის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას, ერის გამ­რავ­ლე­ბას, ადა­მი­ან­თა ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბას, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის უკე­თე­სად აღ­ზ­რ­დას, და ადა­მი­ან­თა და­საქ­მე­ბა­საც. ასე­თი ცენ­ტ­რე­ბი სხვა ქა­ლა­ქებ­შიც უნ­და არ­სე­ბობ­დეს. ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­შუ­ა­მავ­ლო სა­ო­ჯა­ხო ცენ­ტ­რე­ბი ევ­რო­პის მრა­ვალ ქა­ლაქ­შია და ჩვენც ხომ ევ­რო­პის­კენ მი­ვის­წ­რაფ­ვით? ამ პრობ­ლე­მურ სა­კითხ­ზე ჩვენ მივ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, მათ ირო­ნი­უ­ლად შე­მოგ­ვ­ხ­ედეს და ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი და სურ­ვი­ლი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. გვი­პა­სუ­ხეს: ეს ადა­მი­ან­თა პი­რა­დუ­ლი სა­კითხიაო. მარ­თა­ლია, ეს სა­კითხი პი­რა­დუ­ლია, მაგ­რამ ეს პი­რა­დუ­ლი იმ­დე­ნად გა­და­ი­ზარ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვში, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ხმა ამო­ვი­ღოთ.
რაც შე­ე­ხე­ბა დემ­ოგ­რა­ფი­ულ სამ­სა­ხურს - ასე­თი სამ­სა­ხუ­რი ჩვენს ქა­ლაქ­ში ვერ ვი­პო­ვეთ, რა­თა დახ­მა­რე­ბა გვეთხო­ვა.
"სა­ზო­გა­დ­ოე­ბა ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მი­უდ­გ­ნენ სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს. იფიქ­რონ და და­სა­ხონ ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი", - ამ­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ამ ფონ­ზე მით უმე­ტეს, ჩვენ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, ქა­ლა­ქის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ტომ არ ახორ­ცი­ე­ლებს ხალ­ხის სა­მარ­თ­ლი­ან მოთხოვ­ნებს, ისი­ნი ხომ ჩვენ, ხალ­ხ­მა ავირ­ჩი­ეთ? გა­მო­დის, რომ ხალხს ძა­ლა არ ჰქო­ნია. ადა­მი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და მას სა­ხელ­მ­წიფოს იმე­დი ყვე­ლა­ფერ­ში უნ­და ჰქონ­დეს, რად­გან სხვა თუ არა­ფე­რი, ის თა­ვის ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქამ­დე ხალ­ხი უს­მენ­და მთავ­რო­ბას, მაგ­რამ ახ­ლა დად­გა დრო, რო­ცა ხალ­ხის მი­ერ არ­ჩე­ულ­მა მთავ­რო­ბამ უნ­და მო­უს­მი­ნოს ადა­მი­ა­ნებს, ემ­სა­ხუ­როს მათ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მოთხოვ­ნე­ბი.
აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ან­თა მი­ზა­ნია, ცი­ვი­ლიზებული ფორ­მით, კა­ნო­ნის დაც­ვით და არა - ძა­ლა­დო­ბით, ბე­დის­გან და­ჩაგ­რულ მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებს მი­ვა­ნი­ჭოთ სი­ხა­რუ­ლი, რა­თა მათ შექ­მ­ნან ისე­თი ოჯა­ხე­ბი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სურ­ვილ­ზე. რო­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე არ ზრუნავს, ამით ხელს უშ­ლის ქვე­ყა­ნა­ში და კონ­კ­რე­ტუ­ლად, ჩვენს ქა­ლაქ­ში ოჯა­ხე­ბის შექ­მ­ნას. ჩვე­ნი მი­მარ­თ­ვის შემ­დეგ მათ­გან გა­მოგ­ზავ­ნილ პა­სუ­ხებ­ში ნათ­ლად ჩანს, რომ დე­მოგ­რა­ფია არა­ვის აღელ­ვებს. ჩვე­ნი აზ­რით კი, ქარ­თუ­ლი მართ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის შექ­მ­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა, მა­თი მხარ­ში დგო­მა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­კითხი არ უნ­და იყოს მთავ­რო­ბის­თ­ვის. ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­­საარ­ჩევ­ნო მო­წო­დე­ბა: "ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ ქუ­თა­ის­ზე", არა მარ­ტო ქა­ლა­ქის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე ზრუნ­ვას უნ­და ნიშ­ნავ­დეს, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა­ზე ზრუნ­ვა­საც უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს. ეს პრობ­ლე­მა უნ­და გა­ა­შუ­ქონ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა, მო­ეწყოს დის­კუ­სია და სა­კითხი გა­დაწყ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.
ვფიქ­რობთ, თქვე­ნი თა­ნად­გო­მი­თა და მხარ­და­ჭე­რით ეს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­და­იჭ­რე­ბა".
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი