"შრო­მა მა­კე­თილ­შო­ბი­ლებს" - რა­ტომ უნ­და ვა­კე­თოთ სი­კე­თე
font-large font-small
"შრო­მა მა­კე­თილ­შო­ბი­ლებს" - რა­ტომ უნ­და ვა­კე­თოთ სი­კე­თე
მი­ხა­რია, რო­დე­საც ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც უჩ­ნ­დე­ბათ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი


"ა­და­მი­ა­ნის ბე­დი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ღვთის და შემ­დეგ, თა­ვად ადა­მი­ა­ნის ხელ­შია. ვა­კე­თოთ სი­კე­თე, ვთე­სოთ სიყ­ვა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბით", - ბრძა­ნა ერთ-ერ­თი ქა­და­გე­ბი­სას სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­მა, ილია მე­ო­რემ. ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, სი­კე­თის კე­თე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას რომ არ ანი­ჭებ­დეს, მაგ­რამ ზო­გი­ერთს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის უდი­დე­სი სუ­ლი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბის სურ­ვილს, ფუ­ლის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი უხ­შობს. თუმ­ცა, დღეს ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ...

გა­სულ კვი­რას მი­ვი­ღე წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ასე იყო და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი: "ვინც სათ­ნო­ე­ბას თე­სავს, ის დი­დე­ბას იმ­კის". წე­რილ­ში ეწე­რა ერ­თი მად­ლი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე, ავ­ტო­რი კი თხოვ­ნით მოგ­ვ­მარ­თავ­და, მას­ზე რა­ი­მე დაგ­ვე­წე­რა, - იქ­ნებ, მის შემ­ხედ­ვა­რეს, კი­დევ ბევრს გა­უჩ­ნ­დეს სი­კე­თის ჩუ­მად კე­თე­ბის სურ­ვი­ლიო.

წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"მა­რე­ხი კუ­პა­ტა­ძე 57 წლი­საა. ჰყავს სა­მი შვი­ლი: გი­ორ­გი იურის­ტია და სა­მი ვა­ჟის მა­მა; ორი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მა, მა­მუ­კა კი დე­დას მხარ­ში უდ­გას და მას­თან ერ­თად უძღ­ვე­ბა მცი­რე ბიზ­ნესს. ქა­ლიშ­ვი­ლი ექი­მია და ამ­ჯა­მად რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. მა­რე­ხის რძლე­ბი დე­დამ­თი­ლის სიყ­ვა­რულ­ში ეჯიბ­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. მათ­თან ერ­თხე­ლაც რომ მიხ­ვი­დეთ, ად­ვი­ლად აღიქ­ვამთ ოჯა­ხურ იდი­ლი­ას. გარ­შე­მო ყვე­ლა მა­რე­ხის ჰბა­ძავს და ცდი­ლო­ბენ, სი­კე­თე აფ­რ­ქ­ვი­ონ, გა­ჭირ­ვე­ბულს დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­უ­წო­დონ. მა­რე­ხი ნამ­დ­ვი­ლი ქველ­მოქ­მე­დია და მე, არა მის­მა ნა­თე­სავ­მა, მას ქარ­თ­ვე­ლი დე­და ტე­რე­ზა შე­ვარ­ქ­ვი.
ერ­თხელ გზად მი­მა­ვალს, თბი­ლი­სის ზღვას­თან ახ­ლოს აღ­მო­უ­ჩე­ნია ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი და მას მე­რე გა­მუ­დმე­ბით იქ მცხოვ­რებ, მშობ­ლე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბულ პა­ტა­რებ­ზე ფიქ­რობს. მის­თ­ვის არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია სი­კე­თე ეკე­თე­ბი­ნა. უბ­რა­ლოდ, ამის სურ­ვი­ლი თა­ვად აქვს. სათ­ნო, გა­ჭირ­ვე­ბულ­თა დამ­ხ­მა­რე და შრო­მა­ში და­უ­ღა­ლა­ვი ადა­მი­ა­ნია. დი­ლის 6 სა­ათ­ზე უკ­ვე სამ­სა­ხურ­შია და კაც­მა არ იცის, რო­დის იძი­ნებს. ვერ ნა­ხავთ ადა­მი­ანს, მას­ზე აუგი რომ თქვას. მი­ლი­ო­ნე­რი არას­დ­როს ყო­ფი­ლა, სიზ­მარ­შიც არ უნა­ხავს ამ­დე­ნი თან­ხა. ფუ­ლი რომ უყ­ვარ­დეს, არ გას­ცემ­და. ალა­ლი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯ­ვა არ ენა­ნე­ბა და სით­ბო­საც ყვე­ლას უნა­წი­ლებს. ერ­თხელ ქუ­ჩა­ში შეხ­ვედ­რია ნაც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ფე­ხი დამ­წ­ვა­რი ჰქო­ნია და მა­ლა­მო ვერ უყი­დია უფუ­ლო­ბის გა­მო. მა­რეხს მა­შინ­ვე გა­უკ­რია ჯი­ბე­ზე ხე­ლი და თან­ხა გა­უწ­ვ­დია, წა­მა­ლი იყი­დეო. იმ ქალს მა­ლა­მო­ზე მე­ტად, ეს მზრუნ­ვე­ლო­ბა და­ა­ყე­ნებ­და ფეხ­ზე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ...
თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ხართ, შე­მო­ი­ა­როთ ქვე­ყა­ნა, იპო­ვოთ ასე­თი კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მხო­ლოდ ნე­გა­ტი­უ­რი კი არა, პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბიც მი­ა­წო­დოთ მკითხ­ველ­სა თუ მა­ყუ­რე­ბელს. ღმერ­თ­მა ყვე­ლა სი­კე­თის მქმნელს დოვ­ლა­თი და ბა­რა­ქა მის­ცეს, მა­რე­ხი კი იმა­შიც მი­სა­ბა­ძია, რომ შრო­მა არ ეზა­რე­ბა. კარ­გად უთ­ქ­ვამს ბრძენს: ძლი­ე­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის უბ­რა­ლო­ნი არი­ა­ნო. თავ­მ­დაბ­ლო­ბა აკე­თილ­შო­ბი­ლებს ადა­მი­ანს. და­ბო­ლოს, სო­ლო­მო­ნის სიტყ­ვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: "ვინც ღა­რი­ბებს აძ­ლევს, ის არას­დ­როს გა­ღა­რიბ­დე­ბა".
მეც, ამ წე­რი­ლის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, სხვა რა­ღა დამ­რ­ჩე­ნო­და და ერთ დღეს, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რე­ხი თავ­შე­სა­ფარ­ში ბავ­შ­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად წა­ვი­და, გავ­ყე­ვი. მო­ვი­მი­ზე­ზე, რომ პა­ტა­რე­ბის გაც­ნო­ბა და იმ თავ­შე­საფ­რის ნახ­ვა მსურ­და, რომ­ლის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი მსმე­ნია.
პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვა­დე­ქით იმ ად­გილს, რო­მელ­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბაც გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სამ­წუ­ხა­როდ არ მაქვს, მაგ­რამ იმას კი მა­ინც გეტყ­ვით, რომ ეს არის სახ­ლი, სა­დაც სხვის შვი­ლებ­ზე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ზრუ­ნა­ვენ. სა­დაც მათ არა მარ­ტო ზრდი­ან, აღ­ზ­რ­დაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი...
ჩვენ იმ დროს მი­ვე­დით, რო­ცა ბარგს ალა­გებ­დ­ნენ, პა­ტა­რე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად უნ­და წა­ეყ­ვა­ნათ.
და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­ა­თი დავ­ყა­ვით თავ­შე­სა­ფარ­ში და რო­ცა იქა­უ­რო­ბას ვტო­ვებ­დით, თვა­ლებ­გაბ­რ­წყი­ნე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მა­რეხ­მა მითხ­რა: აი, ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სუ­ლის სიმ­შ­ვი­დეო.
ვთხო­ვე, მი­უ­ხე­და­ვად თავ­მ­დაბ­ლო­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა­ზე ეპა­სუ­ხა:
- სი­კე­თეს იმის გა­მო არ ვა­კე­თებ, რომ ამა­ზე ილა­პა­რა­კონ, ამით თა­ვი მო­ვი­წო­ნო. ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბაა ისიც, რომ ვი­ღა­ცას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნ­და და­ვეხ­მა­რო, სხვაგ­ვა­რად ამას ვერც მო­ვა­ხერ­ხებ­დი. სხვა­თა შო­რის, რა­საც გავ­ცემ, უკან ორ­მა­გად მიბ­რუნ­დე­ბა. სი­კე­თე ყვე­ლას აუცი­ლებ­ლად და­უ­ფას­დე­ბა და ამა­ზე ლა­პა­რა­კი არც არის სა­ჭი­რო.
- ეს თავ­შე­სა­ფა­რი რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?
- ამ გზა­ზე ხში­რად მი­წევს გავ­ლა. ჰო­და, ვხე­დავ­დი ხოლ­მე, რომ ამ ეზო­ში ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი, პა­ტა­რა ზო­მის ტა­ნი­სა­მო­სი იყო გა­ფე­ნი­ლი. და­ვინ­ტე­რეს­დი, - ნე­ტავ, ამ სახ­ლ­ში რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ჰყავთ-მეთ­ქი? გა­ვი­კითხე და ამიხ­ს­ნეს, რომ აქ თავ­შე­სა­ფა­რია. ნე­ბარ­თ­ვა ვითხო­ვე და ბავ­შ­ვე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე. მას მე­რე, ხში­რად მიჩ­ნ­დე­ბა აქ მოს­ვ­ლის სურ­ვი­ლი. აქ 19 პა­ტა­რა ჰყავთ. სა­ოც­რად კარ­გად აღ­ზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. მათ­თან სა­უ­ბარს არა­ერ­თხელ გა­ვუ­ო­ცე­ბი­ვარ. მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: ერ­თხელ პა­ტა­რებს ვკითხე, კან­ფე­ტე­ბი გინ­დათ-მეთ­ქი? ერ­თ­მა საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა, და­უ­ფიქ­რებ­ლად მითხ­რა: არა, არ გვინ­და. კან­ფე­ტი ბავ­შ­ვებს რყვნი­სო (ი­ღი­მის).
- გა­გიკ­ვირ­დათ ამ სიტყ­ვე­ბის მოსმენა?
- რა თქმა უნ­და, გა­მიკ­ვირ­და. აბა, რო­მე­ლი ბავ­შ­ვი იტყ­ვის კან­ფეტ­ზე უარს? შინ ტკბი­ლე­უ­ლი თავ­ზე საყ­რე­ლა­დაც რომ ჰქონ­დეს, თუ მი­აწ­ვ­დი, სუ­ლი მა­ინც წას­ძ­ლევთ.
- რა არის თქვენ­თ­ვის სი­კე­თის კე­თე­ბა?
- ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს და თან სუ­ლი­ერ სიმ­შ­ვი­დე­საც მგვრის. აი, ახ­ლაც ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ, გე­გო­ნე­ბა, ძვირ­ფა­სი გან­ძი შე­ვი­ძი­ნე.
ერ­თხელ, ერთ-ერ­თ­მა მღვდელ­მ­სა­ხურ­მა კითხ­ვა­ზე, - რა არის სი­კე­თე? - გვი­პა­სუ­ხა: ერ­თხელ ხმა გა­ვარ­და, ერ­თი სას­წა­ულ­მოქ­მე­დი კა­ცია. რა­საც მი­უ­ტან, ყვე­ლა­ფერს გა­გი­ორ­მა­გებ­სო. ერ­თ­მა მდი­დარ­მა კაც­მა ეს რომ გა­ი­გო, იფიქ­რა, შან­სი მაქვს, კი­დევ უფ­რო მე­ტად გავ­მ­დიდ­რ­დეო და მი­ი­ტა­ნა ერ­თი ტო­მა­რა - ოქ­რო­თი სავ­სე, მე­ო­რე - ლა­ლის თვლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. უთხ­რა კაცს: გა­ვი­გე შე­ნი ძლი­ე­რე­ბის ამ­ბა­ვი და იქ­ნებ, ეს გან­ძი მეც გა­მი­ორ­მა­გოო. - რო­გორ არა, ამა და ამ დროს გა­მო­ი­ა­რე და შე­ნი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი გან­ძი აქ დაგ­ხ­ვ­დე­ბაო. დათ­ქ­მულ დროს კაც­მა მი­ა­კითხა სას­წა­ულ­მოქ­მედს, - აბა, რა ქე­ნი, გა­მი­ორ­მა­გეო? - რო­გორ არა, წა­მომ­ყე­ვი და გაჩ­ვე­ნე­ბო. შე­იყ­ვა­ნა ერთ ოთახ­ში და და­ა­ნახ­ვა ხალ­ხი, რო­მე­ლიც მად­ლო­ბას სწი­რავ­და ღმერთს და თან, წამ­და­უ­წუმ ლო­ცავ­დ­ნენ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მათ სი­კე­თე გა­უ­კე­თა. - აი, ეს არის შე­ნი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ოქ­რო და ახ­ლა ლალ­საც გიჩ­ვე­ნე­ბო. გა­ი­ყო­ლა მდი­და­რი კა­ცი სხვა ოთახ­ში, სა­დაც დავ­რ­დო­მი­ლე­ბი შე­მოხ­ვე­ოდ­ნენ სუფ­რას, - ისი­ნიც მად­ლო­ბას სწი­რავ­დ­ნენ უფალს და იმ ადა­მი­ა­ნის და­ლოც­ვას სთხოვ­დ­ნენ, რო­მელ­მაც ისი­ნი გა­ჭირ­ვე­ბის­გან იხ­ს­ნა. - აი, ეს არის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ლა­ლის თვლე­ბიო.
მდი­დარ კაცს გულ­ში სით­ბო ჩა­ეღ­ვა­რა და ში­ნის­კენ და­ფიქ­რე­ბუ­ლი წა­ვი­და. ცო­ტა ხნის შემ­დეგ, მან თა­ვი­სი ქო­ნე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მა­რა, თა­ვად კი უფ­ლის გზას შე­უდ­გა, რად­გა­ნაც მიხ­ვ­და, რა არის ჭეშ­მა­რი­ტი სიმ­დიდ­რე...
ქალ­ბა­ტო­ნი მა­რე­ხი:
- სი­კე­თეს რომ გა­ა­კე­თებ, მად­ლო­ბა უნ­და უთხ­რა უფალს იმის­თ­ვის, რომ ეს შე­გაძ­ლე­ბი­ნა.
- გაქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სი­კე­თე ხში­რად აკე­თოთ და ამით სა­კუ­თარ თავ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭოთ?
- მად­ლის ქმნას ბევ­რი ფუ­ლი არ სჭირ­დე­ბა, მთა­ვა­რია, ეს გუ­ლით გინ­დო­დეს.
- ბევრ მდი­დარს უჭირს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ფუ­ლის "და­ბან­დე­ბა"...
- ასე­თებს ფუ­ლის მო­ნებს ვე­ძა­ხი.
- გა­ნა, ძნე­ლი არ არის, ფუ­ლის მო­ნა რომ არ იყო?
- არა, ეს ძა­ლი­ან იოლია. ბევ­რ­ჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა 1 ლარიც არ მქო­ნია, მაგ­რამ თა­ვი გან­წი­რუ­ლად არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ნია. უფა­ლი და­მა­ნახ­ვებს გზას და მეც არ მე­ზა­რე­ბა საქ­მის კე­თე­ბა. ფუ­ლი იმის­თ­ვის არ­სე­ბობს, რომ უნ­და და­ხარ­ჯო, სხვა­ნა­ი­რად და­გი­მო­ნებს. ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი კი ად­რე ბერ­დე­ბა. ვი­საც ფუ­ლი უყ­ვარს, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის არ იმე­ტებს, "კა­პი­კებს" ით­ვ­ლის, აწე­ბებს და სხვას რო­გორ­ღა მის­ცემს? მი­ხა­რია, რო­დე­საც ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც უჩ­ნ­დე­ბათ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი და რო­ცა რა­ი­მეს მთხო­ვენ, მათ აუცი­ლებ­ლად, მხარ­ში ვუდ­გა­ვარ. მინ­და, სი­კე­თის კე­თე­ბას შე­ეჩ­ვი­ონ - ასე გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზია ცხოვ­რე­ბა.
- შვი­ლებ­ზეც მი­ამ­ბეთ რა­მე...
- ერ­თი ვა­ჟი დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს, მე­ო­რე ვა­ჟი - ბიზ­ნეს­ში მეხ­მა­რე­ბა, ქა­ლიშ­ვი­ლი კი მოს­კოვ­შია გათხო­ვი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექი­მი გახ­ლავთ... მი­ხა­რია, რომ სა­მი­ვეს უყ­ვარს შრო­მა. უსაქ­მუ­რო­ბა რომ სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამა­ში და­მე­თან­ხ­მე­ბით. ჯო­ბია, შა­ვი პუ­რი გვქონ­დეს და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ, ვიდ­რე სიმ­დიდ­რე გვქონ­დეს, ვმა­ლავ­დეთ და გვე­ში­ნო­დეს...
- რას ეტყ­ვით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სამ­სა­ხუ­რი ვერ იშო­ვეს და არც ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბის უნა­რი აქვთ?
- არ მომ­წონს, ყვე­ლა­ფერს ამა თუ იმ მთავ­რო­ბას რომ აბ­რა­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, - ყვე­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობ­სო. ამა­ში რა არის გა­საკ­ვი­რი? ჩვენ რომ ვი­ყოთ მთავ­რო­ბა­ში და "საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა" შეგ­ვეძ­ლოს, ჩვენც ხომ პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ვი­ფიქ­რებ­დით? ყვე­ლა უნ­და ვი­ყოთ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი. ხალ­ხ­მა ქვეყ­ნის მმარ­თ­ვე­ლებს პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ და მათ­გა­ნაც ცხა­დია, იგი­ვე უნ­და მი­ვი­ღოთ. ჩვენ თუ არ ვიწ­ვა­ლებთ, მზამ­ზა­რე­უ­ლად ვინ რას მოგ­ვარ­თ­მევს? ვი­ღა­ცებს უნ­დათ, მხარ­თე­ძო­ზე წა­მოწ­ვ­ნენ და მი­ლი­ო­ნერ­მა ბი­ძი­ნამ მათ ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, შინ მი­არ­თ­ვას გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა, მაგ­რამ რის ხარ­ჯ­ზე ან რა­ტომ, ამას არ ამ­ბო­ბენ. სხვის­თ­ვის ხე­ლებ­ში ყუ­რე­ბას შრო­მა მირ­ჩევ­ნია და იმე­დია, არ გა­მამ­ტყუ­ნებთ. არ ვარ მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი. ჩე­მი პა­ტა­რა საქ­მე მაქვს და ამა­საც დი­დი წვა­ლე­ბით მი­ვაღ­წიე. ხელს თუ გა­ან­ძ­რევს ადა­მი­ა­ნი, გზა ყო­ველ­თ­ვის გა­მოჩ­ნ­დე­ბა...
- რო­გორ ფიქ­რობთ, შრო­მა გვე­ზა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს?
- სხვებ­ზე ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ პი­რა­დად მე, ვფიქ­რობ, რომ შრო­მა მა­კე­თილ­შო­ბი­ლებს. ჩე­მი სა­მუ­შაო დღე გამ­თე­ნი­ი­სას, დი­ლის ექ­ვ­სის ნა­ხე­ვარ­ზე იწყე­ბა და ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი შინ მცე­ნა­რე­ებს, ყვა­ვი­ლებს ვუვ­ლი, წყალს ვუს­ხამ, ვე­ფე­რე­ბი და მე­რე მივ­დი­ვარ სამ­სა­ხურ­ში. ხში­რად მე­კითხე­ბი­ან, - რო­დის იძი­ნე­ბო? ამა­საც ვას­წ­რებ. ვი­ცი, საქ­მეს თუ არ გა­ვა­კე­თებ, პუ­რი არ მექ­ნე­ბა, სხვა­საც ვე­რა­ფერს მივ­ცემ ანუ სუ­ლი­ერ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ მი­ვი­ღებ და მცე­ნა­რე­ებს თუ არ მო­ვუვ­ლი, ისი­ნიც ვერ გა­მი­ხა­რე­ბენ თა­ვი­ან­თი სი­ლა­მა­ზით გულს.


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა