დე­დის გუ­ლი
font-large font-small
დე­დის გუ­ლი
მე და ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­ძა­ბა

ინე­ზა, 47 წლის:
"გა­მარ­ჯო­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, თქვენს ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­დოს ჩე­მი სატ­კი­ვა­რი. მე და ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­ძა­ბა. აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე და იქ­ნებ მირ­ჩი­ოთ რა­მე. საქ­მე ის არის, რომ შე­უ­ფე­რე­ბელ გო­გო­ნას და­ად­გა თვა­ლი და მის შერ­თ­ვას აპი­რებს. არა­და, ვე­უბ­ნე­ბი: ჯერ ნა­ად­რე­ვია შენ­თ­ვის ოჯა­ხის უღე­ლი. გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რე, თვალს წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნე, ის­წავ­ლე, მუ­შა­ო­ბა და­იწყე... 2 თვის წინ გახ­და 19 წლის და რა აუცი­ლე­ბე­ლია, ცო­ლი შე­ირ­თოს? ერ­თი წლის წინ ერ­თად მე­ცა­დი­ნე­ობ­დ­ნენ რე­პე­ტი­ტორ­თან. ჰო­და, არ ვი­ცი, რა ნა­ხა მას­ში ამის­თა­ნა, მაგ­რამ გა­და­რე­უ­ლია. იყ­ვ­ნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და სწავ­ლას რომ მორ­ჩე­ბი­ან, თუ ისევ ეყ­ვა­რე­ბათ ერ­თ­მა­ნე­თი, მე­რე შექ­მ­ნან ოჯა­ხი, ხომ შე­იძ­ლე­ბა? ვე­უბ­ნე­ბი, _ შვი­ლო, სა­და მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ორი­ვეს გა­და­გი­ხა­დოთ-მეთ­ქი? _ შენ არ იდარ­დო, იმას თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი გა­და­უხ­დი­ა­ნო. ეგ თა­ვი­დან ჭიკ­ჭი­კე­ბენ გო­გოს მშობ­ლე­ბი ასე, თო­რემ შვილს თა­ვი­დან რომ მო­ი­ცი­ლე­ბენ, მე­რე უბ­რუნ­დე­ბათ ფე­ხიც და გო­ნე­ბაც; ათას მი­ზეზს გა­მო­ნა­ხა­ვენ, რომ ქი­რის გა­დახ­და რო­გორ­მე გად­მო­გა­ბა­რონ _ არც პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, ვი­საც ასე მო­ექ­ცე­ვი­ან.
მი­სი ოჯა­ხი გა­ვი­კითხე და მითხ­რეს, რომ მა­მა ხში­რად სვამს, მე­რე მა­თი სახ­ლი­დან ის­მის ჩხუ­ბის ხმა. დე­და კარ­გი ჰყავს, მაგ­რამ ქმრის უხა­სი­ა­თო­ბის გა­მო, თურ­მე, ეს ქა­ლიც და­ჩაგ­რუ­ლია. შვი­ლის გათხო­ვე­ბაც ამი­ტომ ეჩ­ქა­რე­ბა, მაგ­რამ მე მკითხოს ერ­თი, რო­გორ მინ­და, რომ ჩემ­მა ვაჟ­მა ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს 19 წლის ასაკ­ში.
შვი­ლის სი­ჯი­უ­ტემ თავ­გ­ზა ამი­რია. უკ­ვე ხში­რად ვკა­მა­თობთ. ვხე­დავ, ნელ-ნე­ლა რო­გორ მშორ­დე­ბა და ამის გა­მო, უკ­ვე ვე­ღა­რც ვუკ­რ­ძა­ლავ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, იმ გო­გოს სახ­ლ­ში მი­დის, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გად უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან. ერ­თი-ორ­ჯერ ნას­ვა­მიც მო­ვი­და და ლა­მის გა­და­ვი­რიე, მაგ­რამ დამ­ცი­ნა, _ შენ გგო­ნია, ისევ მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი ვარ და ყუ­რით მათ­რევ? თვა­ლი გა­ა­ხი­ლე, დი­დი ბი­ჭი ვა­რო. ჰო, დი­დია, მაგ­რამ დე­და­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს ხომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს? ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, პი­როვ­ნე­ბა გახ­დეს და მე­რე ხელს აღა­რა­ფერ­ში შე­ვუშ­ლი. მგო­ნია, ეს მი­სი ახი­რე­ბა-გა­ტა­ცე­ბაა და ამი­ტო­მაც ვუ­წევ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი რომ ვი­ყო, ეს გო­გო გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს, გე­ფი­ცე­ბით, ხმა­საც არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ მგო­ნია, მა­საც ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და მა­მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა სურს, ამი­ტო­მაც ჩქა­რობს. არ მინ­და, ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ცხოვ­რე­ბა და­ენ­გ­რეს, მაგ­რამ ვერ ვშვე­ლი. იქ­ნე­ბა ვა­ჭარ­ბებ კი­დევ, მაგ­რამ დე­დის გუ­ლი ასე მკარ­ნა­ხობს და რა ვქნა?.."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
08.11.2016
ახლა ვერ ხვდება ტქვენი სჰვილი უბრალოდ ცოლი კი არა ქალი უნდა ესა უბედურება საქარტველოს ამ კველაფერს რომ ვერ საზგვრავენ 19 ცლის ბავსშ დედა დარიგებს და ურცჰევს აბა რას იზამს ჯერ მან რა ნახა ნახა გოგო და სჰემიკვარდა და დედას სახსჰი დაუჯენს და ტვიტონ 2 ტვესჰი სხვა ქალებს დაუცკებს კურებას. დედა იცის გამოცილი აქ და იცი მეტი ..
ნინო
04.11.2016
შეიძლება ასაკით პატარა ვარ და მე არ უნდა გასწავლოთ. მაგრამ რაც თუ შორდებით ეს თქვენი დამსახურებაა. რადგან მამა სვავს გოგოს იწუნებ? მამაჩემიც სვავდა. ეჭვიანობდა დედაზე. მეც მამაზე გაბრაზებული ვინც მიყვარდა გავყევი. მაგრამ 13წელია გათხოვილი ვარ. არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. და სამ შვილს ვზრდი. მათგან ორ ვაჟკაცს. არასდროს დავუშლი ჩემ შვილებს. რაც უფრო შებოჭავთ უფრო დაკარგავთ. მეგობრულად დაუდეგით გვერდით და ერთად ყვრლაფერს შეძლებთ. (სხვათა შორის ჩემი მეუღლეც 19წლის იყო რომ გავყევი. მე 16. მუშაობაც დაიწყო დედისერთა განებივრებულმა ბიჭმა და ცოლ შვილს არაფერს გვაკლებს) წარმატებები. ყველაფერი კარგად იქნება
თამო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი