დე­დის გუ­ლი
font-large font-small
დე­დის გუ­ლი
მე და ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­ძა­ბა

ინე­ზა, 47 წლის:
"გა­მარ­ჯო­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, თქვენს ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­დოს ჩე­მი სატ­კი­ვა­რი. მე და ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვე­ძა­ბა. აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე და იქ­ნებ მირ­ჩი­ოთ რა­მე. საქ­მე ის არის, რომ შე­უ­ფე­რე­ბელ გო­გო­ნას და­ად­გა თვა­ლი და მის შერ­თ­ვას აპი­რებს. არა­და, ვე­უბ­ნე­ბი: ჯერ ნა­ად­რე­ვია შენ­თ­ვის ოჯა­ხის უღე­ლი. გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რე, თვალს წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნე, ის­წავ­ლე, მუ­შა­ო­ბა და­იწყე... 2 თვის წინ გახ­და 19 წლის და რა აუცი­ლე­ბე­ლია, ცო­ლი შე­ირ­თოს? ერ­თი წლის წინ ერ­თად მე­ცა­დი­ნე­ობ­დ­ნენ რე­პე­ტი­ტორ­თან. ჰო­და, არ ვი­ცი, რა ნა­ხა მას­ში ამის­თა­ნა, მაგ­რამ გა­და­რე­უ­ლია. იყ­ვ­ნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და სწავ­ლას რომ მორ­ჩე­ბი­ან, თუ ისევ ეყ­ვა­რე­ბათ ერ­თ­მა­ნე­თი, მე­რე შექ­მ­ნან ოჯა­ხი, ხომ შე­იძ­ლე­ბა? ვე­უბ­ნე­ბი, _ შვი­ლო, სა­და მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ორი­ვეს გა­და­გი­ხა­დოთ-მეთ­ქი? _ შენ არ იდარ­დო, იმას თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი გა­და­უხ­დი­ა­ნო. ეგ თა­ვი­დან ჭიკ­ჭი­კე­ბენ გო­გოს მშობ­ლე­ბი ასე, თო­რემ შვილს თა­ვი­დან რომ მო­ი­ცი­ლე­ბენ, მე­რე უბ­რუნ­დე­ბათ ფე­ხიც და გო­ნე­ბაც; ათას მი­ზეზს გა­მო­ნა­ხა­ვენ, რომ ქი­რის გა­დახ­და რო­გორ­მე გად­მო­გა­ბა­რონ _ არც პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, ვი­საც ასე მო­ექ­ცე­ვი­ან.
მი­სი ოჯა­ხი გა­ვი­კითხე და მითხ­რეს, რომ მა­მა ხში­რად სვამს, მე­რე მა­თი სახ­ლი­დან ის­მის ჩხუ­ბის ხმა. დე­და კარ­გი ჰყავს, მაგ­რამ ქმრის უხა­სი­ა­თო­ბის გა­მო, თურ­მე, ეს ქა­ლიც და­ჩაგ­რუ­ლია. შვი­ლის გათხო­ვე­ბაც ამი­ტომ ეჩ­ქა­რე­ბა, მაგ­რამ მე მკითხოს ერ­თი, რო­გორ მინ­და, რომ ჩემ­მა ვაჟ­მა ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს 19 წლის ასაკ­ში.
შვი­ლის სი­ჯი­უ­ტემ თავ­გ­ზა ამი­რია. უკ­ვე ხში­რად ვკა­მა­თობთ. ვხე­დავ, ნელ-ნე­ლა რო­გორ მშორ­დე­ბა და ამის გა­მო, უკ­ვე ვე­ღა­რც ვუკ­რ­ძა­ლავ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. აღარ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, იმ გო­გოს სახ­ლ­ში მი­დის, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გად უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან. ერ­თი-ორ­ჯერ ნას­ვა­მიც მო­ვი­და და ლა­მის გა­და­ვი­რიე, მაგ­რამ დამ­ცი­ნა, _ შენ გგო­ნია, ისევ მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი ვარ და ყუ­რით მათ­რევ? თვა­ლი გა­ა­ხი­ლე, დი­დი ბი­ჭი ვა­რო. ჰო, დი­დია, მაგ­რამ დე­და­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს ხომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს? ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, პი­როვ­ნე­ბა გახ­დეს და მე­რე ხელს აღა­რა­ფერ­ში შე­ვუშ­ლი. მგო­ნია, ეს მი­სი ახი­რე­ბა-გა­ტა­ცე­ბაა და ამი­ტო­მაც ვუ­წევ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი რომ ვი­ყო, ეს გო­გო გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს, გე­ფი­ცე­ბით, ხმა­საც არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ მგო­ნია, მა­საც ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და მა­მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა სურს, ამი­ტო­მაც ჩქა­რობს. არ მინ­და, ჩემს ერ­თა­დერთ შვილს ცხოვ­რე­ბა და­ენ­გ­რეს, მაგ­რამ ვერ ვშვე­ლი. იქ­ნე­ბა ვა­ჭარ­ბებ კი­დევ, მაგ­რამ დე­დის გუ­ლი ასე მკარ­ნა­ხობს და რა ვქნა?.."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვა