თბი­ლი­სე­ლე­ბის და­კარ­გუ­ლი სა­გან­ძუ­რი და ძვე­ლი თა­ო­ბის ნოს­ტალ­გია
font-large font-small
თბი­ლი­სე­ლე­ბის და­კარ­გუ­ლი სა­გან­ძუ­რი და ძვე­ლი თა­ო­ბის ნოს­ტალ­გია
"სა­ღა­მოს რუს­თა­ველ­ზე ფე­ხით რომ არ გა­მევ­ლო, ვერ და­ვი­ძი­ნებ­დი"

2013 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, "ვე­რის­ბა­ღე­ლებ­მა" წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და თხოვ­ნით მი­მარ­თეს იმ­ჟა­მინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს: დაგ­ვიბ­რუ­ნეთ ჩვენ­თ­ვის სა­ა­მა­ყო "ლა­ღი­ძის წყლე­ბი", რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობ­დაო. ეს ხომ ის ად­გი­ლია, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი წყლის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად და­დი­ოდ­ნენ, არა­მედ ეს იყო შეხ­ვედ­რე­ბის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი და რო­ცა თბი­ლის­ში უცხო­ე­ლი ჩა­მო­დი­ო­და, პირ­ველ რიგ­ში, სტუ­მა­რი სწო­რედ იქ მიჰ­ყავ­დათ მას­პინ­ძ­ლებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წყლის და­გე­მოვ­ნე­ბის შემ­დეგ უცხო­ე­ლე­ბი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ ფა­რავ­დ­ნენ...

პრო­ფე­სო­რი გუ­რამ ტა­ტიშ­ვი­ლი სწო­რედ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ გვეწ­ვია რე­დაქ­ცი­ა­ში. მა­საც ისე­ვე აწუ­ხებს ნამ­დ­ვი­ლი "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" და­კარ­გ­ვა, რო­გორც თით­ქ­მის ყვე­ლა ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, ახალ­მა თა­ო­ბამ კი ამ გა­ზი­ა­ნი წყლის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი იცის. მარ­თა­ლია, ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი წყა­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით დღე­საც იყი­დე­ბა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ მი­სი შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლე­ბურ­თან...
- 1960 წელს სულ რა­ღაც, 2-3 თვის და­ნიშ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი თბი­ლი­სის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ორ­თო­პე­დი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რად (მა­შინ ეს იყო სა­კავ­ში­რო რე­კორ­დი - 29 წლი­სა უკ­ვე ასეთ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვი­ნიშ­ნე). მითხ­რეს, ქა­ლა­ქის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პარ­ტი­ის სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, გი­ორ­გი გე­გე­ში­ძე გი­ბა­რებ­სო. საქ­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. გა­მიკ­ვირ­და, ჩემ­გან რა უნ­და-მეთ­ქი? იმ დროს და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად და თავ­ზე ხე­ლის გა­და­სას­მე­ლად იშ­ვი­ა­თად თუ და­გი­ბა­რებ­დ­ნენ, საჩხუბ­რად და თი­თის და­საქ­ნე­ვად - უფ­რო ხში­რად. ჰო­და, ვი­ფიქ­რე, - ნე­ტავ, რა და­ვა­შა­ვე ამ 2-3 თვე­ში-მეთ­ქი? თუმ­ცა, რო­ცა მას­თან გა­მოვ­ცხად­დი, მი­სი მდი­ვა­ნი ისე შემ­ხ­ვ­და, მივ­ხ­ვ­დი, ჩემს თავს ცუ­დი არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­და. მითხ­რა, - გი­ორ­გი ან­დ­რე­ე­ვი­ჩი გე­ლო­დე­ბა­თო და კა­ბი­ნეტ­ში შე­მიძღ­ვა.
გი­ორ­გი ან­დ­რე­ე­ვი­ჩი უშუ­ა­ლო კა­ცი იყო. მას­თან მა­ნამ­დე მხო­ლოდ ერ­თხელ მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა: რო­ცა ცე­კას ბი­უ­რო­ზე დი­რექ­ტო­რად უნ­და და­ვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნეთ, გე­გე­ში­ძემ მკითხა, - ჩვენ­გან რა­მე ხომ არ გჭირ­დე­ბაო? ვუ­პა­სუ­ხე: მთე­ლი თვეა, რაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დავ­დი­ვარ და ერთ რა­მეს ვერ მო­ვერ­გე, ჯერ­ჯე­რო­ბით-მეთ­ქი. - რას გუ­ლის­ხ­მო­ბო? - და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იწყებს მუ­შა­ო­ბას 10 სა­ათ­ზე. სტა­ცი­ო­ნარ­ში 350 ავად­მ­ყო­ფი გვი­წევს. ათ­ზე რომ დი­ლის კონ­ფე­რენ­ცია იწყე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც გრძელ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გვე­ლო­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. არა­და, ეს მო­ლო­დი­ნი 12 სა­ა­თამ­დე მა­ინც იწე­ლე­ბა. თა­ნაც, ხომ იცით, ანა­ლი­ზი რის­გან კეთ­დე­ბა და ზო­გი­ერ­თი ამა­სო­ბა­ში ყროლ­დე­ბა კი­დეც. ჰო­და, იქ­ნებ სა­მუ­შაო დღე 9 სა­ათ­ზე და­ვიწყოთ-მეთ­ქი. - მე­რე, რა გიშ­ლით ხელს ამა­შიო? - ქა­ლა­ქის საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბაა, რომ ტრან­ს­პორ­ტის გან­ტ­ვირ­თ­ვის მიზ­ნით, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი 10 სა­ათ­ზე იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ე­ბი კი 9-ზე, მაგ­რამ ყვე­ლა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ზე მე­ტი პა­ცი­ენ­ტი ჩვენ გვყავს და ვერ ვხვდე­ბი, ეს რა ლო­გი­კაა-მეთ­ქი? - სამ­სა­ხურ­ში რომ მიხ­ვალთ, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი გა­აფ­რ­თხი­ლეთ და ერ­თი კვი­რის ვა­და მი­ე­ცით, რომ ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი მო­აგ­ვა­რონ (შვი­ლე­ბის ბაღ­ში, სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის პრობ­ლე­მა და ა.შ.). მე­რე ვინ­მე თუ შე­გე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბათ, ჩემ­თან გა­მოგ­ზავ­ნე­თო. იმ დღეს გა­ხა­რე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი.

- თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არ გა­გიბ­რაზ­დ­ნენ?

- ეს დი­დად არ მა­დარ­დებ­და. ჩე­მი მი­ზა­ნი იყო, ინ­ს­ტი­ტუ­ტი "ა­მო­მე­ქა­ჩა". მოკ­ლედ, იმას ვამ­ბობ­დი, რომ გე­გე­ში­ძემ და­მი­ბა­რა და მის კა­ბი­ნეტ­ში შე­ვე­დი. ძმა­კა­ცი­ვით შე­მო­მე­გე­ბა, მო­მე­სალ­მა და სკა­მი შე­მომ­თა­ვა­ზა, - შე­გა­წუ­ხე, მაგ­რამ რა ვქნა, ერთ რა­მე­ში უნ­და და­მეხ­მა­როო. ვერ დავ­ფა­რე გა­ო­ცე­ბა, - გი­ორ­გი ან­დ­რე­ე­ვიჩ, მე რით უნ­და და­გეხ­მა­როთ, პირ­ვე­ლი კა­ცი ხართ ქა­ლაქ­ში და თქვე­ნი სიტყ­ვა კა­ნო­ნია-მეთ­ქი. - აი, შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, ჩე­მი შვე­ლა შე­გიძ­ლიაო.
მე­რე ამიხ­ს­ნა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი უალ­კო­ჰო­ლო სას­მე­ლე­ბის - "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" და­მა­არ­სებ­ლის, ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წის - მიტ­რო­ფა­ნე ლა­ღი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნ­და ამ დი­დე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­მ­ლის წარ­მო­ე­ბის შეწყ­ვე­ტის სა­შიშ­რო­ე­ბა. ამ სას­მ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ის ნი­უ­ან­სე­ბი იცო­და მხო­ლოდ მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა - თი­ნამ. ეს იყო გე­მოვ­ნე­ბის პრინ­ციპ­ზე აგე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო. თი­ნა გახ­ლ­დათ ექი­მი-ქი­რურ­გი და ჩვე­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. პრინ­ცი­პუ­ლი ქა­ლი, ნამ­დ­ვი­ლი ექი­მი იყო. იმ დრო­ის­თ­ვის მიტ­რო­ფა­ნეს ვა­ჟი გარ­დაც­ვ­ლი­ლი გახ­ლ­დათ და თი­ნა მის შვილს - თორ­ნი­კეს ზრდი­და.
თურ­მე, ცე­კას პირ­ველ­მა მდი­ვან­მა, ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძემ და­ა­ვა­ლა კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნისტრს, - ეს ქა­ლი რო­გორ­მე და­ი­ყო­ლი­ეთ, რომ მა­მის საქ­მე გა­აგ­რ­ძე­ლო­სო, მაგ­რამ მი­ნის­ტ­რ­მა ის ვე­რაფ­რით და­ი­თან­ხ­მა. თი­ნას მკვა­ხედ უთ­ქ­ვამს, - მე ექი­მი ვარ და ქარ­ხა­ნა­ში არა­ფე­რი მე­საქ­მე­ბაო. არა­და, რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­თ­ვის "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" წარ­მო­ე­ბის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლა, რომ პარ­ტი­ის ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვანს, მჟა­ვა­ნა­ძეს ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა მე­რე უკ­ვე პი­რა­დად გე­გე­ში­ძის­თ­ვის და­უ­ვა­ლე­ბია.

- და იმა­ნაც, დი­რექ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით გა­დაწყ­ვი­ტა თა­ნამ­შ­რომ­ლის გა­ნი­ა­რა­ღე­ბა, არა?

- კი, ასე მოხ­და (ი­ცი­ნის). მაგ­რამ მა­ნამ­დე, თა­ვა­დაც შეხ­ვედ­რია ქალ­ბა­ტონ თი­ნას, რო­მელ­საც მის­თ­ვის უთ­ქ­ვამს: მე ვარ ქი­რურ­გი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი საქ­მე და არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვ­ლას. მით უმე­ტეს, რომ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვი­თა­რე­ბა სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვა­ლა. მას მე­რე, რაც ინ­ს­ტი­ტუ­ტის და­ა­მარ­სე­ბე­ლი, პრო­ფე­სო­რი ცხა­კაია გარ­და­იც­ვა­ლა, გა­ვე­რან­და იქა­უ­რო­ბა, ქურ­დე­ბი და მა­მა­ძაღ­ლე­ბი თა­რე­შობ­დ­ნენ. ახ­ლა კი გვყავს ახა­ლი დი­რექ­ტო­რი, ძა­ლი­ან მკაც­რი, მაგ­რამ ამა­ვე დროს სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ახალ­გაზ­რ­და. ჩვე­ნი, ძვე­ლი მუ­შა­კე­ბის ვა­ლია, მას მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ და აქეთ-იქით სარ­ბე­ნად არ მცა­ლიაო... გე­გე­ში­ძემ მითხ­რა: ვერ შევ­ბე­დე შა­ვებ­ში ჩაც­მულ, მა­მა­ზე მგლო­ვი­ა­რე მან­დი­ლო­სან­თან შე­კა­მა­თე­ბა და ახ­ლა შე­ნი იმე­დი მაქვს. შე­ვატყ­ვე, რომ ძა­ლი­ან გა­ფა­სებს და ალ­ბათ, შენ უფ­რო გა­გი­წევს ან­გა­რიშს. ისე, გა­მი­ხარ­და, ასე ცო­ტა ხან­ში პა­ტი­ვის­ცე­მა რომ და­გიმ­სა­ხუ­რე­ბია... ძა­ლი­ან გთხოვ, ამ საქ­მე­ში რო­გორ­მე და­მეხ­მა­რე, ამით თა­ვად ვა­სილ პავ­ლო­ვი­ჩი არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიო და იქ­ვე გა­მაც­ნო პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტონ თი­ნას შეს­თა­ვა­ზებ­დ­ნენ: ძი­რი­თად სამ­სა­ხურ­ში რჩე­ბო­და ჩვენ­თან, ინ­ს­ტი­ტუტ­ში. ქარ­ხა­ნა­ში დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­ეძ­ლო მის­ვ­ლა. ხელ­ფა­სის სა­ხით ექ­ნე­ბო­და 500 მა­ნე­თი (იმ დროს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა) და მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პერ­სო­ნა­ლუ­რი მან­ქა­ნა, ეყო­ლე­ბო­და მძღო­ლი. გე­გე­ში­ძეს დავ­პირ­დი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნას და­სა­თან­ხ­მებ­ლად.

- მი­ზანს მი­აღ­წი­ეთ?

- იმ დროს პე­რი­ო­დუ­ლად ვხვდე­ბო­დი სა­მეც­ნი­ე­რო და კლი­ნი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას. სწო­რედ ეს ფორ­მა გა­მო­ვი­ყე­ნე ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში. საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე მო­ვიწ­ვიე გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბა გი­ორ­გი ინა­სა­რი­ძე და ამ გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი: თი­ნა ლა­ღი­ძე და მა­რი­კა აბა­ში­ძე (სხვა­თა შო­რის, მა­რი­კა ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი გახ­ლ­დათ. ის ლე­ვან ვა­სა­ძის სი­დედ­რი­ა)... მათ მო­ვუ­ბო­დი­შე, - აქამ­დე თქვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის­თ­ვის ვერ მო­ვი­ცა­ლე (დი­დი ინ­ს­ტი­ტუ­ტი იყო, 1200 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მყავ­და). მითხა­რით, რა გჭირ­დე­ბათ-მეთ­ქი? და­ა­სა­ხე­ლეს რა­ღაც აპა­რა­ტი და, - კი, ბა­ტო­ნო, შე­ვი­ძენთ, კი­დევ რა გჭირ­დე­ბათ-მეთ­ქი? ჩა­მოთ­ვა­ლეს რა­ღა­ცე­ბი. მოკ­ლედ, გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებ­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა სრუ­ლი თან­ხ­ვედ­რა მოხ­და და სწო­რედ ამის შემ­დეგ, ხუმ­რო­ბით ვთქვი: სამ­წუ­ხა­როდ, ალ­ბათ და­სა­ხულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ვი­ღებ-მეთ­ქი. - ეს რო­გო­რო? - გა­უკ­ვირ­დათ. - რო­გორ და, ქალ­ბა­ტონ თი­ნას გე­გე­ში­ძის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, რომ მა­მა­მი­სის და­არ­სე­ბულ ქარ­ხა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ ვერ წა­ვი­დო­და, რად­გან მკაც­რი, მაგ­რამ სა­მარ­თ­ლი­ა­ნი დი­რექ­ტო­რი ჰყავს, რო­მელ­საც მხარ­ში უნ­და ამო­უდ­გეს-მეთ­ქი, მე­რე კი ქალ­ბა­ტონ თი­ნას მივ­მარ­თე: არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა - ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხ­მ­დე­ბით, ან მა­ღალ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას არ გა­უ­ჭირ­დე­ბა თქვე­ნი უარის მი­ზე­ზის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ამის­თა­ნებ­ში ხომ კო­მუ­ნის­ტებს ბა­და­ლი არ ჰყავთ. თა­ნაც, მა­მათ­ქ­ვე­ნის საქ­მე უნ­და გა­აგ­რ­ძე­ლოთ, ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის ხომ არა-მეთ­ქი?! მოკ­ლედ, და­ვა­ნა­მუ­სე.

- ან­გა­რი­ში გა­გი­წი­ათ?

- სწო­რად გა­ი­გო ჩე­მი იუმო­რი და გა­და­მეხ­ვია. ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და. ვუთხა­რი: ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნა, სა­ნამ მან­ქა­ნას გა­მო­გი­ყო­ფენ, მა­ნამ­დე ჩე­მი ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­ვი­დეთ ქარ­ხა­ნა­ში-მეთ­ქი. გა­ი­ხა­და თეთ­რი ხა­ლა­თი და წა­ვე­დით. ქარ­ხ­ნის დი­რექ­ტორ­მა რომ დაგ­ვი­ნა­ხა, ლა­მის გა­გიჟ­და სი­ხა­რუ­ლის­გან.

- იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო?

- არა, მაგ­რამ ის სა­ი­დუმ­ლო არ იცოდ­ნენ, რაც ლა­ღი­ძე­ებ­მა. სხვა­თა შო­რის, სა­ყო­ველ­თა­ოდ იყო ცნო­ბი­ლი, რომ ეს ქარ­ხა­ნა სის­ტე­მა­ტუ­რად მა­რაგ­დე­ბო­და ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ხი­ლით, ციტ­რუ­სე­ბით და მის პრო­დუქ­ცი­ა­ზე დი­დი მოთხოვ­ნა იყო რეს­პუბ­ლი­კის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც. თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე კი პო­ლიტ­ბი­უ­რო­სა და სა­კავ­ში­რო მთავ­რო­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ვა­გო­ნე­ბი იტ­ვირ­თე­ბო­და... ინ­ტე­ლი­გენ­ტურ ოჯახ­ში სა­ჩუქ­რად კო­ნი­ა­კი რომ მი­გე­ტა­ნა, ისე არ გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ, რო­გორც "ლა­ღი­ძის წყლის" და­ნახ­ვა... თი­ნა ლა­ღი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, საქ­მე მის­მა ძმის­შ­ვილ­მა - თორ­ნი­კემ გა­აგ­რ­ძე­ლა, მაგ­რამ მე­რე აირია მო­ნას­ტე­რი, ძაღ­ლი პატ­რონს ვე­ღარ ცნობ­და და ვერც ის გა­ვი­გეთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვი­ყა­ვით თუ არა, გა­ი­ყი­და და გა­ოხ­რ­და ყვე­ლა­ფე­რი... სა­ო­ცა­რი პა­რა­დოქ­სი მოხ­და: მა­შინ, რო­დე­საც ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს, რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ასე ზრუ­ნავ­და დი­დი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, მიტ­რო­ფა­ნე ლა­ღი­ძის და­ნა­ტო­ვარ­ზე და ეს ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის რან­გ­ში ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა არც ერ­თ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ იზ­რუ­ნა ამ ეროვ­ნულ გან­ძ­ზე. პი­რი­ქით, "ლა­ღი­ძის წყლის" ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­ი­ყი­და და შემ­დეგ პრო­ფი­ლიც შე­იც­ვა­ლა - იქ ტან­საც­მ­ლის სა­ფირ­მო მა­ღა­ზია გა­იხ­ს­ნა, უცხო­უ­რი ბრენ­დე­ბი იყი­დე­ბა.

- ანუ ამ შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვით, სა­გან­ძუ­რი და­კარ­გა დე­და­ქა­ლაქ­მა?

- დი­ახ, ის ნამ­დ­ვი­ლი სა­გან­ძუ­რი იყო. თბი­ლი­სე­ლებ­მა, ქა­ლა­ქის სტუმ­რებ­მა და ახალ­გაზ­რ­დო­ბამ და­კარ­გეს ტრა­დი­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის, ხო­ლო შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყვი­ლებ­მა პა­ემ­ნე­ბის ჩვე­უ­ლი ად­გი­ლი. თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა სტუ­მა­რი აუცი­ლებ­ლად მიჰ­ყავ­დათ რუს­თა­ველ­ზე სა­სე­ირ­ნოდ და "ლა­ღი­ძის წყლე­ბის" და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად. ეს ერ­თ­გ­ვა­რი რი­ტუ­ა­ლი­ვით იყო. არას­დ­როს და­მა­ვიწყებ­და ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ქი­რურ­გის, დე­ბე­კის აღ­ტა­ცე­ბა (რო­მელ­მაც ბრეჟ­ნევს გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა), რო­დე­საც ის მი­ვიყ­ვა­ნე ამ რი­ტუ­ა­ლურ ტა­ძარ­ში და გა­ზი­ა­ნი წყა­ლი და­ვა­გე­მოვ­ნე­ბი­ნე. ლა­მის გა­გიჟ­და, - ასე ძა­ლი­ან არა­ფე­რი მომ­წო­ნე­ბიაო... მახ­სენ­დე­ბა გა­დავ­სე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, რო­დე­საც ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძემ საფ­რან­გე­თის კომ­პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ჟორჟ მარ­შე მო­იწ­ვია "ლა­ღი­ძის წყლებ­ში". სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო ეს არ არის ძვე­ლი, კარ­გი თბი­ლი­სუ­რი ტრა­დი­ცე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა-და­ვიწყე­ბის მა­გა­ლი­თი. იქ­ვე, ასი­ო­დე მეტ­რ­ში, რუს­თა­ველ­ზე იყო ცნო­ბი­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი ბორ­ჯო­მის წყლე­ბის სა­ფირ­მო მა­ღა­ზია, დღეს კი მის კვალ­საც ვერ მი­აგ­ნებთ... ახალ­გაზ­რ­დას სა­ღა­მოს რუს­თა­ველ­ზე ფე­ხით რომ არ გა­მევ­ლო, ვერ და­ვი­ძი­ნებ­დი. ახ­ლა რომ გა­ვი­ა­რო, ნაც­ნობს ვერ ვი­პო­ვი.
სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ვი­სე­ირ­ნე ლა­ღი­ძის წყლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ვხე­დავ, ჩემს საყ­ვა­რელ ად­გი­ლას მა­ღა­ზია გა­უხ­ს­ნი­ათ და ქა­ლის თეთ­რე­ულს ყი­დი­ან. ვიტ­რი­ნა­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. იმის ქვეშ სა­ხა­ჭა­პუ­რე იყო - იქა­უ­რო­ბა ნაგ­ვი­თაა ამოვ­სე­ბუ­ლი... რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო გა­და­კე­თე­ბუ­ლი, ძველს ვე­რა­ფერს მი­ვა­გე­ნი და გუ­ლი დამ­წყ­და.

- ახ­ლა სარ­დაფ­ში, სა­დაც ად­რე "ლა­ღი­ძის" სა­ხა­ჭა­პუ­რე იყო, ისევ კვე­ბის ობი­ექ­ტია გახ­ს­ნი­ლი.

- ღმერ­თ­მა ქნას, იქ ისევ გა­ი­ყი­დოს ნამ­დ­ვი­ლი "ლა­ღი­ძის წყლე­ბი", მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, ამა­ზე ვინ­მემ იზ­რუ­ნოს და ის ად­გი­ლი ძვე­ლე­ბუ­რად, ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გახ­დეს... იმ დღეს, რო­ცა ნა­ნა­ხით და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩა­ში მივ­დი­ო­დი, სკა­მებ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­დარ ხან­დაზ­მულ ხალხს გა­ვე­სა­უბ­რე. ერ­თ­ნიშ­ნად აღ­ნიშ­ნეს, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დო­ბის დრო­ინ­დე­ლი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ეროვ­ნუ­ლო­ბის დათ­რ­გუნ­ვის მიზ­ნით მოხ­და და ამა­ში პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერ­თი წევ­რი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს (უ­და­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ფ­ცი­ის გა­მო, გვარს ვერ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ). ამ ძირ­ძ­ველ ქა­ლა­ქე­ლებ­თან სა­უ­ბარ­მა მი­ბიძ­გა, მე­ნა­ხა, რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით მი­დი­ო­და ვაჭ­რო­ბა ქა­ლის თეთ­რე­უ­ლით სავ­სე მა­ღა­ზი­ა­ში. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და ერ­თი მყიდ­ვე­ლიც არ შე­სუ­ლა, მა­შინ, რო­ცა ად­რე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხალ­ხის ტე­ვა აღარ იყო. ნუ­თუ, ამ ზი­ზილ-პი­პი­ლო­ე­ბით მორ­თულ მა­ღა­ზი­ას ბი­უ­ჯეტ­ში მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი მე­ტი შე­აქვს, ვიდ­რე მთე­ლი დღე გა­დატ­ვ­ირ­თუ­ლი სა­ფირ­მო სა­წარ­მოს და მის ქვეშ გან­ლა­გე­ბულ სა­ფირ­მო სა­ხა­ჭა­პუ­რეს შეჰ­ქონ­და? უსი­ა­მოვ­ნო, მძი­მე გრძნო­ბით დავ­ბ­რუნ­დი შინ. ყურ­ში ჩა­მეს­მო­და მო­ხუ­ცე­ბის ნაღ­ვ­ლი­ა­ნად ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი: რომ ქა­ლაქ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, და­კარ­გა ის­ტო­რი­უ­ლი იერი და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბა ერ­თი მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის მა­ხინ­ჯ­მა და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა სის­ტე­მამ და მე­ო­რე მხრივ იმან, რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას ქა­ლაქ­ში მე­ურ­ვე­ობ­დ­ნენ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც და­ა­ვიწყ­დათ, რომ პუ­რი მე­პუ­რემ უნ­და გა­მო­აცხოს. იმე­დია, აღ­ს­რულ­დე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და მიხ­ვ­დე­ბა მთავ­რო­ბა, რომ ქა­ლაქს, პირ­ველ რიგ­ში, ეროვ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი გა­ა­ლა­მა­ზებს, ჩვენ კი მოგ­ვე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უცხო­უ­რი სას­მე­ლე­ბი­თა და ვინ იცის, სა­ი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­სუს­ნა­ვე­ბით გა­ვა­ნე­ბივ­როთ. ვიცხოვ­როთ ღირ­სე­უ­ლად და სტუ­მა­რი არა მათ სამ­შობ­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ზი­ზილ-პი­პი­ლო­ე­ბით, არა­მედ ძვე­ლე­ბუ­რად, იმით გა­ვა­ო­ცოთ, რაც ნამ­დ­ვი­ლად ქარ­თუ­ლია და რა­საც სხვა ქვეყ­ნის პრო­დუქ­ცია ვერ შე­ედ­რე­ბა.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა