"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ" - უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი წე­რი­ლი
font-large font-small
"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ" - უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნის გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი წე­რი­ლი
"გა­მარ­ჯო­ბა. მე ავად ვარ ...

ამ წე­რილ­მა ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ამა­ტი­რა. რამ­დე­ნი­მე დღე ვფიქ­რობ­დი, ღირ­და თუ არა მი­სი და­ბეჭ­დ­ვა, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კითხია. მი­სი ავ­ტო­რის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ან მი­სა­მარ­თი რომ ვი­ცო­დე, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი და ვკითხავ­დი: რა­ტომ აკე­თებთ ამას? რა­ტომ უმა­ლავთ ოჯახს სი­მარ­თ­ლეს? იქ­ნებ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა?.. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტო­ნის­თ­ვის კითხ­ვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა...


თუმ­ცა, არც წე­რი­ლის და­უ­ბეჭ­და­ო­ბა ივა­რგებს: ეს ხომ მი­სი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბო­ლო სათხო­ვა­რია.
წე­რი­ლის ავ­ტო­რი სიმ­სივ­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ აქამ­დე არას­დ­როს არა­ფე­რი სტკი­ო­და. და­ა­ვა­დე­ბამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩი­ნა თა­ვი და დი­აგ­ნო­ზიც ძა­ლი­ან მძი­მეა. იცის, რომ მა­ლე უნ­და და­ტო­ვოს ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და ახ­ლა, ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად, სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა...
წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"გა­მარ­ჯო­ბა. მე ავად ვარ. დი­დი ხა­ნია (უკ­ვე სა­მი თვე­ა) ვი­ცი, რაც მჭირს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­მა­ლავ. არ მინ­და, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი მათ ცრემ­ლი­ან თვა­ლებს ვუ­ყუ­რო. არა­და, უკ­ვე ძა­ლი­ან მი­ჭირს ტკი­ვი­ლე­ბის ატა­ნა. ეს წე­რი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ბო­ლო გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის. მხო­ლოდ ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა იცის, რაც მჭირს. მას ყვე­ლა­ფერს და­უ­ფა­რა­ვად ვუ­ზი­ა­რებ. მხო­ლოდ ისაა ჩე­მი ტკი­ვი­ლე­ბის ატა­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და გუ­ლი დარ­დით მაქვს სავ­სე, მა­საც რომ სტკი­ვა ჩემ გა­მო. ვცდი­ლობ, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი ისე ვიცხოვ­რო, რომ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რო და იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ახ­ლოვ­დე, რომ­ლებ­მაც ად­რე მაწყე­ნი­ნეს ან მე ვაწყე­ნი­ნე. მინ­და, ვალ­მოხ­დი­ლი წა­ვი­დე და არა­ვინ თქვას, სიკ­ვ­დი­ლის ღირ­სი იყოო. სიკ­ვ­დილს მხო­ლოდ ის იმ­სა­ხუ­რებს, ვინც თა­ვად კლავს. მე კი არა­ვინ მო­მიკ­ლავს და არც ცუ­დი მი­სურ­ვე­ბია სხვის­თ­ვის...
ეს ავად­მ­ყო­ფო­ბა კი დი­დი გან­საც­დე­ლია, რო­მე­ლიც უფალ­მა ალ­ბათ, იმის­თ­ვის მო­მივ­ლი­ნა, რომ ცოდ­ვე­ბი გა­მო­მეს­ყი­და, სიკ­ვ­დი­ლამ­დე დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემს წარ­სულ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, გან­წ­მენ­დი­ლი გა­დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი იმ­ქ­ვეყ­ნი­ურ სამ­ყო­ფელ­ში.
ძა­ლი­ან ვდარ­დობ, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ოჯა­ხი რო­გორ გა­ნაგ­რ­ძობს ცხოვ­რე­ბას? რო­გორ აიტა­ნენ უჩე­მო­ბას? არ მინ­და, ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და შავ ძონ­ძებ­ში გა­მოწყო­ბი­ლებ­მა იარონ. მინ­და, ისე­თი­ვე ხა­ლი­სი­ა­ნე­ბად დარ­ჩ­ნენ, რო­გო­რე­ბიც ახ­ლა არი­ან. ჩე­მი დღე­ე­ბი დათ­ვ­ლი­ლია, მაგ­რამ ამას არ ვნაღ­ვ­ლობ, კარ­გა ხანს ვიცხოვ­რე და ამ­ქ­ვეყ­ნად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სე­ნებს თავს ყო­ველ წუ­თას. ამ ცხოვ­რე­ბა­ში და­ვიმ­სა­ხუ­რე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. იშ­ვი­ა­თად, მოწ­მენ­დილ ცა­ზე ღრუბ­ლე­ბი რომ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, ისე - იყო წყე­ნაც სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი. მთა­ვა­რია, კაც­თ­მო­ძუ­ლე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ და ვერც მაქ­ცია ასე­თად წუ­თი­სო­ფელ­მა.
რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ფი­ზი­კურ ტკი­ვილს: 63 წლი­სა ისე გავ­ხ­დი, არას­დ­როს არა­ფე­რი ამ­ტ­კი­ვე­ბია. მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩი­ნა ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ თა­ვი. მუ­ცე­ლი ძა­ლი­ან ამ­ტ­კივ­და. ექიმ­თან წა­ვე­დი, რად­გან შვი­ლებ­მა სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს. მე­გო­ბა­რი მახ­ლ­და და იმ დღეს შო­კი დაგ­ვე­მარ­თა. ექიმ­მა პირ­და­პირ მითხ­რა, ძა­ლი­ან ცუ­დი რამ გჭირ­თო. არა­ნა­ი­რი შე­ფა­რუ­ლო­ბა, არა­ნა­ი­რი დან­დო­ბა: პირ­და­პირ მო­მა­ხა­ლა პირ­ში, რომ მა­ლე მოვ­კ­ვ­დე­ბი! რას ვი­ზამთ, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ასე მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ და ექი­მე­ბიც თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ. ამით სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ანს აძ­ლე­ვენ შანსს, რომ შე­ე­გუ­ონ მდგო­მა­რე­ო­ბას და სიკ­ვ­დილ­თან შე­სა­გე­ბებ­ლად მზად იყ­ვ­ნენ. დრო მომ­ცეს იმის­თ­ვის, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად გა­სა­კე­თე­ბე­ლი ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა; რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვაგ­ვა­რო და მშვი­დად გა­დავ­სახ­ლ­დე იმ­ქ­ვეყ­ნი­ურ სამ­ყო­ფელ­ში. მახ­სოვს, ცივ­მა ოფ­ლ­მა და­მას­ხა, ჩე­მი გა­ნა­ჩე­ნი რომ გა­მაც­ნეს. მე­გო­ბარ­მაც თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა და ცრემ­ლე­ბით აევ­სო თვა­ლე­ბი, მე­რე იფეთ­ქა და იმ ექიმს ეცა: ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ თუ რო­ბო­ტე­ბი? რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ, ასე წარ­ბ­შე­უხ­რე­ლად ილა­პა­რა­კოთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე? ნუ­თუ, არა­ვინ გე­ცო­დე­ბა­თო? იმ კაც­მაც თა­ვი იმარ­თ­ლა, - რა ვქნა, პა­ცი­ენ­ტის­თ­ვის დი­აგ­ნო­ზის და­მალ­ვის უფ­ლე­ბა არ მაქ­ვ­სო. ამა­ნაც, - თქვენ წი­ნა­შე ახ­ლა დე­დათ­ქ­ვე­ნი რომ იდ­გეს, მა­ში­ნაც ასე მი­ახ­ლი­დით სი­მარ­თ­ლეს? ასე გულ­ცი­ვად ეტყო­დით იმ სიტყ­ვებს, რაც ახ­ლა ჩვენ გვითხა­რი­თო? ძლივს და­ვამ­შ­ვი­დე. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში უნ­დო­დათ ჩე­მი და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ არაფ­რით დავ­რ­ჩი. გა­მო­ვე­დი მე­გო­ბარ­თან ერ­თად, იქ­ვე ახ­ლოს მდე­ბა­რე კა­ფე­ში დავ­ს­ხე­დით და კარ­გა ხანს ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ყუ­რებ­დით თვა­ლებ­ში. მე­რე ვთხო­ვე, ამა­ღამ შენ­თან დავ­რ­ჩე­ბი, სახ­ლ­ში ვერ მი­ვალ-მეთ­ქი. ცხა­დია, უარი არ უთ­ქ­ვამს. მი­სი შვი­ლე­ბი ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, ჩე­მი ცი­სია კი მარ­ტოა სახ­ლ­ში. იმ დღეს შვი­ლებს და­ვუ­რე­კე, სა­ში­შია არა­ფე­რია, შე­ბე­რი­ლო­ო­ბა მქო­ნია, არ მი­დარ­დოთ-მეთ­ქი. მე­გო­ბარს ვთხო­ვე, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა. რა აზ­რი აქვს რა­ი­მეს თქმას, რო­ცა ჩე­მი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი 1 პრო­ცენ­ტიც არ არის? ჩე­მი დი­აგ­ნო­ზი სა­სიკ­ვ­დი­ლოა! მაქ­სი­მუმ, 6 თვე ვი­ცოცხ­ლო. ოპე­რა­ცი­ას თუ გა­ვი­კე­თებ, მა­გი­და­ზე დავ­რ­ჩე­ბი; ქი­მი­ას თუ გა­ვი­კე­თებ, შე­იძ­ლე­ბა, სას­წა­უ­ლი მოხ­დეს და რამ­დე­ნი­მე თვით გა­ვი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო სი­ცოცხ­ლე, მაგ­რამ არ მინ­და, იმ ქ­ვეყ­ნად თმის გა­რე­შე წა­ვი­დე და ნემ­სე­ბით უსას­რუ­ლოდ დამ­ჩხ­ვ­ლი­ტონ. თან, არა­ვინ იცის, ამ ასაკ­ში იმ სა­ში­ნელ პრო­ცესს გა­ვუძ­ლებ თუ არა. ვიდ­რე შე­მეძ­ლე­ბა, ვივ­ლი ქუ­ჩა­ში და დავ­ტ­კ­ბე­ბი ჩე­მი ქა­ლა­ქის ხილ­ვით, შვი­ლე­ბის ცქერით, მე­რე კი, რო­გორც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩემ გარ­შე­მო, მორ­ფის ქვეშ გა­ვი­პა­რე­ბი...
ალ­ბათ, ძა­ლი­ან და­გამ­ძი­მებთ ჩე­მი წე­რი­ლი, მაგ­რამ არ მი­დარ­დოთ. მე ჩე­მი დრო მოვ­ჭა­მე. ბევ­რი კარ­გი რამ ვნა­ხე ამ­ქ­ვეყ­ნად. მინ­და, და­ლოც­ვი­ლი დავ­ტო­ვო ჩე­მი სამ­შობ­ლო და ხალ­ხი. ძა­ლი­ან მინ­და, ოდეს­მე მარ­თ­ლა ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რონ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­ზეც უცხო­ე­ბი გიჟ­დე­ბი­ან, ჩვენ­თ­ვის კი ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბით უფე­რუ­ლია, რად­გან ხალ­ხი ყო­ველ­დღი­უ­რი საკ­ვე­ბის შოვ­ნა­ზე ფიქ­რ­ში ისეა გარ­თუ­ლი, კარგს ვე­რა­ფერს ხე­დავს. მინ­და, ჩემ­მა შვი­ლებ­მა ისეთ ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რონ, სა­დაც ომი არ იქ­ნე­ბა და არ გა­მო­ცა­დონ ის, რაც ბევ­რ­მა ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა გა­მო­ცა­და - ლტოლ­ვი­ლო­ბა!
ჩემს შვი­ლებს კი ვთხოვ, მა­პა­ტი­ონ, მათ სი­მარ­თ­ლე რომ და­ვუ­მა­ლე და უაზ­რო ფუ­ლის ხაჯ­ვა ავა­რი­დე. არ მინ­და, ჩემ გა­მო ოჯა­ხი ვა­ლებ­ში ჩა­ეფ­ლოს და ეს გა­ა­კე­თონ გო­ნე­ბის და­უ­ტა­ნებ­ლად - სი­ცოცხ­ლეს თუ ვერ გა­და­არ­ჩე­ნენ და მა­თი მცდე­ლო­ბა ამაო იქ­ნე­ბა, გუ­ლი უფ­რო მე­ტად ეტ­კი­ნე­ბათ. ჰო­და, ჯო­ბია, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლი მათ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყოს. იცი­ან, რომ ისი­ნი ჩე­მი სა­გან­ძუ­რე­ბი არი­ან. მინ­და, მე­უღ­ლეს ვუთხ­რა მად­ლო­ბა იმ წლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მის გვერ­დით გა­ვა­ტა­რე და და­ვე­ლო­დე­ბი სხვა სამ­ყა­რო­ში, უსას­რუ­ლოდ! დიდ­ხანს იყოს შვი­ლე­ბის გვერ­დით, მე დი­დი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი მაქვს (აქ და­წე­რეთ, რომ ვი­ცი­ნი)...
მად­ლო­ბა ჩემს ცი­სი­ას ერ­თ­გუ­ლე­ბის­თ­ვის და ბო­დი­ში ყვე­ლა სხვა მე­გო­ბარს იმის­თ­ვის, რომ მათ არ გა­ვან­დე ჩე­მი ერ­თა­დერ­თი სა­ი­დუმ­ლო. ბო­დი­ში ცი­სი­ას იმის­თ­ვის, რომ მხო­ლოდ ის გა­ვი­მე­ტე დი­დი ტან­ჯ­ვის­თ­ვის და ჩე­მი ტკი­ვი­ლის თა­ნა­მო­ზი­ა­რე გავ­ხა­დე. მიყ­ვარ­ხართ, ადა­მი­ა­ნე­ბო. მინ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყოთ და რო­ცა იმ ქ­ვეყ­ნად გა­დავ­ბარ­გ­დე­ბი, ყვე­ლას გთხოვთ, ილო­ცეთ ჩე­მი სუ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. მე კი იქი­დან ვი­ლო­ცებ თქვენ­თ­ვის..."
სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ექი­მე­ბი კონ­კ­რე­ტულს ვე­რა­ფერს გვირ­ჩე­ვენ. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან ბევრ პრო­დუქტს ასა­ხე­ლე­ბენ, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნეს იწ­ვევს. გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბაც არის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი და რაც მთა­ვა­რია - სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი იმის­კენ მი­ვის­წ­რაფ­ვით, რაც გვკლავს. და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის მეც­ნი­ე­რე­ბი და ექი­მე­ბი ბევრ რა­მეს გვირ­ჩე­ვენ, თით­ქოს ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად ახალ-ახალ მე­თო­დებ­საც იგო­ნე­ბენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მის და­სა­მარ­ცხებ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­აგ­ნეს გზას.
კი­ბოს ნიშ­ნე­ბი და სიმ­პ­ტო­მე­ბი - რო­გორ მივ­ხ­ვ­დეთ, რომ საფ­რ­თხის წი­ნა­შე ვართ? ნი­შა­ნი და სიმ­პ­ტო­მი - ორი­ვე ავად­მ­ყო­ფო­ბის სიგ­ნა­ლია, რო­მე­ლიც არ უნ­და უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოთ. ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზ­მ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არაა და ექიმ­თან ვი­ზი­ტია სა­ჭი­რო.
კი­ბო ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, ბევ­რ­ნა­ი­რი სიმ­პ­ტო­მი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლ­დეს. ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ სხე­უ­ლის რა ნა­წილ­შია სიმ­სივ­ნე, რამ­დე­ნად დი­დია მი­სი ზო­მა და რამ­დე­ნად ძლი­ე­რად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნო­ებ­სა თუ ქსო­ვი­ლებ­ზე. ამას­თან, თუ უკ­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მე­ტას­ტა­ზე­ბი, სიმ­პ­ტო­მე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში იჩენს თავს. რო­დე­საც კი­ბო იზ­რ­დე­ბა, დარ­ტყ­მას აყე­ნებს ახ­ლომ­დე­ბა­რე ორ­გა­ნო­ებს, სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვებ­სა და ნერ­ვულ სის­ტე­მას. თუ კრი­ტი­კულ არე­შია, მა­გა­ლი­თად, ტვი­ნის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ზე, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ზო­მის სიმ­სივ­ნეც კი ნი­შანს გვაძ­ლევს. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ და­ა­ვა­დე­ბა ისე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ პა­ცი­ენ­ტი სიმ­პ­ტო­მებს ვერ გრძნობს. მა­გა­ლი­თად, პან­კ­რე­ა­სის ჯირ­კ­ვ­ლის კი­ბო.
აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეთ კი­ბოს ძი­რი­თა­დი სიმ­პ­ტო­მე­ბი. თუმ­ცა, თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი აღ­მო­გაჩ­ნ­დათ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ კი­ბო გჭირთ. მსგავ­სი სიმ­პ­ტო­მე­ბის დიდ­ხანს გაგ­რ­ძე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ა­კითხეთ ექიმს.
წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა: ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც კი­ბო­თია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, წო­ნა­ში იკ­ლებს. რო­დე­საც კი­ლოგ­რა­მებს სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ კარ­გავთ, ამას ვერ ხსნი­ან. თუ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 5 კი­ლო­ზე მე­ტი და­ი­კე­ლით, ექიმ­თან ვი­ზი­ტია სა­ჭი­რო. ძი­რი­თა­დად, წო­ნა­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც პან­კ­რე­ა­სის, კუ­ჭის, საყ­ლა­პა­ვი მი­ლის ან ფილ­ტ­ვე­ბის კი­ბო აქვთ.
ცი­ებ-ცხე­ლე­ბა: ეს სიმ­პ­ტო­მი ძი­რი­თა­დად, მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც კი­ბო ორ­გა­ნიზ­მ­ში ვრცელ­დე­ბა. კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დიდ ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბა ცი­ებ-ცხე­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ კი­ბო ან მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. არ­ც­თუ ისე ხში­რად, ცი­ებ-ცხე­ლე­ბა შე­საძ­ლოა, ლე­ი­კე­მი­ის ან ლიმ­ფო­მის საწყი­სი ნი­შა­ნი იყოს.
დაღ­ლა: თუ თავს სუს­ტად გრძნობთ და ად­ვი­ლად იღ­ლე­ბით, აუცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.
ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დე­გაც კი ვერ იყუ­ჩებთ, შე­საძ­ლოა, ტვი­ნის სიმ­სივ­ნის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი იყოს. ზურ­გის ტკი­ვი­ლი შე­საძ­ლოა, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, სწო­რი ნაწ­ლა­ვის ან საკ­ვერ­ცხე­ე­ბის კი­ბოს სიმ­პ­ტო­მი იყოს. ამას­თან, ტკი­ვი­ლი ხში­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კი­ბოს ორ­გა­ნიზ­მ­ში მე­ტას­ტა­ზე­ბი აქვს.
სა­გუ­ლის­ხ­მოა კა­ნის ფე­რის ცვლი­ლე­ბაც: კი­ბოს შემ­თხ­ვე­ვა­ში ზოგ­ჯერ კა­ნი ფერს იც­ვ­ლის. მუ­ქი ფე­რის კა­ნი (ჰი­პერ­პიგ­მენ­ტა­ცი­ა), მოყ­ვი­თა­ლო კა­ნი და თვა­ლე­ბი (სიყ­ვით­ლე), გა­წით­ლე­ბუ­ლი კა­ნი (ე­რი­თო­მა­ტო­ზუ­ლი), ქა­ვი­ლი, ჭარ­ბი დო­ზით თმის ზრდა.
სა­გან­გა­შოა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სტა­ტის­ტი­კაც, რაც ქვე­მოთ მო­ცე­მულ სუ­რათ­ზე კარ­გად ჩანს.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა