ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
font-large font-small
ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს

"მი­ხა­რია, რომ არ­სე­ბობთ. მინ­და, ბე­ბი­ა­ჩე­მის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც გა­რი­გე­ბით გა­ათხო­ვეს. მი­სი მო­ნა­ყო­ლი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მსურს, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ველ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მო­გე­წო­ნე­ბათ და და­ბეჭ­დავთ", - 38 წლის ია ალა­სა­ნია ბე­ბი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ რე­დაქ­ცი­ა­ში მო­ვიწ­ვიე.

- ჩე­მი ბე­ბო 16 წლის ყო­ფი­ლა, რო­ცა თვა­ლი და­ად­გეს: ქა­ლაქ­ში, ქორ­წილ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ მშობ­ლებს და იქ მო­ე­წო­ნათ მო­მა­ვა­ლი ქმრის ნა­თე­სა­ვებს, ცო­ტა ხან­ში შინ მი­ად­გ­ნენ, თა­ნაც - გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად. ამ დროს ბე­ბია ბლის ხე­ზე მჯდა­რა. სტუმ­რე­ბი რომ მი­ად­გ­ნენ კარს, თურ­მე, მათ ზე­ვი­დან დაჰ­ყ­ვი­რა, - ვინ ბრძან­დე­ბით და რამ შე­გა­წუ­ხა­თო? სა­დე­დამ­თი­ლოს ლა­მის უკან გა­უბ­რუ­ნე­ბია ხალ­ხი, - ეს ახ­ტა­ჯა­ნა გო­გო გინ­დათ ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის? სოფ­ლე­ლია, გა­უთ­ლე­ლი. ვერ ხე­დავთ, რო­გორ ტყი­უ­რი­ვით იქ­ცე­ვაო? არა­და, მის შვილს ისე მოს­წო­ნე­ბია პა­ტა­რა გო­გო, რომ დე­დის­თ­ვის ჩა­უ­ჭი­დია ხე­ლი, ლა­მის ძვლებ­ში გა­და­უმტ­ვ­რე­ვია ქა­ლი, - მო­ი­ცა­დე, ადა­მი­ა­ნო, ამის გარ­და, სხვას არა­ვის შე­ვირ­თა­ვო. გა­ჩე­რე­ბუ­ლა ქა­ლიც, იმ იმე­დით, რომ ახ­ლო­დან უფ­რო უშ­ნო იქ­ნე­ბო­და და მი­სი შვი­ლიც გა­ნი­ხიბ­ლე­ბო­და სა­პა­ტარ­ძ­ლო­თი. ბე­ბო მიყ­ვე­ბო­და: თმა გი­ჟი­ვით ისე მქონ­და აწე­წი­ლი და თეთ­რი კა­ბა ისე გამ­ჭუჭყი­ა­ნე­ბო­და, რომ მარ­თ­ლა ეშ­მაკს ვგავ­დი. მიკ­ვირს, რომ არ გა­იქ­ც­ნენ ჭიშ­კარს მომ­დ­გა­რი სტუმ­რე­ბიო. შე­ი­პა­ტი­ჟა თურ­მე, - ახ­ლა­ვე მშობ­ლებს და­ვუ­ძა­ხებ, მა­ნამ­დე კი თუ გინ­დათ, სუ­ლის მო­საბ­რუ­ნებ­ლად ჭის წყალს მო­გი­ტან­თო. თურ­მე, ჭის ცი­ვი წყა­ლი იყო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ თა­კა­რა მზე­ში სტუ­მარს გა­მას­პინ­ძ­ლე­ბო­დი. აბა, მა­შინ სად იყო ყა­ვა და შო­კო­ლა­დი, ხალხს წყალ­ზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და მე­რე ღვი­ნო­სა და პურ­მა­რილ­ზეც - ასე­თი მას­პინ­ძ­ლო­ბის გა­რე­შე არა­ვინ გა­მო­გიშ­ვებ­და, თუ ძა­ლი­ან არ უჭირ­და ოჯახს.
თურ­მე, ბე­ბოს მშობ­ლებს თა­ვი­დან ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს. რო­ცა გა­ი­გეს, რა საქ­მე­ზეც იყ­ვ­ნენ მო­სუ­ლი ქა­ლა­ქი­დან, გა­ოგ­დ­ნენ თურ­მე, - ჯერ რა დროს ამის გათხო­ვე­ბაა? ბი­ჭებ­თან ერ­თად, ისევ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­სო, მაგ­რამ სტუმ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე ხომ არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ და და­უ­ძა­ხეს მე­ზობ­ლებს, მა­თი დახ­მა­რე­ბით რო­გორ­ღაც სუფ­რაც გა­აწყ­ვეს. ბე­ბო ამ­ბობ­და, - მა­შინ მე­ზობ­ლო­ბაც სხვა­ნა­ი­რი იცო­და ხალ­ხ­მა. სტუ­მა­რი რომ მო­გი­ვი­დო­და, ყვე­ლა შენს დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, სოფ­ლის და უბ­ნის სა­ხე­ლი რომ არ შერ­ცხ­ვე­ნი­ლი­ყო და ვი­საც რა გა­აჩ­ნ­და, ის მოჰ­ქონ­დაო. იმ დღე­საც ასე მომ­ხ­და­რა: ზოგს ხა­ჭა­პუ­რი გად­მო­უ­ტა­ნია, ზოგს კერ­ძი, ზოგს პუ­რი, რა­ღაც ალ­ბათ, მას­პინ­ძ­ლებ­მა თა­ვად შე­მა­ტეს სუფ­რას და ყვე­ლამ კარ­გად მო­ილ­ხი­ნა. კა­ცე­ბი ისე დამ­თ­ვ­რა­ლან, რომ ბო­ლოს თურ­მე, სტუმ­რებს აღარ ახ­სოვ­დათ, რის­თ­ვის მო­ად­გ­ნენ მას­პინ­ძ­ლე­ბის სახლს. მხო­ლოდ სა­სი­ძო არ სვამ­დაო და იმა­საც, ქალ­ზე ეჭი­რა თვა­ლი. რო­ცა სუფ­რა აირია, დრო იხელ­თა და და­ი­მარ­ტო­ხე­ლა ბე­ბია. გა­მოჰ­კითხა თურ­მე, რო­გორ ცხოვ­რობ­და, რა აინ­ტე­რე­სებ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და თუ არა. ბე­ბომ თქვა, - უნე­ბუ­რად, ყვე­ლა­ფერ­ზე ცი­ნი­კუ­რად ვპა­სუ­ხობ­დი და ვე­ხუმ­რე­ბო­და, უშ­ნოდ ვიჯღა­ნე­ბო­დი. მე­გო­ნა, ბი­ჭი ამის გა­მო ჩემ­ზე გულს აიც­რუ­ებ­და, შე­მეშ­ვე­ბო­და, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და: ასეთ­მა საქ­ცი­ელ­მა და სი­ვე­ლუ­რემ უფ­რო მე­ტად ააფო­რი­აქა, გულ­ში ჩა­ვუ­ვარ­დი. იმ დღის მე­რე რამ­დენ­ჯერ­მე მო­მად­გა სახ­ლ­ში, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ისე ვმა­ი­მუ­ნობ­დი, არ მე­გო­ნა, თუ კი­დევ გა­რის­კავ­და ჩემ­თან მოს­ვ­ლა­სო. ერ­თხელ თურ­მე, ცი­ვი წყა­ლიც შე­ას­ხა პირ­და­პირ ვედ­რო­დან: თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, აჰა, გაგ­რილ­დიო. მე­ო­რედ ტა­ლახ­ში აგო­რა­ვა თურ­მე: ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­ზე და­უ­ყო­ლი­ე­ბია და მე­რე, ახ­ტა­ჯა­ნამ ტა­ლახ­შიც ამოს­ვა­რა. იმ დღეს ისე­თი მოთხუპ­ნი­ლი და­ად­გა ქა­ლა­ქის გზას, რომ სახ­ლ­ში დე­და მწყევ­ლი­და, ეს რა გა­ა­კე­თეო და ალ­ბათ ქა­ლაქ­ში, დე­და­მი­სი გაჰ­კი­ო­და ჩემს სა­ხელ­სო. ჰყვე­ბო­და ამას ბე­ბო და თან, კის­კი­სებ­და. ასეთ დროს ეშ­მა­კუ­ნე­ბი უბ­რ­წყი­ნავ­და თვა­ლებ­ში.
- ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ა­ყო­ლეს იმ ბიჭს?
- სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თ­მა­ნე­თის ბე­დი არ ყო­ფი­ლან... თურ­მე, ისე მოხ­და, რომ ბე­ბოს არ მო­ეშ­ვა მა­ნამ, ვიდ­რე თა­ვი არ შე­აყ­ვა­რა, "მაგ­რამ მა­მა­ჩემს და დე­და­საც ისე არ მოს­წონ­დათ ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ გა­დაწყ­ვი­ტეს, სას­წ­რა­ფოდ, სულ სხვა ვინ­მე­ზე გა­ვეთხო­ვე­ბი­ნე. არა­და, სა­ო­ცა­რი კა­ცი იყო. მხო­ლოდ ის თუ გა­მი­გებ­და ბო­ლომ­დე, თო­რემ ხომ იცი, ბა­ბუ­ა­შენ­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლი გა­მიძ­ლო და მე­რე მი­მა­ტო­ვა... ისე შე­მაყ­ვა­რა იმ ბიჭ­მა თა­ვი, რომ უკ­ვე თავს ვა­რი­დებ­დი ჩემ­თ­ვის მა­ნამ­დე საყ­ვა­რელ გა­სარ­თო­ბებ­საც კი..." - მიყ­ვე­ბო­და სევ­დი­ა­ნად ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ბე­ბო... მის გა­მო მზად იყო, ყვე­ლა­ფე­რი და­ეთ­მო და ნა­ად­რე­ვად და­ქა­ლე­ბუ­ლი­ყო. იხ­სე­ნებ­და: გვერ­დით რომ და­მიდ­გე­ბო­და, სულ ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლი­და. ერ­თხელ მა­კო­ცა კი­დეც და იმ კოც­ნის გე­მო ამ სი­ბე­რემ­დეც მომ­ყ­ვე­ბა მე სა­ცო­დავს. იცო­დე, არას­დ­როს გათხოვ­დე უსიყ­ვა­რუ­ლოდ, თო­რემ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ ეღირ­სე­ბიო... დავ­პირ­დი, რომ და­ვუ­ჯე­რებ­დი და უსიყ­ვა­რუ­ლოდ არაფ­რის დი­დე­ბით არ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, თუმ­ცა, პი­რო­ბა ვერ შე­ვუს­რუ­ლე და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ანს გავ­ყე­ვი ცო­ლად, მშობ­ლებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამას სუ­ლაც არ ვნა­ნობ, რად­გან კარ­გი ქმა­რი მყავს. მან შეძ­ლო და თა­ვი შე­მაყ­ვა­რა.

- ბე­ბი­ა­შე­ნის­თ­ვის საქ­მ­რო რო­გორ იპო­ვეს?

- ბე­ბი­ას მშობ­ლებს მა­ჭან­კა­ლი მო­უ­ძებ­ნი­ათ და კარ­გი სა­სი­ძოს მო­ძებ­ნა და­უ­ვა­ლე­ბი­ათ მის­თ­ვის: სოფ­ლე­ლი ბი­ჭი გვინ­და, რო­მელ­საც მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბა, რო­მე­ლიც ცოლ-შვი­ლის რჩე­ნას შეძ­ლებს და ჩვე­ნი შვი­ლის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა. ქა­ლა­ქე­ლი ქა­რაფ­შუ­ტა არც მას გა­მო­ად­გე­ბა და არც ჩვე­ნო. მათ­თ­ვის მო­სა­წო­ნი ბი­ჭის მო­ძებ­ნა კი არ გას­ჭირ­ვე­ბია მა­ჭან­კალს. ჯერ სა­სი­ძო-სა­პა­ტარ­ძ­ლოს მშობ­ლე­ბი შე­ახ­ვედ­რა ერ­თ­მა­ნეთს, მე­რე მათ ახალ­გაზ­რ­დე­ბი შო­რი­დან და­ა­ნახ­ვეს, ბო­ლოს კი ბი­ჭი და გო­გო წა­რუდ­გი­ნეს ერ­თი­მე­ო­რეს. ბე­ბი­ას­თ­ვის მზე­ჭა­ბუ­კიც რომ მი­ეყ­ვა­ნათ, მა­ინც მო­უ­ძებ­ნი­და წუნს და რა გა­საკ­ვი­რია, უც­ნობ საქ­მ­როს რომ გა­მო­უ­ნა­ხა ნაკ­ლი? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და მი­სი გუ­ლი სხვას ვერ შე­იყ­ვა­რებ­და. ქა­ლის გულ­ში ხომ ორი კა­ცის ად­გი­ლი არას­დ­როს არის (ცხა­დია, თუ საქ­მე ნამ­დ­ვილ სიყ­ვა­რულს ეხე­ბა). იმ ბიჭს კი მოს­წო­ნე­ბია გო­გო და მშობ­ლებს მო­უ­ლა­პა­რა­კი­ათ, და­უთ­ქ­ვამთ ქორ­წი­ლის დღე. გო­გოს ვინ რას შე­ე­კითხე­ბო­და და ვიდ­რე მი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯარ­ში იყო, გა­ათხო­ვეს. ჯა­რი­დან ჩა­მო­სულ ბიჭს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ Uუთხრეს, თა­ვის მოკ­ვ­ლაც უც­დია. - არ გა­მო­უ­ვი­და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა, თო­რემ ასე რომ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მეც არ ვი­ცოცხ­ლებ­დი თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს მუ­ცელ­ში უკ­ვე მა­მა­შე­ნი მყავ­დაო, - ამ­ბობ­და ბე­ბო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თ­მა­ნე­თი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარ­დათ, მა­ლუ­ლად შეხ­ვედ­რა არც უც­დი­ათ. ამ­ბობ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი (ა­ხა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს გუ­ლის­ხ­მობ­და), ხომ გავ­რის­კავ­დი? მაგ­რამ მა­შინ სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, ოჯახ­ზე, უფ­ლე­ბებ­ზეო.

- რო­გორ შე­ე­გუა ქმარ­თან ცხოვ­რე­ბას?

- მიყ­ვე­ბო­და: ტი­რი­ლით გა­ვა­თე­ნე ღა­მე, რო­ცა იმ კაცს გა­მა­ყო­ლეს, რო­მელ­საც ნორ­მა­ლუ­რად არც ვიც­ნობ­დი. პირ­ველ­სა­ვე ღა­მეს ისე დათ­ვ­რა, სულ აღარ ვახ­სოვ­დი. გავ­ს­კ­დი ტი­რი­ლით, მაგ­რამ პატ­რო­ნი არა­ვინ მყავ­და, რომ ვე­ნუ­გე­შე­ბი­ნე. დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძა, ნამ­ტი­რა­ლე­ვი თვა­ლე­ბიც ვერ შე­მამ­ჩ­ნია, რად­გან "პახ­მე­ლი­ა­ზე" იყო და ისევ, დი­ლი­დან­ვე დათ­ვ­რა. მის მშობ­ლებს კი ჩემ­თ­ვის არ სცხე­ლო­დათ, სტუმ­რებს უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბოდ­ნენ და სხვა ვინ მა­ნუ­გე­შებ­და მე უბე­დურს? მე­გო­ბა­რი იმ სო­ფელ­ში არ მყავ­და და ახ­ლო­ბე­ლი, ქორ­წი­ლის მე­რე კი ჩე­მე­ბიც ცხა­დია, სახ­ლებ­ში დაბ­რუნ­დ­ნე­ნო. "ძლი­ე­რი" ერ­ქ­ვა ბე­ბი­ას ახალ ოჯახს. თურ­მე, ბევ­რი ძრო­ხა ჰყავ­დათ, ფრინ­ვე­ლე­ბიც, გა­მუდ­მე­ბით საქ­მი­ა­ნობ­დ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მა­საც შერ­ცხ­ვა უსაქ­მუ­რო­ბის: ვცდი­ლობ­დი საქ­მის კე­თე­ბას, მაგ­რამ ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დი და შე­სა­ბა­მი­სად, არც გა­მომ­დი­ო­და, რის გა­მოც დე­დამ­თი­ლი გა­მუდ­მე­ბით მსაყ­ვე­დუ­რობ­და. თუ ჭურ­ჭე­ლი გა­მიტყ­დე­ბო­და, იმ დღეს ხომ სა­ერ­თოდ, წარბს არ გახ­ს­ნი­და, - რა გე­ნაღ­ვ­ლე­ბა, ჩე­მი შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი ამ­ტ­ვ­რიეო. იმის გა­მოც ეწუ­წუ­ნე­ბო­და, რომ მზი­თევ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თეთ­რე­უ­ლი და სა­ბა­ნი მი­უ­ტა­ნეს. ბე­ბო ქმარ­საც ვე­რაფ­რით შე­ეჩ­ვია.
2 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: მა­მა­ჩე­მი და ბი­ძა­ჩე­მი. თურ­მე, ერთს მა­მამ­თი­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვა, მე­ო­რეს - ქმრის ბა­ბუ­ის - ასე აიძუ­ლეს და ამი­ტომ! რამ­დე­ნი­მე წე­ლი იცხოვ­რეს სო­ფელ­ში, მე­რე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ეწყოთ ცხოვ­რე­ბა და ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ქა­ლაქ­ში წა­ვიდ­ნენ.

- რა­ტომ იყ­ვ­ნენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი? მშობ­ლებ­თან შე­ექ­მ­ნათ პრობ­ლე­მა?

- ბა­ბუ­ას ძმა ჰყავ­და, რო­მელ­მაც ასე­ვე, ცო­ლი შე­ირ­თო და ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. აბა, ყვე­ლა ერ­თად ხომ ვერ იცხოვ­რებ­და? თა­ნაც, ბა­ბუ­ას ძმის ცო­ლი მოს­წონ­დათ, რად­გან ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ბე­ბო ამ­ბობ­და: რა­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. ცხრა უღელ ხარს მო­ე­რე­ო­და. თან, ხომ იცი, ახა­ლი ცოცხი რომ ყო­ველ­თ­ვის კარ­გად გვის და თავს იკ­ლავ­და მუ­შა­ო­ბით, ოღონდ კი შე­ე­ქო­თო. თა­ნაც, ის ნა­ბო­ლა­რა იყო და რო­გორც ბე­ბი­ას დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი ამ­ბობ­და, სახ­ლი და მთე­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაც უმ­ც­როსს ეკუთ­ვნო­და. ზეს­ტა­ფონ­ში ჩა­სუ­ლან. ბა­ბუ­ას ქარ­ხა­ნა­ში და­უწყია მუ­შა­ო­ბა. სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ და გაჰ­ქონ­დათ თა­ვი. მე­რე თურ­მე, ბე­ბი­ამ გა­ი­გო, რომ მის ქმარს საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ სკან­და­ლი არ მო­უწყ­ვია, რად­გან მის­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, ვერ შეძ­ლო ბა­ბუ­ას შეყ­ვა­რე­ბა და სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა. თვი­თონ კი მთე­ლი დღე ვა­ჟებ­ზე ზრუ­ნავ­და და თან სამ­კერ­ვა­ლო­ში მუ­შა­ობ­და. მოკ­ლედ, მხო­ლოდ მა­შინ გამ­წარ­და, რო­ცა ბა­ბუ­ამ სა­ქე­ი­ფოდ მო­იყ­ვა­ნა "სას­ტა­ვი" და მათ შო­რის ის ქა­ლიც, რო­მელ­თან ერ­თა­დაც დროს ატა­რებ­და. თურ­მე, სტუმ­რე­ბი კარ­გად მი­ი­ღო, მაგ­რამ რო­ცა სუფ­რას­თა­ნაც ვერ შე­ი­კა­ვეს თა­ვი და ერ­თ­მა­ნეთს ხოტ­ბას ას­ხამ­დ­ნენ, დი­ა­სახ­ლისს არაფ­რად აგ­დებ­დ­ნენ, ბე­ბომ ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და "იფ­რი­ნა" ის ქა­ლიც და ქმა­რიც კარ­გად გა­მო­ლან­ძღა, მის ძმა­კა­ცებს არ მო­ე­რი­და. იმ სა­ღა­მოს სახ­ლი­დან დიდ­ხანს ის­მო­და მსხვრე­ვის ხმაო, რა­საც ბა­ბუ­ას სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა მოჰ­ყ­ვა. ბე­ბო ამ­ბობ­და, რო­გორც კი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მივ­ხ­ვ­დი, რომ შვე­ბით ამო­ვი­სუთ­ქე, ყო­ველ­დღე მი­სი ატა­ნა რომ არ მო­მიხ­დე­ბო­და და თან, მას­თან და­შო­რე­ბის გა­მო, საყ­ვე­დურს ვე­რა­ვინ იტყო­და, ბევ­რი მოწ­მე მყავ­და, რის გა­მოც მო­ვი­შო­რეო.
მოკ­ლედ, ბე­ბომ გა­მო­ზარ­და თა­ვი­სი ვა­ჟე­ბი, ისი­ნი გზა­ზე და­ა­ყე­ნა და მად­ლო­ბა ღმერთს, რომ შვი­ლებ­ში მა­ინც გა­უ­მარ­თ­ლა.

- ქმარს შე­რი­გე­ბა არ უც­დია?

- შე­რი­გე­ბა კი არა, ბა­ბუა თა­ვის ვა­ჟებ­ზეც არ ზრუ­ნავ­და. იმ ქალ­თან წა­ვი­და და მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მ­ნა. იმა­ნაც, ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. მე­რე ბა­ბუ­ას დე­და თავ­ში ირ­ტყამ­და თურ­მე ხელს, - ეს რა მო­მი­ვი­და, ან­გე­ლოზს ვი­წუ­ნებ­დი და სახ­ლ­ში ეშ­მა­კი შე­მო­მი­ვი­დაო. მე­რე მო­დი­ო­და თურ­მე, ვი­თომ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ნახ­ავად და ეხ­ვე­წე­ბო­და ყო­ფილ რძალს, ქმარს დაჰ­ბ­რუ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე უარს იღებ­და. მას მე­რე შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზეც აიყა­რა გუ­ლი და მათ სა­ნა­ხა­ვად აღარ ჩა­დი­ო­და. მა­მა და ბი­ძა­ჩე­მი დე­დას ხე­ლის­გულ­ზე ატა­რებ­დ­ნენ სი­ბე­რე­ში და რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ ისე და­ი­ტი­რეს, გე­გო­ნე­ბო­და, ქა­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მოთ­ქ­მით ტი­როდ­ნენ და მა­თი ცრემ­ლე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო... ბე­ბო მარ­თ­ლაც, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოს ღირ­სი გახ­ლ­დათ. მან ხომ დე­დო­ბაც გა­უ­წია ვა­ჟებს და მა­მის რო­ლიც წარ­მა­ტე­ბით მო­ირ­გო, რო­ცა ეს სა­ჭი­რო გახ­და. ბი­ჭებს ძმა­კა­ცუ­რად და­უდ­გა გვერ­დით და არა­თუ უშ­ლი­და რა­ი­მეს, არა­მედ აგუ­ლი­ა­ნებ­და, რომ ნამ­დ­ვი­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი, სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. დღე და ღა­მე მუ­შა­ობ­და, თვა­ლე­ბი ამო­ღა­მე­ბუ­ლი ჰქონ­და კერ­ვის­გან, მაგ­რამ ხე­ლებს მა­ინც არ აჩერ­ებ­და; მი­სი მი­ზა­ნი იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ფუ­ლი გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, შვი­ლე­ბი გზა­ზე რომ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა, მათ­თ­ვის სახ­ლი ეყი­და, რა­თა არ ეთ­ქ­ვათ, უპატ­რო­ნო­ე­ბი არი­ა­ნო. ბი­ჭე­ბის მა­მას კი ეს ამ­ბა­ვი სუ­ლაც არ ადარ­დებ­და. წლე­ბი ისე გა­დი­ო­და, ერთ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთს შემ­თხ­ვე­ვით თუ გა­და­ეყ­რე­ბოდ­ნენ გზა­ზე, თო­რემ სპე­ცი­ა­ლუ­რად შვი­ლე­ბის ნახ­ვა არას­დ­როს უც­დია.

- მა­მას და ბი­ძას დას­თან თუ ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- უკ­ვე სკო­ლა ჰქონ­და იმ გო­გოს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­ცა ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვ­დ­ნენ. ბი­ჭებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ და უნ­და გა­ეც­ნოთ და ქუ­ჩა­ში დახ­ვ­დ­ნენ. იმა­ნაც აღი­ა­რა, რომ იცო­და ძმე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არ ვე­ლო­დი, ასე­თი კარ­გე­ბი თუ იქ­ნე­ბო­დი­თო. თა­ვი­დან მა­ლუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მე­რე ბი­ჭებ­მა და შინ მი­იყ­ვა­ნეს. იმ გო­გოს ეგო­ნა, ბე­ბია ცუ­დი ქა­ლი იყო. ში­შით შე­ა­ბი­ჯა თურ­მე სახ­ლ­ში. ბე­ბო მას ისე შეხ­ვ­და, რო­გორც ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს. უთ­ქ­ვამს: ჩე­მი შვი­ლე­ბის და ხარ და რო­გორც შევ­ძ­ლებ, მიმ­სა­ხუ­რეო. დე­და­მისს არ მოს­წო­ნე­ბია, ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო. მა­მა­საც საყ­ვე­დუ­რი უთ­ქ­ვამს, რო­გორ გა­ბე­დე და მე არ შე­მი­თან­ხ­მ­დი, მათ­თან რომ მი­დი­ო­დიო?

- ბა­ბუ­ას იც­ნობ­დი?

- კი, მაგ­რამ მას ჩე­მი გაც­ნო­ბა დი­დად არ გა­ხა­რე­ბია; მას რომ ჩა­ვე­ხუ­ტე, ვერც მე ვიგ­რ­ძე­ნი, სის­ხ­ლით ნა­თე­სა­ვი თუ იყო. მივ­ხ­ვ­დი, ამ უგ­რ­ძ­ნო­ბი კა­ცის­თ­ვის არა­ფერს წარ­მო­ვად­გენ­დი. მი­სი უარ­ყო­ფი­ლი შვი­ლე­ბის ნა­ში­ე­რი ვი­ყა­ვი და არ ვა­ინ­ტე­რე­სებ­დი - ეს კარ­გად მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა. ამი­ტო­მაც, რო­ცა ის გარ­და­იც­ვა­ლა, სამ­ძი­მარ­ზეც არ მივ­სულ­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნი­სა. მხო­ლოდ იმის გა­მო ვწუხ­ვარ, რომ ბე­ბია მას­ზე ად­რე გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, პი­რი­ქით უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო... უნ­და გთხო­ვოთ, რომ ბე­ბოს ლექ­სი და­მი­ბეჭ­დოთ. მარ­თა­ლია, შე­დევ­რი არ არის, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მაა: "არ ვი­ცი, ვის რას ვუშ­ლი­დი,/ უემო­ცი­ოდ გამ­წი­რეს./ და გა­მა­ყო­ლეს მე ცო­ლად,/ ჯო­რი­ვით ჯი­უტს, გა­უთ­ლელს,/ დე­და ჰყავ­და იგე­თი,/ ავს არ ვუ­სურ­ვებ მის­ნა­ირს,/ მა­მა კი ჰგავ­და წურ­ბელს,/ როს სისხლს გწოვს დი­ლა-სა­ღა­მოს./ ვერ შე­ე­გუა ეს გუ­ლი,/ ასეთ ხალხს, უსიყ­ვა­რუ­ლოდ./ ჰო­და, წლებს წლე­ბი მის­დევ­და,/ თავს ვგრძნობ­დი მე უპატ­რო­ნოდ./ როს ჩვენ გაგ­ვ­ყა­რეს სახ­ლი­დან,/ ამო­ვი­სუნ­თ­ქე შვე­ბი­თო,/ ქმარს კბი­ლი მო­ვუ­სიჯ­ნე და,/ ისიც გა­ვაგ­დე ჩემ­გან შორს./ არ იმ­სა­ხუ­რებს ოხე­რი,/ კარგ ცოლ­სა და კარგ შვილ­სო,/ ვი­რი რომ ვი­რად დარ­ჩე­ბა,/ ეს ხომ ვი­ცო­დი უმ­წიკ­ვ­ლომ,/ მაგ­რამ მა­ინც მას მი­მა­ბეს,/ მშობ­ლებ­მა გამ­დეს გან­ზეო,/ ჩემს ცოდ­ვას ვერ­სად წა­უვ­ლენ,/ დავ­კარ­გე სა­მა­რად­ჟა­მოდ".

- გა­მო­დის, რომ მშობ­ლებ­ზეც აიც­რუა გუ­ლი?

- კი, ასე იყო. მას მე­რე, რაც მი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ გა­ათხო­ვეს, დე­დის ნახ­ვის სურ­ვი­ლიც კი აღარ ჰქონ­და. და-ძმა ყო­ველ­თ­ვის ენატ­რე­ბო­და, მაგ­რამ მა­თაც ადა­ნა­შა­უ­ლებ­და იმა­ში, რომ ხე­ლი არ შე­უწყ­ვეს და სახ­ლი­დან არ გა­ა­პა­რეს, რო­ცა მი­სი ბე­დი წყდე­ბო­და. ბე­ბია ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ბა­ძი ქა­ლი იყო. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ისე გა­ა­ტა­რა, რომ მას­ზე აუგს ვე­რა­ვინ იტყ­ვის. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის­ნა­ი­რი წი­ნა­პა­რი მყავ­და...
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
17.09.2016
ფანტაზიებია მოგონილი
ოოო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი