"იშ­რო­მე­თო, რომ გვი­კი­ჟი­ნე­ბენ, ვშრო­მობთ, აბა, რას ვა­კე­თებთ?"
font-large font-small
"იშ­რო­მე­თო, რომ გვი­კი­ჟი­ნე­ბენ, ვშრო­მობთ, აბა, რას ვა­კე­თებთ?"
სა­მარ­თალს ვერ­სად მი­ვაღ­წიე

ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და. ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა მა­ღა­ზია აქვს, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­მა აუშე­ნეს, რა­თა დარ­დის გა­ქარ­ვე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა დახ­მა­რე­ბო­და. სატ­კი­ვა­რი კი ნამ­დ­ვი­ლად ჰქონ­და: 2 წლის წინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ვა­ჟი გარ­და­ეც­ვა­ლა...


- სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში და­ვი­ბა­დე. ძა­ლი­ან პა­ტა­რა და ლა­მა­ზი სო­ფე­ლია. ჩე­მი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (56 წლის ვარ), იმ­დე­ნი რამ მაქვს ნა­ნა­ხი და იმ­დე­ნი ვი­ცი, რომ თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, ჩემ შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ. ვარ მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი: ფილ­ტ­ვებ­ზე მაქვს პრობ­ლე­მა და ასე­ვე, მა­წუ­ხებს დი­ა­ბე­ტი. ინ­სუ­ლინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ვშრო­მობ. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ ტრა­გე­დია შე­მემ­თხ­ვა, შვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა, რა­შიც ექი­მებს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, მაგ­რამ სა­მარ­თალს ვერ­სად მი­ვაღ­წიე.

- ექი­მებს რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებთ?

- არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­მო დავ­კარ­გე ჩე­მი ვა­ჟი... ახ­ლა ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, მაგ­რამ მა­ინც ვწვა­ლობ. პა­ტა­რა მა­ღა­ზია ამი­შე­ნეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რად­გან შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ხე­ლებ­ში ჩა­მაკ­ვ­და ბავ­შ­ვი და მას მე­რე ვერ ვი­ტან­დი ხალხს, დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა, ფსი­ქი­ატ­რის მი­ერ და­ნიშ­ნულ წამ­ლებ­საც კი ვი­ღებ­დი. სა­მუ­შა­ოდ გა­მო­მიყ­ვა­ნა ოჯახ­მა იმის­თ­ვის, რომ გა­და­ვერ­ჩი­ნე, მაგ­რამ აქაც არ მა­ყე­ნე­ბენ.

- ვინ და რა­ში გიშ­ლით ხელს?

- ბო­ლო დროს სა­გა­რე­ჯო­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩაკ­ვ­და. არ ვი­ცი, ეს მთავ­რო­ბას და­ვაბ­რა­ლო თუ თა­ვად ხალხს, მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან უჭირთ, ფუ­ლი არ აქვთ და ვაჭ­რო­ბა­საც ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი მო­აქვს. არა­ფე­რი კეთ­დე­ბა ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ.
ვშრო­მობ იმის­თ­ვის, რომ ხალ­ხ­ში გა­მო­ვი­დე და გა­მუდ­მე­ბით ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე არ ვი­ფიქ­რო. თან, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გვი­ჭირს და ოჯახს ვეხ­მა­რე­ბი. აი, სა­შე­მო­სავ­ლო სამ­სა­ხუ­რი კი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვაგ­დებს. ლა­მის გუ­ლი ავიც­რუო მუ­შა­ო­ბა­ზე.

- რას გუ­ლის­ხ­მობთ?

- ქო­რე­ბი­ვით დაგ­ვე­ცე­მი­ან ხოლ­მე თავს. არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ფორ­მით გვა­ჯა­რი­მე­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, გვა­ყე­ნე­ბენ სიტყ­ვი­ერ შე­უ­რაცხ­ყო­ფას იმის გა­მო, რომ რა­ღაც გა­მოგ­ვ­რ­ჩა. სა­ა­თე­ბის მი­ხედ­ვით ვიკ­ვე­ბე­ბი, ნემ­სიც თა­ვის დრო­ზე უნ­და გა­ვი­კე­თო და წა­მა­ლიც მი­ვი­ღო, სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბა გახ­დეს გა­მო­სა­ძა­ხე­ბე­ლი. ერთ დღეს ვერ მო­ვა­ხერ­ხე კლი­ენ­ტის­თ­ვის 50-თეთ­რი­ა­ნი ჩე­კი ამო­მერ­ტყა, რად­გან წამ­ლის ასა­ღე­ბად მივ­ბ­რუნ­დი და სწო­რედ ამ დროს და­მად­გ­ნენ თავს, 200-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­მო­მი­წე­რეს. ეს არის სა­მარ­თა­ლი? და­ე­ცა­დათ 2 წუ­თი, დამ­კ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ და იქ­ნებ ამო­მე­ბეჭ­და? მაგ­რამ არა, გა­მო­ჭე­რა­ზე არი­ან! მათ ავუხ­სე­ნი ჩე­მი მდგო­მა­რე­ო­ბა და შევ­თა­ვა­ზე, ფაქ­ტე­ბი გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, - არაფ­რის და­მალ­ვას არ ვა­პი­რებ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩე­მი სიტყ­ვე­ბი ერთ ყურ­ში შე­უშ­ვეს და მე­ო­რი­დან გა­მო­უშ­ვეს. ახ­ლა, ეს ჯა­რი­მა რომ გა­და­ვი­ხა­დო, რამ­დე­ნი შრო­მა მო­მი­წევს, იცი­ან? იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც და­მა­ჯა­რი­მეს, ერთ-ერ­თი ქა­ლი იყო. ვუთხა­რი: შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და ვარ, ავად­მ­ყო­ფი და რა იყო, რა და­გე­მარ­თათ, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რად მა­ინც მო­მექ­ცეთ-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: იცი, რა, მად­ლო­ბა უნ­და გა­და­უ­ხა­დო მთავ­რო­ბას, რომ ამ საქ­მის კე­თე­ბის უფ­ლე­ბას გაძ­ლევ­სო. მე არ ვი­ცი, რის­თ­ვის ან ვის უნ­და გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა. კარ­გი, ბა­ტო­ნო, მად­ლო­ბე­ლი ვარ მთავ­რო­ბი­საც და ხალ­ხი­საც, მაგ­რამ რის­თ­ვის? ჩე­მი ფუ­ლით რა­ღაც ავა­შე­ნე, შე­ვა­კო­წი­წე, ახ­ლა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვწვა­ლობ და რის­თ­ვის ვი­ყო მად­ლი­ე­რი? რა­ი­მე ზე­ცი­დან ჩა­მო­მიგ­დეს ან რა­მე­ში გა­მი­მარ­თეს ხე­ლი? იქ­ნებ იმის­თ­ვის უნ­და ვი­ყო მად­ლი­ე­რი, რომ გა­მო­ჭე­რა­ზე არი­ან და ერ­თი შეც­დო­მის გა­მო სას­ტი­კად გვა­ჯა­რი­მე­ბენ? ამ ხალხს ჩვე­ნი წყა­ლო­ბით ერიცხე­ბა ხელ­ფა­სი და ცო­ტა მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი თუ იქ­ნე­ბი­ან, ამით არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა არ უნ­და დავ­კარ­გოთ - ეს არის მთა­ვა­რი. მა­გათ ჰგო­ნი­ათ, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ვარ და შე­უძ­ლი­ათ, გა­და­მი­ა­რონ. კომ­კავ­ში­რი იყო? - კომ­კავ­ში­რის მდი­ვა­ნი ვი­ყა­ვი! პი­ო­ნე­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო? - ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­რო­სი გახ­ლ­დით. არ ვარ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი და უტ­ვი­ნო, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის და ისიც ვი­ცი, რომ კა­ნონს უნ­და და­ვე­მორ­ჩი­ლო. ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას აქ ყოფ­ნის ში­შიც ერ­თ­ვის. სულ მგო­ნია, რომ მი­ყუ­რე­ბენ და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყო, რა­ი­მე არ გა­მომ­რ­ჩეს. ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტად მაბ­ნევს. ადა­მი­ა­ნი რომ შე­მო­დის, ყვე­ლას ეჭვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ, - არი­ქა, ქვი­თა­რი ამოვ­ბეჭ­დო მა­ნამ­დე, ვიდ­რე პრო­დუქტს მი­ვა­წვდი, რომ არ და­მა­ჯა­რი­მონ-მეთ­ქი.

- ისე არ გა­მი­გოთ, თით­ქოს რა­ი­მე­ში გა­და­ნა­შა­უ­ლებთ, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ უნ­და ამო­ბეჭ­დოს გამ­ყიდ­ველ­მა ჩე­კი?

- ცხა­დია, უნ­და ამო­ბეჭ­დოს და ამ კა­ნონს მეც ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, მაგ­რამ ხან­და­ხან ხომ ხდე­ბა, რომ იმ­წამს ვერ ამო­უ­ბეჭ­დავ, გა­ი­თი­შე­ბი ან სხვა რა­ი­მე მი­ზე­ზია და სწო­რედ ამას ელო­დე­ბი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი. მოკ­ლედ, მთე­ლი დღე შან­ტა­ჟის ქვეშ ხარ. იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რა წა­გარ­თ­ვან, დახ­მა­რე­ბით კი არა­ვინ არაფ­რით გეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა­ნა­ირ ხარჯს თა­ვად ვიხ­დით. იმა­საც გეტყ­ვით, რომ ნაგ­ვის ფულს გვახ­დე­ვი­ნე­ბენ - წე­ლი­წად­ში 200-300 ლა­რი გა­მო­დის. არა­და, არც იმ­დე­ნი ნა­გა­ვი მაქვს, რომ ამ­ხე­ლა თან­ხა გა­და­მახ­დე­ვი­ნონ და არც კომ­ფორ­ტი - ნარ­ჩე­ნე­ბი თა­ვად უნ­და მი­ვი­ტა­ნო მან­ქა­ნით კონ­კ­რე­ტულ წერ­ტი­ლამ­დე, სხვა გზა არ არის.

- მა­ღა­ზი­ა­ში რას ყი­დით?

- შე­რე­უ­ლი სა­ქო­ნე­ლი მაქვს: სურ­სა­თიც არის, წვრილ­მა­ნე­ბიც. მოკ­ლედ, რაც მო­ვა­ხერ­ხეთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­ვი­ტა­ნეთ მა­ღა­ზი­ა­ში. ნა­გავს ცე­ლო­ფა­ნის პარ­კებ­ში ვაგ­რო­ვებ, რად­გან ურ­ნე­ბი შორს დგას. თა­ნაც, მა­ღა­ზი­ის ირ­გ­ვ­ლივ ტე­რი­ტო­რი­ა­საც თა­ვად ვა­სუფ­თა­ვებ. ინ­ვა­ლიდ და ასა­კო­ვან ქალს არა­ვი­თა­რი შე­ღა­ვა­თი არ მაქვს და და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში ნუ­ღარ მამ­ყო­ფე­ბენ, ეს მა­ინც ხომ შე­უძ­ლი­ათ? და­ა­წე­სონ, ბა­ტო­ნო, თვე­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­და­სა­ხა­დი და ეს რომ მე­ცო­დი­ნე­ბა, გა­და­ვიხ­დი, თო­რემ ასეთ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩე­კის ამო­ბეჭ­დ­ვა კი არა, ხში­რად წამ­ლის დრო­უ­ლად მი­ღე­ბაც კი მა­ვიწყ­დე­ბა. ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­ღა­ვა­თი მა­ინც გა­მი­წი­ონ, რომ წა­მა­ლი მა­ინც ვი­ყი­დო ჩე­მი შრო­მით, რა­თა ოჯახს არ და­ვაწ­ვე მძი­მე ტვირ­თად. მაგ­რამ თუ ჩემ­თ­ვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ, მა­შინ მშვიდ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც მომ­ცენ.

- რო­გორც მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლიდს, სა­ხელ­მ­წი­ფო არაფ­რით გეხ­მა­რე­ბათ?

- 100 ლარს მაძ­ლე­ვენ თვე­ში, მე კი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბი მაქვს და­ნიშ­ნუ­ლი - ერთ-ერთს 95 ლა­რად ვყი­დუ­ლობ. არა­და, ამას გარ­და, კი­დევ ათა­სი სა­შუ­ა­ლე­ბა მჭირ­დე­ბა. ნუ, ინ­სუ­ლინს მაძ­ლევს მთავ­რო­ბა.

- ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც ხომ უფა­სო გაქვთ?

- არა­ფე­რია უფა­სო...

- რა­ტომ, პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში თან­ხას გახ­დე­ვი­ნე­ბენ?

- სა­გა­რე­ჯო­ში არა, თბი­ლის­ში დავ­დი­ვარ ექიმ­თან. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი და ფილ­ტ­ვე­ბის ექი­მი მყავს აყ­ვა­ნი­ლი. აქ, სა­გა­რე­ჯო­ში კი ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცი, ვის­თან უნ­და მი­ვი­დე. ერ­თ­მა ექიმ­მა, რო­მელ­საც ჩე­მი "ფორ­მა ასი" მი­ვუ­ტა­ნე, სა­ბუთს არც ჩა­ხე­და, მაღ­ლა ააფ­რი­ა­ლა და მითხ­რა: შე­იძ­ლე­ბა, ფილ­ტ­ვებ­ში კი არ გქონ­დეს პრობ­ლე­მა, არა­მედ ალერ­გია იყო­სო. და­უ­დევ­რად რომ მო­გექ­ცე­ვი­ან, მე­რე მათ ისევ ან­დობთ სა­კუ­თარ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას? თა­ნაც, ჩე­მი შვი­ლი აქ მოკ­ლეს. ზუს­ტად ვი­ცი, რომ ის ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბას შე­ე­წი­რა. ქვე­ყა­ნა ლა­მის გა­და­ვატ­რი­ა­ლე ამ ამ­ბის გა­მო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ვა­წუ­ხე თხოვ­ნით, ამ სა­კითხის გა­მო­ძი­ე­ბა რომ და­ეწყოთ, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, სა­მარ­თალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნი.

- თქვენს შვილს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მა ჰქონ­და?

- 34 წლის ბი­ჭი იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მ­რ­თე­ლი. მა­ღა­ლი სიცხეც კი არას­დ­როს ჰქო­ნია, ფრჩხი­ლი არ სტკე­ნია, ისე გავ­ზარ­დე. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იძახ­და, წე­ლი მტკი­ვაო. ახალ­გაზ­რ­და კა­ცი იყო და ეგო­ნა, ტკი­ვი­ლი მა­ლე გა­უვ­ლი­და, ექიმ­თან არ გა­მომ­ყ­ვა. მე­რე გა­უ­საძ­ლი­სად ას­ტ­კივ­და და "სას­წ­რა­ფომ" წა­იყ­ვა­ნა. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ექი­მებ­მა გვითხ­რეს, - სიცხე აქვს ფილ­ტ­ვებ­შიო. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ან­თე­ბა კი არა, ფილ­ტ­ვებ­ში სიმ­სივ­ნე ჰქო­ნია და ესეც ვერ და­ად­გი­ნეს. ნემ­სით სითხის ამო­ღე­ბა და­იწყეს, რა დრო­საც გას­კ­და ფილ­ტ­ვი. აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მის­თ­ვის ხე­ლის ხლე­ბა? ჰო­და, ჩე­მი შვი­ლი სის­ხ­ლის­გან და­ი­ცა­ლა; სა­მი თუ ოთხი სა­მე­დი­ცი­ნო ჯა­მი გა­მო­ი­ტა­ნეს სის­ხ­ლით სავ­სე, მე­რე კი მო­მა­ხა­რეს, - ტკი­ვი­ლი აღარ აქ­ვ­სო. არა­და, რა მქონ­და სა­სი­ხა­რუ­ლო? რო­ცა სუნ­თ­ქ­ვა გა­ურ­თულ­და, ამის მე­რე იკად­რეს და გა­მო­ი­ძა­ხეს ქი­რურ­გი, რო­მელ­საც ვი­თომ ოპე­რა­ცია უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ფილ­ტ­ვე­ბის ექი­მი, პულ­მო­ლო­გი არ ჰყავ­დათ და არც გა­მო­ი­ძა­ხეს. თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტეს რა­ღა­ცე­ბი და ნა­ხე­ვარ დღე­ში შვი­ლი და­მი­ღუ­პეს. ჩა­წე­რეს, თით­ქოს ცი­რო­ზი ჰქონ­და. აბა, სად ფილ­ტ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბა და სად ცი­რო­ზი? იცოდ­ნენ, რომ და­ლე­ვა უყ­ვარ­და და ამი­ტომ. არა­და, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 95 პრო­ცენ­ტი ეძა­ლე­ბა ალ­კო­ჰოლს და ზო­გი ნარ­კო­ტიკ­საც იღებს, ამის გა­მო უნ­და მოვ­კ­ლათ? ცი­რო­ზიო, გეს­მით? იქ­ვე კი უწე­რი­ათ, რომ ღვიძ­ლი ნორ­მა­შია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ღვიძ­ლი ნორ­მა­ში იყოს და ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა გქონ­დეს? ეს ამ­ბა­ვი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­შიც გა­ვა­სა­ჩივ­რე, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მაც მო­ამ­ზა­დეს სი­უ­ჟე­ტი, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩ­ნენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ექი­მის­თ­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა რომ მი­ე­ცათ, ესეც კი არ გა­ა­კე­თეს. რას ეძე­ბო? - მე­კითხე­ბოდ­ნენ. - შვი­ლი აღარ გა­მი­ცოცხ­ლ­დე­ბა, მაგ­რამ დღეს ჩე­მი ვა­ჟი გა­ა­უ­ბე­დუ­რეს და ხვალ სხვას არ და­მარ­თონ იგი­ვე, ამის­თ­ვის ვიბ­რ­ძ­ვი-მეთ­ქი. ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა­ნაც, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ხმა­მაღ­ლა ვი­ლა­პა­რა­კე და სწო­რედ ამის მე­რე გა­მოჩ­ნ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც თურ­მე, მსგავ­სი პრობ­ლე­მა შეჰქ­მ­ნია... ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­თან მინ­დო­და შეხ­ვედ­რა და არ შე­მიშ­ვეს. ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე კი ასე­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და: ნა­წი­ლობ­რივ სწო­რად არის დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლიო. არ ვი­ცი, ნა­წი­ლობ­რივ სწო­რად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი რას ნიშ­ნავს და თქვენ თუ იცით, გა­მარ­კ­ვი­ეთ, ბა­ტო­ნო. ლა­პა­რა­კია 34 წლის ახალ­გაზ­რ­და­ზე, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა წინ ჰქონ­და და ნა­წი­ლობ­რივ სწო­რად რომ ჰქონ­და დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლი, ამით უნ­და და­ვიმ­შ­ვი­დო თა­ვი?.. მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ად­ვო­კა­ტიც ავიყ­ვა­ნე, მაგ­რამ მე­რე ყვე­ლა­ფე­რი გა­არ­თუ­ლეს. მითხ­რეს, გვა­მის ექ­ს­ჰუ­მა­ციაა სა­ჭი­როო, ამას კი ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­ვა­კე­თებ­დი. ისე­დაც ცხა­დი იყო ყვე­ლა­ფე­რი. გარ­დაც­ვ­ლი­ლის ის­ტო­რია შეც­ვა­ლეს, მაგ­რამ დი­აგ­ნოზ­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს შო­რის მა­ინც დი­დი რომ იყო ცდო­მი­ლე­ბა, ამის გა­მოც შე­იძ­ლე­ბო­და ექი­მის­თ­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცათ... ეს არ აწყობ­დათ. საწყალ და ღა­რიბ ხალ­ხ­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს, ფუ­ლი­ა­ნე­ბი კი­დევ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თ­ველ ექი­მებ­თან ვი­ზიტ­საც არ კად­რუ­ლო­ბენ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ საზღ­ვარ­გა­რეთ მიჰ­ყავთ. სიკ­ვ­დილ­მა გარ­ჩე­ვა არ იცის, მდი­დარ­სა და ღა­რიბს არ არ­ჩევ­სო, - ამ­ბობ­დ­ნენ ძვე­ლად, მაგ­რამ ახ­ლა სხვა რე­ა­ლო­ბაა! ზუს­ტა­დაც, რომ სიმ­დიდ­რე­შია დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტია. თუ ფუ­ლი არ გაქვს, ყვე­ლა გზა მოჭ­რი­ლია, აუცი­ლებ­ლად და­ი­ღუ­პე­ბი.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, სხვა შვი­ლე­ბი გყავთ?

- კი, ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერ­თიც - შვი­ლიშ­ვი­ლი. ისი­ნი ჩემ­თან ცხოვ­რო­ბენ. ვწვა­ლობთ ყვე­ლა ერ­თად, ვმუ­შა­ობთ. ღვთის მად­ლით, შრო­მა არ გვე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც არ გვაქვს ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი. ყვე­ლა­ფე­რი წამ­ლებ­ში მიგ­ვ­დის. ჰა­ე­რი­დან არა­ფე­რი მი­ვი­ღია, ყვე­ლა­ფე­რი ალა­ლი შრო­მით შე­ვი­ძი­ნეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე და ჩემს მე­უღ­ლეს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლიც არა­ფე­რი შეგ­ვ­ხ­ვედ­რია. ყვე­ლა­ნა­ირ შრო­მას ვე­ჯაჯ­გუ­რე­ბო­დით, რომ შვი­ლე­ბის­თ­ვის არა­ფე­რი მოგ­ვეკ­ლო. სხვის­თ­ვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თ­მე­ვია და მა­ინც ასე დამ­ჩაგ­რა ბედ­მა. ალ­ბათ, ეგეც უფ­ლის ნე­ბაა. არა­ფერს ვითხოვ, გარ­და იმი­სა, რომ სა­შე­მო­სავ­ლო სამ­სა­ხურ­მა და­მა­ნე­ბოს თა­ვი. არ უნ­და მე­ში­ნო­დეს მა­თი. რო­ბო­ტი კი არა, ადა­მი­ა­ნი ვარ, გუ­ლი მაქვს და ემო­ცი­უ­რიც გახ­ლა­ვართ. იშ­რო­მე­თო, რომ გვი­კი­ჟი­ნე­ბენ, ვშრო­მობთ, აბა, რას ვა­კე­თებთ? ვინ­მე რა­მეს გვაძ­ლევს უსაქ­მუ­რო­ბა­ში? ვმუ­შა­ობთ დღედაღამ, მაგ­რამ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ინც არ გვაქვს. სიმ­დიდ­რის­კენ არ მი­ვის­წ­რაფ­ვი, მინ­და წა­მა­ლი მქონ­დეს და შიმ­ში­ლით არ მოვ­კ­ვ­დე. ჰო­და, და­მა­ცა­დეთ. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ამ სა­ლა­რო-აპა­რა­ტე­ბის ჩხა­კუნს ჯო­ბია, ყო­ველ­თ­ვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი დაგ­ვი­წე­სონ, რომ მთე­ლი დღე და­ძა­ბუ­ლე­ბი არ ვი­ყოთ...

- ამ­ბო­ბენ, მას მე­რე, რაც "ოც­ნე­ბა" მო­ვი­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, სო­ფე­ლი გაძ­ლი­ერ­დაო. თქვენ კი ამ­ბობთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში წინ­ს­ვ­ლას ვერ ხე­დავთ...

- რა ვქნა, ტყუ­ილს ვერ ვიტყ­ვი. ჩემ გარ­შე­მო არა­ვინ გამ­დიდ­რე­ბუ­ლა. ჩა­მო­დით და თა­ვად ნა­ხეთ, ხალ­ხი რო­გორ ცხოვ­რობს. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, შე­გე­ცო­დე­ბათ. არ ვი­ცი, ვინ სად და რით და­ეხ­მა­რა გლე­ხებს, მაგ­რამ ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლას სა­შინ­ლად უჭირს თა­ვის გა­ტა­ნა, ოჯა­ხის რჩე­ნა.

- მი­წის უფა­სოდ მოხ­ვ­ნა, და­რი­გე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო იარა­ღე­ბი, თეს­ლი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ წა­გად­გათ?

- კი, მაგ­რამ გლეხს ბუ­ნე­ბა­მაც თუ არ შე­უწყო ხე­ლი, შრო­მის სა­ფა­სურს ვერ მი­ი­ღებს. ის ხომ მი­წა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მთე­ლი წე­ლი მუ­შა­ობს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ხელ­ში რა შერ­ჩე­ბა, არა­ვინ იცის... უმა­დუ­რი არ ვარ. მად­ლო­ბა, რომ გლე­ხებს უფა­სოდ და­უხ­ნეს ყა­ნა, ერ­თ­ჯე­რა­დად იარა­ღე­ბიც მის­ცეს, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა წელ­ში გა­ი­მარ­თოს.

- კა­ხეთ­ში მა­გა­ლი­თად, სეტყ­ვის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ანაზღა­უ­რე­ბაც ხდე­ბა...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) სა­გა­რე­ჯო­ში ბუ­ნე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს და სხვა კუთხე­ებ­ში რა ხდე­ბა, ამა­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. აი, მა­გა­ლი­თად მე, შარ­შან­წინ დი­დი სეტყ­ვა რომ იყო, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი და­მი­ზი­ან­და. თა­ვი­დან ამ­ბობ­დ­ნენ, - სა­ხელ­მ­წი­ფო და­გეხ­მა­რე­ბა­თო, მაგ­რამ მოგ­ვატყუ­ეს და მე­რე ჩვე­ნი­ვე ძა­ლე­ბით გა­მოვ­ც­ვა­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ ჭე­რი თავ­ზე არ დაგ­ვ­მ­ხ­მო­ბო­და... მეს­მის, ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბო­ბენ, გლე­ხებს მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბა­თო. მო­დით, ნა­ხეთ, ხალ­ხი მი­წას რო­გორ ამუ­შა­ვებს, რამ­დენ ოფლს ღვრის და შე­ე­ჯიბ­რეთ მათ შრო­მა­ში. მა­თი შემ­ხედ­ვა­რე გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ და­ფა­რავთ, - სა­ი­დან აქვთ ამ­დე­ნი ენერ­გიაო? გლე­ხე­ბი მი­წა­საც ამუ­შა­ვე­ბენ და თან, ცდი­ლო­ბენ, სხვა საქ­მე­საც მო­ე­კი­დონ. უშ­რო­მ­ლად არა­ფე­რი მოს­დით და ფუ­ლი მა­ინც არ აქვთ. ვი­ცი, ამ­ქ­ვეყ­ნად ზარ­მა­ცი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის იყო და ერ­თის გა­მო ყვე­ლა არ უნ­და გას­ვა­რო. თუმ­ცა, ისიც უნ­და ვთქვა, რომ ზოგ­ჯერ ბე­ჯი­თიც გა­ზარ­მაც­დე­ბა და გულს აიც­რუ­ებს, თუ მის მო­წა­დი­ნე­ბას შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა... ჩემ­თ­ვის არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში ვინ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმის თქმა კი შე­მიძ­ლია, რომ ახ­ლა სა­გა­რე­ჯო­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩამ­კ­ვ­და­რია. შე­გე­ცო­დე­ბათ ხალ­ხი, წყა­ლი ჩვენ არ გვაქვს და გზა... მა­ღა­ზია მაქვს და აქაც, მხო­ლოდ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის კი არა, ქურ­დე­ბი­საც მე­ში­ნია: სა­ხელ­მ­წი­ფომ ხომ და­მა­ჯა­რი­მა და ვი­ღა­ცებ­მა სამ­ჯერ გა­მი­ტე­ხეს მა­ღა­ზია, რა­ღა­ცე­ბი წა­ი­ღეს. პო­ლი­ცია ვერ იჭერს დამ­ნა­შა­ვე­ებს. ჰო­და, მითხა­რით, ღირს კი ახ­ლა ჩე­მი მუ­შა­ო­ბა? ხალხს ჰგო­ნია, საქ­მეს თუ ხარ შე­ჭი­დე­ბუ­ლი, მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ. თუ ასე გგო­ნია, თა­ვა­დაც იმუ­შა­ვე, ვინ გიშ­ლის? ქურ­დებ­საც ვე­რა­ფერს უსაყ­ვე­დუ­რებ... უჭირს ხალხს, ძა­ლი­ან უჭირს...
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
09.11.2016
ქვეყანა ძლიერია თუ სოფელი აქვს ძლიერი..ჩვენთან სოფელი დაცარიელდა ,გარბის ყველა საზღვარგარეთ,აქ არანაირი პირობები არა აქვთ,სახელმწიფო არ ეხმარება და თავი ძლივს გააქვთ..სოფელში ვინც არის იმათ უნდა დახმარება რომ სოფელი გაძლიერდეს..ჩვენი მთავრობა კი ყელში უჭერს ისედაც დაგლახავებულ გლეხს,იმის მაგიერ გააძლიეროს..ამდენი პარლამენტარი და მუქთახორა ერთად არც ერთქვეყანას არ ყავს..დასვით 50 გლეხი კაციპარლამენტში,და ისინი გეტყვიან რა როგორუნდა გააკეთოთ..
ლალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი