პა­ტა­რა ლი­ლი­ა­ნა, რო­მე­ლიც პუ­ან­ტით შე­ვი­და მმარ­თ­ვე­ლო­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში!
font-large font-small
პა­ტა­რა ლი­ლი­ა­ნა, რო­მე­ლიც პუ­ან­ტით შე­ვი­და მმარ­თ­ვე­ლო­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში!


"მინ­და ერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი მო­გითხ­როთ. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით მერ­ვე-მეცხ­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა ლა­თი­ნურ ენა­სა და სცე­ნოგ­რა­ფი­ას გვას­წავ­ლი­და ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გი, და­რე­ჯან ბე­რი­ძე. ის ფა­ნა­ტი­კუ­რად იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ზე. სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას სწო­რედ ამ თე­ატ­რის აბო­ნე­მენ­ტე­ბის და­რი­გე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და. ჩა­მოგ­ვი­რი­გებ­და ბი­ლე­თებს და ამ მე­თო­დით გვა­ზი­ა­რა ოპე­რას. ბედ­ნი­ე­რი ბავ­შ­ვო­ბა გვქონ­და. ხში­რად, რა­საც სკო­ლა­ში გავ­დი­ო­დით, იმას თე­ატ­რ­ში ვნა­ხუ­ლობ­დით. ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი: ოპე­რის თე­ატ­რ­ში - "ბო­რის გო­დუ­ნო­ვი", "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი", "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი", რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში - "ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი" (რა და­მა­ვიწყებს გო­გი გე­გეჭ­კო­რის ბა­რა­თაშ­ვილს?!), "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი", "გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი" და მრა­ვა­ლი სხვა წარ­მოდ­გე­ნის ცქე­რა უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებ­და. რა კარ­გი იქ­ნე­ბა, სკო­ლებ­ში რომ აღად­გი­ნონ აბო­ნე­მენ­ტე­ბის და­რი­გე­ბის კულ­ტუ­რა და ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში უქ­მად სე­ირ­ნო­ბის ნაც­ვ­ლად, ხე­ლოვ­ნე­ბას აზი­ა­რონ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­უ­სა­ხონ მოს­წავ­ლე­ებს...


სწო­რედ 1956-57 წლებ­ში ვნა­ხე ოპე­რა­ში ლი­ლი­ა­ნა მი­თა­იშ­ვი­ლი, ბა­ლე­ტებ­ში: "მთე­ბის გულ­ში" (მა­ნი­ჟეს როლ­ში), "გორ­და­ში" (ჯა­ვა­რა), "ო­ტე­ლო­ში" (ე­მი­ლი­ა) და რა და­მა­ვიწყებს ლი­ლი­ა­ნას ჟი­ზელს?! დღემ­დე მახ­სოვს, მძი­მე სცე­ნა იყო მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბა­ში და სა­ოც­რად კარ­გად ითა­მა­შა...
წლე­ბის შემ­დეგ, ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, ბერ­ლი­ნის სცე­ნა­ზეც ვნა­ხე "ჟი­ზე­ლი" და ცრემ­ლის ერ­თი-ორი კურ­ცხა­ლი იქაც დავ­ტო­ვე, მაგ­რამ სულ სხვა იყო ქარ­თ­ვე­ლი ლი­ლი­ა­ნას ჟი­ზე­ლი. მა­შინ ამ ბა­ლე­რი­ნას არ ვიც­ნობ­დი. გა­ვი­და წლე­ბი, გავ­თხოვ­დი და ჰოი, სა­ოც­რე­ბავ: ჩე­მი მე­უღ­ლე და ის ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ამის მე­რე ლი­ლი­ა­ნა და მი­სი ოჯა­ხი კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­მიყ­ვარ­დ­ნენ.
ჩემს მე­უღ­ლეს, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ერ­თი დღეც არ უგ­რ­ძ­ნია უმა­მო­ბა, ობ­ლო­ბა, რაც ქალ­ბა­ტო­ნი ქსე­ნია ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი მი­თა­იშ­ვი­ლის მზრუნ­ვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით მომ­ხ­და­რა. ვინც კი მათ ოჯახს იც­ნობ­და, ყვე­ლა­ნი მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ, რო­გორც შვი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სოდ აღ­ზ­რ­დის ეტა­ლო­ნებს. თა­ვად 4 შვი­ლის პატ­რო­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და სხვებ­საც არ აკ­ლებ­დ­ნენ ზრუნ­ვას. იმ დროს ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ჭირ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლი­ლი­ა­ნას მშობ­ლებ­მა სამშოOბლოს ღირ­სე­უ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აჩუ­ქეს.
მას მოღ­ვა­წე­ო­ბის 50 წე­ლი­წა­დი რომ შე­უს­რულ­და, სა­თო­ფე­ზე არ გა­ი­კა­რა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას­ზე კი­დევ უფ­რო მე­ტის გა­გე­ბა სწყუ­რო­და... თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია, თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა არც მის ოჯახს უყ­ვარ­და. მიჰ­ყ­ვე­ბო­და ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას წყნა­რად და რო­გორც შე­ეძ­ლო, პი­არს თავს არი­დებ­და. მე­უღ­ლე ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და: შენ სკო­ლის ასა­კი­დან იც­ნობ ლი­ლი­ა­ნას შე­მოქ­მე­დე­ბას და და­წე­რე რა­ი­მე მის შე­სა­ხე­ბო. იცო­და, რომ მიყ­ვარ­და წე­რა და გა­მუდ­მე­ბით ჩა­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ რო­გორ გავ­ბე­დავ­დი ამას, რო­ცა ვი­ცო­დი, რომ ლი­ლი­ა­ნა მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო და არ ვი­ცი, ახ­ლა რო­გორ გა­და­ვურ­ჩე­ბი მის რის­ხ­ვას... მხო­ლოდ ამა­ზე მე­ფიქ­რე­ბა, რო­ცა ამ წე­რილს გწერთ.
ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო, სა­ა­მა­ყო და სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლო, გულ­მარ­თა­ლო ადა­მი­ა­ნო, ქედს ვიხ­რი შენ წი­ნა­შე და სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 60 წლის იუბი­ლეს გი­ლო­ცავ. იცოცხ­ლე და იდღეგ­რ­ძე­ლე. არას­დ­როს გაგ­ნე­ლე­ბო­დეს ის სიყ­ვა­რუ­ლი, რაც ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­თან გა­კავ­ში­რებს და რომ­ლის გა­რე­შეც ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნია არ­სე­ბო­ბა. დღე­საც რომ უქ­მად არ ხარ, ეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის კაშ­კა­შა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის, რო­მელ­საც აღი­ა­რე­ბა და ტრი­უმ­ფი არას­დ­როს აკ­ლ­და უცხო ქვეყ­ნებ­შიც კი. ის დღეს ქარ­თუ­ლი სცე­ნის სი­ა­მა­ყეა. მინ­და, შემ­თხ­ვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და მა­საც მი­ვუ­ლო­ცო დი­დი აღი­ა­რე­ბა ახალ ამ­პ­ლუ­ა­ში: მა­ყუ­რე­ბე­ლი მას არ ელო­და. სცე­ნა­ზე შე­მოფ­რე­ნილ­მა ფე­რი­ამ შოკ­ში ჩა­აგ­დო დარ­ბაზ­ში მსხდო­მე­ბი და ტაშ­მაც იგ­რი­ა­ლა, რი­თაც კი­დევ უფ­რო და­ამ­შ­ვე­ნა ისე­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ბა­ლე­ტი და ახა­ლი ფურ­ცე­ლიც ჩა­ი­წე­რა ნი­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. თუUმცა, აღი­ა­რე­ბა არც არას­დ­როს აკ­ლ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ არ­ტისტს, უამ­რა­ვი მედ­ლი­სა და ჯილ­დოს მფლო­ბელს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს.
და­ბო­ლოს, მინ­და, ისევ ლი­ლი­ა­ნა­ზე გითხ­რათ, თუ რას წერ­დ­ნენ მას­ზე 1965 წელს, ჟურ­ნალ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქალ­ში". ყო­ფილ ლექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლა ჭე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პენ­სი­ა­ზეა, ალ­ბათ მხო­ლოდ გა­ა­ხა­რებს მის ძველ სტა­ტი­ას ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­საც თუ გა­ვუ­ზი­ა­რებ. თა­ნაც, მა­შინ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი ნო­მე­რი ბევრს არ ექ­ნე­ბა შე­ნა­ხუ­ლი, სა­ნა­თე­სა­ვო­შიც მხო­ლოდ მე აღ­მო­მაჩ­ნ­და (ი­ბეჭ­დე­ბა მცი­რე­ო­დე­ნი შემ­ცი­რე­ბით. სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):
"რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო. გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის უღიმ­ღა­მო დი­ლას გა­ზე­თე­ბის გამ­ყიდ­ველ­თა ყვი­რი­ლი ახ­მი­ა­ნებს: "სენ­სა­ცია, სენ­სა­ცია! იყი­დეთ გა­ზე­თი და თქვენ გა­ი­გებთ, რო­გო­რი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლია პა­ტა­რა ლი­ლი­ა­ნა, რო­მე­ლიც პუ­ან­ტით შე­ვი­და მმარ­თ­ვე­ლო­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში! იყი­დეთ გა­ზე­თი! ის გი­ამ­ბობთ ბა­ლე­რი­ნა­სა და დე­პუ­ტატ­ზე!"
ეს იყო წლე­ბის წინ, რო­ცა პირ­ვე­ლად გა­ე­მარ­თა ლი­ლი­ა­ნა სა­გას­ტ­რო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. მარ­თ­ლაც, რომ უჩ­ვე­უ­ლოდ შეხ­ვ­და მის ჩას­ვ­ლას ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში სენ­სა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი პრე­სა. რო­გო­რი იყო მკითხ­ველ­თა გა­ო­ცე­ბა, რო­ცა გა­ი­გეს, რომ ეს ახალ­გაზ­რ­და ბა­ლე­რი­ნა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი იყო. ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით წე­რი­ლი იბეჭ­დე­ბო­და ამ უჩ­ვე­უ­ლო ბა­ლე­რი­ნა­ზე, რო­მელ­მაც "დი­დე­ბის­კენ აირ­ჩია ორი გზა - ბა­ლე­ტი და პო­ლი­ტი­კა".
"რო­გო­რია, ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ეს მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი მი­თა­იშ­ვი­ლი? ის არ ლა­პა­რა­კობს არც ინ­გ­ლი­სურ, არც ფრან­გულ, არც ეს­პა­ნურ ენა­ზე, მაგ­რამ მას აქვს ისე­თი მდი­და­რი მი­მი­კა, რომ უსიტყ­ვოდ ვხვდე­ბით ყვე­ლა­ფერს", - წერ­დ­ნენ გა­ზეთ­ში...
5 წლის იქ­ნე­ბო­და ლი­ლი­ა­ნა, რო­ცა სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში მი­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა და სუს­ტი აგე­ბუ­ლე­ბი­სა იყო, გო­გო­ნა და­ი­წუ­ნეს.
გულ­ნატ­კე­ნი დაბ­რუნ­და ლი­ლი­ა­ნა შინ. დიდ­ხანს, მო­უს­ვენ­რად ბორ­გავ­და ლო­გინ­ში, ბო­ლოს ჩა­ე­ძი­ნა და ნა­ხა მზე­ჭა­ბუ­კი, რო­მელ­მაც ხელ­ში ნა­ზად აიტა­ცა თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი გო­გო­ნა და წა­იყ­ვა­ნა სადღაც შორს, ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში, უჩ­ვე­ნა ფე­რი­ე­ბის ბა­ღი.
სულ მა­ლე აუხ­და ლი­ლი­ა­ნას სიზ­მა­რი. სწო­რედ იმ მზე­ჭა­ბუკ­მა, რო­მელ­მაც ფე­რი­ე­ბის ბა­ღი უჩ­ვე­ნა, დარ­ცხ­ვე­ნილ გო­გო­ნას ნა­ზად მოხ­ვია ხე­ლი სტუ­დი­ის გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის დას­ში ჩა­რიცხ­ვა მი­უ­ლო­ცა.
ასე და­იწყო მი­სი სცე­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა. პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რო­ლი, რო­მე­ლიც ლი­ლი­ა­ნამ დიდ სცე­ნა­ზე შე­ას­რუ­ლა, იყო მა­ნი­ჟე - ბა­ლან­ჩი­ვა­ძის "მთე­ბის გულ­ში". პრე­სამ მის შეს­რუ­ლე­ბას მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა და დი­დი მო­მა­ვა­ლი უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლეს ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ობს.
1957 წე­ლი. მოს­კო­ვი. ახალ­გაზ­რ­დო­ბის მსოფ­ლიო ფეს­ტი­ვა­ლი. ამ წელ­მა ლი­ლი­ა­ნას ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ფეს­ტი­ვალ­ზე, კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვის კონ­კურ­ს­ზე, მან ოქ­როს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ამის შემ­დეგ, სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში მო­ამ­ზა­და ისე­თი რთუ­ლი პარ­ტი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მა­შა (ჩა­ი­კოვ­ს­კის "მაკ­ნა­ტუ­ნა"), ლა­უ­რენ­სია (კრო­ნი­ნის "ლა­უ­რენ­სი­ა"), თა­მა­რი და მზე­ქა­ლა (ცინ­ცა­ძის "ცის­ფე­რი მთის სა­უნ­ჯე"), ჯა­ვა­რა (თო­რა­ძის "გორ­და").
ჯა­ვა­რას პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ობს. ამ რო­ლით წარ­დ­გა იგი მოს­კო­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის დე­კა­დის დღე­ებ­ში.
"სა­ოც­რად ტემ­პე­რა­მენ­ტი­ან ვა­რი­ა­ცი­ებ­ში, რომ­ლის დრო­საც არა­სო­დეს იკარ­გე­ბა რიტ­მის გრძნო­ბა, მი­თა­იშ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტავს ჯა­ვა­რას სუ­ლი­ერ ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­საც თით­ქოს, ბუ­ნე­ბაც თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს. ისეთ ძლი­ერ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს მა­ყუ­რე­ბელ­ზე, რომ მთე­ლი ეს სცე­ნა გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ტა­შის გრი­ა­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - წერ­დ­ნენ ერთ-ერთ გა­ზეთ­ში.
მი­თა­იშ­ვი­ლის ჯა­ვა­რა­თი აღ­ტა­ცე­ბულ­მა იტა­ლი­ელ­მა დრა­მა­ტურ­გ­მა და რე­ჟი­სორ­მა, ედუ­არ­დო დე ფი­ლი­პომ გულ­წ­რ­ფე­ლად გა­ნაცხა­და: "მე მგო­ნია, მსოფ­ლი­ო­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­სი ცეკ­ვის ენა ვერ გა­ი­გოს. მი­სი სიმ­სუ­ბუ­ქე და ჟეს­ტის პლას­ტი­კა ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის, თით­ქოს ის კი არ ცეკ­ვავს, დაფ­რი­ნავს. ყო­ვე­ლი­ვე ეს უძ­ლი­ე­რეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს და არას­დ­როს და­გა­ვიწყ­დე­ბა".
ყო­ველ­დღე, ექ­ვ­სი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს ლი­ლი­ა­ნა თა­ვის სა­ბა­ლე­ტო დაზ­გას­თან; იხ­ვე­წე­ბა პო­ზა, უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი ხდე­ბა მოძ­რა­ო­ბა.
სა­ღა­მოს კი, რო­ცა ფარ­და მძი­მე რხე­ვით აიწევს მაღ­ლა და დარ­ბაზ­ში გა­ის­მის მხი­ა­რუ­ლი მე­ლო­დია, სცე­ნის მარ­ცხე­ნა მხრი­დან, კი­ბე­ზე ჩა­მორ­ბის თით­ქ­მის ბავ­შ­ვი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე, მე­ფის თვით­ნე­ბა ასუ­ლი. ლი­ლი­ა­ნა ცეკ­ვავს. რამ­დე­ნი ახალ­გ­აზრ­დო­ბა და სიმ­შ­ვე­ნი­ე­რეა მის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ ტრი­ალ­ში და დარ­ბა­ზი თით­ქოს ივ­სე­ბა მზე­თუ­ნა­ხა­ვი ავ­რო­რას მჩქე­ფა­რე ბედ­ნი­ე­რე­ბით.
სულ სხვაა ლი­ლი­ა­ნა "ჟი­ზელ­ში". თუ ოდეს­მე გი­ნა­ხავთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­გა­ვიწყ­დეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე მოქ­მე­დე­ბა­შია სა­ოც­რე­ბა. სცე­ნა­ზეა სა­მა­რი­დან წა­მომ­დ­გა­რი ჟი­ზე­ლი. მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხდე­ბა მი­სი მოძ­რა­ო­ბა. თრთის და იწყე­ბა ჰარ­მო­ნი­ით აღ­სავ­სე "ა­და­მი­ა­ნის სუ­ლის ცხოვ­რე­ბა". ბა­ლე­რი­ნას თი­თო­ე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა მსუ­ბუ­ქი და ნა­თე­ლია...
მი­თა­იშ­ვი­ლი ბა­ლეტ­ში - ესაა სი­სა­და­ვე და უბ­რა­ლო­ე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ სცე­ნა­ზე იბა­დე­ბა წრფე­ლი სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად არის სი­მარ­თ­ლე. იგი გულ­წ­რ­ფე­ლად გა­ნიც­დის სოფ­ლე­ლი გო­გო­ნას - ჟი­ზე­ლის ტრა­გე­დი­ას, უარ­ყო­ფი­ლი ჯა­ვა­რას სუ­ლი­ერ ტკი­ვილს ან ლერ­მონ­ტო­ვის თა­მა­რას ადა­მი­ა­ნურ ვნე­ბებს ისე­ვე, რო­გორც მი­ა­მი­ტი და კეკ­ლუ­ცი ლი­ზას მხი­ა­რუ­ლე­ბას, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ლა­უ­რენ­სი­ას აღ­ტ­ყი­ნე­ბას..."
ჩე­მო ლი­ლი­ა­ნა, მინ­და, მა­პა­ტიო ჩე­მი თავ­გა­სუ­ლო­ბა, მაგ­რამ მე ხომ ჩე­მი მე­უღ­ლის თხოვ­ნა შე­ვას­რუ­ლე, თუმ­ცა­ღა, 10 წლით დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­დეგ. ჟურ­ნალ "გზის" რე­დაქ­ცი­ას კი უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა, მკითხ­ვე­ლის მი­მართ გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბას რომ იჩე­ნენ და ჩვე­ნი ჭი­ის გა­ხა­რე­ბის სა­შუ­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ.
P.s. და­ბო­ლოს, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით, დი­დი მო­წი­წე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ხე­ლოვ­ნე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი უყ­ვარს. ად­რე ჟურ­ნალ "გზა­შიც" გაჟ­ღერ­და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სათხო­ვა­რი: თე­ატ­რე­ბი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას რომ არ გა­ნიც­დის, მაგ ცა­რი­ელ ად­გი­ლებს მა­ინც არ ვჯო­ბი­ვართ ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხიო? - და ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფას ითხოვ­დ­ნენ, ხელ­მო­წე­რე­ბი მეც მქონ­და. ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო (ა­ნა­ნი­აშ­ვილს მი­მარ­თავს. - რედ.), თუ ეს თქვენს ფუნ­ქ­ცი­ებ­ში შე­დის ან შე­გიძ­ლი­ათ, ჩვე­ნი ხმა მი­ა­წო­დოთ კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, მა­შინ უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ: პენ­სი­ო­ნერ­საც სჭირ­დე­ბა სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო და ვი­საც ოპე­რა უყ­ვარს, მას მი­ე­ცით შან­სი, წარ­მოდ­გე­ნე­ბი ზოგ­ჯერ მა­ინც ნა­ხოს. აბა, მარ­ტო სიკ­ვ­დილს და იმ თეთ­რებს უნ­და ვე­ლო­დოთ, რა­საც მთავ­რო­ბა იმე­ტებს ჩვენ­თ­ვის? მთლად უფა­სო თუ ვერ იქ­ნე­ბა ბი­ლე­თე­ბი, და­უშ­ვან გა­მო­ნაკ­ლი­სი და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თ­ვის 3-ლა­რი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბი მა­ინც გა­მო­ყონ, რომ ჩვენც შევძლოOთ შე­ძე­ნა. გუ­ლი ხომ უნ­და გა­და­ვა­ყო­ლოთ რა­ღა­ცას? კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რ­საც მივ­მარ­თე ამ თხოვ­ნით და და­ვი­ჯე­რო, არა­ვინ წა­ი­კითხა ჩე­მი და ჩემ­ნა­ი­რე­ბის სატ­კი­ვა­რი? ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა და მი­ჭირს ამის ხე­ლახ­ლა და­წე­რა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჩე­მი კი არა, ბევ­რი პენ­სი­ო­ნე­რის თხოვ­ნაა. იმ ადა­მი­ა­ნებს ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ­ლებ­საც ხე­ლოვ­ნე­ბა სი­გი­ჟემ­დე გვიყ­ვარს, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, წარ­მოდ­გე­ნებს და­ვეს­წ­როთ. გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბის­თ­ვის წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას. 80 წლის პე­ნ­სიო­ნე­რი, ნა­თე­ლა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი".
P.შ. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: ლი­კა.ქა­ჯაია@გმა­ილ.ცომ

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვა