"4 წლის იყო, რო­ცა დე­დამ და­ტო­ვა..."
font-large font-small
"4 წლის იყო, რო­ცა დე­დამ და­ტო­ვა..."
ის, რაც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სატ­კი­ვა­რია


"პი­რა­დად მე, აღარ მა­დარ­დებს ემიგ­რან­ტე­ბის თე­მა და ჩე­მი შვი­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ იმ ასა­კი­დან, რო­ცა სა­ჭი­რო­ებ­დ­ნენ ორი­ვე მშობ­ლის ყუ­რადღე­ბას, მაგ­რამ დღეს ძა­ლი­ან მომ­ხ­ვ­და გულ­ზე ერ­თი ამ­ბა­ვი და ისევ ვიწყებ მუ­და­რას: და­უბ­რუნ­დით ოჯა­ხებს! ჰკითხეთ შვი­ლებს, რა უფ­რო სჭირ­დე­ბათ, მშობ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა თუ თქვე­ნი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თან­ხა და სა­ჩუქ­რე­ბი.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­შო­ბი­ა­რა პა­ტა­რა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც 4 წლის და­ტო­ვა დე­დამ. მა­შინ აუცი­ლე­ბე­ლი იყო ეს გან­შო­რე­ბა: ქალ­ბა­ტო­ნის მეორე შვილს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და, ოჯახს კი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა გა­რის­კა და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად, საზღ­ვა­რი გა­დაკ­ვე­თა. მე­რე იყო და­პი­რე­ბე­ბი, რომ მა­ლე დაბ­რუნ­დე­ბო­და: "აი, წელს..." "აი, მე­ო­რე ახალ წელს..." ღმერ­თო, რა ნაც­ნო­ბი და რა მტკივ­ნე­უ­ლია და­უმ­თავ­რე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბი...
გა­ვი­და წლე­ბი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ეს პა­ტა­რა გო­გო გათხოვ­და. მე­რე ხში­რად ემუ­და­რე­ბო­და მშო­ბელს: "დე­და, დაბ­რუნ­დი", "დე­და, მჭირ­დე­ბი!" მაგ­რამ სტან­დარ­ტულ პა­სუ­ხებს ის­მენ­და, - რომ დავ­ბ­რუნ­დე, მანდ რა ვქნა, რი­თი გარ­ჩი­ნო­თო?
არა­და, არც ისე მცი­რე თან­ხა ჰქონ­და უკ­ვე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. შვილს სა­ჭი­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­უ­კეთ­და, სახ­ლ­ში რე­მონ­ტი გა­ა­კე­თეს, "სხვი­სი თვა­ლის და­სათხ­რე­ლად" ჭა­ღე­ბიც ჩა­მო­კი­დეს და ავე­ჯიც გა­მოც­ვა­ლეს. უფ­რო­სე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და მე­რე დაბ­რუნ­დე­ბო­და ქა­ლი...

15 წლის ასაკ­ში შექ­მ­ნილ ოჯახს კი ყვე­ლა ერ­თად და­აცხ­რა თავს: "სად გეჩ­ქა­რე­ბო­დათ?" "რა­ში გჭირ­დე­ბო­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა?"... არ მოს­წონ­დათ, მა­თი გო­გო­ნა "უბ­რა­ლო" ოჯახ­ში რომ შე­ვი­და რძლად.
არა­და, გო­გო­ნა აშ­კა­რად, ბედ­ნი­ე­რია! მე­რე რა, თუ არ აქვს ისე­თი­ვე ავე­ჯი, რო­გო­რიც მის­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს? მე­რე რა, თუ სახ­ლი ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი არ არის და არც სა­ო­ცა­რი ჭა­ღე­ბი ამ­შ­ვე­ნებს ოთა­ხებს?!
გო­გო­ნამ შე­პა­სუ­ხე­ბა და­უწყო დე­დას, ბო­ლო დროს ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხობ­და...
მე რას ვა­კე­თებ­დი ამ გო­გო­ნას და­სახ­მა­რებ­ლად? ყო­ველ­თ­ვის ვი­ცავ­დი და ვი­ცავ ბავ­შ­ვე­ბის პო­ზი­ცი­ას... ერთ დღეს პოს­ტი დამ­ხ­ვ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ეს ლა­მა­ზი გო­გო­ნა უკ­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­იყ­ვა­ნეს. "სკა­ი­პით" დავ­რე­კე დე­და­მის­თან და აღ­მოჩ­ნ­და, რომ აზ­რ­ზე არ იყო, რა ხდე­ბო­და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის თავს.
მე­რე შვი­ლიშ­ვი­ლის ფო­ტოც გა­და­ვუგ­ზავ­ნე და სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თა­დაც ვი­ტი­რეთ მო­ნი­ტო­რებს მი­ჯაჭ­ვუ­ლებ­მა...
ცუ­დი ვარ, რად­გან გა­ვახ­სე­ნე, მე თვი­თო­ნაც რამ­დენ­ჯერ ვთხო­ვე, დაბ­რუნ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რა. ახ­ლა კი სტკი­ვა... ამ ტკი­ვი­ლად ნამ­დ­ვი­ლად არ ღირს იქ აწყო­ბი­ლი საქ­მე, აქ კი მის გა­რე­შე შექ­მ­ნი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა... მე ასე მეს­მის...

თა­ვის დრო­ზე, თა­ვად ვარ­ჩიე, პრობ­ლე­მებს შვი­ლებ­თან ერ­თად გავ­მ­კ­ლა­ვე­ბო­დი და ის "ძა­ფი" არ და­მე­კარ­გა, რა­საც დე­დაშ­ვი­ლო­ბა ჰქვია. მი­ხა­რია, რომ ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მსგავ­სად არ ვიწ­ვ­ნიე შვი­ლე­ბის­გან სი­ცი­ვე, მაგ­რამ მის სატ­კი­ვარ­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.
ნე­ტავ, რამ­დე­ნი ქარ­თ­ვე­ლი დე­დაა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?
რის­თ­ვის, რის­თ­ვის გა­ი­ღეს ამ­ხე­ლა მსხვერ­პ­ლი? თქვენ ფიქ­რობთ, რომ შვი­ლებს მშობ­ლის­გან მხო­ლოდ ფუ­ლი უნ­დათ? არა, მერ­წ­მუ­ნეთ, მათ თქვენ სჭირ­დე­ბით და მათ სა­ნა­ხა­ვად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ვერ ჩა­მო­დი­ხართ, სა­მა­გი­ე­როს გიხ­დი­ან იმით, რომ ფულს გთხო­ვენ, არ იკ­ლე­ბენ არც ჩა­საც­მელს, არც გარ­თო­ბას და ზოგ­ჯერ, არც გე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან... ჰო­და, ასე რომ იქ­ცე­ვი­ან, გგო­ნი­ათ, უმა­დუ­რე­ბი არი­ან, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ასე ჯავრს იყ­რი­ან თქვენ­ზე...
საზღ­ვ­რებს იქით მყოფს ჩე­მი სიტყ­ვე­ბით შე­საძ­ლოა გუ­ლი ვატ­კი­ნე, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად არ შე­მეძ­ლო და მერ­წ­მუ­ნეთ, მის სა­ხე­ზე და­გო­რე­ბუ­ლი ცრემ­ლის და­ნახ­ვა ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მწა­რე იყო...
გი­სურ­ვებთ, არას­დ­როს და­შო­რე­ბო­დეთ სა­კუ­თარ შვი­ლებს!.."
P.შ. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
08.11.2016
არაა ასე მარტივად საქმე! პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!ისეთი ბავშვებიც ვიცი, იმ თანატოლებს რომ შენატრიან, ვისაც დედები ემიგრაციაში ჰყავთ, მოკლედ, ვისაც რისი დეფიციტი აქვს,იმას ნატრობს!საერთოდ კი ემიგრაციაში წასულ ქალებს ვურჩევდი, ნუ დატოვებენ დიდხანს თავიანთ შვილებს უდედოდ ნათესავების იმედად, როგორც კი საშუალება მოგეცემათ, თუ ემიგრაციაში საქმე ააწყვეთ და ჩამოსვლა არ გსურთ,თან წაიყვანეთ თქვენი შვილები!
დალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი