ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბამ ვერ გა­ტე­ხა - "ქმარ­მა მი­მა­ტო­ვა, მაგ­რამ მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი აღარ ვარ..."
font-large font-small
ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბამ ვერ გა­ტე­ხა - "ქმარ­მა მი­მა­ტო­ვა, მაგ­რამ მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი აღარ ვარ..."
ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, _ იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვის კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო?

ქალ­ბა­ტო­ნი სევ­დია ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და. მარ­თა­ლია, საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ხე­ლი ჰკრა, მაგ­რამ თა­ვად გა­მო­ი­ჩი­ნა სულ­გ­რ­ძე­ლო­ბა და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე პა­ტრო­ნობ­და მა­მამ­თილს, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, მე­გობ­რო­ბაც გა­უ­წია და მა­მის მა­გივ­რო­ბაც...


- ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­მა­ტო­ვა. დავ­რ­ჩი ორ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად. მათ გაზ­რ­და­ში ხე­ლის შემ­შ­ვე­ლებ­ლე­ბი კი მყავ­დ­ნენ, მაგ­რამ ხომ იცით, რო­ცა ქალს ქმა­რი უდ­გას მხარ­ში, რო­გო­რი უვარ­გი­სი კა­ციც უნ­და იყოს, მა­ინც გგო­ნია, რომ ძლი­ე­რი ხარ, მა­ინც სხვა­ნა­ი­რად ამა­ყი და­ა­ბი­ჯებ ამ ქვე­ყა­ნა­ზე... ფრთა­მო­ტე­ხი­ლი­ვით დავ­რ­ჩი ქმრის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ. თავს ვიტყუ­ებ­დი, რომ და­მიბ­რუნ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მა­მამ­თი­ლის სახ­ლი­დან არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მით უმე­ტეს, რომ ქა­ლის ხე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ. დე­დამ­თი­ლი ცოცხა­ლი არ იყო და ვუვ­ლი­დი მო­ხუცს, არც მაზლს ვტო­ვებ­დი უყუ­რადღე­ბოდ, რო­მელ­საც არც ცო­ლი ჰყავ­და და არც შვი­ლე­ბი. თა­ვი­დან ყვე­ლა მა­ქებ­და, მაგ­რამ გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი და და­იწყეს ჩურ­ჩუ­ლი: ეს გო­გო ან შტე­რია, ან წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვს. აბა, მაზლს და მა­მამ­თილს მო­სამ­სა­ხუ­რედ რა­ტომ უდ­გა­სო? არა­და, მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ ძლი­ე­რი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი და ჩე­მი წაყ­ვა­ნა მშობ­ლე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ენას ხომ ძვა­ლი არ აქვს და ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, - იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვის კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო?

- ამ ჭო­რებ­მა თქვე­ნამ­დე რო­გორ მო­აღ­წია?

- მე­ზო­ბელ­მა გო­გომ მითხ­რა, შენ­ზე ძა­ლი­ან ვდარ­დობ და ვერ და­გი­მა­ლავ, რა­საც უბან­ში ამ­ბო­ბე­ნო. გავ­მ­წარ­დი. ბევ­რი ჩუ­მად ვი­ტი­რე, მაგ­რამ ბო­ლოს სი­მარ­თ­ლე ვერ დავ­მა­ლე და რო­ცა მა­მამ­თი­ლი ჩა­მა­ჯინ­და, - ქმრის გარ­და, კი­დევ რა სა­დარ­დე­ბე­ლი გაქვს? ხომ არა­ფე­რი გაწყე­ნი­ნე­თო? - ვერ და­ვუ­მა­ლე და ვუთხა­რი, რა­საც სა­მე­ზობ­ლო­ში ამ­ბობ­დ­ნენ. გა­და­ი­რია ეს ავად­მ­ყო­ფი კა­ცი და იმ ღა­მეს მი­სი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა მოგ­ვიხ­და, გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა. მად­ლო­ბა უფალს, გა­დარ­ჩა და მე არ გავ­ხ­დი მი­სი სიკ­ვ­დი­ლის მი­ზე­ზი. შინ რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, მარ­თა­ლია, სუს­ტად იყო, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი მის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლას ელა­პა­რა­კე­ბო­და ჩემს სათ­ნო­ე­ბა­ზე: ვე­ცო­დე­ბი, ავად რომ ვარ. თან, შვი­ლის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ და­ვუ­ჩო­ქე, რომ არ მი­ვე­ტო­ვე­ბი­ნე და აჰა, ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი კე­თი­ლია, გვერ­დი­დან აღარ მშორ­დე­ბა. თუმ­ცა, ახ­ლა ვხვდე­ბი, ჩვენ გა­მო მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა არ ღირს. ჩემ­მა შვილ­მა ქა­ლის გა­მო მი­ა­ტო­ვა და ახ­ლა, ამა­ნაც უნ­და იფიქ­როს სხვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ბი­ნას ვუ­ყი­დი ქა­ლაქ­ში და გა­ვუშ­ვებ და­ლოც­ვილ­სო. არ ვი­ცი, მის­მა სიტყ­ვებ­მა ხალხს გუ­ლი მო­ულ­ბო თუ არა, მაგ­რამ ერ­თი რამ ფაქ­ტია, მო­ხუც­მა სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა: ცო­ტა და­ნა­ზო­გი ჰქო­ნია, ცო­ტაც და­ა­მა­ტა - ძრო­ხა გა­ყი­და, ღო­რიც და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი, კოხ­ტა ბი­ნა მი­ყი­დეს რა­ი­ონ­ში. ჩემს მაზ­ლ­ზე აუგი არ მეთ­ქ­მის. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, სახ­ლი­დან რომ უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თხე­ლაც არ დას­ც­დე­ნია საყ­ვე­დუ­რი იმის გა­მო, რომ მა­მამ ძრო­ხა ან ღო­რი გა­ყი­და ჩვენ­თ­ვის... მითხ­რეს, - ვი­ცით, მშობ­ლე­ბიც გი­პატ­რო­ნე­ბენ, მაგ­რამ შვი­ლი­ა­ნი ქა­ლის­თ­ვის ძნე­ლია თუნ­დაც, დედ-მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და ვი­ღა­ცის და­მად­ლე­ბუ­ლი ლუკ­მა. ჯო­ბია, მარ­ტო იყო და ყვე­ლა­ნი და­გეხ­მა­როთ, ვიდ­რე ჩვენ გვერ­დით იცხოვ­რო და უმა­დუ­რე­ბი ვი­ყოთ იმით, რა­საც აკე­თე­ბო. თუმ­ცა, ამ ოქ­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უმა­დუ­რო­ბა არას­დ­როს შე­მიტყ­ვია და არც არა­ს­დ­როს და­უ­მად­ლე­ბი­ათ რა­მე...

- სა­ო­ცა­რი მა­მამ­თი­ლი გყო­ლი­ათ, ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და გა­ბე­დუ­ლიც.

- ასეა. მა­მა­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და, - გათხო­ვი­ლი ქა­ლი ცალ­კე რა­ტომ უნ­და ცხოვ­რობ­დე­სო? მას ჩემ­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბო­და, მა­მამ­თილ­მა კი ეს ნა­ბი­ჯი თა­მა­მად გა­და­მად­გ­მე­ვი­ნა. ის მე­გობ­რუ­ლა­დაც ამო­მიდ­გა მხარ­ში და მა­მაშ­ვი­ლუ­რა­დაც. თვე­ში ერ­თხელ, სოფ­ლის პრო­დუქ­ტებს გვიგ­ზავ­ნი­და. მეც არ ვი­ვიწყებ­დი ამ კე­თილ მო­ხუცს და ვიდ­რე ცოცხა­ლი იყო, შვი­ლებ­თან ერ­თად, კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში, სახლს ვუ­ლა­გებ­დი, თბილ საჭ­მელს ვუმ­ზა­დებ­დი. რო­ცა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, ჩემ­თან წა­ვიყ­ვა­ნე და ბი­ნა­ში ვუვ­ლი­დი. რო­გორც მე­რე თა­ნა­სოფ­ლელ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­ჯე­რეს მე­ზობ­ლებ­მა ჩე­მი სათ­ნო­ე­ბა და ირ­წ­მუ­ნეს, რომ კე­თი­ლი გუ­ლი არ მიშ­ვებ­და ქმრის ოჯა­ხი­დან, თო­რემ საქ­მე გა­საქ­ცე­ვად ნამ­დ­ვი­ლად მქონ­და. მა­მამ­თი­ლი ჩე­მი სახ­ლი­დან გა­ვას­ვე­ნეთ და მად­ლი­ერ­მა მაზ­ლ­მაც, ხალ­ხის გა­სა­გო­ნად მა­ქო და მა­დი­და. მა­მის გას­ვე­ნე­ბა­მაც ვერ მი­იყ­ვა­ნა სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჩე­მი ქმა­რი. არა­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო და ჩვენ შე­სა­ხე­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

- შე­იძ­ლე­ბა გკითხოთ, თქვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- კი, ბა­ტო­ნო, გეტყ­ვით: მი­ზე­ზი ქა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მე და ელ­გუ­ჯამ ერ­თ­მა­ნე­თი ავ­ტო­ბუს­ში გა­ვი­ცა­ნით. ორი­ვე ბაზ­რი­დან შინ ვბრუნ­დე­ბო­დით. გვერ­დიგ­ვერდ ვის­ხე­დით და ვგრძნობ­დი, რო­გორ თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად მი­ყუ­რებ­და, მაკ­ვირ­დე­ბო­და. უხერ­ხუ­ლო­ბის­გან არ ვი­ცო­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი და რო­ცა ჩემს სო­ფელს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ჩა­ვე­დი ტრან­ს­პორ­ტი­დან, რად­გან მე­გო­ნა, თა­ვი­დან მო­ვი­შო­რე აბე­ზა­რი ახალ­გაზ­რ­და. შინ რომ მი­ვე­დი და ჭიშ­კ­რის და­სა­ხუ­რად, ზურგს უკან შევ­ტ­რი­ალ­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ შო­რი­ახ­ლოს იდ­გა და იღი­მო­და. გა­ი­გო, სად ვცხოვ­რობ­დი და მე­რე ყო­ველ­დღე მო­დი­ო­და ჩემს სახ­ლ­თან, ჭიშ­კარს აუვლ-ჩა­უვ­ლი­და სტვე­ნა-სტვე­ნით. ვბრა­ზობ­დი, - ეს უზ­რ­დე­ლი, რას გა­და­მე­კი­და? ღირ­სია, მა­მა მი­უხ­ვ­დეს ჩა­ნა­ფიქრს და მაგ­რად სცე­მოს-მეთ­ქი. მა­მა ვე­რა, მაგ­რამ მე­ზობ­ლის ბიჭს არ გა­მორ­ჩე­ნია ეს ამ­ბა­ვი და ერთ დღე­საც, ჩემ გა­მო "საქ­მის გარ­ჩე­ვა" მო­აწყ­ვეს. თურ­მე, უბ­ნელ­მა ბი­ჭებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ სა­ბო­ლოო სიტყ­ვა გო­გოს უნ­და მეთ­ქ­ვა ანუ არ­ჩე­ვა­ნი იმ ორ ადა­მი­ანს შო­რის უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­მე­ლიც არც კი მიყ­ვარ­და. რო­ცა უკ­ვე ქმარს ვკითხე, რა­ტომ გქონ­და იმის იმე­დი, რომ შენ აგირ­ჩევ­დი-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: ყვე­ლა გო­გოს მოვ­წონ­დი, ვი­საც კი გა­ვუ­ღი­მე და შენ რა სი­ჯი­უ­ტე შე­გეყ­რე­ბო­და ასე­თი? თა­ნაც, აღი­ა­რე, იმ ბიჭს გა­რეგ­ნუ­ლად ხომ ბევ­რად ვჯობ­დი, მე კი სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­სი დე­დამ თა­ვი­დან­ვე მას­წავ­ლაო. მოკ­ლედ, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო.

- ბი­ჭებ­მა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე მარ­თ­ლა და­გა­ყე­ნეს?

- სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ იმ დღეს მე­გო­ბა­რი ბი­ჭი მო­მად­გა, რა­ღაც უნ­და გითხ­რა, გა­მომ­ყე­ვიო. ხომ იცით, სო­ფელ­ში რო­გორც ხდე­ბა, მე­ზობ­ლო­ბა სულ სხვა­ნა­ი­რად გვეს­მის და ცხა­დია, გავ­ყე­ვი. გზა­ში­ვე გა­მან­დო: ნი­კო და ვი­ღაც ბი­ჭი, მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან, შენ გა­მო კა­მა­თო­ბენ. შე­ნი სიტყ­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თ­მა­ნე­თი არ და­ხო­ცონ. რა­საც გუ­ლი გი­კარ­ნა­ხებს, ის თქვი. ნუ გე­ში­­ნია, შენს თავს არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვ­რი­ნებ, უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცია უნ­და გა­ირ­კ­ვე­სო. და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ მე­გო­ბარს მა­ინც გავ­ყე­ვი. ჩემს და­ნახ­ვა­ზე ნი­კო უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა და თა­ვი და­ხა­რა, ელ­გუ­ჯა კი უტიფ­რად, თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და და მის­მა ასეთ­მა თავ­ხე­დურ­მა საქ­ცი­ელ­მა ძა­ლი­ან და­მაბ­ნია. მე­გო­ბარ­მა მკითხა, - ამ ორი­დან რო­მე­ლი­მე მოგ­წონ­სო? - ნი­კო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ისე ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ძმას, ამ მე­ო­რეს კი სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და არც მი­სი გაც­ნო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. ჩე­მი პა­სუ­ხი ბი­ჭე­ბის­თ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და და შინ გა­მო­მიშ­ვეს. ვგრძნობ­დი, უფ­რო სწო­რედ, ზურგს მიხ­ვ­რეტ­და ელ­გუ­ჯას ცხე­ლი მზე­რა. ბი­ჭებს გა­და­უწყ­ვე­ტი­ათ, რომ ორი­ვეს სხვა გზა უნ­და მო­ე­ნა­ხა, რად­გან გო­გო უარ­ზე იყო. ნი­კო მარ­თ­ლაც, მას მე­რე თავს მა­რი­დებ­და და ელ­გუ­ჯაც კარ­გა ხანს არ­სად და­მი­ლან­დავს. ერთ დღეს, რო­ცა ისევ ბაზ­რო­ბი­დან, ავ­ტო­ბუ­სით შინ ვბრუნ­დე­ბო­დი, ტრან­ს­პორ­ტი გა­ა­ჩე­რეს. მძღოლ­მა გვითხ­რა, ცო­ტა ხა­ნი, ყვე­ლა­ნი ქვე­ვით უნ­და ჩახ­ვი­დეთ, ავ­ტო­ბუსს რა­ღაც და­ე­მარ­თაო. უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხი ჩა­ვი­და და მეც მათ ჩავ­ყე­ვი. უცებ, ვი­ღა­ცებ­მა ხელ­ში ამიყ­ვა­ნეს და მან­ქა­ნა­ში ჩამ­ტე­ნეს, ელ­გუ­ჯას სახ­ლ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. თურ­მე, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი იარა­ღით და­უ­ში­ნე­ბი­ათ. იმას მძარ­ც­ვე­ლე­ბი ეგო­ნა და შე­ე­შინ­და.

- ვი­ნა­ი­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი ქა­ლის შინ დაბ­რუ­ნე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი არ იყო, თქვენც შე­ე­გუ­ეთ ბედს, გა­მო­ვი­ცა­ნი?

- კი, ასე იყო. მაგ­რამ ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ელ­გუ­ჯა გა­რეგ­ნუ­ლად მარ­თ­ლა კარ­გი კა­ცი იყო და ამან მო­მატყუა. მის მი­მართ გულ­ში რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი გრძნო­ბა მეც მქონ­და და ეს გრძნო­ბა მას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბამ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­აღ­ვი­ვა, სიყ­ვა­რუ­ლად აქ­ცია. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ერ­თად ბედ­ნი­ე­რი 12 წე­ლი გა­ვა­ტა­რეთ, მე­რე კი ისე მი­მა­ტო­ვა, მის­გან ჩხუ­ბიც არ მახ­სოვს. ერთ დღეს უბ­რა­ლოდ, ად­გა და წა­ვი­და. ესეც იყო ალ­ბათ იმის მი­ზე­ზი, რომ მი­სი სახ­ლი­დან ჯი­უ­ტად არ წა­ვე­დი. ხომ იცით, ზო­გი­ერ­თი ქა­ლის სი­სუ­ლე­ლეს (ა­სე­თებს შო­რის ვარ თა­ვა­დაც) არ აქვს საზღ­ვა­რი და მეც ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ოდეს­მე მოჰ­ბეზ­რ­დე­ბო­და ის სხვა და და­მიბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა, მე­რე უიმი­სოდ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა და მა­მამ­თი­ლის საქ­ცი­ელ­მა მი­მახ­ვედ­რა, რომ ადა­მი­ანს არ შე­იძ­ლე­ბა, და­უს­რუ­ლებ­ლად ჰქონ­დეს რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი. ამის ნაც­ვ­ლად, უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თ­ვის უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ, თუნ­დაც, შვი­ლე­ბის გა­მო. ჩემ­თ­ვის უკ­ვე დად­გა ეს "უ­კე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღე": ჩემ­მა შვი­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად და­ას­რუ­ლეს ჯერ სკო­ლა, მე­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იშო­ვეს სამ­სა­ხუ­რი, უფ­რო­სი ოჯახ­საც მო­ე­კი­და და ბი­ნის შე­ძე­ნაც მო­ა­ხერ­ხა. ბედ­ნი­ე­რი ვარ შვი­ლე­ბით. ისი­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან.

- ყო­ფი­ლი ქმრის შე­სა­ხებ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფე­რი გა­გი­გო­ნი­ათ?

- რო­გორ არა! დრომ ყვე­ლა­ფერს ახა­და ფარ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­უ­ვარ­და გულ­ში, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და და ჩვენს სახ­ლ­შიც მო­დი­ო­და, მე­და­ქა­ლე­ბო­და. სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ, თურ­მე, ჯერ ფა­რუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მე­რე კი ჯვა­რიც და­ი­წე­რეს - ეს მა­შინ, რო­ცა ჩე­მი მა­მამ­თი­ლი და­ვა­საფ­ლა­ვეთ და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან წე­ლი­წა­დიც გა­ვი­და. ანუ იმ ქალ­საც ისე უყ­ვარ­და, რომ თა­ნახ­მა იყო, თუნ­დაც მი­სი საყ­ვა­რე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე. თუმ­ცა, ასე­თი მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა არ დას­ჭირ­და და ჯვა­რი და­ი­წე­რეს. ეს რომ გა­ვი­გე, გა­დავ­წყ­ვი­ტე მო­მე­ძებ­ნა და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად დავ­შო­რე­ბო­დი. შე­ვუთ­ვა­ლე, რომ არ ვა­პი­რებ­დი მის­თ­ვის გზა გა­და­მე­ღო­ბა. მოკ­ლედ, დავ­შორ­დით და ხე­ლიც მო­ა­წე­რეს. ახ­ლა უკ­ვე სა­ერ­თო შვი­ლე­ბიც ჰყავთ - ორი გო­გო­ნა. ვი­ცი, თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ეს სუ­ლაც არ მიშ­ლის ნერ­ვებს, რად­გან უკ­ვე აღარ მიყ­ვარს.

- შვი­ლებს თუ აქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას? თუ გეხ­მა­რე­ბო­დათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მა­ინც?

- შვი­ლებს თა­ვი­დან­ვე ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და ისიც ვუთხა­რი, რომ თუ ოდეს­მე მა­მა მათ მი­მართ ყუ­რადღე­ბას გა­მო­ი­ჩენ­და, ამი­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი მექ­ნე­ბო­და. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ უმა­მო­ბას, მე­რე ამა­საც ისე შე­ეჩ­ვივ­ნენ, რო­ცა გა­მოჩ­ნ­და, აღარ მი­ი­ღეს: მა­მა კარ­გა ხნის წინ გა­მო­ვიგ­ლო­ვეთ. მა­მო­ბი­ლი კი ისე­დაც გვყავ­სო - ჩემს მაზლს გუ­ლის­ხ­მობ­დ­ნენ. მარ­თ­ლაც, ბი­ძის­გან ყუ­რადღე­ბა არას­დ­როს მოჰ­კ­ლე­ბია ჩემს შვი­ლებს და მი­სი მად­ლი­ე­რი ვარ. მას მე­რეც, რო­ცა ცო­ლი მო­იყ­ვა­ნა, ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ ზაფხულს მიჰ­ყავ­და სო­ფელ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად და არც მი­სი ცო­ლი იყო წი­ნა­აღ­მ­დე­გი. უფ­რო მე­ტიც, ჩვენ დავ­მე­გობ­რ­დით და დღემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერთოOბა გვაქვს, რა­საც ვერ ვიტყ­ვი ელ­გუ­ჯას მე­ო­რე ცოლ­ზე: მათ მაზ­ლი და მი­სი მე­უღ­ლე კი არა, ის მე­ზო­ბე­ლიც არ იკა­რებს სი­ახ­ლო­ვეს, რომ­ლის ოჯახ­შიც ხში­რად მო­დი­ო­და და ვი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­იც­ნო ელ­გუ­ჯა. მე რომ და­მი­ნა­ხა­ვენ ხოლ­მე ის მე­ზობ­ლე­ბი, არ იცი­ან, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, სად და­ი­მა­ლონ. თით­ქოს გა­მუდ­მე­ბით მე­ბო­დი­შე­ბი­ან. არა­და, რა შუ­ა­ში არი­ან? ის ქა­ლი თუ არა, სხვა წა­მარ­თ­მევ­და ქმარს. მო­ღა­ლა­ტე ბუ­ნე­ბას ვე­რა­ფე­რი გა­მო­ას­წო­რებს - ეს კარ­გად ვი­ცი.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი თუ იც­ნო­ბენ დებს?

- კი, იც­ნო­ბენ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ცი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. იმე­დია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თა­ნაც "დათ­ბე­ბა". რო­ცა ის გო­გო­ნე­ბი წა­მო­იზ­რ­დე­ბი­ან, უფ­რო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან დას და ძმას. არ მინ­და, მშობ­ლე­ბის გა­მო პა­სუ­ხი ბავ­შ­ვებ­მა აგონ, ამის მომ­ხ­რე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ....
რაც შე­ე­ხე­ბა მა­მის წვლილს შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში: რო­ცა უფ­როს შვილს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბო­ლო კურ­სი უნ­და და­ე­ხუ­რა და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­სახ­დე­ლი დამ­რ­ჩა, რად­გან საქ­მე ისე ვერ აეწყო, რო­გორც მინ­დო­და, მა­მა­მის­მა შე­მო­მით­ვა­ლა, - თუ გინ­და, მე გა­და­ვიხ­დიო. გა­მო­დის, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ჩვენ­ზე და რო­ცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მხო­ლოდ მა­შინ გა­მოთ­ქ­ვა შვი­ლის სწავ­ლა­ში ფუ­ლის გა­დახ­დის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა, უარი შე­ვუთ­ვა­ლე: აქამ­დე მე მო­ვიყ­ვა­ნე და რო­გორ­მე, უშე­ნოდ მო­ვა­ხერ­ხებ, ბო­ლო კურ­ს­ზე რომ არ ჩაშ­ხამ­დეს ყვე­ლა­ფე­რი. თუ ზედ­მე­ტი თან­ხა გაქვს, ჯო­ბია, ჩვენ­ზე მე­ტად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რო-მეთ­ქი. ეს იყო და ეს, მის­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც კი არ მახ­სოვს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­გობ­რე­ბი მყავ­და კარ­გი და ისი­ნი და­მეხ­მარ­ნენ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა­ში, თა­ნაც ისე, რომ ვა­ლი არ დამ­დე­ბია - ეს ფუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ჩუ­ქეს. ამის­თ­ვის მა­თი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი უკა­ნას­კ­ნელ ამო­სუნ­თ­ქ­ვამ­დე. მინ­და გითხ­რათ, რომ კარგ მე­გო­ბარ­ზე უკე­თეს სა­გან­ძურს, უფ­რო ღი­რე­ბულს ვე­რა­ფერს შე­ი­ძენს ადა­მი­ა­ნი და მინ­და, ახალ თა­ო­ბას ვურ­ჩიო: და­ა­ნე­ბეთ თა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მე­გობ­რე­ბის ძებ­ნას. ეცა­დეთ, ისი­ნი "ლა­ივ­ში" იპო­ვოთ. ვინც კარ­გად ეძებს, აუცი­ლებ­ლად იპო­ვის სუ­ლის მე­ო­რე ნა­წილს, რო­მელ­თა­ნაც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე იმე­გობ­რებს. მად­ლო­ბა უფალს, მე ასე­თი სუ­ლის ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ბევ­რ­ჯერ ვი­პო­ვე და ახ­ლა ძა­ლი­ან მდი­და­რი ვარ მე­გობ­რე­ბით. ის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­გი­ტანთ, შე­უც­ვ­ლე­ლია. კომ­პი­უ­ტე­რი ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­სა­გე­ბად, გო­ნე­ბის სა­ვარ­ჯი­შოდ, უცხო­ეთ­ში მყო­ფი მე­გობ­რე­ბის მო­სა­კითხად გა­მო­ი­ყე­ნეთ, ხო­ლო ისი­ნი, ვინც ახ­ლოს გე­გუ­ლე­ბათ, რე­ა­ლუ­რად და­ი­ნა­ხეთ. ნუ და­გე­ზა­რე­ბათ მე­გობ­რის გა­მო თუნ­დაც, ყინ­ვი­ან, წვი­მი­ან, ქა­რი­ან ამინ­დ­ში ქუ­ჩა­ში გას­ვ­ლა. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბა ღირს ყვე­ლა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვად.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
02.03.2017
ტყიბულში))
მარი
02.03.2017
ნიკო ყურადღებით წაიკითხე? ძროხა და ღორი გაყიდა და დაამატა გადანახულ ფულს
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1333 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი