"წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, მე და ჩემს შვი­ლებს არც დე­ნი გვაქვს, არც გა­ზი..." - აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ტკი­ვი­ლი
font-large font-small
"წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, მე და ჩემს შვი­ლებს არც დე­ნი გვაქვს, არც გა­ზი..." - აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ტკი­ვი­ლი
აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ელი­კო გი­ორ­გა­ძე და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გლდან­ში, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. თით­ქ­მის წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, ოჯახს გა­ზი­სა და შუ­ქის გა­რე­შე უწევს დღე­ე­ბის გა­ტა­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი ელი­კოს ერთ-ერთ შვილს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. გი­ორ­გა­ძე­ე­ბი წლე­ბია, მთავ­რო­ბას სთხო­ვენ კუთ­ვ­ნილ თავ­შე­სა­ფარს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ელი­კო ამ­ბობს, მათ წე­რი­ლებს არა­ვინ ეხ­მა­უ­რე­ბა და ცო­ტა ხან­ში შე­საძ­ლოა, ქუ­ჩა­შიც ამო­ყონ თა­ვი, რად­გან იმ სახ­ლის პატ­რო­ნი, სა­დაც დღეს ცხოვ­რო­ბენ, მათ გაგ­დე­ბას უპი­რებს. ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია...


- აბა, რო­მე­ლი ოჯა­ხი იცხოვ­რებს ისეთ პი­რო­ბებ­ში, რო­გორ­შიც მე და ჩე­მი შვი­ლე­ბი ვართ? არა­ერ­თხელ მივ­მარ­თე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გ­ნე­ლებს თხოვ­ნით, რომ ჩვენ­თ­ვის ყუ­რადღე­ბა მო­ექ­ცი­ათ და დახ­მა­რე­ბის ხე­ლი გა­მო­ე­წო­დე­ბი­ნათ, მაგ­რამ ჩვენს თხოვ­ნას არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. გლდა­ნის პირ­ველ მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ. მე­ზობ­ლებ­მა იცი­ან, რა გა­სა­ჭი­რიც გვად­გას და რო­მე­ლი­მეს თვალ­ში რომ ჩა­ვუ­ვარ­დეთ, ხელ­საც არ ამო­ის­ვა­მენ, ისე ვე­ცო­დე­ბით. 1994 წელს ანუ მას მე­რე, რაც სო­ხუ­მი­დან იძუ­ლე­ბით წა­მოს­ვ­ლა მოგ­ვი­ხა­და, ეს ბი­ნა მე და ჩემს სამ შვილს ჩემ­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა დაგ­ვით­მო. თა­ვად რუს­თავ­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა ჰქონ­და. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, 2013 წელს ბი­ნა იპო­თე­კით და­იტ­ვირ­თა, 2014 წლის მა­ის­ში კი გა­ყი­დეს. ცნო­ბი­სათ­ვის, მე და ჩე­მი სა­მი შვი­ლი მი­წე­რი­ლი ვი­ყა­ვით ამ ბი­ნა­ში, რო­გორც დევ­ნი­ლე­ბი. მას მე­რე, რაც თავ­შე­სა­ფა­რი გაგ­ვი­ყი­დეს, ჩე­მი ვა­ჟი რუ­სეთ­ში წა­ვი­და. იქ ჰყავს ცო­ლი და სა­მი შვი­ლი. რა­ღაც დრო­ის მან­ძილ­ზე ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს ქი­რას - 300 ლარს უგ­ზავ­ნი­და, მე­რე მოს­კოვ­შიც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნა. ერ­თხე­ლაც, შვილ­მა და­მი­რე­კა, - და­მაგ­ვი­ან­დე­ბა იმ ქა­ლის­თ­ვის ფუ­ლის მი­ცე­მა, მაგ­რამ არ ინერ­ვი­უ­ლოს, გა­და­ვუხ­დიო. და­ვუ­კავ­შირ­დი და გა­და­ვე­ცი შვი­ლის ნათ­ქ­ვა­მი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წლე­ბის წინ გაგ­ვი­ყი­დეს ბი­ნა და მე­პატ­რო­ნე ერ­თხე­ლაც არ მი­ნა­ხავს. პი­რი რომ არ გაგ­ვე­ტე­ხა, ახ­ლობ­ლის ნა­ჩუ­ქა­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი გავ­ყი­დეთ და ქი­რა გა­ვუგ­ზავ­ნეთ. მე­რე კი, გა­სა­ყი­დი რომ არა­ფე­რი გვქონ­და, ხე­ლი ჩა­ვიქ­ნი­ეთ... არ იფიქ­როს ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ, რომ ამა­თი მოს­ვ­ლის შემ­დეგ ვითხოვ ბი­ნას. არა, ბი­ნას, რო­გორც ლტოლ­ვი­ლი, სო­ხუ­მი­დან გად­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ვითხოვ. სულ გან­ცხა­დე­ბებს ვწერ­დი, მაგ­რამ არ დაგ­ვად­გა საშ­ვე­ლი. 2012 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უნ­და მიგ­ვე­ღო ბი­ნა, - ასე გვპირ­დე­ბოდ­ნენ. ვართ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი 2006 წლი­დან. მყავს ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, პენ­სი­ო­ნე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი. გა­თი­შუ­ლი გვაქვს შუ­ქი და გა­ზი. მო­დით და ნა­ხეთ, რა ხდე­ბა ჩვენს ბი­ნა­ში. ცე­ლო­ფა­ნის პარ­კე­ბით გვაქვს ფან­ჯ­რე­ბი აჭე­დი­ლი. გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლია ბი­ნა, წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია.
არა­ერ­თხელ მივ­მარ­თე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ პი­რებს და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. შე­მავ­სე­ბი­ნეს აპ­ლი­კა­ცია 2016 წლის 10 აგ­ვის­ტო­საც, მაგ­რამ ისიც კი არ ვი­ცი, ჩე­მი საქ­მე გა­ნი­ხი­ლეს თუ არა. მთავ­რო­ბა­ში არა­ვინ მყავს და ვინ რას გაგ­ვა­გე­ბი­ნებს? ერ­თი მითხა­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩე­მის­თა­ნა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­ზე არ უნ­და ზრუ­ნავ­დეს? მა­შინ, რა უნ­დათ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე? კვი­რი­კაშ­ვილს, ცო­ტა ად­რე - ღა­რი­ბაშ­ვილ­საც მივ­მარ­თე თხოვ­ნით. რა ვი­ცი, იქ­ნებ პი­რა­დად ამ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა ჩე­მი სათხო­ვა­რი და ახ­ლა მა­ინც შე­მო­მეხ­მი­ა­ნონ, პრე­სა რომ აგაჭ­რე­ლე­ბი­ნეთ ჩე­მი წუ­წუ­ნით (ა­რა­და, ამი­სი მრცხვე­ნია, მაგ­რამ რა დროს სირ­ცხ­ვილ­ზე დარ­დია, რო­ცა შვი­ლე­ბი გყავს ცუდ დღე­ში?). თუ შე­მო­მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, მად­ლო­ბე­ლი დავ­რ­ჩე­ბი, თუ არა და, მა­ლე ნა­ხა­ვენ, ეს პენ­სი­ო­ნე­რი ქა­ლი რა­საც მო­ვი­მოქ­მე­დებ.

- რის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ?

- უკი­დუ­რეს ზო­მებს მი­ვი­ღებ და ისეთ რა­მეს გა­ვა­კე­თებ, რომ პრე­სა თუ ტე­ლე­ვი­ზია თა­ვად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩე­მით, მე არ მო­მი­წევს რე­დაქ­ცი­ებ­ში და­რეკ­ვა. არ ვი­მუქ­რე­ბი. უბ­რა­ლოდ, ამის გა­კე­თე­ბა მო­მი­წევს და ნუ­თუ, მე­რე არა­ვის შერ­ცხ­ვე­ბა, სინ­დი­სი არ შე­ა­წუ­ხებს? უყუ­რადღე­ბო­ბა რო­დემ­დე ვით­მი­ნოთ? ასე­თი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ცხოვ­რე­ბა რო­დემ­დე ავი­ტა­ნოთ? რამ­დე­ნი ბი­ნა და­ა­რი­გეს ლტოლ­ვი­ლებ­ზე და ჩვენ რა­ღა და­ვა­შა­ვეთ? შვილს ღა­მის 12 სა­ათ­ზე უნ­და მივ­ცე წა­მა­ლი და სიბ­ნე­ლე­ში ხან რას ვე­ჯა­ხე­ბი, ხან - რას. მე­რე წა­მალს ვკარ­გავ, ხან წყა­ლი მეს­ხ­მე­ვა... 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წევს ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი. გა­ყი­ნულ სახ­ლ­ში გაძ­ლე­ბა ძნე­ლია. თა­ნაც, ქა­ლე­ბი ვართ, გა­რეცხა და და­უ­თო­ე­ბა გვჭირ­დე­ბა. ნუ­თუ, არ გე­ცო­დე­ბით?.. ბი­ნის ამ­ჟა­მინ­დელ­მა მე­პატ­რო­ნე­მაც გვი­ჩივ­ლა და 24-დან 28 დე­კემ­ბ­რამ­დე გვაქვს ვა­და, მე­რე ალ­ბათ გაგ­ვა­სახ­ლე­ბენ. ვერ­სა­დაც ვერ წა­ვალ, მაგ­რამ თუ მა­ი­ძუ­ლე­ბენ, მა­შინ კან­ცე­ლა­რი­ას­თან ან ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტ­თან დავ­დ­გე­ბი ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში მო­ვიწყობთ სა­წო­ლებს და ეგ იქ­ნე­ბა...

ნუ­თუ, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მოს­ვ­ლის შემ­დეგ, გულს უღე­ბენ ადა­მი­ა­ნებს?

ისე, არ მინ­და, ვინ­მეს მცი­რე­ო­დე­ნიც და­ვუ­კარ­გო. დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტ­რო რომ ავა­წი­ო­კე წე­რი­ლე­ბით, დამ­პირ­დ­ნენ, ბი­ნის ქი­რას გა­და­გიხ­დი­თო. 150 ლა­რი ჩა­მი­რიცხეს, ისიც, მხო­ლოდ სამ­ჯერ. სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ვე­დი და თა­ნამ­შ­რო­მელ გო­გო­ნას ვკითხე, - ამ ფუ­ლით ბი­ნა სად უნ­და ვი­ქი­რაო-მეთ­ქი? 70 წლის ქალს იმ ახალ­გაზ­რ­დამ აგ­დე­ბუ­ლად მითხ­რა: ახ­ლა რა, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობთ და 150-ლა­რი­ან ბი­ნას და­ი­წუ­ნებ­თო?! ეჰ... გე­გო­ნე­ბა, სო­ხუ­მი და ჩვე­ნი სახ­ლი ნე­ბით დავ­ტო­ვეთ. მა­პა­ტი­ონ სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა, ქედს ვიხ­რი გარ­დაც­ვ­ლი­ლე­ბის წი­ნა­შეც, მაგ­რამ ჩვენც ხომ ვართ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი? მა­ინ­ც­და­მა­ინც ვინ­მე უნ­და გვყავ­დეს მთავ­რო­ბა­ში, რომ მოგ­ვ­ხე­დონ? ჩვენ არ ვართ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?
ცნო­ბი­სათ­ვის, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეც დავ­წე­რე წე­რი­ლი, მაგ­რამ მის­გან პა­სუხ­საც ვერ ვე­ღირ­სე. სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა წე­რილ­ზე მი­პა­სუ­ხა: ქალ­ბა­ტო­ნო ელი­კო, თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი დარ­ღ­ვე­უ­ლია და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მო­დი­თო. მი­ვე­დი, მაგ­რამ მის მცდე­ლო­ბებ­საც არ მოჰ­ყო­ლია შე­დე­გი.
იცით, მთე­ლი 13 წე­ლი არ მიგ­ვი­ტო­ვე­ბია სო­ხუ­მი. პრო­ფე­სი­ით მედ­და ვარ. არც სო­ხუ­მი მი­მი­ტო­ვე­ბია, არც ჩე­მი სახლ-კა­რი და არც პა­ცი­ენ­ტე­ბი. თავ­ზე ვა­დე­ქი ყვე­ლას, ბრძო­ლის წი­ნა ხაზ­ზეც დავ­დი­ო­დი და იქ გა­მოვ­ლი­ლი ში­შის, სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბის ყუ­რე­ბის­გან და­ა­ვად­და ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი.
თბი­ლის­ში მარ­თ­ლაც რომ იძუ­ლე­ბით წა­მო­ვე­დით და აქ კარ­გა ხანს ვმა­ლავ­დით, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი რომ ჰქონ­და.

- ამას რა­ტომ მა­ლავ­დით?

- ხალ­ხის შეგ­ვე­შინ­და. ხომ იცით, ჩემს გო­გო­ნას და და ძმა ჰყავს. არ გვინ­დო­და, მი­სი ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო და­ნარ­ჩე­ნებ­საც პრობ­ლე­მა გას­ჩე­ნო­და. მაგ­რამ მე­რე აუტა­ნე­ლი გახ­და მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში დაგ­ვეწ­ვი­ნა. მე­ზობ­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ, ალ­ბათ, სა­ცო­და­ო­ბა დატ­რი­ალ­დე­ბო­და ჩემს სახ­ლ­ში. ფან­ჯა­რა­ზე ავი­და და მე­ზობ­ლის ბი­ჭებ­მა შე­ნიშ­ნეს, გა­და­მარ­ჩი­ნეს. აქ ყვე­ლას ვე­ცო­დე­ბით. მე არ მინ­და არც სო­ზარ სუ­ბა­რის ან კვრი­კაშ­ვი­ლის ბი­ნა. მე ვითხოვ იმას, რაც მე­კუთ­ვ­ნის რო­გორც დევ­ნილ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ, მე­ტის ატა­ნა აღარ შეგ­ვიძ­ლია.
P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
26.01.2017
იმედია ამ წელს მაინც მოგცემენ ბინას.მეც დევნილი ვარ.არც ისე კარგ პირობებში ვცხოვრობ ,მაგრამ ქირის ფულს არ ვიხდი.თქვენნაირ .მდგომარეობაშია ბევრი.პირადად ჩემი დის ოჯახი.
ზაირა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი