ემიგ­რან­ტის მა­მა - შვი­ლის­თ­ვის მიძღ­ვ­ნი­ლი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი
font-large font-small
ემიგ­რან­ტის მა­მა - შვი­ლის­თ­ვის მიძღ­ვ­ნი­ლი ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი

"პენ­სი­ო­ნე­რი ბე­რი­კა­ცი ვარ",
- ასე გაგ­ვეც­ნო "გზის" ერ­თ­გუ­ლი მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებს ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ამის გა­მო წლე­ბია, ემიგ­რანტ შვილ­თან არ უსა­უბ­რია. მის წე­რილს მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბე­ბით გთა­ვა­ზობთ:
"გი­ლო­ცავთ ახალ წელს. ეს წე­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ბედ­ნი­ე­რე­ბის, მშვი­დო­ბის, იმე­დე­ბის ას­რუ­ლე­ბის წე­ლი, თქვენს ჟUურნალს კი ვუ­სურ­ვებ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნოს წარ­თ­მე­უ­ლი გვერ­დე­ბი - ახ­ლა რომ შიმ­ში­ლის­გან გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბულ მო­დელს ჰგავს, ქარ­თ­ველ კა­ცებს რომ გვიყ­ვარს, ისე­თი სუნ­სუ­ლა გამ­ხ­და­რი­ყოს - ეს ხუმ­რო­ბით...
მე მიყ­ვარს "გზა". თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის ვერ ვა­ხერ­ხებ მის შე­ძე­ნას, რად­გან მი­ჭირს კვი­რა­ში ლარ­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­მე­ტო პენ­სი­ო­ნერ­მა ჟურ­ნა­ლის­თ­ვის. არა­და, მარ­თ­ლა ნა­მეტ­ნა­ვად შე­მაყ­ვა­რეთ თა­ვი წლე­ბის მან­ძილ­ზე. პენ­სია თუ გა­მეზ­რ­დე­ბა, რო­გორც ამას ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი "სა­არ­ჩევ­ნო სიზ­მ­რებ­ში" გვპირ­დე­ბოდ­ნენ ან თქვენ თუ ისევ ლა­რად გა­ყი­დით თქვენს მარ­გა­ლიტს, მა­შინ ჩვე­ულ სტილ­ში ჩავ­დ­გე­ბი, თუ არა და, რო­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ვი­ყი­დი და რო­ცა არ მექ­ნე­ბა, ისევ "კი­ოს­კე­ბის" გამ­ყიდ­ვე­ლებს შე­ვა­წუ­ხებ ჩე­მი წუ­წუ­ნით და ისი­ნიც მათხო­ვე­ბენ ხოლ­მე, თვა­ლი რომ გა­და­ვავ­ლო.
ახ­ლა, რის­თ­ვის გა­წუ­ხებთ: მინ­და, ხმა მი­ვაწ­ვ­დი­ნო ჩემს ქა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძ­ნეთ­შია. ვი­ცი, უყ­ვარს თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი: ქე­თი­ნო, არ გრცხვე­ნია, მა­მა ასე რომ და­ი­ვიწყე? ნუ­თუ, სა­ნამ ფე­ხებს არ გავ­ფ­შეკ, ჩა­მოს­ვ­ლას არ იკად­რებ? არა­და, რამ­დე­ნი რამ მაქვს შენ­თ­ვის სათ­ქ­მე­ლი. რო­გორ მჭირ­დე­ბა ახ­ლა ქა­ლიშ­ვი­ლის მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი. მე იმის­თ­ვის არ გა­მიზ­რ­დია შვი­ლი, რომ გამ­ქ­ცე­ო­და. მინ­დო­და, გვერ­დით მყო­ლო­დი, რომ ხში­რად ჩამ­ხუ­ტე­ბო­დი, თავ­ზე ხე­ლი გა­და­გეს­ვა ჩემ­თ­ვის და გეთ­ქ­ვა, რომ გიყ­ვარ­ვარ. სულ ეს არის, რა­საც შენ­გან მო­ვითხოვ­დი ამ სი­ბე­რე­ში, თო­რემ მე არც შე­ნი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ტკბი­ლე­უ­ლი მინ­და და ფუ­ლი ხომ მით უმე­ტეს...
ახ­ლა ვი­ღაც იტყ­ვის, - ეს უჭ­კუო კა­ცი, აქ რომ არ გა­მო­ე­ფი­ნა თა­ვი­სი გუ­ლის ტკი­ვი­ლი, ტე­ლე­ფო­ნით ვერ და­ე­ლა­პა­რა­კა შვილს ან კომ­პი­უ­ტე­რი­თო? არც კომ­პი­უ­ტერს ვე­კა­რე­ბი და არც ტე­ლე­ფონს. ორი­ვე ეშ­მა­კის გა­მო­გო­ნი­ლი მგო­ნია მე. ამ ე.წ. ვირ­ტუ­ა­ლურ­მა სამ­ყა­რომ დაგ­ვა­შო­რა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და ნუ­თუ, ამას ვერ ხვდე­ბით? კა­ცობ­რი­ო­ბა იქით მი­დის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბიც რო­ბო­ტის­მაგ­ვარ ტი­პე­ბად ვიქ­ცე­ვით, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს გო­ნე­ბის კარ­ნა­ხით და გუ­ლი მის­თ­ვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა. მა­ლე ბა­ტო­ნე­ბო, ისეთ რა­მეს გა­მო­ი­გო­ნე­ბენ, რომ კომ­პი­უ­ტე­რით სექ­სიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბაო... აპა­პააა. ეგ რა­ღა უბე­დუ­რე­ბაა, ვერ გა­მი­გია და ღმერ­თ­მა არც მო­მას­წ­როს ასეთ დროს. აბა, რა ჯო­ბია რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს? რა ჯო­ბია იმას, ჟურ­ნალს რომ გა­დაშ­ლი და წა­ი­კითხავ? წიგ­ნის სურ­ნელს გა­ნა, კომ­პი­უ­ტე­რის კა­ბე­ლე­ბის სურ­ნე­ლი შე­ედ­რე­ბა? ხე­ლით რომ ეხე­ბი რა­ღა­ცას და შე­იგ­რ­ძ­ნობ, ეს უკე­თე­სი რომ არის, ვიდ­რე გა­ყი­ნუ­ლი ტექ­ნი­კა, ამას ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თUუ რა ხდე­ბა? ნუ­თუ, ჩვენს ტვინ­ში შე­მო­იჭ­რა რა­ღაც ვი­რუ­სუ­ლი, რო­მე­ლიც იმის კე­თე­ბას გვა­ი­ძუ­ლებს, რაც ცუ­დია? მე მინ­და, ჯან­მ­რ­თე­ლი ტვი­ნით მოვ­კ­ვ­დე და ვიდ­რე ცოცხა­ლი ვარ, სა­ძაგ­ლო­ბებს ახ­ლო­საც არ გა­ვი­კა­რებ. ასე რომ, სხვა გზა არ მაქვს, ქა­ლიშ­ვილს აქე­დან უნ­და მი­ვაწ­ვ­დი­ნო ხმა და თქვენ, კომ­პი­უ­ტე­რით ტვინ­და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლებ­მა, თუ გინ­დათ, დამ­ცი­ნეთ.
ჩე­მო ქე­თი­ნო, ჩე­მო ქე­თუ­შა, ქე­თუ­სია... ნუ­თუ ღირ­და გაქ­ცე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან იმის­თ­ვის, რომ ქმა­რი გერ­ჩი­ნა? ნუ­თუ არ ჯობ­და, შვი­ლებ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყა­ვი და მათ ყო­ველ­დღე და­ე­ძა­ხათ შენ­თ­ვის "დე­და", ვიდ­რე ყო­ველ­დღე ეწუ­წუ­ნათ: ფუ­ლი გვინ­დაო? ან კი ვინ და­გი­ფა­სებს ამ თავ­გან­წირ­ვას! გუ­ლი მის­კ­დე­ბა და გო­ნე­ბა ლა­მის ამი­დუღ­დეს იმა­ზე ფიქ­რით, რომ ახ­ლა შენ ვი­ღაც უცხო კაცს უვ­ლი და სა­კუ­თა­რი მა­მა კი არ გი­ნა­ხავს წლე­ბია. ნუ­თუ, იმი­ტომ გაგ­ზარ­დე და გევ­ლე­ბო­დი თავს, რომ სხვი­სი მო­ნა ყო­ფი­ლი­ყა­ვი? სი­ძე რო­გორ არ მიყ­ვარს, კა­ცო, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, სა­მუ­შაოდ ის წა­სუ­ლი­ყო და ცო­ლი არ გა­ეშ­ვა? თუმ­ცა, მას ვერ გა­ვამ­ტყუ­ნებ: ჩე­მი შვი­ლი ისე­თი ჯი­უ­ტია, მის ახი­რე­ბებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა იოლი საქ­მე სუ­ლაც არ არის. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ქე­თი­ნოს შვი­ლებ­თან ცი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს: მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა ეს "სკა­ი­პი" თუ რა­ღაც ჯან­და­ბა. წლე­ბი რაც უფ­რო გა­დის, მით მე­ტად ცივ­დე­ბა დე­და-შ­ვი­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და მე ამას ვგრძნობ. მინ­და თუ არა, მე­ო­რე ოთახ­ში მყოფს, მა­თი სა­უ­ბა­რი მეს­მის და... საწყე­ნია, შვი­ლე­ბის­თ­ვის დე­და ფუ­ლის შე­მომ­ტან მან­ქა­ნას­თან რომ არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი. დაბ­რუნ­დი, შვი­ლო, ოჯახ­ში, ვიდ­რე ქარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი არ და­გი­კარ­გავს და მეც გა­მით­ბე გუ­ლი ამ სი­ბე­რის ჟამს, გთხოვ.
ასე, შო­რი­დან გი­ლო­ცავ ახალ 2017 წელს და შვი­ლე­ბის გულ­ში ჩაკ­ვ­რას გი­სურ­ვებ!"
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
18.01.2017
მართალია ეს კაცი, ქვეყანას რომ მიატოვებ და ახლობლებს,მერე ძნელია დაბრუნება მანამდე სანამ მიზანს არ მიაღწევ. სამაგიერო კი ძვირი ღირს ,,ახალგაზრდობა'' მიდის,ურთიერთობაც ცივდება. თვითონაც კარგად იციან მაგრამ........... დაბრუნების პირობები საშუალო მაინც უნდა დახვდეთ რომ უკან წასვლა არ მოუხდეთ. ეს წელი ყველას სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს.
მმ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი