"მე­გო­ბა­რი შემ­თხ­ვე­ვით შე­მო­მაკ­ვ­და და... დღემ­დე ვის­ჯე­ბი"
font-large font-small
"მე­გო­ბა­რი შემ­თხ­ვე­ვით შე­მო­მაკ­ვ­და და... დღემ­დე ვის­ჯე­ბი"
წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"რამ­დე­ნი­მე წე­ლი ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი, გა­მო­ვე­დი და ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. ახ­ლა არ ვი­ცი, ჩემს ცხოვ­რე­ბას რა ჰქვი­ა", - ასე­თი შე­სა­ვა­ლი აქვს წე­რილს, რო­მე­ლიც რე­დაქ­ცი­ა­ში მო­მი­ტა­ნეს. უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თით­ქოს, სი­ნა­ნუ­ლად არის ქცე­უ­ლი, ცი­ხე­ში კი მკვლე­ლო­ბის გა­მო იჯ­და და არც მიკ­ვირს, ადა­მი­ა­ნე­ბი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს რომ არი­დე­ბენ. თუმ­ცა, არც ისაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ მკვლე­ლო­ბა მარ­თ­ლაც, შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და ანუ რო­გორც წე­რი­ლის ავ­ტო­რი ამ­ბობს, მე­გო­ბა­რი შემ­თხ­ვე­ვით შე­მო­აკ­ვ­და...


წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"ვე­ღარ გა­ვი­გე, აღ­მართს და­ვად­გე თუ თავ­ქ­ვე და­ვეშ­ვა. და­ვუბ­რუნ­დი ჩე­მი მშობ­ლე­ბის სახლს, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ბავ­შ­ვო­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ერ­თხანს იქ გუ­ლი სა­გუ­ლეს მქონ­და - ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლის­თ­ვის შვე­ბა იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თ­ქ­ვა, მაგ­რამ მე­რე სხვა მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი გა­მიჩ­ნ­და და ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი; სხვა თუ არა­ფე­რი, საქ­მე უნ­და გა­მე­ჩი­ნა, ფუ­ლი რომ მე­შო­ვა, მაგ­რამ თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ, არა­ვინ გა­მი­კა­რა სი­ახ­ლო­ვეს და და­საქ­მე­ბა­ზე ხომ სა­ერ­თოდ, ყვე­ლამ უარი მითხ­რა. რთუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა. ეს და­ღია, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ აჩ­ნ­დე­ბა და ზო­ლად გას­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბას. "ეს კრი­მინა­ლია!" - ამ სიტყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი ხდე­ბა თით­ქოს და მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გად­მომ­ხე­და­ვენ ხოლ­მე უც­ნო­ბე­ბიც. არც იცი­ან, რის­თ­ვის მო­ვი­ხა­დე სას­ჯე­ლი და უკ­ვე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვთ: ამას­თან მე­გობ­რო­ბა კი არა, ურ­თი­ერ­თო­ბაც სა­ში­შიაო! არა­და, ჩე­მი აზ­რით, მარ­თ­ლა არ ვარ სა­ში­ში. ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ახ­ლა ძა­ლი­ან უჭირს რო­გორც სუ­ლი­ე­რად, ისე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. თუმ­ცა, სუ­ლი­ე­რად უფ­რო ღა­რი­ბუ­ლად ვარ და მე­გობ­რის მხარ­ში დგო­მა მე­ნატ­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნი შე­მო­მაკ­ვ­და. სულ შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ის ჩე­მი მე­გო­ბა­რი იყო. ერთ დღეს ქე­ი­ფი გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ბი­ჭებ­მა. წა­ვე­დით რეს­ტო­რან­ში. მთვრა­ლებს შე­კა­მა­თე­ბა მოგ­ვიხ­და. ნას­ვამ­მა ვერ მოვ­ზო­მე, რას ვა­კე­თებ­დი და სა­კუ­თარ მე­გო­ბარს და­ნა ჩა­ვარ­ტყი. სა­სიკ­ვ­დი­ლო ჭრი­ლო­ბა აღ­მოჩ­ნ­და მის­თ­ვის. ის ხომ მოკ­ვ­და და მე გუ­ლი და­მიფ­ლი­თა სი­ნა­ნულ­მა. ნე­ტავ, იმ დღეს სა­ერ­თოდ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქე­ი­ფოდ. ნე­ტავ, მი­წა გახ­ს­ნი­ლი­ყო და შიგ ჩავ­ვარ­დ­ნი­ლი­ყა­ვი, ოღონდ, ჩე­მი ხე­ლი­დან არ მომ­კ­ვ­და­რი­ყო ის ადა­მი­ა­ნი. ნე­ტავ, სულ არ გა­ვე­ჩი­ნე მშო­ბელ დე­დას... ნე­ტავ, ნე­ტავ... ათა­სი ფიქ­რი მიტ­რი­ა­ლებს მას მე­რე თავ­ში, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა ვერც სი­ნა­ნულ­მა მო­ა­ხერ­ხა და ვერც ექი­მებ­მა გა­და­მირ­ჩი­ნეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი.
ცხა­დია, არ და­მი­მა­ლავს პო­ლი­ცი­ის­თ­ვის, რომ უამ­რავ ხალხს შო­რის, და­ნა მე ჩა­ვარ­ტყი მოკ­ლულს. ისიც ვთქვი, რომ ეს შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რეს... თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის მნNიშვნელობა არ ჰქონ­და, რამ­დენ წელს მო­მის­ჯიდ­ნენ; მა­შინ მე­გო­ნა, რომ დამ­თავ­რ­და ყვე­ლა­ფე­რი. იმა­საც ვამ­ბობ­დი, თავს არ ვი­ცოცხ­ლებ და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, სად მოვ­კ­ვ­დე­ბი-მეთ­ქი? თუმ­ცა, ვერ გავ­ბე­დე ამის გა­კე­თე­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლი ყო­ფი­ლა სულ­თან გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბა. მში­შა­რა და უძ­ლუ­რი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. მივ­ხ­ვ­დი, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ძა­ლი­ან მყვა­რე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვი...

იმ დღეს მე მხო­ლოდ მე­გო­ბა­რი კი არა, მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც "მოვ­კა­ლი", სა­კუ­თა­რი მშOობლებიც, ძმაც, ახ­ლობ­ლე­ბიც... ჰო, ასე გა­მო­ვი­და. ყვე­ლამ ზურ­გი მაქ­ცია. მხო­ლოდ დე­დას სჯე­რო­და ჩე­მი სი­მარ­თ­ლის, რომ ეს შემ­თხ­ვე­ვით მოხ­და, მაგ­რამ მის­მა რწმე­ნა­მაც ვერ მიხ­ს­ნა იმ ყო­ფის­გან, რო­გორ ყო­ფა­შიც დღეს ვარ. ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი და დე­და ცოცხა­ლი აღარ დამ­ხ­ვ­და. მა­მას ისე­დაც სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და ისიც გარ­დაც­ვ­ლი­ლი დამ­ხ­ვ­და. ნა­თე­სა­ვე­ბი კი მყავს, მაგ­რამ ძმას არ ვუნ­დი­ვარ და იმათ გა­ა­ხა­რებს ჩე­მი და­ნახ­ვა? ვგრძნობ, ში­შით მი­ყუ­რებს ძმა და სხვებს ვენ­დო­მე­ბი? ეში­ნი­ათ ჩე­მი და გა­მირ­ბი­ან. მეც, ვინ­მეს­თან სტუმ­რად თუ მი­ვალ, სულ ეკ­ლებ­ზე ვზი­ვარ, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე ჭი­ქას არ დავ­ლევ, მე­რე კი­დევ, რომ შევ­ზარ­ხოშ­დე­ბი, გულ­ბო­რო­ტი ვხდე­ბი, - სამ­ყა­რომ ზურ­გი მაქ­ცია და ამი­ტომ, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე უნ­და და­ვიმ­ხო-მეთ­ქი. სხვებს არა­ფერს ვუ­შა­ვებ, მაგ­რამ ხან ვე­ნებს ვიხ­ს­ნი მა­თი თან­დას­წ­რე­ბით, ხა­ნაც ვლე­წავ ყვე­ლა­ფერს, რაც ხელ­ში მომ­ხვდე­ბა. ჰო­და, რო­გორც იქ­ნა, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩემ­თ­ვის სას­მე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა და ახ­ლა ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ. მაგ­რამ ახ­ლა ამა­საც არ აქვს აზ­რი, უკ­ვე აღა­რა­ვინ მენ­დო­ბა...

ვნა­ნობ წარ­სულს. ძა­ლი­ან ვნა­ნობ, ჩემე­ბუ­რად რომ ვაფ­რენ­დი, მაგ­რამ ეს ხომ უნე­ბუ­რად მოხ­და და ძა­ლით, წი­ნას­წარ გან­ზ­რახ­უ­ლად არა­ვინ მო­მიკ­ლავს? მიზ­ნად არ მქო­ნია ვინ­მე იმ ქ­ვეყ­ნად გას­ტუმ­რე­ბა. ახ­ლაც, ნა­თე­სა­ვე­ბი მა­ინც, ადა­მი­ა­ნუ­რად რომ დამ­ხ­ვედ­როდ­ნენ გა­რეთ გა­მო­სულს, რა მოხ­დე­ბო­და? ცი­ხე­ში ნამ­დ­ვი­ლი მკვ­ლე­ლე­ბიც ის­ხ­დ­ნენ და მათ უამ­რა­ვი პატ­რო­ნი ჰყავთ გი­სო­სებს მიღ­მა, მე კი... იქ­ნებ მარ­თ­ლა ჯობს, ნამ­დ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლი, და­უნ­დო­ბე­ლი სის­ხ­ლის­მ­ს­მე­ლი ვი­ყო, ვიდ­რე ჩემ­ნა­ი­რი მში­შა­რა? თუ მარ­თ­ლა მკვლე­ლად ვიქ­ცე­ვი, ამის შემ­დეგ უფ­რო და­მა­ფა­სე­ბენ, ასე მგო­ნია. ვფიქ­რობ და ვერ გა­მი­გია, რო­მე­ლი გზა ავირ­ჩიო: ცუ­დი თუ უარე­სი. იქ­ნებ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლი და­მეხ­მა­როს რჩე­ვე­ბით, რო­გორ მო­ვიქ­ცე? ჩემს ად­გი­ლას თქვენ რას იზამ­დით, ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო?"


ლი­კა ქა­ჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
09.03.2017
ღმერთი გდაგეხმარებაააა ილოცე
ხათუნა
09.03.2017
სასმელს არ უნდა გაეკარო . ადამიანებისგან ნდობის დაბრუნება ძაან ძნელია ყველას ეშინია მკვლელის. და ეგ არაა თავის მარტლება ნასვამ მდგომარეობაში ვიყავიო. ტავი ხელში აიყვანე ღმერთია შენ მხსნელი და ილოცე ის გადაგარჩენს და შეგინდობს. ღმერთის სიყვარული ისწავლე და გზა უფლისკენ მიმავალი გადაგარჩენსსსსსსსსსსსსს.
ხათუნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
960 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი