"შეძ­ლე­ბულ კაცს მის­ცეს უმან­კო ბავ­შ­ვი ცო­ლად"
font-large font-small
"შეძ­ლე­ბულ კაცს მის­ცეს უმან­კო ბავ­შ­ვი ცო­ლად"
სიკ­ვ­დილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ცის უც­ნა­უ­რი წე­რი­ლი


ახა­ლი წლის დღე­ებ­ში წე­რი­ლი მომ­წე­რეს, რომ­ლის ავ­ტო­რიც სევ­დი­ან ამ­ბავს იხ­სე­ნებს და სა­დარ­დე­ბელს გვი­ზი­ა­რებს. 65 წლის ბა­ტონ თე­მურს იმე­დი აქვს, რომ ჟურ­ნალ "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბი მას სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბით და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ტკი­ვი­ლი ცო­ტა­თი მა­ინც რომ შე­უმ­სუ­ბუქ­დეს.


წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"სა­ო­ცარ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, და­უ­ჯე­რებ­ლა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტია, ეს ამ­ბა­ვი პი­რა­დად შე­მემ­თხ­ვა. ღმერ­თო, რა არ ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ვზი­ვარ მარ­ტო და თვა­ლე­ბი ცრემ­ლით მაქვს სავ­სე. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ ამ­ბის აუღელ­ვებ­ლად მო­ყო­ლა, მაგ­რამ გა­ჩუ­მე­ბაც არ შე­მიძ­ლია. ვი­ღა­ცას უნ­და მო­ვუყ­ვე, ვი­ღა­ცას უნ­და გა­ვუ­ზი­ა­რო ჩე­მი დარ­დე­ბი და ვთხო­ვო ხალხს რჩე­ვა. მინ­და ვი­ცო­დე, მარ­თ­ლა ხდე­ბა ასე­თი რა­მე­ე­ბი თუ ყვე­ლა­ფე­რი მეჩ­ვე­ნე­ბა.

ამ ამ­ბა­ვის კვან­ძის გახ­ს­ნა ჟურ­ნალ "გზის" მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მკითხ­ვე­ლებს მო­ვუთხ­რო თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბა­ვი. იქ­ნებ ასე ცო­ტა მა­ინც მო­მეშ­ვას გულ­ზე...
2016 წლის 2 ნო­ემ­ბე­რია, პა­რას­კე­ვი. ვზი­ვარ სახ­ლ­ში მარ­ტო, ღუ­მელ­თან და ჩარ­თუ­ლი მაქვს ტე­ლე­ვი­ზო­რი. რა­ღაც ვერ ვარ კარ­გად. მკერ­დის მარ­ცხე­ნა მხა­რეს რა­ღაც ამო­უც­ნო­ბი ძა­ლა მაწ­ვე­ბა. თით­ქოს რა­ღა­ცის მო­ლო­დინ­ში ვარ, წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა კი არას­დ­როს მღა­ლა­ტობს. ავ­დე­ქი, გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­რე ოთახ­ში და მა­გი­და­ზე, წი­ნადღეს ნა­ყიდ ჟურ­ნალს შე­ვავ­ლე თვა­ლი. დავ­ჯე­ქი და და­ვიწყე მი­სი ფურ­ც­ვ­ლა. და­სა­მა­ლი არაა და რო­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა, "კი­ოს­კ­ში" მი­სუ­ლი, სხვა გა­მო­ცე­მებს შო­რის, ყო­ველ­თ­ვის "გზას" ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. #47 მი­ჭი­რავს ხელ­ში. ჰო­და, რას არ წა­ი­კითხავ ამ ჟურ­ნალ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო­სა და გა­მო­სა­დეგს, სა­ხა­ლი­სო­სა და სევ­დი­ანს. გა­ეც­ნო­ბი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას. ერ­თი სიტყ­ვით, კარ­გი ჟურ­ნა­ლია. ყვე­ლას ვურ­ჩევ, შე­ი­ძი­ნოს და წა­ი­კითხოს. იცით, ჩვენ­თ­ვის, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის არის შექ­მ­ნი­ლი და მად­ლო­ბის მე­ტი რა მეთ­ქ­მის რე­დაქ­ცი­ის მი­მართ. ეს კო­ლექ­ტი­ვი ნამ­დ­ვი­ლად, შე­ქე­ბის ღირ­სია.

თუმ­ცა­ღა, 47-ე ნომ­რის წა­კითხ­ვამ მტკივ­ნე­უ­ლი და­ღი და­მას­ვა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჟურ­ნა­ლი შემ­ძულ­და. ვი­ცი, რე­დაქ­ცია არა­ფერ შუ­ა­შია. ეს უფ­ლის ნე­ბა იყო. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ. დი­დე­ბა შენ­და, უფა­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნალს, მას კი­დევ უფ­რო ხში­რად შე­ვი­ძენ...
ალ­ბათ იცით, რომ "გზა­ში" არის "მარ­ტო­ხე­ლა ქალ­თა და მა­მა­კაც­თა კლუ­ბი". ზო­გი ეძებს საქ­მ­როს, ზო­გიც სა­ცო­ლეს და ა.შ. ვე­რა­ფერს იტყ­ვი, ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს.
დრო თავ­ზე საყ­რე­ლად მაქვს და შევ­ყე­ვი ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის კითხ­ვას. ჩე­მი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია ერ­თ­მა გან­ცხა­დე­ბამ: ავ­ტო­რი ითხოვ­და დახ­მა­რე­ბას, - მე­ო­რე გან­მ­ცხა­დებ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­გე­ბა მინ­და და მო­მეშ­ვე­ლე­თო. ეტყო­ბო­და, კარ­გად არ იყო გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ამ რუბ­რი­კის წე­სებ­ში. არა­და, ად­ვი­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­გე­ბა.

ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცია პირ­და­პირ შა­ვით თეთ­რ­ზე წერს, ეს რო­გორ უნ­და მო­ა­ხერ­ხო...
ჰო­და, ამ გან­ცხა­დე­ბამ გა­მი­ჩი­ნა სურ­ვი­ლი დავ­ხ­მა­რე­ბო­დი იმ ადა­მი­ანს. "ა­მო­ვაგ­დე" მი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და და­ვუ­მე­სი­ჯე: მი­ი­ღებთ თუ არა ჩემ­გან დახ­მა­რე­ბას-მეთ­ქი? ნე­ტავ, სულ არ ამეკ­რი­ფა მი­სი ნო­მე­რი, მაგ­რამ ეტყო­ბა, ესეც უფ­ლის ნე­ბა იყო. მე­სი­ჯის წყა­ლო­ბით მე სა­ში­ნე­ლი რამ შე­ვიტყ­ვე...
იმ ადა­მი­ან­მა მა­შინ­ვე გად­მო­მი­რე­კა და ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვე­სა­უბ­რეთ ერ­თ­მა­ნეთს. სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბიც აღ­მოგ­ვაჩ­ნ­და. რო­ცა ტე­ლე­ფონ­ში მი­სი ერთ-ერ­თი ახ­ლობ­ლის გვა­რი გა­ვი­გო­ნე, შე­ვე­კითხე, - ამ გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ქალ­ბა­ტონს, პი­რო­ბი­თად ნი­ნოს ხომ არ იც­ნობთ-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა, რომ ის იყო ნი­ნოს ქმრის ნა­თე­სა­ვი. ვკითხე, რო­გორ არის-მეთ­ქი? - ავ­ტო­ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და მშობ­ლი­ურ სო­ფელ­შია დაკ­რ­ძა­ლუ­ლიო. ავა­რია კი მომ­ხ­და­რა 2005 წელს, ქუ­თა­ი­სის გა­რე­უ­ბან­ში, მდი­ნა­რე გუ­ბის­წყ­ლის სი­ახ­ლო­ვეს. მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ვი­თი­შე. ეს ჩემ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თურ­მე, ცოცხ­ლებს შო­რის აღარ არის და და­მარ­ხუ­ლია მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე! ღმერ­თო, რა შეგ­ცო­დე ასე­თი?!.

მე და ნი­ნომ ერ­თ­მა­ნე­თი 1973 წელს გა­ვი­ცა­ნით. მე 22-ის გახ­ლ­დით, ნი­ნოს კი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და სკო­ლა. და­უს­წ­რე­ბელ­ზე ვსწავ­ლობ­დი, ეკო­ნო­მი­კურ­ზე და იმ დრო­ის­თ­ვის სოფ­ლის დამ­ზა­დე­ბის პუნ­ქ­ტ­ში ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ყურ­ძ­ნის შეს­ყიდ­ვა­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის ჩა­ბა­რე­ბას. შეს­ყი­დულ ყურ­ძენს ვა­ბა­რებ­დით რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ ღვი­ნის ქარ­ხა­ნას, სა­დაც პირ­ვე­ლად ვნა­ხე ნი­ნო. ის ლა­ბო­რან­ტად მუ­შა­ობ­და. რომ შევ­ხე­დე, ად­გილ­ზე გავ­ქ­ვავ­დი: კალ­მით ნა­ხა­ტი, პა­ტა­რა გო­გო იყო. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ხა­ლი­სი­ა­ნი. მოწყე­ნი­ლი არას­დ­როს მი­ნა­ხავს, ყო­ველ­თ­ვის იღი­მო­და და "გა­ნა­თე­ბუ­ლი" სა­ხე ჰქონ­და. ერ­თი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და. წუ­თებს ვით­ვ­ლი­დი, რო­დის მო­სა­ღა­მოვ­დე­ბო­და, მი­ღე­ბუ­ლი ყურ­ძე­ნი ქარ­ხა­ნა­ში რომ წა­მე­ღო და მე­ნა­ხა ჩე­მი სუ­ლის ამ­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი...

ერ­თ­მა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, გა­ვი­სა­უბ­რეთ... მე­რე შეგ­ვიყ­ვარ­და კი­დეც ერ­თ­მა­ნე­თი. ხში­რად ვხვდე­ბო­დით და გვქონ­და ერ­თად ყოფ­ნის რწმე­ნა.
ნი­ნოს დე­და ქარ­თ­ვე­ლი არ იყო. ის სა­ხელ­მ­წი­ფო აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, ამა­ყი ქა­ლი გახ­ლ­დათ. უზო­მოდ ლა­მა­ზი იყო და მას ჰგავ­და ნი­ნოც. დე­და­მი­სი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და ჩვენს და­შო­რე­ბას. აბა, ვის რა­ში სჭირ­დე­ბო­და ჩემ­ნა­ი­რი არაფ­რის­მ­ქო­ნე სოფ­ლე­ლი სა­სი­ძო? რო­ცა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ უნ­და გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვით, არ ვი­ცი, რა გზით შე­იტყო ეს დე­და­მის­მა, მაგ­რამ ნი­ნო გა­და­მა­ლა. ვი­ფიქ­რე: ალ­ბათ, თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­თან გა­უშ­ვა, სხვა რეს­პუბ­ლი­კა­ში-მეთ­ქი...

დიდ­ხანს ვე­ძებ­დი. ახ­ლა არ მახ­სოვს, რო­მე­ლი წე­ლი იყო, მაგ­რამ ის კი მახ­სოვს, რომ მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­მიმ­ხი­ლა, - ნი­ნო ვოლ­გოგ­რად­შიაო. იქ მი­სი ძმა მუ­შა­ობ­და თუ ცხოვ­რობ­და - ეს ზუს­ტად არ ვი­ცი. ნი­ნოს მე­გობ­რის­გან მი­სი მი­სა­მარ­თიც გა­ვი­გე და მი­ვა­შუ­რე თბი­ლი­სის აერო­პორტს. იმ პე­რი­ოდ­ში ფრე­ნა არ იყო თბი­ლის­სა და ვოლ­გოგ­რადს შო­რის. ამი­ტომ კრას­ნო­დარ­ში ჩავ­ფ­რინ­დი და ამის შემ­დეგ ვეს­ტუმ­რე მას. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ნი­ნოს­თ­ვის ჩე­მი და­ნახ­ვა. ატირ­და და მიხ­ვ­და, რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით შე­მომ­ცი­ცი­ნებ­და. ჰო­და, რა და­მა­ვიწყებს ამას? მითხ­რა, აქ კი­დევ ერ­თი-ორი კვი­რა დავ­რ­ჩე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვა­ლო...
არ ვი­ცი, სა­ი­დან, მაგ­რამ დე­და­მის­მა გა­ი­გო, ვოლ­გოგ­რად­ში ჩე­მი ჩას­ვ­ლის ამ­ბა­ვი. რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ეს გა­ვი­გე, მათ­თან მი­ვე­დი, მაგ­რამ დე­და­მის­მა მკვა­ხედ მითხ­რა, ნი­ნო ეს­ტო­ნეთ­ში გათხოვ­დაო. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბო­დი!..

დიდ­ხანს დავ­ბო­რი­ა­ლებ­დი გზას აც­დე­ნი­ლი მგე­ლი­ვით, ბო­ლოს კი ხე­ლი ჩა­ვიქ­ნიე, ცო­ლი შე­ვირ­თე და შევ­ყე­ვი ცხოვ­რე­ბის აღ­მართს. ნი­ნო კი წუ­თი­თაც არ დამ­ვიწყე­ბია. მე დავ­მორ­ჩილ­დი ბედს, - ალ­ბათ, ასე ნე­ბავს უფალს-მეთ­ქი...

თურ­მე, მშობ­ლებ­მა ნი­ნო თბი­ლის­ში გა­ათხო­ვეს. შეძ­ლე­ბულ კაცს მის­ცეს უმან­კო ბავ­შ­ვი ცო­ლად. მოკ­ლე ხან­ში და­შორ­და ქმარს და საცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და ქუ­თა­ის­ში, სა­დაც ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვარ ბუ­ღალ­ტ­რად მუ­შა­ობ­და. მე ათას­ჯერ მა­ინც ჩავ­სულ­ვარ თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ ღმერ­თ­მა არ ინე­ბა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა. მის შე­სა­ხებ ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახ­ლა გი­ამ­ბეთ, იმ გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორ­მა მი­ამ­ბო, რომ­ლის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მიჩ­ნ­და.

თურ­მე, ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს, ავა­რი­ის ად­გილ­ზე რა­ღაც მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი აბ­რაც ყო­ფი­ლა გა­კე­თე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, და­გეგ­მი­ლი მაქვს ამ აბ­რის ნახ­ვაც და სა­საფ­ლა­ო­ზე ას­ვ­ლაც. თუმ­ცა, მა­ღა­ლი წნე­ვი­სა და გუ­ლის ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო, არ ვი­ცი, ამას რო­დის მო­ვა­ხერ­ხებ ან რო­გორ დამ­თავ­რ­დე­ბა ჩვე­ნი "შეხ­ვედ­რა" ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ.
იმ დღეს, რო­ცა ეს სა­ზა­რე­ლი სი­მარ­თ­ლე გა­ვი­გე, სხვა რა­მე­მაც შე­მახ­სე­ნა თა­ვი: 2008 წლის 13 აგ­ვის­ტოა, გა­გა­ნია ომია რუ­სეთ­თან. ერ­თი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩარ­ჩა და ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, ჯა­ვა­ხე­თის გზის გავ­ლით, ჩა­სუ­ლი­ყო გორ­ში და მო­ე­ძებ­ნა ვინ­მე ისე­თი, ვი­სი დახ­მა­რე­ბი­თაც მას სა­ში­ში ზო­ნი­დან გა­მო­იყ­ვან­და. მარ­ტო არ გა­ვუშ­ვით და ნა­თე­სა­ვე­ბი გავ­ყე­ვით - სულ ოთხ­ნი ვის­ხე­დით ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში. მდი­ნა­რე გუ­ბის­წყალ­თან ძრო­ხა ამოგ­ვიხ­ტა და 170 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა ხი­დის ბურჯს შე­ას­კ­და. ხიდს მო­ა­ჯი­რე­ბი არ ჰქონ­და. მან­ქა­ნა ჰა­ერ­ში ახ­ტა, დატ­რი­ალ­და, ერთ-ერ­თი ჩვე­ნი თა­ნამ­გ­ზავ­რი ჩა­ვარ­და მდი­ნა­რე­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი და­ვას­კ­დით მდი­ნა­რის ორ შე­ნა­კადს შო­რის არ­სე­ბულ ბე­ტო­ნის ფი­ლებს, სა­ი­და­ნაც მან­ქა­ნა ისევ ჰა­ერ­ში ავარ­და და მდი­ნა­რე­ში ჩა­ი­ძი­რა. შემ­დეგ, რო­გორც წყალ­ტუ­ბოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვითხ­რეს და ნა­ხა­ზიც გვიჩ­ვე­ნებს, ჩვენ შე­ჯა­ხე­ბის ად­გი­ლი­დან ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად ვიფ­რი­ნეთ 37 მეტ­რი და 15 მეტ­რი­დან და­ვას­კ­დით ბე­ტონს.

მე ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­დაც­ვ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. მო­ტე­ხი­ლი მქონ­და კის­რის 4 მა­ლა, შუ­ა­ზე მქონ­და გა­დახ­ს­ნი­ლი თა­ვი და სის­ხ­ლ­ჩაქ­ცე­ვე­ბი აღ­მე­ნიშ­ნე­ბო­და ფილ­ტ­ვებ­ში, ვერ ვა­მოძ­რა­ვებ­დი მარ­ჯ­ვე­ნა ხელ-ფეხს. ჰო­და, რო­გორც ყვე­ლა იმ ქვეყ­ნად მი­მა­ვალს, მეც და­მეწყო უც­ნა­უ­რი ხილ­ვე­ბი: ჩემ წინ გა­ნათ­და და წარ­მო­მიდ­გა უც­ნო­ბი ქა­ლი, ჯო­ხით ხელ­ში. მომ­ცხო და მომ­ცხო ჯო­ხი თავ­ზე, მე­რე კი­სერ­ზე გა­და­მამ­ტ­ვ­რია კი­დეც. შემ­დეგ ახ­ლოს მო­ვი­და, ერ­თი შე­მომ­ცი­ნა, თით­ქოს მიც­ნო და ხე­ლი გა­და­მის­ვა თავ­ზე, კარ­გად და­მაკ­ვირ­და, ლო­ყა­ზე მო­მე­ფე­რა და მითხ­რა: ჩქა­რა, სახ­ლ­ში წა­დი, შვი­ლე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან. აქ არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ნუ შე­გა­ში­ნებს, მო­გირ­ჩე­ბაო.
ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნეს თურ­მე, მე კი არა­ფე­რი მახ­სოვს. ასე იყო თუ ისე, მოხ­და სას­წა­უ­ლი და გა­დავ­რ­ჩი. ერ­თი ექი­მი "ღმერ­თის კაცს" მე­ძახ­და: იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და. ნამ­დ­ვი­ლად, უფალ­მა გა­და­გარ­ჩი­ნაო.
ჰო­და, ახ­ლა, წლე­ბის შემ­დეგ გა­მი­ნათ­და გო­ნე­ბა! იცით, რა მოხ­და? ღმერ­თ­მა ნი­ნო მო­მივ­ლი­ნა და იმან გა­და­მარ­ჩი­ნა. ქა­ლი, რო­მელ­მაც ჯო­ხი მომ­ცხო და სა­ი­ქი­ო­ში არ გა­მა­ჩე­რა, ჩე­მი ნი­ნო იყო, ჩე­მი ახალ­გაზ­რ­დო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ვერ შე­ვი­ცა­ნი - ამას ახ­ლა ვხვდე­ბი.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ ამ­ბავს ვე­რას­დ­როს შე­ვიტყობ­დი, რომ არა ჟურ­ნა­ლი "გზა". სწო­რედ გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ წარ­მო­მიდ­გა თვალ­წინ 2008 წლის ხილ­ვა (ა­ნუ 8 წლის შემ­დეგ) და გა­მახ­სენ­და უც­ნო­ბი ქა­ლის მოქ­მე­დე­ბა. ღმერ­თო, რა იყო ეს? არა­ვის ვუ­სურ­ვებ გა­ნი­ცა­დოს ის, რაც მე გან­ვი­ცა­დე...
ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, ნი­ნოს სუ­ლი ქუ­თა­ი­სის გა­რე­უ­ბან­ში, მდი­ნა­რე გუ­ბის­წყალ­თან და­დის და მან მე გა­და­მარ­ჩი­ნა. დი­დე­ბა უფალს, ყოვ­ლის­შემ­ძ­ლეს!.. ან რა იყო, მა­ინ­ც­და­მა­ინც მის ნაც­ნობს რომ და­ვუ­მე­სი­ჯე და დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზე? მჯე­რა, ნი­ნო იქი­დან მპატ­რო­ნობს. ახ­ლა ამა­ზე რომ ვფიქ­რობ, თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი მად­გე­ბა. მა­პა­ტი­ეთ, თუ გუ­ლი და­გიმ­ძი­მეთ "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბო, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო, ეს ამ­ბა­ვი მარ­ტოს მე­ტა­რე­ბი­ნა გუ­ლით. ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­მი­ზი­ა­რეთ, რას ფიქ­რობთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე? წმინ­და ნი­ნოს მად­ლი გფა­რავ­დეთ ყვე­ლას.
P.შ. რე­დაქ­ცი­ას ვთხოვ, მკითხვე­ლე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­გან სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლე­ბი და­ბეჭ­დოთ ჟურ­ნალ­ში, რომ მო­ვა­ხერ­ხო და თი­თო­ე­ულს გა­ვეც­ნო. მად­ლო­ბა წი­ნას­წარ!"

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
22.02.2017
ბატონო თემურ გული ამიჩუყა თქვენმა წერილმა...ცრემლებს ვერ ვიკავებ... უფალმა დაგლოცოთ და დიდხანს იცოცხლეთ
ეკა
26.01.2017
მდაა სიყვარულის ნიჭი გქონიათ... სამწუხაროა რომ ასეთ სიყვარულს ბედნიერი დასასურული არ აქვს.შემთხვევითობაც ხომ უფლის მიერ დაგეგმილი შემთხვევაა, უფალი სიყვარულია და აი ამ სიყვარულმა საბოლოოდ გაგარკვია სინამდვილეში.
ელი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი