"აქ ჩვე­ნი ბრძო­ლა უთა­ნას­წო­როა!" - თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ღია წე­რი­ლი
font-large font-small
"აქ ჩვე­ნი ბრძო­ლა უთა­ნას­წო­როა!" - თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ღია წე­რი­ლი
რა­ტომ შე­უ­რაცხ­გ­ვ­ყოფთ საქ­ვეყ­ნოდ?!

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვ­ნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ოდე­ნო­ბით თან­ხის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გ­ვის ფაქ­ტ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია "სა­ქარ­თ­ვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი, თა­მაზ ლობ­ჟა­ნი­ძე და ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თ­ვე­ლი, მე­რაბ ფე­რა­ძე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ მე­ა­ნაბ­რე­ე­ბის კუთ­ვ­ნი­ლი 76 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მით­ვი­სე­ბა, რის­თ­ვი­საც 7-დან 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, კომ­პა­ნია კლა­სი­კუ­რი ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის სქე­მით მოქ­მე­დებ­და და მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით იზი­დავ­და თან­ხებს. საპ­რო­ცენ­ტო სარ­გე­ბე­ლი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში იღებ­დ­ნენ სეს­ხებს და თან­ხა სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ა­ში შეჰ­ქონ­დათ. მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­დათ, ბან­კის სეს­ხიც და­ე­ფა­რათ და სარ­გე­ბე­ლიც ენა­ხათ. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერთ დღე­საც ჩა­მო­ი­შა­ლა და 2 648 მე­ა­ნაბ­რე და­ა­ზა­რა­ლა. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია "სა­ქარ­თ­ვე­ლოს" 5 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რა­საც მე­ა­ნაბ­რე­ე­ბი მომ­ხ­დარს უკავ­ში­რე­ბენ... და­ზა­რე­ბუ­ლები დახ­მა­რე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფოს სთხო­ვენ.


რე­დაქ­ცი­ა­ში მოგ­ვი­ვი­და ერთ-ერ­თი მე­ა­ნაბ­რის ღია წე­რი­ლი, რო­მელ­საც მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით გთა­ვა­ზობთ (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):
"თუ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი არ მი­ი­ღე­ბენ ისეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის ძა­ლი­თაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ფუ­ლა­დი და­ნა­ზო­გი სრუ­ლად და ოპე­რა­ტი­უ­ლად, არა _ დრო­ში გა­წე­ლი­ლი და მხო­ლოდ ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დებ­ზე გა­წე­რი­ლი, მე, ლა­ლი თეთ­რუ­აშ­ვი­ლი თავს ვიკ­ლავ, ბენ­ზინს გა­და­ვის­ხამ აქ­ცი­ის დროს რე­პორ­ტი­ო­რე­ბის თვალ­წინ!!! ჩა­ლად არ მი­ღირს სი­ცოცხ­ლე იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც კი არ მი­ცავს, არა­მედ თა­ვი­სი უაზ­რო კა­ნო­ნე­ბი­თა და ქმე­დე­ბე­ბით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მძარ­ც­ვავს, მი­მე­ტებს ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის. ჩე­მი 12-წლი­ა­ნი ემიგ­რან­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი, მე ჩემს ქვე­ყა­ნას ვამ­დიდ­რებ­დი: გად­მო­რიცხუ­ლი თან­ხე­ბით ივ­სე­ბო­და ბი­უ­ჯე­ტი, ვეხ­მა­რე­ბო­დი ჩემს ახ­ლობ­ლებს, რი­თაც ქვეყ­ნის სი­დუხ­ჭი­რეს, ქვე­ყა­ნა­ში ქა­ოსს, აბუნ­ტე­ბას, სო­ცი­ა­ლურ აფეთ­ქე­ბას ვებ­რ­ძო­დი!!! დაღ­ლილ-და­ქან­ცულ­მა შე­მო­ვი­ტა­ნე სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ვა­ლუ­ტა _ ჩე­მი სის­ხ­ლი­თა და ოფ­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი, რი­თაც ასე­ვე, ხე­ლი შე­ვუწყვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინ­ს­ვ­ლას და კი­დევ უფ­რო მე­ტიც _ ამ კომ­პა­ნი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჩე­მი სარ­გებ­ლის 5% ისევ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში ირიცხე­ბო­და!!!
საზღ­ვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვი ჩე­მი ქვეყ­ნის დეს­პა­ნი, ჩე­მი ღირ­სე­ბით. იქაც ვიხ­დი­დი იმ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­სათ­ვის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს, თავ­და­უ­ზო­გა­ვი 24-სა­ა­თი­ა­ნი დამ­ქან­ც­ვე­ლი შრო­მით, სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს მოკ­ლე­ბუ­ლი. ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ციის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ენერ­გი­ის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის ფა­სად ისევ და ისევ ვქმნი­დი ეკო­ნო­მი­კურ დოვ­ლათს!!! გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად ნუ გა­მი­გებთ, მე ვწი­რავ ჩემს სი­ცოცხ­ლეს არა ფუ­ლი­სათ­ვის, (თუმ­ცა, მე ის მჭირ­დე­ბა, რო­გორც არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა), არა­მედ იმი­სათ­ვის, რომ მე მო­მატყუ­ეს, მა­ნად­გუ­რე­ბენ, სა­ა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მის­პეს და გამ­წი­რეს. რო­გორც ადა­მი­ანს, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც ემიგ­რანტს, რო­გორც მარ­ტო­ხე­ლას, რო­გორც არა­სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნეს (და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მე ერ­თი თეთ­რი­თაც რომ არ ვარ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი) და რო­გორც უმუ­შე­ვარს, მე კა­ნო­ნი არ მი­ცავს... მქონ­და მცდე­ლო­ბა, ჩე­მი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ფე­რი­სი სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბი­სა და გინ­დაც, დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ო­ბი­სა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ!!! ჩვე­ნი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა უწყე­ბის კა­რი ჩა­კე­ტი­ლია, ჩვენ არა­ვის ვჭირ­დე­ბით!!!
შემ­თხ­ვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით "სა­ინ­ტეგ­რა­ციო დახ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბი­სათ­ვის", მაგ­რამ რად გინ­დათ?! იქ მი­სულს გან­მიცხა­დეს: ვი­ნა­ი­დან საზღ­ვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­დით ლე­გა­ლუ­რად, ეს დახ­მა­რე­ბა თქვენ­ზე არ ვრცელ­დე­ბაო!!! გე­კითხე­ბით, რა­ტომ? ცნო­ბი­სათ­ვის, მე იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც წლე­ბი გა­ვა­ტა­რე, შე­ვე­დი არა­ლე­გა­ლუ­რად, მაგ­რამ შემ­დ­გომ­ში იქ გა­მო­ცე­მუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ვი­ქე­ცი: იმის­თ­ვის, რა­თა მომ­ხ­და­რი­ყო ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად შე­სუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბის აღ­რიცხ­ვა, ხალხს დარ­თეს ნე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დ­გე­ნის შემ­დეგ მის­ცე­მო­დათ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დრო­ით იქ ყოფ­ნი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, რაც აისა­ხე­ბო­და ემიგ­რან­ტ­თა მი­ერ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და­ში. მე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ვარ!!! ვფიქ­რობ, სა­დაც ვცხოვ­რობ, იმ ქვეყ­ნის კა­ნო­ნებს პა­ტივს უნ­და ვცემ­დე!!! ჰო­და, დავ­დე­ქი აღ­რიცხ­ვა­ზე და ამ 12-წლი­ა­ნი ნე­ბა­ყო­ფ­ლო­ბი­თი კა­ტორ­ღის შემ­დეგ, ჩემს სამ­შობ­ლო­ში შე­მოს­ვ­ლი­სას დამ­ხ­ვ­და კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც თურ­მე, მხო­ლოდ მა­შინ გა­მი­წევ­და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ბიზ­ნე­სის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მხრივ დახ­მა­რე­ბას, თუ სხვა ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ვიცხოვ­რებ­დი ან მექ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი!!! რა­ტომ ასე­თი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია?! თა­ნაც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლი­დან ერ­თი წლის ვა­და­ში თუ არ მი­ვა ამ ცენ­ტ­რ­ში, მა­შინ მიგ­რან­ტი კარ­გავს ამ დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას!!! რა­საც რეკ­ლა­მა უნ­და გა­უ­წი­ონ, ამ ქვე­ყა­ნა­ში იმას არ არეკ­ლა­მე­ბენ. არა­და, მე, ამ­დე­ნი წლით სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დახ­ვე­წილს, სამ­შობ­ლო­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე უნ­და მქონ­დეს მყი­სი­ე­რი წვდო­მა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ჩემს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში!!!
არა, ბა­ტო­ნე­ბო, აქ ასე არ ხდე­ბა!!! სა­მა­გი­ე­როდ, წვდო­მა მქონ­და რეკ­ლა­მა­ზე, რომ­ლი­თაც აპი­ა­რებ­დ­ნენ სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია "სა­ქარ­თ­ვე­ლოს". სხვა­დას­ხ­ვა ვი­დე­ორ­გოლს ატ­რი­ა­ლებ­დ­ნენ რა­დიო თუ ტე­ლე­არ­ხებ­ზე (სა­ხელმ­წი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­აც კი უშ­ვებ­და მათ რეკ­ლა­მებს), აპი­არებ­დ­ნენ სა­უცხო­ოდ და თა­ნაც, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არის კომ­პა­ნია, რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წყა­ლო­ბით დავ­გეგ­მავ­დი ჩემს ღირ­სე­ულ, ბედ­ნი­ერ, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ მო­მა­ვალს!!! თა­ნაც, რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, ნა­ნი ბრეგ­ვა­ძე მთე­ლი ოჯა­ხით და სხვა­ნი და სხვა­ნი. ოქ­ტომ­ბერ­ში ამ კომ­პა­ნი­ამ სპონ­სო­რო­ბა გა­უ­წია "ი­უ­მო­რი­ნას", შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც ჩა­ერ­თო!!! ჰო­და, მოვ­ტყუვ­დით...
სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ და­მი­ცა­ვით დრო­უ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფოს მეს­ვე­ურ­ნო, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბავ. რა­ტომ არ გვითხა­რით, თუ ეს კომ­პა­ნია ასე­თი სა­ში­ში იყო? რა გა­ა­კე­თეთ თქვენ ხალ­ხის­თ­ვის?! არა­ფე­რი! პი­რი­ქით _ უფ­რო გა­მო­უ­ვალ, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­ვა­ყე­ნეთ მი­ნი­მუმ, 3000 მე­ა­ნაბ­რის ოჯა­ხი, რაც სა­შუ­ა­ლოდ 10 ათას მო­ქა­ლა­ქეს უდ­რის!!!
დღეს გა­მო­დი­ან ზო­გი­ერ­თი ვა­ი­პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ტე­ლე­ეკ­რან­ზე და ჩვენ გა­უ­ნათ­ლებ­ლებს, გო­ნე­ბაჩ­ლუნ­გებს გვი­წო­დე­ბენ იმის გა­მო, რომ ჩვე­ნი ნა­სის­ხ­ლა­რი ფუ­ლა­დი და­ნა­ზო­გი ამ კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვი­ტა­ნეთ. რა გა­გიკ­ვირ­დათ?! რა­ტომ შე­უ­რაცხ­გ­ვ­ყოფთ საქ­ვეყ­ნოდ?! რომ იცო­დეთ, იმ მე­ა­ნაბ­რე­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ვინ არ იმ­ყო­ფე­ბა _ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბით დაწყე­ბუ­ლი და რი­გი­თი გლე­ხი­თა თუ პენ­სი­ო­ნე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი!!!
9 წე­ლი კომ­პა­ნია მყა­რად იყო ბა­ზარ­ზე თა­ვი­სი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი­თაც და მე­ა­ნაბ­რე­თა წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­თაც და თუ ზო­გი­ერ­თ­მა ვაი­ეკო­ნო­მის­ტ­მა თა­ვის კო­მენ­ტა­რებ­ში აიკ­ვი­ა­ტა იდეა იმის შე­სა­ხებ, რომ ეს კომ­პა­ნია პი­რა­მი­დუ­ლი პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებ­და და ამი­ტომ მოხ­და ის, რაც მოხ­და, ესეც აბ­სურ­დია!!! ისეთ პა­ტა­რა და ისეთ ღა­ტაკ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, 9 წე­ლი ვერ იარ­სე­ბებ­და კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პი­რა­მი­დუ­ლი პრინ­ცი­პით მო­მუ­შა­ვე იქ­ნე­ბო­და. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე კი არ მი­ცა­ვენ, არა­მედ ჩემ წი­ნა­შე ქმნი­ან უზარ­მა­ზარ აის­ბერგს, რო­მე­ლიც მთე­ლავს და ყვე­ლა­ზე უძ­ვირ­ფა­სესს _ სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბას მარ­თ­მევს!!!
ამ 26 წლის მან­ძილ­ზე რო­გორ ვერ მო­ხერ­ხ­და, რომ ისეთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ვიცხოვ­რო, სა­დაც არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას მორ­გე­ბუ­ლი ისე­თი კა­ნო­ნე­ბი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მე, მო­ქა­ლა­ქეს და­მი­ცავს ყო­ველ­გ­ვა­რი თაღ­ლი­თო­ბი­სა­გან; რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას და­იცავს მა­სობ­რი­ვი გა­ღა­ტა­კე­ბის­გან!!! პუ­რი არ­სო­ბის­თ­ვის, წამ­ლის­თ­ვის, ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რე­ბის­თ­ვის _ 12 წლის მან­ძილ­ზე აუტა­ნე­ლი, ჩე­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი 24-სა­ა­თი­ა­ნი კა­ტორ­ღუ­ლი შრო­მით, სამ­შობ­ლოს­გან, ოჯა­ხის­გან, ყვე­ლასა და ყვე­ლაფ­რის­გან მოწყ­ვე­ტილ­მა რუ­დუ­ნე­ბით, ცენტ-ცენ­ტად შე­ვაგ­რო­ვე და­ნა­ზო­გი და ვფიქ­რობ­დი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში ჩე­მი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი შიმ­ში­ლის­გან, სი­ცი­ვის­გან, უსი­ნათ­ლო­ბის­გან, უწამ­ლო­ბის­გან. მე­გო­ნა, ეს და­ნა­ზო­გი და­მი­ცავ­და, რომ მათხოვ­რად არ ვქცე­უ­ლი­ყა­ვი და მქო­ნო­და ჩე­მი ნე­ბა­ყო­ფ­ლო­ბი­თი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კა­ტო­რღის სა­ფა­სუ­რად, სა­შუ­ა­ლო ასაკს მიღ­წე­ულ ქალ­ბა­ტონს პუ­რი არ­სო­ბი­სა და არა, რო­გორც მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გაჟ­ღერ­და სო­სო მან­ჯა­ვი­ძი­სა და სხვე­ბის­გან, მი­ლი­ო­ნე­ბი გვე­შო­ვა. ბევ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მე და სა­ერ­თოდ, მე­ა­ნაბ­რე­ე­ბი ვართ მე­ვახ­შე­ე­ბი. გა­მა­გე­ბი­ნეთ, რას ნიშ­ნავს XXI სა­უ­კუ­ნე­ში მე­ვახ­შე­ო­ბა? ვი­თომ­და ის­წ­რაფ­ვით ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა­კენ (ზო­გი­ერ­თის­თ­ვის ადა­მი­ა­ნურ ანო­მა­ლი­ა­თა დაც­ვაა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი) და არ იცით, რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ, ცი­ვი­ლიზებულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ასა­კო­ვან ადა­მი­ანს, დი­დი შრო­მი­თი ეს­ტა­ფე­ტის შემ­დეგ, შე­უძ­ლია ცო­ტა­თი მა­ინც და­ის­ვე­ნოს და რომ და­ის­ვე­ნოს, ის და­ნა­ზო­გი, რაც თა­ვი­სი შრო­მით მო­უ­პო­ვე­ბია, შე­უძ­ლია სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ი­ტა­ნოს და ამ სარ­გებ­ლით შეძ­ლოს სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა. ეს ახა­ლი ხი­ლი არ არის!!! თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, თქვენ­თ­ვი­საა ახა­ლი!!!
გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ჩემ უკან, აქაც და საზღ­ვარ­გა­რე­თაც, ემიგ­რან­ტ­თა არ­მია (მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი) დგას და შე­მოგ­ყუ­რებთ!!! დღეს თქვენ, ძლი­ერ­ნო ამა სოფ­ლი­სა­ნო, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მო­ქა­ლა­ქის დაც­ვა-არ­დაც­ვა­ზე გა­დამ­წყ­ვეტ ტესტს აბა­რებთ და ნუ ჩა­იჭ­რე­ბით, თო­რემ ეს სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს!!! გა­და­მარ­ჩი­ნეთ სუ­ლი­ე­რა­დაც, ფი­ზი­კუ­რა­დაც და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც. მე ამას ვითხოვ და მო­ვითხოვ!!!
ჩე­მო ტან­ჯუ­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ემიგ­რან­ტე­ბო, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გაბ­ნე­უ­ლო, ჩე­მო სის­ხ­ლო და ხორ­ცო, ვი­ცი გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი სმე­ნით ყუ­რადღე­ბა მოქ­ცე­უ­ლი გაქვთ ჩვენს ამ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვინ რა დახ­მა­რე­ბას, რა ადა­მი­ა­ნურ, მო­რა­ლურ თუ უწყებ­რივ დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­წევს და დაგ­ვიბ­რუ­ნებს ჩვენს სა­არ­სე­ბო და­ნა­ზოგს. თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­დე­ბა და გო­ნი­ე­რე­ბა, სა­ღი აზ­რი იზე­ი­მებს, ძა­ლი­ან კარ­გი, ე.ი. სა­ხელ­მ­წი­ფო შემ­დ­გა­რია, მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, თუ არა და, მა­შინ ეს ნიშ­ნავს, რომ აქ არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, დღე­საც იგი­ვე მე­ორ­დე­ბა, რაც 25 წლის წინ. იც­ვ­ლე­ბი­ან მხო­ლოდ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. გუ­ლი მწყდე­ბა ამ აზრს რომ ვა­ფიქ­სი­რებ, მაგ­რამ სად უნ­და ჩა­მოხ­ვი­დეთ აქ? ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უკა­ნას­კ­ნე­ლი თეთ­რის თუ ცენ­ტის ტექ­ნი­კუ­რად, უსუ­სუ­რი კა­ნო­ნე­ბის გა­მო­ცე­მი­თა და უაზ­რო მე­ნეჯ­მენ­ტით წარ­თ­მე­ვის­თ­ვი­საა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მთე­ლი ზე­და თუ ქვე­და ეშე­ლო­ნე­ბი?! ჩვე­ნი გე­ნო­ფონ­დი კა­ტას­ტ­რო­ფის წი­ნა­შეა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა კა­ნო­ნე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც შეგ­ვექ­მ­ნე­ბა პი­რო­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ღირ­სე­უ­ლი შრო­მი­სა და ცხოვ­რე­ბი­სა! ბა­ტო­ნე­ბო, ეს­ტა­ფე­ტა თქვე­ნია: ან გა­დაგ­ვარ­ჩენთ, ან მოგ­ვ­ს­პობთ!!!
პ.ს. ეს წე­რი­ლი ჯერ კი­დევ 2016 წლის 5 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენტს მივ­წე­რე!!! რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის კან­ცე­ლა­რი­ა­ში ნომ­რით 297/685. დღემ­დე არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია!!! იგი­ვე წე­რი­ლი დარ­თუ­ლი აქვს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის, ბა­ტონ უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის აპა­რა­ტის კან­ცე­ლა­რი­ა­ში მე­ა­ნაბ­რე­თა მი­ერ წარ­დ­გე­ნილ მა­სა­ლებს!!! არ­სა­ი­დან არა­ფე­რი ის­მის!!! ცო­ტა ხან­ში გა­მოგ­ვი­ტა­ნენ სა­ბო­ლოო ვერ­დიქტს: აქამ­დე თქვე­ნი იყო ის თან­ხე­ბი, რაც შე­ი­ტა­ნეთ სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ა­ში, მაგ­რამ ახ­ლა და­ი­ვიწყე­თო!!! ვინც და­ი­ჯე­რებს, რომ მთავ­რო­ბამ სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მო­ჰკი­და საქ­მეს ხე­ლი, ისევ ისი­ნი და­ა­ჯე­რონ, იმათ შე­ა­ყა­რონ თვა­ლებ­ში და გო­ნე­ბა­ში ნა­ცა­რი!!! მე თა­ვი­დან­ვე ამ ჩვე­ნი პრობ­ლე­მის წა­მოჭ­რი­სას ის აზ­რი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, რომ აქ მა­ფი­უ­რი კლა­ნე­ბის შე­ჭი­დე­ბა მოხ­და, სა­არ­ჩევ­ნოდ ფუ­ლიც სჭირ­დე­ბო­და მთავ­რო­ბას, გა­ი­ნა­წი­ლეს ჩვე­ნი სის­ხ­ლი­თა და შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი, და­წე­რეს კარ­გი სცე­ნა­რი, ვი­თომ­და პი­რა­მი­და იყო და ხე­ლიც და­ი­ბა­ნეს! რო­გორც კა­ტა და­ი­ჭერს წრუ­წუ­ნას კუ­დით, ისე გვატ­რი­ა­ლე­ბენ და გვაწ­ვა­ლე­ბენ, მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც და ყვე­ლა ინ­ს­ტან­ცი­აც: პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ცია ხომ მათ დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებს, რაც ჩანს კი­დეც _ დად­გე­ნი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სი­ე­ბით აგ­ვა­ფა­რეს თვა­ლებ­ზე. ეს მო­ა­ხერ­ხეს მთე­ლი 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე სამ­მარ­თ­ვე­ლოს მო­ბი­ლი­ზე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ში?! გა­ზარ­დეს მე­ა­ნაბ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სი კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხის მი­ნიშ­ნე­ბით, იმი­სათ­ვის, რომ ეთ­ქ­ვათ: აბა, რო­გორ და­გეხ­მა­როთ, აქ უსაშ­ვე­ლო თან­ხის გაფ­ლან­გ­ვაა, ჩვენ ღა­ტა­კი ქვე­ყა­ნა ვართ და სა­დაა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბაო! არა­და, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რე­ა­ლუ­რად, ამ თან­ხას­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად მცი­რეა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა!!! დღეს და­მი­რე­კა ჩემ­მა ერ­თ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­საც და­ვა­ვა­ლე ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის­თ­ვის ეკითხა ჩვენ­თ­ვის მთავ­რო­ბის მეს­ვე­ურ­ნი რა გა­ნა­ჩენს ამ­ზა­დებ­დ­ნენ, მი­სი ნა­აზ­რე­ვი ჯერ კი­დევ ად­რე მქონ­და აქ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი დე­კემ­ბ­რის და­საწყის­ში: სამ თვე­ში ძირს გა­და­უხ­დი­ან მე­ა­ნაბ­რე­ებ­სო და ახ­ლა, იან­ვ­რის ბო­ლოს იმა­ვე შე­კითხ­ვაზე გვიპასუხა, რომ ზო­გა­დად ასე კი გაჟ­ღერ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი თან­ხაა და­დე­ბუ­ლი, რომ რა­ღაც მცი­რე ნა­წილს (რაც კომ­პა­ნი­ის რე­ა­ლურ­მა მმარ­თ­ველ­მა ფე­რა­ძემ და­ტო­ვა თა­ვი­სუ­ფალ ქო­ნე­ბად. მას ხომ ისევ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა მის­ცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რაც აქ­ტი­უ­რი, ღი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი ჰქონ­და, მთე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლად პარ­პა­ში­სას ან და­ყა­და­ღე­ბუ­ლად, ან იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლად გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნა) აანაზღა­უ­რე­ბე­ნო!!! ასეა! ვინ ვართ ჩვენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?! უბ­რა­ლო ჭან­ჭი­კე­ბი და რო­გორც უნ­დათ, ისე მოგ­ვექ­ცე­ვი­ან! ძაღ­ლი ძაღ­ლის ტყავს არ ხევს!!! სად უნ­და ვი­პო­ვოთ სა­მარ­თა­ლი?! ახ­ლა­ვე უნ­და ვი­მოქ­მე­დოთ რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბით!!!!!! აუცი­ლე­ბე­ლია სა­ელ­ჩო­ე­ბის ჩარ­თ­ვა, ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პლა­კა­ტე­ბი, ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა, მო­წო­დე­ბა და არა ბრბოს ერთ ად­გილ­ზე დგო­მა!!! ყვი­რი­ლი და პრო­ტეს­ტი არა­ვის ეხა­ლი­სე­ბა, მაგ­რამ რო­ცა სხვა გზა არ გაქვს, იმი­ტომ მოგ­ვ­ცა ღმერ­თ­მა სა­მეტყ­ვე­ლო აპა­რა­ტი, რომ ამოვ­თ­ქ­ვათ ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი! ახ­ლა­ვე და­ვიწყოთ მზა­დე­ბა სტრას­ბურ­გის­თ­ვის. აქ ჩვე­ნი ბრძო­ლა უთა­ნას­წო­როა! ჩვენ წინ მონ­ს­ტ­რია, მაგ­რამ არა უშავს, მე მა­გა­ლი­თად, სი­ცოცხ­ლე აღა­რაფ­რად მი­ღირს ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჩე­მი, რო­გორც ადა­მი­ა­ნის, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის არ ეს­მით, სა­დაც ცდი­ლო­ბენ ჩვენს და­ჩაგ­ვ­რას და მი­წას­თან გას­წო­რე­ბას, ჩვე­ნი სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­თ­მე­ვას და მათხო­ვარ­თა დი­დი არ­მი­ას­თან შე­ერ­თე­ბას!!!"
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
18.03.2017
"ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"
:(
03.03.2017
შენ გაიხარე რამდენი ადამიანის სათქმელი თქვი, არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც შენზე მაღლა ვიგაც უცხოელი დგას და რომ შეგაფურთხოს თურმე მადლობა უნდა უთხრა იმიტომ რომ უცხოელია ....
მაო111
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი