"მა­რის­თან ვი­პო­ვე მის­ტი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი"
font-large font-small
"მა­რის­თან ვი­პო­ვე მის­ტი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი"
"გინ­და რო­მან­ტი­კო­სი და­მარ­ქ­ვი, გინ­და - პო­ე­ტი, მე ის ვარ, ვინც უნ­და ვი­ყო - ადა­მი­ა­ნი"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა 20 წლის კონ­ს­ტან­ტი­ნე ჯა­ფა­რი­ძე, რო­მელ­საც გა­მო­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, ჟურ­ნალ "გზის" მეშ­ვე­ო­ბით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თ­ვის კი­დევ ერ­თხელ ეთ­ქ­ვა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­რიმ და კონ­ს­ტან­ტი­ნემ ერ­თ­მა­ნე­თი ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა კი ახ­ლა­ხან, შეხ­ვედ­რით დაგ­ვირ­გ­ვინ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბი­ჭი მო­უთ­მენ­ლად ელის იმ დღეს, რო­ცა მა­თი პა­ე­მა­ნი გან­მე­ორ­დე­ბა.



- მე ერ­თი უბ­რა­ლო მსა­ხი­ო­ბი, კას­კა­დი­ო­რი, კა­რა­ტის­ტი ვარ და სხვა­თა შო­რის, უკ­ვე პო­ე­ტიც. ხომ იცი, სიყ­ვა­რულ­მა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­ა­გი­ჟოს.
- ლექ­სის წე­რა მას მე­რე და­იწყე, რაც შე­გიყ­ვარ­და?
- მა­ნამ­დეც ვწერ­დი, მაგ­რამ მა­რის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ამ მხრივ სულ გა­და­ვი­რიე (ი­ცი­ნის). სექ­ტემ­ბერ­ში გა­ვი­ცა­ნი და მას მე­რე გულ­ში ჩა­მი­ვარ­და. ჯერ "ფე­ის­ბუკ"-კონ­ტაქ­ტი გვქონ­და, მე­რე ვუთხა­რი, - მო­დი, ახა­ლი წლი­დან შევ­ხ­ვ­დეთ, სულ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ხომ არ ვი­ურ­თი­ერ­თობებთ-მეთ­ქი? სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს. ერთ დღეს მომ­წე­რა: სამ­ხატ­ვ­რო­დან გა­მო­გივ­ლი. მა­ლე სე­მეს­ტ­რი დას­რულ­დე­ბა და 2 წა­მით გნა­ხავ. უბ­რა­ლოდ, თვა­ლი რომ შე­გავ­ლო. 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე შევ­ხ­ვ­დე­თო. არა­და, უკ­ვე 5-ის ნა­ხე­ვა­რი იყო და რო­გო­რი თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­მო­ვიქ­ცე­ო­დი სახ­ლი­დან, ხვდე­ბი ალ­ბათ, არა? სექ­ტემ­ბ­რი­დან ვე­ლო­დი, ვე­ლო­დი, ვე­ლო­დი და ბო­ლოს, დად­გა ის დრო, რო­ცა რე­ა­ლუ­რად ვნა­ხეთ ერ­თ­მა­ნე­თი. ეს ლო­დი­ნი იმ­დე­ნად გა­ი­წე­ლა დრო­ში, რომ მე­გო­ნა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბი გა­ვი­და... გუ­ში­ნაც მითხ­რა, ორ კვი­რა­ში გნა­ხავ, მა­ნამ­დე გა­მოც­დე­ბი მაქვს და ვი­ცი, ეს ორი კვი­რა 2 სა­უ­კუ­ნედ მექ­ცე­ვა.
- რო­ცა რე­ა­ლუ­რად შეხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს, ამან უფ­რო მე­ტად და­გა­ახ­ლო­ვათ?
- შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მოგ­ვე­წო­ნა ერ­თ­მა­ნე­თი იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე გვე­გო­ნა, რომ მოგ­ვე­წო­ნე­ბო­და. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ: შე­ნო­ბე­ბი იწ­ვის, ხალ­ხი კვდე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი სა­მუ­და­მოა. შე­იძ­ლე­ბა, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი მოკ­ვ­დეს, მაგ­რამ ორ ადა­მი­ანს თუ ერ­თ­მა­ნე­თი სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტად უყ­ვარს, მათ ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი და­ა­შო­რებს.
- ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი რო­გო­რია?..
- ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­ვე ენერ­გე­ტი­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში, ეზო­ტე­რი­კა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ვარ, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ამ სფე­რო­ში და მეც მეს­მის რა­ღა­ცე­ბი. სხვა­თა შო­რის, ას­ტ­რო­ლო­გი თორ­ნი­კე ბი­ძი­ნაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, მა­ლე ჩე­მი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მექ­ნე­ბა პა­რა­ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე, ამო­უც­ნობ ად­გი­ლებ­ზე... და გეტყ­ვი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად რო­გორ უნ­და შე­აყ­ვა­რო თა­ვი გო­გოს, მით უმე­ტეს, ლომს. ამის­თ­ვის პირ­ველ რიგ­ში ყუ­რადღე­ბაა სა­ჭი­რო, ასე­ვე, ყვე­ლა­ნა­ი­რად გულ­წ­რ­ფე­ლი უნ­და იყო, საჭი­როა თბი­ლი სიტყ­ვე­ბის თქმა. შე­გიძ­ლია უთხ­რა ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ენა­ზე მო­გად­გე­ბა, გინ­და პო­ე­ზი­ის და გინ­და - ჩა­ნა­ხა­ტის სა­ხით. რა­ღაც ნაკ­ლის და­მალ­ვა გინ­და? გა­ლექ­სე, რა. ოღონდ ჩა­ნა­ხა­ტი იყოს, გინდ - ლექ­სი, თუნ­დაც ხუთ­კუპ­ლე­ტი­ა­ნი, მთა­ვა­რია, გულ­წ­რ­ფე­ლი იყო.
- შენ თა­ვი­დან­ვე გულ­წ­რ­ფე­ლი იყა­ვი, რო­ცა მა­რის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­დი?

- ედ­გარ ალან პოს სიტყ­ვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: გულ­წ­რ­ფელ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მთე­ლი დე­და­მი­წა და­იპყ­როს ბრძო­ლის გა­რე­შე. მე ყვე­ლა­ნა­ი­რად გულ­წ­რ­ფე­ლი ვი­ყა­ვი მის წი­ნა­შე. იცი, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გაც­ნო­ბის წა­მი­დან მიყ­ვარ­და.
- ფო­ტო­ე­ბით შე­გიყ­ვარ­და?
- შენ ფო­ტო­ე­ბი ეძა­ხე და ფო­ტო­ე­ბი­დან იცი, რამ­ხე­ლა ენერ­გია მო­დის? სუ­რათს უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია აქვს.
- ამ ენერ­გი­ას რო­გორ გრძნობ?
- ხე­ლის შე­ხე­ბით. ფო­ტოს რომ და­ა­დებ ხელს, თუ სით­ბო წა­მო­ვი­და, ე.ი. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი კე­თი­ლი, და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბაა და ბო­ლომ­დე გვერ­დ­ში და­გიდ­გე­ბა თუ შე­უყ­ვარ­დე­ბი. დი­ახ, ეს ეზო­ტე­რი­კაა. თუ ცი­ვი ტალ­ღა წა­მო­ვი­და, ე.ი. ის პი­როვ­ნე­ბა შენ­თ­ვის არაა მი­სა­ღე­ბი. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი გო­გოს ფო­ტოს­გან კი, პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან წა­მო­ვი­და ძალ­ზე თბი­ლი, უფ­რო სწო­რედ, ცხე­ლი ენერ­გია.
- ეს შე­ნი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია?
- კი, პირ­ვე­ლი ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. ვი­ცი, ამას ყვე­ლა გა­ი­გებს და ახ­ლა მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე ვხდე­ბი გულ­წ­რ­ფე­ლი... ცხა­დია, ად­რე მქონ­და გა­ტა­ცე­ბე­ბი, მაგ­რამ გი­ჟუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი - არა.
- ეტყო­ბა, რო­მან­ტი­კო­სი ხარ...
- გინ­და რო­მან­ტი­კო­სი და­მარ­ქ­ვი, გინ­და - პო­ე­ტი, მე ის ვარ, ვინც უნ­და ვი­ყო - ადა­მი­ა­ნი. მას კი უბ­რა­ლოდ, მა­რი ჰქვია.
- ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ც­ლე­ბი­დან, რას ეტყ­ვი შენს მა­რის?
- უბ­რა­ლოდ, ვეტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უსაზღ­ვ­როდ.
- ეს ხომ ისე­დაც იცის...
- ადა­მი­ანს შე­გიძ­ლია უთხ­რა, რომ გიყ­ვარს, მაგ­რამ მა­შინ­ვე ის­მე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვა, მო­რე­ვი ტრი­ა­ლებს... სხვა­თა შო­რის, ჩე­მი მო­რე­ვი არის მი­სი ენერ­გე­ტი­კის ფე­რი ანუ ლურ­ჯი.
- ლურ­ჯი ენერ­გე­ტი­კა რო­გო­რია?
- წარ­მო­იდ­გი­ნე წვი­მა. ის მა­შინ არის ტკბი­ლი, რო­ცა ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი არ ახ­ლავს.
- შე­ნი გო­გო რო­გო­რია?
- ჩე­მი გო­გო თვით სრულ­ყო­ფი­ლე­ბაა! ეს არის ალ­ფა და ომე­გა. ის არის ევა, მა­ტილ­და და ის არის უბ­რა­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი.
- რო­გორც ამ­ბობ, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ხარ... სად­მე მუ­შა­ობ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით უმუ­შე­ვა­რი ვარ, მაგ­რამ გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე მი­წევს ხოლ­მე სი­ა­რუ­ლი. ისე, ეპი­ზო­დუ­რი რო­ლი "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში", გო­გა ხა­ინ­დ­რა­ვას ფილ­მ­ში ვი­თა­მა­შე. დი­დი რო­ლი არ მქო­ნია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, მსა­ხი­ობ­მა ის უნ­და ით­ამა­შოს, რა როლ­საც მის­ცე­მენ... მურ­მან ჯი­ნო­რი­ას­თან ვსწავ­ლობ­დი.
- სწავ­ლა და­ას­რუ­ლე?
- ახ­ლა სომ­ხეთ­ში, კერ­ძოდ კი ერე­ვან­ში ვსწავ­ლობ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­ს­ზე ვარ, ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე.
- რო­გორ ცხოვ­რობ?
- ჩე­მი ცხოვ­რე­ბა შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლით. დღე იწყე­ბა ამ გრძნო­ბით და მთავ­რ­დე­ბა ამ გრძნო­ბით.
- რო­გო­რი იყო ცხოვ­რე­ბა სექ­ტემ­ბ­რამ­დე ანუ მა­ნამ­დე, ვიდ­რე ეს გო­გო­ნა შე­გიყ­ვარ­დე­ბო­და?
- სექ­ტემ­ბ­რამ­დე უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­დე­ბო­დი ჩემს აღ­მაფ­რე­ნას, ჩემს რაშს.
- უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ. შე­ნი ყვე­ლას ეს­მის?
- ჩე­მი მხო­ლოდ მა­რის ეს­მის და კი­დევ ერთს, შენს კო­ლე­გას, ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში მუ­შა­ობს... სხვე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უც­ნა­უ­რი ვარ (ი­ღი­მის). მე ვი­ცი, რომ მა­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მი­გებს, იმი­ტომ, რომ ზუს­ტად ჩე­მი "მე­ო­რე მე­ა", ოღონდ - გო­გოს ვა­რი­ან­ტი. მა­რი, მო­დი, მივ­ცეთ სიყ­ვა­რულს სი­გი­ჟის უფ­ლე­ბა!
- რა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ?
- მის­ტი­კა მა­საც აინ­ტე­რე­სებს. არა მარ­ტო მას, არა­მედ ყვე­ლა ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს იზი­დავს იდუ­მა­ლე­ბა. შე­გიძ­ლია, გა­და­ხე­დო ამ ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას და ამა­ში თა­ვა­დაც დარ­წ­მუნ­დე­ბი.
- თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი ეწყო­ბა ერ­თ­მა­ნეთს?
- კი, თა­ვი­სუფ­ლად ეწყო­ბა. მე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან­ვე მქონ­და გათ­ვ­ლი­ლი და ამი­ტომ მი­ად­ვილ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.
- მა­რიმ პირ­ვე­ლად რით და­გა­ინ­ტე­რე­სა?
- წარ­მო­იდ­გი­ნე, მე­უღ­ლემ მო­გიმ­ზა­და მარ­წყ­ვის კოქ­ტე­ი­ლი. გა­რეგ­ნუ­ლად ხომ ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რომ და­ლევ, მთელ გე­მოს მე­რე იგებ. ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასე მოხ­და. და­ვი­ნა­ხე, მო­მე­წო­ნა. გა­რეგ­ნო­ბით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მე­რე სულ­ში გა­და­დი­ხარ. ხომ გა­მი­გე?
- გა­გი­გე, მგო­ნი...
- ისიც გა­მი­გებს, რად­გან ჩე­მი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია. უნ­და არ უნ­და, ასეა. ერ­თი რამ მინ­და იცო­დეს და საქ­ვეყ­ნოდ ვდებ პი­რო­ბას: რაც უნ­და მოხ­დეს, მას არას­დ­როს მი­ვა­ტო­ვებ, ყვე­ლა მის სა­იდუ­მ­ლოს საფ­ლავ­ში წა­ვი­ღებ და რაც უნ­და მო­უ­ვი­დეს (ჯვა­რი წე­რია რა­ი­მე ცუ­დის­გან), გე­ფი­ცე­ბით, საფ­ლავ­ში ჩავ­ყ­ვე­ბი, მეც მოვ­კ­ვ­დე­ბი. მე არ ვთა­მა­შობ. ის ვარ, ვინც უნ­და ვი­ყო. ზოგს მოვ­წონ­ვარ, ზოგს - არა, მაგ­რამ ვერ შე­ვიც­ვ­ლე­ბი. ახ­ლა მა­რის­თან ვი­პო­ვე მის­ტი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად მე აქამ­დე არ მქო­ნია და ახ­ლა უკ­ვე მაქვს. მი­სი თქმის არ იყოს, მე ოქ­რო­ყა­ნა­ში (იქ ვცხოვ­რობ) მაქვს ოქ­როს სა­ბა­დო­ე­ბი და ეს სა­ბა­დო ჩე­მი გუ­ლია, ჩემს გულ­ში არ­სე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც მა­რიმ მი­აგ­ნო. მა­რი, მიყ­ვარ­ხარ.
- შე­ნი გო­გოს ფო­ტოს მომ­ცემ?
- მას მთელ ქვე­ყა­ნას არ გა­ვაც­ნობ, ჩე­მი "ფე­ის­ბუკ"-პრო­ფი­ლის ფო­ტო კი შე­გიძ­ლია აიღო. მე ვარ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და არა - მა­რი... და­ბო­ლოს, მინ­და გითხ­რათ: და­უს­წ­რე­ბელ­ზე ვსწავ­ლობ და წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ ჩავ­დი­ვარ ერე­ვან­ში, მე­რე ამე­რი­კა­ში უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო სწავ­ლა და მა­რის წაყ­ვა­ნაც მსურს. იმე­დია, წა­მომ­ყ­ვე­ბა. დღე ან­გე­ლო­ზი ვარ, ღა­მით - ყო­რა­ნი. ყო­რა­ნი მი­უ­სა­ფა­რი არ­სე­ბაა და ღამ­ღა­მო­ბით, სიყ­ვა­რულ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე მკვდა­რი ვი­ყა­ვი და სექ­ტემ­ბ­რი­დან მკვდრე­თით აღ­ვ­დე­ქი.
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
22.02.2017
ბედნიერება თქვენ ........უმაგრესი ადამიანი ხარ, ასეათი სიყვარული რომ შეგძლებია...უფალი გფარავდეთ მუდამ თვენც და თქვენ სიყვარულსაც.
ეკა
22.02.2017
უგვრძნია,თანაც ძალიან მაგრად
მარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი