ჩვენ გვწე­რენ: "შვი­ლე­ბის გა­მო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვტან­ჯავ..."
font-large font-small
ჩვენ გვწე­რენ: "შვი­ლე­ბის გა­მო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვტან­ჯავ..."

"მშობ­ლებს ოჯა­ხი რომ და­ენ­გ­რათ, ამა­ში მე მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ"


"შვი­ლე­ბის გა­მო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ვტან­ჯავ..."
უც­ნო­ბი:

"მყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, მაგ­რამ მინ­და გითხ­რათ, რომ ქმრის გვერ­დით ერ­თი დღეც არ ვყო­ფილ­ვარ ბედ­ნი­ე­რი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვერ ვამ­ჩ­ნევ­დი და თურ­მე, ლო­თი ყო­ფი­ლა. სვამს და მე­რე უმი­ზე­ზოდ მცემს, ასე იყო მა­ში­ნაც, რო­ცა ფეხ­მ­ძი­მედ ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს ვით­მენ­დი იმის გა­მო, რომ მიყ­ვარ­და. თა­ნაც, რო­ცა გა­მოფხიზ­ლ­დე­ბა, ბო­დიშს მიხ­დის, მაგ­რამ ამას რა აზ­რი აქვს? სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი თავ­ზე და­მენ­გ­რა...
ერთ დღეს მივ­ხ­ვ­დი, რომ სხვა შე­მიყ­ვარ­და. მა­საც ჰყავ­და ცო­ლი და 2 შვი­ლი. ჩუმ-ჩუ­მად ვხვდე­ბო­დით. სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბო­და. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მზად იყო, ჩემ გა­მო ოჯა­ხი და­ენ­გ­რია. მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გა­რის­კ­ვის შე­მე­შინ­და. შე­მე­შინ­და, რომ ამ ნა­ბი­ჯის გა­მო ქმარ­თან ერ­თად, შვი­ლებ­საც დავ­კარ­გავ­დი. თუმ­ცა, ღა­ლა­ტი მა­ინც გავ­ბე­დე. დღემ­დე, ჩუ­მად ვხვდე­ბით ერ­თ­მა­ნეთს და ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თე­ბი გვა­ბედ­ნი­ე­რებს. თა­ნაც, მას­წავ­ლა, რომ არა­ვის, ქმარ­საც კი არ უნ­და და­ვე­მორ­ჩი­ლო. მას­წავ­ლა გზე­ბი, თუ რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, რომ ქმარს ღვი­ნის­კენ გა­ხედ­ვაც აღარ მონ­დო­მე­ბო­და. ერ­თხე­ლაც, რო­ცა ცუ­დად გახ­და (გუ­ლი აწუ­ხებს), მის ექიმს მო­ვე­ლა­პა­რა­კე და შე­ა­ში­ნა. უთხ­რა, რა­ღაც ისე­თი ნემ­სი გა­გი­კე­თე, რომ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­მელს ვერ გა­ე­კა­რე­ბი, სუ­ნა­მოც კი არ იპ­კუ­რო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გუ­დოო. ჰო­და, და­ვის­ვე­ნე.
შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა, არ ვი­ცი, მაგ­რამ ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს. მე­ში­ნია მხო­ლოდ იმის, ჩე­მი შვი­ლე­ბი რომ და­იზ­რ­დე­ბი­ან, მათ ვინ­მემ რა­მე არ უთხ­რას. მარ­თა­ლია, მაქ­სი­მა­ლურ სიფ­რ­თხი­ლეს ვი­ჩენ და ჩვენ­ზე ჭო­რიც კი არ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ისიც ვი­ცი, რომ ეშ­მაკს არ სძი­ნავს. ჰო­და, შვი­ლე­ბის გა­მო ვტან­ჯავ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასე მიყ­ვარს და მეც ძა­ლი­ან ვი­ტან­ჯე­ბი. არ ვი­ცი, რა გა­ვა­კე­თო, რო­გორ მო­ვიქ­ცე?.."

"საყ­ვა­რე­ლი მყავს..."
უც­ნა­უ­რი ქა­ლი:

"გა­მარ­ჯო­ბა. მინ­და, ჩემს ამ­ბავს მო­გიყ­ვეთ. სულ ვცდი­ლობ დავ­წე­რო, რაც თავს გა­დამ­ხ­და, მაგ­რამ ვი­ცი, სა­ინ­ტე­რე­სოდ ვერ დავ­წერ. სო­ფელ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. გა­რეგ­ნუ­ლად დი­დი არა­ფე­რი გო­გო ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ არც მა­ხინ­ჯი და შე­უ­ხე­და­ვი გახ­ლ­დით. მე­სა­მე კურ­ს­ზე ვსწავ­ლობ­დი, რო­ცა გავ­თხოვ­დი. მე­გო­ნა, სიყ­ვა­რუ­ლით გავ­ყე­ვი, მაგ­რამ რო­გორც ხდე­ბა, შევ­ც­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ უცებ ავ­ცან­ცარ­დი და ეს სუ­ლე­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი. შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა, რო­მე­ლიც ახ­ლა 4 წლის ხდე­ბა. თა­ვი­დან თით­ქოს, ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღაც მაკ­ლ­და. მაგ­რამ რა იყო ეს რა­ღაც, ვერ ვხვდე­ბო­დი და ერ­თხე­ლაც, სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, სოფ­ლი­დან მო­მა­ვალ­მა გზა­ზე გა­ვი­ცა­ნი ჩემ­ზე 14 წლით უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი... მთე­ლი გზა ვსა­უბ­რობ­დით: ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.
გან­შო­რე­ბი­სას მითხ­რა, - ჩე­მი ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რე და თუ დაგ­ჭირ­დე­ბი, შე­მეხ­მი­ა­ნე ხოლ­მეო. ციფ­რე­ბის აკ­რე­ბის შემ­დეგ, ვი­თომ შემ­თხ­ვე­ვით მას­თან დავ­რე­კე და იმა­ნაც მო­ა­ხერ­ხა ჩე­მი მო­ბი­ლუ­რის ნომ­რის და­მახ­სოვ­რე­ბა. ორი კვი­რის შემ­დეგ და­მი­რე­კა. სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი და ვერ ვე­ლა­პა­რა­კე თა­ვი­სუფ­ლად. ორი დღის მე­რე კი თა­ვად მივ­წე­რე, მო­ვი­კითხე. ერთ წვი­მი­ან დღეს შევ­ხ­ვ­დი, გა­ვი­სე­ირ­ნეთ. მე­რე მე­ო­რედ ვნა­ხე, მე­სა­მე­დაც და... ის ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი გახ­და. მე­გო­ნა, მის გა­რე­შე სი­ცოცხ­ლე აღარ შე­მეძ­ლო, სულ მე­ნატ­რე­ბო­და. ის დი­დი ყუ­რადღე­ბი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მე­სა­მე ცო­ლი და 4 შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მი­სი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაც კი მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ერთ დღეს გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი მის­გან...
და­ვუ­რე­კე და ვუთხა­რი, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მნა­ხა და მითხ­რა: თუ ჩემ­თან ყოფ­ნა გინ­და, მუ­ცე­ლი უნ­და მო­ი­შო­როო. უარი ვუთხა­რი. - მა­შინ თა­ვად გა­ზარ­დე ეს ბავ­შ­ვი და შე­ნი და­ნახ­ვაც აღარ მინ­დაო, - გა­მო­მიცხა­და... წა­ვი­და... დავ­რ­ჩი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი... ჩემს ქმარს გა­უ­ხარ­და, რო­ცა გა­ი­გო, რომ შვი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და...
ისე გა­ვი­და ორ­სუ­ლო­ბის 7 თვე, ერ­თხე­ლაც არ გავ­ხ­სე­ნე­ბი­ვარ და არ მო­უ­კითხავს თა­ვი­სი მუც­ლად­მ­ყო­ფი შვი­ლი. სულ ნერ­ვი­უ­ლო­ბა­სა და ტი­რილ­ში გა­ვა­ტა­რე ეს 7 თვე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამ­ტ­კივ­და მუ­ცე­ლი, სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­ვე­დით და... ჩე­მი გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. სიკ­ვ­დი­ლი მერ­ჩივ­ნა ამას. ის გო­გო­ნა, რო­მელ­საც 7 თვე ვე­ფე­რე­ბო­დი, სა­ოც­რად ძვირ­ფა­სი იყო ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის ცოდ­ვას შე­ე­წი­რა.
გა­ვი­და დრო. არა მარ­ტო მი­სი, არც ერ­თი კა­ცის და­ნახ­ვა არ მსურ­და; და­ნახ­ვა კი არა, ხმის გა­გო­ნე­ბაც. თუმ­ცა, მე­რე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ახ­ლაც მყავს საყ­ვა­რე­ლი და ამ­ჯე­რად ვთვლი, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. სი­ცოცხ­ლეს მირ­ჩევ­ნია. მის­გა­ნაც ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, მაგ­რამ ვიდ­რე ამას მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი, მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა. ხან­და­ხან ძა­ლი­ან მაბ­რა­ზებს და მიჩ­ნ­დე­ბა სა­ო­ცა­რი სურ­ვი­ლი, აღარ მიყ­ვარ­დეს, მაგ­რამ ვგრძნობ, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. რო­დემ­დე გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას, არ ვი­ცი. ის ჩემ­ზე 5 წლით უფ­რო­სია და არც ოჯა­ხი ჰყავს. მე კი დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვი­ვიწყებ­დი ყვე­ლა­ფერს და მთელ ცხოვ­რე­ბას მას­თან გა­ვა­ტა­რებ­დი. ეჰჰჰ...

"მშობ­ლებს ოჯა­ხი რომ და­ენ­გ­რათ, ამა­ში მე მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ"
და­ტან­ჯუ­ლი:

"მინ­და ჩემ­ზე გი­ამ­ბოთ. ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხის შვი­ლი ვარ, კარგ გა­რე­მო­ში აღ­ზ­რ­დი­ლი. საქ­მე ის არის, რომ ერ­თ­მა შემ­თხ­ვე­ვამ ცხოვ­რე­ბა და­მი­მა­ხინ­ჯა: მა­მა­ჩემ­მა მე­გო­ბა­რი მო­იყ­ვა­ნა სახ­ლ­ში. ნას­ვა­მე­ბი იყ­ვ­ნენ, სახ­ლ­ში კი­დევ და­უ­მა­ტეს და რო­ცა ალ­კო­ჰოლ­მა მათ თავ­ბ­რუ და­ახ­ვია, მე­გო­ბარს და­უ­რე­კეს, სახ­ლ­ში მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლე­ბი ამო­აყ­ვა­ნი­ნეს. მა­მამ მკაც­რად მითხ­რა: შე­გიძ­ლია, ამ სა­ღა­მოს მა­მი­და­შენ­თან წახ­ვი­დეო. არ იცო­და, ტე­ლე­ფონ­ზე მი­სი სა­უ­ბა­რი თუ გა­ვი­გო­ნე. დე­და მა­შინ საზღ­ვარ­გა­რეთ იყო, საქ­მე­ებ­ზე. არ­სა­დაც არ წა­ვალ-მეთ­ქი, - და­ვი­ჟი­ნე, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და ჩე­მი ურ­ჩო­ბით და შე­მე­შინ­და, ჩა­ვი­კე­ტე ოთახ­ში და მე­გო­ბარს გა­ვუ­ზი­ა­რე ჩე­მი სატ­კი­ვა­რი... უცებ, ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა. სას­ტუმ­რო ოთახ­ში იყო ზე­და­ხო­რა, ნა­ხევ­რად შიშ­ვ­ლე­ბი მგლე­ბი­ვით ყმუ­ოდ­ნენ. მა­შინ 15 წლის ვი­ყა­ვი. ოთახ­ში შევ­ვარ­დი და მა­მას ჩხუ­ბი და­ვუწყე, - არ გრცხვე­ნია-მეთ­ქი? ხე­ლი მკრა: ხომ გითხა­რი, აქე­დან მომ­შორ­დი, და­მე­კარ­გეო და, სი­ლა გა­მაწ­ნა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა მი­ვა­ხა­ლე: დღე­ი­დან შენს შვი­ლო­ბა­ზე უარს ვამ­ბობ-მეთ­ქი. გა­ცოფ­და და მაგ­რად მცე­მა... მას შემ­დეგ მა­მა აღარ მყავს! მარ­თა­ლია, დე­დამ ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხი და­ან­გ­რია, ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც მა­ტა­რა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ დავ­ძ­ლიე მა­შინ ნა­გე­მი ში­ში, ტკი­ვი­ლი და ახ­ლა ათას­ნა­ი­რი ფო­ბია მაქვს. მა­მას, რო­მე­ლიც ლა­მის გვე­ჩო­ქე­ბა, - მა­პა­ტი­ეთ, ყვე­ლა­ფე­რი ალ­კო­ჰო­ლის ბრა­ლი იყო და თან, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ბა­ლა­ხიც მოვ­წიეო, ამ ამ­ბავს ვერც მე ვპა­ტი­ობ და ვერც - დე­და. აი, იმ დღეს ასე და­მენ­გ­რა ცხოვ­რე­ბა და დე­და­საც და­ვუნ­გ­რიე მყუდ­რო ბუ­დე...
არა­და, მა­ნამ­დე ბევ­რ­ჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ძმა­კა­ცებს უგო­ნოდ მთვრა­ლი, ლა­მის ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მო­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ არა­თუ ჩემ­თ­ვის, დე­დას­თ­ვი­საც არას­დ­როს უთ­ქ­ვამს ერ­თი უწმა­წუ­რი სიტყ­ვაც კი. არ ვი­ცი, იმ დღეს რამ გა­და­უბ­რუ­ნა ტვი­ნი. ფაქ­ტი მხო­ლოდ ისაა, რომ მის გვერ­დით ცხოვ­რე­ბას ვე­ღა­რას­დ­როს შევ­ძ­ლებ, უფ­რო მე­ტიც - კა­ცე­ბის მე­ში­ნია...
იმ სა­ში­ნე­ლი დღის შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ვარ, მაგ­რამ გათხო­ვე­ბას ვერ ვბე­დავ იმის ში­შით, რომ ოდეს­მე მეც მი­ღა­ლა­ტე­ბენ. ღა­ლა­ტი კი არის ის, რა­საც ადა­მი­ანს ვე­რას­დ­როს ვა­პა­ტი­ებ და კი­დევ ერ­თხელ რომ ვი­გე­მო ეს სა­ში­ნე­ლე­ბა, მერ­წ­მუ­ნეთ, სუ­ი­ციდ­ზეც არ ვიტყ­ვი უარს.
ჩემს ად­გი­ლას, თქვენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დით? მა­მას მშობ­ლე­ბი ანუ ჩე­მი ბე­ბია და ბა­ბუა დღემ­დე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ და ვერ მი­ტა­ნენ, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ მე ის გვე­ლი ვარ, რო­მელ­მაც მათ შვილს ცხოვ­რე­ბა და­უნ­გ­რია. არა­და, ეს მო­ხუ­ცე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან მათ გამ­ზარ­დეს..."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვა