"ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა"
font-large font-small
"ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა"
წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, მძი­მედ წა­სა­კითხია.
ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს აღ­სა­რე­ბაა ქა­ლის, რო­მე­ლიც მძი­მე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ექ­ცა და ცხოვ­რე­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, ისეთ რა­ღა­ცებ­ზეც არ ამ­ბობ­და უარს, რი­სი კე­თე­ბაც მის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი სას­ჯე­ლი იყო...


წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"19 წლის ვი­ყა­ვი, საზღ­ვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ რომ გა­ვემ­გ­ზავ­რე. დე­დას ყო­ველ­თ­ვის "ზე­და­პი­რუ­ლად" ვუყ­ვარ­დი, თუ შე­იძ­ლე­ბა, ამას სა­ერ­თოდ და­ერ­ქ­ვას სიყ­ვა­რუ­ლი: ხე­ლი­თაც მე­ხე­ბო­და, მლან­ძღავ­და და მო­სამ­სა­ხუ­რე­სა­ვით მექ­ცე­ო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ჩემს ძმას აღ­მერ­თებ­და და რო­ცა სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ძმას ჩემს წი­ნა­აღ­მ­დე­გაც ამ­ხედ­რებ­და. მოკ­ლედ, გა­ვე­ცა­ლე აქა­უ­რო­ბას. ვი­ფიქ­რე, - თავს ვუშ­ვე­ლი-მეთ­ქი და წა­ვე­დი. სა­დაც ჩვენ არ ვართ, ყველ­გან კარ­გიაო, - ნათ­ქ­ვა­მია და მეც ასე მო­მი­ვი­და. ჩა­ვე­დი უცხო ქვე­ყა­ნა­ში, უცხო ხალ­ხ­თან და მათ მსა­ხუ­რად ვი­ქე­ცი. ვა­ლა­გებ­დი, ვხე­ხავ­დი - ვინ იცის, რას არ ვა­კე­თებ­დი და მო­ხუც­საც ვუვ­ლი­დი. ერ­თი დღე მქონ­და და­სას­ვე­ნებ­ლად და ამ დღეს სულ სი­ა­რულ­ში ვა­ტა­რებ­დი. იმ­დე­ნად არაფ­რად მაგ­დებ­და ოჯა­ხი, რომ სხვი­სი მსა­ხუ­რე­ბა მერ­ჩივ­ნა მათ­თან დამ­ცი­რე­ბულ ცხოვ­რე­ბას. დე­და­ჩემს მუ­დამ სა­უ­კე­თე­სო სა­მო­სი ეც­ვა, გარ­დე­რობ­ში ტან­საც­მელს ვერ ატევ­და, მე კი და­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მ­ლით დავ­დი­ო­დი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­და არ შემ­ძუ­ლე­ბია, პი­რი­ქით - სამ­შობ­ლო­დან წა­სულს, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და. ვცდი­ლობ­დი, ძმის­თ­ვის და მის­თ­ვის ფუ­ლიც გა­მეგ­ზავ­ნა და სა­ჩუქ­რე­ბიც. მე­რე კი ნელ-ნე­ლა უცხო­ეთ­შიც და­იწყო ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა: ჯერ მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც ვუვ­ლი­დი, ვი­თომ შემ­თხ­ვე­ვით, ხან სად წა­მავ­ლებ­და ხელს და ხან - სად. ერთ დღეს კი მითხ­რა: ან გა­ი­ხა­დე და შიშ­ვე­ლი და­მე­ნახ­ვე, ან არა­და, აქე­დან წა­დიო. მთე­ლი ღა­მე არ მე­ძი­ნა. იქი­დან ჩე­მი წა­მოს­ვ­ლა იმას ნიშ­ნავ­და, რომ ღა­მე ქუ­ჩა­ში უნ­და გა­მე­თია. ეს სამ­სა­ხუ­რიც ძლივს ვი­შო­ვე და მის და­კარ­გ­ვას ვერ გა­და­ვი­ტან­დი... მე­ო­რე დი­ლით არც კი და­ა­კა­კუ­ნა, ოთახ­ში ისე შე­მო­ვი­და, მა­ი­სუ­რი ამი­წია, მკერ­დ­ზე ხე­ლი მო­მი­თა­თუ­ნა და გა­ვი­და. გუ­ლის რე­ვამ­დე გავ­წით­ლ­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო ის,

რა­საც იმ წუ­თებ­ში ვგრძნობ­დი. მივ­ხ­ვ­დი, სას­წ­რა­ფოდ, სხვა­გან უნ­და გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი.
რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვი­პო­ვე სამ­სა­ხუ­რი ერთ-ერ­თი ბა­რის ჭურ­ჭ­ლის მრეცხა­ვად. სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მი მქონ­და, მაგ­რამ რო­გორ­ღაც ვი­ტან­დი. იქ ერ­თი ბი­ჭი გა­და­მე­კი­და, სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბო­და. ერთ დღეს მას­თან დავ­რ­ჩი და მითხ­რა, ჩემ­თან იცხოვ­რეო. და­ვიწყეთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა. ჩე­მებს ყვე­ლა­ფერს ვუ­მა­ლავ­დი. მათ ეგო­ნათ, ოჯახ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მა­მა­კაც­თან ვცხოვ­რობ­დი. მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ბა­რის მიმ­ტან­თან ზედ­მე­ტად ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დი. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მან მითხ­რა, - უნ­და გა­დახ­ვი­დე, სხვა მომ­წონ­სო. ტი­რი­ლით წა­მო­ვე­დი მის­გან. ვიხ­რ­ჩო­ბო­დი, ისე მო­მაწ­ვა ბოღ­მა, ნოს­ტალ­გი­აც - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად.
ერთ ქარ­თ­ველ გო­გოს ვთხო­ვე, უფ­ლე­ბა მო­ე­ცა, რომ ღა­მე მას­თან გა­მე­თია. მითხ­რა: კა­ცი მყავს და დიდ­ხანს ვერ დარ­ჩე­ბი, ის მო­დის ხოლ­მე აქო. მივ­ხ­ვ­დი, მის ბი­ნა­ში არ იყო ჩე­მი ად­გი­ლი. ვე­ღარც ბარ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ყო­ველ წუ­თას მა­თი ერ­თად ნახ­ვა აღარ შე­მეძ­ლო.

ამა­სო­ბა­ში, ერ­თი კარ­გი გო­გო გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­მაც ძი­ძად ამიყ­ვა­ნა. მათ­თან ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვი და ბავ­შ­ვიც ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. ვცხოვ­რობ­დი მშვი­დად, მე­რე კი ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ერ­თი უცხო­ე­ლი ბი­ჭი გა­ვი­ცა­ნი. ისე­თი ვაჟ­კა­ცუ­რი იყო, სიმ­პა­თი­უ­რი, რომ მა­ლე­ვე მომ­ხიბ­ლა. მა­საც ძა­ლი­ან შე­ვუყ­ვარ­დი. მითხ­რა, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­დეთ საცხოვ­რებ­ლა­დო (იმ პე­რი­ოდ­ში, ის სას­წავ­ლებ­ლად იყო ჩა­მო­სუ­ლი). ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ვუთხა­რი, რომ ბი­ჭი შე­მიყ­ვარ­და. ჩე­მი რჩე­უ­ლი უც­ნა­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნი­დან იყო და მი­სი მშობ­ლე­ბი ოჯახ­ში მა­თი­ვე ეროვ­ნე­ბის რძლის შეყ­ვა­ნა­ზე ოც­ნე­ბობ­დ­ნენ. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ჯერ მო­მა­ყო­ლეს, გვითხა­რი, ვინ არის შე­ნი რჩე­უ­ლი, მის მშობ­ლებ­ზე რა იციო? მე­რე კი ნელ-ნე­ლა, ისე ოს­ტა­ტუ­რად შე­მა­ძუ­ლეს რჩე­უ­ლი, რომ ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა და­მე­მარ­თა. ისე­თი სუ­რა­თი და­მი­ხა­ტეს, ვე­ღარ ავი­ტა­ნე ამ­დე­ნი წნე­ხი და შეყ­ვა­რე­ბულს დავ­შორ­დი. დე­და­ჩე­მი თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობ­და, - მე­რე ფულს არ გა­მო­მიგ­ზავ­ნი­სო და ამი­ტომ, ჩე­მი არ­გათხო­ვე­ბის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა. თუმ­ცა, ამას გვი­ან მივ­ხ­ვ­დი. დას­ვე­ნე­ბის დღე მქონ­და და ამ ბი­ჭის და­სა­ვიწყებ­ლად, სულ ბა­რებ­ში ვა­თე­ნებ­დი. ვსვამ­დი ალ­კო­ჰო­ლურ სას­მელს, ზოგ­ჯერ მა­რი­ხუ­ა­ნა­საც ვე­წე­ო­დი და შემ­თხ­ვე­ვი­თი რო­მა­ნე­ბიც მქონ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ისევ ინ­ტერ­ნე­ტით, ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭი გა­ვი­ცა­ნი (პი­რო­ბი­თად, მა­მუ­კა). ის სხვა ქვე­ყა­ნა­ში იყო და მეხ­ვე­წე­ბო­და, - აქ ჩა­მო­დი, ჩემ­თან იცხოვ­რებ და მაგ­რად ვიქ­ნე­ბით, შე­მიყ­ვარ­დიო. ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თ­მა­ნეთ­თან სა­უ­ბარ­ში და ძა­ლი­ან მი­ვეჩ­ვიე. რო­ცა ვსა­უბ­რობ­დით, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს უკ­ვე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. მოკ­ლედ, და­მი­თან­ხ­მა და სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვე­დი საცხოვ­რებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ. დამ­ხ­ვ­და. რამ­დე­ნი­მე დღე თით­ქოს, სა­მოთხე­ში ვი­ყა­ვი. ჩე­მებს ვუთხა­რი, - აქ უკე­თე­სი მუ­შა­ო­ბაა და შე­იძ­ლე­ბა, სა­ბუ­თი გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი. ვის ეცა­ლა ჩემ­თ­ვის? ყვე­ლა ჩე­მი ძმის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. აქ პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და იმას აკ­ვ­დე­ბოდ­ნენ, მე კი უბ­რა­ლოდ, მა­თი შვი­ლი მერ­ქ­ვა.

ზოგ­ჯერ მი­ფიქ­რია კი­დეც, - აყ­ვა­ნი­ლი ხომ არ ვარ, დე­და ასე რო­გორ მექ­ცე­ვა-მეთ­ქი? მოკ­ლედ, და­ვიწყე ამ ბიჭ­თან ცხოვ­რე­ბა. სა­ჩუქ­რე­ბით მა­ნე­ბივ­რებ­და, მაგ­რამ მა­ინც მოვ­ძებ­ნე სა­მუ­შაო, უქ­მად რომ არ ვმჯდა­რი­ყა­ვი. ნელ-ნე­ლა ქარ­თ­ვე­ლე­ბიც გა­ვი­ცა­ნი. ისი­ნი ჩემ­სა­ვით, ემიგ­რან­ტე­ბი იყ­ვ­ნენ. მი­ხა­რო­და, რომ მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი გა­მიჩ­ნ­და. მათ­თან ერ­თად მო­საზღ­ვ­რე ქვეყ­ნებ­შიც კი გა­დავ­დი­ო­დი, ვსე­ირ­ნობ­დით. გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი. ერთ დღეს მა­მუ­კამ გა­მო­მიცხა­და: ჩემს დას პრობ­ლე­მე­ბი აქვს და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნ­და წა­ვი­დე ორი თვი­თო. ასეც მოხ­და. წა­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მე კი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­მეწყო. მის გა­მო ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა, მა­მუ­კა კი ზოგ­ჯერ, დღე­ე­ბი არ შე­მო­დი­ო­და ინ­ტერ­ნეტ­ში. მას რომ ვე­ლო­დე­ბო­დი კომ­პი­უ­ტერს მი­ჯაჭ­ვუ­ლი და ღა­მე­ებს თეთ­რად ვა­თე­ნებ­დი, იმ დროს კი­დევ ერ­თი უცხო­ე­ლი გა­და­მე­კი­და. სულ მწერ­და, მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. მის­გან ამ ყუ­რადღე­ბას თით­ქოს, მი­ვეჩ­ვიე კი­დეც. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან კი სი­ცი­ვეს ვგრძნობ­დი უფ­რო, ვიდ­რე მო­ნატ­რე­ბას. ეს უცხო­ე­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და და მეხ­ვე­წე­ბო­და, ბი­ლეთს აგი­ღებ და ჩემ­თან სტუმ­რად ჩა­მო­დიო. იმ­დე­ნი ქნა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და ჩა­ვე­დი. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო და ისე მომ­ხიბ­ლა, უგო­ნოდ შე­მიყ­ვარ­და. უკან აღარც დავ­ბ­რუნ­დი და მას­თან ცხოვ­რე­ბა და­ვიწყე. შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. სა­ში­ნე­ლი მე­სა­კუთ­რე დე­დამ­თი­ლი მყავ­და და იმ­დე­ნი ქნა, რომ ოჯა­ხი დაგ­ვენ­გ­რა. ბავ­შ­ვით ხელ­ში დავ­ბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. დე­და­ჩემ­მა მი­მი­ღო, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად მიქ­ცია და ამი­ტო­მაც, შვილ­თან ერ­თად, ისევ უცხო­ეთ­ში გა­მო­ვი­ქე­ცი. აქ ხე­ლი მო­ვა­წე­რე კაც­თან, რო­მე­ლიც არ მიყ­ვარს. მე­ზიზღე­ბა კი­დეც, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის და ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის ჯო­ბია, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვით­მი­ნო. ახ­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ ლე­გა­ლუ­რად ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. ისევ მო­ნა ვარ, მაგ­რამ უკე­თეს პი­რო­ბებ­ში ვარ. რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, შვილ­თან ერ­თად წა­ვალ აქე­დან. დე­და არ მე­ზიზღე­ბა, მაგ­რამ ვი­ცი, მას აუცი­ლებ­ლად დას­ჯის უფა­ლი. ყვე­ლა ჩე­მი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ის არის! მას არ ვუყ­ვარ­დი და სხვას რო­გორ მოვ­თხო­ვო სიყ­ვა­რუ­ლი? მის­მა სი­ცი­ვემ და გულ­გ­რი­ლო­ბამ ამი­რია ცხოვ­რე­ბა. მის­მა ეგო­იზ­მ­მა ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა ისე­თად, რო­გო­რიც დღეს ვარ. და რო­გო­რი ვარ? ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ძა­ვი გახ­ლა­ვართ!.."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.ajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (23)
13.12.2017
ნამდვილად ზნელია განსაჯო ახალგაზდა 19 წლის გოგო,ყველაფერს გადაუსვი ხაზი,იცხოვრე პატიოსნად და კიდევ ცხოვრება წინ გაკვს დედა არაფერ შუაშია
მარინა
11.12.2017
ეტყობა დედას იმიტომაც არ უყვარდი, რომ თავიდანვე მიხვდა, რა ჩიტიც იყავი. ასე ყველასთან წვებოდე და იძახოდე შევიყვარდაო, ნეტავ ამდენი როგორ მოასწარი. თუ სექსი გინდა ვინ გაკონტროლებდა საზღვარგარეთ,ეს აბდაუბდა რისთვის გინდოდა
გრიშა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი