როგორი გამოხმაურება მოჰყვა ემოგრანტი გოგოს გზავნილს - "ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა"
font-large font-small
როგორი გამოხმაურება მოჰყვა ემოგრანტი გოგოს გზავნილს - "ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა"
"ბევ­რი ოც­ნე­ბობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და 40 წლის ასაკ­შიც კი მშობ­ლის გა­რე­შე ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამს"

"გზის" #7-ში და­ი­ბეჭ­და ემიგ­რან­ტი გო­გო­ნას წე­რი­ლი, სა­თა­უ­რით: "ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა", რო­მელ­საც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. წე­რი­ლის ავ­ტორს ბევ­რი ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ მას სურს, სა­კუ­თა­რი ავ­ხორ­ცო­ბა მშობ­ლებს გა­და­აბ­რა­ლოს. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მკითხ­ვე­ლის მე­სიჯს, რომ­ლე­ბიც რჩე­ვა-და­რი­გე­ბას არ იშუ­რე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შორს მყო­ფი ახალ­გაზ­რ­და დე­დის­თ­ვის.

წე­რი­ლე­ბის სტი­ლი და­ცუ­ლია:
სა­ლო­მე, 32 წლის:
"და რა უნ­დო­და ამ გო­გოს, რომ ეთ­ქ­ვა? მი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გულს ვე­რა­ვის აუჩუ­ყებს. თუმ­ცა, რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ ვა­ჟე­ბის კულ­ტია. გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დე­ბი ცდი­ლო­ბენ, ვა­ჟებს არა­ფე­რი მო­აკ­ლონ და ნარ­ჩე­ნებს ქა­ლიშ­ვი­ლებს უყ­რი­ან. მეც ასეთ "ტრა­დი­ცი­ულ" ოჯახ­ში ვიზ­რ­დე­ბო­დი, გუ­ლით ბოღ­მა­საც ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ამის გა­მო სუ­ლით არ დავ­ცე­მულ­ვარ და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია. ადა­მი­ან­მა სწო­რად უნ­და იცხოვ­როს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვი­სი თა­ვის­თ­ვის!"
ლა­ლი, სო­ხუ­მი­დან:
"დე­და არ მე­ზიზღე­ბა, მაგ­რამ ვი­ცი, მას აუცი­ლებ­ლად დას­ჯის უფა­ლი. ყვე­ლა ჩე­მი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ის არის!" _ შენ გგო­ნია, ეს სიტყ­ვე­ბი გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლებს შენს წე­რილს? არა მგო­ნია, ჭკუ­ათა­მ­ყო­ფელ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­ჯე­როს, რომ წმინ­და სუ­ლი გაქვს და შენ მი­ერ გავ­ლი­ლი გზა, შე­ნი შეც­დო­მე­ბი უნე­ბუ­რად არის დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩე­მი აზ­რით, შენ საზღ­ვარ­გა­რეთ წახ­ვე­დი იმის­თ­ვის, რომ იქ თა­ვი­სუფ­ლად გე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­საც აქ ვერ აკე­თებ­დი, რად­გან მშობ­ლე­ბი გა­კონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ. აშ­კა­რაა, დედ-მა­მა მკაც­რად გექ­ცე­ო­და იმი­ტომ, რომ მო­ე­თო­კათ შე­ნი ვნე­ბე­ბი, რა­თა შენ გა­მო, შე­ნი ძმაც არ დას­ჯი­ლი­ყო. მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, შე­ნი სა­ხე­ლი გა­და­ერ­ჩი­ნათ სირ­ცხ­ვი­ლის­გან, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ.
ცხა­დია, არ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, ბავ­შ­ვით ხელ­ში რომ დაბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. აბა, ეს რო­მელ ქარ­თ­ველ მა­მას ან დე­დას მო­ე­წო­ნე­ბა? ჩვენ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვართ და "თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის" სტილს ვერ ვე­გუ­ე­ბით. ჩვენ­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სულ სხვა რა­მეა, ეს სუ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, ხო­ლო "შენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას" გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა ჰქვია.
შვი­ლო, დროა, ახ­ლა მა­ინც კარ­გად და­ფიქ­რ­დე შენს წარ­სულ­ზე და შვილ­ზე იზ­რუ­ნო. მას აქვს უფ­ლე­ბა, ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში აღი­ზარ­დოს. მოთ­მი­ნე­ბით აიტა­ნე ყვე­ლა ის სი­ურ­პ­რი­ზი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებს, რად­გან ახ­ლა შენ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხარ შე­ნი შვი­ლის წი­ნა­შე და მას ნუ და­უნ­გ­რევ მო­მა­ვალს. ტყუ­ი­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა აუცი­ლებ­ლად წა­გამ­ტ­ვ­რე­ვი­ნებს ცხვირს. შე­ე­ცა­დე, სა­ნამ დროა, გა­მო­ას­წო­რო ყვე­ლა­ფე­რი..."
ლე­ვა­ნი, 39 წლის:
"გო­გო­ნი, შენ კა­ცე­ბის ცვლა მოგ­წონს და ამას დე­დას რომ აბ­რა­ლებ, სა­და­უ­რი წე­სია? გა­სა­გე­ბია, რომ ცუ­დად გაგ­ზარ­და, ეს ისე­დაც აშ­კა­რაა, მაგ­რამ მი­სი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა იმა­ში, რომ ზრდას­რუ­ლი გზას ასც­დი, სი­სუ­ლე­ლეა. შენ აკე­თებ იმას, რაც თა­ვად გინ­და. ბევ­რი ოც­ნე­ბობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და 40 წლის ასაკ­შიც კი მშობ­ლის გა­რე­შე ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამს. შენ ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა გაქვს და ახ­ლა იმის გა­მო წუ­წუ­ნებ, რომ თურ­მე, სა­კუ­თა­რი თა­ვის უფა­ლი ხარ და მშობ­ლე­ბი არ გა­კონ­ტ­რო­ლე­ბენ... გონს მო­დი, შვი­ლი გყავს მი­სა­ხე­დი".
მა­გუ­ლი:
"ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­სურ­ვებ­დი, ეს გო­გო­ნა ჩე­მი შვი­ლი რომ იყოს. ხომ გა­ზარ­დეს მშობ­ლებ­მა, ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს, რა­ღაც ას­წავ­ლეს და გა­უშ­ვეს თა­ვის გზა­ზე, მე­რე ჭკუა უნ­და ეხ­მა­რა და ისე­თი ცხოვ­რე­ბის გზა არ აერ­ჩია, რო­მე­ლიც მას არ და­აკ­ნი­ნებ­და. ნუ­რა­ვის ნუ­რა­ფერს და­აბ­რა­ლებს. ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად ვირ­ჩევთ პრო­ფე­სი­ა­საც და საქ­მი­ა­ნო­ბა­საც. ემიგ­რან­ტო­ბა იმას არ ნიშ­ნავს, რომ აუცი­ლებ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­უს­რუ­ლო მო­ხუცს, რო­მე­ლიც ფულს გიხ­დის. შენ გიხ­დი­ან იმის­თ­ვის, რომ მო­უ­ა­რო მას და თუ ზედ­მეტს მოგ­თხოვს, უნ­და მი­ა­ტო­ვო. მეც ვი­ყა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემიგ­რან­ტი, მაგ­რამ ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბა არა­ვის­თ­ვის მი­მი­ცია. შე­ნი მშობ­ლე­ბი კი იმა­ში არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ ნე­ბა­ზე მი­გიშ­ვეს და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მოგ­ცეს".
ელი­კო, 63 წლის:
"შენ სუ­ლით ხარ ასე­თი, შვი­ლო და ვე­რა­ფე­რი გა­მო­გას­წო­რებს. გა­სა­გე­ბია, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ისუ­ლე­ლე, მაგ­რამ მას მე­რე, რაც გათხოვ­დი და და­ფეხ­მ­ძიმ­დი, რო­გორ არ შეც­ვა­ლე ცხოვ­რე­ბის სტი­ლი? შენ თავს სჭრი მშობ­ლებს და იმის ნაც­ვ­ლად, რომ ეს აღი­ა­რო, მათ აბ­რა­ლებ სა­კუ­თარ უბე­დუ­რე­ბას. დროა, გონს მოეგო. ახ­ლა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე კი არა, შვილ­ზეც უნ­და იფიქ­რო და მის გა­მო მა­ინც უნ­და გა­მოს­წორ­დე. ამ­ბობ: "ეს უცხო­ე­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და და მეხ­ვე­წე­ბო­და, ბი­ლეთს აგი­ღებ და ჩემ­თან სტუმ­რად ჩა­მო­დიო. იმ­დე­ნი ქნა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და ჩა­ვე­დი. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო და ისე მომ­ხიბ­ლა, უგო­ნოდ შე­მიყ­ვარ­და. უკან აღარც დავ­ბ­რუნ­დი და მას­თან ცხოვ­რე­ბა და­ვიწყე. შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. სა­ში­ნე­ლი მე­სა­კუთ­რე დე­დამ­თი­ლი მყავ­და და იმ­დე­ნი ქნა, რომ ოჯა­ხი დაგ­ვენ­გ­რა. ბავ­შ­ვით ხელ­ში დავ­ბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში". ჰო­და, რა­ტომ გიკ­ვირს, რომ მშობ­ლებს ეს ამ­ბა­ვი არ მო­ე­წო­ნათ? იმ კაც­თან ცხოვ­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ხომ და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღე? დე­და არ მოგ­წონს, დე­დამ­თი­ლიც არ მო­გე­წო­ნა, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, პარ­ტ­ნი­ო­რებს ვერ შე­ე­გუე და მითხა­რი, ამ ყვე­ლა­ფერ­ში მხო­ლოდ შე­ნი გამ­ზ­რ­დე­ლე­ბი რო­გორ არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი?
არა, არა, თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­დებს ტვი­ნი აქვთ არე­უ­ლი. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბო­ზო­ბა ჰგო­ნი­ათ, აშ­კა­რად..."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
27.02.2017
ასე მგონია ჩემი ბიგრაფიაა!!პირველ შვილს არ დავაკელი არაფერი (3 მყავს)--სულ თავის ნებაზე უნდოდა კუნტრუში--და მე ,რომ არ ვაძლევდი ყველაფრის უფლებას --შემიჯავრა(მაგრამ ჩემი გამოყენება გააგრძელა)--გამოიქცა საზგვარგარეთ--მე --- შვილები ჩამომაყვანინა და გააგრძელა ""თავისუფალი"" ცხოვრება!!სულ დედის ბრალია ,თურმე --ცხოვრება ,რომ ვერ აიწყო--და აქ--უცხო მიწაზე მიმაგდო ბედის ანაბარა--დამიბლოკა ტელეფონი--არ მკითხულობს და არც მირეკავს!!
ქაბატო
27.02.2017
საინტერესოა, თვითონ როგორი დედაა ეს გოგონა! ცოლად და შვილად რომ არ ვარგა, ფაქტია (არც დად, მთელი ცხოვრება თავისი ძმის შურდა).
მაშო ბებო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი