"ძა­ლა არ მე­ყო სა­ი­მი­სოდ, რომ მეყ­ვი­რა..." - და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა და გულ­ში დარ­ჩე­ნი­ლი იარა
font-large font-small
"ძა­ლა არ მე­ყო სა­ი­მი­სოდ, რომ მეყ­ვი­რა..." - და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა და გულ­ში დარ­ჩე­ნი­ლი იარა
ამ ძა­ლა­დო­ბის გა­მო არ მიყ­ვი­რია, თა­ვის დრო­ზე გავ­ჩუმ­დი ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო...

"მე არ ვი­ცი, თქვენ ჩემს ნა­ამ­ბობს რო­გორ მი­ი­ღებთ, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად მაქვს სურ­ვი­ლი, გუ­ლი გა­და­გი­შა­ლოთ. აღარ მჯე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის და ეს იმის ბრა­ლია, რომ ბავ­შ­ვო­ბა­ში ისე­თი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე, რომ­ლის და­ვიწყე­ბა დღემ­დე ვერ შევ­ძე­ლი", - ამ მე­სი­ჯის ავ­ტორ­თან სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და. თუმ­ცა, კარ­გი ის არის, რომ ტკი­ვი­ლი­ა­ნი ბავ­შ­ვო­ბის და­ვიწყე­ბა­ში ქმა­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა და შვი­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, დე­დას ტკი­ვი­ლი აარი­დონ...

- ძა­ლი­ან მინ­და, გო­ნე­ბი­დან ამო­ვიგ­ლი­ჯო ეპი­ზო­დე­ბი, მაგ­რამ ამას ვერ ვა­ხერ­ხებ. ჰო­და, იქ­ნებ თქვენ­თ­ვის ჩე­მი ამ­ბის გა­ზი­ა­რე­ბით და­ვიმ­შ­ვი­დო გუ­ლი? აბა, ეს ხალ­ხი სუ­ლე­ლი ხომ არ არის, სა­კუ­თარ ამ­ბებს რომ გიყ­ვე­ბათ?!

- გვი­ამ­ბეთ, ისე­თი რა შე­გემ­თხ­ვათ, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ნდო­ბა და­კარ­გეთ?

- ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან პა­ტა­რა და­ვობ­ლ­დი, მა­მი­და მზრდი­და. მას ორი შვი­ლი ჰყავ­და: ჩემ­ზე 6 წლით უფ­რო­სი თენ­გო და 3 წლით უფ­რო­სი გუ­ჯა (ცხა­დია, მა­თი სა­ხე­ლე­ბი შეც­ვ­ლი­ლი­ა). ჩე­მი მშობლები ავა­რი­ა­ში რომ მოყ­ვ­ნენ, ამით დათ­რ­გუნ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, აღარც თა­მა­შის­კენ მი­მი­წევ­და გუ­ლი და აღარც - სწავ­ლის­კენ. მა­მი­და ძა­ლი­ან ეცა­და, ჩემ­თ­ვის ბავ­შ­ვო­ბა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ისე არ გა­მო­ვი­და, რო­გორც მას უნ­დო­და. ბე­ბი­ას­თან არ დამ­ტო­ვა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის ვერ მომ­ცემ­და კარგ გა­ნათ­ლე­ბას, - თა­ვის თავს ძლივს უვ­ლის და ბავ­შ­ვი და­მე­ჩაგ­რე­ბაო. ძმას­თან სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და მის­გან მხო­ლოდ მე შე­მოვ­რ­ჩი. ალ­ბათ გეს­მით, ჩემ მი­მართ რა­საც გრძნობ­და... ბე­ბო რომ მი­ვა­ტო­ვე, ამა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ პა­ტა­რა გო­გოს ვინ რას და­მე­კითხე­ბო­და ან პრო­ტეს­ტი რომ გა­მო­მეთ­ქ­ვა, ყურს და­მიგ­დებ­დ­ნენ? 5 წლის ვი­ყა­ვი, მა­მი­დამ სახ­ლ­ში რომ წა­მიყ­ვა­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით 3 წე­ლი დამ­ჭირ­და, ჩვე­ულ ბავ­შ­ვურ ცხოვ­რე­ბას რომ დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დი. ვიდ­რე სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი, ჯი­უ­ტი გო­გო ვი­ყა­ვი, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ჩემ­თან თა­მა­შის სურ­ვილ­საც არ გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ. თან, მათ­თ­ვის პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, თა­ვი კიტ­რე­ბად მოჰ­ქონ­დათ. რამ­დენ­ჯე­რაც მა­მი­დამ მათ უსაყ­ვე­დუ­რა, - რა­ტომ არ ცდი­ლობთ, რომ გა­არ­თო­თო? იმ­დენ­ჯერ­ვე მკვა­ხე პა­სუ­ხი მი­ი­ღო შვი­ლე­ბის­გან. მეც, დი­დად არ მხიბ­ლავ­და ბი­ჭებ­თან თა­მა­შის პერ­ს­პექ­ტი­ვა. ამას მერ­ჩივ­ნა, ჩე­მი თო­ჯი­ნე­ბით, მარ­ტოს მე­თა­მა­შა დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ნა.

მას მე­რე, რაც წა­მო­ვი­ზარ­დე და კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ვის­წავ­ლე, ხა­სი­ა­თი გა­მო­მი­კეთ­და, ბი­ჭებ­მაც გა­მო­ი­ხე­დეს ჩემ­კენ. გან­სა­კუთ­რე­ბით, გუ­ჯა და­მიძ­მო­ბილ­და. სა­ერ­თო ენაც გა­მოვ­ნა­ხეთ ნელ-ნე­ლა... თით­ქოს და­ვუბ­რუნ­დი ლაღ ბავ­შ­ვო­ბას. ზაფხულ­ში ბე­ბი­ას­თან მივ­დი­ო­დი. აი, იქ კი სულ სხვა­ნა­ი­რად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. მშობ­ლი­ურ სახ­ლ­ში თით­ქოს, კედ­ლე­ბიც კი სიყ­ვა­რუ­ლით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი და მა­მი­დას­თან ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, სულ იმა­ზე მე­ფიქ­რე­ბო­და უნე­ბუ­რად, - რო­დის გა­ვიზ­რ­დე­ბი, რომ შინ დავ­ბ­რუნ­დე-მეთ­ქი. თან მყვე­ბოდ­ნენ და მე მა­ინც, უმა­დუ­რი­ვით, იქი­დან გაქ­ცე­ვა­ზე ვფიქ­რობ­დი.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, რო­ცა მშობ­ლი­ურ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ცეს?

- 14 წლის რომ გავ­ხ­დი, ბე­ბო გარ­და­იც­ვა­ლა და რო­გორც მა­მი­და ამ­ბობ­და, - აბა, ვინ გა­მიშ­ვებ­და, ცა­რი­ელ კედ­ლებ­ში, ჩემს ჭკუ­ა­ზე სა­ჭე­ნა­ოდ?.. ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ კი­დევ უფ­რო მე­ტად და­მიმ­ძი­მა გუ­ლი. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი თავს მევ­ლე­ბოდ­ნენ, გან­საკUუთრებით გუ­ჯა იჩენ­და ჩემ მი­მართ სით­ბოს. ჰო­და, ერ­თხე­ლაც, ჩვენ შო­რის ის მოხ­და, რაც არ უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო. ჩე­მი უფ­რო­სი მა­მი­დაშ­ვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში გა­მო­უშ­ვეს, მე და გუ­ჯა კი სულ ერ­თად მივ­დი­ო­დით სკო­ლა­ში, მე­რე შინ ერ­თად ვბრუნ­დე­ბო­დით, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი გვყავ­და. ერ­თხე­ლაც, მე და გუ­ჯა შინ მარ­ტო­ე­ბი დავ­რ­ჩით. მან ჩემ­ზე იძა­ლა­და, ფაქ­ტია, მაგ­რამ რო­ცა ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, არაფ­რის მტკი­ცე­ბას აზ­რი აღარ ჰქონ­და. ფაქ­ტი ის იყო, რომ ამ ძა­ლა­დო­ბის გა­მო არ მიყ­ვი­რია, თა­ვის დრო­ზე გავ­ჩუმ­დი ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო...

- იქ­ნებ ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ მის მი­მართ თქვენც გქონ­დათ გრძნო­ბა?

- მიყ­ვარ­და და ვერც კი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რო­გო­რი იყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი: დაძMმური, ქალ-ვა­ჟუ­რი... უბ­რა­ლოდ, რო­ცა მან ჩემ­თან და­წო­ლა გა­ნიზ­რახ­ვა, ეს ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა. მა­შინ 14 წლის ბავ­შ­ვე­ბი ისე არ იყ­ვ­ნენ გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რო­გორც დღეს არი­ან. ასე რომ, ვერც ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და და ძა­ლა არ მე­ყო სა­ი­მი­სოდ, რომ მეყ­ვი­რა ან წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­მე­წია.

- ეს ამ­ბა­ვი ოჯა­ხის წევ­რებ­მა რო­გორ გა­ი­გეს?

- იმ დღის მე­რე, გუ­ჯა მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და, სულ ჩემს სი­ახ­ლო­ვეს ტრი­ა­ლებ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, მის გვერ­დით მარ­ტო არ დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თ­ვის არ გა­მომ­დი­ო­და, ხომ გეს­მით... მე­რე მუ­ცე­ლი და­მეტყო და ოჯახ­ში "ბომ­ბი აფეთ­ქ­და". მა­მი­და მიხ­ვ­და, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, მე კი იმ­დე­ნიც არ ვი­ცო­დი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბას რა მოჰ­ყ­ვე­ბო­და. და­მა­ძა­ლეს მეთ­ქ­ვა, ვის­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი დროს. თა­ვი­დან იმა­საც ვერ ვხვდე­ბო­დი, რა კითხ­ვებს მის­ვამ­დ­ნენ. ვმა­ლავ­დი ყვე­ლა­ფერს და ჩუ­მად, უსიტყ­ვოდ ვი­ტან­დი ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბას. მე­რე მა­მი­დამ "თა­ვის­მომ­ჭ­რე­ლი" ძმის­შ­ვი­ლი, ექიმ­თან წა­მიყ­ვა­ნა. იქ რა­ღაც პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­მი­ტა­რეს და მე­რე მითხ­რეს, რომ ბავ­შ­ვი მო­მა­შო­რეს. და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­დ­ნენ "ო­ჯა­ხის ამომ­წყ­ვე­ტის" და­სა­ხე­ლე­ბას, მაგ­რამ ჯი­უ­ტად ვდუმ­დი. გუ­ჯა­საც არ უც­დია ჩე­მი დაც­ვა. ამის შემ­დეგ და­იწყო ჯო­ჯო­ხე­თი: მა­მი­და ხომ ყო­ველ­დღე მლან­ძღავ­და და მო­მი­ძუ­ლა, ბი­ძა­მაც ვერ მა­პა­ტია და ცოლს და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­და, - ვიდ­რე სა­ხელს გაგ­ვი­ტეხს, გა­ვუშ­ვათ აქე­და­ნო. გუ­ჯას და­ა­ვა­ლეს ჩემ­თ­ვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, - იქ­ნებ გა­ი­გო, ვინ გაგ­ვა­უ­ბე­დუ­რაო? ეს ამ­ბა­ვი ჩე­მი ოჯა­ხი­დან არ გა­სუ­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­აგ­ვა­რეს, რომ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და ჩე­მი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ, მთე­ლი წე­ლი მლან­ძღეს და მირ­ტყეს, ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტეს: ჯო­ბია, თა­ვის სახ­ლ­ში გა­ვუშ­ვა­თო და ასეც მო­იქ­ც­ნენ.

- 15 წლის გო­გო, რო­მელ­საც შე­მო­სავ­ლის წყა­რო არ გქონ­დათ, მარ­ტო დაგ­ტო­ვეს?

- კი, ასე მოხ­და. მი­მიყ­ვა­ნეს სახ­ლ­ში და პენ­სი­ა­სა­ვით, გარ­კ­ვე­ულ თან­ხას ყო­ველ­თ­ვე მაძ­ლევ­დ­ნენ, ბო­ლომ­დე არ გა­მი­მე­ტეს. სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მი­ვა­ტო­ვე. ვინ იცის, რამ­დე­ნი ღა­მე გა­მი­თე­ვია თეთ­რად, შე­ში­ნე­ბულს. მე­გო­ნა, ვინ­მე შე­მო­ვარ­დე­ბო­და და რა­ღა­ცას მომ­წევ­და. მად­ლო­ბა ღმერთს, მე­ზობ­ლებს კარ­გად ახ­სოვ­დათ ჩე­მი მშობ­ლე­ბი, ჩე­მი ტკბი­ლი ბე­ბო და ხში­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ერთ მე­ზო­ბელ ქალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ვუ­მე­გობ­რ­დი. მან შეძ­ლო ჩემს გულ­ში შე­მოღ­წე­ვა და ერთ დღე­საც, ღრი­ა­ლით, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე. უნ­და გე­ნა­ხათ, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან რო­გორ გა­ლურ­ჯ­და. გამ­წა­რე­ბულ­მა იყ­ვი­რა, - იმ შენს ნა­ძი­რა­ლა მა­მი­დაშ­ვილს ეს არ უნ­და შე­ვარ­ჩი­ნო­თო, მაგ­რამ და­ვუ­ჩო­ქე, რომ არა­ფე­რი ეთ­ქ­ვა. კი­დევ უფ­რო მე­ტად ნუ და­მინ­გ­რევ ცხოვ­რე­ბას-მეთ­ქი. გა­მი­გო და ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო საფ­ლავ­შიც წა­ი­ღო. იმის შემ­დეგ, ეს ქა­ლი გახ­და ჩე­მი დამ­ც­ვე­ლი. მი­ცავ­და ყვე­ლასა და ყვე­ლაფ­რის­გან. ბო­ლოს იმ­დე­ნი ქნა, რომ შინ წა­მიYყვანა და მპატ­რო­ნობ­და. იმ ფუ­ლით კი, რო­მელ­საც მა­მი­და ყო­ველ­თ­ვი­უ­რად მაძ­ლევ­და, ხე­ლო­ბა მას­წავ­ლა. სტი­ლის­ტი გავ­ხ­დი და მა­ლე, სა­ხე­ლიც გა­ვით­ქ­ვი რა­ი­ონ­ში. დღე­ში 20 ადა­მი­ანს მა­ინც ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი და 19 წლი­სამ იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, რომ სა­ლო­ნიც გავ­ხ­სე­ნი და სხვე­ბიც და­ვა­საქ­მე. ასე, ნელ-ნე­ლა ავაწყ­ვე იმ მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით საქ­მე. ჰო­და, მე­რე უკ­ვე მე ვეხ­მა­რე­ბო­დი მას. შვი­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლად რომ გა­უშ­ვა თბი­ლის­ში, მათ­თ­ვის ბევ­რ­ჯერ გა­მიგ­ზავ­ნია ფუ­ლი. ამ ქალ­საც ვა­ნე­ბივ­რებ­დი, რი­თიც შე­მეძ­ლო.

- მა­მი­დაშ­ვილს შერ­ჩა თქვენ­ზე ძა­ლა­დო­ბა?

- ჩემ­გან შერ­ჩა, მაგ­რამ... მას მე­რე, რაც მა­თი სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი, რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და ჩემ­თან სი­ახ­ლო­ვე, მაგ­რამ არა­ფე­რი რომ არ გა­მო­უ­ვი­და, გამ­წარ­და. ჰო­და, დე­და­მისს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა: ნუ­ღარ და­ეხ­მა­რე­ბით, ეგ არაფ­რის ღირ­სი არ არი­სო. ერთ დღეს მა­მი­და მო­მი­ვარ­და: გინ­და, მკვდრე­ბი საფ­ლავი­დან ამოთხა­რო? რა და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა გჭირ­სო? ვე­რა­ფერი ვუ­პა­სუ­ხე, დე­ბი­ლი ბავ­შ­ვი­ვით ვი­დე­ქი და ვუს­მენ­დი მის ლან­ძღ­ვას. მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ გუ­ჯამ "და­ა­მუ­შა­ვა". ვინ იცის, რა რო­გორ უთხ­რა და მა­მი­დამ სა­მუ­და­მოდ მო­მი­ძუ­ლა. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, 18 წლის ვი­ყა­ვი.

- ახ­ლა რო­გორ ცხოვ­რობთ?

- იცით, ახ­ლა თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მაქვს იმის­თ­ვის, რომ ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი: მაქვს ჩე­მი ბიზ­ნე­სი. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ცივ ნი­ავს არ მა­კა­რებს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცო­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ჰყავს, თვი­თონ მა­ინც მუ­შა­ობს. მყავს ორი შვი­ლი, მაგ­რამ... ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბას ვგრძნობ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­თო­ე­უ­ლი გარ­შე­მო მყო­ფი ათას­ჯერ მა­ინც მყავს გა­მოც­დი­ლი სხვა­დას­ხ­ვა საქ­მე­ში, მათ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ ვენ­დო­ბი. მე­ცო­დე­ბა ჩე­მი ქმა­რი ჩემს ხელ­ში. თუმ­ცა, მან იცის, რომ ბევ­რი ცუ­დი რამ გა­და­ვი­ტა­ნე თა­ვის დრო­ზე და ცდი­ლობს, გა­მი­გოს. მად­ლო­ბე­ლი ვარ მი­სი იმ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, რაც ჩემ გა­მო გა­ა­კე­თა და რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ცო­ლად მო­მიყ­ვა­ნა. ჩვენ შო­რის დი­დი სიყ­ვა­რუ­ლია და ვდარ­დობ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც რომ ვეჭ­ვი­ა­ნობ მას­ზე. ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა. თავს იმით ვიმ­შ­ვი­დებ, რომ ზედ­მე­ტი სიფ­რ­თხი­ლე ყო­ველ­თ­ვის ცუ­დი არ არის. ზუს­ტად ვი­ცი, ჩემს შვი­ლებს ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვინ ატ­კენს გულს, რად­გან მათ თვალს არას­დ­როს ვა­შო­რებ. თუმ­ცა, ამას ისე ვა­კე­თებ, რომ ბავ­შ­ვო­ბა არ და­ვუ­მა­ხინ­ჯო და გუ­ლი არ შე­ვუ­ღო­ნო. ისი­ნიც ცდი­ლო­ბენ, გა­მი­გონ. და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა თით­ქოს, დი­დი ხნის წინ უნ­და და­მე­ვიწყე­ბი­ნა, მაგ­რამ ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა წარ­სუ­ლის ამოშ­ლა.
და­ბო­ლოს, მინ­და ყვე­ლას გთხო­ვოთ: ენ­დეთ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე სა­კუ­თარ დე­დ­მა­მიშ­ვილ­საც ნუ მი­ენ­დო­ბით. ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი არ უნ­და იყო. მო­ზარ­დ­მა უნ­და იცო­დეს, მის ამა თუ იმ ნა­ბიჯს რა მოჰ­ყ­ვე­ბა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
01.03.2017
დიდება უფალს ,რომ სწორ გზაზე დაგაყენა,შენს მეზობელსაც მადლობა,რომ კარგად დაგიდგა გვერდზე და დაგეხმარა.იმას კი მოთხოვს პასუხს უფალი.ძნელი წარმოსადგენია რომ საკუთარი სისხლი არ დაინდო.
ნუნუ
01.03.2017
ნაძირალა
მარი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი