"ჩვილი ხელიდან არ გამიშვია იმის შიშით, ესეც არ გამომტაცონ-მეთქი" - დედა, რომელიც წლების წინ დაკარგულ შვილს ეძებს
font-large font-small
"ჩვილი ხელიდან არ გამიშვია იმის შიშით, ესეც არ გამომტაცონ-მეთქი" - დედა, რომელიც წლების წინ დაკარგულ შვილს ეძებს
ქალბატონი მერი ეძებს შვილს, რომელიც მისი აზრით, ექიმებმა გაუყიდეს.
პირველი შვილი წლების წინ, საკეისრო კვეთით გაუჩნდა და როგორც უთხრეს, ჩვილს ბევრი ნაკლი ჰქონდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პრობლემაც აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთსა და იმავეს ეუბნებოდა, დღემდე არ სჯერა, რომ ის პატარა, რომლის დასაფლავებაც მოუხდა, მისი შვილი არ იყო. მიიჩნევს, რომ ბავშვები შეცვალეს. ქალბატონი მერის წერილის სტილი დაცულია:


"ვეძებ წლების წინ წართმეულ ჩვილს. მე დედა ვარ, რომელმაც წლების წინ შვილი დაკარგა. დიდხანს ვეძებე ჩემი პატარა, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი ან როგორ მივაგნებდი, როცა თავად ექიმებმა გამიყიდეს, არც ქმარი დამიდგა გვერდით, არც ოჯახის სხვა წევრები და მილიციასაც ვერ დავუმტკიცე, რომ ექიმებმა ბავშვი შემიცვალეს. კარგა ხანს, ყველას შეშლილი ვეგონე, შვილის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედიის გამო. თუმცა, მე ახლაც ვგრძნობ, რომ ის ცოცხალია და სადღაც, ძალიან ახლოს არის ჩემგან.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობდი და ზესტაფონში დავდიოდი ექიმთან. კარგი ფეხმძიმობა მქონდა. ზოგადად, მაშინ ორსულობა ავადმყოფობად არ მიიჩნეოდა, როგორც ეს დღეს ხდება. არავინ გვიფრთხილდებოდა ისე ძალიან, როგორც ახლა უფრთხილდებიან. თუმცა, ვინაიდან დიდი ნაყოფი იყო, ექიმმა მირჩია საკეისრო კვეთა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, კარგა ხანს ჩემს პალატაში არავინ შემოსულა. მერე ქმარმა მომაკითხა და მითხრა, _ ბავშვი მოკვდა, რაღაც პრობლემები ჰქონიაო. ჩემს კივილს "მიჰქონდა" სამშობიარო. ვიძახდი, უპრობლემო ორსულობა მქონდა, გამჭრეს თავის დასაზღვევად, თანაც იმიტომ, რომ ჯანმრთელი და დიდი ნაყოფი იყო, ჰოდა, რამ მოკლა? მომიტანონ ჩემი შვილის გვამი-მეთქი. მომიტანეს გაცივებული პატარა, რომლის მიმართ ვერაფერი ვიგრძენი, გარდა სიბრალულისა. დავხედე თუ არა, მაშინვე ვთქვი, _ ეს ჩემი შვილი არ არის-მეთქი. ქმარს ვემუდარებოდი, გაარკვიე სიმართლე, ასე სულელურად ნუ მივცემთ ექიმებს უფლებას, რომ შვილი გაგვიყიდონ-მეთქი, მაგრამ იმან ჩათვალა, რომ ეს ფსიქიკური აშლილობა იყო და ექიმებმაც ცეცხლზე ნავთი დაუსხეს, დამამშვიდებელი გამომიწერეს და ჩემს მეუღლეს უთხრეს, ეს აუცილებლად დაალევინე, თორემ შეიშლებაო.
სახლშიც ვერ მომაშლევინეს იმის ძახილი, რომ სხვისი შვილი დავმარხეთ ჩვენი ოჯახის სასაფლაოზე. მერე ქმრისგან მალულად, საჩივარიც შევიტანე მილიციაში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ გამოუღია. მითხრეს, იმ საავადმყოფოში, სადაც იმშობიარეთ, ყველაფერი სუფთაა და თქვენი სიტყვების დამამტკიცებელი ფაქტი ვერ ვიპოვეთო.
ჰოდა, რა უნდა მექნა? მეორედ რომ დავფეხმძიმდი, სამშობიაროდ ქუთაისში წავაყვანინე ქმარს თავი და ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, ჩვილი ხელიდან არ გამიშვია იმის შიშით, ესეც არ გამომტაცონ-მეთქი.
ახლა სამი შვილის დედა ვარ და წესით, წარსული გამოგლოვილ-დავიწყებული უნდა მქონდეს, მაგრამ გული არ მასვენებს. სულ ვფიქრობ, რომ შეიძლება, ის დღესაც იმ რაიონში ცხოვრობს, სადაც ჩვენ; იქნებ ვიცნობ კიდეც და ვერ ვხვდები, რომ ჩემი შვილია? საკუთარი ძალებით, წლების შემდეგ ვცადე მეპოვა, საავადმყოფოში ახლობელს საბუთებიც გადავაქექინე, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიეთ. მჯერა, დედის გული არასდროს ცდება. ახლა ჩემთვის შვება ის არის, რომ ვიცი, ჩემი პირველი შვილი ცოცხალია. იმ ბავშვის საფლავზე, რომელიც დავასაფლავეთ, ხშირად მივდივარ და ყვავილები მიმაქვს. იმ დროში, როცა ეს ამბავი მოხდა, სრული უკუნი იყო განათლების თვალსაზრისით, თორემ ხომ შეიძლებოდა იმ ჩვილის გაკვეთა და შემოწმება, ნამდვილად ჩემი პირმშო იყო თუ არა? მაგრამ მაშინ ამას ვინ გააკეთებდა? შვილის გარდაცვალებით მოყენებულმა ტკივილმა თუ შემშალა, მაშინ ახლა რატომ ვარ სრულ ჭკუაზე, რატომ არ გავხდი საზოგადოებისთვის საშიში?
მინდა გითხრათ, რომ ძველად ბავშვებს ყიდდნენ და ეს საავადმყოფოშივე ხდებოდა. შესაძლებელია, იმ გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა წაიყვანეს ჩემი პირველი სიხარული, რომელიც ჩვენ დავასაფლავეთ _ არც ეს არის გამორიცხული. იმედი მაქვს, კარგად მაინც მოუვლიდნენ და ნამდვილი დედობა გაუწია ქალმა, რომელიც ალბათ, ძუძუსაც აწოვებდა.
3 შვილის და 6 შვილიშვილის ბებია ვარ. ჩემთვის ნუგეშია, რომ გარშემო ბევრი მოსიყვარულე ადამიანი მყავს, მაგრამ ახლა ხომ მეყოლებოდა 4 შვილი და უფრო მეტი შვილიშვილი?
იმედია, ამ წერილის მოწერისთვის თქვენც გიჟად არ ჩამთვლით. რა ვქნა, თუ ვერ მოვინელე წლების წინანდელი ამბავი?! ყველა დედისთვის ძნელია, შვილთან დაშორება, მით უმეტეს, დაბადებისთანავე რომ მოგგლეჯენ გულიდან. თანაც, ის ხომ ჩემი პირველი მერცხალი უნდა ყოფილიყო. პატარა გოგომ ბევრი ტკივილი ავიტანე (სულ რაღაც 18 წლის ვიყავი მაშინ) და ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ვიღაცას გამდიდრება სურდა. იმედია, არასდროს დაბრუნდება პერიოდი, როცა ასეთი საქმის გაჩარხვები არ ისჯებოდა, როცა მილიციაც წილში იჯდა და საავადმყოფოს მთავარი ექიმებიც.
თუ შემთხვევით, ამ წერილს ჩემი შვილი წაიკითხავს და იგრძნობს, რომ მე მისი დედა ვარ, აუცილებლად შემომეხმიანოს ჟურნალ "გზის" მეშვეობით. მაქვს მეორე ჯგუფის (დადებითი) სისხლი. ის წესით, უნდა იყოს 51 წლის ქალბატონი. კიდევ, ჩემი სამი შვილიდან 2 წითურთმიანია, ერთი _ ქერა.
რედაქციას: ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დაბეჭდოთ თქვენს ჟურნალში. თუ არავინ გამომეხმაურება, ისიც შვება იქნება ჩემთვის, რომ ამ გზითაც ვცადე დაკარგული საგანძურის პოვნა. მადლობას გიხდით წინასწარ, გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. უფალმა აარიდოს ნებისმიერ ქართველს ისეთი ტკივილი, რაც მე გამოვცადე წლების წინ..."
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
14.10.2017
გამარჯობათ, წავიკითხე ამდენი გულის ტკივილი...მე 1982 წლის 26 აგვისტოს დავიბადე, ქ.თბილისის მეორე სამშობიაროში, მეც არ ვიცი ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები. თუ სწორად ვიცი, ღამე, დაახლოებით 11 საათისთვის დავიბანე, 2კგ, ძალიან სუსტი ვყოფილვარ...მოკლედ, უბრალოდ მაინტერესებს ჩემი ფესვები, წინაპრები. ყველაზე მეტად კი იმის გაგება მინდა, თუ რამ აიძულა პატარა ჩვილის მიტოვება, გამიზნულად დამტოვეს თუ ისიც ტყუილის მსხვერპლია.
ნინო
16.09.2017
გამარჯობათ, მე დაბადების მოწმობაში 1982 წლის 26.08. მიწერია. ვიცი რომ, თბილისის მე-2 სამშობიაროში ვარ დაბადებული, კამოს ქუჩაზე. ანკეტაში მიწერია,დავბადებულვარ 2 კგ. ძალიან პატარა ვიყავი და ხშირად ავადმყოფობდი.
თამუნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი