ემიგრანტის წერილი - "გული მწყდება, რომ სოფელი ნახევრად დაცარიელებული დამხვდა..."
font-large font-small
ემიგრანტის წერილი - "გული მწყდება, რომ სოფელი ნახევრად დაცარიელებული დამხვდა..."

"მინდა გაგეცნოთ, მე მარი ვარ და უკვე რამდენიმე წელია, საქართველოდან შორს ვცხოვრობ.
წელიწადში ერთხელ, შობა-ახალ წელს შვებულებას ვიღებ და დღესასწაულს სამშობლოში, ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვატარებ. ძალიან მინდა, გამოგიგზავნოთ ჩემი მოგონება სოფელზე და ბაბუაზე - იაშა დავაძეზე, რომელიც 15 წელი მარტო ცხოვრობდა, როგორც განდეგილი და რომელსაც ბავშვების გვერდით ყოფნა სიხარულით ავსებდა. ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი გახლდათ და დარწმუნებული ვარ, მას ჩემი ეს წერილი ძალიან გაახარებდა...
დღეს კი, ძალიან მენატრება ის ყველაფერი, მით უმეტეს, რომ მშობლიურს ყველაფერს მონატრებული ვარ.
ჩემი სოფელი
სოფელი იტავაზა ზემო იმერეთშია - ულამაზესი ადგილი, სადაც ყოველი ზაფხული იყო ბედნიერი დღეების უსასრულობა.
ეს იყო სახლი, სადაც ყველა ერთად ვიყრიდით ხოლმე თავს და ჩვენ გვერდით გახლდათ ჩემი მოხუცი მოხუცი ბაბუა, რომლისთვისაც ჩვენ ვიყავით ყველაფერი.
მზე მაშინ საოცრად ლამაზი იყო. მომწონდა, როცა პატარა სარკმელში შემოანათებდა და ოთახში, ძველი ხის საწოლზე მძინარეს, სხივები სახეზე შემომანათებდა.
ასე იწყებოდა გრძელი ზაფხულის დღეები.
ბაბუა ყოველთვის ადრე დგებოდა: დილით უფალს მადლობას შესწირავდა, მერე კი, საქონლის მოვლით გართულსა და ღრმა ფიქრებში ჩაფლულს, ჩვენი ხმა აფხიზლებდა.
ჩვენც ყოველთვის ვცდილობდით დავხმარებოდით, თუმცა, მისი დაკოჟრებული ხელები არ გვაკარებდა საქმეს, - თქვენ კარგად იყავით, ყველაფერს მე გავაკეთებო. ვგრძნობდით, ჩვენი სიახლოვე და ხმაური მას სიხარულის ღიმილს ჰგვრიდა.
ბაბუას ხშირად ვეხმარებოდით, ტყეში დავყვებოდით სოკოს, კენკრის ან მაყვლის შესაგროვებლად და საღამოს, როდესაც ყველანი მაგიდას შემოვუსხდებოდით, სუფრას ყოველთვის გვიმშვენებდა თონის პური, რომელსაც ისეთი საოცარი სურნელი ჰქონდა, რომ დაღლა სრულიად გვავიწყდებოდა.
წიგნების კითხვა წესად გვქონდა და შემდეგ, ბაბუას ვუყვებოდით ამა თუ იმ ზღაპარს. ხშირად, ყველა წაკითხულ ზღაპარს ბაბუას მონაყოლი ამბები გვერჩივნა, რადგან ისინი არსად ეწერა. ხშირად, მის კალთაში მოკალათებულ ბავშვებს ტკბილად ჩაგვძინებია.
მიყვარდა კვირა დღე. სოფლის პატარა ეკლესია, რომელიც სავსე იყო თავდაღუნული ხალხით და შორიდან ჩანდა სანთლების სიუხვე, უფლის ჯვარცმასთან.
შემოდგომაც მიყვარდა. წითელ-­ყვითელ ფერებში მორთული ბუნება ზღაპარს მაგონებდა.
რთველის დროს ყველანი ბაბუას გარშემო ვიყრიდით თავს და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, თუ ვინ უფ­რო მეტ ყურძენს მოკრეფდა და ასე მხიარულად გრძელდებოდა ჩვენი ხმაური საწნახელშიც, სადაც საოცარი სურნელი იდგა ყურძნის. ბაბუას შეძახილი, - "ბარაქა", სიხარულით გვავსებდა ბავშვებს.
გვიან ღამით კოცონს შემოვუსხდებოდით სიმინდის დასაგემოვნებლად. იქვე, დედა ჩურჩხელას ავლებდა და სიყვარულით გვიცქერდა.
მარიამობის დღესასწაულზეც ერთად შემოვუსხდებოდით სუფრას, რომელიც სავსე იყო ხილით და მადლობას ვწირავდით წმინდა ღვთისმშობელს.
მახსენდება წისქვილი, სადაც სიმინდის ტომრით ხელში, რიგში ვისხედით და ბაბუას სულგანაბულები ვუსმენდით, რადგან ის იხსენებდა ომის ამბებს. გვეამაყებოდა ასეთი მამაცი ბაბუ რომ გვყავდა და ის ჩვენ გვერდით იყო.
ეს პატარა სურათი მხოლოდ ნა­წყვეტია იმ ბედნიერი დღეებისა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. დღეს ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს მიწევს ყოფნა და ჩემი სოფელი მხოლოდ მოგონებების ბურუსშია გახვეული, საოცრად მენატრება ის ყველაფერი, რაც სამშობლოს მახსენებს.
ბოლო დროს სოფელში ჩავედი რამდენჯერმე, თუმცა, მეუცხოვა გარემო: მზე საოცრად ცივი მეჩვენა, სახლი - უკაცრიელი და ხალხი - არც ისე თბილი, როგორც მაშინ...
სოფელი ნახევრად დაცარიელებული, ეკლესია კი ცარიელი დამხვდა.
მარტო არ ვყოფილვარ, მაგრამ მარტოობა და უცხოობა ვიგრძენი იმ ადამიანების გვერდით, რომლებთან ერთადაც ბავშვობა გავატარე.
გარეთ გამოვედი და, ქარი თით­ქმის არ არის, მზე არც ისე ძლიერად ანათებს.
უცებ, ისევ ჩემს მოგონებებში ჩა­ვიძირე. ვცდილობდი, ჩემი თავი იმ სოფელში წარმომედგინა, რომელიც ტკბილად მახსოვდა, მაგრამ არა, იქ უკვე ყველაფერი შეცვლილი იყო. მხოლოდ ალვის ხეები იდგნენ ამაყად ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში.
გული დამწყდა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
21.03.2017
მარი ნამდვილად მესმის შენი.აქ ისეთ კომენტარებს წერენ,გაგებაში არ არიან,არც ემიგრანტის ტკივილზე და არც სამშობლოს სიყვარულზე,ზოგიერტები მაქვს მხედველობაში.ეჰ რა გელაპარაკოთ?
ლალი
12.03.2017
ბოდიში ახლა საზღვარგარეთიდან ჩამოსულს, სოფელში თბილი კერა და ტკბილი მოხუცები ვერ დაგახვედრეთ! მანდ სხვისი მოხუცის მომვლელად იქნები წასული, ჩამოდი აქ და შენს მიწა წყალს მიხედე თუ მასე გტკივა გული.
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი