"მშობ­ლე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ აგ­რე­სი­უ­ლი გავ­ხ­დი"
font-large font-small
"მშობ­ლე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ აგ­რე­სი­უ­ლი გავ­ხ­დი"
მინ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭი ვი­ყო, მყავ­დეს ცო­ლი, შვი­ლე­ბი

"ჩე­მი გა­სა­ჭი­რი სხვის­თ­ვის შე­საძ­ლოა, სა­სა­ცი­ლო იყოს, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს. სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ. ბი­ჭი გახ­ლა­ვართ და კა­ცის თით­ქოს, არა­ფე­რი მცხია. სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რაც კი უნე­ბუ­რად, სხვა­ნა­ი­რი გა­მიხ­და, არა­და, სულ სხვა რა­მე­ზე ვოც­ნე­ბობ", - მომ­წე­რა 17 წლის ლე­ვან­მა, რო­მელ­საც თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აწუ­ხებს და არ იცის, რო­გორ დას­ძ­ლი­ოს სურ­ვი­ლე­ბი, ვერ პო­უ­ლობს სა­ერ­თო ენას მე­გობ­რებ­თან და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტილს ხში­რად, სუ­ი­ციდ­ზეც ეფიქ­რე­ბა, თურ­მე...


- მინ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭი ვი­ყო, მყავ­დეს ცო­ლი, შვი­ლე­ბი - ანუ ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და რო­მელ­შიც პირ­ვე­ლი მე ვიქ­ნე­ბი. მაგ­რამ ვატყობ, ჩემს ამ ოც­ნე­ბას ახ­დე­ნა არ უწე­რია, გო­გო­ნე­ბი ჩემ­ზე იცი­ნი­ან ხოლ­მე. ამ­ბო­ბენ, რომ "სხვა­ნა­ი­რი" და უც­ნა­უ­რი ვარ. ჩემ­თან და­ქა­ლო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, ნელ-ნე­ლა მათ­ქ­მე­ვი­ნონ ის, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ჰგო­ნი­ათ, პარ­ტ­ნი­ორ მა­მა­კაცს ვე­ძებ ან სუ­ლაც, მყავს, რაც სი­მარ­თ­ლე არ არის. არც ვე­ძებ და არც მყავს! თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ლტოლ­ვას ვგრძნობ.
- "სი­ა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მა­ნე­რა" არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­დახ­რე­ბი გაქვს...
- მარ­თა­ლია, მაგ­რამ ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რიც არ­სე­ბობს, რომ­ლის ასე სა­ჯა­როდ თქმა, უხერ­ხუ­ლია. 17 წლის ვარ. მა­მამ რომ მითხ­რა პირ­ვე­ლად, ქა­ლებ­ში გა­ი­სე­ირ­ნეო, გა­მიკ­ვირ­და. გა­მო­ვი­ჩი­ნე სურ­ვი­ლი და მივ­ხ­ვ­დი, ეს ის არ არის, რაც მომ­წონს და მა­ინ­ტერ­ესებს.
- თუ ასე­თი ხარ, რა­ტომ გა­ნიც­დი?
- იმი­ტომ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ. ჩემ­ნა­ირს თით­ქ­მის არა­ვის ვიც­ნობ იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ. შავ ყვა­ვებ­ში თეთ­რი ვარ და ეს ნერ­ვებს მიშ­ლის. მშობ­ლე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ აგ­რე­სი­უ­ლი გავ­ხ­დი, მაგ­რამ ცხა­დია, მი­ზეზს ვერ ხვდე­ბი­ან. არ იცი­ან, ჩემს გულ­ში რა ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს. მინ­და, რო­გო­რი ლა­ღიც ბავ­შ­ვო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ისე­თი­ვე ვი­ყო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც გა­ვურ­ბი­ვარ, რად­გან მგო­ნია, მათ­ნა­ი­რი ვარ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია ისე მოქ­ცე­ვა, რო­გორც ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­თი ჭო­რა­ო­ბის მოს­მე­ნაც კი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. რო­ცა ჰყვე­ბი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე, მშურს. ბი­ჭებ­თან კი ცხა­დია, სა­ერ­თო ენას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ. არ მი­ზი­დავს ეს ფეხ­ბურ­თის ან კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში, თევ­ზა­ო­ბა ან ნა­დი­რო­ბა და მომ­კა­ლით, თუ გინ­დათ.

ამას წი­ნათ, ასე­თი რამ შე­მემ­თხ­ვა: ყო­ფილ­მა ძმა­კა­ცებ­მა მაგ­რად გა­მი­ჩა­ლი­ჩეს. მცე­მეს კი­დეც, არა­კა­ცუ­რად იქ­ცე­ვიო. ნერ­ვე­ბი და­მაწყ­ვი­ტეს. რომ ავ­ტირ­დი, იხარ­ხა­რეს, გო­გო ხა­რო? ძა­ლი­ან მინ­და, ფსი­ქო­ლოგ­მა მირ­ჩი­ოს რა­მე. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ვინ­მე და­მეხ­მა­როს, რომ ისევ სრულ­ყო­ფი­ლი კა­ცი გავ­ხ­დე? შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი მარ­თოს? ძა­ლი­ან მინ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე და ბი­ჭე­ბის მსგავ­სად, მეც იმით მი­ვი­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა, რაც მა­მა­კა­ცუ­რია. ვებ­რ­ძ­ვი სა­კუ­თარ თავს და სურ­ვი­ლებს უკ­ვე ძა­ლი­ან დი­დი ხა­ნია და მერ­წ­მუ­ნეთ, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ძალ-ღო­ნეს მარ­თ­მევს სა­კუ­თარ თავ­თან ჭი­დი­ლი. აღარც სწავ­ლის თა­ვი მაქვს და აღარც სხვა რა­ღა­ცე­ბის. მშობ­ლე­ბი ამას ჩემს გარ­და­ტე­ხის ასაკს აბ­რა­ლე­ბენ.
- არ გიც­დია, მა­მას მა­ინც, გულ­წ­რ­ფე­ლად რომ და­ე­ლა­პა­რა­კო?
- მა­მას ამ სა­კითხ­ზე რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო, ზუს­ტად ვი­ცი, რაც მოხ­დე­ბა.
- რა მოხ­დე­ბა?
- შე­იძ­ლე­ბა, თმით მით­რი­ოს. ვერ იტანს ისეთ ტი­პებს, რო­გო­რიც მე ვარ შიგ­ნი­დან და აღ­სა­რე­ბა რომ ვუთხ­რა, ზუს­ტად ვი­ცი, ვერ გა­მი­გებს. დე­დას­თან მინ­დო­და და­ლა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე, მე­გობ­რე­ბი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ და ალ­ბათ, ვერც ის გა­მი­გებს. ყო­ველ­თ­ვის ამ­ბობ­და, რომ ბი­ჭი მა­მამ უნ­და აღ­ზარ­დოს, ხო­ლო დე­დის საქ­მე ქა­ლიშ­ვილ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვააო.
იმე­დია, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლი ლე­ვა­ნის­თ­ვის რჩე­ვას არ და­ი­შუ­რებს და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფსი­ქო­ლო­გიც გა­მოთ­ქ­ვამს ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის სურ­ვილს, მე კი გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის სა­პა­ტიო აკა­დე­მი­კო­სის, ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა ჩხა­ი­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"და­ახ­ლო­ე­ბით 10-დან 14 წლის ასაკ­ში აფიქ­სი­რებს მშო­ბე­ლი, რომ მის ვაჟს საქ­ცი­ელ­ში ვა­ჟის არა­ფე­რი ეტყო­ბა ან პი­რი­ქით, გო­გო­ნა ჰყავს, მაგ­რამ ხე­დავს მას­ში ბი­ჭის თვი­სე­ბებს და ამ ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩენს, რომ თურ­მე გე­ნე­ტი­კუ­რად გო­გო­ნა კი არა, ვა­ჟია. ამას რომ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, მა­შინ ბავ­შ­ვი უკ­ვე სკო­ლის ასაკ­შია და ასეთ დროს მშობ­ლე­ბი იც­ვ­ლი­ან საცხოვ­რე­ბელ ად­გილს, შვი­ლი გა­დაჰ­ყავთ სხვა სკო­ლა­ში, ბავ­შ­ვიც უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვა, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად გრძნობს თავს უხერ­ხუ­ლად და ისი­ნი უამ­რავ პრობ­ლე­მას აწყ­დე­ბი­ან. თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­თა­ლია, ყვე­ლა ადა­მი­ანს იური­დი­უ­ლად უფ­ლე­ბა აქვს, შე­იც­ვა­ლოს სქე­სი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ აქ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, ჩნდე­ბა კითხ­ვა, რა ასაკ­ში უჩ­ნ­დე­ბათ ეს სურ­ვი­ლი ახალ­გაზ­რ­დებს? რო­გორც მა­გა­ლი­თე­ბი ცხად­ყოფს, ეს სურ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად უჩ­ნ­დე­ბათ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ან უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თუმ­ცა მა­ნამ­დეც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს.

მე რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, კოჭლს რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, ვბა­ძავ­დი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბაა, ბევ­რი მი­ბაძ­ვი­თაც ცდი­ლობს დღეს, სქე­სი შე­იც­ვა­ლოს და მას გე­ნე­ტი­კუ­რად არა აქვს პრობ­ლე­მა. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ქა­ლი­სა და კა­ცის სქე­სი მა­თი გე­ნო­ტი­პით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. და­ბა­დე­ბი­დან­ვე მდედ­რ­შიც და მამ­რ­შიც ორი­ვე სა­ხის ჰორ­მო­ნე­ბი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. მშო­ბი­ა­რო­ბის დროს თუ და­ად­გე­ნენ, გე­ნე­ტი­კუ­რად ბი­ჭია თუ გო­გო, მე­რე პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­უ­ტარ­დე­ბა ჰორ­მო­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა. არა­ვი­თარ დარ­ღ­ვე­ვას არ ექ­ნე­ბა ად­გი­ლი, თუ დრო­ზე მოხ­დე­ბა ამის დად­გე­ნა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი და­ნიშ­ნავს სწორ მკურ­ნა­ლო­ბას და ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­ზ­რ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის უცო­დი­ნა­რო­ბის გა­რე­შე დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა სამ­შო­ბი­ა­რო­ში უნ­და და­ი­ნერ­გოს ეს კვლე­ვა და ახალ­შო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბა მოხ­დეს ამ მე­თო­დით, გე­ნე­ტი­კურ სქეს­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
17.03.2017
შენ კაცად ხარ დაბადებული კაცურად მოიქეცი, ითამაშე ფეხბურთი. იარე სპორტდარბაზში. ივარჯიშე კარატეში, დაგარტყამენ დაარტყი,ფსიქოლოგიურად ძლიერი გახდები. შენ მთელ დღეს უსაქმურობაში ატარებ და ამიტომ გაქვს ასეთი მელანქოლია. დამიჯერებ--კაცი იქნები, არ დამიჯერებ ქალაჩუნას დაგიძახებენ. იყავი კაცი.
ნათელა
17.03.2017
ბავშვს აშკარად დახმარება და მხარში დგომა სჭირდება და რა გულდასაწყვეტია,რომ ამის იმედი მშობლებისგან და ახლობლებისგან არ აქვს
ნაკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი