ხუ­თი კითხ­ვა სი­კე­თის შე­სა­ხებ
font-large font-small
ხუ­თი კითხ­ვა სი­კე­თის შე­სა­ხებ
"- ოჰ, ეს მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი! - ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე უკ­მა­ყო­ფი­ლოდ, რო­ცა ჟურ­ნალ "გზა­ში" და­ბეჭ­დი­ლი ამ­ბა­ვი წა­ვი­კითხე პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა­სა და ას­ლა­რი­ან­ზე.
მე­რე შემ­თხ­ვე­ვით, ინ­ტერ­ნეტ­შიც შევ­ხ­ვ­დი იმა­ვე სტა­ტი­ას... კო­მენ­ტა­რებ­ში ის ვნა­ხე, რა­საც ვე­ლო­დი. არა­ვის სჯე­რო­და მო­ნათხ­რო­ბის, ეჭ­ვით უყუ­რებ­დ­ნენ თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას და თან, ავ­ტორს სწერ­დ­ნენ, - ნე­ტავ, რო­გორ არ გე­ზა­რე­ბა ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის მო­გო­ნე­ბაო. გულ­ში რა­ღაც ჩამ­წყ­და, რომ მეც იგი­ვე გა­ვი­ფიქ­რე წა­კითხ­ვის­თა­ნა­ვე. გა­მახ­სენ­და ის ემო­ცია, რო­მე­ლიც კითხ­ვის დროს ვიგ­რ­ძე­ნი და დავ­სევ­დი­ან­დი.
ამ­ბავს მი­თი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ "ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი" იყო, მაგ­რამ ის არა­ვინ მი­ი­ღო ისე, რო­გორც რე­ა­ლუ­რი.

ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჩემ­მა ბე­ბი­დამ მე და ჩემს და-ძმას და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის გა­მო, ასი ლა­რი გვა­ჩუ­ქა. ამა­ნაც შე­მახ­სე­ნა მის­სა­ვე ნა­ყიდ ჟურ­ნალ­ში წა­კითხუ­ლი სტა­ტია. სულ მა­ლე კი ძმის­შ­ვი­ლის­გან ასევ­რო­ი­ა­ნი მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ ყუ­რადღე­ბა მა­ტე­რი­ა­ლიზ­მ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­და­თა­ვი სი­კე­თე და ის ან­და­ზაა: კარ­გი ქე­ნი, ქვა­ზე და­დე, გა­ი­ა­რე, წინ დაგ­ხ­ვ­დე­ბაო, - რომ გვას­წავ­ლის. ერ­თი წლის შემ­დეგ კი მან დაგ­ვი­რე­კა და გვი­ამ­ბო, რომ სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა აჩუ­ქა ფუ­ლი, რო­ცა მას აფ­თი­აქ­ში თან­ხა და­აკ­ლ­და იმის­თ­ვის, რომ წამ­ლე­ბი სრუ­ლად ეყი­და.
რა თქმა უნ­და, ბე­ბი­დამ იეჭ­ვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მი­სი ძვე­ლი ნაც­ნო­ბი იყო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს აქამ­დე არც კი შეხ­ვედ­რი­ან.
რა­ტომ ხდე­ბა ასე? რა­ტომ არ ვე­ლით სი­კე­თეს? მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია თუ სხვა პრობ­ლე­მაც არ­სე­ბობს?
ამ კითხ­ვე­ბის­თ­ვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად გა­დავ­წყ­ვი­ტე, მი­მე­მარ­თა თვით სი­კე­თის­თ­ვის! ის სრუ­ლი­ად ობი­ექ­ტუ­რი და ამა­ვე დროს, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და, ამა­ში თქვენც დარ­წ­მუნ­დე­ბით!
კითხ­ვა #1
რა­ტომ აღარ სჯე­რა ხალხს სი­კე­თის?
მო­დი, ვთქვათ, რომ ეს ბრბოს ფსი­ქო­ლო­გიაა... ერ­თი ფიქ­რობს, რომ ასეა და მე­რე უკ­ვე, სხვე­ბიც ასე ფიქ­რო­ბენ. ვი­თომ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ერთ პა­ტი­ო­სან კაცს პა­ტა­რა მათხოვ­რის­თ­ვის ნა­პოვ­ნი ას­ლა­რი­ა­ნი და­ეთ­მო და შინ დაბ­რუ­ნე­ბულს გა­ე­გო, რომ სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა? უბ­რა­ლოდ, იმ­დე­ნად დავ­მ­ძიმ­დით იმ აზ­რით, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და სი­კე­თე კი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და სი­ძუნ­წემ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა, რომ ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, სამ­ყა­როს ერთ კუნ­ჭულ­ში მა­ინც თუ არ­სე­ბობს წმინ­და, სპე­ტა­კი გრძნო­ბე­ბი და ბუ­მე­რან­გის პრინ­ცი­პით მოძ­რა­ვი სი­კე­თე.

კითხ­ვა #2
რა შე­უძ­ლია რწმე­ნას სი­კე­თეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?
ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას რომ და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, ეს რე­ა­ლუ­რად მოხ­დაო, სახ­ლი­დან რომ გა­ვი­დო­და და მოწყა­ლე­ბის სათხოვ­ნე­ლად გა­მო­სულ მო­ხუცს და­ი­ნა­ხავ­და, და­უ­ნა­ნებ­ლად ჩა­უგ­დებ­და ხურ­დას მუჭ­ში, მე­რე კი წარ­მო­იდ­გენ­და, თუ რო­გორ გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თ­მევ­და ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ცხელ პურს, რო­მელ­საც მოგ­რო­ვი­ლი ფუ­ლით შე­ი­ძენ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამის შემ­დეგ ბედ­ნი­ე­რე­ბის სურ­ნე­ლით არ გავ­სე­ბო­და ფილ­ტ­ვე­ბი, რად­გან მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბით ვი­ღა­ცამ შვე­ბა იგ­რ­ძ­ნო და იმე­დი ჩა­უდ­გა თვა­ლებ­ში.

კითხ­ვა #3
რო­გორ უნ­და გა­ვავ­რ­ცე­ლოთ სი­კე­თე?
ერთ ადა­მი­ანს მა­ინც რომ თა­ვი­დან­ვე და­ე­ჯე­რე­ბი­ნა ამ ამ­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა, გა­ნაცხა­დებ­და, რომ სჯე­რო­და! მე­რე სხვა­საც აღარ მო­ე­რი­დე­ბო­და ამის თქმა და აჰ­ყ­ვე­ბო­და. ვი­ღა­ცას წა­კითხულს მო­უყ­ვე­ბო­და და მა­საც და­არ­წ­მუ­ნებ­და. თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის წილ სი­კე­თეს გას­ცემ­და და სი­კე­თე იმა­ვე დო­ზით და­უბ­რუნ­დე­ბო­და. დაბ­რუ­ნე­ბულს კვლავ გა­უ­ზი­ა­რებ­და სხვას და ასე მო­ე­დე­ბო­და მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას.

კითხ­ვა #4
რო­გორ უნ­და ვირ­წ­მუ­ნოთ სი­კე­თის?
უკ­ვე ვთქვით, თუ რა შე­უძ­ლია რწმე­ნას სი­კე­თეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ვთქვათ ისიც, რომ არ გვწამს... რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში? პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ მი­ზე­ზი, შემ­დეგ დავ­ს­ვათ სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზი და პა­ცი­ენტს გა­მო­ვუ­წე­როთ რე­ცეპ­ტი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერ ვი­სარ­გებ­ლებთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უბ­ნის აფ­თი­აქ­ში ნა­ყი­დი წამ­ლე­ბით. სი­კე­თის ელექ­სი­რი თა­ვად უნ­და და­ვამ­ზა­დოთ. ცო­ტა ღი­მი­ლი, რამ­დე­ნი­მე გრა­მი პო­ზი­ტი­ვი, ათი-თხუთ­მე­ტი თეთ­რი ან უბ­რა­ლოდ, ფუნ­თუ­შის ნა­ხე­ვა­რი, შე­იძ­ლე­ბა ამ ორის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა უბ­რა­ლო, იმე­დი­ა­ნი სიტყ­ვით, კე­თი­ლი თვა­ლე­ბი და ელექ­სი­რიც მზა­დაა! და­მერ­წ­მუ­ნეთ, მი­სი შეს­მის შემ­დეგ ფრთე­ბი შე­გეს­ხ­მე­ვათ და იმა­ვე რე­ცეპტს სხვა, ურ­წ­მუ­ნო ადა­მი­ანს ას­წავ­ლით! მთლი­ა­ნო­ბა­ში კი გა­მო­დის, რომ ერ­თ­მა­ნე­თის ელექ­სი­რე­ბი ჩვენ თვი­თონ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ.

კითხ­ვა #5
რა­ტომ ასო­ცირ­დე­ბა "ხუ­თი­ა­ნი" და სი­კე­თე ერ­თ­მა­ნეთ­თან?
რიცხ­ვი ხუ­თი რწმე­ნას, შე­უწყ­ვე­ტელ ციკლს, ბუ­ნე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის კა­ნო­ნებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. რა­ტომ რწმე­ნა? თუ გინ­და, რომ სან­ტას­გან მი­ი­ღო სა­ჩუ­ქა­რი, მი­სი არ­სე­ბო­ბის უნ­და გჯე­რო­დეს და თუ გსურს, რომ სი­კე­თე და­ი­ნა­ხო, ის უნ­და ირ­წ­მუ­ნო. აქე­დან იწყე­ბა ის შე­უწყ­ვე­ტე­ლი ციკ­ლი, რგო­ლუ­რი ლა­ბი­რინ­თი, ბუ­მე­რან­გის პრინ­ცი­პი, უკ­ვე რომ ვახ­სე­ნეთ. აი, სი­კე­თე რომ არა, ვერც ბუ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და, ვერც ხე­ლოვ­ნე­ბა, ვერც შთა­გო­ნე­ბა და ვერც სა­ერ­თოდ, სამ­ყა­რო!

ჩვენს რეს­პონ­დენტს და­ვემ­შ­ვი­დო­ბე და სახ­ლ­ში რო­გორც კი მი­ვე­დი, ის სტა­ტია თა­ვი­დან გა­და­ვი­კითხე. სულ სხვა­ნა­ი­რი გე­მო და სურ­ნე­ლი ჰქონ­და. ახ­ლა აღარც გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მა­წუ­ხებ­და, რად­გან ვი­ცო­დი, თა­ვა­დაც შე­მეძ­ლო ამ ყვე­ლაფ­რის შეც­ვ­ლა.
ყო­ვე­ლი­ვეს თქვენ­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი რომ გა­მიჩ­ნ­და, ჯერ შევ­შინ­დი. იქ­ნებ ამის წა­კითხ­ვაც არ ესი­ა­მოვ­ნოს მკითხ­ველს და ისე მი­ი­ღონ, რო­გორც ერ­თი დი­დი სი­სუ­ლე­ლე-მეთ­ქი, მაგ­რამ გა­დავ­წყ­ვი­ტე, მა­ინც გა­მე­რის­კა. თუ ერ­თი ადა­მი­ა­ნი მა­ინც გა­დაწყ­ვეტს სი­კე­თის გას­ხი­ვე­ბას და ირ­წ­მუ­ნებს მას, ჩავ­თ­ვ­ლი, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი და და­ვე­ლო­დე­ბი იმ ბედ­ნი­ერ დღეს, რო­ცა ძვირ­ფა­სი რეს­პონ­დენ­ტის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა ახ­დე­ბა და ეს ნა­თე­ლი ძა­ლა მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მო­ე­დე­ბა!"
P.შ. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: ლი­კა.ქა­ჯაია@გმა­ილ.ცომ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
11.05.2017
მე ყოველთვის მწამდა "კარგი ჰქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდებაო"ანდაზისა.უფალიც ამაც გვეუბნება აკეთე სიკეთე და ნუ დაელოდები სამაგიეროს გადახდას.ამიტომ როგორც შემიძლია სრულიად უცნობსაც დავეხმარები.
მანანა
10.05.2017
მე ყოველთვის მჯეროდა სიკეთის და მადლის.მე თავად ვარ აღწერილი ფაქტების მომსწრე და სოფომაც ზუსტად გადმოსცა ამ ლამაზ წერილში.
მადონა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი