"ო­სებ­მა და­იწყეს იმის მტკი­ცე­ბა, რომ სტა­ლი­ნიც ოსი იყო" -რა­ტომ ექიშ­პე­ბოდ­ნენ წლე­ბის წინ ქარ­თ­ველ კაცს ოსი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი
font-large font-small
"ო­სებ­მა და­იწყეს იმის მტკი­ცე­ბა, რომ სტა­ლი­ნიც ოსი იყო" -რა­ტომ ექიშ­პე­ბოდ­ნენ წლე­ბის წინ ქარ­თ­ველ კაცს ოსი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი
დღის წეს­რიგ­ში დგას ჩრდი­ლო და სამ­ხ­რეთ ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კითხი

"ო­სეთ­ში და­ი­ნიშ­ნა რე­ფე­რენ­დუ­მის დღე. დღის წეს­რიგ­ში დგას ჩრდი­ლო და სამ­ხ­რეთ ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კითხი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ რეს­პუბ­ლი­კას არ­ქ­მე­ვენ ალა­ნი­ას. აი, სწო­რედ ამ ამ­ბავ­მა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა მი­ვიწყე­ბუ­ლი, 40 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა და თქვენ­თ­ვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. სა­უ­ბე­დუ­როდ, ის, რაც ად­რე არა­რე­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნ­და და რა­საც ოსე­ბი მიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, ზედ­მი­წევ­ნით ახ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ", _ მითხ­რა სა­შუ­ა­ლო ასაკს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა. გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, რო­მელ­ზეც ცხა­დია, არ ილა­პა­რა­კა, მთხო­ვა, მი­სი ვი­ნა­ო­ბა არ გა­მემ­ჟ­ღავ­ნე­ბი­ნა და გად­მომ­ცა წე­რი­ლი, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, მი­სი აზ­რით, კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნებს იმა­ში, რომ ბო­ლო წლებ­ში მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვი­თი და იმის­თ­ვის, რომ ოსებს და ქარ­თ­ვე­ლებს ცალ-ცალ­კე ეცხოვ­რათ, წლე­ბის მან­ძილ­ზე მზად­დე­ბო­და ნი­ა­და­გი...

წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"1974-75 წლებ­ში, ქა­ლაქ გროზ­ნოს სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ბა­ზა­ზე გა­ვი­ა­რე ინ­ტერ­ნა­ტუ­რა თე­რა­პი­ის გან­ხ­რით. ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში სწავ­ლის ვა­და ერ­თი წე­ლი იყო. სულ ათ­ნი ვი­ყა­ვით: მე, ჩეჩ­ნე­ბი, ინ­გუ­შე­ბი, სო­მე­ხი და ორი ოსი ინ­ტერ­ნი ქა­ლაქ ორ­ჯო­ნი­კი­ძი­დან (დღე­ვან­დე­ლი ვლა­დი­კავ­კა­ზი) _ ვა­ლია და რო­ზა. მათ ინ­ტერ­ნა­ტუ­რის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­იწყეს ოსე­თის ის­ტო­რი­ის აფი­ში­რე­ბა. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ არი­ან სკვი­თე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ ფლობ­დ­ნენ რუ­სე­თის სამ­ხ­რეთ ნა­წილს, რომ "დო­ნი" (მდი­ნა­რეს გუ­ლის­ხ­მობ­დ­ნენ) ოსუ­რი სიტყ­ვაა და ნიშ­ნავს წყალს, რომ ოსუ­რი ენა შე­დის სპარ­სულ ენა­თა ჯგუფ­ში და ა.შ. მათ­გან გა­ვი­გე, რომ კუთხობ­რი­ვი პრინ­ცი­პით იყო­ფი­ან სამ ნა­წი­ლად: ირო­ნე­ლი, დი­გო­რე­ლი და კუ­და­რე­ლი. კუ­და­რელს ეძა­ხი­ან სა­მა­ჩაბ­ლო­ში მცხოვ­რებ­ლებს. და­ვით სოს­ლანს ოსად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. არ მოს­წონ­დათ, რომ მათ დე­და­ქა­ლაქს ერ­ქ­ვა ბოლ­შე­ვი­კის, სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­ხე­ლი და და­ჟი­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, _ ვლა­დი­კავ­კა­ზი უნ­და ერ­ქ­ვა­სო. გო­გო­ნებს შევ­თა­ვა­ზე: რა­ღა ვლა­დი­კავ­კა­ზი, ძვე­ლი სა­ხე­ლი, ძა­უ­ჯი­ყაუ და­უბ­რუ­ნონ-მეთ­ქი, მაგ­რამ _ არა, ვლა­დი­კავ­კა­ზი უკე­თე­სად ჟღერ­სო.
დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ოსებ­მა თე­მა შეც­ვა­ლეს და და­იწყეს იმის მტკი­ცე­ბა, რომ სტა­ლი­ნიც ოსი იყო და მი­სი ნამ­დ­ვი­ლი გვა­რია ჯუ­კა­ე­ვი. ან­კე­სი ჩემ­კენ გად­მო­აგ­დეს. ეტყო­ბა, მათ გეგ­მა­ში ჩე­მი გა­მოწ­ვე­ვა შე­დი­ო­და. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში წა­კითხუ­ლი მქონ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი სტა­ლი­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე _ ეს რომ არა, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და სტა­ლი­ნის ქარ­თ­ვე­ლო­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბა..."

ჯერ კი­დევ 1939 წელს, სტა­ლი­ნის და­ბა­დე­ბის 60 წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვ­ნამ­დე, დიდ­მა ქარ­თ­ველ­მა მეც­ნი­ერ­მა, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად შე­ის­წავ­ლა, მო­იკ­ვ­ლია და მეც­ნი­ე­რუ­ლად და­ა­სა­ბუ­თა იოსებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის გვა­რის ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის სა­კითხი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­ა­კე­თა სრუ­ლი­ად ობი­ექ­ტუ­რი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ამ­ტ­კი­ცებს, რომ ჯუ­ღაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქი­ზი­ყის სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის სა­ხელ­თან, რომ მის მი­ერ მო­პო­ვე­ბულ და შეს­წავ­ლილ ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლ­სა და სი­გელ-გუ­ჯარ­ში გვხვდე­ბა მხო­ლოდ გვა­რი "ჯუ­გაშ­ვი­ლი". ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის აზ­რით, "ჯუ­გაშ­ვი­ლის" ტრან­ს­ფორ­მა­ცია "ჯუ­ღაშ­ვი­ლად" XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, რო­დე­საც გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­იწყო რუ­სი­ფი­კა­ცი­ის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. რად­გან რუ­სულ ან­ბან­ში ასო "ღ" არ არ­სე­ბობს და მი­სი შე­სატყ­ვი­სია ასო "გ", სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩათ­ვა­ლეს, რომ გვა­რე­ბის: სა­გი­ნაშ­ვი­ლის, ჯო­გოშ­ვი­ლის, ჯუ­გაშ­ვი­ლის და ასე შემ­დეგ ნაც­ვ­ლად, უნ­და დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი­ყო: სა­ღი­ნაშ­ვი­ლი, ჭო­ღოშ­ვი­ლი, ჯუ­ღაშ­ვი­ლი... ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის დას­კ­ვ­ნით, რუ­სი­ფი­კა­ცი­ამ­დე, ესე იგი, მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნემ­დე არ­სე­ბუ­ლი გვა­რი "ჯუ­გაშ­ვი­ლი" იყო და ასე უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამ გვა­რის ერ­თი შტო სო­ფელ მა­ტა­ნი­დან ლი­ლო­ში გად­მო­სახ­ლ­და, ლი­ლო­დან კი _ გორ­ში. რო­დე­საც იხ­სე­ნე­ბენ სტა­ლი­ნის სი­ჯი­უ­ტეს, ის შე­იძ­ლე­ბა ავ­ხ­ს­ნათ მი­სი წი­ნაპ­რე­ბის ქი­ზი­ყუ­რი წარ­მო­შო­ბი­დან. აქ­ვე გვინ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თქმუ­ლე­ბა, თუ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა კა­ხელ­სა და ქი­ზი­ყელს შო­რის. პა­სუ­ხი ასე­თია: "რო­დე­საც კა­ხელს ჩხუ­ბის დროს თავს აჭ­რი­ან, იგი უსუ­ლოდ ეცე­მა მი­წა­ზე, ხო­ლო რო­დე­საც თავს ქი­ზი­ყელს აჭ­რი­ან, უდა­ვოდ, ქი­ზი­ყე­ლი მუშ­ტებ­მო­ღე­რე­ბუ­ლი კვლავ მტერ­ზე მი­ი­წევს. არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ქი­ზი­ყი უბა­ტო­ნო ქვე­ყა­ნა­ა".

"ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და სო­მე­ხი ექი­მი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი და­ვის დროს მუდ­მი­ვად ოსე­ბის მხა­რეს იყო. ერ­თხელ მან მთხო­ვა: იქ­ნებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მან­და­რი­ნის ნერ­გი ჩა­მო­მი­ტა­ნო, მინ­და, გა­ვა­ხა­როო. ნერ­გე­ბი კი ჩა­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ მი­სი გუ­ლი მა­ინც ვერ მო­ვი­გე და ვერ გა­და­ვი­ბი­რე. ის ბო­ლომ­დე, მათ მხა­რეს დარ­ჩა. მთა­ვა­რი სი­ურ­პ­რი­ზი წინ მე­ლო­და: ერთ დღეს სა­ზე­ი­მო სა­ხით გა­მო­მიცხა­დეს, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხ­რეთ ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ვა­პი­რებთ. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კა სა­ხე­ლად ალა­ნიაო. ჩემს კითხ­ვა­ზე: თქვენ რას აპი­რებთ, არ ვი­ცი, მაგ­რამ ჩვენ დავ­თ­მობთ კი სამ­ხ­რეთ ოსეთს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რიაა-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხეს: მა­გის დროც დად­გე­ბა და ჩვენ გა­ვერ­თი­ან­დე­ბი­თო. თუ მა­ნამ­დე მათ სიტყ­ვებს ხუმ­რო­ბა­ში ვა­ტა­რებ­დი, ამის შემ­დეგ, ორი­ვეს ყო­ველ ჯერ­ზე ვახ­სე­ნებ­დი, თუ სამ­ხ­რე­თი რუ­სე­თი თქვე­ნი იყო, ჯერ იმის ხარ­ჯ­ზე გა­ფარ­თოვ­დით და მე­რე რაც გინ­დათ, ის ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ-მეთ­ქი. _ ამის დროც დად­გე­ბა, მაგ­რამ მა­ნამ­დე ჩრდი­ლო­ე­თი და სამ­ხ­რეთ ოსე­თი გა­ერ­თი­ან­დე­ბაო, _ ჯი­უ­ტად მპა­სუ­ხობ­დ­ნენ.
ინ­ტერ­ნა­ტუ­რის ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მათ­თან ყო­ველ­გ­ვარ ურ­თი­ერ­თო­ბას ვა­რი­დებ­დი თავს, მაგ­რამ ისი­ნი მუდ­მი­ვად ჩემს გა­მოწ­ვე­ვას ცდი­ლობ­დ­ნენ. უფ­რო აქ­ტი­უ­რი ვა­ლია იყო, რო­მელ­საც "პა­რა­დი" მიჰ­ყავ­და, რევ­მა­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულს შე­ძე­ნი­ლი გუ­ლის მან­კიც ჰქონ­და. ხში­რად ხდე­ბო­და ცუ­დად, მე კი მა­ინც არ მეშ­ვე­ბო­და. დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თ­ვის, ასე რა­ტომ იქ­ცე­ო­და...
იმ პე­რი­ოდ­ში ვა­ლი­ას რო­მა­ნი გა­უ­ბამს ჩემს ძმა­კაც­თან, მაგ­რამ გა­უფ­რ­თხი­ლე­ბია, _ ამ ქარ­თ­ველ­თან არა­ფე­რი წა­მოგ­ც­დეს, დამ­ცი­ნებ­სო. ძმა­კაც­მა დი­დი ხნის შემ­დეგ, მაგ­რამ მა­ინც, ეს ამ­ბა­ვი გა­მიმ­ხი­ლა _ უკ­ვე დი­დი ხნის და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მე აბა, რა­ში მა­ინ­ტე­რე­სებ­და ვა­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა?!.
მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე მათ მი­მართ მტრუ­ლად არ ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. ჩეჩ­ნე­ბი და ინ­გუ­შე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ ფა­რავ­დ­ნენ ოსე­ბის საქ­ცი­ე­ლის გა­მო, რომ­ლე­ბიც თით­ქოს, რა­ღაც და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დ­ნენ.
ამ პე­რი­ო­დი­დან ნა­თელ წერ­ტი­ლად მახ­სენ­დე­ბა გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი. ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი კუ­რი­რებ­დ­ნენ ინტე­რ­ნა­ტუ­რა­ში ჩვე­ნი სწავ­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. მე ჩათ­ვ­ლე­ბი და გა­მოც­და ისე ჩა­ვა­ბა­რე, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მად­ლო­ბა გა­მო­უცხა­დეს გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე თა­მა­რა ნი­კო­ლა­ევ­ნას და რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ თე­რა­პევტ უტ­კი­ნას. ჩეჩ­ნეთ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი გვერ­დით მედ­გ­ნენ და არა­ვის აძ­ლევ­დ­ნენ სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩემ­თ­ვის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნათ. ჩე­მი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი ლა­მის შუ­რით გას­კ­დ­ნენ. ინ­ტერ­ნა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მხო­ლოდ ვა­ლი­ას შევ­ხ­ვ­დი, ისიც შემ­თხ­ვე­ვით...
1990 წე­ლი იყო. ბენ­ზი­ნის დე­ფი­ცი­ტის გა­მო, ჩვე­ნი ხალ­ხი მი­აწყ­და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას. მეც ბევ­რ­ჯერ ჩა­მო­ვი­ტა­ნე გროზ­ნო­დან საწ­ვა­ვი. იქ იყი­დე­ბო­და ხა­რის­ხი­ა­ნი, 93 მარ­კის ბენ­ზი­ნი. ერ­თხე­ლაც, მე და ჩე­მი ნა­თე­სა­ვი ჩა­ვე­დით გროზ­ნო­ში. უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში, ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­შიც და­ვა­მა­ტეთ საწ­ვა­ვი. იქ შევ­ხ­ვ­დით მე და ვა­ლია ერ­თ­მა­ნეთს, ისიც ბენ­ზინს ამა­ტებ­და თა­ვის "ჟი­გუ­ლი­ში". გა­უ­ხარ­და ჩე­მი და­ნახ­ვა. რო­ცა ერ­თ­მა­ნეთს ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დით, მითხ­რა: აი, მე და შენ მთე­ლი წე­ლი რომ ვდა­ობ­დით, იმის დრო ახ­ლოვ­დე­ბა და ჩვენ ძა­ლი­ან მა­ლე გა­ვერ­თი­ან­დე­ბი­თო. მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა აკონ­ტ­რო­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ჯერ კი­დევ არ იყო გა­უქ­მე­ბუ­ლი სამ­ხ­რეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მია. ჰო­და, მას ვუ­პა­სუ­ხე: ეს არას­დ­როს მოხ­დე­ბა-მეთ­ქი!
აქ­ვე შე­გახ­სე­ნებთ, ოსე­თი ჩვე­ნამ­დე გა­ფარ­თოვ­და ინ­გუ­შე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში. ოსეთ-ინ­გუ­შე­თის საზღ­ვარ­მა გა­და­ი­წია ინ­გუ­შე­თის დე­და­ქა­ლაქ ნაზ­რა­ნამ­დე, რო­მელ­საც მოჰ­ყ­ვა 30-მდე ინ­გუ­შუ­რი სო­ფე­ლი. ინ­გუ­შებ­მა 70-იან წლებ­ში ბევ­რ­ჯერ მი­მარ­თეს პრო­ტეს­ტის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.
ამ ამ­ბავ­ზე დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა თქვენ­თ­ვის მო­მინ­დ­ვია. მე ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ხში­რად ვის­მენ, რომ ჩრდი­ლო და სამ­ხ­რეთ ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი თით­ქოს და, 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს, გარ­დაქ­მ­ნის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნ­და. შე­იძ­ლე­ბა ეს მა­შინ გახ­მო­ვან­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი ბევ­რად ად­რე ჩა­მო­ყა­ლიბ­და _ თუ შე­დე­გით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ნამ­დ­ვი­ლად ასეა! დი­დი რუ­სი ძმის ფაქ­ტო­რი მათ სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს და ჯერ ორ­ჯო­ნი­კი­ძეს და­ერ­ქ­ვა ვლა­დი­კავ­კა­ზი, ახ­ლა კი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბით გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ახალ რეს­პუბ­ლი­კას და­ერ­ქ­მე­ვა ალა­ნაია.
რო­დე­საც ორი ასე­თი ნაღ­მი (აფხა­ზე­თი და სამ­ხ­რე­თი ოსე­თი) "ჩაგ­ვიგ­დეს" სო­სომ და სერ­გომ, თუ თა­ვი­დან­ვე არა, სო­სოს სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მა­ინც, უნ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა ამ ნაღ­მე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე­თი კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო..."
P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com


ლი­კა ქა­ჯაია






ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი