"დავიღალეთ ოცნებით" - "ქალი დავბერდი და "გიგანტური ნერგები" აღარ გამიგია"
font-large font-small
"დავიღალეთ ოცნებით" - "ქალი დავბერდი და "გიგანტური ნერგები" აღარ გამიგია"
ქალბატონი ნათელა ქართველიშვილი ალბათ ყველას გახსოვთ, იგი ხშირად გვწერდა წერილებს.
მეუბნებოდა, რომ მისთვის, როგორც პენსიონერისთვის, მნიშვნელოვანი იყო, საჭირო პრეპარატებს უფასოდ თუ მისცემდნენ, სხვანაირად, ეკონომიის გაკეთება მოხუცებს საჭმელზე გვიწევს, კვება კი ჩვენთვის ჰაერივით მნიშვნელოვანიაო. გთავაზობთ ამონარიდებს მისი წერილიდან (სტილი დაცულია):


"ახლახან ერთხელ კიდევ გადავხედე სერგო მაკალათიას ბროშურას თამარ მეფეზე. მაშინ, როდესაც ომის ქარცეცხლი მძვინვარებდა, სრულიად ახალგაზრდა თამარ მეფეს წუთითაც არ შეუწყვეტია ზრუნვა პოეზიისა თუ ხელოვნების აღორძინებაზე. მწერლებს პატივს სცემდა და კარგ გარემოს უქმნიდა. ყველაზე დიდ თანხას თურმე, ლაშქრის შენახვაზე ხარჯავდა, რამეთუ სახელმწიფოს ძლიერება ამაზეა დამყარებული. ჭირ-ვარამისა და ომების გადამკიდე მეფეს, არც ომის დროს ავიწყდებოდა მშიერი ქვრივ-ობლები და მათ ეხმარებოდა. ამით იცით, რისი თქმა მინდა? 900 წელი გვაშორებს თამარ მეფის ხანას და მისნაირი გულისხმიერი, განათებული გონების მქონე პიროვნება, ხალხზე რეალურად მზრუნველი კაცი მთავრობაში არავინ გამოჩნდა. დავიჯერო, აღარ იბადებიან ქვეყნისა და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები? ასე ვართ განწირულები?.."
"ქართველმა ხალხმა დიდი გაჭირვება და შიმშილი გამოცადა, რაც ომის დროსაც არ ყოფილა. თუ მთლად ახალგაზრდა თამარ მეფემ შეძლო, "ოქროს ხანა" შეექმნა და სახელმწიფო გაეძლიერებინა, ამ პოლიტიკოსად გამომცხვარ ასაკოვნებსა თუ ახალგაზრდებს, მათზე იმედს რომ ამყარებდა ქართველი ხალხი, რა დაემართათ? დღეს მათ უმადურობაზე რომ ლაპარაკობს მთელი საქართველო, დავიჯერო, ეს არ ადარდებთ? ქალაქში ამბობენ: ჩვენთვის სადღა სცალია ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თავისი ბიზნესის ასაღორძინებლად მოვიდაო. კულტურისა და დასვენების ბოტანიკური ბაღი ლამის საკუთრებად აქციეთ, მიწაში ოქრო აღარ დატოვეთ, რაც მომგებიანი ადგილი და ნიადაგი იყო, საკუთრებად აქციეთ - ესაა თქვენი დანაპირები? რა ვქნა, ხალხს ვერაფერს გამოაპარებთ. ვეღარ გაგვიგია, მტერია თუ მოყვარეო, - წუწუნებენ..."
"ქალი დავბერდი და "გიგანტური ნერგები" აღარ გამიგია. მართალია, ის ხე გადარჩა და დღესაც სადღაც ხარობს თურმე, მაგრამ ამ მთავრობამ გაჩეხა და გადაწვა ხუდადოვის ტყე - ეს მტკივა... ჩემს ბავშვობაში, 2 მაისს თამარობის დღესასწაულს აღვნიშნავდით და იყო ერთი ლხინი, ცეკვა და სიმღერა, მერე კი ნელ-ნელა, ამ სიხალისეს ბოლო მოეღო. მე იმ უბანში ვცხოვრობდი და კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. ასე, ერთი ხელის მოსმით ისტორიის გაჩანაგება, ხომ ქართველი ხალხის ღალატის ტოლფასია! ისიც ვნახეთ ტელევიზორში, მთავრობა ძაღლების მოსავლელად როგორ რიცხავდა ბიუჯეტიდან ათასებს. კი, ისინიც ცოცხალი არსებები არიან, მაგრამ ადამიანებს გვჯობნიან?.."
"პენსიონერებისათვის ვერა და ვერ გაიმეტეს 10 და 20 ლარზე მეტი. პირუტყვების შენახვა ალბათ, უფრო მომგებიანია მათთვის. განა, პენსიონერს არა აქვს უფლება, ცხოველზე უკეთ იცხოვროს? რომ არა ჩვენი ჟურნალისტების დაუღალავი შრომა, ამდენი რამის მოწმე ვერ გავხდებოდით. განა ამიტომ არ იყო ტელევიზიებზე უსასრულო თავდასხმებიც? მეც, მეტი რა დამრჩენია, თვალს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვუსმენ ჩემი ქვეყნის მაჯისცემას..."
"ძალიან მადარდებს ჩემი შვილიშვილების მომავალი: ნეტავ, როგორ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება? ერთი კი ვიცი, დღეს ჩემი სადარდებელ-თავსატეხი არის: არჩევნებზე რომელ პოლიტიკურ პარტიას დავუჭირო მხარი?
ამბობენ, ბიძინამ ყველა თეატრის რეკონსტრუქცია მოახდინაო. მერედა, მითხარით, ვინ დადის ამ თეატრებში? ისევ ეგენი, ფულიანი ხალხი! აბა, გაჭირვებულ, შიმშილის ზღვარზე მყოფ ხალხს რა ეთეატრება? დალოცვილო, კარგია, ეს საქმე რომ გააკეთე, შეუფასებელია თქვენი ღვაწლი ხელოვანი ადამიანებისადმი, მაგრამ იმასაც რომ ამბობენ, ყოველი დიდი ქონების უკან რაღაც დანაშაული იმალებაო, ამას რა ვუყოთ? თქვენ ძალიან კარგად გამოგდით ბიზნესი, მაგრამ არა - პოლიტიკა. მაპატიეთ, ამ გულახდილობისთვის... კარგი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყავით, თეატრების მოწესრიგებით კი არა, ხალხისთვის მიცემული დაპირებების ასრულებით დაიწყებდით ხალხის გულის მოგებას... ახლა კი ფაქტია, ხალხს "ქართული ოცნება" აღარ უნდა. დავიღალეთ ოცნებებით..."
"ყველა მთავრობა თითქოს, ერთმა კაცმა შექმნა. არა და არ მთავრდება ცხოვრება უკეთესის ლოდინში. მიწისქვეშა გადასასვლელში დედა ჩვილით ხელში მათხოვრობს, ცოტას გაივლი და, მოზრდილებიც გთხოვენ დახმარებას... ღმერთო, ამას მარტო მე და ჩემნაირები ვხედავთ? ბანკებია და, უთოფო ყაჩაღები არიან. ამ ქალაქში არ ცხოვრობთ, კაცო? ერთხელ მაინც შემოიარეთ ბანკში, პენსიის რიგში მდგომებს თვალებში ჩახედეთ; გაიგეთ, რა უჭირს ხალხს... ბატონო ჩინოვნიკებო, გილაპარაკიათ პარლამენტში ადამიანების ყოფასა და გასაჭირზე? ნეტავ, ის გამაგებინა, მართლმადიდებლები ხართ თუ არა. ადამიანი საქმით ფასდება და არა - სიტყვით! და კიდევ, მუდმივ საკუთრებაში არაფერი გეძლევათ. დალოცვილებო, ერთი ქარხანა მაინც აგეშენებინათ და ახალგაზრდები დაგესაქმებინათ - აი, ეს იქნებოდა მადლიანი საქმე..."
"ყველა პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული კარგი, გულისხმიერი, თავისი საქმის მცოდნე, ღირსეული პიროვნებებით, რომლებსაც ხალხი ეყვარებათ და არა ფული. ყველაზე ძვირად ღირებული კაპიტალი ხომ ადამიანია! თუ ექიმს ავადმყოფი არ უყვარს, ის უკვე ექიმი აღარ არის..."

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
11.05.2017
დამატებულ კომენტარს გვიმალავთ?????????????
სამართლიანი
11.05.2017
ეეხ საყვარელო ქალბატონო...შეაყარეთ კედელს ცერცვი...რაც შეეხება კომენტარს აუცილებლად ბევრი გაკეთდებოდა, მაგრამ თქვენ ბლოკავთ...ნუუ რას იზავთ გეშინიათ ძლიერთა ამა ქვეყნისა...
სამართლიანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი