მი­ნებ­ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბის დრო
font-large font-small
მი­ნებ­ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბის დრო
"ჩვენ კი არ უნ­და ვი­ყოთ საფ­რ­თხე სა­კუ­თა­რი გა­რე­მოს­თ­ვის, არა­მედ უნ­და და­ვიც­ვათ იგი!"

წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:



წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა სო­ფო კობ­ლიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი. ამ პრობ­ლე­მას ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაწყ­დე­ბით და ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ალ­ბათ, ბრა­ზობს კი­დეც იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნე­ბენ ნივ­თებს, რო­მე­ლიც ყვე­ლას, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს გვე­კუთ­ვ­ნის...


წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"ა­და­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ქუ­ჩა­ში ატა­რებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ხმა­უ­რი, ტრო­ტუ­არ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი _ ეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მაგ­რამ რო­გორც უნ­და იყოს და რა ტრა­ექ­ტო­რი­ი­თაც უნ­და ვმოძ­რა­ობ­დეთ, დღე­ში ერ­თხელ მა­ინც გვხვდე­ბა თვალ­ში მი­ნებ­ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი, ფეხ­ქ­ვეშ გა­თე­ლი­ლი, მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა თუ არა­ფე­რი, წვი­მის დრო­საც კი ვე­ღარ შე­ა­ფა­რებ თავს.
რო­გორც ვი­ცით, ძვე­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბის ახ­ლე­ბით შეც­ვ­ლა ისეთ უბ­ნებ­ში და რა­ი­ო­ნებ­შიც კი, რომ­ლებ­საც ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი არ ჰქვია, ზაფხულ­ში და­იწყო. მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვ­და ამ სი­ახ­ლეს, რად­გან ასეა თუ ისე, კომ­ფორ­ტი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმა­ზე თუ აღა­რა­ფერს ვიტყ­ვით, რომ ლა­მა­ზი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბის და­ნახ­ვა ჯერ მარ­ტო თვალს სი­ა­მოვ­ნებს. დან­ჯღ­რე­უ­ლი, და­ჟან­გუ­ლი რკი­ნის ძე­ლე­ბი გაქ­რა, მა­თი ად­გი­ლი კი წარ­სულ­ში არ­სე­ბულ­ზე ბევ­რად უკე­თეს­მა გა­ჩე­რე­ბებ­მა და­ი­კა­ვა. ჩემ­თ­ვი­საც სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა იყო ეს, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლი ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნ­და. დღეს უკ­ვე, ქუ­ჩა­ში თუ გა­ივ­ლით, პირ­ველ რიგ­ში, შუ­შებ­ჩამ­ს­ხ­ვ­რე­ულ, ქა­ღალ­დ­ჩა­მო­ხე­ულ, მი­ნებ­დაფხაჭ­ნილ გა­ჩე­რე­ბებს და­ი­ნა­ხავთ და ყო­ველ­დღი­უ­რად მსგავს უმა­დუ­რო­ბას­თან შეხ­ვედ­რა ნამ­დ­ვი­ლად გა­გა­ღი­ზი­ა­ნებთ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ იზ­რუ­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის გა­ჩე­რე­ბე­ბი გა­ნა­ახ­ლა, სწო­რედ ამ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა კი უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და თა­ვი­სი ერ­თ­გ­ვა­რი პრო­ტეს­ტი ასე სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ გა­მო­ხა­ტა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამის გამ­კე­თე­ბე­ლი სუ­ლაც არა­ფერს აპ­რო­ტეს­ტებ­და და საქ­მე მო­ზარ­დე­ბის ხუ­ლიგ­ნო­ბას­თან გვაქვს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ერთ დას­კ­ვ­ნამ­დე მივ­დი­ვართ: აღ­ზ­რ­და, კულ­ტუ­რა და ეთი­კა გვაკ­ლია, სხვა თუ არა­ფე­რი. ეს მხო­ლოდ შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი მი­ზე­ზია, სი­მარ­თ­ლე თუ გინ­დათ, მა­შინ უარეს­საც ვიტყ­ვი _ ეს არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.
იმ გა­ჩე­რე­ბა­ზე, რომ­ლის და­ნახ­ვაც ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს, ორ საკ­მა­ოდ სქელ მი­ნას შო­რის მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტო­ბის ერთ-ერ­თი კან­დი­და­ტის სა­რეკ­ლა­მო ფო­ტო. აწ უკ­ვე, ეს ფო­ტოც ჩა­მოგ­ლე­ჯი­ლია და მი­ნე­ბიც ორი­ვე მხა­რეს ჩამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლია. გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღაც მი­სი წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ საკ­ვირ­ვე­ლია, რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია წი­ნას­წარ გან­ვ­საზღ­ვ­როთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი მი­ზე­ზე­ბი? დამ­ნა­შა­ვის ეს ქმე­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია და არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს მთავ­რო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც უკ­ვე აღარ არის ვალ­დე­ბუ­ლი, კი­დევ ერ­თხელ უზ­რუნ­ველ­გ­ვ­ყოს გა­ჩე­რე­ბებ­ზე ახა­ლი ინ­ვენ­ტა­რით. თუმ­ცა­ღა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ აგეს პა­სუ­ხი ამის ჩამ­დე­ნებ­მა და შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მით რა­ტომ არ მოხ­და გა­ჩე­რე­ბე­ბის­თ­ვის პირ­ვან­დე­ლი სა­ხეს აღ­დ­გე­ნა ან მცი­რე­ო­დე­ნი შე­კე­თე­ბა მა­ინც?
ვი­ცი, ახ­ლა უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნია და არც ბევრ სჯა-ბა­ასს აქვს აზ­რი, მაგ­რამ იქ­ნებ შემ­დეგ­ში მა­ინც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ზი­ა­ნო და რა _ ყვე­ლა­სათ­ვის უკე­თე­სი. შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლო­ბას თუნ­დაც, ძა­ლი­ან მცი­რე დო­ზით თუ გა­მო­ვი­ჩენთ, ეს კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.
ჩვენ კი არ უნ­და ვი­ყოთ საფ­რ­თხე სა­კუ­თა­რი გა­რე­მოს­თ­ვის, არა­მედ უნ­და და­ვიც­ვათ იგი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი