თეთრ რაშ­ზე "ამ­ხედ­რე­ბუ­ლი" სევ­დი­ა­ნი ას­კე­რი და ობ­ლის კვე­რი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად გა­მოცხ­ვე­ბა
font-large font-small
თეთრ რაშ­ზე "ამ­ხედ­რე­ბუ­ლი" სევ­დი­ა­ნი ას­კე­რი და ობ­ლის კვე­რი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად გა­მოცხ­ვე­ბა

ჩვენ­მა ძველ­მა მკითხ­ველ­მა იცის, რომ ჟურ­ნალ "გზა­ში" 13 წე­ლი არ­სე­ბობ­და რუბ­რი­კა "გზავ­ნი­ლე­ბი"...
ეს საკ­მა­ოდ დი­დი დროა... ამ რუბ­რი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ეც­ნო­ბოდ­ნენ, ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ... ზო­გი­ერ­თებ­მა ოჯა­ხე­ბიც შექ­მ­ნეს... ისი­ნი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­დ­ნენ და ბავ­შ­ვუ­რი პრობ­ლე­მე­ბი "დი­დურ­ში" გა­და­ი­ზარ­და. თით­ქ­მის ყვე­ლა აქ­ტი­ურ მგზავ­ნელ­თან ვურ­თი­ერ­თობ დღემ­დე და მათ შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცი. ახ­ლა ერ­თი მათ­გა­ნი ხა­ტია ხა­ტი­საშ­ვი­ლი (ხა­ტი მა­ნა­ვე­ლით აქ­ვეყ­ნებ­და ჩვენ­თან ამ­ბებს) მინ­და, გა­გახ­სე­ნოთ და ის თა­ვად მო­გიყ­ვე­ბათ, რო­გორ წა­რი­მარ­თა მი­სი ცხოვ­რე­ბა.


- 14-15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­ცა ჟურ­ნალ "გზა­ში" "გზავ­ნი­ლე­ბის" რუბ­რი­კა და მგზავ­ნე­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. ბევ­რი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს "გზას­თან", თუნ­დაც ის, რომ ვა­მე­სი­ჯებ­დი და ბევ­რ­ჯერ მი­ხი­ლავს ჩე­მი მე­სი­ჯი "გზის" ფურ­ც­ლებ­ზე, რაც დიდ სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებ­და.

- მას შემ­დეგ საკ­მაო ხა­ნი გა­ვი­და. რო­გორ წა­რი­მარ­თა შე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ჩა­ვა­ბა­რე მა­შინ­დელ სპორ­ტის აკა­დე­მი­ა­ში, თუმ­ცა იმის გა­მო, რომ ფუ­ლი ვერ გა­და­ვი­ხა­დე, ვერ გა­ვაგ­რ­ძე­ლე სწავ­ლა. ამი­ტომ დავ­რ­ჩი ინ­ს­ტი­ტუ­ტის მიღ­მა. მე­რე ახ­ლობ­ლის დახ­მა­რე­ბით და­ვიწყე თურ­ქულ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში, ავ­ტო­ბუს­ზე, გამ­ცი­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა. რა თქმა უნ­და, თურ­ქუ­ლი ენა არ ვი­ცო­დი, თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, მე­რე ნელ-ნე­ლა ვის­წავ­ლე. 9 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე ამ კომ­პა­ნი­ა­ში. ამ 2 თვის წინ და­ვა­ნე­ბე თა­ვი და ახალ სამ­სა­ხურს ვე­ძებ. თუმ­ცა, რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2013-2015 წლებ­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე, თურ­ქეთ­ში მე­ცა­და ბე­დი, იქ მე­მუ­შა­ვა, რად­გან გამ­ცი­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სიაა. სულ გზა­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­თ­ვის არ არ­სე­ბობ­და არც და­ბა­დე­ბის დღე და არც ახა­ლი წე­ლი. ჯა­რის­კა­ცი­ვით ვცხოვ­რობ­დი და აკი შე­მარ­ქ­ვეს თურ­ქებ­მა ას­კე­რი (თურ­ქუ­ლად - ჯა­რის­კა­ცი). ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად წა­ვე­დი ჯერ საზღ­ვარ­თან ახ­ლოს, თხი­ლის საკ­რე­ფად, ეს იმა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის, ვიდ­რე მე­გო­ნა. ფი­ზი­კუ­რად სო­ფელ­ში მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ თხი­ლის კრე­ფა ერ­თ­გ­ვა­რი ტან­ჯ­ვა აღ­მოჩ­ნ­და. 1 კვი­რა გავ­ძე­ლით და მე­რე გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ შო­რე­ულ სტამ­ბოლ­ში, პა­ტა­რა ფაბ­რი­კა­ში. 2 თვე სა­წო­ლის გა­რე­შე გვე­ძი­ნა, იატაკ­ზე და­გე­ბულ კარ­დო­ნებ­ზე, ვმუ­შა­ობ­დით და ყო­ველ­დღე ვის­მენ­დით და­პი­რე­ბას, რომ ხელ­ფასს აუცი­ლებ­ლად მოგ­ვ­ცემ­დ­ნენ. ზოგ­მა ვერ გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს და დაბ­რუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მე მა­ინც მჯე­რო­და, რომ აგ­ვი­ნაზღა­უ­რებ­დ­ნენ ნა­მუ­შე­ვარს, თუმ­ცა, სულ ტყუ­ი­ლად.

- ანუ ჯა­მა­გი­რი არ მოგ­ცეს?

- არა. 2 თვის მე­რე ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს და­უ­კავ­შირ­და მი­სი ახ­ლო­ბე­ლი და შეს­თა­ვა­ზა სხვა ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ხელ­ფა­სიც იყო და ბი­ნაც, სა­დაც ვიცხოვ­რებ­დით. ავ­დე­ქით და გა­და­ვე­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­ფასს გვიხ­დიდ­ნენ და ღა­მე ქუ­ჩა­ში არ გვე­ძი­ნა, მა­ინც არ მინ­და იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა, მით უმე­ტეს - აქ და­წე­რა. 9 თვე ვი­მუ­შა­ვე "კა­პი­კებ­ზე" და ბო­ლოს ისევ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი: ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ან სხვა სა­მუ­შა­ოს მო­ძებ­ნა. ისევ დარ­ჩე­ნა ვამ­ჯო­ბი­ნე, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ოჯახ­ში ავად­მ­ყო­ფი მო­ხუ­ცის მომ­ვ­ლე­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, 6 თვე გავ­ძე­ლი და წა­მო­ვე­დი სამ­შობ­ლო­ში, სა­დაც არ ვი­ცო­დი, რა მო­მე­ლო­და, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში უშევ­რო­ბაა. ალ­ბათ მკითხავთ, - რა­ტომ მო­დი­ო­დი, თუ იქ კარ­გად იყა­ვიო? არ ვი­ყა­ვი კარ­გად, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა შე­მერ­ყა, ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ე­რი ვერ ავი­ტა­ნე. ჩა­მო­ვე­დი, ავი­ღე მარ­თ­ვის მოწ­მო­ბა და გა­ვაგ­რ­ძე­ლე მუ­შა­ო­ბა ჩემს ძველ ფირ­მა­ში - გამ­ცი­ლებ­ლად. რა­ღაც თან­ხა მო­ვაგ­რო­ვე, რა­ღაც ნა­წი­ლი ვი­სეს­ხე და ვი­ყი­დე ე.წ. მი­ნი­ვე­ნის ტი­პის მან­ქა­ნა.

- თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ?

- არა, ჩემს თა­ნამ­შ­რო­მელ ქალ­ბა­ტონ­თან ვცხოვ­რობ, ორ­თა­ჭა­ლა­ში. ლია დე­ი­და შვი­ლი­ვით მივ­ლის. ჯერ ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ­დი, უნ­და ვი­ტაქ­საო-მეთ­ქი, მე­რე ჭკუ­ა­ში და­მიჯ­და და ტაქ­სის მწვა­ნე ნა­თუ­რა მი­ვა­კა­რი სა­ქა­რე მი­ნა­ზე ლა­მა­ზად, ხან­და­ხან ვრთავ­დი და დავ­დი­ო­დი ახ­ლო­მახ­ლო უბ­ნებ­ში. ამ ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში მი­ვეჩ­ვიე და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გრა­ფი­კი, რა თქმა უნ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი მაქვს. მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას უკ­ვირს, რომ მხე­და­ვენ. მე კი მათ რე­აქ­ცი­ა­ზე მე­ცი­ნე­ბა. თუმ­ცა, ნე­გა­ტი­უ­რად არა­ვინ მი­ყუ­რებს, მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან უფ­რო მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სი­ხა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ - მოს­წონთ, ქა­ლი მძღო­ლი რომ ხვდე­ბათ ტაქ­სი­ში.
- თურ­ქეთ­ში, იმ მძი­მე პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნას ალ­ბათ ჯო­ბია...
- რა თქმა უნ­და, თუმ­ცა, სულ ტაქ­სა­ო­ბა არ მინ­და, ნორ­მა­ლურ სამ­სა­ხურს ვე­ძებ, სა­დაც მექ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ანაზღა­უ­რე­ბა.

- მა­ინც, რა სამ­სა­ხუ­რი გინ­და?

- დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი რო­მე­ლი­მე ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში, ჩე­მი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლით, თუმ­ცა ხელს მიშ­ლის რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენე­ბის უცო­დი­ნა­რო­ბა.

- მგზავ­რე­ბი გენ­დო­ბი­ან? ახალ­გაზ­რ­და ხარ, თან - ქა­ლი. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ მგზავ­რ­მა გა­გა­ჩე­რა და არ ჩაჯ­და?

- მენ­დო­ბი­ან. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩემს ნო­მერს იწე­რენ. ერ­თ­მა ახალ­გაზ­რ­და გო­გომ დი­დი სი­ხა­რუ­ლით ჩა­ი­წე­რა ნო­მე­რი, - ჩემს ქმარს გარ­თუ­ლე­ბა აქვს, მა­მა­კაც მძღო­ლებს რომ ვუჯ­დე­ბი მან­ქა­ნა­ში და რო­ცა დამ­ჭირ­დე­ბა, და­გი­რე­კა­ვო.

- ალ­ბათ მხი­ა­რუ­ლი საქ­მე­ცაა ტაქ­სის მძღო­ლო­ბა.

- კი, ყო­ვე­ლი მგზავ­რო­ბა კუ­რი­ო­ზია. ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭე­ბი კულ­ტუ­რუ­ლად იქ­ცე­ვი­ან, ჯენ­ტ­ლ­მე­ნუ­რად მე­კითხე­ბი­ან, - შე­იძ­ლე­ბა, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვაო? ერ­თხელ გა­მა­ჩე­რა ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან ახალ­გაზ­რ­დამ. რომ და­მი­ნა­ხა, ელ­და ეცა, და­იბ­ნა. - "მე­ოთხე­ში" რამ­დე­ნად ამიყ­ვა­ნო? - 3 ლა­რი ვუთხა­რი და ებევ­რა. - თუ არ გაქვს ფუ­ლი, და­ჯე­ქი, ისე აგიყ­ვან-მეთ­ქი, მაგ­რამ არ ჩა­მიჯ­და. ამას წი­ნათ, მეტ­რო "სა­მას არაგ­ველ­თან" გა­ვი­ა­რე და ქალ­ბა­ტონ­მა გა­მა­ჩე­რა. რომ და­მი­ნა­ხა, ემო­ცი­ე­ბი ვერ და­მა­ლა, - მშვი­დო­ბის ხიდ­თან რომ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რია, იქ მი­მიყ­ვა­ნეო. მი­ვე­დით და ვე­უბ­ნე­ბი, - აი, ქალ­ბა­ტო­ნო თქვე­ნი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი-მეთ­ქი. - შვი­ლო, გა­ნა სა­თა­მა­შოდ მივ­დი­ვარ იქ, აქ­ვე ვცხოვ­რო­ბო და ხე­ლი ხის აივ­ნი­ა­ნი სახ­ლის­კენ გა­იშ­ვი­რა. ერ­თხელ ისან­ში გა­მა­ჩე­რა ახალ­გაზ­რ­და კაც­მა. და­ი­ხა­რა, ფან­ჯა­რა­ში შე­მო­ი­ხე­და და მითხ­რა - კა­ცუ­რად... და სიტყ­ვა გა­უწყ­და. არ მო­ე­ლო­და, ქა­ლი მძღო­ლის და­ნახ­ვას. არას­დ­როს მიგ­რ­ძ­ნია აგ­რე­სია. პი­რი­ქით, მოს­წონთ ჩე­მი მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბა. თუ მი­სა­მარ­თი არ ვი­ცი, მეხ­მა­რე­ბი­ან, მას­წავ­ლი­ან. ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბა არ მეშ­ლე­ბა და ვართ ასე შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლად. დიდ მან­ძილ­ზეც წა­მიყ­ვა­ნია მგზავ­რე­ბი, 100-200 კი­ლო­მეტ­რ­ზე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვარ­ზე, კა­ხეთ­ში და თვით სარ­ფის გამ­შ­ვებ პუნ­ქ­ტ­ზეც. დიდ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბი­სას მაქვს ყა­ვის სერ­ვი­სი.

- ეგ რო­გორ?

- მან­ქა­ნა­ში მაქვს ქა­ღალ­დის ჭი­ქე­ბი, თერ­მო­სით ცხე­ლი წყა­ლი, ყა­ვა - თა­ვის­თა­ვად და ჩა­იც.

- მან­ქა­ნის მოვ­ლა გიყ­ვარს?

- დი­ახ, მან­ქა­ნას მე თვი­თონ ვუვ­ლი, სი­სუფ­თა­ვეს ვი­ცავ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ვრეცხავ და ვწმენდ სა­ლონს. სა­ხე­ლიც და­ვარ­ქ­ვი - თეთ­რი რა­ში.

- მა­მა­კა­ცე­ბი ცო­ტა მეტს არ გიხ­დი­ან ხოლ­მე?

- ზოგ­ჯერ მიხ­დი­ან, ყო­ველ­თ­ვის - არა. უჭირს ხალხს.

- ფლირ­ტის გაბ­მას თუ ცდი­ლო­ბენ?

- თა­ვი­დან აინ­ტე­რე­სებთ ჩე­მი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მე­კითხე­ბი­ან, ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ მე არ ვაძ­ლევ სა­ბაბს, რა­ი­მე ისე­თი მითხ­რან, რაც არ მე­კად­რე­ბა. ჩე­მი და კლი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩას­ვ­ლის ად­გილ­ზე მთავ­რ­დე­ბა.

- რამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით?

- გა­აჩ­ნია დღეს. სა­შუ­ა­ლოდ, 20 ლარს. ცო­ტა მეტს ან ცო­ტა ნაკ­ლებს. თა­ნაც, მთე­ლი დღე არ ვარ გა­რეთ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა? გათხო­ვე­ბას არ აპი­რებ?

- პი­რად­ში არა­ფე­რი, თუმ­ცა, არა­ფე­რია გა­მო­რიცხუ­ლი.

- ადე­ქი და მო­ი­ტა­ცე, ვინც ჩა­გიჯ­დე­ბა და მო­გე­წო­ნე­ბა...

- (ი­ცი­ნის) მო­ვი­ტა­ცო, ხომ? ჯერ არ მომ­წო­ნე­ბია მა­სე ვინ­მე, რომ მო­ტა­ცე­ბა­ზე მე­ფიქ­რა.

- კარ­გი, და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი ხუმ­რო­ბას. შე­ნი მი­ზა­ნი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რა არის?

- ჩე­მი მი­ზა­ნია, დავ­ფა­რო ბან­კის ვა­ლი და ვი­ყი­დო ბი­ნა, თუ ღმერ­თის წყა­ლო­ბით და­ვიწყე ნორ­მა­ლურ ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბა.

- პი­რად მძღო­ლად თუ იმუ­შა­ვებ­დი?

- კი, რა თქმა უნ­და, თუ ანაზღა­უ­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რი მექ­ნე­ბა, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ პი­რად მძღო­ლა­დაც. ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, შენს ად­გი­ლას სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­დო­დი სა­მუ­შა­ო­დო. ვი­ყა­ვი და აღარ ვა­პი­რებ სად­მე წას­ვ­ლას, არ მინ­და, ეს წლე­ბი, რა­საც ახალ­გაზ­რ­დო­ბა ჰქვია, უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ვა­ტა­რო. სა­ჭეს­თან ჯდო­მა ჩემ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ყო­ფით პრობ­ლე­მებს მა­ვიწყებს და მი­ხა­რია, რო­ცა ამით სხვა­საც ვა­ნი­ჭებ სი­ხა­რულს - მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა, ნა­თე­სა­ვი თუ რი­გი­თი მგზავ­რი.

- ოჯახ­ზე, ბავ­შ­ვო­ბა­ზე მო­მი­ყე­ვი. ვი­ცი, რომ პა­ტა­რა და­ობ­ლ­დი.

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რას, 9 წლი­სას გარ­და­მეც­ვა­ლა მა­მა და მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა ხელ­მომ­ჭირ­ნედ გა­ვა­ტა­რე. ფი­ზი­კუ­რი შრო­მა ჩემ­თ­ვის უცხო არ ყო­ფი­ლა და ვერც ამ საქ­მე­ში ვხედავ რა­ი­მე სა­თა­კი­ლოს. ხში­რად ვფიქ­რობ ჩე­მი ოჯა­ხის წარ­სულ­ზე, ვიხ­სე­ნებ ბავ­შ­ვო­ბის წლებს... თით­ქოს ტკბი­ლად უნ­და გა­მახ­სენ­დეს, მაგ­რამ გულ­ში მწა­რედ მივ­ლის მა­შინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა და ვცდი­ლობ, ფიქ­რი სხვა რა­მე­ზე გა­და­ვი­ტა­ნო. თუმ­ცა, წარ­სულს ვერ გა­ვექ­ცე­ვით. დე­დამ ტან­ჯ­ვით გაგ­ვ­ზარ­და მე და ჩე­მი ძმა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მახ­სოვს, ზამ­თ­რის ცი­ვი დღე­ე­ბი და მე­ზობ­ლის მო­ცე­მუ­ლი კოჟ­რი­ა­ნი კუნ­ძის "ფეჩ­ში" მბჟუ­ტა­ვი ალი, თვი­თო­ნაც რომ იტან­ჯე­ბო­და, არ იწ­ვე­ბო­და და ჩვენც გულს გვიწყა­ლებ­და, სით­ბოს არ გა­მოს­ცემ­და. ისიც მახ­სოვს, მე­ზობ­ლად საკ­ლა­ვი რომ დაკ­ლეს, მთე­ლი უბა­ნი იქ იყო ჩვენ გარ­და. არ დაგ­ვი­ძა­ხეს... ახ­ლა ყვე­ლას­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი ვარ, ყვე­ლა მი­ცი­ნის და გულ­ში მი­ხუ­ტებს, ყვე­ლას ჩემ­თან მე­გობ­რო­ბა და ახ­ლობ­ლო­ბა უნ­და და მხო­ლოდ მე ვი­ცი, რას ვგრძნობ... ბა­ზარ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბიც მახ­სოვს, ნა­ვაჭ­რი ფუ­ლით 3-ლა­რი­ა­ნი "ტაპ­კე­ბის" ყიდ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლიც, რო­მე­ლიც 6 თვე მეც­ვა, და­ი­ხა და მა­ინც არ გა­დავ­ყა­რე, - ვერ გა­ვი­მე­ტე. ახ­ლა ძვი­რი­ან ფეხ­საც­მელს ვყი­დუ­ლობ, თუმ­ცა ვე­რა­ფერს ვგრძნობ, რო­ცა ვიც­ვამ... ისიც კარ­გად მახ­სოვს, სე­ზო­ნუ­რად რომ დავ­დი­ო­დით და მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბით თავს ვიკ­ლავ­დით მე და დე­და. არა­ნა­ირ შრო­მას არ ვთა­კი­ლობ­დი. სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, კარ­გა ხანს და­მა­ტა­რებ­დ­ნენ კლა­სი­დან კლას­ში და მა­კითხებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თებს, თით­ქოს არ სჯე­რო­დათ, რომ წე­რა-კითხ­ვა ვი­ცო­დი. მე­რე სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ვუნ­დერ­კინდ ბავ­შ­ვად გა­მო­მაცხა­და და მთე­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის თვალ­წინ წიგ­ნით და­მა­ჯილ­დო­ვა. ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა, აღა­რა­ვის უკ­ვირს ბავ­შ­ვის სიჭ­კ­ვი­ა­ნე. ახ­ლა სხვა დროა. გა­ვი­ზარ­დე და ბევრ რა­მეს მივ­ხ­ვ­დი, ბევ­რი რა­მე გა­მოვ­ცა­დე, ბევ­რი გუ­ლის ტკე­ნაც და ბევ­რი სი­ხა­რუ­ლიც გა­მო­ვი­ა­რე, ალ­ბათ ბევ­რი კი­დევ წინ მე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი მა­ინც დე­დაა. ის გა­ჭირ­ვე­ბის­თ­ვის, სი­ცი­ვი­სა და შიმ­ში­ლის­თ­ვის არ მე­მე­ტე­ბა, ვი­ცი, ახ­ლაც ბევრ რა­მეს იკ­ლებს, არ მე­უბ­ნება არას­დ­როს, რომ რა­მე უნ­და, ხან­და­ხან ბავ­შ­ვი­ვით თუ წა­მე­წუ­წუ­ნე­ბა და მა­ში­ნაც ღი­მი­ლით მე­უბ­ნე­ბა - გა­ნა მარ­თ­ლა, შვი­ლო, გე­ხუმ­რეო. გა­ნა მე არ ვი­ცი, რო­დის ხუმ­რობს? კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა მინ­და, დე­დას­თ­ვის და თქვენ­თ­ვი­საც, მაგ­რამ მგო­ნი, დღე­ის­თ­ვის საკ­მა­რი­სია.

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი