რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი
font-large font-small
რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი
"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან".


- მას მე­რე, რაც ჩე­მი ცო­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ასე მგო­ნია, აქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­ინც არა­ფე­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, ჩემ­თან და­შო­რე­ბის სხვა გზა ვერ გა­მო­ნა­ხა და გა­იქ­ცა, მი­ზე­ზად კი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და... რო­ცა მითხ­რა, - გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში უნ­და წა­ვი­დეო, მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და (რად­გან რო­ცა იგებ­და, ვი­ღაც სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­დაო, ამას გა­ნიც­დი­და და იმ ქა­ლე­ბის ქმრებს აძა­გებ­და, რომ­ლე­ბიც ცო­ლებს სა­მუ­შა­ოდ უშ­ვებ­დ­ნენ და მე­რე მათ ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ), ჰო­და, მეც ხუმ­რო­ბით­ვე ვუთხა­რი: ჰო, წა­დი, ბევ­რი ფუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნე და მე აქ ვი­გუ­ლა­ვებ-მეთ­ქი. ჩემს სიტყ­ვებ­ზე დი­დი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ ის მითხ­რა: ის­ღა მაკ­ლია, შენს საყ­ვარ­ლებ­ში ფუ­ლი ვი­ხა­დოო. თურ­მე, ამ დროს უკ­ვე წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ბუ­თებ­საც აგ­რო­ვებ­და... თან­ხაც მო­ი­ძია რო­გორ­ღაც, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლით წა­ვი­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში...

- თუ არ გინ­დო­დათ, რომ წა­სუ­ლი­ყო და ფიქ­რობ­დით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ გი­ჭირ­დათ ისე ძა­ლი­ან, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა ამის გა­მო მა­ინც აგე­ტა­ნათ, რა­ტომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გეთ?

- შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, მაგ­რამ ვინ და­მი­ჯე­რა? უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ამ­ბა­ვია, ვა­ლიც ავი­ღე და რომ არ წა­ვი­დე, მძი­მედ და­აწ­ვე­ბა ეს ვა­ლი ჩვენს ოჯახ­სო. მარ­თა­ლიც იყო ამ მხრივ. პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლის გა­დახ­და და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი ოჯახს სა­ძირ­კ­ველს ისე­დაც გა­მო­აც­ლი­და... მე­რე შვი­ლებ­მაც მთხო­ვეს, - დამ­შ­ვიდ­დი, ვალს გა­ის­ტუმ­რებს, ცო­ტა­ო­დენ ფულს იშო­ვის, რომ ამო­ვი­სუნ­თ­ქოთ და დაბ­რუნ­დე­ბა, ცო­ლი არ­სად გა­გექ­ცე­ვა, თქვენს 22-წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას დან­გ­რე­ვა არ ემუქ­რე­ბაო. თან დამ­ცი­ნეს, - კა­ცი ცოლს ასე მის­ტი­რო­დეს, პირ­ვე­ლად ვნა­ხე­თო. იმ დროს ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, შუ­ა­თა­ნა სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, უმ­ც­რო­სი მეცხ­რე კლას­ში გახ­ლ­დათ... რო­ცა წა­ვი­და, თავს ვიმ­შ­ვი­დებ­დი, რომ მაქ­სი­მუმ, სამ წელ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას მე­რე 9 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და და ცოლს მხო­ლოდ ინ­ტერ­ტე­ნის წყა­ლო­ბით თუ ვხე­დავ, მა­ში­ნაც, ჩემ­თ­ვის სიტყ­ვა არ ემე­ტე­ბა, სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის "სკა­ი­პი­დან"... მე მას ისევ ვე­ლო­დე­ბი და თან მტან­ჯავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

- ის ამის სა­ფუძ­ველს გაძ­ლევთ?

- იმა­ზე მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი რა უნ­და იყოს, რომ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი არ უნ­და? ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ. ისე, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ჩე­მი სიტყ­ვა მის­თ­ვის ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და თა­ვის დრო­ზე არ მი­მა­ტო­ვებ­და. ახ­ლა ლა­პა­რა­კიც ეზა­რე­ბა ჩემ­თან, გა­ურ­ბის ყვე­ლა დას­მულ კითხ­ვას. იცის, რომ მი­სი ერ­თ­გუ­ლი ვარ და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს. ამას წი­ნათ ხუმ­რო­ბა ვცა­დე, რო­დის ბრუნ­დე­ბი? იცო­დე, მეც კა­ცი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს მი­ვე­პა­რო-მეთ­ქი. იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - კი, ბა­ტო­ნო, შე­გიძ­ლია, ცო­ლიც შე­ირ­თოო. რომ გავ­ცეცხ­ლ­დი, გე­ხუმ­რეო, გა­ი­ცი­ნა... თან, აქე­დან რომ წა­ვი­და, ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი იყო, შვი­ლებ­ზე გა­დამ­კ­ვ­და­რი, ახ­ლა კი კეკ­ლუ­ცო­ბა და­უწყია, მა­კი­აჟ­საც ხმა­რობს. თით­ქოს წლე­ბი კი არ აკ­ლ­დე­ბა, ახალ­გაზ­რ­დავ­დე­ბა. ცხა­დია, ეს მომ­წონს, მაგ­რამ მინ­და, ჩემ გვერ­დით იყოს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი და ამის გა­მო იმე­დია, არა­ვინ გამ­კიცხავს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მას­თან ჩას­ვ­ლა არც ერ­თხელ არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ან თა­ვად არ გა­მო­გით­ქ­ვამთ ამის სურ­ვი­ლი?

- რო­გორ არა, რამ­დენ­ჯერ­მე ვუთხა­რი, თუ არ მო­დი­ხარ, მეც მანდ ჩა­მო­ვალ, ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან და უჩე­მო­დაც გა­ი­ტა­ნენ თავს. მეც ვი­მუ­შა­ვებ და თან, ერ­თად ვიქ­ნე­ბით-მეთ­ქი. შორს და­ი­ჭი­რა, - აქ კა­ცე­ბის საქ­მე არ არის და მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ერ­თ­მა­ნე­თი ვნა­ხოთ, 3.000 დო­ლა­რის წყალ­ში ჩაყ­რა ნამ­დ­ვი­ლად მე­ნა­ნე­ბა. ამ­დე­ნი თან­ხა რომ ვი­შო­ვო, სა­მი თვე ვი­რუ­ლად უნ­და ვიშ­რო­მო. სა­დაც აქამ­დე გავ­ძე­ლით უერ­თ­მა­ნე­თოდ, კი­დევ გავ­ძ­ლებ­თო... მაგ­რამ რო­დემ­დე? ადა­მი­ა­ნი იმის­თ­ვის ოჯახ­დე­ბა, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის ჭი­რი და ლხი­ნი გა­ი­ზა­როს, ერ­თი ალ­თას თუ იქ­ნე­ბა და მე­ო­რე ბალ­თას, ამით რა გა­მო­ვა?

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ სთხო­ვენ დე­დას, რომ დაბ­რუნ­დეს?

- არა, ამათ ოღონდ ფუ­ლი მი­ე­ცი და დე­და ან მა­მა რად უნ­დათ? რო­გორც კი დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და­ვიწყებ ლა­პა­რაკს, უფ­რო­სე­ბი მა­შინ­ვე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი? რა გაკ­ლიაო?.. რა მაკ­ლია და, მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა მაკ­ლია, ამა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა კი რა უნ­და იყოს? ხმელ მჭადს შევ­ჭამ, ოღონდ კი იზო აქ იყოს - ბავ­შ­ვებს ეს არ ეს­მით. ამას წი­ნათ, ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი ჩა­ვი­და დე­და­მის­თან. მითხ­რა, რომ კარ­გად არის. ახ­ლა თვი­თო­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, რად­გან იზო დაჰ­პირ­და, ოღონდ კი გზა გა­იკ­ვა­ლე და გარ­ჩე­ნო. ჩემს შვილს ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ყვე­ლა­ფე­რი. იმის ნაც­ვ­ლად, რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნოს, მხო­ლოდ ფუ­ლის ხსე­ნე­ბა­ზე უნა­თდე­ბა თვა­ლე­ბი და ახ­ლა თქვენ გე­კითხე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კარგ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს? ჩე­მი აზ­რით, დე­და დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწევს შვილს და მის ცნო­ბი­ე­რე­ბას რყვნის ასე­თი საქ­ცი­ე­ლით. თუ ადა­მი­ანს ნი­ჭი აქვს, ფუ­ლის გა­რე­შეც შეძ­ლებს მიზ­ნის მიღ­წე­ვას, აი, რო­გორც ჩე­მი უმ­ც­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დას, ჩე­მი არ იყოს, სულ იმას უჩი­ჩი­ნებს, დრო გა­დის, დე­დის სით­ბო მაკ­ლია. ჩა­მო­დი, არ მინ­და შე­ნი არა­ფე­რიო... 30 წლის კა­ცი კი, კი­დევ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე ფიქ­რობს, იმის ნაც­ვ­ლად, რომ იმუ­შა­ოს. ეზა­რე­ბა ხე­ლის გან­ძ­რე­ვა, რად­გან ფუ­ლი ისე­დაც მოს­დის...

- უკ­ვე შვი­ლიშ­ვი­ლიც უნ­და გყავ­დეთ, წე­სით...

- კი, შუ­ა­თა­ნა გო­გო­ნა გათხო­ვი­ლია. ბრწყინ­ვა­ლე ოჯახ­ში მოხ­ვ­და. დე­და­მი­სი მის ქორ­წილ­საც არ დას­წ­რე­ბია და ეს არის საქ­მე? ეს არის ცხოვ­რე­ბა? სა­ჩუქ­რე­ბით კი აავ­სო ორი­ვე და საგ­ზუ­რიც "ჩა­ა­ხუ­ტა" თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ დე­დის გვერ­დით ყოფ­ნა, მი­სი რჩე­ვე­ბი ხომ და­აკ­ლ­და? ახ­ლა თა­ვა­დაც ორი შვი­ლის დე­დაა და ხში­რად ამ­ბობს, - ნე­ტა იცო­დეთ, რო­გორ მაკ­ლია იზოო. თუმ­ცა, აქამ­დე მა­საც არაფ­რად მი­აჩ­ნ­და დე­დის საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნა, პი­რი­ქით, ამით ამა­ყობ­და კი­დეც... მხო­ლოდ ნა­ბო­ლა­რას ეს­მის ჩე­მი. ახ­ლა დე­დის გა­მოგ­ზავ­ნილ ფულს აგ­რო­ვებს. მუ­შა­ო­ბა და­იწყო და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ოფ­ლით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას ხარ­ჯავს, დე­დას კი ეუბ­ნე­ბა, - შე­ნი არა­ფე­რი მინ­და, გარ­და იმი­სა, რომ ჩა­მოხ­ვი­დე. იმ ფუ­ლით, რაც პი­რა­დად მე გა­მო­მიგ­ზავ­ნე, აქ ბიზ­ნე­სის აწყო­ბა­საც შეძ­ლებ, ბან­კ­ში მაქვს. მე სიმ­დიდ­რე და ნივ­თე­ბი კი არა, შენ მჭირ­დე­ბიო... მაგ­რამ უქ­ნა­რა უფ­როს შვილს რომ არა­ფე­რი ჰყოფ­ნის? ახ­ლა იზოს მი­ზე­ზად ისიც აქვს, რომ შვი­ლიშ­ვი­ლებს უნ­და გა­უ­კე­თოს კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი და ბი­ნა უყი­დოს. და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბიც რომ შექ­მ­ნი­ან ოჯახს, მე­რე მა­თი შვი­ლე­ბი გახ­დე­ბა ასე­თი მი­ზე­ზი და ამა­სო­ბა­ში, ისე გა­ი­ლე­ვა ეს წლე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა, ქმრის გას­ვე­ნე­ბა­შიც ვერ ჩა­მო­ვი­დეს.

- ამ ხნის მან­ძილ­ზე, თა­ნაც, ასე გაბ­რა­ზე­ბულს, მარ­თ­ლა არ გაგ­ჩე­ნი­ათ სურ­ვი­ლი, ერ­თხელ მა­ინც გე­ღა­ლა­ტათ მე­უღ­ლის­თ­ვის?

- რა თქმა უნ­და, ღა­ლა­ტის სურ­ვი­ლი რო­გორ არ გა­მიჩ­ნ­დე­ბო­და, ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე თავს ვი­კა­ვებ­დი. ბი­ჭე­ბი მა­შა­ყი­რე­ბენ კი­დეც ამის გა­მო... არ მინ­და არა­ვინ, ყვე­ლა­ფე­რი წყალ­საც წა­უ­ღია...
მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მივ­მარ­თო ჩემს ქალს: კი­დევ მაქ­სი­მუმ, ორ წელს გავ­ძ­ლებ, მე­რე ნუ გა­უკ­ვირ­დე­ბა, სახ­ლ­ში ქალს თუ შე­მო­ვიყ­ვან და ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩე­მი შვი­ლე­ბიც თუ წავ­ლენ, ჯან­და­ბას, ისი­ნიც წა­ვიდ­ნენ ჩემ­გან! ისე­დაც მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ თავს... ფუ­ლი? ფულს კი აქამ­დეც ვშო­უ­ლობ­დი და მო­მა­ვალ­შიც ვი­შო­ვი! ისე რო­გორ გავ­სა­ცო­დავ­დე­ბი ჯა­ნი­ა­ნი კა­ცი, რომ საჭ­მ­ლის ფუ­ლი ვერ ვი­შო­ვო?

- თა­ვის დრო­ზე, ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მე­ნით?

- აბა, სხვაგ­ვა­რად რო­გორ იქ­ნე­ბო­და? ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი. 5 წე­ლი მა­ლუ­ლად ვხვდე­ბო­დით, 3 წე­ლი - უკ­ვე ყვე­ლამ იცო­და ამის შე­სა­ხებ. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­ცა სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე, წე­ლი მო­ვი­მაგ­რე, დავ­ქორ­წინ­დით. კარ­გად მიგ­ვ­დი­ო­და ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მე­რე შემ­ცი­რე­ბა­ში მოვ­ყე­ვი. საქ­მე მა­ლე გა­მოვ­ძებ­ნე, მაგ­რამ ისე­თი და­ფა­სე­ბუ­ლი - ვე­ღარ, რო­გო­რიც მა­ნამ­დე მქონ­და და ცხა­დია, ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი შე­მო­აკ­ლ­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ იყო, ცო­ლის თვალ­ში რომ გა­ვუ­ფა­სურ­დი და ჩე­მი სიტყ­ვა მის­თ­ვის აღა­რა­ფერს ნიშ­ნავ­და. ჰო­და, წა­ვი­და და წა­ვი­და... ვი­მე­ო­რებ, არ მეს­მის იმ კა­ცე­ბის, რომ­ლებ­საც ცო­ლი წლე­ბია, არ უნა­ხავთ და ამას არც გა­ნიც­დი­ან. მათ­თ­ვის მთა­ვა­რია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­დეთ და სხვა და­ნარ­ჩენს არად აგ­დე­ბენ. მერ­წ­მუ­ნეთ, იზოს წას­ვ­ლის შემ­დეგ, ერ­თი დღეც არ ყო­ფი­ლა, რომ არ მე­მუ­შა­ოს, მაგ­რამ მა­ინც მა­ღა­და­ვე­ბენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი, - ცო­ლი გარ­ჩენ­სო. იმ დღეს ნუ მო­ვეს­წ­რე­ბი, ცო­ლის კი­სერ­ზე რომ მო­ვიწყო ცხოვ­რე­ბა და მხარ-თე­ძო­ზე წა­მოვ­წ­ვე. ყვე­ლა კა­ცი ერ­თ­ნა­ი­რი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, მაგ­რამ რად გინ­და? - მეც სხვე­ბი­ვით, უვარ­გი­სი ნივ­თი­ვით მი­მაგ­დეს - ასე გა­მო­დის...
- რას ნა­ნობთ?
- ვნა­ნობ, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი არ ვი­ყა­ვი. ალ­ბათ, ცო­ტა მკაც­რი ხე­ლი და მათ­რა­ხი ქალს მარ­თ­ლა სჭირ­დე­ბა, რომ მან თა­ვი­სი ად­გი­ლი იცო­დეს. მე კი მე­გო­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი საკ­მა­რი­სი იყო სა­ი­მი­სოდ, რომ ქალ­საც არას­დ­როს გა­ე­ხე­და სხვის­კენ, არას­დ­როს მო­ეთხო­ვა იმა­ზე მე­ტი, რაც ჰქონ­და. მე­გო­ნა, სრუ­ლი იდი­ლი­ის­თ­ვის თბი­ლი სიტყ­ვე­ბი იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ თურ­მე, ვცდე­ბო­დი. ახ­ლა მეს­მის, რა­ტომ გა­მო­დის ჩე­მი მე­ზობ­ლე­ბის სახ­ლე­ბი­დან ჩხუ­ბის ხმა, მე კი მერ­წ­მუ­ნეთ, ცო­ლის­თ­ვის ხმა­მა­ღა­ლი სიტყ­ვაც არას­დ­როს მით­ქ­ვამს. ვცდი­ლობ­დი, მის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერ­ში გა­მე­გო, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლიც კი ვენ­დო­ბო­დი და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­ცა სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, სა­ოც­რად დაღ­ლილს, ღი­მი­ლით შე­მო­მე­გე­ბე­ბო­და... ჩემ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა ფულ­ში კი არა, ცო­ლის ღი­მილ­ში იყო და ის ღი­მი­ლი ახ­ლა ძა­ლი­ან მაკ­ლია. სუ­ლი­ე­რად დავ­მარ­ტო­ხელ­დი, ამა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა კი თურ­მე, არ არ­სე­ბობს... ახ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე, რა­ღაც შევ­ც­ვა­ლო, რომ მე­რე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში არ და­ვას­რუ­ლო ცხოვ­რე­ბა. ჰო­და, თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ შე­იც­ვ­ლე­ბა რა­მე, აუცი­ლებ­ლად, მე შევ­ც­ვ­ლი ჩემს ბე­დის­წე­რას...

- და­ბო­ლოს, ჟურ­ნალ "გზის" მეშ­ვე­ო­ბით, რას ეტყ­ვით იმ ემიგ­რან­ტი ქა­ლე­ბის ქმრებს, რომ­ლე­ბიც თქვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რე­ბენ?

- თქვენ წურ­ბ­ლე­ბი ხართ! დი­ახ, ისე­თი წურ­ბ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს ჰკბე­ნენ. ასეთ კა­ცებს ჰგო­ნი­ათ, ბედ­ნი­ე­რე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბა­შია, მაგ­რამ ავიწყ­დე­ბათ, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბა მა­შინ აქვთ, რო­ცა სა­რეცხს კი არ რეცხა­ვენ და საჭ­მელს კი არ ამ­ზა­დე­ბენ, არა­მედ მა­შინ, რო­ცა ამას ცო­ლი აკე­თებს, ხო­ლო თა­ვად ფუ­ლის შე­მომ­ტა­ნად და ოჯა­ხის ღერ­ძად რჩე­ბი­ან. აი, რო­ცა კა­ცი და ქა­ლი გა­თა­ნაბ­რ­დე­ბა, მა­შინ არის ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად. ჯენ­ტ­ლ­მე­ნო­ბა, რა­ზეც ქა­ლე­ბიც და კა­ცე­ბიც რი­ხით სა­უბ­რო­ბენ, სხვა კი არა­ფე­რია? კა­ცი ქალს უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს და თან, მას­ზე ძლი­ე­რი უნ­და იყოს, ქა­ლი კი რიგ საკითხებ­ში მას ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს. თუმ­ცა, არც ერთს არ უნ­და ჰქონ­დეს ერ­თი­მე­ო­რე­ზე ძა­ლა­დო­ბის არა­თუ უფ­ლე­ბა, სურ­ვი­ლიც კი. აი, ეს იქ­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი და არა - თა­ნას­წო­რო­ბა, რო­ცა კა­ცი ად­გილს არ და­უთ­მობს ქალს; რო­ცა ქა­ლი იქ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი, ოჯახ­ში ძი­რი­თა­დი შე­მომ­ტა­ნი იყოს და კა­ცი მის ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რობ­დეს...

P.s. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­დეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვ­წე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
01.08.2017
ასეთი პიროვნების დატოვება საცოდაობაა.. იდეალური ქმარი ყოფილა რა უნდოდა რომ მიდიოდა... მის ქმარს კი ვეტყვი ნუ მისტირის იზოს მიხედოს თავის თავს..და ნახოს მისი წილი ბედნიერება.
ეთერი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი, რომელსაც არაბულენოვანი წარწერა აქვს პროფილის ფოტოზე, ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს თავის კედელზე.
სა­კუ­თარ მი­წა-წყალ­ზე იდევ­ნე­ბო­დეს და იჩაგ­რე­ბო­დეს ქარ­თ­ვე­ლი?! _ აი, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სა­ფიქ­რა­ლი"
"არ შეიძლება ამდენი უცხოელი იყოს ქვეყანაში"
"ნუ გე­ნაღ­ვ­ლე­ბის სწავ­ლის­თ­ვის ყრმის წკეპ­ლით ცე­მით ტი­რი­ლი"
"ეს ად­გი­ლი და­დე­ბით მუხტს აღ­ვი­ძებს, სისხლს ააჩ­ქ­რო­ლებს..."
"სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­თა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი მომ­რავ­ლ­დ­ნენ"
ხალ­ხი ნდო­ბას კარ­გავს; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მოწყა­ლე­ბას ითხოვს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თაღ­ლი­თია
ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არავინ ფიქრობს...
ამ ზაფხულს, სუ­ლის შემ­ხუ­თავ სიცხეს დი­დი რის­კის ფა­სად და­ვაღ­წიე თა­ვი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი